სუროგატი დედა.თავი 7
„ბაღდათის ქვეყანა“ ისტორიულ-გეოგრაფიულად ვარციხით იწყება. თავდაპირველად მისი სახელი ვარდციხეა – „ვარდის ციხე“, ამიტომაც უწოდეს მას ძველმა ბერძნებმა, ბერძნული თარგმნით, „როდოპოლისი“ – ვარდის ქალაქი (ბერძ. „როდონ“- ვარდი, „პოლის“- ქალაქი.). უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის გულში, სამი მდინარის შესაყარში, აღმართულ ქალაქს. აქ გაივლიდა ინდოეთიდან მომავალი „დიდი წყლის გზა“ (სამდინარო გზა) და ჩრდილოეთიდან მომავალი სახმელეთო გზაც. ვარციხე ბუნებრივ სიმაგრეებს მოკლებული იყო. ამიტომ შიშველ დაბლობზე მდებარე ქალაქს ადგილობრივი ქართველობა გამუდმებით ამაგრებდა და აშენებდა.არქეოლოგიური შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ვარდციხე სწორედ ეგრისის ახალი სამეფოს წარმოქმნა-გაძლიერების შედეგად გაჩენილი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობის ციხე-ქალაქია. კარგად დათარიღებული მასალების მიხედვით, ციხე-ქალაქის დაარსება.თვით თანამედროვე სოფელი ვარციხე ამ საუკუნის 20-იან წლებამდე განლაგებული იყო მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე, ვაკეზე. აქ იყო სოფელი მთელი თავისი მეურნეობითა და სავარგულებით, აგრეთვე გაზით, რომელიც დასავლეთით ვანის ქვეყნის მიმართულებით მიემართებოდა. მდ. რიონის ადიდებამ და კალაპოტის შეცვლამ სოფელი აყარა და მდინარის პირველ ტერასაზე, ანტიკური ხანის დასახლებათა მონაკვეთზე გადმოასახლა. ხოლო ამ ახალი სოფლის კვალი, მდ. რიონის წამლეკავი ბუნების გამო, თითქმის სრულად არ შემორჩენილა.ვარციხე მრავალი მტრის შემოსევას მოსწრებია, მრავალს გმირულად დახვედრია , მრავალჯერ კიდეც იავარქმნილა, მრავალჯერ ისევ აღდგენილა და აღზევებულა, უნახავს სპარსნი, თურქნი, ბიზანტიელნი. საკუთარ კედელთა შორის მოუხილავს ყველაზე საზარელი კაცთაკვლა: ფეოდალური დროის სისხლისღვრა ძმათაშორისი.1804 წლის გაზაფხულზე კავკასიის მთავარმართებლის, ციციანოვისაგან წარგზავნილმა ჯარებმა, იმერეთის საზღვრები გადმოლახეს და მალე ქუთაისშიც შემოვიდნენ.სოლომონ II-მ ქუთაისი მიატოვა და ვარციხეში გადავიდა. მეფე იძულებული გახდა, დრომდე მაინც ხელი მოეწერა რუს-ხელმწიფის (ალექსანდრე I-ის) ერთგულებაზე. მაგრამ ამის შემდგომ ვარციხეში მყოფი მეფე კიდევ ექვსი წელი თავგამოდებით იბრძოდა ქართული ტახტ-გვირგვინის გადასარჩენად. 1809 წელს ტორმასოვმა ქართველ მეფეს პეტერბურგში ელჩების გაგზავნა და თავად კი ქუთაისში დაბრრუნება მოსთხოვა, მაგრამ ცივი უარი მიიღო. 1810 წლის 10 თებერვალს ქუთაიშში მდგარმა რუსულმა მმართველობამ სოლომონ მეორე ტახტიდან გადაგდებულად გამოაცხადა და ვარციხისაკენ ჯარებიც დასძრა. ვარციხის კედლებმა და ქონგურებმა კიდევ ერთხელ იხილეს დიდი სისხლისღვრა. სოლომონმა მცირე ძალებით ვეღარ გაუძლო რუსთა და თანამოძმეთა ძლიერ იერიშს, სოლომონი დამარცხდა და თურქეთში გადაიხვეწა. მაგრამ ვარციხე დარჩა ისტორიაში. ქართული სამეფო ტახტის უკანასკნელი ალაგი.საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა.1907 წლიდან ანანოვმა ღვინის ქარხანა აამოქმედა. საქართველოში პირველად ვარციხის ქარხანაში დამზადდა სამარკო ღვინო „ცოლიკაური“, იქაური ღვინის მასალისაგან გამოხდილი სპირტების ბაზაზე კონიაკის ცნობილმა სპეციალისტმა ვახტანგ ციციშვილმა საუცხოო კონიაკი „ვარციხე“ შექმნა.ძველად ვარდციხე დღეს ვარციხედ მოხსენიებული იმერეთის პატარა სოფელი აქტიურად აგრძელებს ცხოვრებას.სოფელ ვარციხეში ფუნქციონირებდა ეკლესია ჯერ კიდევ ძველ დროში, რომელიც ციხის გალავნის შიგნით იყო აგებული. ციხესთან ერთად ისიც დანგრეულა. მაგრამ XVIII საუკუნეში კვლავ განახლებულა, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ყოფილა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეკლესიას დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. 1923 წელს კი დახურეს და 1996 წლამდე ეკლესია ინგრეოდა და ნადგურდებოდა. მხოლოდ ნანგრევებიღა მეტყველებდა მის არსებობას. გასული საუკუნის 90-იან წლებში სოფლის მოსახლეობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ „ტაძარი ღვთისა“ უნდა აღდგენილიყო. სოფელში ქალბატონი – ნათელა ბაქრაძე, რომელიც სათავეში ჩაუდგა ამ საქმეს და 1997 წლის 14 იანვარს ზარი დაირეკა ვარციხის „ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში“, რომელიც სოფლის მკვიდრთ ახალი ცხოვრების დაწყებას აუწყებდა.ღრმად ჩაფიქრებულს ხელის შეხება იგრძნო და თვალი გაახილა,მის წინ მაღალი ცისფერთვალება მამაკაცი ღიმილით იდგა. -ღმერთო,ვერ ვიჯერებ. მარიტა ეს შენ ხარ? -ზაზა?ზაზა რუსიშვილი?აქ რას აკეთებს ბატონი ზაზა? -კარგი რა,მოხსენი ეს ბატონო სასწავლებლის გარეთ ვართ.შენ რა გინდა აქ,ვისთან მიდიხარ. -მე?მე ჩემს სახლში მივდივარ,სიმართლე გითხრა მომენატრა ჩემი სოფელი.თქვენ?თქვენ ვისთან მიდიხართ? -მეც ჩემად ვთვლი შენს სოფელს,მე აქ გავიზარდე.როცა დავობლდი და ჩემი მშობლები ავტო-კატასტროფაში დაიღუპნენ,მე დედის ძმამ წამომიყვანა და დღეს მე ვინც ვარ სწორედ ჩემი ბიძის და ბიცოლას დამსახურებაა. -მიხარია,რომ ჩემს სოფელს წვლილი აქვს მიღებული თქვენს აღზრდაში. -მადლობა მარიტა. -ისე სმართლე გითხრა,მიკვირდა ყოველთვის და ვერ ამეხსნა,თუ რატომ არის ჩვენი ლექტორი ასეთი თავმდაბალი და თბილითქო.თურმე ის უნდა მეკითხა,თუ სად გაიზარდე. -მორჩი,სერიოზულობას როდისმე მიეჩვევი? მარიტა ირონია და ცინიზმი არ არის შენი სტილი და ამიტომ რაც არ გიხდება იმას ნუ მიეძალები. -კარგად მიხვდი,არ მიყვარს არც ირონია და არც ცინიზმი,ეს ისე უბრალოდ ბატონო ლექტორო.ზაზას გაეცინა და მარიტას გვერდით დაიკავა ადგილი. -აქ ჯდები? -მარიტა აქაა ჩემი ადგილი,ისე დასვენების დღეები სოფელში იქნები? -კი,მირჩევინია სოფელში ვიყო,მინდა ცოტა განტვირთვა მოვახდინო საკუთარ თავზე. -მარიტა მოდი როგორც ლექტორი არა,როგორც მეგობრები ისე ვისაუბროთ. -ახლა არა რა,ძალიან გთხოვ. -კარგი,როგორც შენ მოისურვრებ,გინდა საღამოს შემოვიარ შენთან ფინჯან ყავაზე ან ჩაიზე და ვისაუბროთ. -ზაზა ვერ გაგაკვირვებ ვერაფლით,მე............. -მარიტა რა მნიშვნელობა აქვს სიმდიდრეს მაშინ,როცა სულით მდიდარი არ ხარ ადამიანი.მე შენში შენი სული მომწონს შენი და სუფთა გული.მინდა დაგეხმარო,ამ ბოლო დროს არეული ხარ და ნერვებიც არ გაქვს ფორმაში,მითხარი რა გჭირს,როგორ მეგობარს.ამ საუბარში სოფელშიც მივიდნენ დანიშნულების ადგილზე და ზაზამ მარიტა სახლამდე მიაცილა,იქ კი ვინ გაუშვა ინგამ მოულოდნელ სტუმრებს საგულდაგულო სუფრა გაუშალა,ორივე მოშივებული იყო და გემრიელად მიირთვეს. -რამდენი ხანია რაც სოფელში არ ყოფილხარ მარიტა. -სექტემბერში რომ წავედი,მხოლოდ ერთხელ ჩამოვედი,მომენატრა აქაურობა.ზაზა მარიტას უცქერდა და ცდილობდა მისი სახის შესწავლას,შემდეგ კი დაფიქრებულმა უთხრა. -შეცვლილი მეჩვენები,რაღაც გჭირს,რაღაც გაწუხებს და გულში იხვევ. -არაფერი არც მჭირს და არც მაწუხებს,გეჩვენება ზაზა. -არა,შენ არ მენდობი და არ ხარ გახსნილი ბოლომდე,ვგრძნობ რაღაც გტკივა,რაღაც სერიოზული გარდააქმნაა შენში და გინდა აქ მოსვლით დაივიწყო თუნდაც მცირე ხნით შენი ტკივილი. -რა შემამჩნიე,რომ რაღაცას ვმალავ ან რაღაც მჭირს. -შენს თვალებში დიდი სევდაა,იღიმი და ეს ღიმილი არ არის გულწრფელი. -არ ვიცოდი,ფსიქოლოგიც თუ იყავი. -მარიტა თემიდან ნუ გინდა გადაუხვიო,ის რაც გჭირს სერიოზულია?სადმე შარში გაეხვიე? -ჩუმად,დედა გაიგონებს რა გჭირს რა ჩაიხვიე დაბურდული კასეტასავით.არაფერში არ გავხვეულვარ,დაწყნარდი. -შეგიძლია მენდო,გეფიცები გვერდში დაგიდგები,მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ და შეგიძლია გახსნილად მესაუბრო,შებოჭვის გარეშე. -არ მინდა ზაზა ამ თემაზე საუბარი. -კარგი,როგორც გინდა.მაგრამ რაც არ უნდა გაწუხებდეს,ყველაფერი შეიძლება თავის გზაზე წავიდეს და ბევრი ნერვილობისა და ტკივილის შედეგად სინათლე ბოლოს დაინახო. -წავა,წავა ყველა და ყველაფერი მისი გზით,მაგრამ მე? -მართლა სერიოზული პრობლემებში ხარ მარიტა. -დაიხურა ეს თემა,ჯერ-ჯერობით მაინც.როგორც ამბობ მეგობრულად ვსაუბრობთ,მეც მინდა სწორედ ჩვენი მეგობრობის ხათრით რომ გთხოვო,ხო გთხოვო ნუ გაგიკვირდა.ზაზა გთხოვ დამპირდი,თუ ოდესმე ძალიან-ძალიან გამიჭირდა მინდა შენი იმედი მქონდეს. -ახლა უკვე მაშინებ,მაგრამ გეფიცები,რომ გვერდში დაგიდგები და მოგხედავ როგორც ჩემს პატარა დას. -მპირდები? -გპირდები,მაგრამ შენც უნდა დამპირდე. -მეც გპირდები,რომ ყველაფერს მოგიყვები,მაგრამ დღეს არა. -კარგი დაწყნარდი,ხვალ გამოგივლი და ქალაქში გავიდეთ,სადმე დავჯდეთ და ვისაუბროთ მყუდროთ.მარიტა ნუ ფიქრობ იმაზე,რომ სხვაგვარად იყო შენი ოცნებები და სულ სხვა მიმართულებით წავიდა,მაგრამ რეალობა რაც კი ხდება ჩვენს გარშემო პირადულია თუ საზოგადოებრივი,მთავარია მოვინდომოთ და ყველაფერს შევცვლით.ზაზამ თვალი ჩაუკრა მარიტას და ფეხზე წამოდგა. -ინგა დეიდა ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო,დიდი მადლობა. -რისი მადლობა შვილო,ავთანდილი რომ იყოს სახლში ასე ფხიზელი არ გაგიშვებდა. -არაფერია,სხვა დროს იყოს.გაეცინა ზაზას და დაემშვიდობა დედა-შვილს.მარიტამ მოეფერა მონატრებულ მშობლებს და იმ ღამით მათ შუაში ჩაწოლილს ჩაეძინა მამის პერანგს ჩაფრენილი.დილით ინგას ღიღინმა სასიამოვნო ღიმილი მოჰგვარა და საწოლიდან უცქერდა მოღიღინე დედას რომელიც საუზმეს ამზადებდა. -გაიღვიძე?ადე მოდი ხელები დაიბანე ზაზამ სამჯერ მოვიდა უკვე და ასე დამიბარა,თუ კიდევ დაძინებული დამხვდა ჩემი ხელით წამოვაგდებ იმ თბილი საწოლიდანო. -აააა,უკვე მოვიდა?სულ დამავიწყდა რომელი საათია? -12 საათია უკვე,ადექი.მარიტა წამოდგა,თავი მოიწესრიგა დედის გამზადებული საუზმეც მიირთვა უგემრიელესი შავი ქლიავის ჯემიც დააყოლა პურზე სქლად წასმული და ზაზაც დაადგა თავზე. -ისეთი შემართებით მოვდიოდი,რომ არ დამხვედროდი ამდგარი გეფიცები საცვლებით გაგსვამდი გარეთ ამ სიცივეში. -შენ ვერ ხარ კარგად,ლექტორი ხარ ბოლოს და ბოლოს. -რას ჭამ მარიტა.სუფრას გადახედა ზაზამ. -გინდა შავი ქლიავის ჯემი? -გამოუშვი და წავიდეთ.მარიტამ სქლად წაუსვა ჯემი პურზე და ზაზამაც გემრიელად მიირთვა. -ოხ,როგორ მიყვარს ეს ოხერი დაგელოცა ძირი და მარჯვენი მას ვინც მოგხარშა ასე გემრიელი.მარიტამ სიცილით გადააქნია თავი და სახლიდან გავიდა ორივე.ქალაქში ჩავიდნენ და ერთ მყუდრო კაფეში დასხდნენ,მარიტამ ყველაფერი მოუყვა ზაზა და ბოლოს ღიმილით უთხრა. -ეს კარგია რომ უყვარხარ და შენც გაქვს გრძნობები მის მიმართ.შენთან ერთად უნდა ცხოვრება შენ რისი გეშინია,რა გაშფოთებს ასე ძალიან. -ზაზა შეცდომა დავუშვი,დიდი შეცდომა. -რა შეცდომა,არ გამოსწორდება? -იმაზე მეტის უფლება მივეცი ჩემს თავს რაც არ უნდა გამეკეთებინა,ეს არ უნდა დამეშვა,არ უნდა მომხდარიყო. -როგორც გავიგე,ყველაფერი ძალიან ჩქარა მოხდა თქვენში. -არ ვიცით რომელმა უფრო დავაშავეთ,მაგრამ ფაქტია რომ ორივემ დავკარგეთ თავი და უფლებებს გადავაჭარბეთ.პირადად მე,თავი უნდა შემეკავებინა და ამ დონეზე არ უნდა დავცემულიყავი. -ახლა?რა იქნება ახლა მარიტა. -სწორედ ეს მაშინებს ზაზა ,,რა იქნება ახლა''.ან რა ვუთხრა მის ცოლს,ბოდიში შენი ქმარი ორი ღამით ჩემი ქმარიც იყოთქო? -ნურაფერს ნუ ეტყვი,მოდი დროს ანდე ეს ყველაფერი მარიტა და დრი თავად იტყვის მის სათქმელს.ცხოვრება ისე სწრაფად გარბის როგორც წყალი,გეტყვი რომ წყალზეც ჩქარა კი,ჰოდა დაელოდე დროს.ნუ გაგაგიჟებს ის რაც არ უნდა მომხდარიყო,მაგრამ უკვე მოხდა. -არ ვიცი,არ ვიცი რა ვქნა.დავაშავე და დანაშაული არ მასვენებს. -გეთანხმები,რთული სიტუაციაა,მაგრამ დიდ იმედს მაძლევს ის რომ შენ უნდა აჩუქო მას შვილი და ერთი აზრი რომელიც ახლა დამებადა უკვე არ მასვენებს და ძალიან მაინტერესებს. -რა არ გასვენებს,რა ძალიან დიდ სიღრმემდე ჩაუღრმავდი ამ თემას ზაზა. -ეს ბავშვ,რომელიც ჩასახვით უნდა გაჩნდეს ეს ჩემთვის ახალი და განსხვავებული არ არის მარიტა მეც ქირურგი-გენოკოლოგი ვარ და ვიცი როგორც კეთდება,მამაკაცის რომელიც სინჯარაში განვითარების შემდეგ გადადის დედის სხეულში,მაგრამ მე მაინტერესებს,რამდენად დარწმუნებული ხარ,რომ ეს ანალიზი გაამართლებს და თუ შენ პირველივე ანალიზზე ფეხმძიმედ აღმოჩნდი,ეს არ იქნება ჯორჯის და შენი შვილი. -რას გულისხმობ,ფიქრობ განაყოფიერება რომ ბუნებრივად იყოს მომხდარი? -სწორად გამიგე,განაყოფიერება რომ ბუნებრივად მოხდეს,რას იზამ შვილს მაინც დაუთმობ? -არა,არავითარ შემთხვევაში. -ასე ხომ კონტრაქტს დაარღვევ და შენ მოგიწებვს იმ თანხის გადახდა,რაც ჯორჯმა გადაიხადა. -ზაზა მას არანაირი თანხა არ გადაუხდია,მე უარი ვუთხარი ფულზე. -რატომ,მე ვიცი რაც ღირს და რამდენს უხდის ოჯახი იმ ქალს,ვინც უნდა გაუჩინონ შვილი. -მე არ მითხოვია თანხა,მე მხოლოდ დახმარება ვთხოვე,რადგან არ მქონდა არსად წასასვლელი და ვიყავი რთულ სიტუაციაში.ოთხი ღამე ბიბლიოთეკაში მეძინა ერთ პატარა საკუჭნაოში,ძალიან გამიჭირდა.არც ის მინდოდა ჩემებს გაეგოთ ეს ყველაფერი,მამამ ჩემს გამო ხომ თავი თითქმის სასიკვდილოდ გასწირა.წავიკითხე თუ არა განცხადება,არც დავფიქრებულვარ ისე გამოვეხმაურე,ახლა კი............. --ნანობ?რაც გააკეთე ნანობ? -არა,არ ვნანობ მაგრამ არ დავფიცავ,რომ ნატა მაშინებს ის ძალიან საშიში ქალია. -ნუ გეშინია,ალექსანდრე ხომ შენს გვერდით არის,ასევე ჯორჯიც და ახლა მეც ხომ დაგემატე,ქრისტი გყავს კიდევ.ასე რომ,ყველა მხრიდან დაგიცავთ. -სხვანაირად ჩაფიქრებული,სულ სხვა გვარად გაგრძელდა მაგრამ არ დავნებდები და ბოლომდე მივალ,ვიბრძოლებ რომ ბავშვი დაიბადოს.არ შევეპუები ნატას სახით წარმოჩენილ პრობლემებს.ტელეფონის ზარზე არც დახედა ისე უპასუხა. -გისმენთ. -მომენატრე,ერთი დღე და ერთი ღამე იცი რამხელა დროა უშენოდ?მარიტა მთელი 24 საათი გავიდა რაც წახვედი.სად ხარ,როგორ ხარ. -კარგად ვარ, მადლობა მოკითხვისთვის.ზაზამ მიხვდა მასთან ერთად ვერ ისაუბრებდა და ხელით ანიშნა გავალო და მარიტამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. -მომენატრე მარიტა. -ჯორჯ იმ ღამით რაც მოხდა ჩვენს შორის,მე არ გამიკეთებია იმის გამო,რომ ნატას დავუმკიცო თუ როგორ ადვილად შემიძლია ავართვა მისი საკუთრება.ჯორჯს ჩაეცინა,მაგრამ დააინტერესდა რას ფიქრობდა მარიტა და შეეკითხა. -აბა,რისთვის დამნებდი მარიტა. -იმ წუთში სწორედ ის გავაკეთე რაც მინდოდა,რაც გონებამ მიკარნახა.მინდოდა შენთან ერთად ვყოფილიყავი და მინდოდა შენით შემეგრძნო მამაკაცის სითბო. -სად დაიკარგე მარიტა იმ ღამით. -მარიტა არ დაკარგულა და შორს არ წასულა.ის შენთან იყო,შენს გვერდით და შენს მკლავებში რომელიც ახლოდან უსმენდა თუ როგორ ჩქარა ცემდა შენი გული. -იმედია ის ღამე,კიდევ დიდი ხნით დაგვამახსოვრდება შენც და მეც. -ჯორჯ ჩემს ცხოვრებაში ღრმად შემოდი და ეს ძალიან მაშინებს. -რატომ. -იმიტომ რომ ვიცი,ეს შეცდომაა. -რატომ. -იმიტომ,რომ ჩვენ სხვადასხვა ცხოვრებით ვცხოვრობთ,ჩვენი გზები არ მიდის ერთი გზით.არ მინდა გატკინო ჯორჯ მაგრამ ორივემ ვიჩქარეთ,ალბად ხვდები რომ ეს არ უნდა მომხდარიყო და თუ მოხდა აღარ უნდა გაგრძელდეს,არ უნდა განმეორდეს. -გასაგებია,ჩვენ არა მარიტა მომავალი თავად გადაწყვეტს გზები უნდა გაიყაროს ჩვენი თუ უნდა შეერთდეს,უნდა გავაგრძელოთ თუ უნდა დავსვათ წერტილი იქ სადაც უნდა დაისვას,მაგრამ გახსოვდეს რაც არ უნდა მოხდეს,ჩემს გულში შენი ადგილი ყოველთვის იქნება,რადგან შენ მიგიღო მხოლოდ ჩემმა გულმა. -ჩვენ არასოდეს არ ვიქნებით ,,ჩვენ''. -რა გავაკეთო,რომ დამიჯერო მარიტა. -არც არაფერი,მხოლოდ უნდა გახსოვდეს ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ამ ყველაფერს,ყველასგან დამალულად შეხვედრებს,მე კი არ მინდა მეტკინოს და არც მინდა ვატკინო სხვას.მე მინდა მხოლოდ ჩემი წილი ბედნიერება ვპოვო,მაგრამ როგორც ვხედავ ჯერ ამ გრძნობას ჩემთვის არ სცალია. -მიყვარხარ და ყველაფერს გავაკეთებ,რომ ეს გრძნობა შენშიდაც გაღრმავდეს.როდის დაბრუნდები. -არ ვიცი,არ ვჩქარობ მინდა ეს არდადაგები აქ გავატარო ჩემებთან ერთად. -მე წასვლა მიწევს და რამოდენიმე დღე უნდა გავიდე ქვეყნიდან,მნიშვნელოვანი საქმეზე დამირეკეს საბერძნეთში,ასე რომ შენს ქალაქში დაბრუნებამდე მეც დავბრუნდები. -წარმატებები ჯორჯ. -მადლობა და კარგად მარიტა კიდევ შეგეხმიანები.მარიტამ ტელეფონი გათიშა და სივრცეს გაუსწორა თვალი,მხარზე ფრთხილი შეხებამ მოიყვანა გონს.ზაზამ ღიმილით შეხედა და უთხრა. -წავიდეთ თუ კიდევ დარჩა რამე უთქმელი. -არა,დავიცალე.ფეხზე წამოდგა მსარიტა და წავიდნენ.მშობლბთან გაატარა მთელი დასვენება,მხიარული და ბედნიერი დღეები ჰქონდათ და დადგა წასვლის დღეც.გული დაწყდა ასე მალე რომ გავიდა დრო,მაგრამ სამწუხაროდ სიხარულით სავსე დღეები დასრულდა და სოფლის ნობათით დატვირთული გაისტუმრა მშობლებმა მარიტა ქალაქში.ზაზამ პირობა მისცა ავთანდილს და ინგას რომ თავად მიიყვანდა სახლამდე და არ ენერვიულათ.არ გაუფრთხილებია ალექსანდრე სახლში რომ ბრუნდებოდა და უკვე დაბინდებული იყო ტაქსი რომ გააჩერა ბინასთან,ზაზამ ჩანთები მიატანინა კარებამდე და ბევრი ხვეწნის მიუხედავად სახლში არ შევიდა და უკან გაბრუნდა იმავე ტაქსით.სახლი ცარიელი და ჩაბნელებული დახვდა,გული დაწყდა ალექსანდრე რომ არ დახვდა,მაგრამ უეცრად დატრიალდა და ვახშმის მზადება დაიწყო,დაასრულა ყველაფერი და შუქები ისევ ჩააქრო,თავად კი იქვე მიწვა და ლოდინში ჩაეძინა. -ალექსანდრე რა გემრიელი სუნია სახლში. -ნამგზავრი ხარ და ისე დაიღალე საჭმელი გელანდება?გაეცინა ალექსანდრეს. -რა უგრძნობი ხარ,ვერ გრძნობ ვერაფერს?ალექსანდრე გაჩერდა და მანაც გაოცებულმა მოავლო თვალი სახლს,შემდეგ სამზარეულოში გავიდა და გაეღიმა. -მარიტა მოსულა. -სად არის თუ მოვიდა.თქვა ჯორჯმა გაკვირვებულმა. -მოიცა ვნახავ,იქნებ საძინებელშია.წავიდა,მაგრამ იქვე გაჩერდა და ფრთხილად მივიდა მისაღებში მდგარ მდივანთან. -აქაა,ჩასძინებია ლოდინში.თქვა ჯორჯმა ჩუმად და იქვე დაკეცილი პლედი გადააფარა,შემდეგ დაიხარა და ფრთხილად შეახო ტუჩები შუბლზე.-ღმერთო, როგორ ძალიან მომენატრე.რატომ არ მიჯერებ,რომ მიყვარხარ სიგიჟემდე.სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს. -მმმმ,როგორ ძალიან მომენატრე შენ ხომ არ იცი.თქვა ძილში მარიტან და გვერდი იცვალა. -გაიგონე?ისევ ისეთივე ძლიერი გრძნობით ვუყვარვარ როგორც მე მიყვარს ალექს მაგრამ ჯიუტია,არ შეიძლება ეს შეცდომა არისო. -ვერ ხვდები რატომ იკავებს თავს? -ვიცი,განა არ ვიცი?ჯორჯი წამოდგა და სააბაზანოში შევიდა. -როგორც იქნა გაიღვიძე,მძინარა.უთხრა ალექსანდრემ და გულში ჩაიკრა.-მომენატრე პატარავ,რატომ არ მითხარი თუ მოდიოდი. -სიურპრიზი არ მინდოდა გამეფუჭებინა,მეც ძალიან მომენატრე.სახლი რომ ცარიელი იყო გული დამწყდა,მაგრამ გემრიელობები ჩამოგიტანე. -მარტო მე მოგენატრე?ის ხისთავიანი არ მოგენატრა?ძლივს ვაკავებდი აქ და მერე ისიც წავიდა,დღეს ჩამოვიდა.და რაც შეეხება შენს გემრიელობებს,მივხვდი.ისეთი სუნი ტრიალებდა სახლში,პირველად სამზარეულოში შევარდით ორივე. -სად არის,აქ არის? -აქ იჯდა და გიყურებდა,სააბაზანოში შევიდა. -აქ ვარ,ძილში გამეცი პასუხი,რომ ძალიან მოგენატრე. -ტყუილია,რაც გინდა იმას ამბობ ჯორჯ. -მაინც ვერ დააჯერებ,სანამ არ გადაუღებ ვიდეოს და არ აჩვენებ რომ ძილში ლაპარაკობს და სიყვარულს გვიხნის ყველას ან თუ ცუდ ხასიათზეა გვეჩხუბება. -საჭმელი მზადაა,გაციებულიც იქნება შევაცხელებ და მეც მომშივდა.ადგა,გვერდი აუარა ორივეს და ლამაზად გააწყო სუფრა.ცოტა ხანში ბოდიშის მოხდით დატოვა ორივე და საძინებელში გავიდა.ჯორჯმა თვალი გააყოლა და უნდოდა უკან გაჰყოლოდა,მაგრამ ალექსანდრეს ხმამ უკან დააბრუნა. -ვიცი უაზრობა იქნება რომ გითხრა თუ რას გრძნობ,მე ვიცი და ვხვდები,მაგრამ შენ რას მეტყვი ჯორჯ რას გრძნობ. -მარტოობას ვგრძნობ,ჩემს გარშემო ბევრი ადამიანია და სულ ხალხის გარემოცვაში ვარ,მაგრამ მაინც მარტოსულად ვგრძნობ თავს,საკუთარ თავსაც კი გავურბოდი ეს დღეები,მარიტას შევხედე და შევივსე. -როგორ მინდა ერთად რომ იყოთ,მაგრამ როგორ არ მინდა ღრმად შეხვიდეთ აზვირთებულ ოკეანეში საიდანაც გაგიჭირდებათ გამოსვლა.ჯორჯ გამიგებ რას ვამბობ და მიხვდები,რომ არ მინდა ის დღე დადგეს,რომ მარიტას შენი არსებობაც კი ეტკინოს. -ვიცი,ვიცი რომ ეს შეუძლებელია,მაგრამ მის გარეშე ვერ ვსუნთქავ ალექს,მიჭირს მასთან შორს ყოფნა.კარებზე ზარი იყო და ალექსანდრემ გააღო,სახლში კი ნატა შემოიჭრა ქარიშხალივით. -სად ხარ ვინერვიულე,ტელეფონი არასოდეს არ გაგითიშია,ეს დღეები კი გათიშული გაქვს.ოფისში არ ხარ,სათბურში არ ხარ,აქ არ ხარ,სად დადიხარ არ უნდა ვიცოდე? -გითხარი,რომ ქალაქიდან გავდივართქო და არა ქალაქიდან ქვეყნიდანაც მომიწია წასვლამ და ისე იზამ,აღარასოდეს აღარ დავბრუნდები უკან. -იმედია მართალს ამბობ.თქვა და სახლს მოავლო თვალი. -ვის ეძებ,ჩვენს გარდა ვერავის ვერ ნახავ სახლში. -მარიტა არ დაბრუნებულა? -შენ როგორც ჩანს ნერვები არ გყოფნის დღეს,რადგან აქ მოდი მაგრამ არ გაგიმართლა შხამს ვერ გადმოანთხევ,მარიტა არ დაბრუნებულა ჯერ-ჯერობით.უთხრა ჯორჯმა. -გიორგი მე....... -ძალიან გთხოვ არაფერი არ თქვა,ძალიან დაღლილი ვარ. -ქალბატონო ნატა,დამშვიდდი წინ მთელი საუკუნე გაქვს გასავლელი და ასეთი პიკზე მყოფი ნერვებით ვერაფერს ვერ მიაღწევ. -ეს დღეები რაც წასული ხარ,მხოლოდ შენზე ვფიქრობ. -რაო,რატომ შემოგეძალა ფიქრები რამე საინტერესო უნდა მითხრა? -რაზე არა და ალბად შემეკითხები,ვისზე ფიქრობო. -ჰოდა ვიზე ფიქრობ ეს დღეები. -შენზე,შენზე ვფიქრობ გიორგი. -და რაო რა დასკვნა გამოიტანე,ვშორდებით? -არა,მიყვარხარ.არ შემიძლია სხვა რამ ვთქვა გარდა იმისა რომ მიყვარხარ და მინდა ბედნიერები ვიყოთ. -წუთისოფელი იცინოდა, დრო კი მიდიოდა.ჰოდა თუ მართლა იმ დასკვნამდე მიხვედი,რომ ჩემი ბედნიერება გინდა,დააცადე მარიტას ბავშვი მშვიდ გარემოში დაიბადოს,როცა ანალიზის პასუხი დადებითი იქნება.შენს ალმოდებულ მზერაში სულ სხვა რამეს ვხედავ,მგელივით დაუოკებელი მზერა გაქვს და ფარდა არ ჩამოვხსნა შენს ბინძურ ზრახვებს,ვერ გადამირჩები იცოდე. -როგორ ფიქრობ ნატა რა არის სიყვარული,შეგიძლია ეს ახსნა?ალექსანდრემ შეეცადა სიტუაცის განმუხტვას,ნატამ დაიბნა რადგან მართლა არ ჰქონდა ამ კითხვაზე პასუხი და ისევ ჯორჯმა თქვა. -სიყვარული მარადიული მონატრებაა,როცა გიყვარს სულ გენატრება თუნდაც ახლოს გყავდეს,მაინც მის მონატრებას გრძნობ რადგან ვერ ივსები, საშინელებაა როცა ახლოს გყავს,მაგრამ მაინც შორს არის შენთვის და მიუწვდომელი.თქვა,წამოდგა და სახლი დატოვა ნატა კი იჯდა გაოცებული და ალექსანდრეს უცქერდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.