შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკეთესო ჩემში (თავი3)


12-05-2018, 01:35
ავტორი Vio Aziziani
ნანახია 2 086

ვყოყმანობდი მეპასუხა თუ არა,ბოლოს ვუპასუხე..
-გისმენთ..
-როგორ ხარ?
-რომელი ხარ?
-რაიყო ვერ მიცანი?
-ვაჩე შენ ხარ?
-ხო მე ვარ ნუთუ ვერ დამიმახსოვრე? ირონიულად მკითხა
-შენ რატო უნდა დამემახსოვრებინე,ან ჩემი ნომერი საიდანღა გაიგე?
-ეგ არ გამიჭირდება,უკეთ რომ გამიცნობ მიხვდები
-საერთოდ არ მინდა უკეთ გაგიცნო,უფრო არ მინდა შემზიზღდე..
-შენს თავზე დიდი წარმოდგენა ნუ გექნება გოგონი,მეორედ აღარ გაგაფრთხილებ,რომ წესივრად მელაპარაკო გაიგე?
-და საერთოდ რა გინდა? გეხვეწები რომ ჩემი ნომერი გაიგო დამირეკო მელაპარაკო,რომ ახლაც მიმითითებ როგორ გელაპარაკო?საერთოდ არ მაქვს სურვილი შენნაირ ტიპთან მქონდეს რამე კონტაქტი და თავი შორს დაიჭირე..ისე გავბრაზდი ტელეფონი გავუთიშე და ევას დავურეკე..
-ხო მელანო
-კაფეში ჩამოხვალ? გამოვალ მეც მალე..
-ძალიან ნაწყენი ვარ შენზე ახლაც გამიკვირდა,როგორ დამირეკე
-ვიცი ცუდად მოვიქეცი,მაგრამ მოგიყვები ყველაფერს,მიდი გამოდი..
გუშინდელ დღეს,რომ ვიხსენებდი,თითქოს სიზმარი ყოფილიყო,მინდოდა ეს ფურცელი წაშლილიყო და აღარ შემხვედროდა ეს ტიპი..
მოვწესრიგდი ჯინსები,ტოპი და კეტები ამოვიცვი და გავედი გარეთ..
-მომიყვები რა ხდება? დაიწყო ევამ
მოვუყევი ყველაფერი ევას და გაოგნებული მისმენდა,არ იცოდა რა ეთქვა..
-მელანო,როგორ არ იცოდი ეგ ტიპი?მთელი საბურთალო მაგას ყავს ხელში დაჭერილი,ეგ იმის ბრალია სახლის და სწავლის გარდა,რომ არსად არ იხედები..საერთოდ არ მიაქციო ყურადღება ვაჩეს,ყველას იყენებს,მიზანს რო აღწევს თავს ანებებს,ძალიან ვნერვიულობ შენზე არ მინდა გადაგეკიდოს..ლუკას და ბექას ხო არ მოვუყვეთ?
-არა ევა ხო არ გაგიჟდი შენ? არ მინდა ჩემს გამო შარში გაყონ თავი,დავტოვოთ ყველაფერი ისე,როგორც არის..
-დღეს ლილეს დაბადებისდღეა,7ზე იკრიბებიან ბავშვები,ლუკაც და ბექაც იქ იქნებიან,ხო წამოხვალ შენც?
-კი წამოვალ ცოტა გულს გადავაყოლებ..
ლილე ჩვენი კურსელია,ხშირად ვიკრიბებით ერთად რამე ისეთი თუ გაიჩითება..
7 საათი ხდებოდა,არჩევანი გავაჩერე შავ კლასიკურ შარვალზე,თეთრ ტოპზე და შავ ქუსლიან ფეხსაცმელზე,თმა ავიწიე,ტელეფონი ავიღე და გავედი სახლიდან..
ევა მელოდებოდა მანქანით,ისეთი საცობი იყო,8ის ნახევარისკენ მივედით ლილესთან..
-ჩემიი გიჟები მოვიდნენ,დაიძახა ლილემ და ჩვენსკენ წამოვიდა,მივულოცეთ საჩუქრები მივეცით და გავედით გარეთ..სახლი ჰქონდა დაქირავებული თავისი აუზით და ძალიან ბევრი ხალხი ყავდა დაპატიჟებული..ოფიციანტს კოლა გამოვართვი და აუზთან დავდექი,ევა მომიახლოვდა განერვიულებული
-რა მოხდა გოგო,რა სახე გაქვს ვკითხე და სიცილი დავიწყე
-ვერ წარმოიდგენ რასაც გეტყვი,თვალებით მანიშნა უკან გამეხედა,ჯობდა არ გამეხედა,ლილე ვაჩესთან ერთად ჩვენსკენ მოდიოდა,ნერვიულობისაგან ამაკანკალა,ალბათ მკვდრის ფერი დამედო..
-გოგოებო გაიცანით ჩემი შეყვარებული,ვაჩე დევდარიანი..ვაჩე ესენი ჩემი ახლო დაქალები არიან,მელანო და ევა..
ხმა ჩამივარდა,ნერწყვი ისე მძიმედ გადავყლაპე,მეგონა დავიხრჩობოდი..არ ვიცოდი რა მექნა,არ იქნებოდა ეს ჩემგან სამართლიანი მოქცევა თუ თვალებს დავხუჭავდი და ლილესთვის არ მეთქვა,რომ ეს ნაგავი იყენებდა მასაც,როგორც სხვა გოგოებს..როგორ უნდა მეთქვა ლილესთვის ეს? მაგრამ ისიც რო არ მეთქვა შეუძლებელი იქნებოდა,გონს მოვეგე თავი ხელში ავიყვანე და ხმა ამოვიღე..
-ლილე რაღაც უნდა გითხრა,როგორც კი ვუთხარი ევამ გამაჩუმა და თვითონ დაიწყო
-ძალიან სსასიამოვნოა ჩვენთვის ვაჩე,ლილე ძალიან უხდებით ერთმანეთს..
-მადლობა გოგოებო,ახლა მარტო დაგტოვებთ და მოგვიანებით შემოგიერთდებით..
ვაჩეს ირონიული მზერა მკლავდა,მაღიზიანებდა,რათქმაუნდა ყველას გამოიყენებდა არც გაუჭირდებოდა,მაღალი,გამხდარი,კარგი ტანის,შავგვრემანი,შავი მბრწყინავი თვალებით,ნებისმიერი გოგოს დაკერვა და მოტყუება შეეძლო..ევაზე ისეთი გაბრაზებული ვიყავი შემეძლო მეცემა აქვე..
-შენ საერთოდ გაგიჟდი? რატო გამაჩუმე ევა?
-კაიიი რა მელანო,ლილესაც არ იცნობ?ძაან კარგად იცის ვაჩე როგორიცაა,ესეიგი აწყობს მასთან როა ხო?არარის ჩვენი საქმე შეეშვიი რაც უნდათ ის უქნიათ..
თავიც არ მქონდა არგუმენტების მოყვანისთვის,ისეთ შოკში ვიყავი,გუშინ ჩემს გარშემო ტრიალებდა და ახლა რას ვიფიქრებდი ლილესთან თუ იქნებოდა,მაგრამ არ იყო ჩემგან ლამაზი საქციელი,რომ ლილესთვის ეს დამემალა,არც ის ვიცოდი,როგორ მეთქვა მისთვის..
-ევა მე სახლში მივდივარ,შენ დარჩი ლუკასთან და ბექასთან გაერთე..
-კაი რა მელანო ხოარ მოგწონს ვაჩე და ხოარ იეჭვიანე? სიცილი დაიწყო
-შენ სულ გაგიჟდი ევა სულ..გაბრაზებული სახით გავხედე
-აბა ასეთი რეაგირება რატო მოახდინე?
-აა ვერ ხვდები? არარის ცუდი ლილე და არ მინდა გული ატკინოს ამ გარყვნილმა ტიპმა..
-ხო ვიცი მელანო,თავს დამნაშავედ გრძნობ,რომ არ მოუყევი,მაგრამ აზრი?
-დიდი აზრი ევა,აუცილებლად ვეტყვი ლილეს,ვერ დავუმალავ..წავედი ახლა
-კაი რა გთხოვ არ წახვიდე,მარტო ნუ დამტოვებ..
-ლუკა და ბექა შიგნით არიან ნახე და გაერთე..ვაკოცე ევას და სახლისკენ გავეშურე..ვაჩეს ყურადღება სულ ჩემზე იყო გადმოტანილი,მაგრამ თვალს ვარიდებდი..
როგორც კი სახლი დავტოვე,ვაჩე გადამეღობა წინ, არც გამიკვირდა.
-ასეთი ნაგავი როგორ ხარ?როგორ ბედავ,რომ კიდე გადამეღობო გზაზე და წინ დამიდგე,სინდისი საერთოდ არ გაგაჩნია?
ხელი მომიჭირა და ტონი აამაღლა..
-მერამდენედ უნდა გითხრა მასე ნუ მელაპარაკებითქო?
-გამიშვი ხელი მტკივა..საცოდავად მივაძახე
-აღარ გაბედო ჩემთან ასეთი ლაპარაკი გაიგე?შენი საქმე არაა ვის მოვექცევი ასე და ვის არა,სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა ასე ნუ გიყვარს
-თავში ქვა გიხლია,ლილეს თავი დაანებე მარტო ამას გეტყვი
-შენი რა საქმეა გოგო,თავს რამდენის უფლებას აძლევ?
-ლილე თუ გიყვარს და მასთან ხარ კაი ვთქვათ დავიჯერე,მაგრამ სასაცილოა,ჩემგან რა გინდა?რას მიშხამებ ყოველ დღეს? თავი დამანებე!!
-მელანო შეეშვი ასეთ ლაპარაკს ჩემთან,შენგან რა უნდა მინდოდეს ? არავისთვის სერიოზულად არ შემიხედია და გგონია შენ შემოგხედავ
? ვერთობი პატარავ,ვერთობი..სიცილი დაიწყო
სილა მინდოდა გამეწნა და ხელი უფრო მაგრად მომიჭირა,ისე მეტკინა თვალები ცრემელბით ამევსო..
-შენთან სხვა ნორმებს მივიღებ,თუ არ დაჭკვიანდები,ახლა ჩაჯექი მანქანაში მიგიყვან სახლამდე..სიცილი დამეწყო
-შენ მიმაცილებ სახლამდე? სიცილს ვერ ვწყვეტდი და თითი მივუშვირე მანქანას
-ნუ გამომიყვან წყობიდან ჩაჯექი მანქანაში
-წადი დაუბრუნდი დღესასწაულს და შენს საყვარელ შეყვარებულს,უკვე ძებნა დაგიწყო ალბათ..
-მელანო ჩაჯექი მანქანაში!! ისე დამიყვირა,თვალები გავაფართოვე და უჩუმრად ჩავჯექი..
-აუცილებელია დაგიღრიალო,რო მომისმინო?
-თავი დამანებე,აღარ შემიძლია ასე გაგრძელება,არ მივეკუთვნები იმათ ვისთანაც გართობას და ყველაფერზე დადებით პასუხს მოგცემენ,შემეშვი!! ვერ მიაღწევ ჩემთან მაგას ვერა!!
-და იქნებ ეგ მომწონს ზუსტად შენში? მანქანა დაამუხრუჭა და თვალებში ჩამხედა,რა სიმპატიურია ღმერთო გავიფიქრე და გონს მოვეგე,რომ ეს ვაჩეა,ის აუტანელი ვაჩე,ვისთანაც სერიოზული ურთიერთობა ვერასდროს ვერ გამოვა,მექალთანე და მარტო გართობაზე ფიქრობენ ასეთები,ყოველდღე იცვლიან გოგოებს და ახლა მე გადამეკიდა..დიდ შარში ვარ!!არასდროს არ მყვარებია არავინ და არ დავუშვებდი,რომ პირველი სიყვარული ამ აუტანელთან მქონოდა..ორივე გაჩუმებულები ვიყავით,გზა განაგრძო..
როგორც კი მოვედით,ღვედი შევიხსენი და გასვლა დავაპირე,მომიჭირა ხელი მკლავზე,მომიახლოვდა და ლოყაზე მაკოცა,ისე ნაზად,რომ სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე..
-ხვალ მე მიგიყვან უნივერსიტეტში
-მასეც ნუ იხუმრებ ვაჩე,გაქრი ჩემი ცხოვრებიდან,როგორც მოხვედი ისე..მანქანიდან გადავედი და სწრაფი ნაბიჯებით ავირბინე სახლში,ლიზას ეძინა უკვე,საძინებელში ავირბინე და დავიძინე..
ღამის 3 საათი იყო,რომ უცნობმა ნომერმა გამაღვიძა ისევ,ვაჩე იყო ორი აზრი არ არსებობდა.
-მელანო,ჩამოდი შენი სახლის წინ ვარ
-შენ საერთოდ გააფრინე? ამ დროს აქ რა გინდა?
-მელანო 3 წუთში ქვემოთ იყავი..გამითიშა,არ ვიცოდი ჩავსულვიყავი თუ არა,მაგრამ იმ იმედით დავაპირე ჩასვლა,რომ მალევე მოწყდებოდა ამ ადგილს,არ მინდოდა ლიზას გაეღვიძა..სპორტულები ამოვიცვი და სწრაფად ჩავედი ქვემოთ.


ბავშვებო მითხარით რამე,თუ არ მოგწონთ აღარ გავაგრძელებ!!! ❤ დააკომენტარეთ ვისაც მოგწონთ!!



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

კი კარგია მომწონს, მაგრამ ეს ბიჭები ასეთი აგრესიულები და უხეშები რატო ევასებათ გოგოებს, აი ეს მიკვირს ყველაზე ძალიან. მე მირჩევნია მელანოს ძლიერი სახე დაგვანახო, რომელიც მესამე შეხვედრაზე არ ჩაეღვენთება ვაჩეს მკლავებში. არადა მომწონს მელანოს ტიპაჟი, და იმედია ასე გააგრძელლებ. ვაჩე კი საშინლად მაღიზიანებს, ერთი თავში ავარდნილი ტიპია და მირჩევნია ეგ ვიხილო დატანჯული სიყვარულით:დ და ყველაზე მთავარი, თავები გაზარდეე და უფრო განავრცე

 


№2  offline წევრი Vio Aziziani

სტუმარი ქეთი
კი კარგია მომწონს, მაგრამ ეს ბიჭები ასეთი აგრესიულები და უხეშები რატო ევასებათ გოგოებს, აი ეს მიკვირს ყველაზე ძალიან. მე მირჩევნია მელანოს ძლიერი სახე დაგვანახო, რომელიც მესამე შეხვედრაზე არ ჩაეღვენთება ვაჩეს მკლავებში. არადა მომწონს მელანოს ტიპაჟი, და იმედია ასე გააგრძელლებ. ვაჩე კი საშინლად მაღიზიანებს, ერთი თავში ავარდნილი ტიპია და მირჩევნია ეგ ვიხილო დატანჯული სიყვარულით:დ და ყველაზე მთავარი, თავები გაზარდეე და უფრო განავრცე

მადლობა დიიდი!გავითვალისწინებ აუცილებლად,გვიან დავდებ <3

 


№3 სტუმარი ციალა

გაგრძელეთ მაგრამ თავები ერთობ პატარაა და იქნებ გაითვალისწინოთ საინტერესოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent