შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერი ყვითელი 1.თავი


12-05-2018, 09:29
ავტორი anastassia
ნანახია 1 193

ამდენი წლის შემდეგ პირველად გამახსენდა ეს ფერი და ის გრძნობა,რომელიც მზესთან სიახლოვეს მაგრძნობინებდა.
გასაუბრებამდე სამი საათით ადრე,პატარა კაფეში შევედი სადაც ყავა და შოკოლადის ნამცხვარი მივირთვი,შემდეგ კი დანიშნულების ადგილამდე ფეხით გავისეირნე.ალბათ ხშირად გვქონია ისეთი შეგრძნება როცა გვგონია ყველაფერი აქ დამთავრდება ან ყველაფერი ახლა დაიწყება.თუმცა ეს შეგრძნება ზუსტად მაშინ დამეუფლა როცა გასაუბრების ადგილთან ძალიან ახლოს ვიყავი.ამ წინათგრძნობამ ლამის გადამაფიქრებინა შეხვედრაზე მისვლა,თუმცა გრძნობას ასე მარტივად ვერ მივენდობოდი.
ოთხს უკლდა 15 როცა უზარმაზარი შენობის შესასვლელთან ვიდექი.შენობა იმ სიმაღლე იყო,რომ მზესაც კი ფარავდა.ერთი ღრმად ჩავისუნთქე და გაბედულად შევაბიჯე შიგნით.ოთახი სავსე იყო ადამიანებით,რომლებიც გამოწყობილნი იყვნენ პიჯაკებსა და სათვალეებში,ხელში კი თითქმის ყველას ოთკუთხედი ფორმის ჩანთა ეჭირა.მე იმდენად საცოდავად გამოვიყურებოდი მათ წინაშე,რომ შეწუხებულმა ჩემი პატარა ჩანთა მკერდთან ახლოს მივიკარი და ისე გავნაგრძე გზა ლიფტამდე.ლიფტს მე,დაბალი ქალი რომელიც სულ ტელეფონზე საუბრობდა და შავი პიჯაკსა და შარვალში გამოწყობილი მამაკაცი ველოდებით.ლიფტი გამოძახებიდან მალევე მოვიდა.შიგნით შესვლისას კი პირი ღია დამრჩა.იმდენად დიდი ლიფტი იყო,რომ ჩემს მოკრძალებულ ბინას რამდენიმე კვადრატული მეტრით აღემატებოდა.შიგნით ყველა მხიდან სარკეები იყო.თუმცა ყველაზე გასაკვირი ის გახლდათ,რომ ლიფტს თავისი ბარ-მაგიდაც ჰქონდა.პორტიე ხანში შესული მამკაცი იყო,რომელსაც მუქი ყავისფერი თვალები ჰქონდა.ყელზე კი გულის ფორმის ყელსაბამი ეკეთა.როცა დაინახა თუ როგორ ვუყურებდი მის ყელსაბამს,ხელი მისკენ წაიღო და ფორმის უკან დამალა.მერე ქალს და მამაკაცს სწრაფად შეხედა,თითქოს შეეშინდა რამე ისეთი ხომ არ დაუნახიათო.მერე იკითხა ვინ სად მიდიოდა.თურმე ეს შენობა 56 სართულისგან შედგებოდა.თუმცა ყველასთვის მისაწვდომი მხოლოდ 55 სართული იყო.56ე სართულს კი სპეციალური საშვი სჭირდებოდა.მე 36ე სართულზე ავდიოდი სადაც გასაუბრება უნდა ჩამტარებოდა მდივნის ვაკანსიაზე.მამაკცი ჩემამდე ჩავიდა.როცა ლიფტიდან გამოვედი დავინახე თუ როგორ მაკვირდებოდა პორტიე ,სანამ კარებები დაიხურებოდა.
გასუბრებამდე ფოიეში დაგვსეს მე და რამდენიმე გოგო.თითოეული გოგო ერთმანეთისგან განსხავდებოდა,თუმცა საერთო რაც ჰქონდათ ის იყო,რომ ყველა ლამაზად გამოიყურებოდა.არავინ იყო ჩემსავით დაბალი.ერთი გოგო ქერა იყო,მუქი ცისფერი თვალებით,მაკიაჟი კი უზადოდ ესვა.ერთ გოგოს მაღალ ყელიანი,მუხლებამდე ჩექმა ეცვა,ზემოდან კი ტყავის ქვედაბოლო,რომელიც იმდენად პატარა და ვიწრო იყო,იფიქრებდით თოჯინისთვის არის შეკერილიო.მე ღია მწვანე თვალები და ყორანივით შავი თმა მქონდა.იმ წამს ზუსტად იმაზე ვფიქრობდი თუ რატომ არ ვგავდი დედაჩემს.მას ცისფერი თვალები და ჩალისფერი თმა ჰქონდა,თუმცა მასზე ფიქრმა დამასევდიანა და გადავწყვიტე აღარაფერზე აღარ მეფიქრა,რათა კონცეტრირებული ვყოფილიყავი შეხვედრაზე.



№1 სტუმარი სტუმარი Chikochiko

საინტერესო დასაწყისია. ლიფტის ზომამ და პორტიემ ცოტა არ იყოს დამაფიქრა. ისე, ძალიან პატარა თავი იყო, იმედია მალე დადებ მომდევნოს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent