შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქტიური ქორწინება, თავი 7


12-05-2018, 20:52
ავტორი ana_aneta
ნანახია 5 436

მეორე დღეს საღამოს აბაელი უკვე სახლში იყო და საწოლში მწოლიარე ორი წლის ბავშვივით წუწუნებდა. ლუკამ ხელი შეუხვია, გამაყუჩებელი გაუკეთა და კლინიკაში დაბრუნდა. ანდრეამ მეორე დღესვე დამიწერა ერთ თვიანი შვებულება და მეც სხვა რა გზა მქონდა შემი დიდი ბავშვისთვის უნდა მომევლო.გვინობამდე ვიმუშავეთ. გოგოებს გამოვემშვიდობე და ქუჩას გამოვყევი, ცოტა შორი იყო, მაგრამ პეხით მინდოდა გავლა, იმდენი ხანია ჩემ თავთან მარტო არ დავრჩენილვარ. გრილოდა. წვიმას აპირებდა. მეც ამინდივით შემეცვა ფიქრები და მაშინვე ძველმა, მაგრამ არ დავიწყებულმა ცუდმა აზრებმა იჩინეს თავი. წამით შევჩერდი და მიმავალ ხალხ დავაკვირდი. რომედინიმე ბედნიერად მოცინარმა წყვილმაც ჩამიარა. სვლა გავგრძელე, მეგონა ფიქრებს იქ დავტოვებდი, მაგრამ მაინც უკან ამეკიდნენ. აბა რას იზავდნენ. დედაჩემისგან ვიხსენი თავი, მაგრამ აბელს რომ გავშორდები მერე რა გავაკეთო? თუ შემიყვარდა? ეხლა უარესად იყო ჩემი საქმე. იქ რო აღარ დავბრუნდებოდი ეგ ვიცოდი, მაგრამ გაორმაგებულ საყვედურებს მოვისმენდი თუ როგორ ვერ შევინარჩუნე ოჯახი და რომ არაფრისთვის არ ვარგივარ. მთელი ცხოვრება მშურდა ისეთი ადამინების ვისაც მოსიყვარულე გამგები მშობლები ყავდა. წვიმამ უმატა, მეც შეძლებისდაგვარად ავჩქარდი. უკვე ახლოს ვიყავი სახლთან. ჭიშკარი შევაღე და გაუცნობიერებლად წამსკდა ცრემლები. ცოტა ხანს სახლის პარმაღზე შევიცადე, თავი დავიმშვიდე არ მინდოდა, ასეთ მდგომარეობაში ვენახე, არ მინდოდა მისთვის რამე ამეხსნა. კარგად ვიყავი დასველებული. ფეხსაცმელი გავიხადე ჩანთაც შესასვლელეში მივაგდე და სამზარეულოსკენ წავედი. ყავისთვის წყალი დავდგი და ოთახში ავედი გამოსაცვლელად. ტანსაცმელი გამოვიღე და აბაანაში შევედი. თვალები მაინც ჩაწითლებული მქონდა წყალმა დიდად ვერ მიშველა. ზემოდან დიდი ზომის ჰუდი გადავიცვი და ქვემოთ კი პიჯამას შორტი და წინდები. აბელის ოთახისკენ წავედი. კარი ფრთხილად შევაღე, მეგონა ეძინა მაგრამ შევცდი.
-გელოდებოდი. -ფილმის ყურება მინდოდა, მაგრამ უშენოდ არ დავიწყე.
-ანდრეამ შვებულება მომცა.
-კარგია, მეტ დროს გავატარებთ ერთად, თან ცოტა რომ გამოვკეთდები კიკეთში ავიდეთ. ხის სახლი მაქვს იქ, შენ ხომ გიყვარს... უცებ სიტყვა გაწყვიტა და დამაკვირდა. -რა გჭირს?
-არაფერი. თუ არაფერი არ გჭირდება დასაძინებლად წავალ. არ შემიხედავს. არც პასუხს დავლოდებივარ. უკან გამოვბრუნდი და სწრაფად შევიკეტე ოთახში. საწოლზე წამოვჯექი და წიგნი მოვიმარჯვე ხელში მინდოდა, ამ არაფრისმომცემი სევდიანი ფიქრებისგან თავი დამეღწია. მაგრამ არ მაცალეს..
-რა ხდება ანა? თითქოს ბრაზობდა კიდეც.
-რატომ ადექი? ხომ იცი რომ არ შეიძლება?
-. მითხარი რა ხდება? დედაშენმა გაწყენინა?
-არაა.
-აბა?
-აბელ სერიოზული არაფერია, უბრალოდ ცოტა გადავიღალე და დასვენება მინდა.
-მართალი ხარ შენ დასვენება გჭირდება, სამაგიეროდ კი მე უნდა მომიარო.
-მაგაში პრობლემას ვერ ვხედავ, სახლში ყოფნაც კი დასვენება ჩემთვის. ბორძიკით მოვიდა საწოლამდე და თავზე მაკოცა.
-ვიცი რომ მატყუებ, მაგრამ არაუშავს. ძილინებისა. მე ხმა არ ამომიღია. საწოლში შევძვერი, მაგრამ მთელი ღამე ძილი არ მომკარებია..
დილით კიდევ უფრო დარეტებული და დასიებული წამოვდექი და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი. გარეთ საშინლად ასხავდა წვიმა, რანაირი ზაფხულია ჩავიბურდღუნე ჩემთვის და კიბეს ჩავუყევი.
მაცივრიდან პროდუქტები გამოვალაგე. საუზმე მოვამზადე ორივესთვის, აბელს მარტო ჭამა არ უყვარდა. ყავა დავასხი და ყველაფერი ლანგარზე დავალაგე. საათს ავხედე.თერთმეტი იყო დაწყებული. ალბათ უკევ ეღვიძა. კიბეს ავუყები და კარი შევაღე. ნატკენი ხელი მუცელზე ედო. მეორე ხელით კი წიგნი ეჭირა. როგორც კი დამინახა, წიგნი გადადო და ჩემსკენ გადმოიტანა მზერა.
-ადრე გაგიღვიძია. ლანგარი ტუმბოზე დავდე და საწოლზე ჩამოვჯექი.წამოდომაში დავეხმარე, ბალიშები გავუსწორე და მისი ომლეტი ნაწილებად დავყავი. მეგონა თვინითონ შეჭამდა, მაგრამ პატარა ბავშვივით გამიღო პირი. გამეცინა. ისეთი საყვარელი იყო. ცარიელი თეფში ისევ ლანგარზე დავაბრუნე და შოკოლადიანი ბლინი მოვაჩოჩე. ისიც ნაწილებად დავშალე და ისევ მას გავუწოდე. უცებ წამოიწია და შოკოლადიანი ტუჩებით მაკოცა ლოყაზე.
-აუუ აუუუუ, სულ დამავიწყდა. ისე დაიმანჭა.
-რაა? რა იყო ძალიან გეტკინა? ბალიშებს მიეყრდნო და სიცილი ატეხა.
-ასე არაა? მისკენ მივიწიე და გვერდებზე ვუჩმიტე. აშკარად ვერ ვატკინე, რადგან კისკისებდა. ტელეფონამ დაიწკრიალა.
-ესენი ხო არაფერს გაცლიან რა. უკნაყოფილოდ ჩაიდუდღუნა და ტელეფონი ბალიშის ქვეშიდან გამოაძვრინა.
-რა ხდება მამა. შეღონებულმა უპასუხა. -მოდით შენ და ნანა. -ფეხზე ვერ ვდგებ სად უნდა გავიქცე.
-რა ხდება?
-შუადღეს მოვლენ, მამიკო და დედიკო. ირონიულად თქვა და ტელეფონი უდიერად მოისროლა საწოლზე.
-და ძამიკო?
-ძამიკოც. -შენ თუ არ გინდა მათი ნახვა, შეგიძლია გოგოებთან წახვიდე.
-არა არ მინდა, თან მარტოს ვერ დაგტოვებ.
-რატო? პატარა ვარ და ტვალეტს ვერ მივაგნებ?
-აუუ რა იდიოტი ხარ რა. ეგ რა შუაშია. უბრალოდ დედიკოს გაცნობა მინდა.
-რომ მოვა ეგრე დაუძახე რა გთხოვ.
-რომელზე მოვლენ? საკონდიტროდან ნამცხვრებს მაინც მოვიტან და ჩაის კიდევ.
-ამ ამინდს კი უხდება ჩაი, ნამცხვრები და წიგნები, მაგრამ მათთან ერთად ნამდვილად არაა. ამოიხვნეშა და გვერდის შეცვლა სცადა. -გთხოვ მაისურის ჩაცმაში დამეხმარე რა. მისი კარადიდან შავი გრძელმკლავიანი ზედდა გამოვიღე და ფრთხილად ვაცმევდი.
-ასეთი სინაზეც არაა საჭირო არაფერი მომივა. მოტეხილი ხელი ფრთხილად გაუყარა სახელოში, შემდეგ მეორეც და ისევ ადგილს დაუბრუნდა. -ნანას ვერ ვიტან.
-ორი წლის ბუტი ბავშვივით ნუ იქცევი. მოვა ცოტა ხანს დარჩება და წავა.
-ვნახავ ერთი მერეც ასე თუ იჭიკჭიკებ. კიდევ დუდღუნებდა, მაგრამ ყურადღება არ მიმიცევია. მოვემზადე, თავი მოვიწესრიგე და საკონდიტროსკენ წავედი.
ეკლერები და ჩემი და აბელის საყვარელი ტორტი ვიყიდე. გზაზე მარკეტში გამოვიარე და სახლისთვის პროდუქტებიც გავაყოლე ხელს. ეხლა უკვე ნამდვილი ქართველი ცოლის ქცევები მქონდა. ჩემს თავზე გამეცინა. ჭამა ხომ გვინდოდა? მე კიდევ მზარეულობა მიყვარდა და კარგადაც გამომდიოდა. საჭმლის კეთებაში ცუდი არაფერია მთავარია მხოლოდ მოსამსახურედ არ გადაიქცე. აუუ ანა კანდალეკო რეებს ბოდიალობ რააა.
სახლში მისულს ჩემი მამათილის ნამქანა ჭიშკართან დამხვდა. ეზო გადავჭერი, სახლში ჩუმად შევიპარე და ნამცხვრების ყუთი მაგიდაზე დავალაგე. ზემოდან მეტისმეტად ბევრი ადამინის ხმა ჩამოდიოდა. პროდუქტები მაცივარში შევალაგე. სარკეში კარგად შევათვალიერე ჩემი თავი, ანარელით კმაყოფილი ოთახისკენ გავეშურე. მგონი მთელი სანათესაო აქ იყო. ნანა, გიორგი, ლუკა და ვიღაც უცხო გოგო და ბიჭი. ბიჭი ალბათ რეზი იყო მაგრამ გოგო? თან მის საწოლზე იყო ჩამოსკუპებული და ძალით სახეზე აკრული საწყალი მზერით მიშტერებოდა ჩემ ქმარს. აბელი უკვე შეღონებული ჩანდა. თვალებით მომძებნა და რომ შემამჩნია თითქოს ამოისუნთქა. ლუკამ, დედიკო და ძამიკო გამაცნო და კიდევ ნია. ნანას დაქალის შვილი. აბელზე შეყვარებული. არა უფროსწორად უაზროდ ჩაციკლული. ბავშვს რომ სათამაშოს არ მისცემ და სულ მასზე ოცნებობს, ხომ გინახავთ ? აი ასეთი იყო ეს გოგო. არ ვიცი რატომ მაგრამ სურვილი გამიჩნდა აბელი დამესაკუთრებინა და ამ საშინელი არსებისთვის არ დამეთმო მაგრამ....
-ისე მაგარი გოგო დაგითრევია. წამოიწყო რეზიმ.
-წესიერად ილაპარაკე ჩემ ცოლზე.
-კარგი რა გჭირს რა ხომ იცი რო ასეთი ვარ.
-არ მაინტერესებს.
-აუუ რას შვრები რეზ? ხო იცი რომ ნერვიულობა არშეიძლება. უცნაუი ხმა ამოუშვა, იმ ქალმა. აბელმა თვალები ააატრიალა.
-ან გთხოვ ჩაი გაააკეთე და აჩვენე ამათ სად უნდა დაჯდნენ თორე სული მეხუთება უკვე.
-ხო, მართლა რა წესია? დასვენება უნდა ადამიანს. ისევ ამოიკვნესა იმან.
-ნია შენც მიყევი. მეორე სართულზე პატარა სასტუმრო ოთახი გვქონდა იქით გავედი და სტიმრებს სკამები მოვუმზადე, ლუკაც წამეხმარე. ჩაი სწრაფად მოვამზადე ნამცხვრები და საშაქრე ლანგარზე მოვათავსე და ისევ ზემოთ ავედი. როგორც აღმოჩნდა ყველა სკამი დაკავებული იყო, ამიტომ მეც აბელის სკამზე მომიწია დაჯდომა. ნია ისე მიყურებდა, გეგონება მის ქმარს ვიყავი მიტმასნილი. აბელი ნაზად მომეყრდნო და ნიკაპი მხარზე ჩამომადო. ლუკას მის ზმაზე ეცინებოდა. მხოლოდ ჩვენ სამმა ვიცოდით რატომ. დანარჩენები კი უბრალოდ გაურკვეველი სახეებით გვიყურებდნენ.
ჯერ აბელს გამოკითხეს როგორ დაემართა ყველაფერი, ნანა დაინტერესდა რამე ხომ არ აკლდა, ან საშინელ საჭმელს ხომ არ ვაჭმევდი, პირდაპირ არ უთქვამს მაგრამ ამას გულისხმობდა. მერე ჯერი ჩემზეც დადგა. დედიკო აშკარად შეტევის ხასიათზე იყო.
-შენ სად მუშაობ საყვარელო? ირონიული სახით იკითხა ქალმა. პირი გავაღე პასუხის გასაცემად, ვინ მაცადა? თავადვე უპასუხა შეკითხვას. -ალბათ რაიმე უბრალო ფირმაში არაა, არაუშავს ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ, ყველაფერი წინ გაქ, ცოტას უცხოეთში ისწავლი და მერე ახვალ ალბათ ისეთ დონეზე როგორიებიც ჩვენი დაქირავებული არქიტექტორები არიან.
-ჩვენი სასტუმრო ანამ დააპროექტა. ძალიან კარგი არქიტექტორია, სასწავლებლად არსად არ მიდის. გაბრაზებული ტონით უპასუხა ქმარმა.
-რატომ ეს ხომ ყოველთვის კარგი შანსია. გაიზრდება, მეტს ისწავლის. აი ნიას შეხედე, როგორი პროფესიონალი დადგა, მაგრამ ამას უნარებიც შესაბამისი ჰქონდა საყვარელო. მაგარია ახლა უუნაროც ვარ. ეს ქალი მოსიარულე გველი იყო. ჯერ არ უნახივარ და უკვე მგესლავს ცოტა მაინც მოეცადა.
-შვილები გვინდა და შორ მანძილზე ეს არ კეთდება, უნდა იცოდე წესით. ცოტაც და სიცილი წამსკდებოდა. ნანას და ნიას სახეებს დავაკვირდი. ორივეს ღიმილი შეახმათ სახეზე, ძალიან არ ესიამოვნათ, შვილის ხსენება.
-იმედი მაქვს მალე იქნება, ბაბუაობა მინდა. თბილად გამიცინა გიორგიმ და მზრუნველად გადამისვა თავზე ხელი.
-ისე ერთმანეთი სად გაიცანით? ისევ ნანამ წამოიწყო საუბარი.
-უნარების მასწავლებელთან.
-რა საინტერესოა და აბელი რომ მასწავლებლებთან არ დადის. ორივეს სიცილი წაგვსკდა.
-რის გამოჭერას ცდილობ? პირდაპირ მივახალე. თუ თვითონ არ იხევდა უკან არც მე ვაპირებდი.-მე გაკვეთილი მქონდა ის კი მაიას სანახავად მოვიდა. მერე სახლამდეც მიმაცილა. ხმა აღარ ამოუღია. ის და მისი უტიფარი შვილი რაღაც სისულელეზე დაობდნენ. გამიკვირდა მან რომ არ ამოიღო ხმა. ნეტავ მამამის დამსგავსებოდა. მთელი დროის მანძილზე თვალს არ მაშორებდა. უკვე მოსაღამოვდა და დაშლას ვაპირებდით. ნიამ საპირფარეშო იკითხა, ნანა საჩვენებლად გაყვა. მე კი მამათილისთვის წყლის მოსატანად ჩავედი სამზარეულოში. უკან რომ ვბრუნდებოდი. აბაზანიდან ლაპარაკი შემომესმა. ღმერთო რა ხალხია. სახლამდეც კი ვერ მოითმინეს ტიპებმა. სხვების ლაპარაკის მოსმენა დიდად არ მიყვარდა, მაგრამ ახლა ისე დამაინტერესა.
ნია: სანამ ჩამოვიდოდი, ხომ მეუბნებოდი რომ არავინ ყავსო? ჩამოვედი და აღმოჩნდა რომ ცოლი ყავს. ეხლა მე რა გავაკეთო?
ნანა: არც ეგ არაა პრობლემა ჩემო კარგო, ამ სოფლელს მალე მოვიშორებთ თავიდან.
ნია: და როგორ აპირებ? ხომ ხედავ როგორც უყურებს? აშკარად უყვარს.
ნანა: მერე რა. ამას სიყვარულს ვერ დავარქმევ. აბელი არაა ის ტიპი ვინმე შეიყვაროს და სახლში დაისვას, ეს გოგო კიდე ის ტიპი არაა ვინმეს ღალატი შეარჩინოს..
ნია: მოიცა შენ გინდა რო მე აბელის საყვარელი გავხდე?
ნანა:დროებით მოგიწევს. და როცა საწყალ აბელიკოს სახლიდან გამოაბუძულებს ცოლი, აი მაშინ იქნები შენ ყველაზე მზრუნველი, ყველაზე თბილი და მხარში დამდგომი ადამიანი მისთვის.
ნია: რა ეშმაკი ქალი ხარ ნანა ვინც არ გიცნობს.
ნანა: და თუ დაორსულდები ხომ საერთოდ კარგი. მაგრამ პირდაპირ არ შეუტიო. ჯერ აცალე. ხომ იცი სექტემბერში. გიოეგის ძმიშვილის ქორწილია და იქ დაიწყე ყველაფერი. ეცეკვე ეთამაშე, გადარიე.
ნია: ისე ლამაზია ის გოგო რა გინდა.
ნანა: შენ უკეთესი ხარ დამიჯერე... რატომღაც გამეცინა. ახლა მე ყველაფერი ვიცოდი და ხელში მქონდა სადავეები. წამალი ავიღე და ლოჯში შევბრუნდი. გიორგის წყლით სავსე ჭიქა გავუწოდე. აბელს კი მისი წამალი.
-კარგია, სახლლში რომ ხარ თორე ეს არაფერს არ დალევდა.მიკვირს რომ გიჯერებს. გაეცინა ლუკას.
-ამას მეც დავუჯერებდი. ვნებანარევი ხმით ამოიკვნესა რეზიმ. აბელმა მაგიდის ქვემოდა ფეხი ააარტყა და მანაც სახე დამანჭა.
-გეყოფათ ორი წლისები ხომ არ ხართ? და მე შენ რა გითხარი? სხვის ცოლებს და მითუმეტეს ძმისას თავი უნდა დაანებო. ამასობაში ის ალქაჯიც დაბრუნდა და ქმარს თხოვა სწრაფად აიეღო ნივთები, თავად კი კიბეზე დაეშვა. დანარჩენებიც მას მიყვნენ. მე კარამდე მივაცილე. გიორგიმ და ლუკამ გადამკოცნეს და დამემშვიდობნენ.
აბელი მაგიდასთან იდგა და დასვრილ ფინჯნებს ლანგარზე აწყობდა.
-რას შვრები მე მივხედავ.
-გეხმარები. ამხელა სტრესი გადაიტანე პირველად ნახე ნანა. ორივეს სიცილი აგვიტყდა. თან მე ქართველი ქმრებივით კი არ ვარ..
-რანაირი ხარ რაა...
-ისე ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი ასეთი მზრუნველი თუ იყავი, ისეთი კარგი ხარ. კისერზე მაკოცა, რამდენჯერმე.
-აბელ გეყოს. დამივარდება ლანგარი. ისე მართლა რა საშინელია ქალია ეს ნანა რა.
-ჰო ძაან შენ ერთხელ ნახე და ბა მე მკითხე? კიდევ კარგი მე და ლუკა ბებიასთან ვიზრდებოდით. სანამ გარდაიცვლებოდა, საწყალი.
-ბებიასთან რატომ?
-არ ვიცი ჩვენი სკოლა ახლოს იყო, იმ სახლთან, თან ნანა და გიორგი მაშინ ახალ დაქორწინებულები იყვნენ და ხომ ხვდები რაა, რა
ღაცმხრივ მესმის კიდეც მისი, სხვისი შვილების გაზრდა არავის არ აუნდა, ეხლა მე რომ შვილი მყოლოდა?
-ჩემი შვილივით გავზრდიდი....
-შენგან მოსალოდნელია. ნანა კიდე სხვანაირია, იმენა გველია, ვერცერთს ვერ გვიტანდა.
-ცუდ რამეებს არ უკეთებდით?
-აბა რაა. ერთხელ ისე გავამწარე აგარაკიდან გაიქცა. გადაიკისკისა.
-რა უქენი?
-ჰამაკში გველი ჩავუწვინე. ერთხელ კიდე ლუკამ საჭმელში დიარიის გამომწვევი წამალი ჩაუყარა და მთელი დღე ტვალეტიდან არ გამოსულა.
-აი თურმე რატომ არ მოსწონდით.
-დამიჯერე კარგად რომ მოგვქცეოდა, არც ჩვენ მოვექცეოდით ისე. უმიზეზოდ არაფერი ხდება. ხომ იცი. განსაკუთრებით ჩემთან და ლუკასთან. ჩვენზე კარგად მოქცევა კარგად მოქმედებს.
-ნუ ეწევი აბელ. ვცადე მისთვის ხელიდან წამეგლიჯა, მაგრამ არ გამომივიდა.
-ორი წლის ხომ არ ხარ? შენმა ძმამ ხომ გითხრა.
-კარგი რა, დღეში რამოდენიმე დღე ღერი არაფერს მიზამს.
თავი დავიძვრინე და სამზარეულოში ჩავიტანე ყველაფერი. ვალაგებდი და თან ვფიქრობდი მეთქვა თუ არა აბელისთვის რამე. ბოლოს გადავწყვიტე რომ არაფერი უნდა მეთქვა. და მთელი ჩემი ქალურობა უნდა გამომეყენებინა, მისთვის უნდა მეჯობნა, მაგრამ ამას რატომ ვაკეთებდი. ალბათ იმიტომ რომ ორივემ გადავაბიჯეთ ზღვარს, ვგრძნობდი რომ ჩემს მიმართ გულგრილი არ იყო, არც მე ვიყავი.
საღამომდე სახელოსნოში ვიჯექი, ცოტა წავიმუშავე. აბელთან შევედი, წელსქვემოთ პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული. მოულოდნელობისგან შევკივლე.
-რა გჭირს შენ კიდე. გაეცინა კაცს. -კარგად აიფარე ხელი კარგად. მოდი რა თმა გამიმშრალე, ერთი ხელით ვერ ვაკეთებ.
-ასე ვერ გვწვდები. დაჯექი რა. საწოლზე ჩამოჯდა. თმა კარგად შევიმშრალე, მერე ფენით გავუშრე.
-აუუ მაისურიც ჩამაცვი რა.
-კიდე?
-რავი მეტი არაფერი. აუუ აუუ, ყავა და ნამცვარი მოიტანე დაა...
-ფილმს ვუყუროთ?
-არაა წიგნი წამიკითხე რა.
-მეღადავები? შენით ვერ კითხულობ თუ რა გჭირს.
-მიდი რა. სხვა რა გზა მქონდა, მისი კაბინეტის ბიბლითეკიდან წიგნი ამოვარჩიე და ოთახისკენ წავედი. საწოლზე ავძვერი და მის გვერდიღ მოვკალათდი, პლედი გავუსწორე და კითხვა დავიწყე. წიგნი მის მუცელზე მედო. მე მშვიდად დაბალ ხმაზე ვკითხულობდი ის კი გატრუნული იწვა. ხელს მისვამდა ზურგზე. ნელ ნელა ორივეს მიგვეძინა.
მე ჩაცმულს ძილი არ მიყვარდა ამიტომ შუაღამისას გამომეღვიძა. აბელის ხელიდან გამოვძვერი და ჩემ ოთახში წავედი.
-ან არ წახვიდე რა, აქ დარჩი.
-რატომ? ნახევრად მძინარმა, ასევე ნახევრად მძინარ ადამიანს მოვთხოვე პასუხი იმაზე რაც არ იცოდა.
-ისე უბრალოდ, კარგად ვარ შენთან. გეჩვევი, გრძნობები მიჩნდება... ეს თქვა და ისევ მიიძინა, სამაგიეროდ მე დავქაჩე თვალები ფართოდ და გავაცნობიერი რა მითხრა მიუხედავად იმისა რომ ეძინა. ამას ვერ ვიზამდით, მაგრამ მის მიმართ მეც აშკარად მქონდა გრძნობები. პიჟამა ჩავიცვი და ისევ იქ დავბრუნდი, მაგრამ უკვე ვყოყმანობდი, მინდოდა თუ არაა მის გვერდით დაძინება და გავაცნობიერე რომ ყველა მისი კოცნა, შეხება, მისი გრძნობების გამოხატულება იყო. მე კიდევ ვერ ვხვდებოდი, ნუ დარწმუნებულიც არ ვიყავი. საწოლში შევწექი. ის ისე მომეწება როგორც სჩვევია ხოლმე. ახლოს მიმიზიდა და მომეხუტა.
დილით რომ გავიღვიძე, ის საწოლში არ დამხვდა, ფანჯარა დაეკეტა. პლედში ვიყავი გახვეული. კარგად გავიზმორე და გავსწორდი.
-ამას ვის გაუღვიძია. მომიახლოვდა და ჯერ კიდევ მძინარეს შუბლზე მაკოცა.
-წვიმს ისევ? ისე ვიკითხე თვალიც არ გამიხელია.
-ჰო. მოემზადე საღამოს კიკეთში წავალთ.
-რაა? რატომ?
-აბა აქ ხო არ ამოგვხდება სული. საფრანგეთსი ვერ წავედით და იქ მაინც წავიდეთ.
-მაგარი ალტერნატივაა.
-რას ვიზამთ. რომ მოვეწყობით შენ გოგოებს დაურეკე მე ბიჭებს დავურეკავ და ხორცი შევწვათ, ცოტა დავლიოთ, გავერთოთ.
-ეგ უკვე მომწონს. ისე შენ სად მიდიხარ?
-სამსახურში რაღაცეები მაქვს მოსაგვარებელი და მალე მოვალ, მარკეტშიც გავიაროთ. თბილი ტანსაცმელიც ჩადე სიცივე იქნება იქ.
-მაგრად გამიხარდა. ფეხსაცმელი ჩაიცვა და კიბეზე ჩაირბინა.
საღამოს უკვე მარკეტში ვიყავით და საჭირო პროდუქტებს ვყიდულობდით, მანქანაც გამოტენილი გვქონდასაჭირო და არასაჭირო ნივთებით. საჭესთან მე ვიჯექი, მაგრამ აბელი აშკარად მოუსვენრად იჯდა არ მენდბოდა. მე მის პატარ-პატარა პანიკებზე მეცინებოდა.
-ნუ გეშიან ცოცხლები მივალთ. მას გაეცინა.
-ეგ არც მიფიქრია.
-კი კი დაგიჯერე ისეთი შეშინებული სახე გაქ, მგონი ამაზე ექსტრემალური არაფერი გამოგიცდია. გაეცინა.
-აი აქ შეუხვიე. ხელით მიმითითა. მანქანა ავაჩერე და გადავედი. აბელმა ჭიშკარი გააჭო გასაღებით ცალი ხელით აიღო პარკების ნახევარი, ეზო სწრაფად გადაჭრა და ყველაფერი პარმაღზე დაალაგა. სახლი დიდი არ იყო. დიდი პარმაღი ჰქონდა ერთ მხარეს მაგიდა და სკამები იდო მეორე მხარეს კი პატარა რბილი სავარძლები. პარმაღის მოაჯირებზე მცოცავი ვარდი იყო დახვეული და ყვითლად, წითლად და თეთრად დაეფარა მოაჯირი, კიდევ ბევრი მცენარე იდო.
-აქ მხოლოდ მაშინ ამოვდივარ როცა მარტო ყოფნა მინდა. ჩემი სამალავია. -ისე არეულობა იქნება ცოტა და არ გაგიკვირრდეს. სხვათაშორის კი დავალაგებინე ორი კვირის წინ მაგრამ მაინც.
-აუუ მართლა რა ლამაზია აქაურობა. ყველაფერი შიგნით შევიტანეთ. პირველ სართულზე, სამზარეულო, სასტუმრო ოთახი და აბაზანა იყო, მეორეზე, ორი საძინებელი და პატარა ლოჯი, საშუალო ზომის აივნით. წვიმაში და ნისლში ნაკლებად გასარჩევი იყო, მაგრამ იქიდან ულამაზესი ხედი, იშლებოდა. ოთახის ფანჯრები გავაღე რომ მძიმე ჩახუთული ჰაერი გამენიავებინა. ზეწრები და ბალიშისპირები შევცვალე და ისევ ქვემოთ დავბრუნდი. მას შეშა მოეტანა და ბუხარში უკეთებდა. საშინლად გაწუწულიყო.
-ცეცხლს დავანთებ და გთხოვ ტანსაცმელი მომიძებნე რა რომ გამოვიცვალო. აუუ წიგნი ხომ წამოიღე.
-კი. შენ ბიბლიოთეკას მუსრი გავავლე. სულ ასე უნდა იწვიმოს?
-მგონი კი. მაგრამ წვიმაში ცუდი არაფერია.
-არ მითხრა რომ გამოუსწორებელი რომანტიკოსი ხარ. ორივეს გაგვეცინა
მშვიდად ვივახშმეთ, ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ. ამინდზე, ხელოვნებაზე და ათას სისულელეზე. მე მალე ჩამეძინა აშკარად ძალიან დამღალა ყველაფერმა, ბუხარმაც თავისი ქნმა და მალე გავითიშე...



ესეც ახალი თავი, შემდეგ თავს დავდებ ოთხშაბათ, მეტი ადრე ვერ მოვახერხებ. ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობთ, მაგრამ უფრო მეტს თუ იაქტიურებთ და გამიზიარებთ თქვენს აზრს მეტი მოტივაცია მექნება. მადლობა დიდი ყველას ისე მიხარი თქვენი შეფასებების კითხვა <3



№1 სტუმარი nia

am ors tu ar daaahoreb magari gogo iqnebi)) momwons ustoria am etapze, tumca nana&nias gegma mashinebs da imeds vitoveb ana daanaxebs mat tavia shesadzleblobebs

 


№2 სტუმარი სტუმარი lia

Kargia,kargia ,sauketesoa.

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

კარგია საუკეთესოთ წერ მაგრამ აგვიანებ და ეს გამოასწორე.მალე დადე.

 


№4  offline წევრი naniko mindia

Kargia kargad wer, ardashoro abeli ana kargi wyvilia, vimedovneb ana shezleb da nanas da nias moereva warmatebebi veli shemdegs, ❤️❤️❤️❤️da nu agvianeb ase dzalian
--------------------
lomidze

 


№5  offline წევრი teengirllove

Dzalian kargi iyoo..AR daashoro es ori :)) male Dade shemdegi

 


№6  offline წევრი anns

მალე დადე რა შემდეგი თავი

 


№7  offline წევრი თამოთამო25

ძალიან კარგია ,???????????????? მალე დადე რა შემდეგი ????????????

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიამი

სად დაიკარგე?

 


№9 სტუმარი სტუმარი მარიამი

დავიტანჯე შენს ლოდინში

 


№10 სტუმარი ))))

რატო დაიკარგე რამდენი ხანია გელლლოდეები მაგრამ შენგან ააღარ მიკვირს

 


№11  offline წევრი Tekkla

აუუუაღაარ დებ?

 


№12  offline წევრი ana_aneta

მალე იქნება ახალი თავი, არსად არ დავიკარგე უბრალოდ ვერ დავწერე წესიერი ვერაფერი და სისულელის დაწერას ასე სჯობდა

 


№13  offline წევრი anns

მოუათმენლად ველოდები შემდეგ თავს

 


№14  offline წევრი თამოთამო25

როდის დავდებ ახალ თავს (((((

 


№15 სტუმარი სტუმარი მარიამი

კარგი რააა დავიღალე უკვეე

 


№16  offline წევრი ana_aneta

პარასკევს იქნება ახალი თავი

 


№17 სტუმარი სტუმარი ნათია

იქნებ სხვა თავებთან შედარებით ცოტა დიდი თავი დადო..და გთხოვ ესე ძალიან ნუ დააგვიანებ ხოლმე..

 


№18 სტუმარი სტუმარი ნინი

ეს არის პარასკევს დავდებო???? კარგი რააა რამდენი ხანი გელოდოთ კიდე?!!!!!

 


№19 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუ როგორ არ მიყვარს ეს ლოდინი რააა თუ წერთ დაწერეთ რაა.

 


№20 სტუმარი სტუმარი anns

თუ არ დებ ნუ იტყუები მაინც ამ დღეს დავდებ და იმ დღეს დავდებო. დავიღალე ლოდინით

 


№21  offline წევრი ana_aneta

მოთხრობა ატვირთული მაქვს გუშიდელიდან და არ იდება

 


№22  offline წევრი khatia khatia

კაიაა ძააან მაგაარიააა
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent