შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოახლოება (XVII თავი)


12-05-2018, 22:04
ავტორი teddy))
ნანახია 1 575

XVII თავი

სასამართლოს შენობასთან ძლივს მოვაღწიე. დარბაზში წინა რიგში ვზივარ და მუხლების კანკალით ველოდები ნიკას როდის გამოიყვანენ. მოსამართლის მოადგილემაც დაიკავა ადგილი, პროკურორმაც, ადვოკატმაც, მოსამართლეც გამოვიდა... და აი ნიკა... ისიც გამოივანეს და ბრალდებულის ადგილი მიუჩინეს.

-იცით რაზეც გედებათ ბრალი და თავს თუ თვლით დამნაშავედ?-ეკითხება მოსამართლე. სანამ პასუხს გასცემს, თვალებს ვხუჭავ და სადღაც, უსასრულობაში ვიწყებ მოგზაურობას.
ძალა არ მყოფნის რომ ყურადღებით ვუგდო ყური, ხელების და ფეხების კანკალი უფრო მატულობს და თვალებში მიბნელდება...
-თქვენ ,,გლოკის“ ტიპის იარაღით მოახდინეთ გასროლა, ხომ ასეა?-შეეკითხა პროკურორი.
-დიახ.-პასუხობს ნიკა.
-და საიდან გაქვთ ეს ცეცხლსასროლი იარაღი, მაშინ როდესაც ამ იარაღს მხოლოდ პოლიციელები იყენებენ?
იარაღი, იარაღი... ის იარაღი, რომელიც მე აღმოვაჩინე და არაფერი მოვიმოქმედე... პასუხს მოუთმენლად ველოდები და ისიც არ აყოვნებს:
-იარაღი... იარაღი ჩემი ბიძაშვილის იყო.
-და თქვენი ბიძაშვილი?
-გარდაცვლილია!
-და თქვენ ამ იარაღს უკანონოდ ინახავდით... რამდენი ხანია, რაც ,,გლოკის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი თქვენს ხელშია?



ეს რატომ გააკეთე, რატომ ნიკა, რატომ?-ვიმეორებ გულში და მოსამართლის გადაწყვეტილებას ველი.

-სასამართლომ გამოტიანა საბოლოო გადაწყვეტილება და ბრალდებული ნიკა გაბაშვილი დამნაშავედ სცნო მკვლელობის მცდელობის აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებაში და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაამღდეგო ტარების გამო და სასჯელის სახედ განესაღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.


დარბაზიდან გამოსულს მოსამართლის სიტყვები ექოსავით ჩამესმის. მახსოვს მხოლოდ ნიკას თვალები... თითქოს პატიებას მთხოვს ხუთი წლის ტკივილისთვის და იმისთვის, რასაც ახლა განვიცდით ორივე... ეს დარდი ალბათ ამ წლების განმავლობაში და მას შემდეგაც გაგვყვება... რატომ მომექცა ასე, რატომ? კითხვები უამრავია, თუმცა პასუხები არსად ჩანს, არსად... ალბათ, როდისმე ვიპოვი ან გამცემს პასუხს, შეიძლება ბევრი კითხვა დარჩეს გაუცემელი...

-ჩვენთან ერთად არ წამოხვალ?-მეკითხება თამთა.
-არა, თქვენ წადით და მე ნიკას მეგობართან ერთად წამოვალ.-ვანიშნებ დათოზე.


-დათო, ყველაფერი უნდა მომიყვე, რაც დაჭრის დღეს მოხდა, ყველაფერი!-კატეგორიულად ვამბობ მე, როდესაც ბაჩო, ლევანი, თამთა და ჩვენი რამდენიმე კლასელი ბიჭი მიდიან.

-მოგიყვები... ვალდებულად ვთვლი თავს, რომ იცოდე...
-გისმენ!
-სადარბაზოში, როდესაც ავედით და უკვე კარებთან ვიყავით, ზუსტად მაშინ შედიოდა ის კაცი გერმანიაში რომ იყო-ზაზა. წინაამღდეგობა გაგვიწია, თუმცა შევძელით და მაინც შევედით ბინაში. ღამურას ეძინა და ხმაურზე გაეღვიძა. ლაპარაკს როცა შევყევით, ირაკლიზე და არამარტო მასზე, ნიკას ოჯახზე ისეთები თქვეს, რომ ვეღარ მოითმინა და ზაზას საყელოში წვდა. ჩხუბი რომ დაიწყეს, ზაზამ ნიკას იარაღი ამოაცალა და როდესაც ნიკამ წართმევა ცადა თითი სასხლეტს მოუხვდა და... ეს ყველაფერი ნიკას სპეციალურად არ გაუკეთებია, ალბათ მიხვდი.
-ის იარაღი ვნახე ნიკასთან და არაფერი მოვიმოქმედე...
-თავს ნუ იდანაშაულებ, შენ არაფერში ხარ დამნაშავე.
-ხუთი წელი, ხუთი წელი...
-სახლში წაგიყვან!
-არა არ მინდა, ფეხით გავლა მირჩევნია.
-ვერ დაგტოვებ უყურადღებოდ და გირჩევ რამდენიმე ხანი ფრთხილად იყო და მარტო არ იარო.
-როდის დაწყნარდება ყველაფერი?-უფრო ჩემს თავს ვუსვამ ამ შეკითხვას, ვიდრე დათოს.

***
-სად იყავი ამდენ ხანს?-მეკითხება დედა და ჩემი და ორცხობილებით სავსე თეფშს დებს მაგიდაზე. ხმას არ ვიღებ, უფრო ვერ... ერთი სიტყვის თქმის დროსაც კი დაუდევრად წამომცვივა ცრემლები...
-თაია, გახსოვს რომ მოგიყევი ლეკოს კორპუსში ადამიანი დაჭრეს მეთქი? გეხსომება... -აკანკალებული ხმით იწყებს საუბარს.-საინფორმაციოში იყო, რომ დღეს სასამართლო იყო... ტელევიზორში შენ დაგინახე, განადგურებული სახე გქონდა. კი, სხვებიც დავინახე, მაგალითად თამთა, თქვენი რამდენიმე კლასელი, ერთად იდექით, მაგრამ.. თაია, რამდენიმე ხანია რაღაცას ვეჭვობ... სახლში იმდენ დროს აღარ ატარებ, როგორც ადრე... შენ და ნიკა დაგინახეთ ერთად ავტობუსიდან, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ სხვა რაღაცებსაც რომ დავუფიქრდეთ... პირდაპირ გეტყვი შენ და ნიკას შორის რამე ხდება?
-კი დედა, ხდება!-ვამბობ და ცრემლებს ვიწმენდ.
-დღე ის დააპატიმრეს!
-ვიცი!
-ხოდა თუ იცი არ მინდა თქვენს შორის რამე ხდებოდეს! ხუთი წელი მიუსაჯეს, ალბათ ესეც გეცოდინება და არც თუ ისე ტყუილად. არ მინდა ციხეში აკითხავდე, ეს წლები მის ლოდინში გაატარო და საერთოდ ასეთ განადგურებულს გხედავდე. შენ თავს რომ ახლა შეგახედა... არა, მე ამას ვერ ავიტან და დღესვე დაასრულებ ნიკასთან ურთიერთობას, გასაგებია?
-არა არ არის გასაგები და მეორედ ამ თემას ნუ შეეხები!
-ეს რომ მამაშენმა გაიგოს იცი რა მოხდება? მან იცის რომ კლასელის სასამართლო იყო და მაგიტომ იყავი იქ...
-დედა მე ჩემი არჩევანი გავაკეთე და ამაზე ლაპარაკს აღარ ვაპირებ!
-შენ თუ არა მე ვაპირებ და მომისმენ!
-დედა, იქნებ ჯობს მერე დაილაპარაკოთ...-საუბარში, უფრო სწორად ვიტყოდი ჩხუბში ერევა ჩემი და.
-გეყოფათ, მორჩით, დამაცადეთ ის ვაკეთო, რაც მინდა და ისე ვიცხოვრო, როგორც მე მსურს!-ვყვირი მოთმინება დაკარგული და დივანზე დაგდებულ შემოსაცმელს და ჩანთას ვიღებ და დედაჩემის ჩემი სახელის ძახილის მიუხედავად გარეთ გავრბივარ. გაჩერებაზე მისული თვალებდაბინდული, შუქნიშანს არც ველოდები ისე გადავდივარ გზაზე და ახლა მხოლოდ ნიკა მიტრიალებს გონებაში, სათითაოდ წარმოვიდგენ თვალწინ ჩვენს ყოველ შეხვედრას... უცებ ძლიერ ტკივილს ვგრძნოვ, ვხდები თავს, როგორ ვარტყავ ძლიერად რაღაცას... რამდენიმე წამი ბრალდებულის ადგილას მჯდომ ნიკას ვხედავ, მერე კი, მერე უბრალოდ ყველაფერი ბუნდოვანი ხდება.

---------------------
ახლა რასასაც ვგრძნობ, იგივე თუ თქვენ გაგრძნობინეთ ძალიან გამიხარდება! გთხოვთ არ დაიშუროთ თქვენი შეფასებები... კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა! რას ფიქრობთ ნიკაზე და თაიაზე? როგორ გგონიათ, როგორ განვითარდება მოვლენები?



№1  offline მოდერი sopiko

ვაიმე, თაია, შე სულელო.
როდემდე უნდა იქცეოდე ასე?
და ვის გამო? ვისგანაც მხოლოდ გულისტკენას იღებ?
ნიკასა და თაიას მომენტები დამაკლდა ამ თავში.
ძალიან.

 


№2  offline წევრი teddy))

sopiko
ვაიმე, თაია, შე სულელო.
როდემდე უნდა იქცეოდე ასე?
და ვის გამო? ვისგანაც მხოლოდ გულისტკენას იღებ?
ნიკასა და თაიას მომენტები დამაკლდა ამ თავში.
ძალიან.

მე არ ვთვლი რომ სულელია თაია ამ შემთხვევაში! ასე როოოოოომ ;დ

 


№3 სტუმარი Shorena kiladze

Kargi ra gargi ra .ra ginda shvilo ar geyo nima tom daichire axla es faakane savadmyoposhi. Maniaki xar ?:) ragac emocia damaklda knuto upro meti mindoda

 


№4  offline წევრი teddy))

Shorena kiladze
Kargi ra gargi ra .ra ginda shvilo ar geyo nima tom daichire axla es faakane savadmyoposhi. Maniaki xar ?:) ragac emocia damaklda knuto upro meti mindoda

რა ვიცი აბა;dddd❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent