შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერი ყვითელი 2.თავი


13-05-2018, 00:42
ავტორი anastassia
ნანახია 1 129

-რუია ბონე - ფიქრებიდან გამომარკვია ჩემი სახელის დაძახებამ.ფოიე თითქმის დაცარიელებულიყო,თუმცა ეს ყოველივე მხოლოდ ახლა შევნიშნე.დაბნეულმა ხელი გავიქნიე იმის ნიშნად,რომ იქ ვიყავი.ქალმა რომელმაც ჩემი სახელი დაიძახა მივუახლოვდი,ის კი ოთახში შემიძღვა.ოთახი შუასაუკუნეების ციხე-კოშკების ოთახს ჰგავდა,მხოლოდ ერთი განსხავევბით - იქ უამარვი ნახატი ეკიდა.ქალმა სკამზე მიმითითა,რომელიც ოთახის შუაგულში იდო.სკამზე დამჯდარმა ჩემი რეკომენდაციები და CV ამოვიღე და იქ მსხდომ რამდენიმე ადამიანს გავუწოდე.კონვერტი მოხუცმა კაცმა გამომართვა რომელსაც საყელოზე საშვი ეკიდა.საშვის მიხედვით ეს კაცი ვინმე მარკ კალკებერგი იყო,რომელიც ოფიციალურად მოეწვიათ შესარჩევი ტურისთვის.გვერდზე ერთი შუახნის ასაკის ქალბატონი ეჯდა,რომელსაც ტუჩსაცხი ოდნავ გასვროდა ტუჩის კუთხეში.ხოლო ამ ქალის გვერდზე ის ქალი იჯდა,რომელმაც გარეთ,ფოიეში დამიძახა.ნერვიულობისგან ხელები მიკანკალებდა.მუშტები შევკარი და მუხლებზე ისე დავიწყე,რომ სხვას არავის შეემჩნია ჩემი ხელების კანკალი და არაბუნებრივი ქცევა.საქაღალდეები ერთმანეთს გადააწოდეს,მერე ჩაიჩურჩულეს და ბოლოს როგორც იქნა შემომხედეს.მამაკცმა აკანკალებული ხმით მკითხა: - აქ ყველაფერი რიგზეა რუია,ხომ შეიძლება ასე მოგმართოთ?
-დიახ,რა თქმა უნდა -ვუპასუხე თუმცა მას თვალი ვერ გავუსწორე.
-კარგი,მაშინ.ჩვენ გვაინტერესებს თუ იცით ეს რა კომპანიაა?-მკითხა ისე,თითქოს ჩემი გამოცდა უნდოდა,ან პირდაპირ მანიშნებდა შენ აქ არაფერი გესაქმებაო.
-მმ,ეს ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიული კომპანიაა,რომელიც აწარმოებს სხვადასხვა დიზაინის ნივთებსა თუ ტექნიკას.მისი ყოველწლიური შემოსავალია...
-არა,არა-გამაწყვეტინა პომადიანმა ქალმა,რომელიც სახეში არც კი მიყურებდა ისე განაგრძო ლაპარაკი -მარკს იმის თქმა უნდოდა,რომ აქ თქვენ რეკომენდაციები გაქვთ საკონდიტროს უფროსისგან,რომელთანაც ბოლოს მუშაობდით გამყიდვლად...
-იცით იქ მენეჯერი ვიყავი- გავაწყვეტინე.მან კი ამ ხნის განმავლობაში პირველად ამომხედა და ისეთი საშინელი მზერით ამათვალიერა ადგილზე გავიყინე.
-მაგას არ აქვს ასეთი მნიშვნელობა.ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და კარგ მდივანს,რომელიც საქმეს მარტივად აგვარებს.თქვენ რითი ხართ გამორჩეული?-მკითხა და თითქოს პასუხს არც კი ელოდა ისე გადახედა მარკს და რაღაც ჩაჩურჩულა,რომელიც მარკი ძალიან გაამხიარულა.უეცრად ვიგრძენი,რომ სიწითლე სახეზე მომაწვა.ეს სამსახური მჭირდებოდა,მაგარმ ეს ქალი მართალი იყო.რისთვის მოვედი აქ,როცა შეიძლება გარეთ მყოფ გოგონებს მეტი გამოცდილება ჰქონოდათ ჩემთან შედარებით.
-იცით,არც მე ვიცი აქ რისთვის მოვედი-ვთქვი და დაველოდე როდის ამოიხედებოდა და შემომხედავდა.თუმცა სამივემ გაკვირვებული სახეებით შემომხედა.-მაგარმ,ზუსტად ვიცი,რომ უნდა მეცადა.ეს ყველაფერი უნდა მეცადა,რათა გავძლიერებულიყავი და არა - პირიქით.თქვენ არც კი მიგიქცევიათ ყურადღება ჩემს განათლებაზე.პირადპირ საკონდიტროზე გადახვედით სადაც ბოლო 3 თვე ვმუშაობდი.მაგრამ იცით რა?მე ნუ ამიყვანთ.მე ეს ვცადე და ჩემთვის ესეც საკმარისია.დავამთავრეთ? - ვკითხე.ისინი კი გაკვირვებულები მიყურებდნენ.
-მაშინ,კარაგდ ბრძანდებოდეთ -ვუთხარი,ავდექი და ოთახიდან გამოვედი.მხოლოდ კიბეებზე ჩასვლისას აღმოვაჩინე,რომ ვტიროდი.ლიფტით ჩასვლა აღარ მინდოდა.ალბათ,დროის შეცვლა,რომ შემძლებოდა აუცილებლად შევცვლიდი.იქნებ უფრო თავაზიანობა გამომეჩინა მათ მიმართ?მაგარამ,რეალობა ესაა.მე არჩევანი უკვე გავაკეთე.მე20 სართულზე გავაცნობიერე,რომ ფეხები სიმწრისგან მტკიოდა.იქვე ჩავიმუხლე და კიბეზე დავჯექი.ირგვლივ არავინ იყო.აღარ ვტიროდი,მაგარმ ტირილის შემდეგ გამოწვეული დანაშაულის გრძნობით ვიტანჯებოდი,,.არა,დღეს არა,"ვეუბნებოდი ჩემს თავს,როცა უეცრად ქოშინის ხმა გავიგე.კიბეებზე ვიღაც ამორბოდა.არ ვიცოდი რა მომეფიქრებინა,მაგრამ ის უკვე ჩემს სართულზე იყო.მაღალი,დაკუნთული,ბიჭი ამორბოდა,რომელსაც ყველაზე არაშესაფერისი ტანსაცმელი - სპორტული მაისური და შორტი ეცვა.ყურებში ყურსასმენები ჰქონდა გარჭობილი,მაგარმ როცა დამინახა შიშისგან ოდნავ შეკრთა.მერე ყურსასმენები მოიძრო და გადაიხარხარა.ჯერ გაოცებული ვუყურებდი.რომელი დარტყმული ამოვიდოდა მე20 სართულზე სპორტული ტანისამოსით?მაგრამ,როცა ჩემი გაკვირვებული სახე დაინახა ცოტა მოიღუშა,მერე ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო,მუსიკა გამოთიშა და გვერდით მომიჯდა.
-რა დაგემართათ?ხომ კარაგდ ხართ? - მითხრა და უფრო ახლოს მოიწია.სახეზე არ ვუყურებდი,თითებით ქვედაბოლოს ბოლოებს ვაწვალებდი.
-არა კარგად ვარ,უბრალოდ ფეხით ჩამოსვლა გადავწყვიტე.ვიგრძენი როგორ მიყურებდა და როგორ ცდილობდა ჩემი მზერის დაჭერას.
-აქ რამ ამოგიყვანათ,მმ,თქვენი სახელი? - მკითხა და ამ დროის განმავლობაში პირველად ავხედე.ღია თაფლისფერი თვალები და ტალღოვანი თმა ჰქონდა.მზერაში იგრძნბოდა რაღაც რაც მომხიბვლელი და ამოუცნბი რამ იყო.
-რუია ბონე ან უბრალოდ რუია -ვუთხარი და თმა უკან გადავიწიე.მან ჩემი სახელი ჩუმად,ძლივს გასაგონად წარმოთქვა და სივრცეში რაღაცას მიაშტერდა.მერე თითქოს სწრაფად მოეგო გონს,დაამატა - იშვიათი და ლამაზი სახელია.
- თქვენ რა გქვიათ? - ვკითხე.მაგარმ,რატომღაც მომეჩვენა,რომ თითქოს დაფრთხა.
-თქვენ მაინც არ გაგიციათ პასუხი კითხვაზე.
-აქ გასაუბრებაზე ვიყავი.მდივნის ვაკანსიაზე. - ვუთხარი და თითქოს ამ სიტყვებით ის დანაშაული გამახსენდა,რომელიც რამოდენიმე წუთის წინ ჩავიდინე.
-ძალიან კარგი.-მითხრა და ვიგრძენი რაღაც რამაც მაიძულა თვალები ძირს დამეხარა და მისთვის აღარ შემეხედა.ის მიყურებდა,ამას ვგრძნობდი.
-რუია,რუია...ლამაზი თვალები გაქვს... - ეს თქვა,თუ არა ადგა და კიბეებს აუყვა.მე კი ისევ იქ ვიჯექი და ვფიქრობდი.ცივ ამინდში პეპელამ სითბო,რომ შეინარჩუნოს ფრთებს შლის და მზე ეფიცხება.ზუსტად ამას ვგრძნობდი იმ წამს.



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

რაღაც "მანქანებით" რუია აქ დაიწყებს მუშაობას :დ და ვგრძნობ ამის მიზეზი ეს ბიჭია. კარგია და უფრო კარგი იქნება მომდევნო თავები იმედია. გელი მოუთმენლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent