საუკეთესო ჩემში (თავი5)
იმედგაცრუება...ყველაზე საშინელი შეგრძნებაა,რომელიც ახლა განვიცადე,თავი დამცირებულად ვიგრძენი..ისეთი მიამიტი აღმოვჩნდი,მეგონა ბოლო წუთამდე,რომ ვაჩე შეიცვლებოდა..ისე დარწმუნებით მელაპარაკებოდა ამ ბოლო ხანებში,მეგონა მართლა ნანობდა მის საქციელს და ახლა ბრააახ! მე ვარ სულელი,არც კი უნდა მეფიქრა პატარაზეც კი,რომ შეიძლებდა შეცვლილიყო. -ევა მელანოს მე დაველპარაკები,სანდროსთან დაბრუნდი,აჩქარებულად მიაძახა ევას და სწრაფი ნაბიჯებით მელაანოსკენ წავიდა.. -მელანო..მელანო..გოოცირიძეეე! ისე არ მინდდოდა ახლა მასთან ლაპარაკი,ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა,არ მინდოდა შეემჩნია.. დამეწია,სწრაფად მომკიდა მკლავზე ხელი და შემატრიალა მისკენ.. -მელანო მეთქი -რა გინდა ვაჩე? ძლივს ამოვღერღე ეს სიტყვები -იეჭვიანე? ჩაიცინა -შენზე რა მაქვს საეჭვიანო ვაჩე? ორგნაულად მძულხარ..ვისზეც ნერვები მომეშალა,მხოლოდ და მხოლოდ ჩემს თავზე!! მე ვცდილობდი სხვანაირად შემეხედა და ვფიქრობდი,რომ იქნებ მართლა იმალება შენში სხვა ადამიანი? ეს ხო ბუნებრივია..მაგრამ შენნაირი? სევდიანად ჩამეცინა..შენნაირს რა შეცვლის.. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა.. -ყველაფერი,რაზეც მე გელაპარაკე ტყუილი არ ყოფილა მელანო,ეს ერთ-ერთი ხერხი იყო იმისა,რომ გამეგო რამე ინტერესს ვიწვევ თუ არა შენში..ბაზარი არაა შეიძლება სხვანაირად უნდა მეცადა,მაგრამ ფაქტია,რომ გრძნობები ვეღარ დამალე,ჩაიცინა და შუბლზე მაკოცა.. -ნაგავი ხარ ვაჩე!! რა გრძნობებზე მელაპარაკები,ნორმაალური თუ იყო..მე და შენ? სასაცილოა ვაჩე,წარმოუდგენელი..ეს კიდე ჩემი თავი გამოვცადე და დავრწმუნდი უფრო,რომ არ შეიძლებოდა ადამიანების და შენნაირი ტიპების ასე ნდობა.. -სისულელეებს ნუ მეუბნები მელაანო -აღარ მინდა ლაპარაკი გთხოვ წადი,ადგილს დაუბრუნდი,შენი დანახვაც არმინდა -თვალებში ჩამხედე და ისე მითხარი -ვაჩე უფრო ნუ დაეცემი ჩემს თვალში,წადი მეთქი -შემომხედე თვალებში და ისე მითხარი და წავალ მელანო!! ტონი გაამკაცრა შევხედე,მაგრამ რა მეთქვა? როგორ მეთქვა ის,რასაც მართლა არ ვგრძნობდი..გაეღიმა,მომიახლოვდა ისე,რომ ადგილი აღარ იყო დარჩენილი ჩვენს შორის..ხელები წელზე შემომხვია და ჩემს ტუჩებს დაეწაფა.. უცბად გონს მოვეგე და ხელი ვკარი.. -რას აკეთებ? ზღვარს ცდები უკვე ,არ მომიახლოვდე..ჩემს ხმაში ნერვიულობა ჩანდა -მელანო უნდა დამიჯერო,არ მინდა გული გატკინო -ვაიმეე არ გამაცინო ვაჩე,თუ არ გინდა გული მეტკინოს რატო არ გინდა თავი დამანებო? -ვერ დაგანებებ,ნუთუ არ გესმის,ასეთი რთული გასაგებია რომ სიგიჟემდე მომწონხარ? მაგიჟებ მელანო!! დამიყვირა და თვალები გააფართოვა -აღარ მინდა მეტის მოსმენა,სიტყვებით კი არა საქციელით დამიმტკიცე დღეს უკვე..უკან არ ვიხევდი -ეს არაფერს არ ნიშნავს,აგიხსენი მე უკვე მელანო..რატო არ გინდა აღიარო რომ მოგწონვარ შენც? რისი გეშინია? -აბსურდია ყველაფერი,ისტერიკული სიცილი დამეწყო -ჩემი შენდამი გრძნობა არარის აბსურდი მელანო!!მომხვია ხელები და აღარ გამიშვა,ვიყავით ჩახუტებულები,ძალაც აღარ მქონდა რამე მეთქვა..დიდიხანი ვიდექით ასე,სანამ სანდრო და ევა არ გამოჩნდნენ..უცბად გავუშვი ხელები და ევას გავხედე -მოგილოცოთ უკვე? თქვა სანდრომ და სიცილი დაიწყო -მელანო რა ხდება,იქნებ მოგვიყვეთ ჩვენც..არ წყდებოდა ევას კითხვები.. ვაჩეს გავხედე,ღიმილი არ შორდებოდა.. -არაფერი არ ხდება,წინასწარ ნუ იცით გადაწყვეტილების მიღება.. გაკვირვებული გამომხედა სამივემ..უნდა წავიდე ძალიან დავიღალე.. -მეც გამოგყვები,მომაძახა ევამ.. -ევა შენ წამოდდი ჩემთან,ვაჩე მიაცილებს მელანოს,არ იდარდო..თვალი ჩაუკრა სანდრომ და ანიშნა გაეცალე მაგ ადგილსო.. -ჩაჯექი მანქანაში,სერიოზული სახე არ შორდებოდა -მანქანა რათმინდა? აქვე ვცხოვრობ და ფეხით გავისეირნებ.. -ჩაჯექი,ნუ მამეორებინებ ათასჯერ ერთი და იგივეს.. -გელოდებიან კაფეში გოგოები,ჩემთან უაზროდ დროს ნუ ფლანგავ ვაჩე..ირონიულად მივაძახე -ნერვებს მიშლი მელანო,ძალიან მიშლი!!! მომკიდა ხელი და ჩამტენა მანქანაში.. ჩემს სახლს გავცდით,შინაგანი პანიკა დამეწყო.. -სად მივდივართ? -დღეს ჩემთან დარჩები -რა? ნურც იოცნებებ,მოვლენებს ხომ არ გადაუსწარი? -მელანო ჩუ.. -დედაჩემი ინერვიულებსს,დამაბრუნე უკან ვაჩე -იცის,რომ ევასთან რჩები,ნუ გეშინია..ხელი ლოყაზე გადამისვა და გამიცინა -ვაჩე არაფრის დიდებით შენთან არ დავრჩები,დამაბრუნე სახლში.. -მოვედით უკვე,გადმოდი გარემო შევათვალიერე,ისეთი მშვიდი,ენით აუღწერელი სილამაზე იყო დიდხანს ვაბრიალებდი თვალებს,მხოლოდ ერთი სახლი იდგა,ყველასგან მოშორებით.. -აქ რატო მომიყვანე ვაჩე? -სანდროს მერე პირველი ადამიანი ხარ ვინც აქ მოვიყვანე მელანო..წამოდი,ხელი ჩამკიდა და სახლისკენ გავსწიეთ.. პატარა კომფორტული სახლი იყო,ლამაზი,კარგი გემოვნებით მოწყობილი.. -ყავას დალევ? -არა ვაჩე,სახე გავატრიალე -დიდიხანი უნდა იყო ასე? -როგორ ასე? -შენც ძაან კარგად იცი,როგორ ასეც -უბრალოდ ვერ ვხვდები რის მიღწევას ცდილობ -ცოტა დარჩა..სულ ცოტაც.. -რას გულისხმობ? -მიხვდები მაგას მალე,მომიახლოვდა ხელები მომხვია და აღარ გამიშვა.. ჩამეძინა..როცა გავიღვიძე,ისევ ჩახუტებული ვყავდი,შევათვალიერე მისი სახე,უფრო კარგად შევისწავლე მისი სახის ნაკვთები.. -ძალიან სიმპატიური ვარ ხო? -რა? დავიბენი..არა..ნუ ხარ ამპარტავანი,საიდან მიხვდი,რომ გიყურებდი? გაიცინა და თვალებიი გაახილა,ლოყაზე მაკოცა და უფრო მომეხვია.. -ვაჩე -ხო -მშობლები ... შემაწყვეტინა და ფეხზე ადგა -ყავას დალევ ახლა მაინც? -კი დავლევ,არ მომწამლო,გამეცინა და სამზარეულოში გავყევი ფიქრებმა ჩამითრია,რატო შემაწყვეტინა მშობლების ხსენებაზე,რა გამოიარა ისეთი,რამ შეცვალა ასე ცუდისკენ..უამრავი კითხვა დამებადა,მაგრამ ახლა ჩუმად ყოფნა ვარჩიე.. ყავა დავლიეთ,ხმა არ ამოუღია,ისევ მე თუ დავარღვევდი სიჩუმეს -წავიდეთ უკვე რა,დამაგვიანდება უნისში -კაი წავიდეთ მანქანაშიც ხმა არ ამოგვიღია უნისამდე.. -დღეს როდის მნახავ? -და უნდა გნახო ვაჩე? -კაი მე გადავწყვეტ მაშინ თუ ისევ უნდა გაჯიუტდე,ლექციები როდის გიმთავრდება? -3ზე თავი დამიქნია და წავიდა..ევა ვნახე,მომაყარა კითხვები..მოვუყევი ყველაფერი და პირღია მისმენდა.. -აუ მელანო ძალიან უხდებით ერთმანეთს - ნუ სულელობ ევა,თუ ღმერთი გწამს..მომიყევი ერთი სანდროსთან რახდება? -ვააიმეეე მელააანო შეყვარებული ვააარ,ისეთი საყვარელიაა,ისეთი სიმპატიურიაა მგონი მასაც მოვწონვარ -რა გიჟი ხარ ევა,სიცილი დავიწყეთ.. -გოგო ახალი კურსელი გვყავს,ისეთი კაი ტიპია ეგეც.. -ვინაა? -რეზი კაჭარავა -ხოო არვიცი პირველად მესმის.. -დღეს რა გეგმები გაქქვს? -არვიცი ევა,ალბათ ვაჩე მომაკითხავს.. -დაქალს მთლად ნუ დაივიწყებ მელანო,ნაწყენი სახით გამომხედა -რა სისულელეა,ვერც ჩამოვყალიბდი მინდა თუ არა მასთან ყოფნა,მჯეროდეს თუ არა მისი,არმინდა გულნატკენი დავრჩე ევა..არ ვარ ჩემს თავში დარწმუნებული -კაი რა მელანო,როცა ხედავ სახე გიბრწყინავს,ასეთ ტიპებს არ იცნობ,დიდიხანი არ დაზდევენ გოგოებს,აქამდე შეგეშვებოდა მაშინ..მართლა მოსწონხარ -არვიციი ევა არვიცი,მობეზრებული ხმით გამმომივიდა ნათქვამი.. -ჰეი.. -შევხეედე და ვერაფერი ვერ ვთქვი -მე რეზი..ხელი გამომიწოდა -მელანო,სასიამოვნოა -ლამაზი საახელია -მადლობა,შენ ახალი ხარ ხო? -კიი კიი -ბევრს არ ვიცნობ,არც არიან ჩემი სტილის ხალხი,დაგინახე შორიდან და ინტერესი გამოიწვიე ჩემში,ულამაზესი ხარ -მადლობა რეზიი -დღეს რაღაც ღონისძიება იქნება და ხო არ წამოხვიდოდი? უფრო უკეთ გავიცნობდით ერთმანეთს -არა მადლობა არ მიყვარს მაგდაგვარი ადგილები.. -მაშინ კაფეში გავიჩითოთ,მეგობრებიც წამოიყვანე,მეც არ ვიქნები მარტო და გავერთობით.. -კარგიი მაშინ გავუღიმე.. -მიდიხარ უკვე? -კიი გავდივარ -წამოდი მაშინ,მეც ვაპირებ წასვლას გარეთ გავედით თუ არა ვაჩე მელოდებოდა მანქანით,თვალები სიმწრით აევსო რეზისთან ერთად რომ დამინახა..რეზიმ წელზე მომხვია ხელი გადამკოცნა და წავიდა..მანქანაში ჩავჯექი,ვაჩე გადავკოცნე... -ეს სი*რი ვინღაა? -ვაჩე ნორმალურად ცოტა -კითხვა გაგიმეორო? -ახალი კურსელია -მოქცევის წესები არ იცის,ესეიგი,უნდა ვასწავლოთ -ვაიმე ვაჩე,ნუ დაიწყებ სისულელეებს რა -აღარაა შენი საქმე მელანო ეგ,ირონიულად გამომხედა და გზა განაგრძნო..სახლთან გამიჩერა მანქანა,ლოყაზე მაკოცა და ისე წავიდა ხმაც არ ამოუღია.. სახლში ავედი,ლიზა ვნახე -მეგონა გზა დაგავიწყდა სახლისკენ დე -დედა კაი რა -რა მელანო რა? შენს სახეს ვერ ვხედავ,არაფერი არ ვიცი შენზე,არაფერს არ მიყვები.. -დავიწყე მოყოლა ყველაფრის,არ მინდოდა ეფიქრა,რომ რამეს ვუმალავდი.. -შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ მელანო,მაგრამ მაინც ჭკუით იყავი კაი დე? -დედა არაფერი არ ხდება ისეთი..ვაკოცე ლოყაზე და საძინებლისკენ გავეშურე. უცხო ნომერმა დამირეკა.. -მელანო როგორ ხარ? -რომელი ხარ? -რეზიი ვარ -უი,ნომერი საიდან? -ნომრის გაგებას რა უნდა,ჩაიცინა.. -კარგად შენ როგორ ხარ? -მეც კარგად,ხო არ დაგავიწყდა დანაპირები ნახევარ საათში კაფეში გაიჩითე რა -კარგი მოვწესრიგდები და ჩამოვალ..ევას დავურეკე.. -ევა მარტო არ დამტოვო გადმოდი კაფეში რა -მოვფრინააააააავ სიცილით მიპასუხა და გამითიშა ჯინსის შარვალი,შავი ზედა და კეტები ამოვიცვი,თმა გავიშალე და ქვემოთ ჩავედი..ევა ვნახე და კაფეში შევედით,რეზი ვნახე 2 ძმაკაცთან და 1 გოგოსთან ერთად იყო..გაგვაცნო,არ ჩანდნენ ცუდები,კონტაქტურები და თბილები იყვნენ..სახეზე ღიმილი გამიქრა,როგორც კი ვაჩე და სანდრო შემოვიდნენ კაფეში.. ------------------- ბავშვებო ძალიან ჩქარა დავწერე,დიდად კმაყოფილი არ დავრჩი ამ თავით,ველი თქვენს კომენტარებს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.