ჩემი ,,ტირანი" (თავი 4)
ბავშვებო,ვიცი რომ ,,მაღალი საზოგადოების" ბოლო თავს ელოდებით, დღეს ეს წაიკითხეთ და ხვალ აუცილებლად დავდებ იმას,იმედი მაქვს ეს ახალი მოთხრობაც მოგწონთ..ძალიან მიყვარხართ ყველა.. -დემე გაიღვიძე,დემეე იწვი!!შეშინებული ვადექი ძმას თავზე და ვცდილონდი გამეღვიძებინე -რახდება ბარბარე? შეშინებული შემოვარდა მარიამი -მარი იწვის ,მაღალი სიცხე აქვს ვერ ვაღვიძებ ! -კარგი დამშვიდდი ნუ ტირი..მარიამმა წამში გადარეკა სასწრაფოში, რათქმაუნდა 1 საათის დაგვიანებუთ მოვიდნენ და სასწრაფოდ საკეცით გადაიყვანეს,დიდხანს ველოდეთ მოსაცდელში, ისე ვნერვიულობდი დაგვიანების გამი უფროსთან დარეკვაც კი დამავიწყდა ,ნახევარ საათში ექიმიც გამოვიდა -რა სჭირს ჩემს ძმას? მივვარდი შეშინებული -სიცხემ დაუწია,ანალიზები ავუღეთ ,ხვალ გავიგებთ პასუხს.. -ხომ კარგად იქნება? შეშინებულმა იკითხა მარიამმა -ყველაფერს ხვალ გავიგებთ,სავარაუდოდ ვირუსია. ექიმის სიტყვებმა ასე თუ ისე დამამშვიდა ,დემნასთან მარიამი დარჩა მეკი სამსახურში გავვარდი, სწრაფად შევედი კაბინეტში და საქმეს შევუდექი.წუთი არ იყო გასული დემეტრემ დამიბარა,ვიცოდი საყვედური არ ამცდებოდა ,ამიტომ წინასწარ მოვემზადე და შევედი,პირქუში და მკავრი გამოხედვა ჰქონდა ,ვიღაც აშკარად მარცხენა ფეხზე ადგათქო გავიფიქრე ჩემთვის -დააგვიანე! -დიახ ,ბოდიშს გიხდით -სად ბრძანდებოდი,არ იცი როცა აგვიანებენ უფროსს რომ ატყობინებენ?! -უბრალოდ ისეთი სიტუაცია იყო,რომ ვერ მოვახერხე..დავიწყე ბლუყუნი -სხვა დროს მსგავს რამეს აღარ გაპატიებ ბარბარე,აქ თუ გინდა მუშაობა კეთილი ინებე და წესებს დაემორჩილე,თუ არადა დატოვე პოსტი! საშინლად არ მესიამივნა მისი ტონი -უბრალოდ ასე მოხდა ,სხვა დროს აღარ განმეორდება..ვეცადე ხმა გამემკაცრებინა -დამატებით დარჩები საღამოს! -გასაგებია -ხელფასიდანაც ჩამოგეჭრება ! -მოიცა მე ხომ დამატებით ვრჩები,ჩამოჭრა რაღა საჭიროა? -ასეთია წესი.. გაბრაზებულმა შევანათე თვალები, სიამოვნებით დავწვავდი ამ წესებს,ამ კაცს კი ცემით მივკლავდი. -პროექტზე რა ხდება? ისე იკითხა არც შემოუხედავს -ვმუშაობ ჯერ -ჯერ?მოიცა არ დაგიმთავრებია?! ისე ამომხედა ლამის გული გამიჩერდა -ნახევარი გავაკეთე.. მე.. -ბარბარე რაზე ფიქრობ?ასეთი გონებაგაფანრული არ იყავი,დღესვე დაამთავრებ პროექტს! -მაგრამ მე ,ბატონო დემეტრე ამდენ საქმეს ერთად ვერ შევძლებ -შეძლებ თუ აქ მუშაობა გინდა ,არ მაინტერესებს ხვალ დამთავრებული გექნება!.. იმის გაფიქრება რომ საღამოს ჩემი ძმის ნახვას ვერ შევძლებდი საშინელ ტკივილს მაყენებდა -ბატონო დემეტრე..რბილი ტონით დავიწყე -გისმენ! მისი ხმა ისევ მკაცრი და პირქუში იყო -ჩასაბარებლად კიდევ ხუთი დღე მქონდა წესით.ახლა მართლა რთული სიტუაცია მაქვს ,გთხოვთ კიდევ სამი დღე მომეცით.. ისე საწყლად შევხედე წესით ამას უნდა გაეჭრა,მოვკვდებოდი დღეს და ხვალ დემნა ,რომ არ მენახა ..ცოტახანს მიყურებდა თავისი მწვანე თვალებით,შემდეგ სავარძელში გადაწვა და კალამს ატრიალებდა ხელში,რაიყო ამდენი საფიქრალი აქ -კარგი,სამ დღეში პროექტს ველოდები.იცოდე არ გადააცილებ! -დიდი მადლობა ..შვებით ამოვისუნთქე და ოთახი დავტოვე.. რომ გეკითხათ რას აკეთებო გეტყოდით კაბინეტში ვზივარ და ვმუშაობთქო,მაგრამ ეს ტყუილი იქნებოდა ,ჩემი თვალები ფურცლებს ჩასჩერებოდა ,გონებით კი ჩემს ძმასთან ვიყავი,ნეტავ ეხლა როგორ არის -ხო ბარბარე.. -მარიამ დემეტრე როგორაა,სიცხემ დაუწია? -კარგად არის ნუღელავ,ანალიზები აუღეს,მაგრამ... -რა მაგრამ ? -არ მომწონს მისი სახე, თვალები საშინლად ჩაუცვივდა და თან ძალიან გახდა,აღარ ვიცი რა გავაკეთო,მთელი დღეა სძინავს -როგორ მინდა მასთან ვიყო ,მაგრამ ამ ტირანის გადამკიდე დამატებით უნდა დავრჩე დღეს -არ ინერვიულო,მე აქ ვარ ,გვერდიდან არ მოვშორდები,საქმეს მიხედეშენ .. სავარძელი კედლისკენ მივაბრუნე და მასზე გაკრულ სურათს მივაშტერდი -რანაირად მარიამ,კონცენტრირებას ვერ ვახდენ ვერაფერზე ,დემნას რომ რამე დაემართოს ვერ ვიცოცხლებ ,ეს ტირანიც ცუდ ხასიათზეა ,დილიდან დამცოფა.. -კარგი როგორმე დამშვიდდი,მე წავალ დემეს წვენს ვუყიდი -კარგი მიდი,თუ რამე შეიცვალა გამაგებინე..ტელეფონს ვთიშავ და სკამს ისევ მაგიდისკენ ვატრიალებ ,მოულოდნელობისაგან ლამის ვიკივლე ,თავზე გაბრაზებული დემეტრე მედგა ,კოპეში შეეკრა და მკლავები გადაეჯვადირებინა -ბატონო დეემეტრე? ძლივს მოვაბრუნე ენა პირში -მორჩი საუბარს?-გამომეტყველება საერთოდ არ შეცვლია ,ხმა კი უფრო გაუმკაცრდა -როდის შემოხვედით,ვერ დაგინახეთ -ხო რომ ვერ დამინახე იმიტომ შემოვედი,ამდენი ხანია განიშნებ შემოდითქო და ზედაც არ შემოგიხედავს,მერე ზურგიც შემაქციე! -მე..მე საქმეს ვაკეთებდი და ვერ დაგინახეთ -ხო ,ვხედავ რა საქმესაც აკეთებდი-თავით ტელეფონზე მიმანიშნა-თუ ჭორაობას მორჩი ყავა და პროექტის საბუთები შემომიტანე ,ილიასაც დაურეკე ,კეთილი ინებოს და შემოვიდეს საქმე მაქვს -კარი ისე მიაჯახუნა ლამის შევხტი,მისი დავალება შევასრულე,ყავას და საბუთებს დავწვდი და მისი ოთახისკენ გავკურცხლე. -ჩვენი ბემბიც მოვიდაა..მხიარულად შემეგება ბატონი ილია -გამარჯობათ -რაც შეიძლება ნაზად მივესალმე და საბუთები კოპებშეკრულ დემეტრეს დავუდე წინ -რა დაუძახე?!-ისე გამოსცრა უფროსმა გეგონება გასკდებაო -ბემბი -ილია როდის უნდა გაიზარდო?!-კალამი მაგიდაზე დაახეთქა-შენი ზედმეტსახელები რასნიშნავს?! -კარგი რა დემუშ,რაგინდა? ბემბივით გოგოა,ხოდა ასე შევარქვი -ბარბარეს დაუძახებ სხვა დროს,არ მინდა ჩემმა მდივანმა თავი უხერხულად იგრძნოს !-თქვა და ამომხედა -არა ,არაფერია რაც გნებავთ ის დამიძახეთ..ვეცადე თავაზიანობა გამომეჩინა -შეიძლება შენ გიყვარს ბარბარე ზედმეტსახელები, მაგრამ მე არა! -ღმერთო ჩემო, ცოტა მოდუნდი დემუშ,ასე გოგოს ვინ ელაპარაკება? -დემუშს ნუ მეძახი!-იმხელაზე იყვირა შევხტი- ბარბარე,აქ რას დგახარ,წადი საქმეს მიხედე! მეც მორჩილად შევასრულე მისი ბრძანება და ოთახი დავტოვე . სამუშაო საათები დასრულდა თუარა მაშინვე კისრისტეხვით გავვარდი ლიფტისკენ,სწრაფად მივაჭირე ღილაკს თითი ,თან ვიდექი თან თმას ვიწევდი,თეთრი პერანგი ოდნავ შევიხსენი ,ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჰაერი არ მყოფნიდა,როგორც იქნა მობრძანდა ,კარების გაღება და ჩემი შიგნით შევარდნა ერთი იყო,საუბედუროდ მაშინ შემობრძანდა ჩვენი ტირანიც ,ღილაკს თითი მიაჭირა და ამაყად გაიჯგიმა. -ასე სად გეჩქარება რომ ერთ ადგილას ვერ ისვენებ? -ხო მეჩქარება-მოკლედ ვუპასუხე -რატომ მიზოზინებს ასე? -ჩვეულებრივად ჩადის,უბრალოდ შენ გეჩქარება..ღიმილით გადმომხედა,უცებ რაღაც მოხდა და ლიფტი გაჩერდა -რა,რა მოხდა,რატომ გაჩერდა? თვალები გამიფართოვდა,კარებს ხელებით მივაწექი -დამშვიდდი, შუქი ჩაქვრა ,მოვა მალე . -მაგრამ მეჩქარება,თანაც ძალიან -დამშვიდდი ბარბარე ,გავარკვევ რახდება -იძახის და ტელეფონზე იწყებს საუბარს -ალიო,ანა რატომ გაჩერდა ლიფტი,სასწრაფოდ გამოიძახე ვინმე რომ შეაკეთოს თორემ აქ ზოგი შეიძლება პანიკაში ჩავარდეს -თქვა და გადმომხედა,მეც მკვლელი თვალები შევანათე ,ღმერთს ვეკითხებოდი რა შევცოდე ისეთი, ამ ტირანთან რომ გამჭედა ერთ ლიფტში..ფეხის თამაში დავიწყე,აქ უკვე ჰაერი მეხუთებოდა ,მთელ ლიფტში დემეტრეს სუნამოს სუნი იფრქვეოდა ,კიდევ კარგი ამაში მაინც ჰქონია გემოვნება.. მისი დაჟინებული მზერა ვიგრძენი გვერდიდან ,ჩემდაუნებურად გამეხედა ,კედელს მიყრდნობოდა,წარბები მაღლა აეზიდა და ოდნავ გაღიმებული მიყურებდა ,ნეტავ რა უხარიათქო გავიფიქრე ,შემდეგ ისევ მომანათა თვალები, ხელები ჩამოუშვა ,მრებში გაიშალა ,ახლა უკვე მკაცრი გამოხედვით მომშტერებოდა -მალე შეაკეთებენ? -კი ,მოაგვარებს ანა..მითხრა და თვალი ამარიდა -იმედი მაქვს. შუქი აინთო და კარებიც გაიღო -ძლივს, თორემ აქ უკვე ჰაერი მეხუთებოდა ,ჩემთვის ჩავილაპარაკე და გარეთ გავვარდი. -ბარბარე!-მომესმა უკნიდან მისი მკაცრი ხმა ,უცებ გავჩერდი და რაცშემეძლო სწრაფად შევტრიალდი -გისმენთ -პერანგი შეისწორე..ხელით პერანგზე მანიშნა რომელიც ზედმეტად იყო ჩახსნილი,თან ოდნავ ეღიმებოდა ,ალბათ მაშინ შემთხვევით გაიხსნა კიდევ ერთი ღილი კარებს რომ ვეჯაჯგურებოდი,შერცხვენილმა შევხედე ,უხერხულად შევიშმუშნე ,შემდეგ შევტრიალდი და საავადმყოფოში წავედი.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.