შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა იასამნისფერი თმებით (თავი მესამე)


15-05-2018, 19:38
ავტორი მელი
ნანახია 1 540

ბევრი რთული დღე მაქვს ცხოვრებაში გადატანილი და ვიცი როგორ უნდა დავმალო ემოცია, ახლაც ასე მოვიქეცი ნიკას დანახვაზე გული ლამის ბუდიდან ამომივარდა, მუცელში საშინელი ტკივილი ვიგრძენი და ფეხებიც მიკანკალებდა, მაგრამ საკუთარი თავი ვაიძულე, დიახ ვაიძულე, რომ ამაყად შევხვედროდი ამ ყველაფერს. ვიცოდი ოდესღაც დადგებოდა ეს მომენტი და ის მოვიდოდა ჩემთან, მაგრამ ასე უცბად არ ველოდი. არ მინდოდა ეფიქრა, რომ 1 წლის შემდეგ ჩემს გულში ისევ რაღაც ადგილი ეჭირა. რეალურად ის დრო მენატრებოდა, როცა ერთად ვიყავით და არაფერი არ გვადარდებდა. ის გიჟი დღეები მენატრებოდა და ის შეგრძნებები, როცა მის შემოხედვაზე მთელი სამყარო ჩემი მეგონა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ის დრო და შეგრძნებები აღარასდროს დაბრუნდება. თავს შემოვუძახე და მთელი ჩემი ძალების მობილიზება მოვახდინე, რომ ჩემი ყალბი სიმშვიდე შემენარჩუნებინა.
- ვახ ემე? აღარ გელოდი იცი? მეგონა საცხოვრებელი შეიცვალე. ეს მითხრა და ისე ჩამეხუტა როგორც ადრე თბილად და ტრიალით.
- ნელა არ გამჭყლიტო, ვიხუმრე თითქოს.
- ღამის 1 საათზე ორშაბათ საღამოს ბრუნდები და დედაშენი არაფერს გეუბნება?
- ნიკა მე უკვე სრულწლოვანი ვარ ის პატარა ემე გაიზარდა.
- ჰო ეგ მართალია, გალამაზებულ გაიასამნისფერებული ხარ და ანათებ.
- ისე შენი ასე გამოჩენა რას მივაწერო? ვეღარ მომითმინა ნერვებმა და ვკითხე უხეშად.
- მინდა ყველაფერზე დავილაპარაკოთ, ვფიქრობ ჩვენი ურთიერთობა საუბარს მაინც იმსახურებს.
- რომელი ურთიერთობა ნიკა? შენ რომ ერთ თვეში გაანადგურე? ჩემს ცხოვრებაში ახლა სხვა ადამიანი არის, ასე რომ ალბათ მიხვდები, რომ ოდესღაც ნიკასთან ურთიერთობა მაგარი ფეხზე რბილად რომ ვთქვა. აი ეს რომ ვუთხარი ისეთი შვება ვიგრძენი, აქამდე არასდროს ამიწევია ხმა მასთან.
- ემე ვიცი რომ ბრაზობ, არაკაიტიპურად მოვიქეცი ვიცი და ამას ვნანობ. მართლა ძალიან ვნანობ.
- კარგია სინანული, მაგრამ მე არც მამაო ვარ რომ შეგინდო და არც ტოლერანტი გოგონა, თან ისიც არის რომ შენი სინანულ არ სინანული.
- ემე ვიცი, რომ არავინ გყავს. ყველაფერი გავარკვიე უბანში და მითხრეს, რომ ჩემს მერე არათუ ვინმე ზოგადად პაემანზეც კი არ წასულხარ.
- ცუდი ინფორმატორები გყავს.
- ჰაჰ, კაი რა ნუ მაცინებ იკაზე და ბექაზე მაგარი ინფორმატორების დდშ...
- ვერ გაწვდიან სწორ ინფორმაციას, ისე ყოველთვის პირველ წყაროს უნდა ენდო ხოლმე და ამ შემთხვევაში ეს მე ვარ. თუ გინდა დაიჯერე რომ გეუბნები ღამის 1 საათზე ორშაბათს რატომ უნდა ვბრუნდებოდე სახლში?
- ხო მამენტ ლოგიკურია, მარა კაი ტიპი ამ დროს მარტო არ გამოგიშვებდა მინიმუმ სახლში მოგაცილებდა.
- და იმას ვერ ხვდები ხო მე რომ საერთოდ შევიცვალე? რომ ფასეულობები ამ ერთ წელში ძალიან შემეცვალა? ვერ ხედავ რომ ის მიამიტი ემე აღარ ვარ? თუ მაინცდამაინც დაგიღეჭო ინფორმაცია და ასე მოგაწოდო. რავი მთელი 1 წელი მაინც ახლა ამერიკა, ექშენი, ეს სულ ინგლისური საუბრები ალბათ ცოტა ქართული მოაკლდა ყურს და გიჭირს აღიქვა რეალობა.
- ემე შენი ფილოსოფიის მოსასმენად არ მოვსულავარ, ერთს გეტყვი რომ ყველა ადამიანი იმსახურებს მეორე შანს.
- ჩემთან არავითარი მეორე შანსი არ არსებობს. ის ერთი გქონდა და ვერ გამოიყენე ახლა შეგიძლია შენი ჰარლით ჩემი უბნიდან გაა..ვა.
- ემე შენ ახლა აღელვებული ხარ, ამიტომ დროს მოგცემ და პერიოდულად შეგახსენებ თავს. ისე რომ იცოდე დავბრუნდი, სამუდამოდ და ამის მიზეზი შენ ხარ.
- მარაზმია, აი ახლა რასაც შენ ამბობ ამის მოსმენა არ შემიძლია, რადგან კიდევ ერთხელ ვიაზრებ რა ს...რთან მქონია ურთიერთობა და ჩემს თავზე ვბრაზდები. წადი და შემეშვი მე წარსულში არ ვიჩიჩქნები რაც იყო იყო ახლა სხვა ცხოვრება მაქვს სადაც შენი ადგილი საერთოდ არ არის და არც მომავალში იქნება. ეს ვუთხარი და სადარბაზოში შევვარდი. გულზე მომეშვა, რომ სათქმელი ვუთხარი ის რასაც ერთი წელი გულში ვახრჩობდი და ვმალავდი. ეს ბოღმა ყველაფერი მასთან ამოვანთხიე და თავისუფლად ამოვისუნთქე. სახლში შევვარდი არც დედას ეძინა და არც ოთოს. ორივეს ჩავეხუტე და ვუთხარი:
- უბედნიერესი ვარ ხალხო.
- რა ხდება ემე დედა? მკითხა ცოტა გაკვირვებულმა. ოთო ცქმუტავდა.
- ნუ მკითხავ დედა ყველაფერი კარგადააა, უბრალოდ მე ბედნიერი ვარ. დედა მომეხვია ოთოც დაგვახტა ზემოდან და იყვირა მიყვარხართ თქვე დარტყმულებოოოოო. არ დაიჯერებთ და სამივემ ერთად დავიძინეთ. მე არაფერი მითქვამს მათთვის, არ ამიხსნია ბედნიერების მიზეზი, მაგრამ დედა და ოთო ხედავდნენ, რომ მე მართლა ბედნიერი ვიყავი და მათთვის ესეც საკმარისი იყო.

დილით მესიკვდილებოდა ადგომა, მაგრამ ვინ გაცალა ოთომ ფეხში ბუმბულის ღიტინით გამაღვიძა. ასეთი სადისტი რატოა ვერ ვხვდები.
- ოთო სახეს მიგიჩექმავ. ვეუბნები ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი.
- გოგო მიმიჩექმავ კი არა შენი და გიორგის ამბავს რომ არ მიყვები და მაყლაპინებ ნერწყვებს ცოდო არ ვარ? ან რა იყო გადმოვედი შენთან საცხოვრებლად და გაიჩინე კაცი.
- ოთო გირჩევნია მადლობა შესწირო ღმერთს რო ეგ თავი არ წაგაცალე ახლა ძირს ჩემი გაღვიძებისთვის.
- აწი სუ ესე იქნება და ტყუილად ნუ იფხორები ისამნისფერი ინდაურივით. უჰ ეგ თქვა და რომ წამოვხტი და გავენთე სულ ელვის სისწრაფით ჩაიკეტა აბაზანაში.
- ოთო ერთი როდემდე ინებივრებ მანდ დავინახავ.
- შენ არ ინერვიულო ჩემო გოგო ვანას ვაქაფებ უკვე.
- ოთო ეგ თავი გაგისკდეს აღარ, გამოდი მაგვიანდება სემინარზე გამპუტავს ლადარაია.
- მერე რაა კაი გასაპუტი ინდაური კი ხარ უარს არ იტყვის.
- ოთო გამოდი თორემ შენს ტელეფონს ვუპასუხებ ახლა და გადავრევ ვიღაცას.
- ოკ,ოკ გამოვდივარ, გნებდები.
გამოაღწია როგორც იქნა. ტელეფონი მართლა რეკავდა.მეც დრო ვიხელთე და შევვარდი აბაზანაში და ვცადე მეტეორიტული სისწრაფით შხაპაობა. ამ დროს შემოვარდა ეს გიჟი აბაზანაში და ყვირის.
- ემ უმაგრესი ამბავი მაქვს.
- რა? ჰე თქვი ახლა რომ ხტიხარ კალიასავით.
- გოგო შე გიჟო შენ გამოფენას ვაწყობ და წარმოგიდგენია რა ამბები მელის?
- ვაიმეეეეეე ოთ შე ჩერჩეტა რა მაგარიაააა. გადავეხვიე ყიჟინით.
- ჰო მაგარია მარა შენი დახმარება დამჭირდება და ნატასი. (ნატა დედაჩემს ქვია)
- შენ გვერდით ვართ. თუ გინდა სემინარსაც გავმაზავ და აღვნიშნოთ ეგ ამბავი.
- რა დროს აღნიშვნაა გოგო წინაა მთელი ბრძოლა.
- კაი კაი გავგაზავ მე უნიში და საღამოს იდეები დავყაროთ.
უნიში დამაგვიანდა, მივრბივარ გამწარებული და არც ვიყურები წინ და ვაი რომ უნდა გამეხედა, პირდაპირ შევეჯახე გიორგის ისეთი ვხიე თავი სულ დატრიალდა ყველაფერი.
- წინაც რომ გაიხედო არ იქნება ცუდი. მითხრა მკაცრად.
- აუ ბოდიში რა სემინარზე მაგვიანდება და ვჩქარობდი.
- მისმინე მერე შენთან საუბარი მინდა და დავილაპარაკოთ პაუზა რომ გვექნება. რომელზე გაქვს პაუზა?
- 12-ზე შენ?
- მეც დაახლოებით ეგ დრო მაწყობს. მოკლედ ლიტ-კაფეში შევხვდეთ.
- კაი დროებით.
- დროებით.
ვაიმე ნეტა რა უნდა? მარა ლიტ-კაფეში რა გვინდა? აუ რა მოიცდის 12-მდე. შევედი სემინარზე ლექტორმა თქვალები გადაატრიალა. აი ეს კაცი ვერ იტანს დაგვიანებას. ხან კარებსაც კი კეტავს ნამდვილი დესპოტია. დავჯექი ანის გვერდით, რომელსაც ჩემთვის ადგილი შეენახა.
- რა გეჩქარებოდა ისე? მითხრა უკმაყოფილოდ
- გოგო შენ რას მეროჟები ეს დღეებია. შევუბრღვირე.
- სხვა დროს ვილაპარაკებთ. მომიჭრა მკაცრად. ამაზე მაგრად ავენთე.
- რა ტონია ანი? თუ რამის თქმა გინდა დროზე თქვი და ნუ მიკერავ ამ სახეს ვერ ვიტან ხო იცი.
ამ დროს შევნიშნე როგორ გაისმა აუდიტორიაში იასამნისფერი მეამბოხე და შავთმიანი მიმდევარი გარეთ.
- აი შენს გამო გარეთ ვარ ხედავ? მეუბნება ანი.
- გოგო რა გინდა შენ რას მესწერვები ან შენი ჩერჩეტი დაქალები ხო არ გგონივარ რომ უყვირი სულ? თავი აკონტროლე ჩემთან.
- აა მე ვაკონტროლო თავი? და შენ რომ გეგას ტრ..კს უქანებ შენ რატო არ აკონტროლებ?
- რა მე? ანი ჩვენ ჯგუფელ გეგაზეა შეყვარებული და წაუეჭვიანა რა.
- 4 დღის წინ შენი ინსტას ყველა ფოტო დაალაიქა და შენ რა წიგნებიც გიყვარს ისინი გამოიტანა ბიბლიოთეკიდან.
- და მე რა შუაში ვარ?
- იმ შუაში რომ მე მჯობიხარ. შენ განსხავებული ხარ, სულ გიჟურად გაცვია, ვითომ გკიდია სხვები მარა გისწორდება რომ ყველა შენ გიყურებს.
- გოგო შენ სულ გაუბერე? ანუ ნაცრისფერ სასტავს რომ არ ვგავარ მაგაზე მეკამათები?
- სტილი შეიცვალე, ეგ თმები გადაიღებე და იყავი ჩვეულებრივი ადამიანი.
- კი, კი ანი ახლა გავიქცევი და ეგრე ვიზამ. გოგო შენ ეგ გეგა თუ ეგრე გევასება მიდი და ისე გააკეთე, რომ რამით დააინტერესო და შენი ინდივიდი ცოტა დახვეწო. სტილი გქონდეს შენი რაც მოგწონს და გისწორდება აკეთე და ატარე ის და ნახავ გეგასაც და სხვებსაც მოეწონები. თუ ამდენი მიხვედრის უნარი არ გაქვს შეგიძლია ფსიქოლოგიას ახლავე თავი დაანებო, შენ სხვას როგორ დაეხმარები, როცა საკუთარი თავი ვერ გიპოვია ჯერ.
- საძაგელი გოგო ხარ ემე. ვერ გიტან.
- ხო სიმართლე არავის არ მოსწონს ასეა ეს. ჩემს სიტყვებზე დაფიქრდი და როცა აზრზე მოხვალ მერე დამელაპარაკე და თუ არ მოხვალ არც არასდროს შენ წააგებ და არა მე. მე ისედაც არ ვარ მეგა კომუნიკაბელური ასე რომ უშენოდაც გავძლებ. ადიოს. ვუთხარი და გავუყევი დერეფანს.
12 საათიც მოვიდა. ლიტ-კაფეში ცოტა ხალხი იყო, მაგრამ გიროგი არსად ჩანდა. 10 წუთის შემდეგ მოვიდა.
- დიდხანს მელოდე? მკითხა შეწუხებულმა.
- არა 10 წუთი მხოლოდ.
- ხო კოლეგას ვესაუბრებოდი და შევყოვნდი.
- ეგ არაფერი. გავუღიმე.
- დალევ რამეს? ჩაი, ყავა?
- არა არ მინდა წყალს დავლევ მხოლოდ.
- კარგი როგორც გინდა. მოკლედ ემე ცოტა დრო გვაქვს და მოკლედ გეტყვი. ჩვენი კერძო გაკვეთილები ვეღარ შედგება.
- რატომ? ისე ვკითხე ვითომ ვერ ვხდებოდი, რომ ასეც მოხდებოდა.
- ემე, შენ თამაში გინდა როგორც ჩანს, მე კიდევ თამაშის გამო ჩემს რეპუტაციას და სახელს ეჭვქვეშ არ დავაყენებ. ერთი რაც გავაკეთე ეს არის, რომ რთული ტესტები მომქონდა და შევცვალე გავამარტივე.
ფუფ, ამის გავიფიქრე გულში. ანუ ტესტებს ცვლის და ის რაც მე მაქვს აღარ მოვა. იდიოტი გოგო ხარ ემე იდიოტი ვლანძღავ ჩემს თავს.
- მე თამაში არ მინდა. ის უბრალოდ შენ არასწორად გაიგე. მე უბრალოდ და სიტყვა გამაწყვეტინა.
- არა ემე შენ თამაშობ, მე პატარა ბავშვი არ ვარ შენ კი ასე იქცევი. მე კი ასეთ რაღაცებს ვერ ვიტან. მოდი რაც იყო იყო და დავამთავროთ.
- ჰაჰ, მაგარია. ძალიან დიდი მადლობა. ეს ვთქვი და გავვარდი გარეთ. გიორგი დამედევნა უკან კაშნე დაგრჩას ძახილით. გარეთ ვდგავარ და ვხედავ ნიკა მოსულა თავის ამალასთან ერთად და გარეთ დგანან. ეგრევე დამინახა, მაგრამ მე ისე გავაკეთე ვითომ ვერ შევნიშნე. ამ დროს გიორგიც გამოვიდა კაშნეთი ხელში და ყელზე შემომახვია. მე გაფითრებული ვარ და ვეუბნები.
- გიორგი გთხოვ დამეხმარე.
- ხომ გითხარი გავამარტივე ტესტითქო.
- არა მანდ არა, არ გაიხედო მარჯვენა მხარეს ჩემი ყოფილი ნიკა დაბრუნდა და ახლა ბიჭებთან ერთად დგას, მერე რომ გაიხედავ დაინახავ ჰარლიზე რომ არის ზურგით ეგ ტიპია. გთხოვ ახლა მარტო არ დამტოვო გთხოვვვვ შევევედრე.
- კარგი დამშვიდდი. მაგრამ ჩემით მანიპულირება მხოლოდ ამ კონკრეტულ მომენტში შემდეგში არ განმეორდება.
- გიორგი არ ვმანიპულირებ, გუშინ ვესაუბრე და ვუთხარი კიდეც, რომ სხვას ვხვდები.
- აა და მე ახლა მეუბნები, დაჟე ერთადაც ვართ და მე აგერ კიბეებზე ვიგებ ამ ამბავს. შენ მე გამაგიჟებ ემე.
- კაი ნუ გაგიჟდები რაა, უბრალოდ დამეხმარე აი მხოლოდ დღეს დამეხმარე.
- და ხვალ რას ეტყვი, მე მომკლავ დამმარხავ თუ რა მიზეზს დაასახელებ რომ არ ვიქნები შენთან.
- რამეს მოიფიქრებთ დედა და ოთო.
- ოხ ემე, ემე. თან უნივერსიტეტთან ვარ ახლოს ვინმემ რომ დაგვინახოს რამე ისეთი სიტუაციაში, ხომ იცი რა ამბებიც მოყვება. გახსოვს რუხაძეს რა უქნეს სტუდენტს რომ ხვდებოდა?
- ჰო ვიცი, მაგრამ შენთან ასე არ მოხდება.
- ოჰ კაი ერთი რახან შენ ამბობ ხო? მე დღეს დაგეხმარები და შემდეგ ვინმე სხვა იპოვე სათამაშოდ. მე ადამიანი ვარ, რომელსაც გრძნობები აქვს კარიერა და სიამაყე.
- მადლობა ვეუბნები და ვკოცნი ლოყაზე.
- ოჰო, შენ აღარ ხუმრობ ეს მითხრა და ხელი წელზე მომხვია.
ნიკას მწველ მზერას ვგრძნობდი. ისე ვიქცეოდი თითქოს ვერ ვხედავდი, მაგრამ შინაგანად დიდად აფორიაქებული ვიყავი, თუმცა რაღაც დოზით ისე აღარ ვიყავი პანიკაში, რადგან გიორგი მყავდა გვერდით. მივდივართ მე და გიორგი უნის მხარეს, მაგრამ მესამე თვალმა რომ შემოგვხედოს კარგი წყვილივით ვართ. ერთის მხრივ მახარებს ეგ ფაქტი და მეორეს მხრივ ვღელავ არ მინდა გიორგის რამე პრობლემები შეექმნას მით უმეტეს ჩემს გამო. ასეთ ფიქრებში ვარ გართული, როცა ჩვენსკენ მომავალი ნიკა დავინახე. ტიპი ასეთი თავხედი და ნაგლი როგორ უნდა იყო არ მესმის.
- სალუტ ემე დამიძახა და გადამკოცნა.
- გამარჯობა ნიკა ვუთხარი მკაცრად. ამ დროს გიორგი მე მიბრუნდება და მეკითხება:
- ვინ არის ეს ემე?
- ეს წარსულის გადმონაშთი ნიკა კვარაცხელიაა. ვეუბნები ღიმილით.
- გამარჯობა ნიკა, მე გიორგი ემეს საქმრო. ეს რომ თქვა წყალს ვსვამდი და გადამცდა და გადმოვყარე გაოცებისგან თვალები, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადე ბუნებრივობა შემენარჩუნებინა. ნიკას სახე უნდა გენახათ გაფითრებული იყო და ხმას ვერ იღებდა.
- რა იყო რამ დაგაბნია? არ ჩერდებოდა გიორგი.
- არა ძმაო უბრალოდ არ ველოდებოდი, ემე და შენ? შენ დავითა ბარამიძის ძმა არ ხარ?
- კი დათო ჩემი ძმა არის. ოპაა გამოქექეს ნაცნობობა კარგი დღე არ მელის. ვფიქრობ გულში.
- ხოდა 1 თვის წინ ვებაზრე დავითას და მითხრა,რომ მაგარი მოქოქილი ტიპი ხარ. ჩემი ძმის აგარაკზე ავიდეთ და კაი პონტს გაჩითავსო, ფართი, გოგოები და მოსაწევიო და უკვე საცოლე გყავს ძმაო?
- ერთ თვეში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს ჩემო ნიკა. მე არ მჭირდება წლები ადამიანის შესაცნობად ბოლო-ბოლო ფსიქოლოგიის ლექტორი ვარ და 8 წელია ადამიანებს ვაკვირდები.
- მაგარია ძმაო, მაგრამ იმასაც გეტყვი, რომ მე და ემე ზუსტად 1 წლის წინ ერთად ვიყავით და ჩემი სისულელის გამო დავკარგე ეს ადამიანი. სიმართლეს გეტყვი, რომ არ ვაპირებ ჩემი პოზიციების დათმობას და მისთვის მაინც ვიბრძოლებ. ჩემთვის ეს სტატუსი, რომ შენი საცოლეა არაფერს არ ცვლის, არც ის რომ დავითას ძმა ხარ, სიყვარულში ყველა ხერხი მოსულა.
- ნიკა ისე გირჩევნია აქ დაასტოპო, ახლა ლექცია გვეწყება მეც და ემესაც და ეს თემა თუ გინდა მე და შენ პირისპირ გავარკვიოთ. და კიდევ ერთს გეტყვი გირჩევნია ეგ ტრ..კი ადგილზე დააყენო თორემ ასეთი თავაზიანი აღარ ვიქნები და ინფორმაციის დასაზუსტებლად თუ გინდა ჩემს ძმასთან გადარეკე. ნიკას პასხუს არც დაელოდა, ხელი მომკიდა და უნისკენ წავედით. ხმას ვერ ვიღებდი. მეგონა ეს ყველაფერი მესიზმრებოდა, მსგავსი რამ ჩემს თავს ხდებოდა? ერთ დროს გაფანატებული ბიჭი ჩემს გამო ომს უცხადებდა მეორეს და ჩემი ვნების და სიმპათიის ობიექტიც არ იხევდა უკან. არა ყოველთვის მიყვარდა თავგადასავლები, მაგრამ ეს მეტისმეტია. ბოლოს სიჩუმე გიორგიმ დაარღვია.
- დღეს საღამოს შევხვდეთ და დავილაპარაკოთ ამ თემაზე.
- ჰო, ჩემთან ამოდი.
- რა? შენთან ეგ როგორ?
- ჩვეულებრივ გიორგი, მერე რა რომ დედასთან და ოთოსთან ერთად ვცხოვრობ ჩემი პირადი სივრცე მეც მაქვს და შემიძლია მეგობრების მიღება.
- აუჰჰ, მეგობარი ვარ შენი?
- აბა ახლა ჩემს საქმროდ რომ მოევლინე ნიკას მეგობარიც აღარ გიწოდო?
- მოკლედ ემე ყველაფერზე უნდა დავილაპარაკოთ, არ მიყვარს გაურკვევლობები.
- კარგი გიორგი დღეს დამირეკე და მისამართს გეტყვი და ამოდი.
- კარგი მაშინ საღამომდე.
- საღამომდე. ვუთხარი მე და აუდიტორიაში გავუჩინარდი.

ლექციების მერე ოთომ დამირეკა ამოდი მე, დედაშენი და მისი დაქალი ხატია ვიკრიბებით ჩემი გამოფენის თაობაზე და მთავარი გიჟი გვაკლიაო.
ჩემი ბინიდან გემრიელი სუნი გამოდიოდა, როგორც ჩანს დედას ჩემი საყვარელი ვეგანური ნამცხვარი გამოეცხო. სახლში შევვარდი ყიჟინით ვიკინგივით.
- უჩემოდ მოიწყინეთ სასტავ? და ჩავეხუტე ყველას.
- უჰ, კი ჩემო გადარეულო გოგო, მოდი ნამცხვარი ჭამე შენ გამოგიცხვე.
- ჰო დე მოვალ თან მუსიკას ჩავრთავ, რომ სიტუაცია კიდე უფრო გაამხიარულოს. ავდექი და მერლინ მენსონის ,,sweet dreams,, ჩავრთე, მერე მივუცუცქდი დედას გვერდით და დავიწყე ნამცხვრის განადგურება.
- ემ ახლა რა ხდება მეუბნება ხატია. მოკლედ ოთო ძაან ემოციებშია და ყველაფერზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ. მუსიკა, განათება, ალაფურშეტი, ტელევიზიაც უნდა მოვიყვანოთ, რომ მისმა მშობლებმა დაინახონ, რომ მათ გარეშეც შეუძლია ამ ადამიანს ცხოვრება და წარმატებულ ტიპად ყოფნა.
- ჰო აბა რაა, იცი რა ხატ ტელევიზიას შენ უნდა მიხედო შენ გყავს უამრავი ნაცნობი მაგ სივრცეში. მუსიკას და განათებას მე მივხედავ, ჰოდა დედა ალაფურშეტს აიღებს თავის თავზე და ეგაა.
- და მე რა გავაკეთო? იკითხა ოთომ.
- შენ რა და ფოტოები და ნახატები შეკრიბე, ყველას ხო არ გაიტან არა?
- ჰო სულ 15 ცალი გამაქვს აქედან 2 შენი ფოტოა.
- რაა? მართლა? დავაღეთ პირი მე, დედამ და ხატიამ
- ეე რომელი ფოტო? ვკითხე მოუთმენლად.
- რომლებიც ბოლოს გადავიღეთ, მაგრამ ნუ ნერვიულობ სახე არ ჩანს მაგრამ ხომ მოხვალ გამოფენაზე და შენს ლავიწებს და თმებს რომ დაინახავენ კი მიხვდებიან რომ შენი სხეულია.
- უჰ ეგ მადარდე ახლა და ისე ლამაზია? აუ როდის ვნახავ?
- როდის და გამოფენის დღეს, მთავარია შენ ნებართვა მომეცი, რომ გავიტანო გამოფენაზე.
- ხელი მოგიწერო? ვუთხარი სიცილით.
- აბა ახლა შენი ავტოგრაფით უნდა მომიჯღაბნო სურათი?
- ოთო ვაფშე ჩაგიშლი ყველაფერს, ვეუბნები ღიმილით. ამ კინკლაობაში ვიყავით, როცა ჩემმა მობილურმა დარეკა გიორგი იყო. მოვედი უკვეო. სახლში არც მითქვამს, რომ სტუმარი უნდა მიმეღო თან ასე გვიან ღამის 10 საათზე. კარზე ზარის ხმა რომ გავიგონე მე გავვარდი და გიორგი შემოვიყვანე სამყოფ ოთახში. ყველას დაბნეული სახე ჰქონდა.
- დე, ხატ გაიცანით ჩემი ლექტორი და მეგობარი გიორგი ბარამიძე. ოთ შენ ხომ ისედაც იცნობ. აი მათი სახეები უნდა გენახათ. დედა ძალიან დაბნეული იყო. ხატიას ღაწვები გაწითლებოდა, ეგ ეგრეა სულ ყველა სიმპატიურ ტიპზე, პოტენციურ ქმრად აღიქვამს ყველას. ოთოს კი ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ამ დროს მობილურზე სმს მომივიდა ოთოსგან. ,,ჰაა ახლა სახლში უნდა მოაწყოთ ორგია? შე უსინდისო გოგონავ და უამრავი სმაილი.“ ენა გამოვუყე.
- გამარჯობა ბატონო გიორგი მიესალმა სათითაოდ ყველა.
- გამარჯობა და კარგი იქნება ბატონოს გარეშე თუ მომმართავთ და გაიღიმა.
- ჰო, ემეს არ უთქვამს რომ ვინმეს ელოდებოდა, თორემ რამეს მოვამზადებდი გემრიელს. აღელდა დედა.
- არა, არა ნუ შეწუხდებით, ცოტა ხნით შემოვირბინე.
- ემე დედა მიდი ჩაი ან ყავა მაინც შესთავაზე შენი ლექტორია ბოლო-ბოლო.
- გიო დალევ? გავიტყლარჭე რაღაც უშნოდ.
- ჩაის დავლევდი სიამოვნებით.
- კაი წამო მაშინ სამზარეულოში. ჩემს პატარა მოწკუპულ სამზარეულოში შევიყვანე და დავიწყე ჩაის მზადება.
- ისე ემე რაღაც ძალიან დაინაზე რა ხდება? მითხრა ღიმილით და უკნიდან ხელი მომხვია.
- რა მელიასავით მომეპარე რამეს ხომ არ მიპირებ? ვუთხარი ვნება მორეულმა.
- შესაძლოა, მითხრა და ეგრევ დაეწაფა ჩემს ტუჩებს. ამ დროს კი მოხდა ის რაც საშინლად არ მინდოდა სამზარეულოში დედა შემოვიდა, რომელმაც უხერხულად ჩაახველა. მე და გიორგი ორივენი აწითლებულები ავიტუზეთ კედელთან და დაველოდეთ განაჩენს.


პ.ს. აი მეგობრებო მესამე თავიც ველო შეფასებებს, მადლობთ რომ კითხულობთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent