შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთო ვეღარ ვიტან...


5-03-2018, 23:21
ნანახია 2 116

ახლა ტკივილები
ისე ძლიერია
სული სხეულიდან
იწყებს გამოქცევას...
ისევ ყველაფერი
სრულად ქაოსშია...
წყეულ მორალისტებს
კვლავაც ეღიმებათ...
მიჭერს შეგრძნებები
ყელში მარწუხივით...
ვეღარ ვეგუები
ამგვარ არსებობას...
ვიცი დრო სჭირდება
ყოველ გადატანას...
ყველა გარდასახვა
ითხოვს მსხვერპლშეწირვას...
ვეღარ ვეგუები
ამგვარ არსებობას...
ღმერთო ვეღარ ვიტან...
მძულს ეს ამაზრზენი
მოდგმა ცინიკოსთა...
მსუყე შეგრძნებები
ვგრძნობ რომ
ნელა მგუდავს...
ისევ ტკივილები...
იმედგაცრუება...
ძვლებში გადამტეხა...
მომკლა შინაგანად...
ისევ მარტოობამ
ჩუმად შემიტყუა...
ღმერთო გამაგიჟა
ისევ ტკივილებმა...
ლოცვა დამავიწყდა
ღმერთო როგორ არის...
შენთან მოსასვლელი
გზები ამეხლართა...
ვიცი უარგყავი...
გთხოვ რომ მაპატიო...
ოთხად მოკეცილი
ვითხოვ პატიებას...
ისევ ცახცახი და
სულის აგონია...
ვიცი ყველაფერი,
ღმერთო მარაზმია...



№1 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან კარგია.მიხარია რო გამოჩნდი ისევ ახალი ლექსით.მიყვარს შენი ლექსები სადაც ყველაფერი ჩანს რას გრძნობ და გულამდე მოდის:-*

 


№2 სტუმარი ონლაინ სექსი

magari xar ....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent