შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება, ეს ზღაპარი არაა (თავი 1)


17-05-2018, 12:46
ავტორი anuki2000
ნანახია 1 496

ნეტა ცხოვრების დასაწყისიც ისეთივე იყოს, როგიორც ზღაპარი. მოკლედ, იყო და არა იყო რა, იყო ჩვეულებრივი სიმახინჯითა და ნიჭიერებით გამორჩეული გოგონა. 1.76სმ-ის სიმაღლის 96 კგ-ის. წითელი, ძალიან ძალიან წითელი თმითა და თაფლისფერი თვალებით. თვალებზე ჩვეულებრივად დაკოსილი სათვალით და ხელში მუდამ ბევრი წიგნებით. ბავშვობიდანვე მსუქანი იყო, ამის გამო კი მას სკოლაში ბევრი ,“პრობლემა“ ქონია. ბულინგის მსხვერპლი იყო უკვე მეხუთე კლასიდან. მთელი 12 წლის განმავლობაშ უჭირდა პრობლემებთან გამკლავება, არა მხოლოდ სკოლაში, არამედ სახლშიც. მშობლები გაშორებულები იყვნენ. ამიტომაც ხშირად უწევდა სახლში დედისგან ლანძღვა, მამის მიმართულებით. უხაროდა როცა მამასთან იყო, რადგან, მამამისი ერთადერთი კაცი იყო, რომელსაც მისი ესმოდა უსიტყვოდ.
როგორც ბევრ სკოლაშ მასსთანაც იყვნენ გოგონები და ბიჭები, რომლებიც მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ სხვისი შეურაწყობის მხრივ, და ქულები რომ იწერებოდეს სხვის დაძაგებასა და დამცირებაში უმაღლესი შეფასება მათ ექნებოდათ. მათი მსხვერპლი იყო ჩვენი მთავარი გმირიც, რომლის შესახებაც მინდა მოგიყვეთ. მოკლედ, ვიწყებ...
სახელი: ნატა
გვარი: ქობულაძე
მამის სახელი: იგორი
დედის სახელი: ქეთევანი
დაბადების ადგილი: აჭარა, ბათუმი, ბავშვთა საავადმყოფო.
საცხოვრებელი ადგილი:აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ბათუმი, პუშკინის 44.
საქმიანობა: მერვე საჯარო სკოლის მე-12 კლასელი.



ნატა
ბავშვობიდანვე ჩუმი ვიყავი, არ მიყვარდა ზედმეტად მოძრაობა, არც ხმის ამოღება, რაიმეს დაშავებასა და გაფუჩებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. არ მიყვარდა ეზოში ბავშვებთან ჩასვლა, ნუ არ მიყვარდა რა დედაჩემიც არ მიშვებდა, „არ უყვარდა, როცა ციგნის ბავშვებთან მხედავდა“ - ამას მეუბნებოდა პასუხად, როდესაც ვთხოვდი, რომ ეზოში გავეშვი სათამაშოდ. ხო, სად გავჩერდი? აჰ. ხო გამახსენდა. 4 წლის ვიყავი როცა ბაღში შემიყვანეს, იქაც ჩემთვის მწყნარად ვიჯექი არასოდეს არ ვამბობდი ზედმეტს, არ ვიყავი ხალხთან კონტაქტს შეჩვეული.
ბავშვობიდანვე პუტკუნა, სათვალებიანი ვიყავი, როგორც დედამ მითხრა რომ დავიბადე რაღაცეების დანახვა და საგნების გარჩევა მიჭირდა, ამიტომაც სათვალეებს ვატარებდი.
ბაღის შემდეგ იყო სკოლა, ადგილი რომელზეც ვგიჟდებოდი, და თან ჭირივით მძულდა. როდესაც მშობლებმა პირველ კლასში მიმიყვანეს გახარებული ვიყავი ძალიან რადგანაც ახალი გარემო იყო, ადგილი სადაც შევძლებდი მეპოვნა საკუთარი თავი, ადგილი სადაც შევძლებდი ვყოფილიყავი რაიმეთი გამორჩეული მაინც, მრთალია, ვიყავი პირველი კლასიდან გამორჩეული მოსწავლე ვიყავი, არა ერთ ოლიმპიადასა თუ შეხვედრებში მქონდა მონაწილეობა მიღებული, მაგრამ. აი, ისევ მაგრამ, ყველგან მაგრამ. ყოველთვის მაგრამ. სკოლის პირველივე დღიდან ეპიცენტრში ვიყავი, ორი მიზეზისდა გამო. პირველი: სკოლის დაწყებისთანავე გამოვაჩინე ჩემი სიყვარული წიგნებისა და სწავლის მიმართ ამიტომაც სულ წინა რიგში ვიჯექი. მეორე: ყველაზე მახინჯი ვიყავი მთელს სკოლაში, მუდამ დიდ სათვალეებით, წითელი, სისხლივით წითელი თმებით და რაც მთავარი და საშინელია, მსუქანი, საშნლად მსუქანი.
მეხუთე კლასში ახალი მოსწავლეები გადმოვიდნენ ჩვენს სკოლაშ, კერძოდ კი 2 ჩემს კლასში, 3 კი - მეექვსეში. 1 გოგო და 1 ბიჭი იყვნენ. აი ამ დღიდან მივხვდი, რომ მქონდა მეორე მიზეზი(გარდა სწავლისა), იმისა, რომ მყვარებოდა სკოლა. ჩემი ანასტასია, ანა, ტასო. ადამიანი, რომელიც სკოლაშ მოსვლის დღიდან ჩემზე ზრუნავდა. ადამიანი, რომელიც ყველაზე, ყველაზე ლამაზი გოგო იყო, არის და იქნება მთელს მსოფლიოში. შავი თმით, შავი, კუპრივით შავი თვალებითა და ლამაზი სათნო ღიმილით.
მერვე კლასში ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები ერთმანეთს გაშრდნენ. მე დედაჩემთან მომიწია დარჩენა. ყოველთვის მამაჩემის კრიტიკასა და ლანძღაში იიყო. იმას გაიძახოდა რომ აღარ შეეძლო ამდენი, რომ არ შეეძლო მისი ქცევების ატანა. თ არადა, ყველაფერი პირიქით იყო, ეს მამას უწევდა ყველაფრის ატანა, მაგრამ როცა ერთ დღეს ვეღარ მოითმინა, წავიდა. წავიდა დედას ცხოვრებიდან, და დარჩა ჩემთან. და, აი სწორედ აქედან დაიწყო ჩემი ცხოვრების კოშმარი



№1  offline წევრი ბიბი

განაგრძე, საინტერესოა რა განვითარება ექნება

 


№2  offline წევრი anuki2000

ბიბი
განაგრძე, საინტერესოა რა განვითარება ექნება

აუცილებლად <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent