შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ,,ტირანი" (თავი 6 )

17-05-2018, 18:46
ავტორი teengirllove
ნანახია 2 974

მივდიოდი მაგრამ ფეხები უკან მრჩებოდა,ნაცნობ ეზოში შევაბიჯე,არაფერი შეცვლილა , დიდი ჭადრის ხეები, პატარა ლამაზი ქვებით გაწყობილი ბილიკს გარშემო ყვითელი ყვავილები მიუყვებოდნენ და პირდაპირ უზარმაზარი სახლის უზარმაზარ კარებთან ჩერდებოდნენ.. ისევ ეკიდა ხეზე ჩემი და დემეს ბავშვობის საქანელა , ჩემი ჩამოკიდებული ჰამაკიც არ ჩამოუხსნიათ ამდენი წლის შემდეგ ,ნელა გავუყევი ბილიკს ,თან ბავშვობის სურნელს ხარბად ვისუნთქავდი, ყველაფერი ბავშვობასა და წარსულს მახსენებდა ,თითქოს ისევ გამეხსნა ძველი იარები,თვალზე ცრემლი მომადგა მაგრამ საშუალება არ მივეცი წამოსულიყო,ამაყად შევაბიჯე სახლში, დამხმარე ქალს რომელიც ტირილით შემეგება ჩავეხუტე,მამაჩემი მოვიკითხე,მითხრა სადილობსო,მეც სამზარეულოსაკენ წავედი...
-როგორი ოჯახური იდილეაა...ირონიით ჩავიცინე როდესაც მაგიდასთან მჯდარი ხალხი შევნიშნე , ყველამ ერთად ამომხედა ,ზოგმა გაკვირვებული,ზოგმაც კი ზიზღით სავსე თვალები მომანათა..ჩემი ძმა იქ კვდება ,ესენი კი აქ მშვიდად მიირთმევდნენ , მამაჩემი როგორც ყოველთვის სუფრის თავში იჯდა ,გვერდს თავისი საყვარელი ცოლი, ჩემი დედინაცვალი მაიკო უმშვენებდა ,მეორე მხარეს კი მამიდაჩემი მზია იჯდა ,სევდიანი და აცრემლებული თვალებით მომჩერებოდა , მაიკოს გვერდით მისი ერთადერთი ვაჟი,ჩემი ნახევარძმა გიორგი იჯდა,ჩემს დანახვაზე თვალები აუციმციმდა ,წამოდგომა სცადა მაგრამ გველმა დედამისმა დააკავა
-აქ მოსვლა როგორ გაბედე?! -დაარღვია დუმილი თვით გურამ დევდარიანმა
-შენთან საქმე მაქვს !- ვუთხარი ცივად , როგორ არ შეცვლილა ,ისევ მკაცრი გამოხედვა ,ამაყად აწეული თავი, ოდნავ კეხიანი ცხვირი და ცისფერი თვალები ..ოხ როგორ მიყვარდა ერთ დროს და ეხლაც როგორ მიყვარს..ერთი შეხედვით ცივ თვალებში სითბო იღვრებოდა.
-ბარბარე შვილო -ტირილით წამოდგა მამიდაჩემი,მაგრამ გურამმა თვალები დაუბრიალა და წამში თავის ადგილს დაუბრუნდა .მამიდა ქვრივია , ახალგაზრდა იყო ქმარი რომ გარდაეცვალა ,მას შემდეგ ჩვენთან ცხოვრობს,მან გამზარდა ,ის და მამა ისევე გავნან ერთმანეთს როგორც მე და დემნა ,ორივეს ცისფერი თვალები და ქერა თმა ამშვენებთ..
-კაბინეტში გავიდეთ !- ისევ ცივად მომმართა ,შემდეგ ფეხზე წამოდგა და წინ გამიძღვა..უხმოდ გავიარეთ გრძელი დერეფანი, შემდეგ მისაღები ოთახი, ბოლოს კაბინეტშიც შევედით,თვითონ თავის საყვარელ სავარძელში ჩაჯდა და უხმოდ მომაჩერდა
-ძალიან გამხდარხარ-მითხრა ბოლოს
-ხო,კარგია მერე-ნაძალადევად გავიღიმე,ოთახს მოვავლე თვალი ,არაფერი შეუცვლიათ ბოლო ორი წლის განმავლობაში- უზარმაზარ ოთახში ,ყველა კუთხეში წიგნების თარო იყო,შუაში დიდი მაგიდა , მარჯვნივ უზარმაზარი ფანჯარა რომელთანაც დიდი დივანი და ჟურნალის მაგიდა იდგა ,აქ საკითხავად ჩამოვდიოდი ხოლმე , კედელზე კი ისევ ეკიდა ჩვენი საოჯახო ფოტო,სადაც მე ,დედა,მამა და დემეტრე ვიყავით ასახულები,ისეთი ბედნიერი სახეებით მეტი რომ არ შეიძლება..
-აბა გისმენ ,რამ შეგაწუხა,ბოლოს რომ გნახე იძახდი არასდროს მოვადგამ ამ სახლში ფეხსო-დუმილი დაარღვია მამამ
-აქ შესარიგებლად არ მოვსულვარ,გურამ -მისი სახელი მკაფიოდ გამოვთქვი,რაც აშკარად ცუდად მოხვდა გულზე,კიდევ უფრო ცივი გამომეტყვეკება მიიღო
-ხოო,აბა რამ შეგაწუხა? -მკითხა და სავარძელში გასწორდა
-მე ...ფული მჭირდება ..ბევრი
-ოხ..-წარბები აზიდა და ცალყბად გაიღიმა-ასეც ვიცოდი..
-ჩემთვის არ მინდა ,იმედი მაქვს ხვდები, რომ მართლა ძალიან მჭირდება ,წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არ მოვიდოდი
-აბა ვისთვის გინდა იმ შენი გაბღენძილი შეყვარებულისათვის? თუ უკვე ქმარი ვუწოდო?
გაბრაზებულმა მივანათე თვალები - ასე ნუ ლაპარაკობ მასზე!
-კიდევ იმას იცავ? მას შემდეგ რაც დაგაგდო აქ ორსული კიდევ მას იცავ?!! ფეხზე წამოვარდა ყვირილით
-მაგ თემის განხილვას ახლა არ ვაპირებ..ხომ გითხარი რომ ფული მჭირდება
-არ მოგცემ ფულს ,არ მოგცემ უფლებას ის გაბღენძილი ბიჭი შენს კისერზე იჯდეს გასაგებია?
-ფული ნიკასთვის არ მჭირდება და რამდენჯერ გითხრა მის სახელს ასე ნუ ახსენებთქო ! ის არაფერი შუაში იყო
-აბა რისთვის გინდა ,კიდე ორსულად ხომარ ხარ? -ცალყბად ჩაიღიმა და პირდაპირ შემომანათა თვალები
-ასე თუ უნდა მელაპარაკო მირჩევმია წავიდე! ვუთხარი გაბრაზებულმა,ამოიხვნეშა ,საქმიანი სახე მიიღო და მაგიდას დახედა
-რამდენი გინდა?
-ბევრი..-წარბები აწია,გაკვირვებულმა გამომხედა
-ბევრი რამდენია?
-30000
-რა-თვალები შუბლზე აუვიდა -ნიკას ბევრი ვალი დაგროვებია..არ მოგცემ ,ჩემგან ერთ თეთრსაც ვერ მიიღებ გასაგებია?!
-მამა მართლა ძალიან მჭირდება და ნიკა არაფერ შუაშია!
-აბა ვინ არის შუაში,ვერ დამაჯერებ რომ ფული იმ ბიჭისათვის არ გინდა!-მორჩა უკვე ნერვებზე მოქმედებდა ,ყველაფერი თავიდან იწყებოდა
-ფული დემეტრესთვის მჭირდება და არა ნიკასთვის!! -დავიყვირე ბოლო ხმაზე
-რა..-მოწყვეტით ჩავარდა სავარძელში -რა სჭირს ,თამაშობს?
-კიბო აქვს! ..პირდაპირ ვაჯახე ,დავინახე როგორ გადაურბინა სახეზე ფერბმა-ახლა გაიგე ? მომცემ ფულს თუ არა..
ცოტახანს იჯდა ასე ჩუმად ,ხმას არ იღებდა , შემდეგ გაყინული მზერით ამომხედა
-არა !
გავშრი,გავხმი,გავშტერდი,ყველაფერი ერთად დამემართა იმწუთას..ვერ ვიჯერებდი,ვერ ვიჯერებდი რომ საკუთარმა მამამ ეს თქვა ,არ მეჯერა..ნუთუ შეუძლია მშობელს შვილი გაწიროს ,ნუთუ შეუძლია სასიკვდილოდ გაიმეტოს ? ,არ მესმის, ან ვერ ვგებულობ..
-რა? ამოვიკნავლე
-ერთ თეთრსაც ვერ მიიღებთ ჩემგან! მკაცრად ამომხედა ,ამაყი მზერა მსტყორცნა და საჩვენებელი თითი დამიქნია..
-მამა-ამოვიღნავლე,სიმამაცე სადღაც გაქრა,ახლა ჩემში მხოლოდ შეშინებული,დაბნეული და განადგურებული ,,და" დარჩენილიყო-მამა გთხოვ ,ნუ გაგვიმეტებ ,გევედრები -მუხლებზე დავეშვი,ცრემლები წამომცვივდა ,მუდარით და ტირილით ვეხვეწებოდი -გეხვეწები,დაგიბრუნებ,გამოვიმუშავებ,მართლა მჭირდება,მამა..დემეტრე კვდება ,ჩვენი დემე კვდება ,მას მხოლოდ შენ თუ უშველი მა ,გევედრები,ხომ ხედავ ,მუხლებზეც დაგიჩოქე ..გეხვეწები მა ,ნუ გამიწირავ ძმას..
თან ვემუდარებოდი,თან ცრემლებს ვიწმენდდი,ხალიჩამ მუხლები გამიხეხა,მაგრამ მაინც მორჩილად ვიჯექი ზედ და მუდაით შევყურებდი ადამიანს რომელიც ამწუთას ერთადერთ იმედად მიმაჩნდა..თვითონაც მიყურებდა ცივი თვალებით,არანაირი ემოცია არ იკითხებოდა მის სახეზე ,ტუჩები გააღო რომ რაღაც ეთქვა მაგრამ ისევ დახურა ,შემდე ჩაახველა ,წინ გადმოიწია და თვალებში ჩამხედა,მისმა მზერამ გამყინა
-წადი ბარბარე!
ვერ ვიტყვი იმწუთას რა დამემართა ,ყველაფერი დატრიალდა ,ყველაფერმა აზრი დაკარგა ,ისეთი შეგრძნება გამიჩნდა თითქოს ჩემი წარსული მოგონებები მთლიანად მოწყდა გონებას და სხვა კონტინენტზე გადაინაცვლა,მეკი დავრჩი აქ ბნელ მომავალში და არ ვიცოდი რა მექნა ..ნელა წამოვდექი ფეხზე ,კარგად დავაკვირდი მამაჩემის სახეს
-იცოდე ,დღეიდან ,სამუდამოდ დაკარგე შვილები,ჩათვალე რომ ჩვენ მოგვკალი..მრცხვენია შენი ,გურამ დევდარიანო! ინანებ,ინანებ მაგრამ არ გაპატიებ..
მივახალე და სწრაფად დავტოვე ოთახი, მთელი გულით ვტიროდი,ორმაგად განვიცდიდი ყველაფერს ,ის იყო უნდა გამოვსულიყავი მამიდა რომ შემეჩეხა
-ბარბარე,შვილო ,რა მოხდა?-შეშფოთებულმა შემომხედა ,უარესად ამომიჯდა გული,ამის დანახვაზე მაგრად მიმიხუტა,ნაცნობმა სურნელმა ერთიანად დამიარა მთელ სხეულში,ახლა გავაცნობიერე როგორ მომნატრებია გამზრდელი მამიდა
-ბარბი,საყვარელო,ნუ ტირი,მითხარი რა მოხდა.. მემიდარებოდა და ცრემლებს მწმენდდა..დაწყნარება ვცადე
-მამიდ,დემე..ჩვენი დემე.. ვლუღლუღებდი
-ხო ,რა მოხდა,დემეს რა სჭირს?
-სიმსიმვნე...
ქალს სახეზე ცისარტყელამ გადაურბინა ,ხელები გამიშვა და იქვე კიბეზე მიწყვეტით დაჯდა,რამდენიმე ცრემლი წამოუვიდა ,მაგრამ უცებ მოიწმინდა და ცისფერი თვალები მომანათა -ფული გჭირდებათ და არ მოგცათ ხო?
თავი დავუქნიე
-მე დაველაპარაკები..
-არა! წამოვიყვირე უცებ - მაგისი აღარაფერი მჭირდება ,ჯანადაბაშიც წასულა
-ბარბარე ის მამაშენია
-ის მამაჩემი აღარ არის,არ ვაპირებ ვეხვეწო!
-ახლა თავმოყვარეობანას დრო არაა
-თავმოყვარეობას ბატონი გურამი თამაშობს ,მე არა ..წავედი,ფულს როგორმე ვიშოვი..
სწრაფად გადავკოცნე და გამივვარდი სახლიდან,მანქანაში ჩავჯექი,აქ უკვე მივეცი თავს უფლება გულიანად მეტირა ,მარი ხმას არ იღებდა ,მოთმინებით ელოდა როდის მოვრჩებოდი.
-მაპატიე-თქვა ბოლოს -ჩემი ბრალია,არ უნდა მომეყვანე
-შენი ბრალი არ არის,მე უკვე ობოლი ვარ!

№1  offline წევრი naniko mindia

Vaime amatire ramagari iyo, patara tavia gazarde tavebi da ardagviano warmatebebi ❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

№2  offline მოდერი Mathew

მართალია პირველი არ ვარ,მაგრამ დავიწე.
ის კაცი შემხულდა,შემზიზღდა და უკვე ცუდად ვხდები მასზე.
ბარბიმ იმდენი ქანა,რომ მუხლებშიც ჩაუვარდა,მაგრამ არაო.
ეს რომ უთხრა მინდოდა იქ გავჩენილიყავი და მომეკლა ცემაში.
კარგი შეიძლება რაღაც მოხდა,უთანხომება,მაგრამ შვილი გიკვდება ადამიანო და რას შვრები?
ძალიან ემოციური და მაგარი თავი იყო,მაქ რაღაც ეჭვები და ის თუ ახდა არ ვიცი რაა^^
იცოდე გელი ბემბი ^^

№3  offline მოდერი abezara98

მხოლოდ ერთს გთხოვ, გამარკვიე კაცო ბოლომდე ბარბარეს ძმას დემნა ჰქვია თუ დემეტრე? open_mouth ძაან ავირიე უკვე. sweat_smile აბა, შენ იცი, წარმატებები blush

№4  offline წევრი teengirllove

abezara98
მხოლოდ ერთს გთხოვ, გამარკვიე კაცო ბოლომდე ბარბარეს ძმას დემნა ჰქვია თუ დემეტრე? open_mouth ძაან ავირიე უკვე. sweat_smile აბა, შენ იცი, წარმატებები blush

ახლა აგიხსნი ..დემნა დემეტრეს შემოკლებული ვერსიაა ,ინტერნეტშიც ვნახე და უკვე დავრწმუნდი ,რომ მართლაც ასეა...აქ რომ არ აგვერიოს ბარბარეს ძმას -დემნათი მოვიხსენიებ,ხოლო უფროსს -დემეტრეთი..სინამდვილეში სეხნიები არიან,ამიტომ არ გაგიკვირდეს თუ საუბარში ხანდახან ,დემნას სრული სახელი ვახსენე..მე ვეცდები ,მომდევნო თავებში ,რომ არ აგერიოს ბარბის ძმა-დემნათი მოვიხსენიო სულ :)))

naniko mindia
Vaime amatire ramagari iyo, patara tavia gazarde tavebi da ardagviano warmatebebi ❤️❤️❤️❤️

არ გალოდინებთ..მადლობა დიდი

ლათინო
მძულს გურამია თუ ვიღაც ჯანდაბა!!!იდიოტია,უნამუსო და უსინდისოა!!!ჩემი მეშვიდე თავი მინდა!რაც შეიძლება მალე!

ხვალ დავდებ შემდეგ თავს :)))

Girl with pretty smile
მართალია პირველი არ ვარ,მაგრამ დავიწე.
ის კაცი შემხულდა,შემზიზღდა და უკვე ცუდად ვხდები მასზე.
ბარბიმ იმდენი ქანა,რომ მუხლებშიც ჩაუვარდა,მაგრამ არაო.
ეს რომ უთხრა მინდოდა იქ გავჩენილიყავი და მომეკლა ცემაში.
კარგი შეიძლება რაღაც მოხდა,უთანხომება,მაგრამ შვილი გიკვდება ადამიანო და რას შვრები?
ძალიან ემოციური და მაგარი თავი იყო,მაქ რაღაც ეჭვები და ის თუ ახდა არ ვიცი რაა^^
იცოდე გელი ბემბი ^^

ხო ვიცოდი ,რომ გურამი უარყოფით ემოციებს გამოიწვევდა მკითხველში,მაგრამ შემდეგ თავში გაიგებ ,რომ ასე იყო საჭირო..მალე დავდებ ახალ თავს და მადლობა შენ კომენტარისთვის:)))

№5  offline მოდერი N1penguin

როგორ არ მიყვარს კომენტარის ნეგატიურად დაწყება, მაგრამ თვალი მართლა ვეღარ დავხუჭე. ყველა ისტორიაში ვხვდებოდი შეცდომებს, თუმცა ახლა მართლა ვეღარ დავაიგნორებ და არ მიწყინო. პირველ რიგში, იდილია და არა იდილეა. დიალოგს თუ მოქმედებას მოაყოლებ, დეფისით გამოყავი. კითხვისას მგონია, რომ ეგ მოქმედებაც საუბარის ნაწილია. ბევრგან არ მხვდება ეს შეცდომა, მაგრამ რამდენიმეგან მაინც გამოგრჩა. წინადადების დასასრულს აუცილებლად დაწერე წერტილი (თუ ძახილის ან კითხვის ნიშანს არ მოითხოვს თვითონ წინადადება). ახლაც და არა ეხლაც. ბევრ ადგილას წინადადების ბოლოს მძიმე გიწერია. დაუკვირდი, სადაც აზრი მთავრდება, წერტილი უნდა დაიწეროს. პირველ პირში მეთქი იხმარება, რომელიც დეფისით გამოიყოფა, მაგალითად: ვახსენებ-მეთქი. თქო-ც გამოიყოფა დეფისით, მაგრამ მხოლოდ მაშინ უნდა დაწერო, როცა პირველი პირი მეორე პირს ეუბნება მესამე პირისთვის სათქმელს, მაგალითად: გადაეცი, შენს თავს მიხედე-თქო.
სიუჟეტი მართლა საინტერესოა და მენანება ასეთი კარგი იდეები გარამატიკული შეცდომებისთვის sweat_smile ველი შემდეგ თავს blush იმედი მაქვს, ცუდად არ გამიგებ და გაითვალისწინებ wink

№6  offline წევრი teengirllove

N1penguin

არა რას ამბობ ,რა ცუდად :))) გრამატიკული შეცდომები ბევრი როა ეგ მეც ვიცი, კი ვცდილობ დადებამდე გადავხედო და გავასწორო ხოლმე ,მაგრამ ეს თავი ნაჩქარევად დავდე და აღარ გადამიხედავს..გავითვალისწინებ აუცილებლად ,მადლობა..

№7 სტუმარი Qeti qimucadze

Yvelaferi gavigee da vitire, zogi adamiani zedmeti siamayisgan ampartavnebashi vardebaa, sakutar shvilze rogor unda tqva uari ver vxvdebi, uh moutmenlad velodebi gagrzelwbasss, mec vicodi rom demna demwtresgan carmoqmnili saxeliaaa, carmatebebii, kargi gogo xar shenn

Dgevandel dges gilocavv, amaglebis zala da madli gfaravdess

№8  offline წევრი teengirllove

Qeti qimucadze
Yvelaferi gavigee da vitire, zogi adamiani zedmeti siamayisgan ampartavnebashi vardebaa, sakutar shvilze rogor unda tqva uari ver vxvdebi, uh moutmenlad velodebi gagrzelwbasss, mec vicodi rom demna demwtresgan carmoqmnili saxeliaaa, carmatebebii, kargi gogo xar shenn

Dgevandel dges gilocavv, amaglebis zala da madli gfaravdess

მადლობა დიდი საყვარელო, მეც გილოცავ :))

№9  offline წევრი ბიბი

ვერაფერით ვიფიქრებდი თუ ბარბარე ასე დაიმცირებდა მამასთან თავს, ის თავიდანვე ნათელი იყო მამა როგორი ამაყი და ამპარტავანი ყავდა. დემნა ძალიან მეცოდება. მაგრამ გადარჩება ვიცი ))
"ტირანი" ბოლომდე "ტირანი" არ არის. ნეტა მას რა შეემთხვა საინტერესოა.
ველი შემდეგ თავს. თავიდან მინდოდა შემექე დიდ თავებს წერთქო მაგრამ ნელ-ნელა დააპატარავე.
წარმატებები

№10  offline წევრი teengirllove

mirandaa31
გურამზე ძალინ ვბრაზობ. იმედია რამე გასამართლებელ მიზეზს მოუძებნი თორემ ეგ პერსონაჟი სამუდამოდ შემზიზღდება. ხო რაც შეეხება ისტორიას ძალიან კარგია. მაქვს რაღაც ეჭვები და ვნახოთ აბა რას გვიმზადებ შემდეგი თავისთვის. ველოდები ახალს იმედია მალე იქნება წარმატებები ❤️

didi madlobaa..aba vnaxot tu gamartldeba sheni echvebi ;)

ბიბი
ვერაფერით ვიფიქრებდი თუ ბარბარე ასე დაიმცირებდა მამასთან თავს, ის თავიდანვე ნათელი იყო მამა როგორი ამაყი და ამპარტავანი ყავდა. დემნა ძალიან მეცოდება. მაგრამ გადარჩება ვიცი ))
"ტირანი" ბოლომდე "ტირანი" არ არის. ნეტა მას რა შეემთხვა საინტერესოა.
ველი შემდეგ თავს. თავიდან მინდოდა შემექე დიდ თავებს წერთქო მაგრამ ნელ-ნელა დააპატარავე.
წარმატებები

xoo,barbare dzlieri gogoa,magram rodesac aset situaciashi xar xom ici ras agar izam kaci..tavebs vecdebi gavzardo,amis shemdegi tavi ar iqneba didi ,magram imis shemdegs dids davwer ;)

№11  offline წევრი khatia khatia

ძროხა მამა ყავს საზიზარი
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent