სუროგატი დედა.(სრულად)
მშვიდად და აუღელვებლად მიდის უკვე დაბნელებულ ქუჩაში და უკვე მივიდა მის საყვარელ სტუდიასთან,აქ ის ყველაზე თავისუფლად გრძნობს თავს,აქ არის ის ვინც არის სინამდვილეში,აქ აშიშვლებს მის სულს და მთელ მის სიყვარულს დებს მის ფოტოებში.მანქანა დააყენა სადგომზე და სტუდიის შენობაში შევიდა,გაუკვირდა ირგვლივ არსებული სიჩუმე და ჩაბნელებული კაბინეტები. -აქ არავინი არის და გასაკვირია, რატომ დამიბარა უფროსმა? -საღამო მშვიდობის.გაისმა მამაკაცის ხმა სიჩუმეში და შეშინებული შემობრუნდა,მაგრამ ვერ ხედავდა ვერავის.უცრად სიბნელეს უცხო მამაკაცის ფიგურა გამოეყო და გაუბედავად მიესალმა. -გამარჯობა,ახალი ხართ და ამიტომ ვერ გიცანით. -არა უშავს,მე გიცნობ კარგად. -რა მოხდა,რატომ არის სიჩუმე და სიბნელე, ადრე მოვედი?ან სხვები სად არიან,რატომ არავინი არ ჩანს? -დღეს არ იქნება ფოტო-გადაღებები,როგორც ვიცი ეს ოფისი უკვე გაუქმდა. -გაუქმდა?მე რატომ არაფერი არ ვიცი?თუ გაუქმდა თქვენ რატომ ხართ აქ ელოდებით ვინმეს? -დიახ ველოდები ერთ ლამაზ გოგონას,რომელიც ახლა ჩემს წინ დგას.შენ გელოდები ლამაზო. -მე მელოდები?ვერაფერი ვერ გავიგე,ვინ ხართ და რა გინდათ. -მხოლოდ შენ მინდებხარ და მეც ამიტომ ვართ აქ ჩვენ ორნი,მე და შენ.მამაკაცი გოგონას მიუახლოვდა და ხელები წელზე მოხვია. -ხელები გასწიეთ,არ მომიახლოვდეთ.პანიკაში ჩავარდა გოგონა. -პირველად ჩემი იქნები,შემდეგ კი იმას გააკეთებ რაც მე მინდა და ვისთანაც გეტყვი,იმასთან დაწვები.გასაგებია ლამაზო? -ვინ ხარ,ჩემთან რა გინდათ. -შენ უბრალოდ მსხვერპლი ხარ და მწარედ იხდი შენი მამიკოს დანაშაულისთვის. -მერე მან თუ დააშავა მას მოსთხოვეთ,მე გამიშვით. -არა,თუ გული აქვს უნდა ეტკინოს ისე,როგორც ჩვენ გვატკინა.ხვალ შენს მამიკოს ფულს გამოართმევ და აქ მოიტან,არც გაბედო უარის თქმა,ჩემთან არ გაგივა თამაში,ვერ ითამაშებ.უცნობი გოგონას ბაგეებს დააცხრა და ველურად დაუწყო კოცნა,შემდეგ ძირს დააგდო,სახეში ძლიერად დაარტყა და გათიშა,საბოლოოდ მოუსპო შეწინააღმდეგების უნარი და გზა გაუხსნა მის ბინძურ ფანტაზიებს.გოგონას სანამ აზრი ჰქონდა ყელში წაუჭირა ხელი და მისი წამებით თავად სიამოვნებას ღებულობდა,თან საზარლად ჩურჩულებდა. -დაგავიწყდა როგორ გამომიწვიე?დაგავიწყდა,როგორ დადიოდი ჩემს წინ შიშველი და ჭკუაზე გადაგყავდი?შენც ხომ გინდოდა ჩემთან ერთად სიამოვნების მიღება,ახლა მეთამაშები რომ გრცხვენია?გოგონას უმოწყალდ სცემდა,თითქოს ვიზედაც ჰქონდა ბრაზი გოგონაზე იყრიდა ყველას ჯავრს.საშინლად ნაწამები სხეულით რომ გული იჯერა,ხელში აიყვანა და იქვე კაბინეტში შეიყვანა მდივანზე დააწვინა და გონდაკარგულს წყალი შეასხა.ზემოდან დააცქერდა და მის წინ შიშველ სხეულის ყურებამ ისევ აღაგზნო,ძლიერი ვნებამ ისევ მოეძალა,დაიხარა უნდოდა ისევ დაეკოცნა ნაწამები დასისხლიანებული ბაგეები და გოგონამ თვალები გაახილა,ნელა-ნელა გონს მოვიდა.ტირილისაგან და ყვირილისგან ყელი ტკიოდა და ხრიალით უთხრა მამაკაცს. -წყალი.მამაკაცმა ჩაიცინა და თქვა. -ძაღლის შვილი ხარ,არაფერი არ დაგემართება.წყალი მოუტანა,თავი წამოაწევინა და მისივე ხელით დაალევინა,შემდეგ კი გაუღიმა. -გაიღვიძე,ისე მოგეწონა ჩემთან ყოფნა სიამოვნებისაგან გაითიშე და არაფერი არ გახსოვს,ახლა კი ორივე ვისიამოვნებთ ჩემო თოჯინავ. -რა გინდა ჩემგან,ვინ ხარ,რას ითხოვ.ჩუმად და წყვეტილ-წყვეტილად ამობდა და მის წინ მდგარ შიშველ მამაკაცს გაოცებულმა შეხედა,შემდეგ თავის თავზე დაიხედა და თვალები მაგრად დახუჭა.მიხვდა,რომ მისი ცხოვრების გზა შეიცვალა,მასზე ძალა იხმარეს და ყველა მისი ოცნებები დაუმსხვიეს.არ აკმარეს ეს ტანჯვა და უფრო მეტს ითხოვდნენ მისგან,ყოველ დღიურად სხვადასხვა მამაკაცები მისი სხეულით ერთობოდნენ და ვინ იყო ეს ადამიანები?ისინი იყვნენ სწორედ ის ხალხი ვინც ოდესღაც გაამწარა ერთ-ერთმა ცნობილმა ადვოკატმა მიშა მიმინოშვილმა ეს გაუბედურებული გოგონა კი მისი ერთადერთი ქალიშვილია ნატა მიმინოშვილი.იმ დღიდან აღარ ცხოვრობდა,ის მხოლოდ ცოცხლობდა.გარბოდა,ყველასგან და ყველაფრისგან უნდოდა გაქცევა,უნდოდა რეალობასაც გაქცეოდა რაც მის გარშემო ხდებოდა,მაგრამ სირბილისაგან ქანცგაწყვეტილი და დაღლილი მუხლებზე დგებოდა და მძიმედ სუნთქავდა.სწორედ იმ დღიდან დაკარგა ამ ქვეყნიური სილამაზის შეგრძნების უნარი და ყველაფერთან ერთად დაკარგა მისი რეალური სახე.უკვე აღარ ჰქონდა მისთვის მნიშვნელობა აღარაფერს,აღარც მიზანი ჰქონდა და აღარც ოცნებები,მისი ოცნებები ხომ დაიმსხვრა და ნაწილებად დაიშალა ზაფხულის ერთ მშვენიერ საღამოს.ისე გამოიფიტა და ისე არაფლის მთქმელი თვალები ჰქონდა,რომ აღარ ოცნებობდა ცხოვრების გზაზე ჩაცუცქვას და მისთვის პატარ-პატარა ბედნიერებების აკრეფვას.ისინი ხომ გაქრა,მისთვის აღარ არსებობენ.ძალას ეძებდა ფეხზე დასადგომად,მაგრამ იმდენად იყო შავ დიდ წუმპეში ჩაფლული,ფეხი სრიალებდა და თითქმის კიდეზე გასული ისევ ყელამდე ვარდებოდა და იხრჩობოდა,მისი დამხმარე კი არსაიდან არ ჩანდა.ბართან იჯდა და სიგარეტს ეწეოდა,ძლიერი ხელები იგრძნო მუცელზე და ზიზღისაგან მთელ სხეულში დაუარა რაღაც უცნაურმა და განსხვავებულად საზიზღარმა გრძნობამ. -შენ რომ გხედავ,უფრო მეტიც რომ მეხები ჩემი თავი მეზიზღება და ისეთი შეგრძნება მაქვს,მინდა ჩემს გარშემო ყველაფერი დავლეწო,ასევე შენც მიგაყოლო იმ დამსხვრეულ ნივთებს,ან შენი ხელები დავამტვრიო რომ აღარასოდეს შემეხო. -რატომ?ნუთუ ასე ეზიზღებათ ის მამაკაცი,ვინც ქალისათვის პირველია და ასწავლის რა არის სიამოვნება,რა არის ვნება და აღზნება? -ვწყევლი იმ დღეს,შენ რომ გადაგეყარე გზაზე. -ნატა მართლა ასე გეზიზღები? -ეჭვი გეპარება? -ვფიქრობ,რომ ........... -მინდა ყველაფერი მივატოვო და გავიქცე შორს,რადგან ვიტანჯები ვერ ვსუნთქავ,მიჭირს და ალბად სულ მალე ............. -აღარ გააგრძელო,ერთი თხოვნა უნდა შემისრულო. -ვიცოდი. -მხოლოდ ერთი თხოვნა ნატა. -ვიცოდი,რომ რაღაც გინდოდა კარგად გიცნობ სერგეი.შეიძლება არ ვიმჩნევ,მაგრამ ნუ იფიქრებ,რომ ვერ ვხვდები ვერაფრს და შენს გემოზე მათამაშებ. -არც მიფიქრია,კარგად გამოგზარდე ამ სამ წელიწადში ნატა. -თქვი რა გინდა,რა უნდა გავაკეთო. -გიორგი გურგენაშვილი უნდა შეაბა. -ვინ არის,რას წარმოადგენს. -შენ ჯერ შეაბი და სხვას მერე გაიგებ. -მე რას მივიღებ. -თუ ამ გეგმამ გაამართლა რაც ჩავიფიქრე,ნატა გპირდები შენ თავისუფლებას მიიღებ.გეფიცები,რომ გაგანთავისუფლებ.ნატამ უნდობლად შეხედა სერგეის და დაეთანხმა,მაგრამ არ იყო დარწმუნებული მის სიმართლეში. -როგორ უნდა მივაგნო. -მამაშენი იცნობს მას კარგად და ის დაგეხმარება.ნუ მიცქერ უნდობლად,მე ვცდილობ გზას გაჩვენო ნატა და აქედან წახვიდე.ჯერ კიდევ შეგიძლია თავი გადაირჩინო ამ სიბინძურიდან. -რატომ,რატომ გინდა წავიდე,რაღაც ახალ მახეს მიგებ. ასე არ არის? -არა,არანაირი მახე არ არის.მე ჩაგითრიე ამ სიბინძურეში და მე მინდა გადაგარჩინო.დავიწყოთ მოქმედება და მიხვდები,რომ არ მინდა ისევ ცუდი გაგიკეთო.მიყვარხარ ნატა და მინდა გაგიშვა,მინდა თავისუფალი იყო.მე დამნაშავე ვარ შენს წინაშე,შენ უბრალოდ მსხვერპლი იყავი და მეტი არაფერი,მაგრამ შემიყვარდი და ამიტომ მყავდი ჩემს გვერდით,ახლა კი მინდა წახვიდე და იფიქრე ჩემს სიტყვებზე.კარგად დაფქრდი და მითხარი პასუხი ერთ კვირაში რას გადაწყვიტავ.ნატა რამოდენიმე დღე გაოგნებული დადიოდა,ამ რამოდენიმე დღეში კი არავის არ შეუწუხებია.ბოლოს კი გადაწყვიტა გაეგო ვინ იყო გიორგი გურგენაშვილი და მოწონების ნიშნად კმაყოფილმა ჩაიღიმა.მთელი დღეები ფიქრობდა,სიგარეტს-სიგარეტზე ეწეოდა და ბოლოს ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა დალაპარაკებოდა მამას.ერთ დილით კი ტელეფონის ზარმა გააღვიძა და მოესმა მონატრებული ხმა. -ჩემი პატარა პრინცესა? -ვინ არის? -არ მეგონა,ჩემს გარდა სხვაც თუ გეძახდა პრინცესას. -მამა?როგორ გამახარე,დღე უნდა დამერეკა შენთან,მაგრამ დამასწარი.შენთან სალაპარაკო მაქვს მამიკო. -ხომ მშვიდობაა,ფული გჭირდება? -არა,ფული არ მინდა.ერთ სერიოზულ თემაზე მინდა დაგელაპარაკო. -ვთქვა უკვე,რომ გაიზარდე? -ჯერ მომისმინე და დასკვნები მერე გააკეთე. -ნატა მართლა შენ მელაპარაკები შვილო? -რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეს, მე ვარ მამა ნატა შენი შვილი. -გელოდები,მოდი და ვისაუბროთ. -ახლა? -ახლა,ხო ადექი მოემზადე და მანქანას გამოგიგზავნი.რამდენიმე წუთში ნატა მამას ეხვეოდა და კოცნიდა,ცრემლიც კი გაუჩნდა თვალებში,მაგრამ თავი და გრძნობები მოთოკა.მიშამ წინ დაიჯინა შვილი და არ ამდგარა იქამდე,სანამ ნატამ თავს გადამხდარი ისტორიის მოყოლა არ დაასრულა.ყველაზე ძლიერი,უშიშარი და მკაცრი მამაკაცი მოკუნტული იჯდა და ცრემლით სავსე თვალებით შესცქეროდა შვილს.ადგა,გაიარ-გამოიარა,ღრმად ამოისუნთქ თითქოს ძალა მოიკრიბა ნატას შეხედა და უთხრა. -ახლა რა გინდა მთხოვო.მითხარი რა უნდა გავაკეთო.ან დარწმუნებული ხარ,მართლა შეგეშვებიან ამ დავალების შესრულების შემდეგ? -დარწმუნებული არ ვარ,მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასე დამპირდნენ.უნდა ვცადოთ,იქნებ გამოვიდეს რამე მამა. -დაგეხმარები,მე მზად ვარ დაგეხმარო და მაგ სიბინძურიდან ამოგიყვანო.ხვალიდან მივხედავ მაგ საქმეს. -ვიცოდი რომ გამიგებდი მამა. -ჩემო პრონცესა როგორ დაგტანჯე,რატომ არ მითხარი,რატომ არ გამიმხილე. -მემუქრებოდნენ,მცემდნენ.ნატამ მაისური გაიხადა და ტანზე დაჩენილი იარები მამას აჩვენა.მიშამ ხელის კანკალით შეეხო თოითოეულ ნაჭრილობებს და შემდეგ ატირებულმა სათითაოდ დაუკოცნა იარები შვილს.ნატას დიდი იმედი ჩაეღვარა გულში და იმ ღამით პირველად ორი წლის მანძილზე მშვიდად დაიძინა კოშმარების გარეშე. -დილა მშვიდობის გიორგი. -დილა მშვიდობის ძია თომა. -გუშინდელმა დღემ დაძაბულად,მაგრამ საინტერესოდ ჩაიარა. -მე მეტს ველოდი გუშინდელი დღიდან. -რატომ?გაუკვირდა ბატონ თომას -იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი მისი შესაძლებლობების შესახებ. -კარგი ვიცი მეტს რომ ელოდი,მაგრამ მაინც წინ ხარ შენს საქმეში და ამ ყველაფერს მარტომ მიაღწიე,ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი გიორგი. -მეტი მინდა,მეტი და ის რაც ჩავიფიქრე,აუცილებლად გავაკეთებ.თომას ჩაეცინა მოწონების ნიშნად,მაგრამ არ დაანახა გიორგის მისი კმაყოფილი სახე და სულ სხვა თემაზე გაუბა საუბარი. -გიორგი დღეს ჯემალი უნდა გაუშვათ სამსახურიდან. -ჯემალი?რატომ,ის ხომ საუკეთესო თანამშრომელია.გაუკვირდა გიორგის თომას მოთხოვნა. -არა,შენ ვერ გამიგე შვილო.ჯემალი მხოლოდ დღეს უნდა გავანთავისუფლოთ,მეუღლე დააწვინა საავადმყოფოში მგონი ტყუპებს ელოდებიან ქორწინებიდან 18 წლის ლოდინის შემდეგ. -არ ვიცოდი,ეს ხომ დიდი ბედნიერებაა.თუ რამე კომპანიის სახელით დაეხმარეთ და გაუკეთეთ საჩუქარი ახალშობილებს.აქ თუ არის ჯერ,დაუძახეთ შემოვიდეს ჩემთან.მალე ფრთხილი კაკუნი გაიგონა კარებზე და ფეხზე წამოდგა,წინ შეეგება ტყუპების მამას და ღიმილით მიულოცა. -იმედია ავღნიშნავთ პატარების დაბადებას ბატონო ჯემალი. -ჯერ მშვიდობით დასრულდეს ყველაფერი უფროსო და შემდეგ გპირდები ერთი კვირა ვიქეიფოთ.გიორგიმ ჯიბიდან საფულე ამოიღო და რამდენიმე 50-ათ ლარიანი ჩაუდო ხელში ჯემალს. -არ შემიძლია დღეს მოგაკითხოთ საავადმყოფოში,მაგრამ დამპირდით,რომ თუ რამე დაგჭირდებათ დაუფიქრებლად მირეკავთ. -არ მინდა შეგაწუხოთ უფროსო. -მე არ შევწუხდები,პირიქით გამახარებთ და მინდა ყველა ვინც ჩემთან მუშაობს თავისუფლად იყოს ჩემთან,მეც ხომ ჩვეულებრივი თქვენსავით უბრალო ადამიანი ვარ.ამ თანხით კი პირველი საჩუქარი უყიდეთ პატარებს,მეც მოვიცლი როგორმე და ამ დღეებში მეც გინახულებთ. -მადლობა,დიდი მადლობა უფროსო. -დღეს ხუთშაბათია,ორშაბათანდე განთავისუფლებ მიხედე მეუღლეს და ოჯახს. -არ ვიცი როგორ გადაგიხადო ეს სიკეთე. -გადამიხდი,თქვენი ერთგულებით და დაუღალავი შრომით.რადგან აქ ხარ,რა მინდა შეგეკითხო,მინდა კიდევ ორი-სამი სათბური დავდგა და მინდა თქვენ იყოთ ხელმძღვანელი ამ ყველაფრის.რა თქმა უნდა ხელფასის მომატებით,რადგან თქვენ მართლა სანდო პირი ხართ. -კარგი აზრია,მე ყველაფერს გავაკეთებ რაც ჩემზეა დამოკიდებული. -ვიცი და მეც დიდი იმედი მაქვს,რომ ერთმანეთის გვერდით დგომით ყველაფერი გამოგვივა.აბა, ორშაბათამდე აქ არ დაგინახოთ მოსული. -მადლობა,გიორგი ოქროს გული გაქვს და ფრთხილად იყავი არ გატკინონ ისე ძალიან,რომ ის ნაწილებად დაიმსხვრეს. -გავუფრთხილდები,მაგრამ იმ ხალხს როგორ გავუფრთხილდე ვინც არ იცის სიყვარულის ფასი. -მაგას,თავად გული გეტყვის გიორგი გული.ჯემალი წავიდა,თომამ შეხედა გიორგის და ეტყობოდა რომ რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ ვერ გაებედა.გიორგიმ მიუხვდა და თავაუღებლად უთხრა. -გისმენ,თქვი რა გინდა რომ მითხრა.მაინტერესებს ისე როდის მერე გახდი მორცხვი,რომ გრცხვენია და ვერ ამბობ სათქმელს? -შეამჩნიე,რომ ეს დღეები მიშა მიმინოშვილი არ გამოჩენილა ჩვენს სიახლოვეს? -დამასწარი,ჩემს გულში ზიხარ. მეც სწორედ ახლა მინდოდა მეკითხა,სად არის? -როგორც გავიგე,პრობლემები აქვსო. -რა პრობლემები,შემიძლია დავეხმარო? -ვიცი შენი კეთილი გულის ამბავი,რომ უკან არ დაიხევ დახმარებაზე,მაგრამ მე ერთ რჩევას მოგცემ.გიორგი თავი შორს დაიჭირე მისგან და მისი ოჯახისგან. -რატომ,რა ხდება არ შეიძლება გასარკვევად ამიხსნა? -როგორც გავიგე სიძედ უნდებხარ,უნდა რომ ქალიშვილი მოგათხოვის. -ეს როგორ,რა ბიზნეს გარიგებაა თუ გასაყიდია და ვიყიდი.შენ ყველაფერი იცი და მითხარი,მინდა ვიცოდე რა ხდება. -გავიგე,რომ მისი გაუმაძღრობის გამო ძალიან ბევრი მტერი ჰყავს და ემუქრებიან შვილით და უნდა ნატა საიმედო ხელში ჰყავდეს. -გამოდის,რომ სერიოზულად არის საქმე. -კი და ძალიან სერიოზულად. -არ ამბობ თომა ძია ბოლომდე სათქმელს.მაგრამ სიმართლე გითხრა ნატა ყოველთვის მომწონდა,მაგრამ მისი ცოლად მოყვანა არასოდეს მიფიქრია. -გიორგი საქმე ძალიან ჩახლართულია. -მოიცა,მე ასე ვიცი რომ ნატას საქმრო ჰყავს,ვიღაც სერგეი. -მეც მასე ვიცი,მაგრამ მას მხოლოდ ქონება უნდა მაგათი და თვით ნატა არა. -თუ ნატას სიცოცხლეს მიშას გამო პრობლემები უნდა შეექმნეს,მე თანახმა ვარ ძია თომა მის შემოთავაზებაზე.კარგად მიცნობ და იცი ისიც,რომ არ მიყვარს ადამიანის გრძნონებზე თამაში,იქნებ მოწონება მერე და მერე სიყვარულშიც კი გადაიზარდოს.თუმცა ვერ ავუვლი გვერდს იმას,რომ ძალიან მაღიზიანებს მისი ამპარტავნობა. -მე ვერაფერს ვერ გეტყვი,მხოლოდ ერთის გარდა,კარგად დაფიქრდი და არ ინანო შენი გადადგმული ნაბიჯი.ეს საუბარი ჩვენში უნდა დარჩეს,მიშა თავად გეტყვის მაგრამ მე მინდოდა ზოგადად გცოდნოდა საქმის არსი. -კარგი,ისე მოვიქცევი რომ მე თითქოს არაფერი არ ვიცი.დღეც დასრულდა და მთელი დღის დაღლილი გიორგი უკვე წასვლას აპირებდა,რომ ტელეფონმა დაურეკა და წარბაწეულმა უპასუხა. -გისმენთ ბატონო მიშა. -გიორგი სახლში წასვლისას,ჩემთან გამოიარე. -თქვენს კაბინეტში ხართ? -არა შვილო,ჩემთან მოდი სახლში. -ხომ კარგად ხართ,რამე აუცილებელია? -მინდა დაგელაპარაკოთ გიორგი და აქ უკეთესია. -კარგი,რამდენიმე წუთში გამოვალ კომპანიიდან და თქვენთან წამოვალ.გიორგიმ თავისი აუჩქარებელი,მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით დატოვა თავისი კომპანია და მიშას სახლისაკენ წავიდა.გიორგი არ იყო მდიდარი ოჯახიდან,ის არც არასოდეს ყოფილა განებივრებული როგორც ნატა მდიდარი მამიკოს ფულებით.ის ბავშვობიდან ოცნებობდა თავისი საქმე ჰქონოდა და სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში მოეწყო,პარალელურად კი ნელა-ნელა შეუდგა პატარა ოჯახურ ბიზნეს,რომელიც გააფართოვა და წლების შემდეგ წარმატებასაც მიაღწია.უხაროდა რომ წინ დიდ მომავალს ხედავდა,ჯერ ადგილი იყიდა ქალაქ გარეთ და ორი სათბური ჩადგა, მათ რამოდენიმე წელში კიდევ ორი მიუმატა,ახლა კი კიდევ ფიქრობს სამი სათბური ჩადგას.სასწავლებელიც დაასრულა და ცდილობს დასახულ მიზანს წარმატებით მიაღწიოს. -მობრძანდით გიორგი.სტუმარს თავად ბატონი მიშა მიეგება,ქალბატონმა თამილამ მედიდურად შეხედა გიორგის და ნაძალადევად გაუღიმა. -მობრძანდით,მიშასთვის თქვენ საპატიო და ძვირფასი ადამიანი ხართ.გიორგიმ თამილას ნაძალადეად გაუღიმა და ზიზღით შეხედა მის ხელებში მოქცეულ გატრუნულ ჩასუქებულ კატას. -მადლობა,მაგრამ ეს კატა თუ შეიძლება ცოტა ხნით გაიყვანეთ აქედან. -როგორ? -როგორ და ასე.უთხრა მიშამ და ხელიდან აართვა კატა და იქვე ოთახში შეაგდო.არ მიაქცია გიორგიმ ყურადღება თამილას გაბრაზებულ სახეს და მიშას მიუბრუნდა. -ბატონო მიშა ვერ გავიგე ჩემი აქ მოსვლის მიზეზი. -გიორგი ვიცი რომ კომპანიის გაფართოვება გინდა,და მინდა დახმარების ხელი გამოგიწოდო. -მაპატიეთ,მაგრამ მე არ მითხოვია დახმარება თქვენთვის.მე მარტომ დავიწყე ჩემი საქმე და ბოლოშიც მარტო გავალ. -მაგრამ არ გაქვს საკმარისი ძალა,რომ ბოლომდე მიიყვანო შენი საქმე.გიორგიმ წინ წაიწია და მიშას პირდაპირ დაუსვა შეკითხვა. -ბატონო მიშა მითხარით რისი თქმა გინდათ,თქვენ პრობლემები გაქვთ?გჭირდებათ ჩემი დახმარება?მიშამ შეშინებული თვალებით შეხედა გიორგის და ვერ შეძლო სიმართლე ეთქვა,ვერ გადააბიჯა სიამაყეს. -არა,არანაირი პრობლემა არ მაქვს.გიყურებ,რომ მშრომელი ადამიანი ხარ,შენი საქმის ერთგული და თუ მეც დაგეხმარები ასე ახლოს დავდგები შენთან და ეს ჩვენი ნაცნობობა შესაძლებელია ქორწინებითაც დასრულდეს. -ბატონო?გაუკვირდა გიორგის მიშას სითამამე. -გიორგი მე ფული მაქვს,ბევრი ფული.მოდი პირდაპირ გეტყვი,მინდა ჩემს ქალიშვილზე დაქორწინდე.გიორგიმ უცქირა მიშას და შემდეგ უთხრა. -ეს თქვენი სურვილია,თქვენ გინდათ ასე რომ მოხდეს და კითხეთ მას რა უნდა? -ნატა თანახმა იქნება ჩემს სიტყვაზე,იცის რომ მე მას ცუდს არ ვურჩევ. -ნუ იქნებით ასეთი დარწმუნებული,მას საქმრო ჰყავს. -რა ხდება,აქ სტუმარი გვყავს?სახლში შემოვიდა მაღალი ქერა თმებით და ცისფერი თვალებით ლამაზი გოგონა. -კი სტუმარი გვყავს ჩემო პრინცესა,გაიცანი გიორგი გურგენაშვილი,შენი საქმრო. -ვიიინ?იყვირა გიორგიმ და ფეხზე წამოხტა. -ვიიინ?იყვირა ასევე ნატამაც და გიორგის შეაჩერდა. -ბატონო მიშა მე არ ვარ თანახმა.მიშა არ ელოდა უარს გიორგისგან და გაბრაზებულმა ფეხზე წამოიჭრა. -გიორგი მე ფული მაქვს,ბევრი ფული.ოქრო მაქვს,ეს ყველაფერი თქვენი იქნება.თქვენ დაქორწინდებით,მე ასე მინდა და ეს ასეც იქნება.არანაკლებ ბრაზობდა გიორგი მაგრამ ის ხომ თავშეკავებულობის დიდი ოსტატი იყო და მტკიცე ხმით უთხრა მიშას. -მომისმინეთ,თქვენ თუ პრობლემები გაქვთ და დახმარება გჭირდებათ,შეგეძლოთ ეს ნორმალურად და გასაგებად აგეხსნათ,მაგრამ ,,მე მინდა ასე და ეს ასეც იქნება''ეს სიტყვები მე უკვე აღარ მეხება.მე კატეგორიულად უარს ვამბობ თქვენს ქალიშვილზე. -უარს ამბობ? -უარს ვამბობ.მიშამ ჩქარი ნაბიჯით გადაჭრა კაბინეტი და დიდი სარკის უკან სეიფი გააღო,იქედან კი უამრავი ოქრო და ფულის დასტები გამოიტანა. -არც ახლა დაქორწინდები? -არა,არც ახლა არ დავქორწინდები. -რატომ,რატომ გიორგი. -ძალიან უბრალოდ და მარტივად ბატონო მიშა.ასევე ძალიან უბრალო ენით გეტყვით,მე თქვენს ქალიშვილზე სურვილიც არ მაქვს დავქორწინდე. -რა?რატომ ვითომ?იკითხა აქამდე ჩუმად მყოფმა ნატამ. -მაპატიე ნატა მაგრამ არ შემიძლია შენზე დავქორწინდე. -შენ რა,მართლა უარს ამბობ და მართლა არ დაქორწინდები ჩემზე? -შენ რა,მართლა არ გინდა ჩემს შვილზე დაქორწინდე?მამა-შვილი თვალებ გაფართოვებული იდგა და ისე უცქერდა გიორგის. -არა,არა და არა.არ მინდა ბატონო მიშა და რატომ მაძალებთ.გაისმა სახლში გიორგის გაბრაზებული ხმა,ერთი კი შეეშინდა მიშას,მაგრამ მაინც მის სიტყვას გაიძახოდა. -ხოდა რატომ,რატომ არ გინდა.ასევე იყვირა მიშამაც. -იმიტომ,რომ არ მინდა თქვენნაირი ადამიანი იყოს ჩემი სიმამრი.ცივად შებრუნდა მიშა გიორგისკენ და გამშრალ ყელში წყალი სულმოუთქმელად ჩაუშვა,შემდეგ კი ირონიულად უთხრა. -შე საცოდავო,მოვა დღე რომ კარზე მომიკაკუნებ,მაგრამ მე აღარ მიგიღებ.როგორ ბედავ ჩემთან ასეთი ტონით საუბარს. -ძალიან ჩვეულებრივად.იდგა გიორგი და იქ მყოფთა ნერვებზე თამაშობდა.მიშას კი უმტყუნა ნერვებმა და ერთი ხელის მოსმით ძირს გადაყარა ფულები და გიორგის შეხედა. -სიზმარშიდაც ვერ ნახავ ამდენ ფულს ვერასოდეს. -შესაძლებელია ამაზე მეტიც მქონდეს,მაგრამ ხალხში არ ვტრაბახობ არასოდეს.თქვენ კი ბატონო მიშა,ადამიანები შეიძლება იყიდოთ ფულით და თვალთმაქცობით,მაგრამ მე ვერც ფულით მიყიდი და ვერც რაიმე ხერხით.თქვენ ასაკი მოგმატებიათ,თმები გაგთეთრებიათ,მაგრამ ვერ გისწავლიათ რომ არსებობენ ადამიანები რომლებსაც ფულზე და ქონებაზე წინ მათ სახელს და ადამიანობას აყენებენ.მე არ ვიყიდები ბატონო მიშა და ვერც შეძლებთ ჩემს ყიდვას.თქვენ ყიდით თქვენს შვილს ისე როგორც ბაზარში გატანილ ნივთს და მე ნაყიდი ქალი არაფერში არ მჭირდება.ის უნდა მიყვარდეს და მას უნდა ვგრძნობდე გულით და არა ის მახსოვდეს ყოველ მის გამოხედვაზე,რომ მე მასში ფული გადამიხადეს.ახლა კი მაპატიეთ,უნდა დაგტოვოთ.გიორგიმ უკან მოუხედავად დატოვა მიშას სახლი და გაბრაზებული გამოვარდა ქუჩაში. -ფულით გინდა მიყიდო?არა,არა და არა ბატონო მიშა თქვენ მე ვერ მიყიდით,მე არ ვიყიდები.მიშა სახლში გადი-გამოდიოდა და ბობოქრობდა. -ეს ლაწირაკი,ეს თავში ავარდნილი აქვს ვითომ ბიზნესმენია მან თჩემი შვილი დაიწუნა,ჩემი ნატა. -მამაააა მე მხოლოდ გიორგიზე გავთხოვდები.არ დაგავიწყდეს,რომ მე შენს გამო დავკარგე ყველაფერი. -წადი,გამეცალე ნატა თორემ ისეთ ხასიათზე ვარ ვიღაცა შემომაკვდება.გიორგი გაბრაზებული მივიდა მეგობართან და ორი ჭიქა ვისკი ზედიზედ დალია,გივიკო უხმოდ და ჩუმად იჯდა და შემდეგ შეეკითხა. -ყველაფერი კარგად გვაქვს?მშვოდობაა შენს ტერიტორიაზე?გიორგიმ ერთი შეხედა გივიკოს და ისევ ვისკის ოთლისკენ წაიღო ხელი,მაგრამ გივიკომ აართვა ბოთლი და მკაცრად უთხრა. -კმარა,თქვი რამ გადაგრია.ყველაფერი მოუყვა გივიკოს და შემდეგ გაბრაზებულმა თქვა. -არა,ვინ ვეგონე,მის ფულებზე დახამებული ტიპი?ნატა მართლა მომწონს,მაგრამ მე ქალი თუ მომწონს მოწონებაში ფული გადავახდევინო მშობლებს? -მომისმინე,მე ვარ მიშას ადვოკატი და ვიცი,რომ ის ყველაფერს ყიდის,ყიდის მის ვილას,ადგილებს რომლებიც შენ გამოგადგება.იყიდე ის ვილა მისი ადგილებით და მიხვდება,რომ მწარედ შეცდა. -გაიგებს და არ მომყიდის -შენც ნუ გამოჩნდები,ნუ გაამჟღავნებ შენს სახელს. -ეს როგორ,შეიძლება ასე? -სულ ადვილად,მიშას ფული ჭირდება და სულ არ დაეძებს ვინ იყიდის მის ვილას,მისთვის ფულია მთავარი.გიორგიმ შეხედა გივიკოს და უთხრა. -კარგი აზრია ვიყიდი,მერე მიფრიალოს ფულები და დადგეს დიდ გულზე ჩემს წინ. -მოდი ჯერ საიდუმლოდ დავტოვოთ მყიდველის ვინაობა,ეს სიურპრიზი იყოს.გივიკომ ყველა საჭირო საბუთები შეაგროვა და ჯერ გამყიდველმა მოაწერა ხელი,დადგა დღე რომ ვილის ახალ მფლობელს უნდა შეხვედროდნენ და აი ისიც მოვიდა,ფეხზე წამოდგა მიშა და თამილა და მათ წინ ვილის ახალ მფლობელად გიორგი წარსდგა. -იმედია არ დავაგვიანე,ბოდიში თუ გალოდინეთ. -გიორგი?შენ აქ რა საქმე გაქვს.იკითხა გაკვირვებულმა მიშამ. -ბატონო მიშა გიორგი გურგენაშვილი არის თქვენი ვილის ახალი მფლობელი. -მაპატიეთ,მაპატიეთ თქვენ არ გელოდით.გიორგის წინ თამილა დარცხვენილი იდგა. -ვიცი რომ არ მელოდით,მე ხომ არ ვეკუთვნი თქვენს წრეს.რაც შეეხება ჩემი აქ მოსვლას მე ვთხოვე ჩემს ადვოკატს არ გცოდნოდათ მყიდველის ვინაობა.ვწუხვარ,რომ ამ წერტილამდე მივიდა საქმე და მაინც მოგიწიათ ამ ვილის დათმობა. -უნდა დამდგარიყო ეს წუთი,ეს დღე სხვაგვარად შეუძლებელი იყო. -დარწმუნებული ხარ რასაც ამბობთ? -დარწმუნებული ვარ,ასაკში ვარ უკვე თმები გამითეთრდა და ახლა მივხვდი,რომ მე ვცხოვრობდი იქ სადაც მხოლოდ ამპარტავანი ხალხი ცხოვრობს.ჩვენ ვიფიქრეთ,რომ ყველაფერი ჩვენი იყო,ჩვენი ნება იყო ხალხის ყიდვაც და გაყიდვაც.ახლა,როცა ამ მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდი,ახლა გავიგე სიმართლე.გიორგი მინდა ბოდიში მოგიხადო,რადგან იმ დღეს უხეშად მოგექეცით. -თქვენ მიხდით ბიდიშს? -კი,მე გიხდი ბოდიშს.მე ჩემი ქონების ნახევარი დავკარგე,მაგრამ თუნდაც გვიან მე ჩემი თავი შევიცანი.ერთი სათხოვარი მაქვს გიორგი. -გისმენთ. -მინდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ გითხრათ. -მე მოგისმენთ,მაგრამ მეც მაქვს თქვენთან ერთი კითხვა. -გისმენ,მკითხე რაც გინდა. -მინდა ვიცოდე,რამ გაიძულათ თქვენი ქონების გაყიდვა. -სწორედ მაგ თემაზე მინდა მეც დაგელაპარაკო.მიშამ სიგარეტი აანთო და გიორგის ნერვიულად,მაგრამ დაუფარავად მოუყვა ყველაფერი ნატას შესახებ.გიორგი გაოცებული უსმენდა მიშას და შემდეგ შეეკითხა. -თქვენ მას გადაუხადეთ დიდი თანხა,რომ ნატას შეეშვას და ის თავისუფალი იყოს? -სხვა გზა არ მქონდა,გიორგი მის ჭრილობებს რომ შევხედე სხეულზე,გეფიცები სიცოცხლე შემზარდა,მაგრამ ისევ ნატაზე ვიფიქრე. -არ ვიცი რა გითხრათ,სიტყვებს ვერ ვპოულობ. -სამი დღე,მხოლოდ სამი დღე მადროვე გიორგი და ამ სამ დღეში დავცლით სახლს. -მე დაგტოვებთ,იმედია ყველაფერი მოგვარდება.გიორგი წავიდა და სულ ნატაზე ფიქრობდა.მას ხომ ერთ თამამ და ამპარტავან გოგოდ იცნობდა,მაგრამ რამდენი ტკივილი გადაუტანია,რამდენი სიმწარე,ღმერთო ასეთი მხეცი როგორ უნდა იყო ადამიანი. -ინანებს,საშინელი წამი დაუდგება და ინანებს.მთელი სხეულით ვძრწი ცუდი წინათგრძნობით შეპყრობილი.არა,უნდა ვნახო,უნდა დაველაპარაკო და გავიგი რა უნდა,რას ითხოვს ნატასგან.გიორგიმ გაიგო სერგეის კოორდინატები და შეხვდა.შეხედა გიორგიმ და მიხვდა,რომ ზედმეტი იყო გარშემო შემოვლით საუბარი,ამიტომ პირდაპირ უთხრა. -რამდენი გინდა,რომ ნატას შეეშვა და თავი დაანებო. -აი მესმის,მიყვარს ხალხი როცა მიხვედრილი არიან და ბაზარს არ იწყებენ,პირდაპირ საქმეზე გადადიან.მოდი,მეც პირდაპირ გეტყვი,200 000$ და ხელებს ვწევ მაღლა,მე მას აღარ შევეხები,თუ თავად არ მომძებნა და არ მომაკითხა. -თავად არ მოგაკითხავს,მე კი გაძლევ ამ თანხას და უნდა გაქრე მისი ცხოვრებიდან,მოსულა? -მოსულა.გიორგიმ მეორე დღესვე მოაგვარა ფულის საკითხი და გადაურიცხა იურისტის ჩარევით სერგეის შეთანხმებული თანხა და მიშას ზარს უპასუხა. -გისმენთ ბატონო მიშა. -გიორგი გელოდებით. -მოვდივარ,უკვე გზაში ვარ და უჩემოდ არ წახვიდეთ. -ბატონო მიშა მეც მაქვს თქვენთან ერთი სათხოვარი.ღრმად სუნთქავდა ჩქარი სიარულისაგან და ერთი ჭიქა წყალიც სულმოუთქმელად დალია. -გისმენთ გიორგი რა უნდა გვთხოვო,ან ასე რატომ ღელავ. -მინდა ამ სახლში იცხოვროთ მანამ, სანამ თქვენს შესაფერის საცხოვრებელს არ იპოვნით. -დარწმუნებული ხარ? -და არა მარტო ეს,მინდა თქვენი ქალიშვილის ხელი გთხოვოთ. -რააააააააა?შენ,შენ ნატას ხელს გვთხოვ?მოიცადე,მაშინ რატომ არ დამთანხმდი. -მაშინ,რომ თქვენ ეს ყველაფერი მოგეყოლათ,გეთქვათ რომ თქვენ დახმარება გჭირდებოდათ,ამ სახლის გაყიდვა აღარ დაგჭირდებოდათ.მაგრამ მე გავბრაზდი,თქვენ ფული შემომაძლიეთ თქვენი შვილი რომ ცოლად მომეყვანა,თქვენ ყიდდით თქვენს შვილს და ეს ძალიან დიდი შეურაცყოფა იყო ჯერ ჩემთვის და მერე თქვენი შვილისთვის. -არ ვიცი რა ვთქვა,მე ძალიან მოხარული ვარ,ამაყი ვარ დღეს გიორგი. -მაგრამ უნდა იცოდეთ,თქვენ არასოდეს არ ჩაერევით ჩემს საქმეში,თქვენ თქვენი საქმით იქნებით დაკავებული,მე კიდევ ჩემი.იმედია გავუგებთ ერთმანეთს.გივიკო იდგა და გაოცებული უსმენდა გიორგის,მან ხომ არაფერი არ იცოდა ნატას საშინელი ისტორიის შესახებ და გაბრაზებულმა ჩუმად უთხრა. -რას აკეთებ,ხვდები რომ შეცდომას უშვებ?ნატა არ არის შენი შესაფერისი გიორგი.გიორგიმ შეხედა გივიკოს და თვალებით ანიშნა,დაწყნარდიო.შეთანხმდნენ და უკვე სახლში მიდიოდნენ,რომ გივიკომ ისევ იგივე უთხრა. -რატომ მოიქეცი ასე,გიორგი რა ჩაიფიქრე. -არ დავუშვებ ნატამ იქორწინოს ისეთ ადამიანზე როგორიც სერგეი არის. -როგორია,რა გაიგე ან როგორ გაიგე. -ვიღაც სერგეი რომელმაც სულ რამოდენიმე წლის წინ მთელი მისი ცხოვრება კაზინოში წააგო და ნატას ცხოვრებით უნდა ხელი მოითბოს.თუმცა არც ნატამ იცის თუ მამამისი გაკორტდა და იმ ვილის და მისი ქონების მფლობელი მე ვარ. -საიდან გაქვს ეს ინფორმაცია.გაუკვირდა გივიკოს. -სოფი გუმბერიძე და მელანო მელქაძე ესენი ის ადამიანები არიან,უფრო სოფი რომლებიც სერგეის ერთ ახლო მეგობარს იცნობს და იმათმა მითხრეს.სერგეის მეგობარმა იულიამ კი საიდან იცოდა,რომ ეს ორი ჩემი უახლოესი მეგობრები არიან. -სოფი და მელანო რომ არ გეთქვა,არ დაგიჯერებდი,მაგრამ ეს ორი ხომ პროკურატურაზე ადრე გებულობენ ყველაფერ სიმართლეს,თბილისის ორი ჭორიკანა,მაგრამ შენ მაინც ვერ დამაჯერებ,რომ ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებ,ნატა გიყვარს? -არა,არ მიყვარს.როდის ვთქვი რომ მიყვარს?მაგრამ ვერც იმას გეტყვი რომ არ მომწონსთქო.მომწონს და ვინ იცის,იქნებ ეს მოწონება სიყვარულშიდაც კი გადაიზარდოს. -იმედია ისე იქნება როგორც ფიქრობ.არსებობენ ადამიანები რომლებსაც ერთხელ უყვარდებათ და იმ ერთი სიყვარულით აგრძელებენ ცხოვრებას,რაც შენზე არ შემიძლია ვთქვა. -დავიღალე გივიკო შენი ბუზღუნით. -რაც არ უნდა მოხდეს,მაინც შენს გვერდით ვიქნები ყოველთვის,ჩვენ ძმები ვართ.მიუხედავად გივიკოს,ალექსანდრეს,სოფის და მელანოს წინააღმდეგობისა ქორწილი მაინც შედგა,გიორგი და ნატა დაქორწინდნენ.ვერ გეტყვით,რომ გიორგის ცხოვრება მშვიდი და წყნარი იყო პრობლემების გარეშე.ქორწილის პირველ ღამეს იყო პირველი კამათი,სახლიდან წასვლა და მთელი ღამის განმავობაში წვიმაში,ჭექა-ქუხილში სიარული და სახლში საპატარძლო კაბაში გამოწყობილი ნერვიულობისაგან გულ-შეწუხებული ნატა. ხშირ შემთხვევაში, ამინდი მოქმედებს ადამიანის განწყობაზე.გიორგის ამშვიდებს წვიმაში ყოფნა და მარტო ყოფნისას,ფიქრის შემდეგ საკუთარი თავის რწმენა ემატება,ასევე ივსება უფრო დიდი და ძლიერი ენერგიით.გიორგი უცქერს როგორ შემოძარცვია ხეებს სამოსი,და მის ირგვლივ ლაღად დათარეშობს ანცი სიო.იდგა და უსმენდა წვიმის ხმას,თითქოს მის სათქმელს ამბობდა შხაპუნა წვიმა.ვერავინ ხვდება რომ გიორგის დიდი საერთო აქვს წვიმასთან,თითქოს ორივე უხმოდ ტირის თავიანთ ტკივილზე.კი, სიმშვიდე მოაქვს წვიმას,მაგრამ ამ სიმშვიდესაც თავისი ტკივილი თან ახლავს და ამიტომ ირგვლივ დიდი ვაკუუმია დახშული სივრცით, ჩარაზული კარებებით და გაყინული მზერა ეჭვებით სავსე.არავინ იცის რამდენს ფიქრობს,რამდენს ცდილობს,არავინ იცის როგორ დაიღალა,არავინ იცის რომ ამქვეყნიური ხელოვნური სახე მობეზრდა და არავინ იცის რომ მისმა სულმა ხორცი გაიხადა.ჩუმად მიდიოდა ჩაფიქრებული და დიდი სურვილი ჰქონდა ფეხით შემოევლო ყველა ქუჩა,ყველა ბაღი და ყველა ის ადგილი რომელიც უყვარდა.ფიქრობდა უამრავს და იმასაც ოცნებობდა,რომ არ შეძულებოდა,არ დარჩენილიყო მასში ეს გრძნობა თორემ გააბოროტებდა.არ უნდოდა სახლში დაბრუნება,მაგრამ სულმა უყვირა,შესდექი და დაბრუნდიო,შერცხვა,სულის შერცხვა და უკან დაბრუნდა.უკვე გამთენიის 6 საათი იყო,ფრთხილად შევიდა სახლში რათა სველი ტანისამოსი გამოეცვალა და იქ გულწასული ნატა დახვდა.შეეშინდა,ახლოს მივიდა ხელში აიყვანა და საწოლზე დააწვინა,შემდეგ კი ექიმს დაურეკა.მთელი ღამე წვიმდა,მართალია წვიმის ხმაზე უყვარდა ძილი,მაგრამ ახლა ნატა იწვა სიცხიანი და მას დასტრიალებდა თავზე.დილიდან მოწყენილი იყო,სარკმელს არ სცილდებოდა და სევდიანად გაჰყურებდა მოქუფრულ ცას და გაუთავებელ წვიმას.იდგა ფანჯარასთან და შუშაზე მცოცავ წვიმის წვეთებს აკვირდებოდა.რამდენიმე დღე არ გასულა სახლიდან და უცქერდა ნატას თუ როგორ გახდა,თვალები ჩაუცვინდა,გაუფერმკრთალდა,მაგრამ მაინც წამოდგა ფეხზე. -დილა მშვიდობის,როგორ გრძნობ თავს? -მადლობა,უკეთესად. -დედაშენმა დარეკა,ვუთხარი რომ შეუძლოდ ხარ და მოსვლა უნდა,იმედია ნორმალურად შეხვდები და შენს დედას მაინც გაუღიმებ.ათი დღეა უკვე ერთად ვცხოვრობთ და შენს სახეზე ღიმილი არ დამინახავს. -გიორგი ცუდად მოგექეცი,დავფიქრდი და მივხვდი რომ ბოდიში უნდა მოგიხადო.გიორგიმ ერთი შეხედა,ადგა და სახლიდან გავიდა.რამოდენიმე საათში თამილა ესტუმრა შვილს. -როგორი ფერმკრთალი ხარ,გიორგიმ მითხრა რომ შეუძლოდ იყავი. -დედა,იმედი მქონდა რომ სერგეი ამ ქორწინებას ჩაშლიდა,რამეს მოიფიქრებდა,მაგრამ მან არც კი მოვიდა. -ნატა შვილო,მე გიორგის თავიდან ვერ შევხედე კარგი თვალით,მაგრამ მინდა იცოდე,რომ გიორგი არის ის ადამიანი,რომელმაც მე ამ ასაკში კარგი და ცუდი დამანახა.ვის მისტირი,გიორგი არის ის ადამიანი რომელმაც დაგიხსნა იმ არა ადამიანისაგან.სერგეი რომელმაც გაგაუბედურა,სერგეი რომელმაც შენი ოცნებები დაამსხვრია და სერგეი რომელიც მიუხედავად მისი ავადმყოფური საქციელისა შენ შეგიყვარდა,შენ ის გიყენებდა.მას მხოლოდ შენი ქონება უნდოდა,შენი ფულები მაგრამ რომ გაიგო ჩვენ ყველაფერი გავყიდეთ აღარც მოსულა შენთან და საერთოდ ურთიერთობაც გაწყვიტა.ან იმ ყველაფრის შემდეგ რაც მან გაგიკეთა,როგორ შეგიძლია და ისევ ფიქრობ მასზე. -გავყიდეთ?ჩვენ ყველაფერი გავყიდეთ?მე რატომ არ ვიცი არაფერი დედა. -ჩვენი ვილა რომელიც შენ ძალიან გიყვარდა,ის გიორგიმ იყიდა.გიორგიმ ასევე გადაგარჩინა სერგეისგან.შენ კარგად იცი,რომ სერგეი მოთამაშეა,და არა მარტო მოთამაშე მოძალადე და ნარკომანია.მან წააგო მისი მშობლების მთელი ქონება,ამიტომ მამაშენისგან უამრავი ფული აიღო,რომ შენ თავისუფალი ყოფილიყავი ასევე გიორგისგან.არ ვიცი რამდენი გადაიხადა შენს დახსნაში,მაგრამ ვიცი რომ ცოტა არ გადაუხდია. -უნდა გეთქვა დედა,მე ეს ყველაფერი უნდა მცოდნოდა. -ნუ გაუცრუებ იმედებს გიორგის მან შენთვის ყველაფერი გააკეთა ნატა.ვიცი,რომ ამაყი ხარ,მაგრამ ისიც ვიცი რომ შენ არ ხარ ბოროტი.მე შეიძლება მკაცრი და ცივი დედა ვიყავი შენთვის,მაგრამ ჩემებურად გასწავლიდი სიყვარულს,მეგობრობას გასწავლიდი,ტირილიც გასწავლე და სიმღერაც.ტკივილი,ტკივილი არ მისწავლებია,მაგრამ ახლა გეტყვი,რომ უნდა ისწავლო და შეძლო ტკივილის ატანა.უნდა შეძლო ნატა რადგან შენს გულში ბოღმა არასოდეს არ ყოფილა,ეს გული სუფთაა და შეძლებს ისევ ისე იცხოვროს როგორც ასწავლეს ცხოვრება.შორს ხარ,ყველასგან შორს,ძალა არ გყოფნის შეეჩვიო ამ ყველაფერს და შენს ახლოს მხოლოდ მოწყენილობაა.ცრემლი და სევდა დატოვე გარეთ,გამოფხიზლდი და შენს რეალურ ცხოვრებას ფეხი აუწყვე.შენ ამოხვედი ბინძური ჭაობიდან ნატა და ეს არის ძალიან დიდი შვება ჩვენთვინაც და შენთვინაც.ეს კი ყველაფერი გიორგის დახმარებით მოხდა, დააფასე ის.ნატა დაფიქრდა და გადაწყვიტა გიორგისთან წასულიყო,სურვილი ჰქონდა ახლოს ენახა,ჩახუტებოდა და მისი სუნი შეეგრძნო.ადგა,მოემზადა და წავიდა,იქ მისული კი არასასიამოვნო სურათს შეესწრო,რამაც შეაშინა.გიორგის კაბინეტში მის წინ ახალგაზრდა ქერა გოგონა იჯდა და ორივეს მხიარული სახეები ჰქონდათ,როგორ უხდებოდა გულიანი სიცილი გიორგის. -გიორგი ბედნიერი ხარ?რაღაც ამ ბოლო დროს ვერ ვხედავ შენს ლაღ სიცილს ისე როგორც ადრე. -თუ არ ვიცინი სულ სულელივით,ამიტომ დაასკვენი რომ არ ვარ ბედნიერი?შეეკითხა გიორგიმ მკაცრად. -შენი მეუღლე აქ არ მოსულა,ერთად არ დადიხართ,ხალხი ვერ ხედავს თქვენს ბედნიერ სახეებს. -მეგი ჩემი მეუღლე მიყვარს და თუ ერთად არ დაუნახივართ ხალხს,ეს იმას არ ნიშნავს რომ მე არ ვგრძნობ თავს ბედნიერად.ბედნიერი ვარ,ოჯახში საყვარელი მეუღლე მელოდება,ყველაზე გემრიელია მისი ხელით გამზადებული ვახშამი მთელი დღის დაღლილი რომ მივალ და მე კი გაწყობილი მაგიდის დანახვა მიხსნის ამ დაღლილობას.ვფიქრობ ეს ყველაფერი ოჯახში ხდება და არა ქუჩაში რომ ხალხმა დაინახოს.ასე რომ,დამშვიდდი მე და ჩემი მეუღლე ბედნიერები ვართ.გიორგიმ შეამჩნია კარებთან მდგარი გაფითრებული ნატა და გაოცებულმა შეხედა. -ნატა?ხომ მშვიდობაა,აქ არ გელოდი. -ისე მოგაკითხე,არ ვიცოდი თუ დაკავებული იყავი. -არა,შენთვის ყველა საქმეს გადავდებ და დროს ყოველთვის გამოვნახავ.გინდოდა რამე? -მინდოდა მაღაზიებში წავსულიყავით ერთად,მაგრამ თუ დრო არ გაქვს,სხვა დროს იყოს მარტო წავალ. -რას ამბობ,როგორ თუ მარტო წახვალ.მეგი უკაცრავად,მე ჩემს მეუღლეს ვჭირდები. -გასაგებია.მეგი ფეხზე წამოდგა და კარებში გასვლისას შურით სავსე თვალებით შეხედა ნატას,გიორგიმ კი მდივანს შეხედა და უთხრა. -მაიკო გავდივარ,თუ ვინმემ მიკითხოს აქ არ ვარ და თუ რამე სერიოზული იცი რომ ჩემს ნომერზე უნდა დამირეკო. -გასაგებია ბატონო გიორგი.ხელი მოხვია წელზე ნატას და კომპანიიდან გავიდნენ,მანქანაში მოკალათდნენ თუ არა გიორგიმ ნატას შეხედა და უთხრა. -მართლა მაღაზიაში გინდოდა გაყოლა, თუ ეს ფარსი იყო ხალხის დასანახად ნატა. -არა,არანაირი ფარსი არ არის გიორგი.მინდოდა სადმე გავსულიყავით ერთად.ჩუმად უთხრა და გვერძე გაიხედა,რომ მისი ცრემლი არ დაენახა გიორგის. -ნატა მე ვმუშაობ,სასეირნო დრო სამუშაო საათებში არ მაქვს.მითხარი სად მიგიყვანო.მკაცრი იყო გიორგის ხმა,აქამდე ვერ გადაელახა წყენა და ცივად ესაუბრებოდა ნატას. -დედასთან მიმიყვანე,იქედან კი ჩემით წამოვალ.გიორგიმ მიიყვანა დედასთან ნატა თავად ჯერ ქუჩებში ისეირნა და შემდეგ დაბრუნდა ოფისში.თამილამ შეხედა თუ არა ნატას,მიხვდა რომ ნატას ჯერ კიდევ უჭირდა გიორგისთან ერთად ცხოვრება. -დედაააა,უბედური ვარ,მითხარი რა ვქნაააა. -რა გინდა გითხრა შვილო.ნატამ ყველაფერი მოუყვა თამილას რაც გაიგონა. -მაღმერთებს დედა,ყველასთან მაღმერთებს და ამბობს რომ ის ბედნიერია.ღმერთო რა დიდსულოვანი ადამიანი ყოფილა ჩემს გვერდით და მე ვერ გამიგია დღემდე.მითხარი დედა,დამარიგე როგორ მოვიგო მისი გული.მითხარი რა გავაკეთო,რომ ის მხოლოდ ჩემი იყოს და მე მისი. -გითხარი და არ გამიგონე,გითხარი რომ გიორგიმ მეც და მამაშენიც შეგვცვალა,შენ კი ისევ ის მეტიჩარა და ცხვირაბზუებული დარჩი,და უფრო მეტი ქორწილის პირველ ღამეს ატკინე,ჯოჯოხეთი ანატრე,ახლა აქ მოხვედი ტირიხარ და შველას მთხოვ. -მითხარი,რა ვქნა რომ ჩემი გული ვაჩუქო.თამილა გვერდით დაუჯდა შვილს,ხელი მოხვია და უთხრა. -შეგიყვარდა,არ გინდოდა მაგრამ გულს ვერ უბრძანებ შვილო.ჰოდა,შენც მოიპოვე მისგან ის სიყვარული რაც აქვს ჯერ კიდევ გულში შემორჩენილი შენს მიმართ.ნატა აჩუქე შვილი გიორგის და ოჯახი მყარი გახადე. -შვილი?ჩვენი შვილი?იმ ღამით ნატა მხიარული სახით დახვდა გიორგის და ვახშამიც ერთად მიირთვეს.ცოტა ხნით ტელევიზორსაც ერთად უყურეს და შემდეგ გიორგი თავის საძინებელში შევიდა,მაგრამ ნატამ შეაჩერა. -გიორგი შენი ნივთები ჩემს საძინებელშია. -რატომ?ჩემს საძინებელს რა დაემართა? -არაფერი არ დაემართა, ჩემი სურვილი იყო ერთ ოთახში დავიძინოთ,ერთ საწოლში. -მოიცადე მომესმა თუ ასე თქვი,ერთ ოთახში და ერთ საწოლშიც? -ხო გიორგი ერთ საწოლში. -დარწმუნებული ხარ? -ისე როგორც არასდროს.თითქოს ყველაფერი მის ადგილზე დადგა,თითქოს უყვარდათ ერთმანეთი,მაგრამ მათ ქორწინებაში არ ეწერა ერთად ყოფნა,საუკუნო ერთგულება.უფრო მეტიც,სიამოვნებდათ ერთად ცხოვრება,თავსაც იტყუებდნენ რომ ბედნიერები იყვნენ და სხვებსაც აჩვენედნენ მათ ვითომ ბედნიერებას.მაგრამ გიორგი ყოველთვოს დინჯი,სერიოზული და გაწონასწორებული იყო,როგორც ყოველთვის.სამი წლის თანაცხოვრების შემდეგ და ბევრი ცდის შემდეგ გადაწყვიტეს შვილის აყვანა,მაგრამ შიშობდნენ და გიორგიც სასტიკი წინააღმდეგი იყო,ამის გამო ბევრჯერ უკამათიათ კიდეც. -რატომ,რატომ არ გინდა ერთი შვილი გაუჩინო გიორგის თუ მასთან ერთად გინდა რომ იცხოვრო მთელი შენი ცხოვრება. -მინდა დედა,მინდა ძალიან მაგრამ მე არ შემიძლია ეს გავაკეთო. -შენი ვერ გავიგე შვილო,შვილი გინდა მაგრამ არ გინდა გააჩინო,ეს როგორ უნდა ამიხსნა ნატა. -შემიძლია ვინმე ავიყვანო და მან გააჩინოს ბავშვი. -ის ვიღაც თუ გააჩენს გიორგის შვილს,შენ დედა როგორ იქნები,შენ როგორ შეიგრძნობ დედობას,ის როგორ იქნება შენი სხეულის ნაწილი ნატა.გაოცებული იყო ნატას მსჯელობით თამილა. -არ შემიძლია დედა,მე სხეული გამიფუჭდება,ასევე მკერდი და მერე აღარ მოვეწონები,სხვა ქალებისაკენ გაიწევა. -შენ თუ მამაკაცს იმას არ მისცემ რაც მას სურს შვილო,ყველა ის რაც მამაკაცისათვის არის ბედნიერება და სიხარული,გაწევით მაშინ გაიწევა ის სხვა ქალისაკენ.დაფიქრდი,რას აკეთებ შენი ქცევებით შენ თავად დაკარგავ მას.ფიქრობდა,ფიქრობდა ძალიან ბევრს და რაც უფრო უღრმავდებოდა მის ჩანაფიქრს,მით უფრო აღარ ფიქრობდა შედეგებზე,თუ რა შედეგები მოჰყვებოდა მის ჩანაფიქრს.ეშინოდა გიორგის რეაქციის,მისი დალაპარაკება სახლში და ჩუმად ნათქვამი სიტყვაც კი ექოსავით ჩაესმოდა ყურში.გიორგიმ შეამჩნია ნატას დაბნეულობა და შეეკითხა. -რა ხდება,რამე გინდა მითხრა? -გიორგი ექიმთან ვიყავი. -რის ექიმთან იყავი ან რატომ,რა გჭირს.შეშინდა გიორგის. -ბავშვის გამო,გამოკვლევები გავიკეთე და მითხრა,რომ ვერ შევძლებ ბავშვის გაჩენას. -რატომ,რამე სერიოზულია? -არსებობენ ქალების კატეგორია,რომლებსაც არ შეუძლიათ გახდნენ დედა,ვერ აჩენენ შვილებს და მათ შორის ერთ-ერთი მეც ვარ.გიორგი ვხედავ და ვხვდები,რომ ჩვენი ქორწინება დასასრულს უახლოვდება. -რას გულისხმობ?გაკვირვებულმა შეხედა გიორგიმ ნატას. -ვგულისხმობ იმას,რომ ეს ბოლო პერიოდი მხოლოდ თუ ვჩხუბობთ ხან უმიზეზოდ,ხან მიზეზიანად. -რა გინდა ნატა,პირდაპირ მითხარი. -მე ვარ შენს წინაშე დამნაშავე,მე ვერ მოგეცი ის რაც უნდა მომეცა და ვერც ვერასოდეს ვერ მოგცემ იმ სიხარულს რაც ძალიან გაგახარებს და გაგაბედნიერებს. -ხომ გითხარი,ყველაფერი კარგად იქნებათქო. -იცი რას ვფიქრობ?არ უნდა მეჩქარა,არ უნდა დავქორწინებულიყავით ასე სწრაფად. -და გინდოდა იმ წუმპეში ჩამპალიყავი საიდანაც ამოგიყვანე?სამი წლის შემდეგ მეუბნები,რომ არ უნდა გეჩქარა? -მინდოდა იმ წუთებში სადღაც გავქცეულიყავი იმ ადგილიდან და შვება შენს გვერდით ვიპოვე,შენ მოგეკედლე,მაგრამ ის საშინელი წუთები ვერ დავივიწყე. -ნატა შენ სხვა გიყვარს?მთელი ეს დრო ჩემთან ხარ და სხვა გიყვარს?შემომხედე თვალებში და მიპასუხე,მას ისევ ხვდები? -არა,არ ვხვდები. -მაგრამ პირველივე შესაძლებლობა მოგეცემა თუ არა შეხვდები.იმას კი ვერ აზროვნებ და ვერ ხვდები,ისევ იქ რომ ბრუნდები საიდანაც ძალიან გაგიჭირდა ამოსვლა.დრო,დრო გვიჩვენებს გზას ნატა ან სწორს და ან მრუდეს.არ ინერვიულო,ყველაფერს მისი დრო აქვს,ყველაფერი მოგვარდება. -მე ცუდად გაზრდილი შვილი ვარ,შვილი რომელსაც არასოდეს არ ტკიოდა სხვისი ტკივილი,შვილი რომელსაც მხოლოდ ფული უნდოდა,ბევრი ფული და დრო გაყავდა ისე როგორც მას უნდოდა,მას სურდა,მას მოსწონდა.ჩვენ სიყვარული არ გვქონია გიორგი ერთმანეთის მიმართ.მე ბევრი ვიფიქრე და შენ თუ თანახმა იქნები,არსებობს სხვა ხერხიც შვილი რომ გვყავდეს.თანახმა იქნები,რომ სხვამ გაგვიჩინოს შენი შვილი? -შენ თავად თანახმა ხარ? -შენ თუ მხოლოდ ეს გაგაბედნიერებს,მე თანახმა ვარ. -მაშინ იყოს ისე როგირც შენ ამბობ.ადამიანს როცა ძალიან უნდა რაღაც გააკეთოს,ის ყოველთვის აკეთებს იმას რაც უნდა,მხოლოდ დარწმუნებული უნდა იყოს,რომ ის სწორ ნაბიჯს დგამს და გულით გრძნობს იმას რაც უნდა რომ გააკეთოს. -მე ყოველთვის იქ ვიდექი სადაც თავისუფლად ვსუნთქავდი,ყოველთვის ვიდექი ჩვეული ღიმილით და კმაყოფილი სახით,ასევე გაშლილი მხრებით.რა საოცრად კარგი შეგრძნრბაა,როცა გვერდით შენისთანა ძლიერი ადამიანი ჰყავს ქალს,მაგრამ მე ისევ წავბორძიკდი,თითქოს საყრდენი გამომეცალა და წავიქცეოდი,რომ არა შენი ძლიერი ხელები.გიყურებ და შენს თვალებში ვკითხულობ,რომ მე წაქცეულიც და ფეხზე მდგარიც შენს იმედად ვარ.დაე იყოს ისე,როგორც შენ იტყვი,როგორც შენ გინდა და როგორც შენ ამბობ.დრო,დრო თავად გვიჩვენებს გზას საით წავიდეთ და სად გავჩრდეთ.საუბრობდნენ,რომ მოულოდნელად გივიკო და ალექსანდრე ესტუმრათ.ორივეს ეწყინათ რა თქმა უნდა და ორივე გაამხნევა მეგობრებმა.ალექსანდრეს გიორგი ძალიან უყვარდა და ამიტომ არც დაფიქრებულა ისე განათავსა განცხადება გაზეთში ,,ვეძებ სუროგატი დედას''ეს რა თქმა უნდა გიორგისთან და ნატასთან შეთანხმებით და რამდენიმე დღეში მის ტელეფონზე უცხო ნომერი დაფიქსირდა. -გისმენთ. -უკაცრაცად,მე განცხადების თაობაზე გაწუხებთ,თუ ისევ ძალაშია. -დიახ,ძალაშია და შეგიძლია შემხვდეთ და ვისაუბროთ?შეთანხმდნენ შეხვედრაზე და ალექსანდრემ უცნაურად აათვალიერა მის წინ მდგარი ულამაზესი გოგონა.მაღალი გრძელი თმებით და ჩამოსხმული ტანით. -ალექსანდრე ბერიძე. -მარიტა გაბუნია.ალექსანდრემ დაკვირვებით დააკვირდა მარიტას და რაღაცნაირად სითბო იგრძნო ამ გოგონას მიმართ,შემდეგ კი შეეკითხა. -რამდენი წლის ხარ მარიტა. -19-ის. -სწავლობ? -კი წელს მოვეწყვე სამედიცინოზე -რატომ გადაწყვიტე გამოხმაურებოდი ჩემს განცხადებას,მინდა გავიგო რა არის ამის მიზეზი.მარიტამ თვალებში შეხედა ალექსანდრეს და უთხრა. -ოდესმე გაგჭირვებია ისე,რომ ყველაფერზე მზად ხარ გააკეთო? -არა,არასოდეს. -მაშინ ნუ მეკითხები,რადგან ვერ შეძლებ გამიგოთ ბატონო ალექსანდრე. -მოდი შევთანხმდეთ,ჩვენ მეგობრები ვართ და არანარი ბატონო და ქალბატონო ჩვენს შორის,უბრალოდ ალექსანდრე,ალექსი,ალექს როგორც შენ მოიხერხო. -კარგი,ვეცდები.გაუღიმა მარიტამ. -შეგიძლია შენზე მომიყვე? -რა გაინტერესებს,რა მოგიყვე. -ვინ ხარ,საიდან ხარ და მოკლედ გავიცნოთ უფრო ახლოს ერთმანეთი.ყველაფერი მაინტერესებს. -სულ,სულ ყველაფერი? -სულ,სულ ყველაფერი. -სულ თავიდან? -სულ თავიდან.გაეღიმა ალექსანდრეს მარიტას ბავშვურობაზე. -მოგწყინდება მოსმენა.თითი დაუქნია გაფრთხილების ნიშნად. -არ მომწყინდება და დაიწყე,გისმენ. -მაშ ასე,დაბადებით არ ვიცი სად დავიბადე,მაგრამ ვიცი სად გავიზარდე.არ ვიცი ვინ არიან ჩემი ბიოლოგიური მშობლები,მაგრამ ვიცი ვინ გამზარდა,ვინ არიან ჩემი აღმზრდელები.სკოლა შარშან დავამთავრე,წელს გადავწყვიტე ვისწავლო.ჩემმა აღმზრდელებმა ყველაფერი გააკეთეს,რომ მე სასწავლებლად ქალაქში გამოვეშვი.აქ ჩამოსულმა ერთი გოგონა გავიცანი ბელა და ერთად ვიქირავეთ ბინა,ერთი თვის ფული წინასწარ გადავიხადე და ერთ ღამეს ბელა არ დაბრუნდა,არც მეორე დღეს და არც შემდეგ კვირაში.ბოლოს ეჭვი შემეპარა და აღმოვაჩინე,რომ წასვლისას ჩემი ნივთები მოუპარავს და ასე გაქრა.ალექსანდრე ყველაფერი რაც გამაჩნდა წაიღო და წავიდა.ვერც სამუშავო ვიშოვე და დავრჩი ასე ქუჩაში.ბინის ქირა ვეღარ გადავიხადე და მეპატრონემ ბინა დამიკეტა,არ მომცა შიგნით შესვლის საშუალება.არავის ვიცნობ და არც მინდა ვინმე შევაწუხო.სამი ღამეა უკვე ბიბლიოთეკაში ვათენებ და ვაღამებ,ამიტომ ვნახე თუ არა განცხადება გამოვეხმაურე.ალექსანდრე არც დაფიქრებულა ისე უთხრა. -არ ვიცი ეს საქმე გამოვა თუ არა,მაგრამ შენ ჩემთან წამოხვალ,ჩემთან იცხოვრებ. -მერე შენები? -მე ცალკე ვცხოვრობ,ჩემები სხვაგან ცხოვრობენ. -შვილი ვის უნდა,ვინ არიან ისინი,შენ დაქორწინებული ხარ? -მე არა,ჩემი ახლო მეგობარია.სამი წელია რაც დაქორწინდნენ და შვილი არ ჰყავთ,არადა გიორგის ძალიან უნდა ჰყავდეს შვილი. -ცოლი?ცოლი თანახმაა თუ ჯერ არ იცის და აწი უნდა უთხრას. -არა,თანახმაა ერთად მოილაპარაკეს.ორივეს უნდათ რომ შვილი ჰყავდეთ,თავად არ შეუძლია შვილის გაჩენა პრობლემების გამო და ამიტომ გადაწყვიტეს აიყვანონ ,,სუროგატი დედა''. -როგორ ფიქრობ,დარწმუნებული ხარ მე მოვეწონები? -ნუ ნერვიულობ,დარწმუნებული ვარ მოეწონები მარიტა.შენ ის მითხარი,რა ხდება შენს პირადულში. -არაფერი,სიწყნარე და სრული თავისუფლება. -მარიტა უნდა შეგეკითხო,ეს პირველი შემთხვევაა ხომ რაც გინდა გააკეთო.მარიტამ თავი დახარა,აწითლდდა და უხმოდ დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად ალექსანდრეს. -ალბად იცი,რომ ეს ნაბიჯი მთელ შემნს ცხოვრებას შეცვლის? -ვიცი,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.დედას და მამას იმედებს ვერ გავუცრუებ,მე მათმა აღმზარდეს და ახლა ჩემი ჯერია მეც ამაგი დავუბრუნო მათ უკან. -კარგი,ყველაფერი გასაგებია.ახლა გიორგის დავურეკავ და მოვა ისიც.რამდენიმე წუთში კაფეში მაღალი მამაკაცი შემოვიდა უკან გადავარცხნილი თმებით,დაბალი წვერით და სათვალეებით.ალექსანდრეს წინ დადგა და შემდეგ მარიტას შეხედა თუ არა თვალი გაუშტერდა. -შეეენ?გოგონა ბიბლიოთეკიდან? -თქვენ?უზრდელი უცნობი.თქვა მარიტამ.გიორგიმ ჩაიცინა და ალექსანდრეს შეხედა. -თქვენ რა,იცნობთ ერთმანეთს? -არც ისე კარგად.თქვა გიორგიმ. -ტყუის,საერთოდ არ ვიცნობ და პირველი კოცნა მომპარა.შეუბღვირა მარიტამ და გიორგიმ კი თვალი ჩაუკრა. -ღმერთო ეს ხომ მთლად ბავშვია ალექსანდრე.თქვა გიორგიმ და მარიტას თვალს არ აშორებდა. -ის თანახმაა გიორგი.შემდეგ თვალებში შეხედა მარიტას და შეეკითხა. -დარწმუნებული ხარ? -დარწმუნებული ვარ.უთხრა მარიტამ და თვალი გაუსწორა. -შენ თუ თანახმა ხარ,მეც თანახმა ვარ. -ნატა არ მოვა? -უნდა მოსულიყო აქამდეც,მე ოფისიდან მოვედი.აი ისიც,მოვიდა. -გამარჯობათ.ნატამ სათვალე მოიხსნა და მარიტას დაკვირვებით შეხედა.მარიტას საერთოდ არ მოეწონა ნატას გამოხედვა,მაგრამ უკვე კარგად იცოდა,მას წინ წინააღმდეგობები შეხვდებოდა,ამიტომ ის ძლიერი უნდა ყოფილიყო,რომ გამკლავებოდა შემოტევებს.ნატა დაჯდა თუ არა,პირველივე უხეში წინადადებით მიმართა მარიტას. -დიდი ხანია რაც ამ საქმით ხარ დაკავებული?მარიტას თვალები გაუფართოვდა და გაოცებულმა შეხედა ჯერ თვით ნატას,შემდეგ გიორგის და იგრძნო ალექსანდრემ ხელზე ხელი მოუჭირა გამხნევების ნიშნად.მარიტამ შეხედა თუ არა ალექსანდრეს მის თვალებში სითბო დაინახა,მაგრამ ისიც კარგად ამოიკითხა იქვე,რომ არ უნდა შეერჩინა ნატასთვის შეურაცყოფა.ჩაახველა და ნატას პირდაპირ თვალებში შეხედა. -სიმართლე გითხრათ,საერთოდ არ ვარ ამ სფეროში კომპიდენტური,მაგრამ არ დავფიცავ იმას,რომ ჩემი უკიდურესად ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფმა გადავწყვიტე ის გამეკეთებინა,რაც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მიუღებელია.მაგრამ მეორე მხრიდან რომ შევხედე ჩემს ჩანაფიქრს,მიხარია და ბედნიერად ვგრძნობ თავს,თუნდაც ჩემი გადაწყვეტილებით ბედნიერებას იპოვის ერთი ოჯახი.მე თანახმა ვარ და არც მრცხვენია იმის რასაც ვაკეთებ,თქვენ რომ შეგძლებოდათ ეს ბედნიერება თქვენი მეუღლისთვის მიგეცათ,ახლა აქ არ იქნებოდით ჩემს წინ და ამ შხამს არ გადმოანთხევდით ჩემს მიმართ. -საკმარისია.მკაცრად თქვა ნატამ. -მე თანახმა ვარ.თქვა გიორგიმ და მარიტას თვალს არ აშორებდა,მარიტამ ვერ გაუძლო გიორგის თვალების ელვარებას რომლებიც მის სიღრმეში ჩაძირვას აუწყებდნენ. -მე არ ვარ თანახმა,სხვას ველოდები და მას გავესაუბრები.თქვა ნატამ. -მე დრო არ მაქვს კიდევ სხვები ვეძებო,მე თანახმა ვარ,მაგრამ მე ჩემი მოთხოვნილებები მაქვს მარიტა. -გისმენთ,რას ითხოვთ. -მთელი ის 9 თვე,ჩემს სახლში უნდა იცხოვროთ,ჩემს სიახლოვეს რადგან მინდა ვიცოდე ყველაფერი. -ამაზე შემდეგ ვილაპარაკებთ.უთხრა გიორგის ალექსანდრემ. -მე ვსწავლობ,იმედია წინააღმდეგი არ იქნებით. -არა,წინააღმდეგი არ ვარ,სხვა წვრილმანებზე ვისაუბრებთ როცა დრო მოვა.გიორგიმ ნატას გადახედა და უთხრა. -მე ოფისში მივდივარ,შენ? -სახლში წავალ.აშკარად ეტყობოდა,რომ არ იყო კმაყოფილი გიორგის გადაწყვეტილებით და ბრაზობდა,რომ არ დაეთანხმა მის უარს.გიორგი წამოდგა და ისევ მარიტას შეხედა და უთხრა. -კარგად დაფიქრდი მარიტა შენს გადაწყვეტილებაში და მე პასუხს როცა მეტყვი უკვე კარგად დაფიქრებულზე,მაშინ ვიმოქმედებთ ყველა ერთად.დაველოდები შენს საბოლოო გადაწყვეტილებას,ნუ იჩქარებ საქმეს აჩქარება არ სჩვევია.სათვალე გაიკეთა და კაფედან გავიდა,მაგრამ უკან ნატას ძახილმა შეაჩერა. -გიორგი.უკვე მანქანასთან მისული ნატას მიუბრუნდა და თვალებით შეეკითხა,გისმენო. -დარწმუნებული ხარ ეს გოგო სახლში შევიყვანოთ? -რატომ არ უნდა შევიყვანოთ სახლში,რა შეამჩნიე რამე უკულტუროდ ისაუბრა თუ არაა შენი ოჯახის წრის ისე როგორც მე ნატა. -ეს არ მიგულისხმებია,მე ვფიქრობ ის ვერ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს. -შენს მოთხოვნებს ვერცერთი ის ქალი ვერ დააკმაყოფილებს,ვისაც შვილის გაჩენა შეუძლია და ასეთი უხეში იქნები ყველასთან,როგორადაც ესაუბრე მარიტას.მომისმინე,მე ვაკეთებდი აქამდე ყველაფერს რომ შენ ბედნიერად გეგრძნო თავი,ვფიქრობ დრო არის უკვე ხვდებოდე რა ან ვინ აკლია ჩვენს ბედნიერებას.3 წელია,სრული 3 წელი რაც ერთად ვცხოვრობთ,27 წლის ვარ და აქამდე ყოველთვის შენს გვერდით ვიყავი,დროა შენც გამიგო ნატა.არც გიცდია გებრძოლა,გემკურნალა რომ თავად მოგეტანა ჩემთვის ეს ბედნიერება და შენ ყოფილიყავი ჩემი შვილების დედა.ახლა კი უნდა წავიდე და მაპატიე ამ მწარე სიმართლისთვის.მოწყვეტით წავიდა გიორგი და ნატამ თვალი გააყოლა და თვალზე მომდგარი ცრემლი კი გადაყლაპა,შემდეგ კი თვალი გაუსწორა კაფედან გამოსულ ალექსანდრეს და მარიტას.ზიზღით შეხედა მომღიმარ მარიტას და გულში თქვა ჩუმად. -არ დავუშვებ ამ ბავშვის დაბადებას,ყველაფერს ვიღონებ,რომ არ დაიბადოს.ჯოჯოხეთად გიქცევ დღევანდელ დღის შეხვედრას.შებრუნდა,ზურგი აქცია მათ და წავიდა. -მარიტა არ მინდა სხვაგვარად გამიგო,მაგრამ როგორც მითხარი წასასვლელი არსად არ გაქვს,წამოდი ჩემთან და ჩემთან იყავი სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებ. -მართლა არ შეგაწუხებ? -არ შემაწუხებ,ხომ გითხარი მარტო ვცხოვრობ.მარიტამ ხელი ჩაკიდა ალექსანდრეს და ღიმილით გაუდგნენ გზას.ნატა ეჭივანობით სკდებოდა და ცდილობდა გიორგის გადარწმუნებას,მაგრამ გიორგის ყველგან მარიტას სახე ედგა წინ, ნელა-ნელა ეს გოგო ერთი ნახვით ძალიან შეიჭრა მასში და ჩასახლდა მის გულშ დაუკითხავად.მთელი დღეები გათიშული დადიოდა,რაც ალექსანდრემ შეამჩნია და უთხრა. -რა გემართება,რა გათიშული დადიხარ. -წარმოიდგინე,რომ ერთ დილით გაიღვიძებ და ხვდები,რომ წლების წინ ჩადენილი შეცდომა ჯერ კიდევ ისევ მტკივნეულად ტრიალებს სულში.ერთ დილით კი მიხვდები,რომ შეგიყვარდა.სიგარეტს ანთებ,ნაპასის ღრმად უშვებ ფილტვებში და თან ფიქრობ,ეს მოულოდნელად შენში შემოჭრილი სიყვარული თუ ძლიერია ის არ დაიკარგება,არ გაქრება,იმიტომ რომ მან ღრმად დაიდო უკვე ბინა შენს გულში.ვეძებე,ვეძებე და აი ვიპოვე და ის უკვე ჩემშია რადგან შევხედე თუ არა ჩემს სულში იმ დღიდან დაიბადა,ახლა მივხვდი რომ აქამდე თურმე მიტომ იყო ჩუმად იზრდებოდა ეს გრძნობა და შიგ ჩემში ღრმავდებოდა,ფესვებს იდგამდა.მარიტა,ალექსანდრე მარიტა არის ის ქალი რომელიც ასე ძლიერად შემოიჭრა ჩემში. -მაშინ იბრძოლე,იბრძოლე გიორგი რომ ყოველ ნაბიჯზე შენს სიყვარულს გრძნობდეს. -თავი მტკივა ალექსანდრე უკვე ამდენი ფიქრისგან,მგონი ვგიჟდები.ჩემს ფიქრებში ხანდახან მასთან ერთად ავდივარ ღრუბლებში ხელი-ხელ ჩაკიდებული და ბედნიერებით სავსე ორივე.როგორ ფიქრობ,შეიცვლება ჩემი ცხოვრება? -შეიცვლება,შენ ახლა გიყვარს ნამდვილი სიყვარულით.ცხოვრება ძალიან მოკლეა,რთულიც და მკაცრიც გიორგი და ნუ დაიძაბები,ვაკეთოთ ის რაც ჩვენს გულს უნდა.გამოუტყდი რომ შეგიყვარდა და გული გაგინთავისუფლდება სიმძიმისგან.იცი როგორი სახე გაქვს?წლების მიერ გადაუშლელი წიგნი რომელსაც ჩრჩილი ჭამს,მტვერი ედება და ვინც ამ წიგნს ხელში აიღებს გაუჭირდება წაკითხვა.სწორედ ასე ხარ,მაგრამ მე ხომ გიცნობ შენ გიორგი. -რაც მარიტა ვნახე მის მერე ძილი გამიკრთა,ასე მგონია ღამით მოდის ჩემთან ქურდულად მეპარება სახე დაფარული,მაგრამ სუნზე ვხვდები რომ ის არის.არ მინდა მოვუსმინო მის ჩურჩულით ნათქვამ სიტყვებს,მაგრამ შევხედავ თუ არა ვგრძნობ რომ უძლური ვარ.ვნება,ვნება იღვიძებს ჩემში და რომ მინდა შევეხო,რომ მინდა დავიჭირო გულში ჩავიკრა და მოვეფერო ხელიდან მისხლტდება და მიდის. -წარმოსახვები დაგეწყო,წარმტაც ფერებში? -დამეწყო,დამეწყო და ჩაითრია გულიც და გონებაც.ჩემში,მთელ ჩემს არსებაში არის გაბნეული.იცი როგორ ვარ?ბორკილებით შეკრულ ტყვეს ვგავარ,ვერ ვეწინააღმდეგები,რადგან იმ წუთში მახსოვს რომ ფეხები შეკრული მაქვს და ვერ გავედევნები.სასტიკი ბრძოლაა ჩემში გულსა და გონებას შორის,მათ კი ვნება ეჯახება და დგას ტანჯვა.წამებისაა მთელი ღამეები,ვერ ვიძინებ,არ მინდა ძილში რამე წამომცდეს და ნატამ გაიგონოს.ჩუმად ვებრძვი გულს და გრძნობებს,უზარმაზარი ლოდი მადევს,გაყოფილია ჩემი ნაწილები და ვერ თანხმდებიან,ეს ხომ სულის ტკივილია.გავცივდი,ლოდად ვიქეცი და აღარაფერი აღარ მინდა,მხოლოდ მარიტა მინდა,მხოლოდ ის უნდა გულს და სხვა არავინ. -ასე ღრმად შემოვიდა შენში ეს გოგო? -შემოვიდა,შემოვიდა და დარჩება კიდეც.ალექსანდრე რა იცი მასზე,ვინ არის და საიდან არის. -ბევრი არაფერი,ის ერთი უბრალო გოგოა რომელიც ჩემთვის არა მარტო უბრალო,ის არაჩვეულრებრივი ადამიანია. -სწორედ მაგ არაჩვეულებრივმა ადამიანმა არია და დარია ჩემში ყველაფერი,აღელვებული ზღვის ზვირთებივით მეხეთქება გულზე სურვილი,მისი ნახვის სურვილი. -დავაცადოთ,მოიფიქრებს და გვეტყვის პასუხს.ოჰ, აი ისიც მარიტა მირეკავს. -უპასუხე დროზე,იქნებ რა უნდა რომ გითხრას. -გისმენ მარგარიტა. -ალექსანდრე საიდან მოიტანე ეს მარგალიტა,დაგაგვიანდება? -გაბრაზდი პატარავ? -არა,საერთოდაც არა. -გზაში ვარ და მოვდივარ,გიორგიც ჩემთან ერთად არის და ორივეს გვშია მარგარიტა ძალიან,ძალიან. -მშვენიერია,წამოიყვანე და წამოდი.ალექსანდრემ გიორგის შეხედა და უთხრა. -ორივე უნდა წავიდეთ,გველოდება. -რატომ,რა ხდება.დაძაბული ხმა ჰქონდა? -არა,არა მასეთი ვერ შევამჩნიე ვერაფერი. -როგორ ფიქრობ,პასუხი უნდა გვითხრას? -ვფიქრობ,რომ სწორად გამოვიცანით და პასუხიც დადებითია. -წავედით,წავედით.გაუხარდა გიორგის და ალექსანდრეს მანქანაში მოთავსდა. -მანქანას აქ ტოვებ შე ბრუ დასხმულო? -არა უშავს,ხვალ მოვაკითხავ.სახლამდე არცერთს არ ამოუღია ხმა და სახლში შესულებს მოშივებულ კუჭზე გემრიელი სუნი დაეტაკათ და თვალები გაუფართოვდა ორივეს ულამაზესი სუფრა რომ დახვდათ გაშლილი. -მოხვედით?აბა სასწრაფოდ ხელები დაიბანეთ და მობრძანდით.გიორგიმ და ალექსანდრემ ერთმანეთს გადახედა და ორივეს ერთი კითხვა ჰქონდათ. -რა ხდება? -მარგარიტა რა ხდება,რამე დღესასწაული გვაქვს და დაგვავიწყდა თუ არ ვიცით? -არ დაგვიწყებიათ,უბრალოდ არ იცით.დღეს 20 ნოემბერია და 20 წელი შემისრულდა და არა მარტო ეს,მინდა რაღაც გითხრათ,მხოლოდ ჯერ მიირთვით. -არა,უმჯობესია გვითხრა რისი თქმაც გინდა. -გიორგი,ალექსანდრე ბევრი ვიფიქრე,ბევრი რამე გვერძე მივდე და მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება. -რომ........... -რომ თანახმა ვარ გავაჩინო შენი შვილი და ვიყო სუროგატი დედა. -დარწმუნებული ხარ? -დარწმუნებული ვარ და მინდა გაჩუქო ის სიხარული,რაც ყველა ადამიანის ოცნება და ცხოვრების მიზანია. -მარიტა კიდევ გეკითხები,დარწმუნებული ხარ და გულით გინდა გააკეთო ის,რასაც ამბობ? -კი გიორგი დარწმუნებული ვარ. -ხვალ,ზეგ,მასზეგ ამ აზრზე იქნები?ან ერთი კვირის შემდეგაც არ შეიცვლება და არც ერთი თვის შემდეგ შენი აზრი? -რომ არ მეფიქრა კარგად,არ იქნებოდით ახლა ჩემს წინ მაგ გაოცებული სახეებით ორივე.ვიცი,რომ ნატა ვერ მიტანს ამას მის გამოხედვაზე ვგრძნობ და მეშინია კიდეც რამე ზიანი არ მომაყენოს,მაგრამ ცხოვრება რისკი არის და მეც გავრისკავ და თუ თქვენი მხრიდან არაფერი არ შეცვლილა,შემოთავაზება ისევ ძალაშია მე თანახმა ვარ,როცა გინდათ ექიმთან მაშინ წავიდეთ. -ღმერთო,შენ არ იცი მე როგორ ველოდი შენგან ეს პასუხი გამეგონა და ახლა როცა მოვისმინე პასუხი,თითქოს შემეშინდა კიდეც. -რამ შეგაშინა,იმ პატარა არსებამ,რომელიც სულ მალე შენს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს? -ჩემი ცხოვრება ისედაც თავდაყირა დადგა ალექსანდრე. -დამშვიდდი,ყველაფერი კარგად იქნება. -ღმერთო რა ბედნიერი საღამოა.საჩუქრის გამო ბოდიში,ეს გვეპატიება რადგან არ ვიცოდით ეს დღე თუ შენი დღე იყო. -არა უშავს,მაგაზე არ იდარდო გიორგი საჩუქარს მოგვიანებითაც მივიღებ.თქვა მარიტამ და სამივემ გულიანად გაიცინა. -მაშ,გაუმარჯოს ახალ მიზნებს.თქვა ალექსანდრემ და ღვინო მოსვა. -ნატას დაველაპარაკები და ამ კვირაში წავალთ ექიმთან. -გაგიჭირდება მარგარიტა ნატასთან ურთიერთობა,მაგრამ ლოდ ქვეშ მოყოლილი ყვავილივით უნდა გაუძლო,რას იზამ მკაცრია დაო ცხოვრება. -რას ვიზამთ ალექსანდრე ჩვენ ყველას ჩვენი ღირსება გვაქვს,მართალია ზოგი ღირსებასთან ერთად მოთმინებას და თავდაჭერილობას კარგავს,მაგრამ შესანიშნავად აქვს ნათქვამი ერთ ცნობილ ადამიანს თომას მანის- რომ ,,იმ ადამიანის უნდა გეშინოდეთ,რომელიც არ ხმაურობს''. თქვა და თვალი ჩაუკრა ალექსანდრეს,გიორგი იჯდა და სიყვარულით სავსე თვალებით უცქერდა მარიტას. სიღარიბე არ არის ახალი ფენომენი კაცობრიობისთვის,სიღარიბე ყოველთვის არსებობდა,არსებობს და იარსებებს კიდეც.მუშაობს,დღეს და ღამეს შრომაში ასწორებს და მისი მთავარი ოცნებაა დასძლიოს სიღარიბე,მაგრამ ეს ოცნება-ოცნებად რჩება,ხელები კი დაეკოჟრა,გაუუხეშდა და დაუსკდა,არადა ის ხომ ჯერ 31 წლის არის.სახლში საყვარელი მეუღლე ყოველთვოს გაღიმებული ხვდება და პურის ერთი ნატეხიც რომ ჰქონდეთ,ისე გემრიელად მიატანს ხახვს და მარილს,თითქოს მის წინ ჩახოხბილით სავსე თეფში ედოს.ოჯახი ღარიბია,მაგრამ მათ სიყვარული აერთიანებთ.ორივეს ერთი ნატვრა აქვთ,თუნდაც ერთი შვილი გაუჩნდეთ და სიღარიბის არსებობას არც კი აღიარებენ.ავთანდილ გაბუნია და ინგა ციბაძე 10 წელია რაც დაქორწინებულები არიან,მაგრამ მათ შვილი არ გაუჩნდათ.დასავლეთის ერთ-ერთ გაშლილ სოფელში ცხოვრობს ეს სიყვარულით სავსე ოჯახი და მათი ძირითადი შემოსავალი ტყე და საქონელია.ავთანდილს უღელი ხარი ჰყავს,შეშას ეზიდება ზამთრისთვის და ჰყიდის,ასე შოულობს სარჩოს თავისივე შრომით.დიდი მწვანე ეზო და ამ ეზოშო ორ სართულიანი შუშაბანდიანი სახლი ხელის შევლებას საჭიროებს, თორემ ირგვლივ მშვენიერი გარემოა.ინგას ყვავილები უყვარდა და თვალის ჩინივით უვლიდა მის წითელ ინდურ ვარდებს თუ წითელ პიონებს.ფერად გიორგინებს,თეთრ და ყვითელ კამელიებს და ეზოს ერთ ნაწილში ამაყად მდგარ ყვითელ გულა გვირილებს.ღიმილით მისჩერებოდა ავთანდილი ყვავილებს როგორი დიდი სიყვარულით და სინაზით ესაუბრებოდა ინგა და შემდეგ ეტყოდა. -ნეტა გამაგებინა,თუ ესმით რასაც ეჩურჩულები. -აბა არ ესმით?ამათ ხომ სული აქვთ და ცოცხლობენ.არაფერი არ ჯობდა აპრილის თვეში დილით დაცვარული ვარდების შეხედვას.ქარიშხალივით ჩამოუქროლებდა დილიდანვე ჭიშკრიდან ეზოს და თვალს უხაროდა იმ ეზოში შესვლა.ბებიიდან ჰქონდა გაგონილი ,,შვილო ქალის დიასახლისობას თვალი მისი ეზოდან დააფასებსო''.21 წლის იყვნენ რომ დაქორწინდნენ და უკვე წლებს ითვლის მათი წქორწინება,მაგრამ შვილი ესაა მათი ყველაზე დიდი ნატვრა.ფულით ღარიბ ადამიანებს გული და სული აქვთ მდიდარი,ასევე მათ შორის დიდი ვნებაა.გაზაფხულის ულამაზესი თვე აპრილი,ეზო სიმწვანეშია და თეთრი გვირილებიც თავს იწონებს,ატამიც სადაცაა აფეთქდება და ეზოს ერთ მხარეს ატმისფერი ფერი დაჰკრავს,მეორე მხარეს კი ყვთელ გულა გვირილები ამშვენებს.შუადღისად ამინდი შეიცვალა და უსიამოვნო გრძნობა ჰქონდა,გზას გაჰყურებდა და გულში ლოცულობდა.მოილია გარეთ საქმეები და ვახშმის მზადებას შეუდგა ადრიანად,ნელა-ნელა ცა ჩამოშავდა და წვიმამ ჯერ წინწკლებად იწყო დენა,მაგრამ ქარიც ამოვარდა და აირია ჰაერში ყველაფერი.ერთიანად წააწვინა ამაყად მდგარი ყვითელგულა გვირილები,დაუნდობლად დაეტაკა ატამს და ჯერ ყვავილები ჩამოაცალა შემდეგ კი ტოტები დაუმტვრია შეუბრალებლად.შეეშინდა და კარებში იდგა,შვებით ამოისუნთქა,როცა ერთიანად გალუმპული ავთანდილი დალანდა ეზოში შემოსული.ჯერ ხარები დააბინავა და შემდეგ თავად შევიდა სახლში. -შუქი არ გვაქვს?იკითხა ჩაბნელებული რომ იყო სახლი. -ასეთ ამინდში შუქი?ეს ხომ ზედმეტი ფუფუნებაა. -რა ამინდი დაგვიდგა,არადა კიდევ რამდენიმე დღე და ყანის დახვნას მოვილევდი,ათ დღეში მივათესავდი და სიმინდის ამოსვლამდე ისევ შეშას გავამზადებდი.კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო,სწორედ ჩემზეა ნათქვამი.ავთანდილმა სევდიანად შეხედა ფანჯარასთან მჯდარ ინგას და ხელი მოხვია ბეჭებზე.ინგამ ახედა ქმარს,მკრთალად გაუღიმა და მკერდზე მიადო თავი. -დავიღალე,ვდილობ ძლიერი ქალის როლი გავითავისო,მაგრამ ხანდახან სადღაც მრჩება ნიღაბი და სახეს ვერ ვფარავ,მაგრამ დარწმუნებული ვარ თუ დამჭირდა დაცვა შენი ფართე მკერდი დამიცავს. -ვიდრე შემშლიდეს ის აზრი,რომ შენ ახლა ისევ უნდა იტირო,უმჯობესია გაჩერდე.უფალი დიდია და მოწყალე არ დაგვივიწყებს და ჩვენც გადმოგვხედავს.იმედი,იმედი არასდროს არ უნდა დავკარგოთ.მთელი ცხოვრება რთული გზებით ვიარე,ჩემს გარშემო სულ ქვა და ლოდია და ამიტომ არ ხარობს ჩემს მიერ დათესილი მარცვალი.გვიჭირდა,მაგრამ ყალბი გრძნობები ერთმანეთის მიმართ არასოდეს არ გვქონია,რადგან ჩვენ ჩვენი გულები გავუცვალეთ ერთმანეთს 10 წლის წინ.ბევრჯერ ჩემს კიბოდ გაჩენილიც კი გიწოდე,ბევრჯერ შემოგიყვირე კიდეც,მაგრამ ისე შემომხედავ ხოლმე ჩემს თავს თავად ვწყევლი.მაინც ჩემი ფერია ხარ,ჩემი სიყვარული.ინგას გული აუჩუყდა და ასლუკუნდა,ავთანდილმა თავზე აკოცა და სახლიდან გავიდა. -სად მიდიხარ ამ თავსხმაში რამე მაინც მოიფარე. -საწვიმარს მოვიფარებ,წავალ საქონელს დავხედავ,წრიალებდა ძროხა და შესაძლებელია დღეს პატარაც გვაჩუქოს.საწვიმარი მოიფარა და წვიმაში გავიდა.სახლს შემოუარა გარშემო,ყველაფერს დაკვირვებული თვალით დაათვალიერა და შემდეგ შევიდა საქონლის ბინაში.სულ ცოტა ხანში კი სახლში თვალებ გაფართოებული შევარდა ყვირილით. -რამ გადაგრია ადამიანო,შეიშალე?გაუკვრდა ინგას ავთანდილის ქცევა. -ინგა იქ,იქ,იქ ბავშვია. -რა არის?ფერი ეცვალა ინგას და არც დაფიქრებულა რამე მოეფარა ისე გავარდა წვიმაში.საქონლის ბინაში შესულს,იქ სადაც საქონლის საპირეა ლამაზად მოწნილი კალათი იყო და კალათში მშვიდად ეძინა პატარას,ალბად 4-5 თვის თუ იქნებოდა.გვერდით მოზრდილი ჩანთა ედო,ინგამ ხელი დაავლო ბავშვის კალათს,ავთანდილმა ჩანთას და სახლში შევიდნენ.ბავშვი ფრთხილად დააწვინა საწოლზე და ღიმილით უცქერდა,თან თვალები ცრემლებით აევსო. -რა ვქნათ,არ გავაცხადოთ? -რა თქმა უნდა,ხვალვე გავაცხდაებ.თქვა ავთანდილმა და ჩანთა გახსნა შიგ ბავშვის ტანისამოსი იყო ლამაზად ჩაწყობილი,სატყუარა სოსკა და კონვერტი.ინგამ ხელის კანკალით გახსნა კონვერტი და შიგ წერილი იყო,წერილთან ერთად კი 500 ლარამდე ფული. ,,ჩემო ძვირფასებო,ვიცი რომ შვილს ნატრობთ და აი აგიხდათ ოცნება.ვიცი რომ ამ პატარას მოუვლით და შვილივით შეიყვარებთ.თქვენს გვარზე შეგიძლიათ გადაიყვანოთ სახელი კი გთხოვთ მარიტა დაარქვით.დაბადების დღე 1996 წლის 20 ნოემბერია.დღეიდან თქვენ ხართ მარიტას მშობლები,სასახელო შვილი აღგეზარდოთ''. -ღმერთო ჩემო,ნუთუ ეს ცხადია?თქვა ავთანდილმა. -ცხადია,ცხადი და შუქი არ არის.რა ვქნათ?ბავშვს სიბნელეში ვერ გავაჩერებთ. -წავალ სანთლებს ვიყიდი და რძეს,აბა რა ვაჭამოთ რომ გაიღვიძებს? -მოდი მაღაზიაში მე წავალ,რადგან გვჭირდება კიდევ სხვა საჭირო აუცილებელი ნივთები და სპეციალურ საჭმელსაც ვიყიდი.იმედია მაღაზია ჯერ კიდევ ღია იქნება. -მე რა ვქნა რომ გაიღვიძოს?შეეშინდა ავთანდილს. -შენ კარებები დაკეტე,პატარაა და არ შეცივდეს.წყალი გააცხელე ჩაბანა დაჭირდება და რომ გაიღვიძებს ხელში აიყვანე,მეც მალე მოვალ.საწვიმარი მოიფარა,ფული აიღო რაც დაჭირდებოდა და სირბილით მივიდა მაღაზიამდე.ინგას ყველა იცნობდა და ყველას გაუხარდა მისი სიხარული,ყველაფრის ყიდვაში გოგოებმა მოეხმარა და ბედნიერი ღიმილით დაბრუნდა,სახლში შევიდა თუ არა კარებში ფეხი თეთრ კონვერტს დაადგა -ეს რა არის,რომ გავედი აქ არ იყო. -უკვე მოხვედი?გაიღვიძა ინგა ნახე რა შავი თვალები აქვს.ინგამ შეხედა ავთანდილს და გული აუფრიალდა ბავშვი ისე ეჭირა ხელში,პატარა კი უცინოდა და მის პატარა ხელებს სახეზე უთათუნებდა.ნაყიდები იქვე დააწყო,სანთლები აანთო და სანთლის შუქზე კონვერტი გახსნა,ისევ წერილი იყო და საჩქაროდ ჩაიკითხა. ,,თქვენი სიხარული მეც გადმომედო,რადგან დარწმუნებით ვიცი რომ მარიტა თქვენთან ბედნიერი იქნება.მადლობა,რომ პატარა პირველი წუთებიდანვე გულში ჩაიკარით,ახლა კი დამშვიდებული წავალ,ვიცი რომ პატარა კარგი ადამიანების ხელშია''. -ღმერთო ვინ არის,გვითვალთვალებდა? -ნუთი ასე ახლოს იყო და გვიცქერდა შორიდან თუ როგორ მივიღებდით ბავშვის?ინგამ სიყვარულით აიყვანა ხელში პატარა,თბილ წყალში ჩაბანა,გაამშრალა და საჭმელიც კი აჭამა თვალებბრიალას.ავთანდილმა ისევ გავიდა და ღიმილით დაბრუნდა. -ინგა მეორე გოგო გვყავს,მარიტა კარგი ფეხით შემოვიდა ჩვენს ოჯახში.ბედნიერი იყოს შენი ჩვენს სახლში შემოსვლა მამას პრინცესა.მეორე დილით მზემ გამოანათა,წვიმისაგან და ქარისაგან წაქცეული გვირილები წელში მოხრილიყვნენ და წამოდგომას ცდილობდნენ,ისეთი ამაყები იყვნენ რომ არ იმჩნევდნენ წაქცევას და ცოცხლად,მხნედ ეჭირათ თავი. -ბავშვი რომ დაიძინებს,ძირს დაყრილ ვარდებს მიხედე საცოდავად რომ მოხრილან წელში.რომელიც დამტვრეულია მოაჭერი და მშვენიერება შეუნარჩუნე,არ შეიძლება ტკივილში იხრჩობოდეს,ყველა ყვავილი მგრძნობიარეა მაგრამ უფრო ვარდი. ის ისეთი სათუთია როგორც ადამიანის გული,რამდენადაც დიდია მისი სილამაზე,იმდენად მტკივნეულია უდროოდ შემხმარი და ჩამოტეხილი ყლორტები. -დილა ადრიან შეამჩნიე ჩემი ყვავილები რა დღეში არიან? -ჩემი სახლის ორ ყვავილს თუ უნდა გავუფრთხილდე,რა დამიშავა ეზოს ყვავილებმა,ისინი ხომ ჩემს მიდამოს ამშვენებენ.ძინავს მარიტას? -ძინავს კი და მალე გაიღვიძებს,ჭამის დრო აქვს უკვე. -როგორ გავიდა დრო ჩემო ტკბილო,გახსოვს პირველად რომ გითხარი მიყვარხართქო? -მე კი რა გიპასუხე გახსოვს? -მახსოვს,არ დამვიწყებია.მე იმ ქალების რიცხვს მივეკუთნები რომლებსაც მხოლოდ ერთხელ უყვარდებათო.მერე დაქორწინება გთხოვე,შეგრცხვა თვალს ვერ მისწორებდი,მე კი მაინც მოვედი შენთან ოჯახში. -ქორწინება ეს დიდი ტვირთია,მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერებაა,როცა საყვარელი ადამიანის გვერდით ხარ დღეც და ღამეც. -მართალი ხარ,მაგრამ მე ვერ შევძელი შენი გაბედნიერება. -ბედნიერი ვარ,შენთან ერთად ძალიან ბედნიერი ვარ.მადლობა ყველაფრისთვის. -ბა,ბა,ბა,ბა,ბაააა.მოესმათ მარიტას ბუტბუტი და ორივემ საწოლისკენ გაიხედა. -გაიღვიძა შავთვალამ.ხელში აიყვანა ავთანდილმა და ინგას შეხედა.-ფუ ყარს,ყარს და თბილი წყალი გვაქვს?ინგას გაეცინა და სიცილით უთხრა. -თბილი წყლის გარეშე უკვე აქ არ შეიძლება ყოფნა.ორივემ ერთად მოუარა ბავშვს და ავთანდილმა სოფლის გამგებელთან წავიდა.ყველაფერი მოუყვა რა და როგორ იყო,ბევრი საბუთების მოგროვების შემდეგ მარიტა შვილად დაიწერეს და გახდა მარიტა გაბუნია. -ჩემი გოგო,ჩემი პრინცესა მხოლოდ შენს სიყვარულში მოვკვდები,მზად ვარ შენს გამო ჩემი სიცოცხლეც კი გავწირო.შენს სახეზე მხოლოდ ღიმილს და სიხარულს უნდა ვხედავდე,გპირდები მეყოფა ჩემი ნებისყოფა ეს გავაკეთო ჩემო ანგელოზო.ტკივილამდე,სულის ტკივილამდე დაგიცავ.შენ ხომ ჩემი ღვითის საჩუქარი ხარ,რომელმაც ჩემში წარმოუდგენელი სიხარული და ბედნიერება შემომიტანა. -ღრუბლებით სავსე ცხოვრება,ერთ წვიმიან დღეს შეიცვალა და ჩვენს სახლშიც შემოანათა მზემ.ჩვენი მზე,ჩვენი მარიტა.თქვა ინგამ და ბავშვი აართვა ხელიდან ავთანდილს.გაიზარდა მარიტა,15 წლის ასაკში მშობლებმა მას სიმართლე უთხრეს.ეწყინა,მაგრამ რას იზამდა ხელი მოხვია ორივეს და წრფელი ღიმილით გაუღიმა. -მართლა მეწყინა,მაგრამ ვიცი რომ სანერვიულო არც არაფერია.გავიცნობდი მხოლოდ იმ მიზნით,რომ გამეგო ეს რატომ გააკეთა,მაგრამ რომ ჩავუღრმავდე ამ თემას ვინ იცის რა პირობებში მომიწევდა ცხოვრება.იქნებ კარგიც კი გააკეთა,რომ აქ მომიყვანა.კარგად ვიცი,რომ ნამდვილ დედებს რომლებსაც თავიანთი შვილები უყვართ ვერანაირ გარემოება და ვერანაირი სიდუხჭირე ვერ დაათმობინებს შვილს,მაგრამ თურმე არსებობენ განსხვავებული დედებიც. -შენ თუ გინდა და სურვილი გაქვს,მოვძებნოთ და გავიგოთ ვინ არის შენი ბიოლოგიური მშობლები. -რატომ?მოგბეზრდათ ჩემი აქ ყოფნა? -რას ამბობ შვილო.შეიცხადა ავთანდილმა -მაშ რატომ მოვძებნო,ვერ ვგრძნობ თავს კარგად თქვენთან ერთად?არავისაც არ ვეძებ.გაუასმაგდათ მარიტას მიმართ სიყვარული და ყველაფერს აკეთბდნენ,რომ თავი ბედნიერად ეგრძნო.სკოლა წარმატებით დაასრულა და გადაწყვიტა სწავლა გაეგრძელებინა,მაგრამ ვერ ამხელდა მის ოცნებებს.ერთ დღეს შემთხვევით მისი ჩანაწერები ნახა ინგამ ჯერ არ უნდოდა წაკითხვა,მაგრამ ცნობისმოყვარეობამ სძლია და წაიკითხა.ცრემლი მოერია,საღამოს ტყიდან დაბრუნებულ ქმარს საიდუმლოდ გაანდო შვილის ოცნებები დანდანაღვლიანდა,ინგას კი უთხრა. -მომავალი წლისთვის უნდა გავუშვათ სასწავლებლად,რომ მისი ოცნებები აისრულოს.ჩემს გოგოს ექიმობა უნდა,იქნება კდეც,ის საუკეთესო ექიმი იქნება.ზამთარი დადგა,იმ წელს დიდი ზამთარი მოვიდა და ერთ საღამოს მხიარული სახით ახარა ინგას და მარიტას. -სამსახური შემომთავაზეს,ზამთარია,ტყეში ვეღარ ვივლი და ერთი თვით უნდა წავიდე, კარგ ხელფასს მპირდებიან და ამ ზამთარს იქ ვიმუშავებ.წავიდა და ერთი თვის ნაცვლად ორი თვე დააგვიანდა და ორი თვის შემდეგ დაბრუნდა.ოხ,როგორ მონატრებოდა ეს სითბო და გემრიელი ოჯახური ვახშამი. -მარიტა იანვარი დასრულდა შვილო,ოთხი თვე გაქვს წინ მოსამზადებლად გამოცდებისთვის,იმეცადინე და წელს გამოცდაზე გახვალ. -მამა მე............... -არ მინდა არაფლის გაგონება,შენ მთელი ჩვენი სამყარო ხარ ჩემო გოგო,ამიტომ გააკეთე ის რასაც გეუბნები და აისრულე შენი ოცნება.მინდა ექიმი გამოხვიდე,გთხოვ გააკეთე ეს ჩვენს გამო. -მამიკო ძალიან მიყვარხართ,ეს თქვენ ხართ მთელი ჩემი სამყარო,დიდი სამყარო სადაც თქვენ მიჰქმნით ნათელ ფერებს.კარგად გადაგიხადეს? -კი შვილო,არ ვარ უკმაყოფილო. -ხელები რატომ გაქვს დასუსტებული,თან ფერიც არ მომწონს,მამა კარგად ხარ? -გადავიღალე ცოტა და დავწვები,დავისვენებ.მარიტამ დედას მოეხმარა,სახლი მიალაგა და დასაწოლად რო გავიდა ინგას შეშფოთებული ხმა გაიგონა. -ავთო ეს რა არის?სად იტკინე,რატომ გაქვს ამხელა ჭროლობა. -ჩუუუუ,ბავშვი გაიგონებს. -რა ხდება,რა არ უნდა გავიგონო მამა.ცრემლიანი თვალებით შეხედა მარიტამ მის წინ მდგარ გაფითრებულ ავთანდილს და თვალებში შეხედა. -დაწყნარდი,არაფერია ყველაფერი კარგადაა,მე კარგად ვარ მთავარ ხომ ეს არის. -რა გჭირს მამა. -არ მინდოდა გაგეგო,არ მინდოდა გცოდნოდა. -რა,რა არ უნდა გამეგო და რა არ უნდა მცოდნოდა.რატომ გაქვს ეს ჭრილობა,საიდან გაქვს ეს ფული მამა.გთხოვ სიმართლე მითხარი,მინდა ვიცოდე.ინგამ შეხედა და თვალებით თხოვდა სიმართლის თქმას. -დაწყნარდით რა პანიკაში ჩავარდით,ცუდი არაფერი არ ჩამიდენია. -ხოდა სადაცაა გავსკდები მოლოდინით თუ არ იტყვი რა მოხდა და სად იყავი ეს ორი თვე. -ხო კარგი,კარგი.ერთი ახალგაზრდა ბიჭის ღვიძლი გადავუნერგე და სიცოცხლე შევუნარჩუნე,ასე შენი სწავლის ფულიც გადავდე შვილო.მარიტამ პირზე მიიფარა ხელი და ცრემლები ვერ შეაკავა. -მამა,მა ეს ჩემს გამო გააკეთე?რომ რამე მოგსვლოდა? -ანალიზებმა რომ მიმიღო მის დონორად,საშიშიც არაფერი არ იყო. -ჩემი საამაყო დედიკო და მამიკო,როგორ ვამაყობ მე თქვენით.მარიტამ მეცადინეობა დაიწყო და მისი მონდომება ყველასათვის ნათელი გახდა,როცა გამოცდები წარმატებით ჩააბარა და ყველასათვის ცნობილი გახდა,რომ მარიტა ექიმი გახდებოდა.სწავლაც დაიწყო და ბედნიერი,ამაყი და მხიარული დაემშვიდობა მშობლებს,შეპირდა რომ ხშირად ინახულებდა მათ. -მარიტა ეს ფული შენია შვილო და შენ უნდა მოიხმარო.ფული მაგიდაზე დაუდო ავთანდილმა. -მამა ბინის ქირა გადახდილი მაქვს სექტემბერი და ოქტომბერი,მე ყველა არ დამჭირდება,ეს თქვენ გქონდეთ შენ ჯერ კიდევ სუსტად ხარ და გამოგადგებათ იქნებ რა დაგჭირდეთ.მე შევეცდები სამსახური ვიშოვო და თავისუფალი საათები ვიმუშავო,არ მინდა მთლად თქვენ დაგაწვეთ მხრებზე. -ვამაყობ შენით ჩემო ჭკვიანო.უთხრა ინგამ და შვილი გულში ჩაიკრა.მარიტამ სწავლა დაიწყო,გაიცნო თანაკურსელები და ერთ-ერთი ბელა ისიც სოფლიდან იყო ერთად იყვნენ ბინაში,არ მოსწონდა მისი ქცევები რადგან დილამდე გასული იყო. -სად დადიხარ დილამდე არ მოგბეზრდა ყოველ დღე გარეთ ყოფნა? -სამსახურს ვეძებ,თავი ხომ უნდა გავიტანო როგორმე. -მერე შუაღამეს სად უნდა იპოვო სამსახური. -ვეძებ ბარებში იქნებ მიმტანად მაინც ვიშოვო რამე,მარიტა როდისმე გყვარებია? -არა,ჯერ არავინ.იყო მარიტას გულწრფელი პასუხი. -და რომ შეგიყვარდეს?სიყვარულს ხომ ვერ დაგეგმავ, ის ყველასგან მოულოდნელად მოდის მოულოდნელ მომენტებში. -არ ვიცი არასოდეს არ დავფიქრებულვარ,მაგრამ მინდა რაღაც განსხვავებული იყოს ეს გრძნობა ჩემთვის.მინდა უთქმელად ვიგრძნოთ ერთმანეთი და უნდა მაბედნიერებდეს მისი არსებობა ჩემს ცხოვრებაში.მინდა ძალიან,ძალიან სუფთა ვიყოთ ერთმანეთის წინაშე.მისი ქცევებით უნდა მიყვარდეს ზედმეტი სიტყვების გარეშე,არ მიყვარს ეჭვიანობა და არ მინდა ამის საბამი მომცეს,თუმცა არც ვიეჭვიანებ,რადგან მეცოდინება რომ ის ჩემსავით ვერავის ვერ შეხედავს,ვერავის შეიყვარებს.მთელი ჩემი არსებით ვეცდები,რომ ის ჩემი იყოს,მხოლოდ ჩემი. -ვააააუ,კლას.შენ ხარ ადამიანი,რომელიც საყვარელ ადამიანს ყველა შეცდომას აპატიებს. -როცა ხვდები რომ ის შენს წინაშე შეცდა,არ უნდა გაიქცე.ბელა როცა გიყვარს სიყვარულს არ უნდა გაექცე,მოსმენა უნდა შეგეძლოს და თუ მოუსმენ და მის შეცდომას ღრმად ჩახედავ,იქ შესაძლებელია ის დადებითიც ნახო თუ რამ აიძულა იმ შეცდომის გაკეთება.თუ თავისუფლად არ იქნები მასთან ერთად როცა ხარ,ვერაფერს ვერ შეძლებ.ასე კი ის ძლიერი გრძნობა გაქრება და ხელში შეგრჩება სიტყვა ,,ვითომ''.ვითომ სიყვარულს კი დამიჯერე,ნამდვილად უსიყვარულოდ ყოფნა სჯობს.მეორე შანსს კი ყოველთვის ყველა იმსახურებს.ახლა კი დავიძინოთ. -უუუფ რა კარგია ხვალ შაბათია და დილით არ ავდგები ადრე. -მე კი 12-ისთვის ბიბლიოთეკაში მივდივარ და შემდეგ გამოფენაზე. -რა გამოფენაა? -ვიღაც ახალგაზრდა მხატვრის გამოფენაა,ამბობენ უნიჭიერესი არისო და მინდა ვნახო. -ქართველია? -ჯორჯ გურენი-ასეთი სახელით არის და ვფიქრობ რომ ეს ფსევდომინია მხატვრის. -ან უცხოელია,ან მინიშნებაა სახელის და გვარის.გინდა მე გაგიყვანო? -სად,ბიბლიოთეკაში?და რითინ მოტოციკლეტით?თვალები გაუფართოვდა მარიტას. -ხო,რაიყო არ მითხრა რომ გეშინია. -არა,არავითარ შემთხვევაში,მე ჩემით წავალ. -მე კარგი მძღოლი ვარ მარიტა. -კი როგორ არა,სწორედ შენნაირი კარგი მძღოლებითაა სავსე საავადმყოფო. -გაგიხმეს ენა შენ,როგორ გვყვარებია შენ თავი?გულიანად გაეცინა ბელას. -მაშ არ მიყვარს?განა მეორედ მოვალ ამ ქვეყნად? -ხოდა ვეღარ ნახავ იმ უცხოელის ნახატებს,რა ჰქვიაო? -ჯორჯ გურენი.რა საინტერესო სახელი და გვარია,ნეტა რას ნიშნავს? -არა მარტო მხატვარი,მომღერალიც ყოფილა და მსახიობიც. -ვააუუუ,დაითრიე მარიტა ჰა? -დავითრიო რა ღორის ბარკალია?გაეცინა მარიტას და საბანში ჩაძვრა და გადაეშვა სიზმრების ქვეყანაში იქ სადაც ანგელოზები მუდამ ფხიზლად არიან და ძილშიც კი გვმფარველობენ.მარიტა ყოველ დღე სტუმრობდა ლიტერატურულ ბიბლიოთეკას,იქ მეცადინეობდა და შემდეგ განტვირთვისთვის კითხულობდა,დღეს შაბათი იყო და სასიამოვნო იყო დაძაბული კვირის შემდეგ აქ გაეტარებინა დღე,რადგან აქ გრძნობდა სიმშვიდეს როცა ამ უჩვეულოდ საოცარ გარემოში მოხვდებოდა.აქ ხომ უამრავი ისტორიის და თავგადასავლების სუნი ერთმანეთში ირეოდა,აქ სულ სხვა იყო მარიტა ლაღი,მშვიდი და მხიარულიც.იქ სადაც ავიწყდება ყველაფერი და გრძნობს მხოლოდ ნეტარებას და სიამოვნებას.იქ იმ სამყაროში ისაა,როგორც შორი გზიდან ფეხით მომავალი მგზავრი,რომელიც წუთიერად ჩამოსვენებს და მხრებიდან დიდი ტვირთის მოხსნის შემდეგ გრძნობს დიდ შვებას.დრო კი ისე გადის,ვერც კი ამჩნევს მის წინ სკამს როგორ წევს უცნობი მამაკაცი ჯდება და მარიტას დაჯინებით უცქერს.თითქოს სუნი იგრძნო რაღაც უცნაური და განსხვავებული,თავი ასწია და მათი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა და გაოცებულმა შეეკითხა. -ვინმე ნაცნობს მიმამსგავსეთ,თუ რატომ მიყურებთ ასე დაჯინებით? -არ გიცნობ,პირველად გხედავ,მაგრამ შევამჩნიე ის ორი გიცქერს ძალიან ცუდად,ამიტომ ისე გავაკეთებ ახლა ვითომ დიდი ხნის ნაცნობები ვართ. -ვერ გავიგე?უკაცრავად,თქვენ კარგად ხართ? -მე ძალიან კარგად ვარ,მაგრამ ის ორი ვერ არიან აშკარად კარგად.არ მიიხედო უკან,მიხვდებიან რომ არ ვიცნობთ ერთმანეთს. -რატომ ვერ არიან კარგად? -იმიტომ,რომ ყველა მამაკაცის სუსტი წერილი ქალის მკერდია.სწორედ ის ორი გააღიზიანა თქვენი პერანგიდან მაცდურად მომღიმარმა თქვენმა სიმდიდრეებმა.მარიტას თვალები გაუფართოვდა უცნობი მამაკაცის სიტყვებზე,მკერდზე დაიხედა და ფერი ეცვალა საჩქაროდ შეიკრა დაუდევრად გახსნილი პერანგის ღილები საიდანაც მართლაც და თავმომწონედ რომ უცქერდნენ უცნობ მამაკაცს მიდი თეთრი ფითქინა სიმდიდრეები. -ფრთხილად იყავი პატარავ.უცნობი წამოდგა მარიტას გაუღიმა და ისე გავიდა ბიბლიოთეკდან სახელებიც კი არ გაუცვლიათ ერთმანეთისთვის.ცოტა ხანში თავადაც წამოდგა და ღიმილით დატოვა საყვარელი ადგილი გარეთ გამოსულს ის ორი მართლაც გამოყვა უკან და მარიტას შეეშინდა,ფეხს აუჩქარა რომ მანქანამ გაუჩერა და ღიმილით გადმოვიდა უცნობი მანქანის კარი გაუღო და უბრძანა დამჯდარიყო.გაოცება,გაკვირვება ყველაფერი იკითხებოდა მარიტას სახეზე. -ნუ ხარ გაკვირვებული,ხომ გითხარი ის ორი არ მომწონს ისე გიცქერსთქო. -და გადაწყვიტე გარეთ დამლოდებოდი? -აქ რომ არ დაგხვედროდი,ნურც წარმოიდგენ იმ ორს რაც ჰქონდათ ჩაფიქრებული. -ღმერთო რა ტუტუცი ხალხი არსებობს,მადლობა. -არაფლის,მითხარი სად მიგიყვანო. -იცით?მე გამოფენაზე მივდივარ,მარჯანიშვილზე.უცნობს ჩაეცინა,მაგრამ სერიოზულად უთხრა. -მეც იქით მივდივარ.ვისი გამოფენაა,ვინ არის მხატვარი? -არ ვიცი ვინ არის,ვერ გავიგე უცხოელია თუ ქართველი,მაგრამ ამბობენ ნიჭიერი არისო და მინდა ვნახო. -რა ჰქვია?დამაინტერესე, მეც ვნახავ აუცილებლად. -ვერ გავიგე ფსევდომინია მისი თუ სახელი და გვარი,ჯორჯ გურენი. -ვინ იცის,იქნებ იქ შენთვისაც ნახო რაიმე მნიშვნელოვანი. -ჩემთვის? მაინც რა? -არ ვიცი,დააკვირდი კარგად ფოტოებს.ამ საუბარში დანიშნულ ადგილზედაც მივიდნენ და მარიტა მართლაც გაოცებული იდგა დარბაზის შუა გულში,რადგან დიდ თეთრ კედელს მისივე ფოტო ამშვენებდა.უამრავი ხალხი უცქრდა ფოტოს,შემდეგ მარიტას და შედარებას ახდენდნენ ფოტოსა და მარიტას შორის.ვერ გაიგო ვინ იყო მხატვარი,ვერ მივიდა იქამდე,მაგრამ ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი სახით დაბრუნდა სახლში.სახლში მისულს სიცარიელე შემოეფეთა და არც გაჰკვირებია,ბელა ხომ ყოველთვის გამთენიის ხანს ბრუნდება სახლში.მთელი დღის გასულს იგრძნო როგორ ძალიან მოშივებოდა,იბანავა და საღამოს ვახშამი გაამზადა მიირთვა და ბელასაც შეუნახა მისი წილი.ბელა არც მეორე დღეს გამოჩნდა,არც მესამე და არც იმ კვირაში.შეეშინდა ის არც სასწავლებელში არ დადიოდა და არც იცოდა თუ სად უნდა მოეძებნა.არ უნდოდა ცუდი ეფიქრა და ყოველი დილა იმედის შუქით იღვიძებდა,მაგრამ ისევ რომ არ ჩანდა საღამოს განადგურებული იჯდა და კარს უცქერდა.მოულოდნელად წამოდგა,თავის საწოლთან მივიდა და აღმოაჩინა რომ მისი ფული და ნივთები ადგილზე აღარ იყო.შეეშინდა,ძალიან შეეშინდა და ააკანკალა,ეს ხომ ძალიან მტკივნეულია როცა გიღალატებენ,მოგატყუებენ და ზურგში დანას ჩაგცემენ.მარიტასთან ვერანაირად თავს ვერ გაიმართლებდა,მან ხომ გასწირა და უსახსროდ დატოვა,ასევე ფიზიკურადაც გაანადგურა მარიტა და სულიერადაც,ფრთები შეაჭრა და უფრთოდ დატოვა.გაოგნებული იჯდა და ერთ წერტილს უცქერდა. -არა,არ უნდა დაეცე მარიტა.შენ ისევ ისეთივე ბუნებრივი უნდა დარჩე,როგორიც აღგზარდეს.შენ ახლა ჰაერიით გჭირდება სიმშვიდე,არ უნდა აიმღვრე და არ გჭირდება ეძებო ნაპირი გადარჩენისთვის მშფოთვარე ზღვიდან.არა,არა და არა არ უნდა ჩაგყლაპოს სამაგიეროს გადახდის ბოროტების ორომტრიალმა,ყველაფერი კარგად იქნება,ყველაფერი კარგად იქნება.ამშვიდებდა თავის თავს და ბოლთას სცემდა სახლში კედლიდან კედლამდე.უეცრად გაუცნობიერებლად პიჯაკს დაავლო ხელი და გარეთ გავიდა,ფეხით დაუყვა ქუჩას და ერთ-ერთ პარკში მყუდრო ადგილი ნახა,იქ დაჯდა და ცრემლებს მისცა გასაქანი.არავინი არ იყო ირგვლივ და ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს ერთადერთი არსებაა ამ ქვეყნად. -ასეთ დროს აქ რატომ ხრ პატარავ,შენ რა ტირი?რა გჭირს,რა დაგემართა.მარიტამ მამაკაცის ნაცნობი ხმა გაიგონა და თავი ასწია,მის წინ ნაცნობი სახე დაინახა რომელიც გაოცებული უცქერდა და თავადაც გაოცებულმა შეხედა. -გყავს გვერდით ერთგული ადამიანები? -მყავს,და ეს ძალიან მახარებს ასევე მდიდარი ვარ მე მათი არსებობით. -ფრთხილად იყავი,მეც მეგონა რომ მყავდა,მაგრამ თურმე არ მყოლია.სანდო მეგობარი ყველას ცხოვრებაში ერთადერთი ვალუტაა,რომელიც არასოდეს არ უნდა გაუფასურდეს,ჩემში კი დღეს დაკარგა ამ ვალუტამ ფასი. -ოხ,ძალიან გატკინეს? -ძალიან არა,საშინლად.გადამიარა და გული დამინაკუწა,სული ამიტირა და მთელი სხეული მატკინა.ცხოვრებაში ხომ მუდმივი არაფერია.დავიღალე,მხოლოდ ის მინდა ვიღაც ვიგრძნო ჩემს გვერდით,ვინც მართლა დამიჭერს და ვისაც დავეყრდნობი. -მე,შემიძლია მე შეგივსო სიცარიელე და სიმარტოვე? -არ ვიცი ვინ ხარ,მაგრამ დღეს მნახე პირველად ცრემლიანი თვალებით და ეს აღარ განმეორდება.არავინი არ მინდა,აღარავის ვენდობი მე მარტომ მინდა ვიარო ჩემს ჯოჯოხეთში. -რამდენი წლის ხარ,მეტყვი? -სულ მალე 20-ის გავხდები,მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ასაკს,როცა ჯოჯოხეთის გზა უკვე გავლილია. -არ გიხდება ტირილი,შენ ლამაზი თვალები გაქვს პატარავ. -არც თვალებს აქვს მნიშვნელობა,როცა გონებით ხარ ბრმა. -როგორც გავიგე შენი საუბრიდან მართლა ძალიან გატკინეს,თუ გინდა მე მზად ვარ მოგისმინო. -არა,არ ვაპირებ ჩემი ტკივილის გამომზეურებას,იქნებ და შენ უარესი ხარ რას ჩამომიჯექი აქ,დამტოვე მარტო ჩემს ტკივილთან.შეუბღვირა მარიტამ და უცნობმა გაოცებულმა შეხედა. -ისეთი გრძნობა მაქვს,ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს. -იოცნებე,რისთვის უნდა შეგხვდე. -ოცნება არ მინდა როცა ახლოს მყავხარ და შემიძლია შეგეხო.მამაკაცმა უეცრად თმით დაიჭირა და უთხრა. -ჯორჯ გურენი კარგად დაიმახსოვრე,მოვა დრო და მისი გახდები,თავი მისკენ შემოაბრუნებინა,არ მიაქცია ყურადღება მარიტას გაოცებისგან გაფართოვებულ შავ თვალებს ყურადღება და ტუჩები თავისივე ენით დაისველა,შემდეგ კი ნაზად შეეხო მარიტას ბაგეებს.გააბრუა მამაკაცის სურნელმა და ასევე დაუჯერებლად ტკბილი გემო ჰქონდა მის ბაგეებს,თვალი რომ გაახილა,მხოლოდ მისივე გულის ხმა ესმოდა და სრულიად მარტო იყო.საშინლად შეშურდა საკუთარი თავის,ვერც ლაპარაკობდა,უბრალოდ იჯდა გაუნძრევლად და უსმენდა როგორ ცემდა საკუთარი გული.აღარაფერზე აღარ ფიქრობდა დედამიწის ზურგზე,გარდა იმისა ვინ იყო ეს მამაკაცი,ვინ მოჰპარა პირველი კოცნა და საერთოდ ვინ იყო ჯორჯ გურენი. დაღამდა,მაგრამ გარეთ თეთრი და ნათელი ღამეა,ზის და ფიქრობს მის გარშემო რატომ არის მხოლოდ წუხილი?ფანჯარაში იხედება და მთვარე მკრთალი ღიმილით ესალმება ღამის სიმწუხრეში ჩაძირულ შავთვალა გოგონას.ცა ვარსკვლავებით მოჭედილი,მათ შორის დიდი სავსე მთვარე და მისთვის მოლოდინით სავსე დილა.ყველა ძველი ნაკვალევი წაიშალა,მაგრამ ახალი ნაბიჯები ჯერ არსაით ჩანს.სიჩუმე,ირგვვლივ სრული წყვდიადი,რაღაც ხმები ესმის და შიშისაგან აკანკალებული მიიყუჟა ერთ კუთხეში.როგორც იქნა გათენდა და მზემ დაიწყო მისი მცხუნვარე სხივების გამოსხივება,იმედი მოეცა და მთელი ღამის უძილარს თვალები დაეხუჭა,მაგრამ ცოტა ხანში იგრძნო ვიღაცამ ხელით შეაღვიძა. -შემეშვით,მძინავს დამაცადეთ სიცოცხლე მე ხომ არაფერს ვითხოვ ჩემი არსებობისთვის,მხოლოდ ძილი დამაცადეთ.ცოტა ხანში ყავის მძაფრი სუნი იგრძნო და თვალებიც დაჭყიტა.მის საწოლთან გაღიმებული ალექსანდრე იდგა მის ხელში კი ცხელი ყავის ფინჯანს ორთქლი ასდიოდა. -ვინ გაბედა და არ გაცდის სიცოცხლეს. -რააა?გაკვირვებულმა იკთხა,თვალი კი ფინჯანს უცქერდა. -იცი რას ვიზამ აწი?ჩავიწერ რასაც იტყვი ძილში,რომ დილით მოგასმენინო. -მე?მე ძილში ვლაპარაკობ?ალბად მოგეჩვენა. -არა ხო მართალი ხარ,მე ვლაპარაკობდი და შენ დაგაბრალე.თქვა და გულიანად გადაიხარხარა. -ნუ დამცინი.შეუტია მარიტამ და წარბები შეყარა. -მარგარიტა ხანდახან შენში ჩემს თავს ვხედავ და რატომ გვავართ ასე ძალიან ერთმანეთს? -ეგ არ ვიცი,მაგრამ მეც ბევრჯერ დავიჭირე ჩემებური მანერები.აი მაგალითად,რომ გძინავს ბალიშს თავზე იდებ,ან კიდევ ჩაფიქრებული რომ ხარ და უეცრად ხელს ყელზე იდებ,მეც ასე ვიცი. -ეგ მეც შევნიშნე,მაგრამ ბალიშს რომ თავზე ვიდებ როდის დაინახე. -გუშინ მდივანზე რომ დაგეძინა,გამოვედი პლედის დავაფარებთქო და ბალიში თავზე გედო ზემოდან. -ეგ ყველაფერი დამთხვევაა მარგარიტა.ადე დღეს დაგავიწყდა?ექიმთან მიდიხართ. -ექიმი?ხო ექიმი,რომელი საათია? -ადე და გეტყვი. -ხო ავდგები,ისა ის წუპაკა სწერვაც მოდის? -ვინ?წუპაკა?ალექსანდრემ ცრემლებამდე იცინა და შემდეგ უთხრა.ძალიან არ მომწონს არც მე,მაგრამ რა უნდა ვქნათ,ის ხომ ჩემი მეგობრის ცოლია.მარიტამ დაიჭყანა და ალექსანდრეს შეხედა. -გავუძლებ მის გამოხტომებს,მაგრამ ვერ შეგპირდები,რომ სულ მოვუთმენ. -შენც ნუ დაუთმობ,უთხარი რაც გინდა მე მაგრა ვხალისობ მის ამჟავებულ სახეს რომ ვხედავ,იცი რა აწერია ზედ? ,,როგორ გაბედე და შემეპასუხე''. -უიიი,ვერ მივართვი ჩემი თავი ლანგრით რომ შემჭამოს. -მარიტა გიორგი ძალიან შეიცვალა. -როგორ შეიცვალა,რას გულისხმობ მის შეცვლაში.შეეკითხა ალექსანდრეს და საწოლზე წამოჯდა. -ვერ ხვდები?შენს მიმართ გრძნობები გაუჩნდა. -რა სისულელეა ცოლი ჰყავს.ისა,შენ ეს ყავა შენთვის მოიტანე თუ დამითმობ მე? -უი,აჰა მიირთვი.ნახე არ გჯერა და გაგახსენებ ჩემს სიტყვებს. -ისე რამ გადაუბრუნა ტვინი ამ სწერვა ქალზე რომ დაქორწინდა. -ეს გრძელი ამბავია,ალბად თავად მოგიყვება როდისმე.ადე ახლა აწი გიორგიც მოვა. -გიორგი?აქ მოვა?და რა უნდა აქ? -ნუ დაიბენი ძირს დაბნეული ბრინჯის მარცვალივით.ადე ძირს დაგელოდები,გიორგი უნდა გაგყვეს ექიმთან,ის უნდა იყოს ბავშვის მამა განა მე?მარიტას შერცხვა და შემდეგ ღიმილით უთხრა ალექსანდრეს. -მეგონა მე არ მეხებოდა.აუუუ,ალექს რა ჩავიცვა მომეხმარე რა ამარჩევინე. -მიდი შენ თავს მიხედე და მე აგირჩევ რა ჩაიცვა.მარიტა წამოდგა,სააბაზანოში შევიდა ალექსანდრემ კი მარიტას შავი მუხლებამდე კაბა დაუდო საწოლზე და თეთრი თხელი პერანგი.ისე სათუთად არჩევდა ტანისამოსს თითქოს ეფაქიზებოდა შეხება მათი.საწოლზე დააწყო ყველაფერი და უნებურად გაეღიმა.ვერ ხვდებოდა რატომ ჰქონდა ასეთი განსხვავებული გრძნობა მარიტას მიმართ სააბაზანოდან გამოსულ მაროტას ალექსანდრე ისევ იქ დახვდა და ცოტა არ იყოს,შეცბა. -არ აღელდე,მე როგორც დას ისე გიყურებ მარიტა.ესენი ჩაიცვი დღეს მინდა ლამაზი იყო. -რატომ რა ხდება? -ექიმის შემდეგ სადღაც წაგიყვანს გიორგი. -გიორგი?შენ არ მოდიხარ? -უჰ,მე რა მინდა გოგო გინეკოლოგთან. -ნეტავ კი შეიძლებოდეს. -მარიტა არავინ არ გაძალებს არაფერს. -არა,მაგაზე არ ვამბობ,ის სწერვა არ მინდა იქ იყოს.წამოდი რა? -დავფიქრდები.უთხრა და თვალი ჩაუკრა. -წაყვანით სად უნდა წამიყვანოთ? -ჩვენს სამეგობროს უნდა შენი გაცნობა. -როგორ,რას ეტყვით მათ ალექსანდრე? -ისინი ჩვენი სულის ნაწილები არიან,ჩვენ ერთი ოჯახი ვართ მარიტა და ასე რომ,მათმა იციან შენი გადაწყვეტილების შესახებ და ყველა ქედს იხრის შენს წინაშე. -მრცხვენია. -ჩვენ შენს გვერდით ვართ.კარებზე ზარი იყო. -გიორგი მოვიდა ალბად,წავალ გავაღებ.ერთი საათი მოუნდა მარიტა გამოწყობას და ისიც შეუერთდა მათ.ნატამ ალმაცერად აათვალიერა საოცრად ლამაზად მყოფი მარიტა და უნებურად გიორგის შეხედა,რომელიც მარიტას თვალს არ აშორებდა და მოეჩვენა,რომ თვალებით ეფერებოდა.ნატას უნდოდა მარიტასთვის ხასიათი მოეშხამა და ირონიულად უთხრა. -ექიმთან მიდიხარ თუ პაემანზე. -რააა?გაუკვირდა მარიტას ნატას შეკითხვა. -არ იყო ასე სექსუალურად გამოწყობა საჭირო,თუ რამე სხვა ფიქრები არ გამოძრავებს. -ნატა ძალიან სცდები,იმის მაგივრად რომ მადლობას ამბობდე მხოლოდ შხამს ისვრი.ნუ ნერვიულობ,არ გაქვს სანერვიულო. -ხოოოო?სხვას ვხედავ შენს თვალებში და სიტყვებით კი სხვას ამბობ. -ნატა საკმარისია.დაუყვირა გიორგიმ და ნატამ კუშტად შეხედა. -რაა საკმარისი,ის რომ ჩემი ქმარი უყვარს?იქნებ მე თავად დავუთმო ჩემი ადგილი და მშვიდად გავდგე გვერძე. -ძალიან ვწუხვარ,რომ ასე ადრიანად დაგაბრმავა ეჭვიანობამ,ჯერ წინ ხომ დიდი დროა.დამშვიდდი ნერვებს მოუფრთხილდი,ასეთი აწეწილ-დაწეწილი ნერვებით შვილს ვერ გაზრდი.დაიმახსოვრე,მე არსოდეს მიფიქრია თქვენი ქორწინების ჩაშლა,ეს აზრადაც არ მომსვლია. -ადამიანები ზოგჯერ ძალიან სუსტები ვართ,მაგრამ მე გიორგის ცოლი ვარ მარიტა და კარგად ვიცნობ ჩემს ქმარს.თქვა ნატამ და გიორგის შეხედა. -ნატა მე არაფერი არ დამიძალებია თქვენთვის,მე თქვენს განცხადებას გამოვეხმაურე და მინდა დაგეხმაროთ და მოგცეთ ის,რაც თავად ვერ მიეცი შენ შენს ქმარს.მე თქვენგან წავალ,მხოლოდ მაშინ როცა თითქმის ჩემი სხეულის ნაწილს დავტოვებ შენს მკლავებში.შენ კი ნერვები მოთოკე და ეცადე,რომ შენი უადგილო ეჭვიანობით თავად არ დაუსვა წერტილი თქვენს ქორწინებას.ალექსანდრე იდგა და კმაყოფილებით სავსე შესცქეროდა მის წინ წელში გამართულ და ამაყად მდგარ მარიტას რომელიც ერთი თავით მაღალი იყო ნატაზე და მასზე ძალიან მეტად ძლიერიც.ალექსანდრეს არც ის გამორჩენია მხედველობიდან როგორი გაოცებული თვალებით უცქერდა გიორგი მარიტას და კმაყოფილებით ივსებოდა მისი თოთოეული სიტყვის წარმოთქმაზე,უცქირა უხმოდ და გულში დარწმუნებით თქვა. -ახლა კი დარწმუნებული ვარ,რომ მართლა გაები,გაებიიი.ვხედავ შენ ცდილობ,მაგრამ შენი ქორწინება ნელა-ნელა იმსხვრევა.ნატა სახლიდან გავიდა თავდახრილი,მარიტამ ღრმად ამოისუნთქა და უკან გაჰყვა. -დარწმუნებული ვარ,ეს პატარა გაიზრდება იმ ქალთან ვინც ამ ყვეყანას მოავლენს მას,მარიტა გააჩენს ამ ბავშვს და ის მარიტასთან გაიზრდება გიორგი. -მეც ვხედავ,რომ თანდათან რთულდება ეს თემა და ერთ დღეს ამომივა ყელში მისი ისტერიკები და წერტილს დავუსვამ ამ ყველაფერს. -წავედით,დრო აღარ გვაქვს.მოესმათ ნატას ხმა და ორივე გავიდა სახლიდან. -წავედით,წავედით და ნატა უმიზეზოდ ნუ დაიწყებ ჩხუბს,არსებობს წესები და უნდა დავიცვათ ეს წესები,რომ ორივე მხარე მშვიდად იყოს.მშვიდად მივიდნენ საავადმყოფოში,ყოველგვარი ირონიის გარეშე ნატას მხრიდან,გიორგიმ და მარიტამ ერთდროულად ამოიღვნეშა და საავადმყოფოს თეთრ კედლებში გაუჩინარდნენ,უეცრად მარიტა შებრუნდა და ალექსანდრეს ჩაშჭიდა ხელი და თითქოს მისი სიახლოვით გულდამშვიდებული აედევნა გიორგის.ალექსანდრე?გიორგი?უკვე მოხვედით?წყალს შევისხამ სახეზე წუხელ მორიგე ვიყავი,ახლაც საოპერაციოდან გამოვედი,შედით ჩემს კაბინეტში და მეც ახლავეს მოვალ. -უნდა წახვიდე მელანო,უძილო როგორ იმუშავებ. -არა უშავს,განა პირველი შემთხვევაა?ხანდახან მავიწყდება,რომ მეც მაქვს სახლი და მყავს მშობლები,მეგობრები მაგრამ რას ვიზამ ეს პროფესია ძალიან რთული პროფესიაა და ამიტომაც არის საინტერესო.მალე შეუერთდა მელანო მათ,თეთრი ხალათი გამოიცვალა და მათ წინ დაჯდა. -გავიგე აქედან მიდიხარ თურმე,მართალია? -არ ვიცი ალექს.სიმართლე გითხრა,ჯერ კიდევ ვფიქრობ. -მაინც სად აპირებ წასვლას. -შორს არა,თურქეთში. -თურქეთში?ესე იგი არ დაიკარგები წლობით და ხშირად გნახავთ.უთხრა ღიმილით გიორგიმ. -კი ჩამოვალ ხოლმე,სტამბოლში მიმიწვიეს ერთ-ერთ ქართველ ქირურგთან ერთად,რადგან ჩვენ ორმა საფუძველი ჩავუყარეთ ტურიზმში ერთ-ერთ მთიან რეგიონში მედიცინას,ასევე ნაცნობების დიდი წრე შეიკრიბა ჩვენს გარშემო ვისაც ძალიან დააინტერესდა ჩვენი პროექტი და ვნახოთ რა იქნება. -ძნელია სხვა ქვეყანაში ცხოვრება,ვფიქრობ გაგიჭირდება. -ვიცი,ძნელია ამიტომ რაც არ მომეწონება გავივლი უხმოდ და წავალ,რადგან ვიცი უფლება არ მაქვს სხვის მიწაზე მე ხმამაღლა ვინმეს რამე შეუსწორო. -ეჰ,ნეტავ აქაც ასე იყოს ყველა უცხოელი,ისე დადიან თითქოს ისინია მასპინძლები და ჩვენ ჩამოსულები.ამ შავმა მუტანტებმა უნდა გვასწავლოს ცხოვრება რომლებიც აფრიკის მიუვალი ქვეყნებიდან არიან ჩამოსულები,იქ სადაც არანაირი კულტურა არ არის,იქ სადაც მიწურებში ცხოვრობენ და აქ ჩვენს ღირსებაზე საუბრობენ. -ეს არაა მათი ბრალი ალექსანდრე,ეს იმ ტელევიზიების ბრალია ვინც მიიწვია ისინი იქ და ხმის ამაღლების უფლება მისცეს. -აქ რისთვოს მოხვედით დაგავიწყდათ?თუ სავალდებულოა ჩვენც ვუსმინოთ ექიმის მომავალი ცხოვრების გეგმებს. -არ დაგვიწყებია,აქ რისთვის ვართ მოსული, მაგრამ მელანო ჩვენთვოს არ არის უცხო და კარგია თუ დაწყნარდები,თუ ვერ თოკავ ნერვებს საერთოდ წადი აქედან.ისეთი გაბრაზებული ხმით უთხრა გიორგიმ ნატა მოიკუნტა და თითის ტოლა გახდა. -ნატა ნერვები გაქვს დასკდომაზე და თუ არ დამშვიდდი ასე ძალიან გაგიჭირდება იცხოვრო იმ სახლში,სადაც ფეხმძიმე ქალმა უნდა იცხოვროს და მითუმეტეს მაშინ,როცა ის შენი ქმრის შვილს ატარებს მმისი სხეულით.მკაცრად უთხრა მელანომ ნატას და მარიტას მიუბრუნდა.ისაუბრეს და რამოდენიმე დღეში ისევ დაიბარა მხოლოდ გიორგი და მარიტა.საავადმყოფოდან გამოსულები კი ნატა ცალკე წავიდა,ალექსანდრემ კი გიორგის აართვა მანქანის გასაღები და თავად დაჯდა მძღოლის ადგილზე. -სად მივდივართ,რა ჩაიფიქრე.უთხრა ალექსანდრეს და მის აციმციმებულ თვალებს რომ შეხედა თავადაც ჩაეცინა. -მივდივართ იქ,სადაც ერთი იდუმალი არსება მღერის,ჯორჯ გურენის იცნობ მარიტა? -ჯორჯ გურენის?არა,მოიცადე გეორგე გურენი და ჯორჯ გურენი ერთი და იგივე პიროვნებაა? -კიიიი,შენ საიდან იცი გეორგე გურენი? -როგორ არ ვიცი,აქ არ ზის შენს გვერდით? ალექსანდრემ უეცრად,მოწყვეტით გააჩერა მანქანა და გიორგის შეხედა. -შენ უთხარი? -მე ვუთხარი,მაგრამ გეორგე გურენი ვუთხარი და ჯორჯი თავად მიხვდა. -აააააა,ჩამეშალა სიურპრიზი ეს ხომ სიურპრიზი აღარაა. -არა უშავს,ისე მოვიქცევი ვითომ არ ვიცი,ისე ძლიან მომეწონა ნახატები ჯორჯ. -მარტო ნახატები ნახე?გამოცოცხლდა ალექსანდრე. -სხვა რა უნდა მენახა,კიდევ მალავთ რამეს? -ოოოო,მაშ ჩემი სიურპრიზს გაგრძელება აქვს.აი მოვედით.ერთ-ერთ დიდ შემონასთან გააჩერა ალექსანდრემ მანქანა და გადავიდნენ თუ არა გიორგი სადღაც გაქრა,ალექსანდრემ ხელი ჩაჭიდა მარიტას და ხალხის ბრბოში გაიყვანა. -მოიცა გიორგი? -მას გიორგით არავინ იცნობს მარიტა. -აბა ჯორჯ? უიმე? მე ამ სახელს ვერ მივეჩვევი. -მიეჩვევი. -მოიცა აქ კონცერტია?სიმღერებს უნდა ვუსმინოთ? -უნდა ვუსმინოთ,დღეს შენთვის დიდი სიურპრიზია. -არ მითხრა, რომ გიორგიმ უნდა იმღეროს. -მოუსმინე და თავად მიხვდები. -სცენაზე გამოდიიიის,სცენაზე გამოდიიიის ჯორჯ გურენიიიი,მივესალმოთ მას.მარიტა გაოგნებული იჯდა და ხალხის შეძახილები,ხალხის სიხარულით გამოწვეული ყიჟინა არ წყდებოდა,თავად კი არ სჯეროდა რომ ეს ყველაფერი რეალობად ხდებოდა და ხმაური ჩააცხრო ნელმა და სასიამოვნო მუსიკამ.გაისმა გიორგის ხმა რომელიც მარიტას გულს მალამოდ მოეცხო. -ღმერთო.წამოსდა მის ბაგეებს. -მოგეწონა? -საოცრებაა,ალექსანდრე ეს ხომ საოცრებაა,ეს ადამიანი უფლის მიერ არის ამ ნიჭით დაჯილოდოვებული.მხატვარი,მსახიობი,მომღერალი და ამ ყველაფერთან ერთად უნიკალური ადამიანი,მაგრამ რატომ ჯორჯ გურენი? -მარიტა ის ძალიან ბევრს მოგზაურობს,უამრავ ქვეყანაში არის ნამყოფი და ამასთან ერთად აქვს თავისი ბიზნესიც.ხშირი მოგზაურობის გამო დაითქვა გეორგე ანუ ჯორჯ გურენი. -დავიჯერო ეს ნატამ არ იცის? -არა,არ იცის გიორგის ვინც იცნობს მისი ხელოვნების და შემოქმედების გარშემო,მას იცნობენ როგორც ჯორჯ გურენი და კიდევ,ის ნანუკას შოუშიც ამ სახელით იყო მიწვეული,ძალიან იშვიათია გიორგი აქ ვინმემ დაუძახოს. -გასაგებია,მაგრამ მე ის გიორგით გავიცანი და ჩემთვის გიორგია. -მიეჩვევი შენც ისე როგორც სხვები. -მე მასთან დიდი,დიდი ერთი წელი მომიწიოს ცხოვრებამ და მერე დავემშვიდობები,ასე რომ არ ვაპირებ მაგ სახელის დამახსოვრებას და გულში დამარხვას. -მაგასაც გაგახსენებ.თვალი ჩაუკრა ალექასანდრემ მარიტას და ისევ სცენისკენ გაიხედა.გიორგი იდგა სცენაზე და სიმღერას-სიმღერა სცვლიდა,მღეროდა დაუღალავად და მთელი გრძნობით.ორი საათი გაგრძელდა კონცერტი და როგორ გავიდა ეს დრო ვერც კი გაიგო,თითქოს გულიც კი დაწყდა,რადგან უნდოდა დაუსრულებლად ესმინა მისთვის.აღფრთოვანებული,გაოცებული და გაკვირვებული დაბრუნდა სახლში,ინტერნეტი უკვე აჭრელებული იყო ამ კონცერტის ვიდეოებით და თითქმის მთელი ღამე მას უსმენდა,უნდოდა ეს ხმა,ეს სიტყვები შიგ გულში დაემალა,დაემახსოვრა და სულ მასთან ყოფილიყო.რამოდენიმე დღემ გაიარა არ ენახა გიორგი და თითქოს დანაკლისს გრძნობდა,თითქოს რაღაც აკლდა,მაგრამ ერთ საღამოს ესტუმრა და მშვიდად ისაუბრეს რომ მეორე დილით მხოლოდ ორნი წავიდოდნენ ექიმთან.მელანომ დაკვირვებით გადახედა მარიტას და გიორგის ანალიზებს,მარიტას რაღაც წამლები დაუნიშნა და უთხრა.ერთი თვე მიიღებ ამ წამლებს,ერთი თვის შემდეგ მოხვალ და ვნახოთ რა მდგომარეობა იქნება ამას შემდეგი ანალიზი გვეტყვის,შესაძლებელია განაყოფიერებაც მოხდეს.მათი წასვლისას მელანომ რაღაც დაწერა ფურცელზე და გიორგის მისცა. -ჯორჯ შენ კი ეს წამალი გაითვალისწინე.ჯორჯმა დაიჭყანა,რადგან არ უყვარდა მაინდამაინც წამლების მიღება და ფურცელი გაშალა,წაიკითხა თუ არა ხველა აუტყდა და მარიტამ იქვე დადებული ჭიქით წყალი მიაწოდა,დალია წყალი და შეშინებულმა შეხედა. -რა დაგემართა,კარგად ხარ? -მე კარგად ვარ,მაგრამ ჩვენი ექიმი ვერ არის კარგად.შეუბღირა მელანოს რომელიც ცრემლებამდე მისულიყო სიცილისგან. -მოიცადე,შენ რომ დასტაცე მაგ ჭიქას ხელი და მომაწოდე,იქნებ შიგ რამე იყო,მკლავდი? -მე,მე როგორ გკლავდი,ექიმმა მომაწოდა ის ჭიქით წყალი,მაშინ უნდა ვიგულისხმო,რომ მე ექიმი მკლავდა? -გიორგიიიიი,ჯორჯ იფიქრე რაც გითხარი. -მელანო გაგიჯდი?კიდევ შეუბღვირა მელანოს მაგრამ გული რაღაც სასიამოვნოდ აძგერდა,მარიტას კი შიშით შეხედა ჩემი ფიქრები ხომ არ წაიკითხაო.მელანომ თვალი ჩაუკრა გიორგის და მარიტას ჩუმად კი ენაც კი გამოუყო,მაგრამ გიორგის დაბღვერილი გამოხედვა და შეყრილი წარბები მაინც ვერ გახსნა,კარებში გასვლისას კი მუჭი დაუქნია მელანოს და ღიმილით ჩატეხა მარჯვენა ტუჩის კუთხე.წინ წასულ მარიტას შეხედა და კიდევ ერთხელ გადაიკითხა ფურცელზე დაწერილი. -ჯორჯ მე შენს ადგილზე,ბუნებრივ განაყოფიერებაზე ვიფიქრებდი,რად გინდა ეს სინჯარის ბავშვი როცა შესაძლებელია ეს გააკეთო,მარიტა შენია ნუ გაუშვებ ხელიდან.ნუ იბღვირები,გაკოცეეე,მეც მიყვარხარ. -გიჟია ეს გოგო,როდის უნდა დაჭკვიანდეს.ჩაიცინა და მანქანაში ჩაჯდა,მარიტას შეხედა და უთხრა. -მარიტა მე ვფიქრობ დროა დავილაპარაკოთ. -მეც მაგ აზრზე ვარ ჯორჯ. -წამოდი სადმე დავჯდეთ.მშვიდ გარემოში და ვისაუბროთ.თითქმის ქალაქიდან გავიდნენ და მისთვის ნაცნობ პატარა და მყუდრო რესტორანში შევიდნენ სადაც მსუბუქად ისადილეს,გიორგი შიგა და შიგ მარიტას მშვიდ სახეს აკვირდებოდა. მარიტა.............. -გიორგი.............ერთად წამოიწყო ორივემ საუბარი და შემდეგ ორივეს გაეცინა. -დაიწყე,შენ თქვი რაც გინდოდა გეთქვა. -არ დავიწყებ იმის მოყოლას და ახსნას რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი. -ყველაფერი ვიცი და ვფიქრობ,არ უნდა ინერვიულო არაფერზე. -არ მინდა იფიქრო,იმის გამო ვაკეთებ ამ ყველაფერს მე შენგან ფული მინდა.მე მხოლოდ იმ მინდა,რომ ჩემს მშობლებს არ დავაწვე მხრებზე,ვისწავლო და ეს ყველაფერი მშვიდ გარემოში გავაკეთო,მაგრამ მაპატიე,მე თქვენთან ერთად ერთ სახლში არ მექნება მშვიდი გარემო.მიუხედავად იმისა,რომ ეს თავიდანვე თქვი ჩემთან ერთად უნდა იყო და მე უნდა ვაკონტროლებდე ყველაფერსო,მე და ნატა ერთ სახლში ვერ ვიქნებით მშვიდად,კარგად ხვდები რატომ ვამბობ. -ვიცი მარიტა და არაა ახსნა საჭირო,ნატა ძალიან შეიცვალა და სიმართლე გითხრა ჩემი სახლში არ ყოფნის დროს,რადგან მე ხშორად მიწევს გასვლა ქვეყნიდან,მეშინია რამე სისულელე არ ჩაიდინოს,ამიტომ მე ალექსანდრეს ველაპარაკე და ის თანახმაა მასთან იყო მთელი ეს დრო,ან თუ წინააღმდეგი არ იქნები მე მზად ვარ ბინაც ვიქირავო,ვიყიდო და ცალკე იცხოვრო,მაგრამ იქ სულ მარტო იქნები და ამიტომ შენ გადაწყვიტე როგორ გინდა და მეც ისე მოვიქცევი. -თუ ალექსანდრე თანახმაა მე მასთან მირჩევნია ვიყო და იქ როცა გინდა მოხვალ,გაუფრთხილებლადაც კი. -ეს შენი გადასაწყვეტია,სადაც შენ იგრძნობ მშვიდად და კარგად კომფორტულად თავს იქ იყავი,მე საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს. -კარგია,რომ ჩემი გესმის,თუმცა მე ნატასიც კარგად მესმის. -მარიტა მინდა მნიშვნელოვან თემას შევეხო, ის რაც მე და შენ გვეხება. -გისმენ.დაიძაბა მარიტა და სმენად გადაიქცა. -მე ექიმს ვესაუბრე რაღაც საკიხებზე და მითხრა,რომ ქალების კატეგორია საქართველოში ვინც ხდება სუროგატი დედა და უშენს სხვას შვილს,ეს 15,000-20,000ლარის ფარგლებშია გადასახდელი,ეს მხოლოდ დედას.მე გადავწყვიტე ანგარიში გავხსნა შენს სახელზე და ეს თანხა იქ დავდო,რომ ხელშეუხებელი იყოს გარკვეული დროის მანძილზე და ამას როცა დრო მოვა შენ შენსას მიიღებ. -გიორგი მე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე თანხა არ მინდა,გითხარი ვსწავლობ და მხოლოდ იმაში დამეხმარე,რომ სწავლის თანხა გადავიხადო,რადგან ვერ მოვხვდი მთლიან დაფინანსებაში,არ მინდა სწავლაზე ხელი შემეშალოს თანხის გამო,მამამ ჩემს გამო თავი გაიმეტა და მტკივა მას რომ ვატკინო,მხოლოდ ამაზე ვფიქრობ მთელი ღამეები და კიდევ სხვა რამეებია რაც სერიოზულად მაფიქრებს. -მითხარი ყველაფერი,რაც კი გაქვს გულში,თქვი რა გაწუხებს,რა არ გაძლევს მშვიდად ძილის საშუალებას,მინდა მეგობრები ვიყოთ მარიტა და ერთმანმეთს გახსნილად ვესაუბროთ. -რომ არ გაამართლოს და შედეგი ვერ მივიღოთ? -ამას ჩვენ ვერ გავიგებთ,როცა ემბრიონს შენს სხეულში ჩათესავენ ამის შედეგი ორ თვეში გვეცოდინება. -ბავშვი რომ ავადმყოფი დაიბადოს?მიატოვებ?არ მიაქცევ ყურადღებას?იქნებ ნატამ უარი თქვას მის სახლში წაყვანაზე,გიორგი მერე პატარას რა ეშველება? -მარიტა ეს რა აზრები გაწუხებს,ვიცი მცირე დროა რაც ერთმანეთს ვიცნობთ,მაგრამ ნუთუ დავიჯერო ამ დროში ვერ შემიცანი? -შენ ამ პატარა დროშიც კი შეგიცანი,მაგრამ არ დაგავიწყდეს ნატას არსებობა,ის ვერ შევიცანი. -მესმის შენი,ჩემზე უფრო ვერავინ ვერ გაგიგებს მაგრამ გპირდები ყველაფერი კარგად იქნება,დაიჯერე ჩემი სიტყვა ჯორჯ გეორგე სიტყვას არასოდეს ტეხს,მთავარია შენ არ ინერვიულო.ამშვიდებდა მარიტას მაგრამ თავადაც კარგად ნერვიულობდა,რადგან სერიოზულად დააფიქრა მარიტას სიტყვებმა.მაინც არ კარგავ და იმედს და დარწმუნებით შეეძლო ეთქვა,რომ ყველაფერი ცუდი უკან დარჩებოდა და წინ მხოლოდ სასიხარულო დღეები ელოდათ. ეჭვიანობა ეს ძალიან დიდი და რთული დაავადება,როგორც მამაკაცებში,ასევე ქალებშიდაც.ბევრი ქალი ვერ აცნობიერებს მის მიერ გადადგმული ნაბიჯის სიმძიმეს და ამ ნაბიჯის შედეგებზე გვიან ნანობს,მაგრამ სანამ სინანულამდე მივა სიცოცხლეს უმწარებს სხვას და ამას თითქოს გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად აკეთებებენ.ოჯახის შექმნის პროცესში მარტო რწმენა და სიყვარული არ არის საკმარისი, ასევე აუცილებელია თავმდაბლობა და მიტევების უნარი,ნატას მძიმე ხასიათის გამო გიორგი არ იმჩნევდა მის გამოხტომებს,მაგრამ მის ჩუმად ის სიცოცხლეს უმწარებდა მარიტას როგორც კი თვალს დაარიდებდა.იმ დილასაც გიორგის წასვლის შემდეგ მარიტას მიაკითხა. -როგორ მოხდა რომ მარტო ხარ? -რა გინდა ნატა,რისთვის მოხვედი. -მოვედი,გაგაფრთხილო რომ... -რომ რა................ -რომ ჩემი ქმრიდან თავი შორს დაიჭირე. -შენ საერთოდ კარგად ხარ?ხომ არ ჯობია რომ ექიმს გაესინჯო? -შენ მე ვერ მიბრძანებ როდის სად წავიდე,გაფრთხილებ და გეტყვი კიდევ,რომ არ დავუშვებ ეს ბავშვი დაიბადოს. -იცი რას გეტყვი?ყველა ჩვენთაგანს სიცოცხლეს უფალი გვჩუქნის და ესეც მასზეა დამოკიდებული თუ მას უნდა შენ ვერაფერს ვერ გახდები,პატარა მაინც დაიბადება.და თუ ასე გააგრძელე,შენ თავად დაანგრევ შენს ოჯახს რომელსაც უკვე ქვემოდან წყალი აქვს შემდგარი. -და შენც ამას არ ელოდები? -არა,არ ველოდები და ნამდვილად არ მინდა არავის ქორწინების დანგრევა.მე შენს ადგილზე იმ ქალს მოვეფერებოდი,ვინც შვილს გამიჩენდა და ოჯახსაც შემინარჩუნებდა,მაგრამ შენ სად გაქვს ტვინი ამდენი რომ იფიქრო. -ნუ მიწვევ მარიტა შენ მე არ მიცნობ,ჩემი ქმრის გვერდით რომ გნახო არც დავფიქრდები შედეგებზე ისე გაგანადგურებ. -ნატა როცა უყვართ არ ღალატობენ არანაირ შემთხვევაში,ნუ დაეცემი კიდევ უფრო ძირს შენი ქცევებით,ნუ დაიზიანებ ასე ძალიან სულს.არ გაქვს ეჭვიანობის მიზეზი,თავად ეძებ ტკივილს და გინდა რომ გეტკინოს ალბად რომ შენი შხამი უფრო გადმოანთხიო.წადი,წადი და დაფიქრდი შენ უკვე კარგავ საყვარელ მამაკაცს მაგრამ აქ ნუ ეძებ,აქ არ არის.ბედნიერებას ვინც ვერ ინარჩუნებს მისი ბედნიერი წლები თუ დღები წამში ჰაერში გაიბნევა და მხოლოდ წარსულის ფურცლებზე დარჩება დაწერილი.თუ შენ შენი ქმრისთვის ძვირფასი ხარ,არამც და არამც ის არავის გამო არ დაგტოვებს,შენ კი შეაძულებ თავს შენი ეჭვიანობით და ისე იზამ სახლიდანაც გააქცევ.დაიმახსოვრე ცუდ ამინდს ყოველთვის მოყვება კარგი ამინდი,მაგრამ ნაცუდკაცარი ვერასოდეს ვერ იკაიკაცებს.ნატას კარები მიუხურა და იქვე ჩაიკეცა,რადგან ნატას წასვლის შემდეგ იგრძნო თუ როგორ ცახცახებდა.გაჭირვებით მივიდა მდივანთან და ტელეფონი აიღო სადაც შეტყობინება დაწერა და გაგზავნა. -ჯორჯ მოდი,მჭირდები.არ გასულა რამოდენიმე წუთი და სახლში ფერდაკარგული ჯორჯი შემოვიდა,შეხედა მარიტას და მიხვდა ვინ იყო ამ ყველაფრის მიზეზი. -არ გეკითხები რა გჭირსთქო,რადგან ვხვდები რომ აქ ნატა არის ნამყოფი. -აღარ მოხვიდე,გთხოვ არ მინდა კამათი და არ მინდა ჩხუბი.ვიცი,რომ რაც მე გამოვჩნდი მის შემდეგ გაქვთ დაძაბული სიტუაცია. -მართალია,მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. -ჯორჯ ქორწინება,ეს ხომ უდიდესი სიყვარულის განცდაა. -ეს მხოლდ მაშინ,როცა სიყვარულით ჰქმნი ოჯახს და დარწმუნებული ხარ,რომ ვერავინი ვერ შეგიცვლის გრძნობებს საყვარელი ადამიანის მიმართ.როცა გიყვარს,მარიტა მისი გმირი ხარ,მთლიანად მას ეკუთნი და აღარ გეფიქრება სხვაზე.საზღვარს ვერ ხედავ და ყოველთვის მზად ხარ იყო მის ახლოს,მის გვერდით. -შენც ხომ ეს გააკეთე,როცა დათანხმდი ნატას სურვილს და შვილი გყოლოდათ სუროგატი დედის სახით. -სხვა რომ ყოფილიყო შენს ადგილზე გგონია დავთანხმდებოდი?მე არ მიკითხია შენთვის ვინ ხარ,საიდან ხარ,ვინ არის შენს უკან.მარიტა მე შენ მიყვარხარ და მინდა ვიცოდე,გაქვს შენ სურვილი იყო ჩემს გვერდით? -სურვილი დიდია ჯორჯ მაგრამ შესრულებაა ძნელი.ქორწინება,ოჯახი ხომ გაიგივებულია ,,ერთხელ დაბადებასთან და ერთხელ სიკვდილთან''. -ოჯახი,ჰარმონიული ცხოვრება,ბავშვების ჟივილ-ხივილი,ერთმანეთის ერთგულება და ნდობა,აი ესაა ოჯახი მარიტა და არა ის როცა ქმარმა არ იცის ცოლი სად არის და ცოლმა არ იცის ქმარი სად არის.მარიტა წამოდგა,უნდოდა გაცლოდა და სამზარეულოში შევიდა მაცივარი გამოაღო და ნუტელა გამოიღო,თვალებგაბრწყინებულმა შეხედა ჯორჯს და თითით დაიწყო შოკოლადის ჭამა,რამდენიმე წუთი უცქირა ჯორჯმა მის დასვრილ თითებს,ტუჩებს და ვეღარ მოითმინა ორივე ხელები დაუჭირა და შოკოლადით მოსვრილი ტუჩებზე ენა გადაუსვა,მარიტას გააკანკალა და თვალები დახუჭა მაგრად. -გინდა გამაგიჟო? -არც კი მიფიქრია ................ -გინდა ჭკუიდან გადამიყვანო?ვერ ამოგიგდე მარიტა თავიდან,ყველგან ჩემს წინ დგეხარ,ყველგან შენ ხარ.დღეც და ღამეც შენზე ვფიქრობ და იცი ეს ბოლო დღეები რას ვფიქრობ? -რაა,რააას ფიქრობ. -ძალიან მოგიხდება ორსულობა. -ჯორჯ,ჯორჯ ძალიან გთხოვ შენი ჰორმონების ზეიმი შენს ცოლთან დააცხრე,ჩემთან არა. -მხოლოდ შენ აღვიძებ ჩემში ველურ ვნებას და სულ სხვა სამყაროში ვარ შენთან ერთად როცა ვარ.ჯორჯი ცდილობდა მარიტას სახე წაეკითხა,თუ რას ფიქრობდა ის,არადა უკვე სიგიჟემდე მიყავდა იმის ფიქრს რომ დამტკბარიყო იმ ქალის სხეულით,სადაც მისი შვილი მშვიდ გარემოში გაიზრდებოდა.მარიტა?რას გრძნობდა მარიტა გიორგის შეხებისას?ენით გადმოუცემელ სიამოვნებას და არა მარტო სიამოვნებას,გრძნობდა მთლიანად ადამიანს,მის გულწრფელობას და მთელ სხეულში ჟრუანტელი უვლიდა.ძალიან უნდოდა თავადაც ეკოცნა,მაგრამ ვერ რისკავდა.უხერხული დუმილი დადგა,მხოლოდ წუთიერად და ისევ გრძნობს რბილ მასას მის ტუჩებზე და ვეღარ გაუძლო,ვეღარ მოთოკა თავი რადგან მასშიდაც გაიღვიძა გრძნობებმა,ვნებამ და თავადაც შემოხვია ხელები ჯორჯს და კოცნაში აყვა.სხვა სამყაროში გადასულს ბუნდოვნად ესმოდა ყურში ჩურჩულით ნათქვამი ლამაზი სიტყვები.ისევ ჯორჯმა მოთოკა ვნებები და გაბადრული სახე დაუკოცნა მარიტას რომელმაც გაახილა თუ არა თვალები ჯორჯის შავ თვალებში ჩაიძირა. -მარიტა რა არის სიყვარული? ეს არის გრძნობა რომელიც ყველა და ყვალაფერზე ძლიერია.გრძნობა რომელიც გვაძლიერებს,გრძნობა რომელიც ძალას გვაძლევს გავაგრძელოთ ცხოვრება.ეს გრძნობა ხომ ღმერთმა გამოგვიგზავნა,ამ გრძნობით დაგვაჯილდოვა.მარიტა როცა გიყვარს ყველაზე ძლიერი ხარ.იცი რა იმალება ამ 9 ასოიან სიტყვაში? თითქოს არაფერი, არადა უამრავი რამ. მის უკან დგას ტკივილიც, ცრემლიც და სიხარულიც. -გეთანხმები ტკვილი და ცრემლი კი მოაქვს,მე ჯერ სხვა ვრაფერი ვერ ვნახე ამ ორის გარდა. -გაჩუმდი,გაჩუმდი ბოლომდე მათქმევინე ჩემი სათქმელი.ფილტვები მტკივა უშენობით, როცა ვერ გხედავ მიჭირს სუნთქვა.შენს თვალებს რომ ვერ ვხედავ ის დღე წარუმატებელია ჩემთვის,შენი თვალები ხომ სითბოთი და სიყვარულით არის სავსე,გულით კი მზე დაგაქვს. -ნუ აბუქებ,უბრალოდ მეც შავი თვალები მაქვს და შენც. -შავი თვალები,რომლებიც დაუოკებელი ვნებით არის სავსე როცა მე მხედავს.ისინი ისეთი ცეცხლოვანია არც კი იციან შებრალება,ვერ ხვდები?ისინი თავად მიწვევენ.მინდა გავექცე,მაგრამ თითქოს მოჯადოებული ვარ. -ხო მიმიხვდი,მე მოგაჯადოვე.გაეცინა მარიტას. -პირველად რომ გნახე და ჩუმად დაგხატე ბიბლიოთეკაში მაშინ მომაჯადოვე,მერე სკვერში პირველი კოცნა რომ მოგპარე,მაშინ უფრო გააძლიერე ჯადო და დღეს თავს ვეღარ ვიკავებ ყველა ქალში შენს სახეს ვხედავ,ყველგან შენ ხარ. -ჯორჯ........... -დაიმახსოვრე მე ჯორჯ გურენი ვარ შენთვის, მაგრამ ახლა თქვი რაც გინდა.მარიტამ თვალებში შეხედა და მომთხოვნად უთხრა. -მაკოცე. -რა ვქნა?თვალებგაფართოვებულმა შეხედა მარიტას,თითქოს არ დაუჯერა მის ყურებს რაც გაიგონა,ეგონა მოესმა. -გაჩუმდი და მაკოცე,მაკოცე თუნდაც კიდევ ერთხელ და საბოლოოდ.ჩვენ ორივემ შევსვით უკვე შხამი და მოდი ეს შხამით სავსე თასი ერთად დავცალოთ. -მარიტა დამარცხდი,ვნებამ გაჯობა.თქვა ჯორჯმა ბედნიერი ღიმილით და მარიტას ათრთოლებულ ბაგეებს ვნებით დააკვდა.პირველი სიყვარული,ეს ყველაზე ძლიერი გრძნობაა,გრძნობა რომელმაც შეგვცვალა.პირველ სიყვარულში მრავალი რამაა განსაკუთრებული.მარიტამ იცოდა რომ ეს სიყვარული მარადიული და სამუდამო არ იქნებოდა მისთვის. ძალიან ტკივა როცა ანალიზებს რომ მალულად უწევს კოცნაც და გრძნობების დამალვაც. -იცოდე ვეჭვიანობ ყველაზე და ყველაფერზე.ვეჭვიანობ შენს ღიმილზე,ვფიქრობ სხვას ხომ არ უღიმის ასე საყვარლადთქო.ვეჭვიანობ მარიტა იმიტომ რომ ერთადერთი ქალი ხარ ვინც ასე ღრმად შემოვიდა ჩემში. -მიმიხვდი,მინდა ყველას გავუღიმო,რომ შენ გაგაგიჟო. -არც კი გაბედო,არ გირჩევ იცოდე ჩემს გამოწვევას. -მინდა,მინდა გაგაგიჟო და მინდა ძალიან ბევრი მოგონება წავიღო წასვლისას ჩვენი ურთიერთობის ნეტარი წუთების. -არ წაიღებ,შენ არსად არ წახვალ.ჩვენ ერთად გავიართ ყველა ნეტარ წუთს,კიდევ ბევრი წლები. -არა,არა ეს შეუძლებელია.არ მოგცემ ნებას ასე ღრმად შემოიჭრა ჩემში,არ მინდა მეტკინოს,რადგან მიყვარხარ. -რააა?რა თქვი?მარიტა რა თქვი,გაიმეორე. -დაივიწყე,არაფერი არ მითქვამს. -არა,არ დავივიწყებ,ნუ ხარ შებოჭილი მიეცი გრძნობებს გზა,მომენდე უშიშრად. -ჯორჯ მეშინია,მართლა მეშინია.ჯორჯმა გულში ჩაიკრა მარიტა და მაგრად შემოხვია ხელები,ყურში კი უჩურჩულა. -მოდი მივუშვათ ვნებები მის ნებაზე.მასზე აკრულ მარიტას ხელი დაავლო და სახლიდან გავიდნენ.ისე სწრაფად მიჰქროდა მანქანით რომ თავბრუ დაახვია სიჩქარემ,თვალები დახუჭა და თითქმის ჩაეძინა.დიდი დრო გავიდა ადგილზე მისვლამდე,თითქმის საუკუნე.მანქანა მიჰქროდა და უკან დიდი თეთრი სავსე მთვარე მოჰყვებიდა ლამაზი და სათნო ღიმილით.მიდიოდა,წინ გზას უცქერდა და მარიტაზე ფიქრობდა,ძლიერი ქალია,მაგრამ სუსტიც,ვნებით სავსე მგრძნობიარე და ტემპერამენტიანი.ფიქრობდა და ეს მხოლოდ ფიქრები იყო მასში,მაგრამ მარიტა თავად იყო ამოუცნობი,იდუმალი,სასურველი და მიმზიდველი ქალი.ორ სართულიანი სახლის წინ გააჩერა მანქანა და ჩაძინებული მარიტა სახლში ხელით შეიყვანა თავის საძინებელში.მოეფერა,თმები გადაუწია სახიდან და ფრთხილად გახადა შარვალი,ასევე სვიტერიც და თავისი მაისური ჩააცვა.დილით გაეღვიძა მარიტას და საწოლში მარტო იყო,ადგა და ფეხშიშველმა გავიდა,ფეხაკრებით მიდიოდა რომ ხმაურმა სამზარეულოში გაიყვანა. -ჯორჯ სად ვართ?ჯორჯმა შემობრუნდა და შეხედა მარიტას ფეხშიშველს,თმა აბურძგნულს და სიმხურვალე იგრძნო ჯერ ხერხემლის არეში და მერე ნელა ნელა მოედო ცეცხლი მთელ ორგანიზმს.ვერ შეიკავა თავი,ვერ მოთოკა გრძნობები,ვერ შეძლო ვნებების დაოკება.ასეთი რამ არასოდეს არ დამართნია,დილაა მაგრამ წითელი ღვინო დაისხა და სულმოუთქმელად დალია.მარიტას გაუკვირდა და შეეკითხა. -ჯორჯ რატომ სვამ დილიდან,რა გჭირს?მივიდა და ხელი ჩამოუსვა,კიდევ უფრო აღეგზნო მარიტას შეხებაზე,არ იმჩნევდა მღელვარებას,მაგრამ ვეღარ მოითმინა და მარიტას გიჟურად დაუწყო კოცნა.შემდეგ მოეშვა,მარიტა ხელში აიყვანა და ხელში აყვანილი მიიყვანა საწოლამდე,ოთახში ნელი და წყნარი მუსიკა ჩართო,მიუახლოვდა წელზე შემოხვია ხელი და მისივე სხეულზე აიკრა,თმები აუკეცა ხელით და მისი სურნელი შეისუნთქა.დაიბნა მარიტა,სიამოვნებდა ჯორჯის სხეულზე ყოფნა,მისი სავსე მკერდი მამაკაცის მკერდს ეხებოდა,გრძნობდა ჯორჯის ხელებს მის ტანზე,შემდეგ გულში ჩაიკრა,თავი ააწევინა და ტუჩებში აკოცა.მარიტაც აყვა და უკვე ერთმანეთს გაშმაგებული კოცნიდნენ.საწოლზე დააწვინა და ოსტატურად შემოაცალა სხეულიდან ის რაც კი ხელს უშლიდა.იმდენად არის სექსუალური ჟინით შეპყრობილი,რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდათ მოფერებაზე მეტი. -თეთრი ვეფხვი ხარ,ჩემი ვეფხვი,მხოლოდ ჩემი.უთხრა ჩურჩულით და მარიტას თეთრ მკერდს მოეფერა.თავს იკავებდა,მაგრამ ჩუმი კვნესა მაინც ვნებიანად მოხვდა ყურს და კოცნით აიყვანა სიამოვნების მწვერვალზე.ველურად ვნებიანი, მგძნობიარე და გაბედული,არ ეგონა ასე თუ გაუჭირდებოდა გრძნობების გაკონტროლება.ტკივილისაგან ატირდა,მაგრამ კოცნით ამოუშრო ცრემლიანი თვალები.ნაზი და მხურვალე იყო ჯორჯის მოფერება,თავადაც ეფერებოდა და ნეტარებისგან ცახცახებდა როცა ყელი და კისრის არეში მხურვალე სუნთქვას გრძნობს და ყელზე ნაზად ეხება.არ იცის ნეტარებისგან დაღლილს რა დროს ჩაეძინა და დილით გაღვიძებულმა მასზე შემოხვეულ ძლიერ ხელებს ნაზად გადაუსვა ხელი და უფრო ძლიერად რომ შემოეხვია ხელები,მიხვდა არ ეძინა და თავი მიაბრუნა ბედნიერი ღიმილით გაუღიმა. -დილა მშვიდობისა ჯორჯ შენც და ჩვენს პირველ ახალ დილასაც. -დილა მშვიდობისა ჩვენს ახალ დილას,ახალ ცხოვრებას პრობლემებით სავსეს,მაგრამ მაინც მშვენიერს.ასეთი სასიამოვნო შეგრძნებით,ვიტყვი რომ არასოდეს არ გამღვიძებია.თქვა ჯორჯმა ძილისაგან დაბოხებული ხმით. -ეს წუთები ჩემთვისაც სასიამონოა,თუ არ ჩამწარდა. -ნუ ფიქრობ ცუდზე,მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ. -ვერ იქნები ჯორჯ ყოველთვის ჩემს გვერდით. -ვიცი,სამსახური მაქვს მაგრამ მე ვაკონტროლებ ყოველთვის ყველაფერს. -ჯორჯ არ წავიდეთ? -არა,არ მინდა წასვლა. -მერე ნატა რომ მოვიდეს? -ახლავე მოვალ,მოვაგვარებ.თვალი ჩაუკრა და წამოდგა.სულ მალე გაღიმებული დაბრუნდა და უთხრა.-ყველაფერი მოვაგვარე,შენი ტელეფონი სად არის. -გათიშულია,მკვდარი არის. -კარგია,იყოს გათიშული წასვლამდე.დაიმახსოვრე,თუ რამე ისეთს შეატყობ მირეკავ,თუ ზარს მომცემ მივხვდები რომ გიჭირს და რაც არ უნდა მნიშვნელოვანი საქმე მქონდეს,ვტოვებ და მოვდივარ შენთან.შენ დღეიდან მე მეკუთნი,მარტო მე.მართალია ეს სიამოვნება რომ შევიგრძნო წინ დიდი წინააღმდეგობები არის გადასალახი და ამის გამო ლოდინია საჭირო. -ჯორჯ სოფელში მინდა წავიდე. -გინდა წაგიყვანო? -არა,მარტო წავალ. -კარგი თუ გინდა ხვალ აქედან რომ წავალთ,პირდაპირ წადი. -არაფერი არ მაქვს თან,სახლში მომიწევს მისვლა. -ეგ მოგვარებადია და ჯობია წახვიდე, მე კი სათბურებში წავალ და იქ ვიქმნები დაღამებამდე. -ჯორჯ მომიყევი შენზე. -ჯორჯ გურენი ჩემი ფსევდომინია,რადგან ხშირად მიწევს ქვეყნიდან გასვლა,ამიტომ ჯორჯ გურენი ასე მიცნობს ყველა.ჩემი დიდი სურვილია მომღერლად შევდგე,სამსახიობოზე ვაბარებდი და სიმღერა დამჭირდა,საბერძნეთში წავედი ქართველ პედაგოგთან და სამი ბერძნული სიმღერა მოვამზადე,პედაგოგმა რომ მომისმინა მკითხა რამდენი ხანია რაც ვმღერი და მე ვუთხარი ცხოვრებაში არ მიმღერიათქო,არ დამიჯერა,გამოცდაზე აკაპელაში ვიმღერე,მას მერე იმდენად მომეწონა სიმღერა,რომ დღეში 5 საათს ვმღერი.ჯული მაისონმაც მომისმინა,ასევე სხვა ცნობილმა მომღერლებმა და მითხრეს,რომ აუცილებლად მოვახდენ სცენაზე ფურორს,მაგრამ ამ ყველაფერს სურვილი,დიდი შრომა და მონდომება სჭირდება.ხშირად ვმღერი კონკურსებზე და შესაძლებელია საბერძნეთში ახალ ხმაშიც მივიღო მონაწილეობა.მინდა საქართველოს სახელით რაღაც გავაკეთო,თუმცა ჩემი ოცნებაა,ფილმში ვითამაშო.სხვა რა გითხრა პაპა გარდამეცვალა და ორ თვე ნახევარში ზუსტად იმავე ადგილზე,იგივენაირ ავტო კატასტროფაში ძმა დამეღუპა,შალვა ერქვა რომელსაც დარჩა 4 თვის მოყვანილი მეუღლე და მყავს 8 წლის ძმიშვილი ასევე შალვა რომელიც არ იცნობს მამას.ძმის გარდაცვალების შემდეგ 4 წელიწადში მამაც გარდამეცვალა.დიდი ფსიქოლოგიური დეპრესია გადავიტანე,აღარაფერი მინდოდა მაგრამ მაინც დავდექი ფეხზე.გავიცანი ალექსანდრე,სოფი,მელანო,გივიკო და ამათი სიახლოვით ნელა ნელა დავძლიე რთული ეტაპი.მამა რომ გარდაიცვალა,ხატვა დავიწყე და ასე დაიწყო ჩემი კარიერაც.შემეძლო საათობით დავმჯდარიყავი და მეხატა,თავზედავ ბევრჯერ დამთენებია ხატვაში.მაქვს ნათამაშები რამოდენიმე სპექტაკში მსახიობი ვარ,მხატვარი ვარ და მომღერალიც ვარ.მინდა გავყვე ამ გზას და კარიერაც ავიწყო,თუმცა ჩემი საქმეც მაქვს. -რძალი?ასე ცოტა ხანი იცოცხლა საყვარელ ადამიანთან ერთად,გაუჭირდებოდა შეგუება ცხოვრებასთან. -რძალი ძალიან კარგი მყავს,30 წლის არის.ვენაცვალე ჩემი და არის,ჩემი სული და გული ძმის-შვილს მიზრდის,ჩემი თეაკო.ახლა იტალიაში წავიდა,უკვე ერთი თვეა.ძირითადად საბერძნეთში ვცხოვრობ სალონიკში და ვცდილობ თავი დავიმკვიდრო,არ არის მარტივი.მქონდა რამოდენიმე გამოფენა,რომელთა მოწყობაში ბერძნები მეხმარებოდნენ ეს ყველაფერი,რომ ჩემს გვერდით კარგი სამეგობრო მყავს ყოველთვის ვამაყობ და დიდ სტიმულს მაძლეს. -რა სტილში ხატავ,ხატავ ტილოზეც? -ჩემი სტილია პიპერრეალიზმი,თუმცა აბტრაქციასაც ვხატავ,გარდა ამისა ფოთლებზეც ვხატავ ზეთით,ძირითადად ჭადრის ფოთლებზე.ეს ახალი სტილია,ძალიან რთული და შტომატევადი. -ჯორჯ მეძინება. -მმმმმ,მე კი მომშივდა და თუ არ ადგები შენ დაგადემოვნებ,ასევე ყველაზე მგძნობიარე წერტილებს შევეხები და ისევ აკვნესდები.კისრის უკანა მხარეს კოცნიდა ასევე ნაზად კბენდა და კიდევ მეტად უნდოდა სიახლოვე.ულამაზესი კიდევ ერთი დღე და ღამე დაიწერა მათი მოგონებების წიგნში და დატოვეს სახლი.ჯორჯმა მართლა აურია ნატას კვალი,მარიტამ ყველაფერი იყიდა რაც კი ჭირდებოდა სოფელში,ფულიც მისცა და თავად მიიყვანა მარშუტკასთან. -დაგირეკავ და ყურადღებით იყავი ტელეფონთან. -ჯორჯ ნატას......... -ნატასთან მე მოვაგვარებ,შენ არ ინერვიულო. -შეხვედრამდე. -შეხვედრამდე და მომენატრები.მარიტამ გაუცინა და წავიდა,ჯერ ბილეთი აიღო და შემდეგ მარშუტკაში თავისი ადგილი დაიკავა,წიგნი ამოიღო და კითხვა დაიწყო.ჯორჯი ჯერ ოფისში წავიდა,შემდეგ კი სათბურში და დღის ბოლომდე იქ იყო,აღარ გამოიცვალა და სამუშაო ფორმით მივიდა სახლში სადაც გაბრაზებული ნატა დახვდა. -სად იყავი წუხელ. -ვმუშაობდი. -ოფისში არ იყავი,სად მუშაობდი გიორგი. -სათბურში ვმუშაობდი ნატა. -მარიტაც იქ გყავდა? -ვინ?ისე გაიკვირვა ჯორჯმა კითხვა თითქოს მართლა არ ენახოს მარიტა ეს ორი ღამე. -შენ სულ დაგაბრმავა ეჭვიანობამ ნატა. -მართლა გეუბნები ,მარიტა სახლში არ იყო წუხელ,იქნებ გადაიფიქრა და წავიდა?ბედნიერების სხივმა გაკიაფდა ნატას თვალებში და გიორგის შეხედა სიამაყით,გიორგიმ კი ტელეფონი ამიღო და ალექსანდრეს დაურეკა. -შენ ნახე და უთხარი რამე?იცოდე შენ თუ მიხვედი მასთან და რამე გაქვს ნათქვამი,ნატა მიფრთხილდი. -ალექს შენ ხარ? -არა,ალექსანდრე მაკედონელი ვარ შენს წასაყვანად გამომგზავნეს.უთხრა ალექსმა და გიორგის ძალიან უნდოდა გაცინება,მაგრამ მის წინ ნატა იდგა. -ნუ იღრინები,მარიტა სად არის. -მარიტა გულმოსული იყო და სოფელში წავიდა. -დარწმუნებული ხარ? -კი,უკვე ველაპარაკე და ეს არდადაგები იქ დარჩება. -ააა,ჩემთვის არ უნდა ეთქვა? -არ ვიცი შენზე იყო გულმოსული თუ სხვაზე,მაგრამ რომ დაბრუნდება გავიგებ. -იქნებ რამე ჭირდება,რამე უნდა. -არაფერი არ ჭირდება და დაწყნარდი,ნერვები მოთოკე. -კარგი ხო,აღრენილი ხარ და არ ღირს შენთან ლაპარაკი,თუ რამე გაიგო გამაგებინე.მარიტას ღიმილი მოჰგვარა ნაცნობი ადგილების ხილვამ და ცრემლიც კი მოერია,მოითენთა და ფიქრებში გადავარდა იმ ძველ ისტორიაში დაიწყო ქექვა რაც მის სოფელს უკავშირდება,სოფელი ვარციხე,ხომ ძველი და დიდი ისტორიის მქონე სოფელია. „ბაღდათის ქვეყანა“ ისტორიულ-გეოგრაფიულად ვარციხით იწყება. თავდაპირველად მისი სახელი ვარდციხეა – „ვარდის ციხე“, ამიტომაც უწოდეს მას ძველმა ბერძნებმა, ბერძნული თარგმნით, „როდოპოლისი“ – ვარდის ქალაქი (ბერძ. „როდონ“- ვარდი, „პოლის“- ქალაქი.). უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის გულში, სამი მდინარის შესაყარში, აღმართულ ქალაქს. აქ გაივლიდა ინდოეთიდან მომავალი „დიდი წყლის გზა“ (სამდინარო გზა) და ჩრდილოეთიდან მომავალი სახმელეთო გზაც. ვარციხე ბუნებრივ სიმაგრეებს მოკლებული იყო. ამიტომ შიშველ დაბლობზე მდებარე ქალაქს ადგილობრივი ქართველობა გამუდმებით ამაგრებდა და აშენებდა.არქეოლოგიური შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ვარდციხე სწორედ ეგრისის ახალი სამეფოს წარმოქმნა-გაძლიერების შედეგად გაჩენილი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობის ციხე-ქალაქია. კარგად დათარიღებული მასალების მიხედვით, ციხე-ქალაქის დაარსება.თვით თანამედროვე სოფელი ვარციხე ამ საუკუნის 20-იან წლებამდე განლაგებული იყო მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე, ვაკეზე. აქ იყო სოფელი მთელი თავისი მეურნეობითა და სავარგულებით, აგრეთვე გაზით, რომელიც დასავლეთით ვანის ქვეყნის მიმართულებით მიემართებოდა. მდ. რიონის ადიდებამ და კალაპოტის შეცვლამ სოფელი აყარა და მდინარის პირველ ტერასაზე, ანტიკური ხანის დასახლებათა მონაკვეთზე გადმოასახლა. ხოლო ამ ახალი სოფლის კვალი, მდ. რიონის წამლეკავი ბუნების გამო, თითქმის სრულად არ შემორჩენილა.ვარციხე მრავალი მტრის შემოსევას მოსწრებია, მრავალს გმირულად დახვედრია , მრავალჯერ კიდეც იავარქმნილა, მრავალჯერ ისევ აღდგენილა და აღზევებულა, უნახავს სპარსნი, თურქნი, ბიზანტიელნი. საკუთარ კედელთა შორის მოუხილავს ყველაზე საზარელი კაცთაკვლა: ფეოდალური დროის სისხლისღვრა ძმათაშორისი.1804 წლის გაზაფხულზე კავკასიის მთავარმართებლის, ციციანოვისაგან წარგზავნილმა ჯარებმა, იმერეთის საზღვრები გადმოლახეს და მალე ქუთაისშიც შემოვიდნენ.სოლომონ II-მ ქუთაისი მიატოვა და ვარციხეში გადავიდა. მეფე იძულებული გახდა, დრომდე მაინც ხელი მოეწერა რუს-ხელმწიფის (ალექსანდრე I-ის) ერთგულებაზე. მაგრამ ამის შემდგომ ვარციხეში მყოფი მეფე კიდევ ექვსი წელი თავგამოდებით იბრძოდა ქართული ტახტ-გვირგვინის გადასარჩენად. 1809 წელს ტორმასოვმა ქართველ მეფეს პეტერბურგში ელჩების გაგზავნა და თავად კი ქუთაისში დაბრრუნება მოსთხოვა, მაგრამ ცივი უარი მიიღო. 1810 წლის 10 თებერვალს ქუთაიშში მდგარმა რუსულმა მმართველობამ სოლომონ მეორე ტახტიდან გადაგდებულად გამოაცხადა და ვარციხისაკენ ჯარებიც დასძრა. ვარციხის კედლებმა და ქონგურებმა კიდევ ერთხელ იხილეს დიდი სისხლისღვრა. სოლომონმა მცირე ძალებით ვეღარ გაუძლო რუსთა და თანამოძმეთა ძლიერ იერიშს, სოლომონი დამარცხდა და თურქეთში გადაიხვეწა. მაგრამ ვარციხე დარჩა ისტორიაში. ქართული სამეფო ტახტის უკანასკნელი ალაგი.საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა.1907 წლიდან ანანოვმა ღვინის ქარხანა აამოქმედა. საქართველოში პირველად ვარციხის ქარხანაში დამზადდა სამარკო ღვინო „ცოლიკაური“, იქაური ღვინის მასალისაგან გამოხდილი სპირტების ბაზაზე კონიაკის ცნობილმა სპეციალისტმა ვახტანგ ციციშვილმა საუცხოო კონიაკი „ვარციხე“ შექმნა.ძველად ვარდციხე დღეს ვარციხედ მოხსენიებული იმერეთის პატარა სოფელი აქტიურად აგრძელებს ცხოვრებას.სოფელ ვარციხეში ფუნქციონირებდა ეკლესია ჯერ კიდევ ძველ დროში, რომელიც ციხის გალავნის შიგნით იყო აგებული. ციხესთან ერთად ისიც დანგრეულა. მაგრამ XVIII საუკუნეში კვლავ განახლებულა, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ყოფილა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეკლესიას დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. 1923 წელს კი დახურეს და 1996 წლამდე ეკლესია ინგრეოდა და ნადგურდებოდა. მხოლოდ ნანგრევებიღა მეტყველებდა მის არსებობას. გასული საუკუნის 90-იან წლებში სოფლის მოსახლეობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ „ტაძარი ღვთისა“ უნდა აღდგენილიყო. სოფელში ქალბატონი – ნათელა ბაქრაძე, რომელიც სათავეში ჩაუდგა ამ საქმეს და 1997 წლის 14 იანვარს ზარი დაირეკა ვარციხის „ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში“, რომელიც სოფლის მკვიდრთ ახალი ცხოვრების დაწყებას აუწყებდა.ღრმად ჩაფიქრებულს ხელის შეხება იგრძნო და თვალი გაახილა,მის წინ მაღალი ცისფერთვალება მამაკაცი ღიმილით იდგა. -ღმერთო,ვერ ვიჯერებ. მარიტა ეს შენ ხარ? -ზაზა?ზაზა რუსიშვილი?აქ რას აკეთებს ბატონი ზაზა? -კარგი რა,მოხსენი ეს ბატონო სასწავლებლის გარეთ ვართ.შენ რა გინდა აქ,ვისთან მიდიხარ. -მე?მე ჩემს სახლში მივდივარ,სიმართლე გითხრა მომენატრა ჩემი სოფელი.თქვენ?თქვენ ვისთან მიდიხართ? -მეც ჩემად ვთვლი შენს სოფელს,მე აქ გავიზარდე.როცა დავობლდი და ჩემი მშობლები ავტო-კატასტროფაში დაიღუპნენ,მე დედის ძმამ წამომიყვანა და დღეს მე ვინც ვარ სწორედ ჩემი ბიძის და ბიცოლას დამსახურებაა. -მიხარია,რომ ჩემს სოფელს წვლილი აქვს მიღებული თქვენს აღზრდაში.ისე სმართლე გითხრა,მიკვირდა ყოველთვის და ვერ ამეხსნა,თუ რატომ არის ჩვენი ლექტორი ასეთი თავმდაბალი და თბილითქო.თურმე ის უნდა მეკითხა,თუ სად გაიზარდე. -მორჩი,სერიოზულობას როდისმე მიეჩვევი? მარიტა ირონია და ცინიზმი არ არის შენი სტილი და ამიტომ რაც არ გიხდება იმას ნუ მიეძალები. -კარგად მიხვდი,არ მიყვარს არც ირონია და არც ცინიზმი,ეს ისე უბრალოდ ბატონო ლექტორო.ზაზას გაეცინა და მარიტას გვერდით დაიკავა ადგილი. -აქ ჯდები? -მარიტა აქაა ჩემი ადგილი,ისე დასვენების დღეები სოფელში იქნები? -კი,მირჩევინია სოფელში ვიყო,მინდა ცოტა განტვირთვა მოვახდინო საკუთარ თავზე. -მარიტა მოდი როგორც ლექტორი არა,როგორც მეგობრები ისე ვისაუბროთ. -ახლა არა რა,ძალიან გთხოვ. -კარგი,როგორც შენ მოისურვრებ,გინდა საღამოს შემოვიარ შენთან ფინჯან ყავაზე ან ჩაიზე და ვისაუბროთ. -ზაზა ვერ გაგაკვირვებ ვერაფლით,მე............. -მარიტა რა მნიშვნელობა აქვს სიმდიდრეს მაშინ,როცა სულით მდიდარი არ ხარ ადამიანი.მე შენში სული მომწონს შენი და სუფთა გული.მინდა დაგეხმარო,ამ ბოლო დროს არეული ხარ და ნერვებიც არ გაქვს ფორმაში,მითხარი რა გჭირს,როგორ მეგობარს.ამ საუბარში სოფელშიც მივიდნენ დანიშნულების ადგილზე და ზაზამ მარიტა სახლამდე მიაცილა,იქ კი ვინ გაუშვა ინგამ მოულოდნელ სტუმრებს საგულდაგულო სუფრა გაუშალა,ორივე მოშივებული იყო და გემრიელად მიირთვეს. -რამდენი ხანია რაც სოფელში არ ყოფილხარ მარიტა. -სექტემბერში რომ წავედი,მხოლოდ ერთხელ ჩამოვედი,მომენატრა აქაურობა.ზაზა მარიტას უცქერდა და ცდილობდა მისი სახის შესწავლას,შემდეგ კი დაფიქრებულმა უთხრა. -შეცვლილი მეჩვენები,რაღაც გჭირს,რაღაც გაწუხებს და გულში იხვევ. -არაფერი არც მჭირს და არც მაწუხებს,გეჩვენება ზაზა. -არა,შენ არ მენდობი და არ ხარ გახსნილი ბოლომდე,ვგრძნობ რაღაც გტკივა,რაღაც სერიოზული გარდააქმნაა შენში და გინდა აქ მოსვლით დაივიწყო თუნდაც მცირე ხნით შენი ტკივილი. -რა შემამჩნიე,რომ რაღაცას ვმალავ ან რაღაც მჭირს. -შენს თვალებში დიდი სევდაა,იღიმი და ეს ღიმილი არ არის გულწრფელი. -არ ვიცოდი,ფსიქოლოგიც თუ იყავი. -მარიტა თემიდან ნუ გინდა გადაუხვიო,ის რაც გჭირს სერიოზულია?სადმე შარში გაეხვიე? -ჩუმად,დედა გაიგონებს რა გჭირს რა ჩაიხვიე დაბურდული კასეტასავით.არაფერში არ გავხვეულვარ,დაწყნარდი. -შეგიძლია მენდო,გეფიცები გვერდში დაგიდგები,მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ და შეგიძლია გახსნილად მესაუბრო,შებოჭვის გარეშე. -არ მინდა ზაზა ამ თემაზე საუბარი. -კარგი,როგორც გინდა.მაგრამ რაც არ უნდა გაწუხებდეს,ყველაფერი შეიძლება თავის გზაზე წავიდეს და ბევრი ნერვილობისა და ტკივილის შედეგად სინათლე ბოლოს დაინახო. -წავა,წავა ყველა და ყველაფერი მისი გზით,მაგრამ მე? -მართლა სერიოზული პრობლემებში ხარ მარიტა. -დაიხურა ეს თემა,ჯერ-ჯერობით მაინც.როგორც ამბობ მეგობრულად ვსაუბრობთ,მეც მინდა სწორედ ჩვენი მეგობრობის ხათრით რომ გთხოვო,ხო გთხოვო ნუ გაგიკვირდა.ზაზა გთხოვ დამპირდი,თუ ოდესმე ძალიან-ძალიან გამიჭირდა მინდა შენი იმედი მქონდეს. -ახლა უკვე მაშინებ,მაგრამ გეფიცები,რომ გვერდში დაგიდგები და მოგხედავ როგორც ჩემს პატარა დას. -მპირდები? -გპირდები,მაგრამ შენც უნდა დამპირდე. -მეც გპირდები,რომ ყველაფერს მოგიყვები,მაგრამ დღეს არა. -კარგი დაწყნარდი,ხვალ გამოგივლი და ქალაქში გავიდეთ,სადმე დავჯდეთ და ვისაუბროთ მყუდროთ.მარიტა ნუ ფიქრობ იმაზე,რომ სხვაგვარად იყო შენი ოცნებები და სულ სხვა მიმართულებით წავიდა,მაგრამ რეალობა რაც კი ხდება ჩვენს გარშემო პირადულია თუ საზოგადოებრივი,მთავარია მოვინდომოთ და ყველაფერს შევცვლით.ზაზამ თვალი ჩაუკრა მარიტას და ფეხზე წამოდგა. -ინგა დეიდა ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო,დიდი მადლობა. -რისი მადლობა შვილო,ავთანდილი რომ იყოს სახლში ასე ფხიზელი არ გაგიშვებდა. -არაფერია,სხვა დროს იყოს.გაეცინა ზაზას და დაემშვიდობა დედა-შვილს.მარიტამ მოეფერა მონატრებულ მშობლებს და იმ ღამით მათ შუაში ჩაწოლილს ჩაეძინა მამის პერანგს ჩაფრენილი.დილით ინგას ღიღინმა სასიამოვნო ღიმილი მოჰგვარა და საწოლიდან უცქერდა მოღიღინე დედას რომელიც საუზმეს ამზადებდა. -გაიღვიძე?ადე მოდი ხელები დაიბანე ზაზამ სამჯერ მოვიდა უკვე და ასე დამიბარა,თუ კიდევ დაძინებული დამხვდა ჩემი ხელით წამოვაგდებ იმ თბილი საწოლიდანო. -აააა,უკვე მოვიდა?სულ დამავიწყდა რომელი საათია? -12 საათია უკვე,ადექი.მარიტა წამოდგა,თავი მოიწესრიგა დედის გამზადებული საუზმეც მიირთვა უგემრიელესი შავი ქლიავის ჯემიც დააყოლა პურზე სქლად წასმული და ზაზაც დაადგა თავზე. -ისეთი შემართებით მოვდიოდი,რომ არ დამხვედროდი ამდგარი გეფიცები საცვლებით გაგსვამდი გარეთ ამ სიცივეში. -შენ ვერ ხარ კარგად,ლექტორი ხარ ბოლოს და ბოლოს. -რას ჭამ მარიტა.სუფრას გადახედა ზაზამ. -გინდა შავი ქლიავის ჯემი? -გამოუშვი და წავიდეთ.მარიტამ სქლად წაუსვა ჯემი პურზე და ზაზამაც გემრიელად მიირთვა. -ოხ,როგორ მიყვარს ეს ოხერი დაგელოცა ძირი და მარჯვენი მას ვინც მოგხარშა ასე გემრიელი.მარიტამ სიცილით გადააქნია თავი და სახლიდან გავიდა ორივე.ქალაქში ჩავიდნენ და ერთ მყუდრო კაფეში დასხდნენ,მარიტამ ყველაფერი მოუყვა ზაზა და ბოლოს ღიმილით უთხრა. -ეს კარგია რომ უყვარხარ და შენც გაქვს გრძნობები მის მიმართ.შენთან ერთად უნდა ცხოვრება შენ რისი გეშინია,რა გაშფოთებს ასე ძალიან. -ზაზა შეცდომა დავუშვი,დიდი შეცდომა. -რა შეცდომა,არ გამოსწორდება? -იმაზე მეტის უფლება მივეცი ჩემს თავს რაც არ უნდა გამეკეთებინა,ეს არ უნდა დამეშვა,არ უნდა მომხდარიყო. -როგორც გავიგე,ყველაფერი ძალიან ჩქარა მოხდა თქვენში. -არ ვიცით რომელმა უფრო დავაშავეთ,მაგრამ ფაქტია რომ ორივემ დავკარგეთ თავი და უფლებებს გადავაჭარბეთ.პირადად მე,თავი უნდა შემეკავებინა და ამ დონეზე არ უნდა დავცემულიყავი. -ახლა?რა იქნება ახლა მარიტა. -სწორედ ეს მაშინებს ზაზა ,,რა იქნება ახლა''.ან რა ვუთხრა მის ცოლს,ბოდიში შენი ქმარი ორი ღამით ჩემი ქმარიც იყოთქო? -ნურაფერს ნუ ეტყვი,მოდი დროს ანდე ეს ყველაფერი მარიტა და დრო თავად იტყვის მის სათქმელს.ცხოვრება ისე სწრაფად გარბის როგორც წყალი,გეტყვი რომ წყალზეც ჩქარა კი,ჰოდა დაელოდე დროს.ნუ გაგაგიჟებს ის რაც არ უნდა მომხდარიყო,მაგრამ უკვე მოხდა. -არ ვიცი,არ ვიცი რა ვქნა.დავაშავე და დანაშაული არ მასვენებს. -გეთანხმები,რთული სიტუაციაა,მაგრამ დიდ იმედს მაძლევს ის რომ შენ უნდა აჩუქო მას შვილი და ერთი აზრი რომელიც ახლა დამებადა უკვე არ მასვენებს და ძალიან მაინტერესებს. -რა არ გასვენებს,რა ძალიან დიდ სიღრმემდე ჩაუღრმავდი ამ თემას ზაზა. -ეს ბავშვ,რომელიც ჩასახვით უნდა გაჩნდეს ეს ჩემთვის ახალი და განსხვავებული არ არის მარიტა მეც ქირურგი-გენოკოლოგი ვარ და ვიცი როგორც კეთდება,მამაკაცის რომელიც სინჯარაში განვითარების შემდეგ გადადის დედის სხეულში,მაგრამ მე მაინტერესებს,რამდენად დარწმუნებული ხარ,რომ ეს ანალიზი გაამართლებს და თუ შენ პირველივე ანალიზზე ფეხმძიმედ აღმოჩნდი,ეს ხომ ჯორჯის და შენი შვილი იქნება. -რას გულისხმობ,ფიქრობ განაყოფიერება რომ ბუნებრივად იყოს მომხდარი? -სწორად გამიგე,განაყოფიერება რომ ბუნებრივად მოხდეს,რას იზამ შვილს მაინც დაუთმობ? -არა,არავითარ შემთხვევაში. -ასე ხომ კონტრაქტს დაარღვევ და შენ მოგიწებვს იმ თანხის გადახდა,რაც ჯორჯმა გადაიხადა. -ზაზა მას არანაირი თანხა არ გადაუხდია,მე უარი ვუთხარი ფულზე. -რატომ,მე ვიცი რაც ღირს და რამდენს უხდიან იმ ქალს,ვინც უნდა გაუჩინოს ოჯახს შვილი. -მე არ მითხოვია თანხა,მე მხოლოდ დახმარება ვთხოვე,რადგან არ მქონდა არსად წასასვლელი და ვიყავი რთულ სიტუაციაში.ოთხი ღამე ბიბლიოთეკაში მეძინა ერთ პატარა საკუჭნაოში,ძალიან გამიჭირდა.არც ის მინდოდა ჩემებს გაეგოთ ეს ყველაფერი,მამამ ჩემს გამო ხომ თავი თითქმის სასიკვდილოდ გასწირა.წავიკითხე თუ არა განცხადება,არც დავფიქრებულვარ ისე გამოვეხმაურე,ახლა კი............. --ნანობ?რაც გააკეთე ნანობ? -არა,არ ვნანობ მაგრამ არ დავფიცავ,რომ ნატა მაშინებს ის ძალიან საშიში ქალია. -ნუ გეშინია,ალექსანდრე ხომ შენს გვერდით არის,ასევე ჯორჯიც და ახლა მეც ხომ დაგემატე,ქრისტი გყავს კიდევ.ასე რომ,ყველა მხრიდან დაგიცავთ. -სხვანაირად ჩაფიქრებული,სულ სხვა გვარად გაგრძელდა მაგრამ არ დავნებდები და ბოლომდე მივალ,ვიბრძოლებ რომ ბავშვი დაიბადოს.არ შევეპუები ნატას სახით წარმოჩენილ პრობლემებს.ტელეფონის ზარზე არც დახედა ისე უპასუხა. -გისმენთ. -მომენატრე,ერთი დღე და ერთი ღამე იცი რამხელა დროა უშენოდ?მარიტა მთელი 24 საათი გავიდა რაც წახვედი.სად ხარ,როგორ ხარ. -კარგად ვარ, მადლობა მოკითხვისთვის.ზაზამ მიხვდა მასთან ერთად ვერ ისაუბრებდა და ხელით ანიშნა გავალო და მარიტამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. -მომენატრე მარიტა. -ჯორჯ იმ ღამით რაც მოხდა ჩვენს შორის,მე არ გამიკეთებია იმის გამო,რომ ნატას დავუმტკიცო თუ როგორ ადვილად შემიძლია წავართვა მისი საკუთრება.ჯორჯს ჩაეცინა,მაგრამ დააინტერესდა რას ფიქრობდა მარიტა და შეეკითხა. -აბა,რისთვის დამნებდი მარიტა. -იმ წუთში სწორედ ის გავაკეთე რაც მინდოდა,რაც გონებამ მიკარნახა.მინდოდა შენთან ერთად ვყოფილიყავი და მინდოდა შენით შემეგრძნო მამაკაცის სითბო. -სად დაიკარგე მარიტა იმ ღამით. -მარიტა არ დაკარგულა და შორს არ წასულა.ის შენთან იყო,შენს გვერდით და შენს მკლავებში რომელიც ახლოდან უსმენდა თუ როგორ ჩქარა ცემდა შენი გული. -იმედია ის ღამე,კიდევ დიდი ხნით დაგვამახსოვრდება შენც და მეც. -ჯორჯ ჩემს ცხოვრებაში ღრმად შემოდი და ეს ძალიან მაშინებს. -რატომ. -იმიტომ რომ ვიცი,ეს შეცდომაა. -რატომ. -იმიტომ,რომ ჩვენ სხვადასხვა ცხოვრებით ვცხოვრობთ,ჩვენი გზები არ მიდის ერთი გზით.არ მინდა გატკინო ჯორჯ მაგრამ ორივემ ვიჩქარეთ,ალბად ხვდები რომ ეს არ უნდა მომხდარიყო და თუ მოხდა აღარ უნდა გაგრძელდეს,არ უნდა განმეორდეს. -გასაგებია,ჩვენ არა მარიტა მომავალი თავად გადაწყვეტს გზები უნდა გაიყაროს ჩვენი თუ უნდა შეერთდეს,უნდა გავაგრძელოთ თუ უნდა დავსვათ წერტილი იქ სადაც უნდა დაისვას,მაგრამ გახსოვდეს რაც არ უნდა მოხდეს,ჩემს გულში შენი ადგილი ყოველთვის იქნება,რადგან შენ მიგიღო მხოლოდ ჩემმა გულმა. -ჩვენ არასოდეს არ ვიქნებით ,,ჩვენ''. -რა გავაკეთო,რომ დამიჯერო მარიტა. -არც არაფერი,მხოლოდ უნდა გახსოვდეს ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ამ ყველაფერს,ყველასგან დამალულად შეხვედრებს,მე კი არ მინდა მეტკინოს და არც მინდა ვატკინო სხვას.მე მინდა მხოლოდ ჩემი წილი ბედნიერება ვპოვო,მაგრამ როგორც ვხედავ ჯერ ამ გრძნობას ჩემთვის არ სცალია. -მიყვარხარ და ყველაფერს გავაკეთებ,რომ ეს გრძნობა შენშიდაც გაღრმავდეს.როდის დაბრუნდები. -არ ვიცი,არ ვჩქარობ მინდა ეს არდადაგები აქ გავატარო ჩემებთან ერთად. -მე წასვლა მიწევს და რამოდენიმე დღე უნდა გავიდე ქვეყნიდან,მნიშვნელოვანი საქმეზე დამირეკეს საბერძნეთში,ასე რომ შენს ქალაქში დაბრუნებამდე მეც დავბრუნდები. -წარმატებები ჯორჯ. -მადლობა და კიდევ შეგეხმიანები.მარიტამ ტელეფონი გათიშა და სივრცეს გაუსწორა თვალი,მხარზე ფრთხილი შეხებამ მოიყვანა გონს.ზაზამ ღიმილით შეხედა და უთხრა. -წავიდეთ თუ კიდევ დარჩა რამე უთქმელი. -არა,დავიცალე.ფეხზე წამოდგა მსარიტა და წავიდნენ.მშობლბთან გაატარა მთელი დასვენება,მხიარული და ბედნიერი დღეები ჰქონდათ და დადგა წასვლის დღეც.გული დაწყდა ასე მალე რომ გავიდა დრო,მაგრამ სამწუხაროდ სიხარულით სავსე დღეები დასრულდა და სოფლის ნობათით დატვირთული გაისტუმრა მშობლებმა მარიტა ქალაქში.ზაზამ პირობა მისცა ავთანდილს და ინგას რომ თავად მიიყვანდა სახლამდე და არ ენერვიულათ.არ გაუფრთხილებია ალექსანდრე სახლში რომ ბრუნდებოდა და უკვე დაბინდებული იყო ტაქსი რომ გააჩერა ბინასთან,ზაზამ ჩანთები მიატანინა კარებამდე და ბევრი ხვეწნის მიუხედავად სახლში არ შევიდა და უკან გაბრუნდა იმავე ტაქსით.სახლი ცარიელი და ჩაბნელებული დახვდა,გული დაწყდა ალექსანდრე რომ არ დახვდა,მაგრამ უეცრად დატრიალდა და ვახშმის მზადება დაიწყო,დაასრულა ყველაფერი და შუქები ისევ ჩააქრო,თავად კი იქვე მიწვა და ლოდინში ჩაეძინა. -ალექსანდრე რა გემრიელი სუნია სახლში. -ნამგზავრი ხარ და ისე დაიღალე საჭმელი გელანდება?გაეცინა ალექსანდრეს. -რა უგრძნობი ხარ,ვერ გრძნობ ვერაფერს?ალექსანდრე გაჩერდა და მანაც გაოცებულმა მოავლო თვალი სახლს,შემდეგ სამზარეულოში გავიდა და გაეღიმა. -მარიტა მოსულა. -სად არის თუ მოვიდა.თქვა ჯორჯმა გაკვირვებულმა. -მოიცა ვნახავ,იქნებ საძინებელშია.წავიდა,მაგრამ იქვე გაჩერდა და ფრთხილად მივიდა მისაღებში მდგარ მდივანთან. -აქაა,ჩასძინებია ლოდინში.თქვა ჯორჯმა ჩუმად და იქვე დაკეცილი პლედი გადააფარა,შემდეგ დაიხარა და ფრთხილად შეახო ტუჩები შუბლზე.-ღმერთო, როგორ ძალიან მომენატრე.რატომ არ მიჯერებ,რომ მიყვარხარ სიგიჟემდე.სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს. -მმმმ,როგორ ძალიან მომენატრე შენ ხომ არ იცი.თქვა ძილში მარიტან და გვერდი იცვალა. -გაიგონე?ისევ ისეთივე ძლიერი გრძნობით ვუყვარვარ როგორც მე მიყვარს ალექს მაგრამ ჯიუტია,არ შეიძლება ეს შეცდომა არისო. -ვერ ხვდები რატომ იკავებს თავს? -ვიცი,განა არ ვიცი?ჯორჯი წამოდგა და სააბაზანოში შევიდა. -როგორც იქნა გაიღვიძე,მძინარა.უთხრა ალექსანდრემ და გულში ჩაიკრა.-მომენატრე პატარავ,რატომ არ მითხარი თუ მოდიოდი. -სიურპრიზი არ მინდოდა გამეფუჭებინა,მეც ძალიან მომენატრე.სახლი რომ ცარიელი იყო გული დამწყდა,მაგრამ გემრიელობები ჩამოგიტანე. -მარტო მე მოგენატრე?ის ხისთავიანი არ მოგენატრა?ძლივს ვაკავებდი აქ და მერე ისიც წავიდა,დღეს ჩამოვიდა.და რაც შეეხება შენს გემრიელობებს მივხვდი,ისეთი სუნი ტრიალებდა სახლში,პირველად სამზარეულოში შევარდით ორივე. -სად არის,აქ არის? -აქ იჯდა და გიყურებდა,სააბაზანოში შევიდა. -აქ ვარ,ძილში გამეცი პასუხი,რომ ძალიან მოგენატრე. -ტყუილია,რაც გინდა იმას ამბობ. -მაინც ვერ დააჯერებ,სანამ არ გადაუღებ ვიდეოს და არ აჩვენებ რომ ძილში ლაპარაკობს და სიყვარულს გვიხნის ყველას ან თუ ცუდ ხასიათზეა გვეჩხუბება. -საჭმელი მზადაა,გაციებულიც იქნება შევაცხელებ და მეც მომშივდა.ადგა,გვერდი აუარა ორივეს და ლამაზად გააწყო სუფრა.ცოტა ხანში ბოდიშის მოხდით დატოვა ორივე და საძინებელში გავიდა.ჯორჯმა თვალი გააყოლა და უნდოდა უკან გაჰყოლოდა,მაგრამ ალექსანდრეს ხმამ უკან დააბრუნა. -ვიცი უაზრობა იქნება რომ გითხრა თუ რას გრძნობ,მე ვიცი და ვხვდები,მაგრამ შენ რას მეტყვი ჯორჯ რას გრძნობ. -მარტოობას ვგრძნობ,ჩემს გარშემო ბევრი ადამიანია და სულ ხალხის გარემოცვაში ვარ,მაგრამ მაინც მარტოსულად ვგრძნობ თავს,საკუთარ თავსაც კი გავურბოდი ეს დღეები,მარიტას შევხედე და შევივსე. -როგორ ძალიან მინდა ერთად რომ იყოთ,მაგრამ როგორ არ მინდა ღრმად შეხვიდეთ აზვირთებულ ოკეანეში საიდანაც გაგიჭირდებათ გამოსვლა.ჯორჯ გამიგებ რას ვამბობ და მიხვდები,რომ არ მინდა ის დღე დადგეს,რომ მარიტას შენი არსებობაც კი ეტკინოს. -ვიცი,ვიცი რომ ეს შეუძლებელია,მაგრამ მის გარეშე ვერ ვსუნთქავ ალექს,მიჭირს მასთან შორს ყოფნა.კარებზე ზარი იყო და ალექსანდრემ გააღო,სახლში კი ნატა შემოიჭრა ქარიშხალივით. -სად ხარ ვინერვიულე,ტელეფონი არასოდეს არ გაგითიშია,ეს დღეები კი გათიშული გაქვს.ოფისში არ ხარ,სათბურში არ ხარ,აქ არ ხარ,სად დადიხარ არ უნდა ვიცოდე? -გითხარი,რომ ქალაქიდან გავდივართქო და არა ქალაქიდან ქვეყნიდანაც მომიწია წასვლამ და ისე იზამ,აღარასოდეს აღარ დავბრუნდები უკან. -იმედია მართალს ამბობ.თქვა და სახლს მოავლო თვალი. -ვის ეძებ,ჩვენს გარდა ვერავის ვერ ნახავ სახლში. -მარიტა არ დაბრუნებულა? -შენ როგორც ჩანს ნერვები არ გყოფნის დღეს,რადგან აქ მოდი მაგრამ არ გაგიმართლა შხამს ვერ გადმოანთხევ,მარიტა არ დაბრუნებულა ჯერ-ჯერობით.უთხრა ჯორჯმა. -გიორგი მე....... -ძალიან გთხოვ არაფერი არ თქვა,ძალიან დაღლილი ვარ. -ქალბატონო ნატა,დამშვიდდი წინ მთელი საუკუნე გაქვს გასავლელი და ასეთი პიკზე მყოფი ნერვებით ვერაფერს ვერ მიაღწევ. -ეს დღეები რაც წასული ხარ,მხოლოდ შენზე ვფიქრობ. -რაო,რატომ შემოგეძალა ფიქრები რამე საინტერესო უნდა მითხრა? -რაზე არა და ალბად შემეკითხები,ვისზე ფიქრობო. -ჰოდა ვიზე ფიქრობ ეს დღეები. -შენზე,შენზე ვფიქრობ გიორგი. -და რაო რა დასკვნა გამოიტანე,გამახარებ და მეტყვი რომ ვშორდებით? -არა,მაგ სიამოვნებას ვერ მოგანიჭებ ვერც შენ და ვერც სხვას,მაგრამ მინდა გითხრა,რომ მიყვარხარ.არ შემიძლია სხვა რამ ვთქვა გარდა იმისა რომ მიყვარხარ და მინდა ბედნიერები ვიყოთ. -წუთისოფელი იცინოდა, დრო კი მიდიოდა.ჰოდა თუ მართლა იმ დასკვნამდე მიხვედი,რომ ჩემი ბედნიერება გინდა,დააცადე მარიტას ბავშვი მშვიდ გარემოში დაიბადოს,როცა ანალიზის პასუხი დადებითი იქნება.შენს ალმოდებულ მზერაში სულ სხვა რამეს ვხედავ,მგელივით დაუოკებელი მზერა გაქვს და ფარდა არ ჩამოვხსნა შენს ბინძურ ზრახვებს,ვერ გადამირჩები იცოდე. -როგორ ფიქრობ ნატა რა არის სიყვარული,შეგიძლია ეს ახსნა?ალექსანდრემ შეეცადა სიტუაცის განმუხტვას,ნატამ დაიბნა რადგან მართლა არ ჰქონდა ამ კითხვაზე პასუხი და ისევ ჯორჯმა თქვა. -სიყვარული მარადიული მონატრებაა,როცა გიყვარს სულ გენატრება თუნდაც ახლოს გყავდეს,მაინც მის მონატრებას გრძნობ რადგან ვერ ივსები, საშინელებაა როცა ახლოს გყავს,მაგრამ მაინც შორს არის შენთვის და მიუწვდომელი.თქვა,წამოდგა და სახლი დატოვა ნატა კი იჯდა გაოცებული და ალექსანდრეს უცქერდა.ერთ დღეს ალექსანდრემ მკაცრად შეხედა ჯორჯს და უთხრა. -გისმენ,მითხარი რა გაწუხებს. -არაფერი. -ჯორჯ გისმენ. -დრო გავა და დაგვავიწყდება ერთმანეთი,იცი?უკვე მივეჩვიე რომ ჩვენ ,,ჩვენ'' არ ვიქნებით და ამ გრძნობას გულში ჩავიკლავ.ყოველი ბედნიერი წუთი და წამი რომელიც მასთან ერთად გავატარე,გეფიცები ყველაზე ბედნიერი დრო იყო.ყველაზე ძნელი მონატრებაა, უიმედო მონატრება, თავს რომ იიმედებ იმით რომ ოდესღაც შენი იქნება, მაგრამ იცი რომ ეს არასდროს მოხდება. ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ვიტირებდი, ვიტირებდი სიყვარულის და მწარე მონატრების გამო.უბრალოდ მინდა რომ იცოდეს, მე ყოველთვის მასთან ვიქნები სადაც არ უნდა ვიყო,ალექსანდრე მთავარია მარიტა იყოს ბედნიერი. -დაწყნარდი,ყველაფერი კარგად იქნება. -მენატრება,მიყვარს და სიგიჟემდე მიყვარს.მეშინია ამ სიყვარულმა სისულელე არ ჩამადენინოს, მარიტას გარეშე ნული ვარ,მკვდარი ვარ ყოველთვის და ყველგან. -მე კარგ და საღ ჭკუაზე ვარ,შენზე ჭკვიანი ვარ. -ვიცი,გადმოგდის ტვინი თავიდან. -მეც მიყვარს,მაგრამ არ ვგიჟდები შენსავით. -იმიტომ,რომ მასაც უყვარხარ და იცი,რომ საბოლოდ ერთად იქნებით. -შენ,რა გგონია და დარწმუნებული ხარ მარიტას არ უყვარხარ?უყვარხარ ჯორჯ და ძალიან,მაგრამ ამ სიყვარულს და ამ დიდ გრძნობას ის ახერხებს და მალავს. -სწორედ ეს მაგიჟებს მეც,როგორ შეუძლია ასე დაფაროს გრძნობები. -ექიმთან როდის მიდიხართ. -ამ დღებში,მელანომ დაგირეკავო და ველოდები მის ზარს.რამოდენიმე დღეში ორივე ექიმის წინ ისხდნენ და ყურადღებით უსმენდნენ ექიმის დარიგებებს.დამთავრდა იანვარიც და სუსხიანი და ცივი თებერვალი დადგა და მარიტას ხასიათებიც შეიცვალა. -რა გჭირს მარგარიტა?კითხა ერთ საღამოს ალექსანდრემ ღიმილით. -არაფერი.უპასუხა მშრალად და უხასიათოდ. -დახმარება მინდა გთხოვო. -რა,რაზე უნდა მთხოვო დახმარება.გაუკვირდა მარიტას. -სულ მალე 14 თებერვალი დადგება,რას მირჩევ რა ვაჩუქო ჩემს გოგოს? -რა აჩუქო?მე ვფიქრობ,თუ ძალიან,ძალიან უყვარხარ ამ დღეს ადამიანებმა ერთმანეთს სითბო და სიყვარული უნდა აგრძნობინონ.ასეთ სიცივეს ყველაზე მეტად ეგ თუ მოუხდება. -მაგრამ საჩუქრი? -საჩუქარი?გინდა,ორიგინალური და განსხვავებული? -კი,მინდა. -მაშინ,იყიდე კარგი წითელი ვარდების თაიგული,არა ვარდებს ხომ ყველა ყიდულობს,ია-ია იყიდე,ხო ია-ია ნუ მიყურებ ასე გაკვირვებული,რადგან ორ ადამიანს შორის სასიყვარულო ურთიერთობა განუმეორებელია,იდუმალი და განსაკუთრებული.ძნელია ზოგადად დააწესო საჩუქარი ამ დღისთვის,რომელიც ყველა შეყვარებულის გულს ერთნაირად მოხიბლავს და ასიამოვნებს.მაგრამ არსებობს თებერვალში განსხვავებული და ძალიან ნაზი ყვავილი ,,ია''მასთან ერთად კი ერთადერთი და მარადიული სიტყვა,რომელსაც ყველა ჩვენთაგანი როცა შეყვარებულია უდიდესი სითბოთი წარმოთქვამს და ეს სიტყვებია-მე შენ მიყვარხარ. -საოცრება ხარ,მე შენ მიყვარხარ.მარიტას ალექსანდრეს შეხედა და თვალები გაუფართოვდა. -რა გაკვირვებული და გაოცებული მიყურებ გოგო,უიმეეე,შე რა იფიქრე,ვაიმეეე ცუდად ვარ.ალექსანდრემ გულზე მიიდო ხელი და გულიანად იხარხარა. -იდიოტო,გული ლამის გამიჩერდა.ხელი ჩაარტყა მკლავზე და იქვე დაჯდა. -ვაიმე რა გულიანად გამაცაინე,შენ გაიხარე მარგარიტა. შენც გეტყვიან ნუ გეშინია ამ ჯადოსნურ სიტყვას,დამიჯერე დადგება შენთვისაც ეს ლამაზი დღე. -შესაძლოა ბევრს მოვითხოვ,მაგრამ ძალიან მინდა ვინმე შემხვდეს და ერთი დიდი სიყვარული მომიტანოს,რომელიც თავბრუს დამახვევს,გრძნობებს ამიშლის და მთელი ცხოვრება ჩემს ერთგულ თანამგზავრად დარჩება,მაგრამ არსაიდან არ მოდის. -იგვიანებს,მაგრამ მოვა.გაიარა 14-მა თებერვალმაც და 20-მაც,მაგრამ მარიტასათვის ყველა დღე ერთნაირია,შეიცვალა და უხასიათო გახდა.ალექსანდრე აკვირდებოდა მარიტას აქცევებს და ეჭვები ღრღნიდა,ამიტომ მელანოს დაურეკა და შეხვედრა თხოვა.ადრე მივიდა დათქმულ ადგილზე და ყოველ ხუთ წუთში საათს უცქერდა.დააგვიანდა და სირბილისგან გულამოვარდნილი დაჯდა ალექსანდრეს წინ. -რას გავხარ,მოგდევდნენ უკან თუ ვინმემ რამე დაგიპირა და გამოექეცი. -უზრდელო,უტაქტო,უსაქციელო.იცი რა უნდა მექნა? -რა? -უნდა მეთქვა,დროის უქონლობის გამო აქ მობრძანდითქო და შენ უნდა მოსულიყავი ჩემთან და არა მე შენთან. -დაასრულებ ბუზღუნს?სერიოზულ საკითხზე გთხოვე შეხვედრა.სერიოზულად უთხრა ალექსანდრემ და მელანოც დასერიოზულდა,მაგრამ ალექსანდრე არ იყო მიჩვეული მელანოს სერიოზულ სახეს და გაეცინა. -რა გაცინებს შე არანორმალურო,ესაა შენი სერიოზული საქმე? -სოფო სად გყავს,რატომ არ მოვიდა? -არ ვიცი სად არის,მაგრამ შენ რატომ გიბრწყინავს თვალები.ალექსანდრე რამეს მიმალავთ? -არა,არა არაფერს არ გიმალავ,აქ სულ სხვა თემაზე მოგიყვანე. -ჰოდა გისმენ,რა ხდება. -მელანო შენ თქვი რომ ქალი როცა ფეხმძიმდება ხასიათი ეცბლებაო,ასეა ხომ? -კი ასეა,რა იყო ალექსანდრე ვინმე გაბერე და არ გიმხელს შენი რომ არის ბავშვი?თვალები გაუფართოვდა მელანოს. -სიხარულით აღფრთოვანებული შევხვდებოდი ამ ფაქტს და უბედნიერესი კაცი ვიქნებოდი ეს მე და სოფოს რომ გვეხებოდეს.მელანო წყალს სვამდა,რომ უეცრად ალექსანდრეს სიტყვებმა შოკში ჩააგდო და ხველა აუტყდა,თვალებიდან ცრემლები სცვიოდა და ალექსანდრე იჯდა და გაღიმებული უცქერდა და აიგნორებდა ირგვლივ ხალხის გაოცებულ და გაკვირვებულ ცქერას.მელანო ცოტა დაწყნარდა,მაგრამ უეცრად აფეთქდა და ხმა ვერ გააკონტროლა იმხელა იყვირა. -ალექსანდრე რა თქვი?სოფი?ჩემი სოფი?ყველა მათ უცქერდა,მელანოს რაც კი ხელში მოყვა ალექსანდრეს დაუშინა ყველაფერი. -დაჯექი გოგო რა დღეში ხარ,რა გახტუნებს ექიმი ქალი ხარ. -მოგკლავ,ჯერ შენ და მერე იმას მოგაყოლებ უკან,ჩემი ხელით დავახრჩობ რატომ,რატომ არაფერი არ მითხარი ან შენ და ან იმან,ორი იდიოტი. -ჯერ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ და ალბად იმიტომ. -დაგამტვრევ ფეხებს,პირველ ნაბიჯებს დგამთ და პირველივე შეხვედრაზე საწოლში შეიტყუე?მხეცო,ნადირო.ჩემი გოგო, როგორ არაფერი არ მითხრა. -ოხოხოხო,როგორ გამოგრჩა ეს ყველაფერი და აქამდე ვერ გაიგე,რა ბალიშად ხომ არ გინდოდა წამოყოლოდი. -რა საზიზღარი ადამიანი ხარ,მითხარი აქ ამის გამო მომიყვანე რომ ჩემი ყვირილი გაეგონა ყველას? -ჰოდა ნუ ყვირი შენც. -ჰე,სერიოზულად არ მაქვს ბევრი დრო. -მოიცა,მართლა დასერიოზულდი რა გჭირს.მელანო მარიტა ძალიან შეიცვალა და იქნებ გაამართლა ანალიზმა,იქნებ ის უკვე ორსულად არის? -არა მგონია,ჯერ ადრეა პასუხი მაგრამ დავაკვირდეთ მაინც.ალექსანდრე როგორ ფიქრობ,მათ აქვთ ახლო ურთიერთობა ერთმანეთში? -არა მგონია,ნატა ფეხ და ფეხ დასდევს და როდის მოახერდხებდნენ.არ ვიცი,არ ვარ დარწმუნებული. -კარგი,მაგას მე მივხვდები რომ მოვა ეხოზე,მე რას გამომაპარებს მასტერი ვარ მაგას ვერ გავიგებ? -წამოდი,მარიტა გემრიელ სადილს დაგვახვედრებს არ გინდა? -აუ არ მაქვს დრო,თორემ მართლა კარგი იყო. -წავედი აბა მე დღეს ჩახოხბილი უნდა გააკეთოს,შენ ჭამე ჩინელების მოტიტყნილი ხაჭაპური ვითომ ქართულ ხაჭაპურს რომ ჰგავს და მიაყოლე მოხრაკული ჭიები. -ნუ მაზიზღებ ამ ყავასაც თორემ თავზე გადაგასხამ,ხომ მიცნობ და ჭკუა არ დამიშლის. -ვინ მოგცა დიპლომი შენ და ვინ გადმოგილოცა კაბინეტი.არ ეშვებოდა მელანოს წვალებას -წავალ ახლა სანამ ამჭრი ჭკუიდან,აბა დროებით.და კიდევ ის დრო რომ დადგება შენც ცოლს ჩემთან მოიყვან სამშობიაროდ,ბავშვს ვუბრძანებ რომ გარეთ არ გამოვიდეს. -რა საოცრად საშიში ქალი გახდი შენ მელანო. -არაფერიც,შენისთანა უარგისი მამა არ უნდა ჰყავდეს პატარას. -რატომ ვარ უვარგისი შენ მართლა უვარგისო ქალო.ხელი გადახვია მელანოს და სიცილ-სიცილით გამოვიდნენ კაფეტერიიდან.დაემშვიდობნენ ერთმანეთს,ლოყები დაუწელა და დაუწითლა ერთი წამოთაქებაც მიიღო მელანოსგან და ასე დაშორდნენ ერთმანეთს.მარიტას ლექციები დაუსრულდა და სახლში ტაქსით მიდიოდა,რომ ტაქსმა წითელზე გაჩერდა და გვერდით მიიხედა სადაც ნატა შეამჩნია უცხო მამაკაცს ეკამათებოდა,უეცრად მამაკაცმა ჩანთა წაართვა,საფულე ამოუღო და ჩანთა იქვე მიუგდო ფეხებში.ნატამ შეეწინააღმდეგა,მაგრამ ყელში წაუჭირა ხელი და რაღაც უთხრა მკაცრად.გაოცებული უცქერდა ამ ყველაფერს და მომენტალურად ვიდეოში დააფიქსირა რომელმაც კმაყოფილმა ჩაიცინა.ბედნიერი სახით შევიდა სახლში და უეცრად გული შეუღონდა,ვერანდის კარები გააღო და სახლი გაანიავა. -ღმერთო ეს რა სუნია სახლში.შემდეგ პირზე აიფარა ხელი და სამზარეულოში შევიდა,ცოტა რომ დამშვიდდა ძალა მოიკრიბა და სამზარეულოში რაც კი საკვები მოიპოვებოდა ყველაფერი ნაგავში გადაყარა.სახლი მიალაგა და სანამ პრიალი არ აუვიდა ყველაფერს არ დამჯდარა.დაღლილი იყო და წყლის გადავლება უნდოდა რომ ალექსანდრეც მოვიდა. -მარგარიტა სახლში ხარ?რა გვაქვს საჭმელი, მშია მარგო კუჭი მაგინებს. -არაფერი,სახლში არაფერი არ გვაქვს.ალექსანდრემ გაკვირვებულმა შეხედა და ეგონა მარიტა თუ ხუმრობდა,მაცივარი გამოაღო და თვალები გაუფართოვდა. -გოგო მაცივარი რატომ არის ცარიელი. -რაც იყო შიგნით ყველაფერი გადავყარე. -რა ქენი? -გადავყარე. -რატომ? -რა რატომ ალექსანდრე ყველაფერს საშინელი სუნი ასდიოდა. -ოპააა,მარიტა კარგად ხარ?ხილსაც სუნი ჰქონდა? -შენ წარმოიდგინე და ჰქონდა. -ვაშლს სუნი ჰქონდა გოგო?ნუ გადამრიე შენ მე. -ჰქონდა ხო ჰქონდა და მეც გავწმინდე მაცივარი. -რძეს ვადა ჰქონდა გასული? -რად გინდა რძე. -რძეს მაინც დავლევდი,მშია. -რძე რა კატა ხარ? -მარიტა შენ ხუმრობის ხასიათზე ხარ და მე არა.შაბათს ხომ ვიყავით მარკეტში,ხომ ვიყიდეთ ყველაფერი. -კი. -მერე დღეს ორშაბათია და შაბათიდან დღემდე გაუვიდა ყველაფერს ვადა? -რა გინდა მაგითინ რომ თქვა,მე გავსულელდი და ასე უმიზეზოდ გადავყარე ყველაფერი?ან რის თქმას ცდილობ,მე არაფერი არ ვიცი,ვერ ვგებულობ კარგს და ცუდს და შენ ყველაფერი გესმის და გებულობ? -რა გემართება,მარიტა რა გჭირს შენ.მართლა გაოცებული ვარ,რადგან შენს ქცევას ახსნა არ აქვს. -რატომ მიყვირი,რა დავაშავე.უთხრა და გული ამოუჯდა ტირილით. -ღმერთო,შენ რაღაც გჭირს,რა პრობლემა გაქვს მარიტა მითხარი გთხოვ. -არაფერი არ მჭირს.უთხრა ტირილით,ადგა და ტირილით წავიდა თავის ოთახში.ალექსანდრემ რომ დარწმუნდა ეძინა მარიტას ტელეფონით ჯორჯს დაურეკა. -სად ხარ,სახლში მიდიხარ?თუ არ ხარ შესული სახლში არ შეხვიდე და წამოდი ჩემთან. -რატომ,მიწისძვრა გამოაცხადეს და შეგეშინდა? -ჯორჯ ისედაც ნერვებ მოშლილი ვარ და შენ ნუღარ დამიმატებ. -რა დაგემართა, ეეეე,რა გჭირს რა საშინელ ხასიათზე ხარ. -მარიტამ მომშალა ნერვებზე. -რა გინდა მაგ წყნარ გოგოსთან,ალბად გააბრაზე. -რა გავაბრაზე,აქეთ გამაბრაზა.რაც კი საკვებად გამოსაყენებელი რამ მოიძებნებოდა სახლში ყველაფერი გადაუყრია. -რააა?რატომ. -სუნი ჰქონდა ყველაფერსო.ვაშლიც არ დატოვა ვაზაზე დაწყობილი რომ შევჭამო.წამოდი და წამოიღე რა რამე საჭმელი მშია საზიზღრად. -ვაიმე მშიერი დაგტოვა?გულიანად გაიცინა ჯორჯმა.რამდენიმე წუთში კი ალექსანდრესთან მივიდა დატვირთული და ორივემ გემრიელად მიირთვა,რაც ხელუხლებელი კერძი იყო მაცივარში შეაწყვეს.ტელევიზორთან ისხდნენ და თან საუბრობდნენ,რომ მარიტა გამოვიდა გვერდი აუარა ორივეს და წარბაწეული იდგა შუა სამზარეულოში. -რა ხდება,რა გჭირს რას ათვალიერებ ასე მკაცრი გამოხედვით.შეეკითხა ალექსანდრემ. -გასაოცარია,დღეს ყველაფერი გავწმინდე და სახლში მაინც სუნი დგას. -ნერვრვებზე ნუ მშლი მარიტა და თქვი მაინც რისი სუნი დგას. -შენ რა ჭამე,ნიორი?პირზე მიიდო ხელი,ალექსანდრეს ხელი კრა და სააბაზანოში გავარდა და კარი ცხვირის წინ მიუხურა ალექსანდრეს. -არ ჩაკეტო კარი,გესმის?მარიტა,კარი გააღე,გოგო კარგად ხარ?ალექსანდრე შეშლილი იდგა სააბაზანოს კართან და ზედ აბრახუნებდა,ჯორჯი კი გაფითრებული იდგა და ვერ ინძრეოდა,ერთიანად გაშეშებულიყო და ადგილზე გაყინულიყო.გაფითრებული,თვალებჩაცვენილი გამოვიდა მარიტა და ისევ მაცივართან მივიდა,გამოაცარიელა და ყველაფერი გადაყარა. -მარიტა წავიდეთ ექიმთან და გავიგოთ რა გჭირს რა გთხოვ. -არაფერიც არ მჭირს,თუ ამ საძაგლობებს არ მოიტანთ და სახლს არ ააქოთებთ ამათი სუნით.თქვა და ისევ საძინებელში შევიდა. -შეიცვალა,ეს დღეებია ვერ ვცნობ.სულ სხვა მარიტა დგას ჩემს წინ ალექს.მოიცადე,ექიმმა ხომ თქვა რომ შეიცვლებოდა,ნუთუ ანალიზის პასუხი დადებითია? -ჯერ ადრეა,მაგრამ მელანომ შესაძლებელი არისო.თქვა ღიმილით ალექსანდრემ. -წავალ ტესტი თუ რაღაცაა იმას ვიყიდი და მოვალ.ჯორჯმა სიხარულისგან თვალებ გაბრწყინებულმა შევიდა აფთიაქში და რამოდენიმე ცალი ტესტი იყიდა გოგოების დახმარებით და მალე დაბრუნდა.ალექსანდრემ ითავა მარიტას გაღვიძება. -მარიტა ადე,გეყოს დღეს მთელი დღე გძინავს -შემეშვი არაფერი არ მინდა,მეძინება და დამაცადე. -გინდა,გინდა რომ ადგე.შენ შეიცვალე და მიზეზი უნდა გავიგოთ,რატომ. -რას გულისხმობ. -დამიჯერე ადე და გეტყვი.მარიტა ადგა და ჯორჯმა ტესტი მისცა ხელში და უთხრა. -მოხმარების წესი იცი ალბად,თუ შემოგყვე მეც შიგნით. -მანდ დარჩი.შეუღრინა მარიტამ და კარები მიუხურა.მოუსვენრად ელოდნენ და როგორც იქნა გამოვიდა,იქვე დაჯდა ორივეს უცქერდა და ისინიც უხმოდ უცქერდნენ მარიტას.მარიტამ ჯორჯს შეხედა და ხელით ანიშნა დამჯდარიყო. -რა ხდება მარიტა აღარ იტყვი? -ჯორჯ ცუდი არაფერი არ ხდება,გარდა იმისა რომ მიზანს მივაღწიეთ და აქ უკვე პატარა ზის,ნანატრი პატარა.ჯორჯმა სიხარულისგან გულში ჩაიხუტა მარიტა და შემდეგ მელანოს დაურეკა,საავადმყოფოში თხოვა მისულიყვნენ რადგან დარწმუნებულიყო ტესტის სიზუსტეში.ორივე ნერვიულობდა,რამდენიმე წუთში ნატაც მათ გვერდით გაჩნდა პირდაპირ მარიტასკენ წავიდა,მაგრამ ალექსანდრე რომ დაინახა უკან დაიხია რადგან ალექსანდრესი ძალიან,ძალიან ეშინოდა.მელანომ დაკვირვებულად გასინჯა მარიტა გაოცებული უცქერდა კომპიუტერის მონიტორს,შემდეგ ჩაიცინა ტელეფონზე შეტყობინება გააგზავნა.ჯორჯი ნერვიულად გადი-გამოდიოდა და შეტყობინების ხმაზე ტელეფონი ამოიღო და ღიმილით წაიკითხა. -შემოდი ჯორჯ შენი შვილის გულის ცემას მოგასმენინებ.ჯორჯმა გაიღიმა,ნატას გვერდი აუარა შევიდა ისიც სადაც სხვები იყვნენ,სულ მალე კი ოთახში პატარას გულის ცემის ხმა გაისმა. -რამოდენიმე თავ წამალს გამოგიწერ,რომ უცნაური შეგრძნებები მოგიხსნას,გულის რევასაც შეგიმცირებს რადგან ტოქსიკოზი გაქვს და გაგტანჯავს. -მელანო ეს უცნაური წიკები რომ მოიშალოს რამე წამალი მიეცი,თორემ დამტოვა დღეს მშიერი და ყოველ დღე ასეთ სტრესში ყოფნას ვერ გავუძლებ, ჩემი იმუნიტეტი დავარდება. -იმუნიტეტი შენ ახლაც დავარდნილი გაქვს.უთხრა მელანომ სიცილით.ყველა იცინოდა,მელანომ მარიტას მიუბრუნდა და უთხრა. -როგორ გრძნობ თავს მარიტა. -არ ვიცი,რაღაც უცნაურად. -მაინც? -რაოდენ დიდი პატივი დამდო ღმერთმა რომ ეს უცნაური შეგრძნნება მომივლინა,მელანო მე ვალდებული ვარ აქ ჩასახულ ემბრიონს გავუფრთხილდე,რადგან ის ჩემი მეორე სიცოცხლეა.არ მინდა ამ პატარა არსებამ უსიყვარულობა, ნერვიულობა, მრისხანება და სიძულვილი აქედანვე იგრძნოს და მის პატარა სულმა არ მიიღოს ტრამვები.დედას ბევრჯერ უთქვამს ჩემთვის,შვილები აძლიერებს ოჯახს,ისინი უფლისაგან მოიცემიან არა როგორც ტვირთის და სასჯელის სახით, არამედ როგორც ყველა ქალის კურთხეული გზა,ცხოვრების ჯილდო და ნუგეში. -ჯორჯმა ახლოს მივიდა და მარიტას წინ ჩაიცუცქა. -გპირდები,რომ ყველაფერი კარგად იქნება.ალექსანდრე ძალიან ნერვიულობდა მარიტაზე და თითქოს წინასწარ იცოდა,რა ტკივილით სავსე იქნებოდა მისი გოლგოთის გზა,უმძიმესი ჯვრით.ბედნიერება ცხრა თვე უნდა ატაროს მისი სხელით და ცხრა თვის შემდეგ სხვას უნდა აჩუქოს ეს ბედნიერება,მაგრამ გაუჭირდებოდა თავად მარიტას შვილის დათმობა.დიდ იმედს იტოვებდა გულში,რომ მარიტა მისი გადადგმული ნაბიჯით ცხოვრების ღირებულებებს კიდევ უფრო კარგად დაინახავს.ტკივილს ნახავს,მაგრამ ის ტკივილი,ცრემლი და ნერვიულბა კიდევ უფრო გაზრდის მას და გამოაწრთობს ფოლადივით პიროვნულად,სულ სხვა მტკიცე და ძლიერ ადამიანად აქცევს. -ღმერთო ძალა მომეცი და შემაძლებინე,მასწავლე მოთმინებით ლოდინი.თქვა ერთ საღამოს მოულოდნელად და ალექსანდრეს გვერდით დაჯდა. -რა ხდება,მარგარიტა ხომ იცი წინ დიდი სირთულეები გაქვს.ნატა პირველი, მას უნდა ერიდო. -ალექს გავუძლებ,ჯორჯს სიტყვა მივეცი და გავუძლებ ყველას შემოტევას.როცა ჯორჯს ვხედავ როგორ ელოდბა ამ სიხარულს,მიჭირს გამოვნახო სიტყვები და გადმოვცე ის გრძნობები,ემოციები რასაც მის თვალებში ვხედავ.მეც მედება მისი სიხარული და ამით ძალა მემატება.ალექს შევძლებ,ხომ გჯერა შენ რომ შევძლებ. -ნუ ნერვიულობ,ასე თუ ინერვიულე ვერაფერს ვერ გავხდებით.ვიფიქროთ მხოლოდ იმაზე,რომ ყველაფერი კარგად იქნება.წინ უკეთესი ცხოვრება გველოდება,შევძლებთ,მარიტა ყველა ერთად შევძლებთ სიხარული შევინარჩუნოთ.იცი ხანდახან რას ვფიქრობდი?არ ვიცი შეიძლება დებილობას ვამბობ და გეწყინოს კიდეც,მაგრამ თუ არ გაამართლებდა ეს ანალიზი პირველივე ჯერზე,მინდოდა თავი დაგენებებინა ამ ყველაფრისთვის,რადგან არ მინდოდა ნატა გადაგკიდებოდა.ის მას შემდეგ შეიცვალა,რაც შენ გამოჩნდი. -ვერ გავიგე ალექს,ნატა ხომ იყო თავიდან თანახმა,რატომ შეიცვალა აზრი. -ეჭვიანობს,მაგრად ეჭვიანობს შენზე და ჯორჯზე.არასოდეს რომ არ უთქვამს ჯორჯისთვის მიყვარხარო ახლა უთხრა,მეც იქ ვიყავი მათ წინ.ტელეფონზე ურეკავს,გიჟდება როცა ტელეფონი გათიშული აქვს,გეფიცები სულ შეიშალა.სულ სხვა სახე დაგვანახა,ძალიან საშიში ქალის სახე. -რაღაც მინდა გითხრა,უფრო სწორად გაჩვენო. -რა,სერიოზულია რამე?მარიტან ტელეფონი აიღო და ალექსანდრეს მისი გადაღებული ვიდეო აჩვენა. -ეს რა არის. -უფრო სწორად ვინ არის,ნატა არის. -დარწმუნებული ხარ? -კი,ტაქსში ვიჯექი და მაშინ გადაუღე. -ჯორჯმა იცის? -არა,არ მითქვამს. -ეს,ეს საშინელი კაცია,ეს ნარკომანია. -რა საქმე აქვს ნატას ამ ნარკომანთან. -ეს გრძელი ისტორიაა,მაგრამ სიმართლე არის რომ ეს მამაკაცი ნატას რეალური წარსულია. -როგორ,ნატა ნარკომანი იყო?გაუკვირდა მარიტას. -იყო,იყო და სწორედ ამ ჭაობიდან ამოათრია ჯორჯმა.ამ კაცს რომ ჩამოშორებოდა ცოლადაც მოიყვანა,ბევრი უშალეთ მეც, გივიკომ და ჩვენმა საერთო მეგობრებმა,მაგრამ არავის არ გაუგონა. -გივიკო ვინ არის. -არ იცნობ,საზღვარგარეთ არის წასული.ასე რომ,არ გირჩევ ამ ისტორიის ცოდნას,ერთ დღეს ჯორჯი თავად გიამბობს. ძველი გრძნობები ძლივსღა სუნთქავდა, მას ნელა-ნელა ბოღმა ანაცვლებდა,დღე დღეს ემატებოდა და მათ ურთიერთობას წარსულში მიაქანებდა.სად წაიღო მისი ადამიანობა? საკუთარი ხელით მოკლა და დაამახინჯა ის რაც ჰქონდათ შემორჩენილი.მათ შორის აღარ იყო,აღარც სიყვარული და აღარც პატივისცემა.მარიტა სასწავლებლიდან მოდიოდა და თავს ცუდად გრძნობდა,სადაც იყო წაიქცეოდა ძლივს მიაღწია სახლამდე,კარებს აღებდა,რომ ვიღაცამ ხელი კრა და კედელზე ზურგით მიახეთქა. -რაც გინდა ის ქენი და ეს ბავშვი მოიშორე. -გააფრინე?სულ გათავხედდი და თავს გაგივიდა,ქალი ხარ თუ ქაჯი ხარ.შეუყვირა მარიტამ და თავადაც ხელი კრა.ხმაურზე ალექსანდრე გამოვიდა გარეთ და მარიტას მკლავში ხელი მოკიდა სახლში შეუშვა და შემდეგ ნატას დაუდგა წინ. -არ გაბედო და მარიტას არ შეეხო,თორემ ჩემთან გექნება პირადად სალაპარაკო,აქამდე პატივს გცემდი,მაგრამ უკვე ისე გადააჭარბე გული მერევა შენს შეხედვაზედაც კი. -განანებთ,ყველა გადამიდექით და ამას განანებთ. -მოწეულში ხარ,გაკეთებულში თუ ტაბლეტები გაქვს მიღებული. -რას გულისხმობ.გაფითრდდა ნატა. -იმას ვგულისხმობ,რომ ისევ იმ წუმპეში ბრუნდები საიდანაც ოთხი წლის წინ ამოგათრია გიორგიმ და მადლობას როგორ უხდი. -ტყუილია,არ არის მართალი. -არ არის მართალი?აბა ამ ვიდეოს შეხედე კარგად.ნატა სერგეის დაუბრუნდი?ამ ადამიანმა გაგაუბედურა და ისევ ამ ადამიანს ხვდები?წადი,წადიიი,აქ არ არის შენი ადგილი.ნატამ თავი დახარა და სახლიდან გავიდა,ალექსანდრემ კი გაბრაზებულმა გააყოლა თვალი.მარიტა ისეთი გაბრაზებული იყო,ვერც დაიძინა,ვერც დაისვენა ბოლოს წამოდგა ჩაიცვა გამომწვევად და სახლიდან გავიდა.უკვე კარებში გადიოდა,ალექსანდრემ შეხედა და გაოცებულმა უთხრა. -სად მიდიხარ მარიტა. -მომბეზრდა,მომბეზრდა ყველაფერი. -მერე ასეთი ჩაცმული სად მიდიხარ. -ჰაერი არ მყოფნის და უნდა გავიარო,რა ესეც შეზღუდული მაქვს? -არ წახვიდე ასეთი ჩაცმული,მაშინ მეც მოვდივარ. -არ გაბედო და არ გამომყვე.მარიტამ ისე მკაცრად შეხედა ალექსანდრეს რომ ალექსანდრე ადგილზე გაჩერდა.გავიდა თუ არა მარიტა გარეთ,ჯორჯს დაურეკა და უთხრა ყველაფერი. -სად წავიდა ისე გაბრაზებული. -არ ვიცი არ გამიყოლა. -კარგი,კარგი შევხედე ტაქსი გააჩერა და უკან გავყვები,მოტოციკლრტით ვარ.რა მოხდა,რამ გადარია ასე. -ვერ გავამტყუნებ,ჯორჯ ამოუვიდა ყელში ნატას მუქარები კარებთან წავასწარი თორემ ალბად კიბეებზე დააგორებდა.მიუშვი,მაგრამ თვალყური ადევნე შორიდან. -კარგი,ვიცი სადაც მიდის ნაცნობ ბართან მივიდა.ჯორჯმა ტელეფონი გათიშა მარიტას ფეხ და ფეხ შეყვა,მაგრამ არ დაენახვა შორი ახლოდან უთვალთვალებდა.მხოლოდ მაშინ აასხა სისხლმა თავში,როცა მარიტას მისთვის კარგად ნაცნობი,მაგრამ უსიამოვნო ადამიანი მიუახლოვდა და რაღაც შესთავაზა.მარიტას თვალებში შიში იდგა,მაგრამ მაინც გაბედულად ეჭირა თავი.უცნობმა სასმელი შესთავაზა და ბარმენს თვალი ჩაუკრა,ბარმენმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად,მაგრამ მასზე მომზირალ მკაცრ თვალებს ვერ გაუძლო და მიხვდა,რომ მარიტას უთვალთვალებდნენ,არაფერი არ გაურევია რადგან ბარმენი ჯორჯს იცნობდა და ჯორჯმა ანიშნა ეს არ გაეკეთებინა.მარიტამ ერთი დალია,მეორე,მესამე და უკვე თავს კარგად გრძნობდა.ჯორჯი წრიალებდა და არ იცოდა რა ექნა,რომ მას მაღალი ცისფერთვალება მამაკაცი მიუახლოვდა. -მე ზაზა ვარ და მარიტას მე მივხედავ,ჩვენ ახლო მეგობრები ვართ,სოფელში კი კიდევ მეზობლები. -მადლობა,არ წამოგყვება და უბრალოდ მიუშვი ზედმეტი არ მოუვიდეს.გთხოვ.............. -ვიცი ყველაფერი,არ არის საჭირო თხოვნა.ზაზამ ჯორჯს თვალი ჩაუკრა,შემდეგ მარიტასთან მივიდა და თავზე აკოცა. -ჩემი გოგო,აქ არ გელოდი მე მეძებ? -ზაზა მოხვედი?გაუღიმა მარიტამ თითქოს იმ წუთში მან ზაზაში მისი ღმერთი დაინახა. -არ მელოდი?ხომ იცი რომ მარტო არასდროს არ ხარ ტკბილო. -იცნობთ?შეეკითხა მამაკაცმა და აშკარად ეტყობოდა,რომ ზაზას მოსვლა არ ესიამოვნა. -რა თქმა უნდა ვიცნობ,ჩემი საცოლეა.მარიტამ თავი ასწია და ზაზას შეხედა,რომელმაც მამაკაცის ჩუმად თვალი ჩაუკრა.-წამოდი დავჯდეთ ცოტა ხნით და შემდეგ წავიდეთ.ხელი გადახვია და მყუდრო ადგილისაკენ წაიყვანა,ყურში კი უჩურჩულა. -არაფერი არ დალიო მათი მოწოდებული,გესმის?მხოლოდ მე რასაც მოგაწოდებ ის შეგიძლია დალიო უშიშრად. -აქ რას აკეთებ ზაზა. -მე თუ შენ რას აკეთებ აქ მარიტა. -მე უნდა გავერთო,ამის გამო გამოვედი სახლიდან. -და აქ მოდი ამ ბარში,სხვა ადგილი ვერ ნახე გასართობად?ქრისტის რატომ არ დაურეკე,მარტო რატომ წამოდი. -რა გინდა,ვინ გამოგგზავნა.შეუტია მარიტამ. -არავინ,გეფიცები მე მარტო მოვედი ჩემით და ისე მოგიახლოვდი ვითომ საცოლე ხარ ჩემი.მარიტას საკმაოდ ჰქონდა დალეული და მისი საყვარელი მუსიკა ჩაირთო,წამოდგა და ცეკვა დაიწყო.ყველა მის გარშემო შეიკრიბა.ზაზა უკვე ბრაზობდა,ჯორჯი კი უფრო მეტად.უკვე გაბრაზება სიმხეცეში გადავიდა,როცა უცნობმა მამაკაცმა მარიტას წელში შეუცურა ხელი და მასთან ერთად დაიწყო ცეკვა,თან თვალებში უცქერდა,თითქოს პარტნიორისგან ერთ სიტყვას ელოდებოდა და ისიც გააქრობდა ადგილიდან.ზაზა წამოდგა მკლავში მოკიდა ხელი და გასასვლელისაკენ გაიყვანა,მაგრამ დაუსხლტდა ხელიდან და ცეკვა გააგრძელა.კბილები დააკრაჭუნა და მკაცრად უთხრა. -გარეთ გელოდები ერთ წუთში.გარეთ გავიდა და იქ შორი ახლო დამდგარი ჯორჯიც დანახა.მართლაც წუთნახევარში მარიტა გარეთ გამოვიდა და ზაზას შეხედა გაბრაზებული თვალებით. -რამე მნიშვნელოვანი უნდა მითხრა,ცეკვა რომ არ დამაცადე? -შეგიძლია მითხრა,რას აკეთებ იქ იმ მამაკაცთან ერთად? -ვერთობი,რა არ შეიძლება თუ თანხმობა უნდა ვთხოვო ვინმეს? -შენ გრძნობ,რომ ყველა მამრი წამოდგა ფეხზე და შენზე ნერწყვს ყლაპავს? -სწორედ ესაა რაც მინდოდა,მინდა დაინახონ რომ მეც ქალი ვარ,ცოცხალი ქალი. -მერე?უკანალი უნდა უქიცინო ყველას რომ შეგამჩნიონ?ხვალ რომ გნახონ სადმე და გითხრან,წუხელ მაგარი იყავიო,რა პასუხს გასცემ მათ მარიტა. -აქ არავინ მიცნობს და ამიტომ ვარ თავისუფლად. -არც მე გეგონა თუ გიცნობდი,მაგრამ გიცანი.შენ იქ არ ხარ ის მარიტა მე ვისაც ვიცნობ,შენ იქ სულ სხვა ხარ,ვიღაც აღვირახსნილი ქალი ხარ და ახლავეს წამოდი სახლში. -ხოოოო?და შენ ვინ ხარ,მე რომ მიფრთხილდები?შენ რა პრობლემა გაქვს,ვინ ხარ შენ რომ მე რამე დამიშალო. -მე მაქვს უფლება დაგიშალო აქ ყოფნა.მარიტას წინ გაბრაზებული ჯორჯი დადგა. -ჯორჯ?ოხ,ბატონი ჯორჯიც აქ ბრძაბულა. -მარიტა ნუ დაივიწყებ,რომ შენს სხეულში ბავშვია. -ნუ ნერვიულობ მე ბავშვს არაფერს არ ვავნებ,თქვენ მე არ მიცნობთ კარგად. -მართლა მეგონა გიცნობდი,მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა,არ გიცნობ ვინ ხარ. -რააა?მარიტა ფეხმძიმედ ხარ?გაოცებულმა შეეკითხა ზაზამ. -ხვალ ვილაპარაკოთ,ჩვენ.თითი მიადო გულზე ზაზას. -წამოდი ახლა სახლში.უთხრა მშვიდად ჯორჯმა და ზაზას მხარზე მსუბუქად დაარტყა ხელი.-მადლობა ზაზა. -ახ,თქვენ იცნობთ ერთმანეთს? -დიახ ვიცნობთ,რამე პრობლემა გაქვს? -არა,არანაირი. -მაშინ ფეხი გამოადგი და წამოდი. -რა ძილის-პირული უნდა მიმღერო? -ხო უნდა გიმღერი და დაგაძინო. -არ მინდა სახლში,შიგნით შევალ რადგან შემცივდა.ჯორჯმა ვეღარ მოითმინა მარიტას უტაქტობა და მხარზე გადაკიდებული მიიყვანა მის მოტოციკლეტთან. -ჯორჯ მოდი მე წამოვიყვან მარიტას. -მანქანით ხარ?ზაზამ თავი დაუქნია და მარიტა თავის მანქანაში ჩააჯინა,მიდიოდნენ წყნარად და ჯორჯი უკან მიყვებოდა გაბრაზებული.ზაზამ ხელში აყვანილი შეიყვანა სახლში მარიტა და იქვე დააჯინა მდივანზე მისაღებში,ალექსანდრეს მიუბრუნდა და უთხრა. -მაგარი ყავა მოუდუღე,უშაქრო რომ გამოფხიზლდეს. -შეიძლება? -არც დალევა შეიძლებოდა,მაგრამ დალია.ჯორჯიც შემოვიდა სახლში და მარიტას გვერდით დაჯდა.მარიტამ მხარზე დაადო თავი და ჩუმად თქვა. -დავიღალე,მართლა დავიღალე ჯორჯ.არ მინდოდა მტკენოდა,მაგრამ მეტკინა.სწორედ ამ ტკივილს გავურბოდი,იცი რა მტკივა ყველაზე მეტად?მოდიხარ,შემდეგ მიდიხარ და დღეები,კვირეები აღარ ჩანხარ,იკარგები.უკეთესია სულ ნუ მოხვალ,ნუ დამენახვები.შენი შარმი ხომ აქ მყავს,ჩემს სხეულში და მას დაველაპარკები. -ერთხელ ჩავიდინე შეცდომა და იმ შეცდომას დღემდე ვნანობ.ახლა ის იქნება ჩემი შეცდომა,შენ თუ გაგიშვი ჩემი გულიდან და საერთოდ ჩემგან. -ამიტომ წავედი და დავლიე დღეს,რადგან ძლიერ მეტკინა.ვიტირე კიდეც,მაგრამ არ მომეშვა გულზე.მინდოდა ისე დამელია ვერ გამეგო ვინ შემეხებოდა. -ჩუ,ჩუ ეს მეორედ არ თქვა.შენ ვერავინი ვერ შეგეხება,გესმის?ვერავინი. -რამე ხდება ან მოხდა თქვენს შორის?წარბაწეულმა შეეკითხა ჯორჯს ალექსანდრემ. -ალექსანდრე მაგის დროა ახლა?შეუღრინა ჯორჯმა და ზაზამ ჩაიცინა. -ზაზა დრო რამდენი უნდა ბოქსის სწავლას კარგად რომ ისწავლო.სერიოზულად შეეკითხა ზაზას ალექსანდრემ. -არ დამჭირვებია ბოქსი მესწავლა, რატომ კითხულობ. -უნდა ვისწავლო აუცილებლად,რომ ვიღაც ჯორჯ გურენს ცხვირ-პირი გაუერთიანო. -ძალას კი არ მაძლევ,მართმევ იდიოტო.შეუღრინა ალექსანდრეს და მარიტა ხელში აყვანილი შეიყვანა საძინებელში.დილით თავი ვერ ასწია ისე ჰქონდა გაბრუებული და უნდოდა სრულ სიწყნარეში ყოფნა,კარები ალექსანდრემ რომ შემოაღო. -გაიღვიძე მარიტა დაგაგვიანდება სასწავლებელში.ხელით ანიშნა მოკეტეო და საბანი თავზე გადაიფარა. -ადექი გოგო,დაგაგვიანდებააა. -გეხვეწები ნუ ყვირიხარ. -რომ ყლაპავდი, რა გეგონა აბა.ადე, გინდა მოგეხმარო? -რა ჩავიცვა დღეს,სიცივეა ძალიან? -მზიანი ამინდია,მაგრამ არის სიცივე მაინც.ადგა,ჩაიცვა თავი მოიწესრიგა და სასწავლებელში ალექსანდრემ წაიყვანა,მკვდარივით შევიდა ლექციაზე რომელიც უკვე დაწყილი იყო.ზაზამ შეხედა მარიტას და უთხრა. -გაბუნია საათი არ გაქვს სახლში?რატომ მოდიოდი 10 წუთში დასრულდება ლექცია. -ბატონო ზაზა ცუდად................ვეღარ დაასრულა სიტყვა რომ ზაზამ სახეზე ფერი არ ჰქონდა მარიტას და ჩქარი ნაბიჯით მივიდა,ხელი შეაშველა და იქვე დააჯინა. -რატომ წამოდი ასე ცუდად თუ იყავი,გინდა დაურეკო ალექსანდრეს ან ჯორჯს?მარიტამ თავი ასწია და ზაზას შეხედა,შემდეგ კი უთხრა. -არ მინდა არცერთის დანახვა.ცოტა ხანში კაფეტერიაში იჯდნენ და წყნარად საუბრობდნენ,რომ მარიტამ თქვა ჩუმად. -მშია. -გშია?ადე წავიდეთ,მეც მშია. -ლექცია არ გაქვს? -არა,დღეს მარტო თქვენთან მქონდა ლექცია.წამოდგნენ ფეხზე და წავიდნენ. -რას მიირთმევ,რას გთხოვს გული. -ხაშლამას შევჭამ, სალათას და ყველი. -აუუუ,ჩვენი პატარა ვაჟკაცია რადგან ვაჟკაცური საჭმელები მოითხოვა.მარიტამ გემრიელად მიირთვა და ზაზამ სიცილით უთხრა.-მოგიტანო ლუდი? -არა,არ მინდა.ახლა ვლოცულობ რაც ვჭამე შემრჩეს. სიცოცხელე დროებითი საჩუქარია, მეგობარი დროებითი ცხოვრების საჩუქარი.სიყვარული კი დროებითი ცხოვრების მთავარი საჩუქარი.ამიტომ ეცადეთ,მხოლოდ შექმნათ ლეგენდები თქვენს სიყვარულზე.იყავით მაგალითი სიყვარულის, სიკეთის და მეგობრობის.მართალია ამ დროს გზა იქნება რთული და გრძელი, მაგრამ ეს ყველაფერი ამად ნამდვილად ღირს!მომავალ დედას ყველამ უნდა დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მის სულიერ სიმშვიდეს,რადგან თუ დედა მშვიდად ვერ არის,თუ დედა ღელავს, მაშინ მისი ჩანასახიც ღელავს, ამიტომ ახლობლებმა ხელი უნდა შეუწყონ მის სიმშვიდეს -მარგარიტა?რას აკეთებ.კითხა ღიმილით ალექსანდრემ მარიტას რომელიც ისე იყო გართული კითხვაში,რომ ვერც კი გაიგო ალექსანდრეს შესვლა სახლში. -მოხვედი?ასე ადრე რატომ დაბრუნდი. -ადრე?საათი წინ გიდევს ნახე რომელი საათია. -დაღამებულა,როგორ გამეპარა დრო. -ისე ხარ გართული კითხვაში,ალბად რომ არ მოვსულიყავი დილამდე აქ იჯდებოდი.აბა როგორ ხარ,იზრდება ჩვენი პატარა?გიხდება ორსულობა,სულ შეიცვალე. -ალექსანდრე დედობა შვებაა, დედობა სიამაყეა, სინაზეა, ქალად შექმნაა.ნუთუ შეედრება რამე იმ სიხარულს როცა პირველად უნდა შეეხო შენს შვილს?ყველა ქალმა უნდა გამოსცადოს ეს გრძნობა და გაიგოს რა შეგრძნებაა როცა შენში ახალი სიცოცხლეა,როცა პაწაწა ფეხს გირტყამს მომშივდა და მაჭამეო,იცი?ეს სასაცილოა,მაგრამ სინამდვილეა ის ხომ უკვე ცოცხალი არსებაა რომელმაც გარკვეული დრო უნდა იცხოვროს თბილად დედის სხეულში. -მამები?რას იტყვი მამებზე. -ის ყველაზე ბედნიერი მამაკაცია, მის გარშემო იცვლება მთელი სამყარო და ცხოვრობს მოლოდინით როდის დაიბადება მისი სხეულის ნაწილი. -საოცარი დედა იქნები,გიჟი დედა და არა მარტო დედა შენ მეგობარიც იქნები მისი.მარიტა რისი კეთება გიყვარს. -მიყვარს ის რაზედაც ვსწავლობ,ასევე მიყვარს კითხვა და მიყვარს ყვავილები.მათთან დაჯდომა და საუბარი მიყვარს,მათზე ზრუნვა. -ესაუბრები ალბად იმ თემებზე,რაზედაც არ შეგიძლია უთხრა სხვას. -მიმიხვდი,ისინი ჩემი მესაიდუმლეები არიან,კარგად იციან საიდუმლოს შენახვა. -ადე დაისვენე,მეც დავწვები დაღლილი ვარ.12 საათი იყო ალექსანდრემ რომ გაიღვიძა და მარიტას ისევ ეძინა.ყავა მოიდუღა და მოწყინდა მარტო ყოფნა,შევიდა და მარიტა ძალით გააღვიძა. -რა არ გასვენებს, ალექსანდრე რა გინდა. -მთელი ღამეები შენზე ვფიქრობდი და არც წუხელ დამეძინა. -მერე,ფიქრებმა გითხრეს წადი მარიტა გააღვიძეო? -ის რომ ძალიან ვაფასებ შენს გადადგმულ ნაბიჯს,ნაბიჯს რომელსაც ძალიან ბევრი არ გააკეთებდა შენს ასაკში. -ალექსანდრე მე ამას არ ვაკეთებ იმის გამო,რომ მე ვიღაც გაუნათლებელი გოგოს მსხვერპლი ვარ.მეც რომ დავფიქრდი,მეც მომეწონა ჩემი აზრი,რომ ჩემი სურვილით ოჯახში ნანატრი ბედნიერება დადგება. -ვისაც კი ვიცნობ,ყველასგან განსხვავებული ხარ,არ ვიცი ვინ ხარ,მაგრამ შენთან დიდ სიახლოვეს ვგრძნობ.ხარ ძალიან უბრალო,მაგრამ ძლიერი და კლდემამოსილი.შენს იქით ძალიან იდუმალი და ძლიერი ქალი დგას მარგარიტა. -მე მართლა არ ვიცი ვინ ვარ,ვიცი მხოლოდ სად გავიზარდე ეს არ დამიფიცავს შენთვის.მაგრამ ის რომ მე ღარიბმა ადამიანებმა აღმზარდა,გამიწია დედობა,მამობა და მათმა ჩემში ადამიანის თვისებები ყველაზე მაღლა დააფასეს,ყველაზე მეტად ეს მეამაყება.მერე რა რომ სოფლიდან ვარ და ღარიბი ვარ,რა ჩვენ არ გვაქვს უფლება თუნდაც ერთხელ ჩვენს თავს ვუყიდოთ კარგი სუნამო და კარგი ტანისამოსი?თუ მხოლოდ წარმატებული ქალებს და მდიდარი მამიკოს შვილებს უნდა ჰქონდეთ მხოლოდ კარგი სუნამოს სუნი?მეც მსურს ვიყო მიმზიდველი,არა ნუ იფიქრებ სხვაგვარად,მინდა ვიყო უბრალო მაგრამ მიმზიდველი რომ ჩემი სუნამოს სუნი შორიდან იგრძნოს სხვამ.ეჰ,ალბად ოდესღაც ასეც მოხდება. -რატომ ოდესღაც?არა,დღესვე ადე და წავიდეთ. -სად?გაუკვირდა მარიტას. -იქ სადაც შენს უბრალოებას უფრო რომ გაალამაზებს.წავიდნენ და მარიტას ბევრი წინააღმდეგობისა უამრავი რამ უყიდა ალექსანდრემ მისივე გემოვნებით.მოულოდნელად ქრისტის შეხვდა მარიტამ და ერთად დასხდნენ,ყავაც მიირთვეს და ბევრი იხალისეს,ისე შემოაღამდათ რომ ვერც კი გაიგეს.დაღლილებმა შეაღეს სახლის კარი და იქ წარბებშეკრული ჯორჯი დახვდათ.არ ელოდნენ და ორივემ ერთმანეთს გადახედეს,ისე ჰგავდნენ იმ დროს ერთმანეთს ეს ორი ჯორჯს არ სცოდნოდა ალექსანდრე ვინ იყო,აუცილებლად იფიქრებდა და-ძმა არისო. -ჯორჯ? -წარმოდგენაც არ გაქვთ,უკვე რამდენი ხანი გელოდებით. -მაღაზიაში გავედით,მარიტას როგორც ხვდები ბევრი რამ ჭირდება,ასე რომ არ გაქვს სიბრაზის მიზეზი. -დაგერეკა და მეც წამოვიდოდი. -ისე უცებ გადავწყვიტეთ,შენ არც კი გამახსენდი. -ვიცი რომ არ ფიქრობ საერთოდ ჩემზე.მარიტამ გვერდი აუარა ორივეს და სამზარეულოში გავიდა,ცოტა ხანში ორივემ სამზარეულოში გავიდნენ და შეხედეს მარიტა მაცივარში შემძვრალიყო. -ალექს მშია,რა ვჭამო?იკითხა მოწყენილი ხმით. -გოგო რამ გადაგრია,ერთად არ ვჭამეთ? -კიდევ მშია და არ ვჭამო?ჯორჯს გაეცინა და მის თვალებში ბედნიერი სხივი გაჩნდა. -მითხარი რა გინდა,რას გთხოვს გული და მე მოგიტან. -ხოდა მეც მაგას ვფიქრობ რა ვჭამო. -მიდი რა მოიფიქრე,დღეს ჩემს ცხოვრებაში უნიკალური დღე არის,ძალიან მშვენიერი და ხმამაღლა ვიტყვი,რომ რაც შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში სულ შეიცვალა ჩემი ცხოვრება.ჩემი ცხოვრების შენთან გატარებული ყოველი მომენტი შეუფასებლად დიდი ჯილდოა.მარიტა იდგა და გაოცებული უცქერდა ჯორჯს,ალექსანდრეს კი ჩაეცინა,მარიტას თვალი ჩაუკრა და ფრთხილი ნაბიჯებით გავიდა სამზარეულოდან.ჯორჯმა დაიხარა და მარიტას ლამაზად გამობერილ მუცელზე ორივე ხელები დაადო და თითქოს იგრძნო ბავშვმა მამის სითბო,პატარა მამას მიესალმა,ორივემ ერთმანეთს შეხედა და მარიტამ ჩამწყდარი ხმით უთხრა. -იგრძნო, რომ აქ ხარ. -იგრძნო,რომ დედა და მამა მას ეფერება. -არ გინდა,ჯორჯ ჩვენ თავიდანვე ვიცით რომ ბავშვი შენია და შენთან დარჩება. -შეძლებ?მარიტა შემომხედე და მითხარი, შეძლებ? -უნდა შევძლო,რაც არ უნდა ძნელი იყოს,უნდა შევძლო.ჯორჯმა შუბლზე მიადო შუბლი და უთხრა. -ღმერთო,ამ შეგრძნების შემდეგ,შორს როგორ უნდა ვიყო თქვენგან.მარიტას ცრემლი მოერია და ჯორჯს შეხედა,შემდეგ თავი დახარა და უხმოდ წავიდა თავის საძინებელში სადაც ბევრი ტირილის შემდეგ როგორც იქნა ჩაეძინა.ჯორჯმა კი სახლის გზას გვერდი აუარა და ის ღამე თავის ოფისში გაათენა და ასე გრძელდებოდა დღეები.ერთ დღეს ძალიან ამაღელვებელი და დაძაბული დღის შემდეგ ჯორჯის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა,როცა მისი კაბინეტის კარი ხმაურით მიკეტა ნატამ მამამისთან ერთად.ჯორჯმა უამრავ ფურცლებიდან თავი ასწია და გაოცებულმა შეხედა ჯერ ნატას და შემდეგ მიშას. -მშვიდობაა?იკითხა სიჩუმის შემდეგ. -ეს თავად უნდა მითხრა ბატონო გიორგი. -რა ხდება შეგიძლიათ პირდაპირ მითხრათ თქვნი აღელვების მიზეზი ბატონო მიშა. -როგორც გავიგე შვილს ელოდებით. -დიახ,რამდენიმე თვეში. -შეიძლება გავიგო ვინ არის ის ქალი,ვინც ჩემი შვილის ადგილზე უნდა დადგეს?ჯორჯს სიბრაზისაგან ყელში ძარღვები დაებერა,თვალებში სისხლი მოაწვა და ფეხზე წამოიჭრა. -არც ერთს და არც მეორეს,არ გაქვთ უფლება ცუდად შეეხოთ იმას რაც ჩემთვის ძვირფასია.შენ?შენს სხეულში ნატა ძალიან ბინძური ბაქტერიებია,ეგოისტი ხარ და ძალიან დაუნახავი ადამიანი.მამაშენი რომ მომიყვანე,რა შემაშინებ მისი აქ მოსვლით?თუ ვეღარ გავბედავ და ვერ გეტყვი იმას რომ ყელში ამოხვედი უკვე შენი გამოხტომებით.მეჩვენება თუ უკვე დაივიწყე საიდან ამოგიყვანე,დაგავიწყდა როგორ აღმოჩნდი ჩემს გვერდით?სირცხვილია რომ მე მიწევს ეს შეგახსენო,სირცხვილია და იცი?მეცოდები რადგან ფეხზე მოსიარულე ბაქტერია ხართ უკვე ორივე მამაც და შვილიც,თუმცა გპირდებით,რომ თქვენი სახით გაჩენილ ბაქტერიებს მოვსპობ. -გიორგი ზედმეტი მოგდის. -მე მომდის ზედმეტი?თქვენს შვილზე რას მეტყვით ოთხი წელია ერთად ვართ და ის სიხარული რაც ოჯახს ახასიათებს და ამყარებს მან ვერ შეძლო ან უფრი სწორად უკვე დარწმუნებული ვარ არ შეძლო და სხვამ უნდა მომანიჭოს.რათ ვერ გაიგე,რათ ვერ დავიდა შენს გონებამდე,რომ მარიტა შვილს გააჩენს და წავა ჩვენი ცხოვრებიდან. -ამით,რისი თქმა გინდა გიორგი რას გულისხმობ.ჯორჯმა ამოიოხრა და მიშას დაღლილი თვალები მიანათა და უთხრა. -ის რომ,ის ,,სუროგატი დედაა'' და თუ ასე გააგრძელეთ ჩემი თვალთვალი და შებოჭვა ის ყველაფერი გახდება ჩემთვის.ამ ყველაფრისკენ კი შენ მიბიძგებ თავად,შენი ეჭვიანობით და შენი კაპრიზებით.ახლა კი მიბრძანდით დღეს რთული დღე მქონდა და გილოცავთ,გამოგივიდათ კიდევ უფრო დაგეძაბათ სიტუაცია ჩემთვის. -მე,მე სულ სხვაგვარად მითხრა ნატამ. -ახლა ხომ იცი,ამიტომ სანამ სხვას მოუსმენ იქნებ კაცურად მოსულიყავი და ერთად დაგველაპარაკა,მაგრამ არაფლით არ განსხვავდები თქვენც თქვენი შვილისგან,ვერ ეგუებით წაგებას და ეს გაცოფებთ.შენ კი არაფლით არ განსხვავდები იმ ქალებისგან რომლებიც ნადირობენ,შენც მათნაირი ხარ. -მე ჩემსას ვიცავ,რა ეს ცუდია? -ცუდს იცი რას ვხედავ შენში?ძალიან თავისუფლად შეგიძლია ისრიალო ჩემს არტერიაში რომ სისხლი სვა იქედან ნატა.შენი საქციელით რაც გრძნობა მქონდა ვგრძნობ,რომ ნელა ნელა ქრება და სულ მალე აღარაფერი აღარ დარჩება მისგან.ხვდები და ათვითცნობიერებ,რომ ჩვენ ,,ჩვენ''აღარ გვქვია და ჩვენ საერთო თემაც აღარ გვაქვს რომ განვიხილოთ და ერთმანეთს აზრები გავუზიაროთ ეს როგორც ადრე?ეს ყველაფერი შენ გააკეთე და მოიყვანე აქამდე ნატა.ყოველ საღამოს შენით სახლიდან გაქცევა მინდა,იცი მაინც რამდენჯერ მომიხდა გაუთვალოსწინებელი შემთხვევა გზაში გათიშულს?იცი რომ ეს დღეები სახლში რომ არ მოვდივარ აქ ვათევ ღამეს?არ იცი,რადგან შენ მხოლოდ შენი თავი გადარდებს და სხვა არავინ. -ნუთუ ასეთი მომაბეზრებელი გავხდი შენთვის? -ლაინერი ტიტანიკის კატასტროფამდე 14 წლით ადრე დაწერა რომანი სახელწოდებით ,,ამაოება'' სადაც მოთხრობილია გემი ,,ტიტანის''ჩაძირვის ამბავი,ეს კინოდ გადაიღეს რომელმაც დიდი გამოხმაურება მოიპოვა,მაგრამ მე შენ ჩამძირე ნატა მე.საზღვარი აღარ აქვს უკვე შენს კაპრიზებს,შენს ეჭვიანობას,ვერცერთი მხრიდან ვერ ვხედავ სინათლეს,ჩემს გარშემო მხოლოდ სიბნელეა.ძალიან იშვიათად გამოვდივარ წყობიდან,მაგრამ შენ ჯილდო და ოსკარი გეკუთნის ამას ყოველ დღე ახერხებ.ბრძანებას გავცემ,რომ შენზე დიპლომი გამოცენ.მიშას არასოდეს ენახა ჯორჯი ასეთი გაბრაზებული და არეული,უხმოდ მოკიდა ხელი ნატას წამოაყენა და კარებისაკენ წაიყვანა. -გიორგი მწარედ ინანებ მარიტას გამოჩენას,დაიმახსოვრე მწარედ ინანებ.უთხრა ნატამ და კაბინეტი დატოვა. -სულ გააფრინე?სულ დაკარგე რაც კი თავმოყვარეობა გქონდა?შენ რა ეს რაც მოვისმინე მართალია?ამის მერე გინდა გიორგის მე რამე ვუთხრა?შენ,შენ ხარ დამნაშავე,შენ თავად მიიყვანე ამ მდგომარეობამდე შენი ცხოვრება.ახლა არ გვაქვს დრო ჩხუბისთვის,გვერდში დაუდექი და ძალა აგრძნობინე. -მე თავად ვნახავ გამოსავალს,რომ ის გზიდან ჩამოვიშორო. -რა ჩაიფიქრე,არც კი გაბედო და პატარას არაფერი არ დაუშავო,თორემ გეფიცები არ შეგიცოდებ ნატა.უკვე ძალიან გაგივიდა თავს და ეს ჩემი ბრალია,შენ რომ ასეთი თავნება ხარ.ძალიან რთულად მიიღო მარიტას ორსულობა ნატამ,ამიტომ სულ ჩხუბი და კამათი მოსაწყენია,მორიგი კამათის დროს ჯორჯმა სახლი დატოვა და უაზროდ დადიოდა ქუჩებში და ბოლოს ალექსანდრეს დაურეკა. -ჯორჯ?რომელი საათია,რა ხდება რატომ არ გძინავს? -გაგაღვიძე?მეგონა ბარში იყავი და სად იყავი გაგება მინდოდა,მეც მოვიდოდი. -სახლში ვარ და მოდი. -ხუთ წუთში მოვალ შენს კარებთან და გამიღე.ალექსანდრე წამოდგა და კარები გააღო,სამზარეულოში გავიდა ყავა მოადუღა და ჯორჯს წინ დაუდო დიდი ფინჯანით,თავადაც მის წინ დაჯდა და ჩუმად უცქერდა. -იტყვი რა მოხდა,რატომ ხარ ამ დროს აქ? -ეს ბოლო თვეებია,არაფერი კარგი არ ხდება ალექსანდრე. -იჩხუბეთ? -ვიჩხუბეთ,ან როდის არ ვჩხუბობთ. -მიზეზი? -მიზეზი,მიზეზი ისევ ის. -ეს როგორ,ჯორჯ ბავშვი უკვე გრძნობს რომ დედის სხეულშია. -არა მარტო ბავშვი,უკვე მეც ვგრძნობ მას ალექსანდრე. -იმედია შეიცვლება,ბავშვს რომ შეხედავს და მარიტა აღარ იქნება შენს სიახლოვეს. -შეიცვლება,არ შეიცვლება სულერთია უკვე ეს ჩემთვის. -ადე 4 საათია,მიდი დაისვენე. -უცნაური რამ ხდება ამ ბოლო დროს ჩემს თავს. -რა ხდება,რამე შეამჩნიე? -ფული ქრება ჩემი ანგარიშიდან და არა პატარა თანხა. -როდის შეამჩნიე. -შევამჩნიე უკვე ორი კვირაა,და არა მარტო ეს, მარიტას სახელზე მქონდა ანგარიში გახსნილი და ზედ დავდე 35,000$ დღეს ვნახე და 20,000$-ია.ვინ მოხსნა,როდის მოხსნა ვერაფერი ვერ გავიგე. -ჯორჯ გაიფიქრე,რომ ნატას შეეძლო ხელი მიწვდეს თანხაზე? -ჩემს ანგარიშზე კი მაგრამ მარიტას ანგარიშზე არა,ან კოდი თუ არ გატეხა ვინმემ. -ახლა რაღაცას გაჩვენებ და შენს ეჭვებს ფარდა აეხდება. -რა ხდება,რამე ხდება და არ ვიცი? -ვფიქრობ,რომ ნატა ისევ დაბრუნდა იქ საიდანაც შენ ამოიყვანე. -შენ საიდან იცი. -აი ეს იყურე.ალექსანდრემ ტელეფონში ვიდეო აჩვენა და ჯორჯმა თვალებ გაფართოვებული უცქერდა. -ნატა,ნატა სხვა ვინ თუ არა ნატა.ეს სერგეი არის ვისგანაც დავიხსენი,კარგ გზაზე ხარ მეტის ღირსი არც ყოფილხარ ნატა.ვინ გადაუღო ეს ვიდეო. -შემთხვევით დაინახა მარიტამ და გადაიღო,კარგი დაისვენე,ხომ გაიგე უკვე სიმართლე. -შეიძლება ვნახო? -ჯორჯ ძინავს და ასე უფრო გაგიჭირდება მასთან დაშორება და დავიწყება.შეცვლილი ხარ და ძალიან არ მომწონს ეს ყველაფერი. -როგორ ფიქრობ ადვილია ჩემთვის ჩემი საყვარელი ქალი ჩემს შვილს ატარებდეს მისი სხეულით და ვერ ვუახლოვდები,ვერ ვეკარები და ვერ ვესაუბრები ისე როგორც მინდა?ან ამ ვიდეოს შემდეგ,როგორ ფიქრობ უნდა დავივიწყო მარიტა? -მართალი ხარ,დაწყნარდი და დრო გზას თავად გვიჩვენებს -ალექსანდრე ამ რამდენიმე თვეში როგორ შეიცვალა ყველაფერი,სად წავიდა ის ბედნიერი და უპრობლემო წლები? -რამ მოგიტანა პრობლემები ბატონო ჯორჯ? -რამ არა,ვინ თავად ბატონო ალექსანდრე. -ჯორჯ?ალექსანდრე?მშვიდობა არის?რატომ ხართ ამ დროს აქ,რას აკეთებთ. -ჩვენ ყავას ვსვამთ და ვსაუბრობთ,შენ რატომ ადექი.უთხრა ღიმილით თმაგაჩეჩილ მარიტას ალექსანდრემ. -ჩვენ მოგვშივდა.ღიმილით დაუბრუნა პასუხი და სამზარეულოში შევიდა უკან კი ალექსანდრეს სიცილით ნათქვამი მოესმა. -ჯორჯ ეს ბავშვია მარიტას სხეულში, თუ სპილო. -სპილო შენ ხარ,თუ მოშივდა რა ქნას არ ჭამოს?შეუღრინა ჯორჯმა და მერე თავადაც გაეცინა. -მე წავედი,სახლიც თქვენს განკარგულებაშია და სამზარეულოც.მარიტა სულ არ უსმენდა ალექსანდრეს და გემრიელად მიირთმევდა სალათას,ყველს და პურს.ისე გაუარა გვერდი ჯორჯს ფიქრებში წასულმა ჯორჯმა ფეხის ხმაც კი ვერ გაიგონა,უეცრად წამოდგა სამზარეულოში შევიდა იქ არავინი არ დახვდა,მარიტას საძინებლის კარი შეაღო და დაინახა თხელ პენუარში მარიტა მისი ლამაზი მუცლით და თვალი ვერ მოწყვიტა. -შეგეშალა,აქ არა გვერდით საძინებელში დაისვენე.უთხრა მარიტამ და ზურგი აქცია,უნდა შეწოლილიყო უკვე საწოლში,რომ ჯორჯმა მარიტასკენ გადადგა ნაბიჯი. -რას აკეთებ,აქ არათქო გითხარი. -ნუ გამაგდებ,შენთან,თქვენთან მინდა ახლოს რომ ვიყო. -არა,არ შეიძლება აქ იყო და უნდა ხვდებოდე,რომ ასეთი ქცევით მეც ზიანს მაყენებ და შენს თავსაც. -დარწმუნებული ხარ,რომ გულით ამბობ იმას რასაც ამბობ? -რატომ არ უნდა ვიყო დარწმუნებული,რა ასე არ არის? -არა,არ არის ასე და ეს ჩემზე უკეთ შენც იცი. -ვერ გავიგე ჯორჯ რისი თქმა გინდა. -ყველაფერი კარგად გაიგე მარიტა უბრალოდ არ გინდა თავს გამოუტყდე,მაგრამ ვერც მე ვერევი უკვე ჩემს თავს,მიჭირს უშენობა.სულ რაღაც თვეების წინ მშვიდად ვიძინებდი,დღეს ძილიც აღარ არის ჩემთვის.იმ დღეს,როცა პირველად შეგხედე,პირველად დაგხატე მაშინ როცა ჩუმად გითვალთვალებდი,მერე შენი ტუჩების გემოც ვიგემე პირველი კოცნა მოგპარე,ახლა აქ ხარ ჩემს წინ და მეუბნები არ შეგეხო,მითხარი როგორ არ შეგეხო როცა პირველი წუთიდანვე ვთქვი,რომ შენ ჩემი იქნებოდი და გპირდები შენ ჩემი იქნები,ჩვენ ერთად ვიქნებით. -გთხოვ,ჯორჯ კიდევ უფრო ნუ მირთულებ შენს არსებობას. -რატომ გეშინია?ვისი გეშინია მარიტა ჩემი თუ შენი გრძნობების. -არა,შენი არა მაგრამ არ დაგიფიცავ და ნატასი მეშინია ისეთი თვალებით მიყურებს. -არ შეგეშინდეს,მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები,მე ყოველთვის დაგიცავ.ხანდახან ცხოვრებაში უცნაური რამ ხდება და ეს უცნაურობები და დაუგეგმავად შემოიჭრება ხოლმე ისე რომ აგვირევს და დაგვირევს ტვინში ყველაფერს და საერთოდ გაგვთიშავს,აზროვნების უნარს გვართმევს.შეუძლებელია ამ ყველაფერს მარტომ გავუმკლავდე,ამ ტუჩებს ახლა ჩემს წინ რომ თრთოლვით შემომყურებს როგორ არ შევეხო.ათრთოლებულ ბაგეებზე თითი გადაუსვა და შემდეგ ნაზად შეეხო,რომ ცეცხლი დაუტოვა არა მარტო ბაგეებზე გადანაწილდა და ცეცხლის აგონიამ მთელ სხეულის წერტილებში გაიარა. -რატომ უნდა შევიკავოთ თავი,რატომ არ უნდა გავაკეთოთ ის რაც ორივეს ძალიან გვინდა.ჩვენი გრძნობებით ვუშავებთ ვინმეს რამეს?ეჩურჩულებოდა უკვე სამყაროდან გამოთიშულს და ნაზად უკოცნიდა სახეს,ნაზი კოცნა მომთხოვნი და ვნების ამღძვრელი გახდა. -ნუ ხარ დაძაბული,მე დაგიჭერ და მე ვიქნები შენი საყრდენი. -მინდა დილით გაღვიძებულს შენს თვალებს ვხედავდე. -ჯორჯ,ჯორჯ შეწყვიტე გთხოვ,ისე ამბობ რომ თითქოს გვაქვს შესაძლებლობა ყოველ დილით ერთად გავიღვიძოთ. -შენ წარმოდგენა არ გაქვს,რამდენჯერ ვნახე ეს სურათი უკვე ძილში. -ეს არასოდეს არ მოხდება და ნუ გაქვს ის ფიქრები და ოცნებები რომლებიც არასოდეს არ ახდება,ასე ხომ თავს იტანჯავ.ეს რაც ჩვენს შორის ხდება ეს ორი ადამიანის სისუსტე იყო,ვსო მორჩა აქ დასრულდა ეს სისუსტე და ეს აღარ განმეორდება. -სცდები,ძალიან სცდები.ჩვენში არა სისუსტემ,ვნებამ გაიღვიძა მარიტა. -წუთიერი ვნების არ შეკავების გამო,არ შემიძლია მთელი ჩემი მომავალი დავაყრდნო მხოლოდ ოცნებებზე. -წუთიერი სისუსტე?შენ ამბობ რომ ჩემში შენდამი კოცნა და შენზე შეხება წუთიერი სისუსტე იყო? -ჯორჯ რატომ გიკვირს?როდის გვქონდა ისეთი ძლიერი სიყვარული,რომ ჩვენზე ლეგენდები დადის? -მარიტა გაჩუმდი,კარგად ვიცი შენს გულში რაც ხდება.ვერ დამალავ გრძნობებს ის შენს გამოხედვაშია,შენს გულშია და დაუგდე ყური მას როგორ ძლიერად ფეთქავს როცა ჩემს წინ არის და ჩემი შეხების მოლოდინშია.დაიმახსოვრე,შენ არასოდეს არ იქნები ჩემთვის წუთიერი სისუსტე.რატომ არ შეგიძლია გამიგო,რატომ მარიტა. -რა უნდა გაგიგო ჯორჯ შენ ხომ ცოლი გყავს,ოჯახი გაქვს,ეს შეუძლებელია რაც ჩვენს შორის ხდება. -ჩემი ქორწინება ნატასთან ნელა-ნელა იშლება და იმსხვრევა მარიტა. -ძალიან გთხოვ ჯორჯ ნუ ამირევ ისედაც არეულ ტვინს,მე შენს ცხოვრებაში კიდევ ხუთი თვე ვიქნები და ჩვენი გზები გაიყრება და არ მინდა მტკივნეული იყოს ჩემი წასვლა. -გაჩუმდი,გაჩუმდი გთხოვ.როგორ იფიქრე რომ მე შენ გაგიშვებ.რატომ არ გინდა რომ დაიჯერო,რომ მხოლოდ შენსკენ იწევს ჩემი გული,მხოლოდ შენთან მინდა ვიყო,შენ მინდებხარ მარტო და სხვა არავინ. -და ნატა?არ შეიძლება ის ასე ადვილად გაუშვა შენი ცხოვრებიდან,თქვენ ხომ უკვე რამდენიმე წელია ერთმანრეთის ცხოვრებით ცხოვრობთ.მისი არსებოდა ხომ არ დაგავიწყდა? -არა,არ ვამბობ,რომ დამავიწყდა მისი არსებობა,მაგრამ ცხოვრება არ არის რამე ყუთი,ძველი და მობეზრებული ცხოვრება რომელიც შეცდომითაა შენი ცხოვრების ნაწილი რაიმე ყუთი ავიღოთ და შიგ ჩავდოთ გვერძე რომ მივდოთ.ნატასთან ცხოვრებამ არ მომცა ის ბედნიერება,რაცა განვიცდი შენთან შენს სიახლოვეს.დანაშაულს არ ჩავდივართ,მარიტა ეს სიყვარულია.ნუ კანკალებ,მოდი ჩემთან.ჯორჯმა გულში ჩაიკრა ტირილამდე მისული მარიტა და ნელა-ნელა საწოლთან მიიყვანა,ცალი ხელით საბანი გადაწია ფრთხილად დააწვინა,თავადაც გვერდით მიუწვა რადგან მარიტა ისე იყო მის პერანგს ჩაბღაუჭებული თავადაც მოხვია ხელი და მისივე სხეულზე აიკრა,მისი თმების სურნელი ღრმად შეისუნთქა,შუბლზეც აკოცა და მზად იყო თავადაც მოეტყუებინა თვალი ცოტა რომ მარიტას ჩურჩული გაიგონა. -შენ არ იცი რა რთულ მდგომარეობაში მაყენებ,შენ ისიც არ იცი როგორ ფეხ და ფეხ გვითვალთვალებს ნატა.მინდა შენთან ვიყო,მაგრამ არ მინდა რამე დაგიშავდეთ არც შენ და არც ჩვენს პატარას.,,ჩვენს პატარას''რა საყვარლად მოხვდა ეს სიტყვები მის ყურს.ზემოდან დახედა უკვე ჩაძინებულ მარიტას და ასევე ჩურჩულით უთხრა. -ჩემით არ შეგიქმნი პრობლემებს ჩემო ტკბილო,ვიცი რის გამოც იხევ უკან,მაგრამ დამიჯერე,რომ არ შემიძლია შენი დაკარგვა,ვერ გაგიშვებ ჩემგან.რომ იცოდე რა ძნელია ჩემთვის უშენოდ ყოფნა,ძალიან ძნელი.ჯორჯმა იგრძნო თუ არა მარიტას ღრმად ჩაეძინა,ფრთხილად წამოდგა და ასევე ფრთხილად დატოვა ალექსანდრეს სახლი. სერიოზული უთანხმოების წამოჭრის გამო ნატა ღრმა დეპრესიაში ჩავარდა,ბევრჯერ სცადა ჯორჯთან დალაპარაკება, მაგრამ უშედეგოდ.რადგან დიდ იმედგაცრუებას გრძნობდა,ამის გამო ვეღარ მალავდა უკმაყოფილებას და სიბრაზეს.უჭირდა მშვიდად საუბარი,რადგან იცოდა ნატა პანიკაში ჩავარდებოდა,ამიტომ კამათსაც ერიდებოდა.ნატას კი არასოდეს უცდია გულახდილი ყოფილიყო ჯორჯთან და თუნდაც ერთხელ ეთქვა, ,,ბოდიში შევცდი'', ,,მაპატიე, რომ გული გატკინე''.ჯორჯის დუმილი ნატაზე კი ძალიან ცუდად მოქმედებდა,აღაგზნებდა და სექსუალურ სურვილებს უმძაფრებდა.ქორწინებაში კი ფიზიკური სიახლოვე მაშინ არის სასიამოვნო,როცა მეუღლეები ერთმანეთის კეთილდღეობაზე ფიქრობენ და უყვართ ერთმანეთი.ჯორჯს კი ამდენი პრობლემებისგან და უსიამოვნებებისგან ემოციურად გამოფიტულია. -გიორგი არ ფიქრობ,რომ ძალიან შევიჭერით როლებში და კვირაში მხოლოდ რამდენიმე დღე შემოირბენ სახლში,ფიქრობ ეს საკმარისია ნორმალური ოჯახისათვის?კითხა ერთ საღამოს ნატამ ჯორჯს.(უნდა შეგახსენოთ,რომ ნატამ გიორგის ფსევდომინი არ იცის)მე ვცდილბ ყველაფერი გავაკეთო ჩემი ოჯახის შესანარჩუნებლად.გული აუჩუყდა და ცდილობდა ყურადღების მიქცევას. -რაც გინდა ის იფიქრე და გააკეთე,გაცილებით უფრო დიდი პრობლემები მაქვს და ვცდილობ მის აღმოფხვრას. -შემიძლია დაგეხმარო? -შეგიძლია,მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემი დახმარება ნატა.ნატას თვალები გაუფართოვდა სიხარულისგან და აღფრთოვანებულმა შეეკითხა. -როგორ,მითხარი გიორგი რა გავაკეთო. -ჩემი ანგარიშიდან ფულს ნუ ხსნი,ასევე მარიტას სახელზე გაკეთებული ანგარიშიდან.ნატა დაიბნა,გაშრა,გაფითრდდა. -მე,მე,მე არაფერ............... -არაფერი არ თქვა,ვიცი რომ სერგის დაუბრუნდი,ვიცი რომ ისევ იმ ჭაობისკენ მიდიხარ და სანამ დროა,სანამ ჯერ არ ჩაძირულხარ,შეეშვი ნატა.მე გაგაფრთხილე,თუ დღეიდან ჩემი ანგარიშიდან ფული გაქრება,პასუხს გაგებინებ შენც და იმ სერგეისაც. -მოდი ყველაფერი დავივიწყოთ და სულ-სულ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. -შენ არც ახლიდან დაწყება გამოგასწორებს ნატა არც ბოლოდან და არც შუიდან.უთხრა გაბრაზებულმა და სახლი დატოვა.მარიტა სახლიდან გასვლას ერიდებოდა თუ გვერდით არ ახლდა ან ალექსანდრე,ან თვით ჯორჯი,ან ქრისტი და ან ზაზა რადგან ამ ოთხმა იცოდა მარიტას შიშის მიზეზი და ოთხივე მტკიცედ იდგა მის გვერდით,მაგრამ ერთ დღეს მოხდა გაუთვალისწინებელი,როცა მარიტა მარტო იყო სახლში ნატამ მოინახულა. -დილა მშვიდობის,როგორ ხარ?ტკბილად შეხვდა მარიტას რამაც ძალიან გააკვირვა და თავადაც დამთბარი ხმით უთხრა. -მადლობა კარგად,რას დალევ ჩაი თუ ყავა. -ყავა თუ არ შეწუხდები.უთხრა და იქვე დაჯდა.სამზარეულოში გავიდა და ოთხივეს ერთი შეტყობინება გაუგზავნა, ,,ნატა მოვიდა, მარტო ვარ და მეშინია''.ჯორჯს არ გაუგონია შეტყობინების მისვლა რადგან ოფისში დარჩა ტელეფონი თავად კი სათბურში იყო,მარიტამ კი შეტყობინებასთან ერთად უამრავჯერ მოასწრო გადარეკვა,მაგრამ უშედეგოდ ჯორჯი არ პასუხობდა,შემდეგ ალექსანდრეს ურეკა და აქაც უშედეგო ცდის შემდეგ ზაზას გადაურეკა.ზაზა ლექციაზე იყო შეტყობინება რომ მიიღო,თვალი მოკრა თუ არა მარიტას სახელს იმ წუთში გახსნა,ფერი შეეცვალა და ქრისტის შეხედა,ქრისტიმ მიხვდა ზაზა აფორიაქების მიზეზს და თავადაც ფეხზე წამოდგა.ზაზამ სტუდენტებს გადახედა და თხოვნით უთხრა ყველას. -მეგობრებო მარიტას სიცოცხლე საფრთხეშია,უნდა წავიდე გთხოვთ სიწყნარე შეინარჩუნოთ. -მეც მოვდივარ. -არა,ადგილზე დარჩი და ტელეფონით გაგაგებინებ ამბავს,მაგრამ ორი ჯანსაღი ბიჭი დამჭირდება.ორი სტუდენტი აარჩია და საჩქაროდ დატოვა აუდიტორია გაოცებულ სტუდენტებთან ერთად.უკვე გზაში იყო,ისევ მარიტამ რომ დაურეკა. -მარიტა გისმენ,წავიკითხე შეტყობინება და მოვდივარ. -ზაზა მეშინია.მოასწრო თქმა და თითქოს იმედი მიეცა და რაც შეეძლო ყავის მოდუღების პროცესი გაწელა.მარიტამ ყავა გაუტანა ნატას და თავადაც შორი ახლოს დაჯდა.ნატა ნელა-ნელა სვამდა ყავას და შემდეგ ირონიულად უთხრა. -როგორ მოხდა,რომ მარტო ხარ?სატანურად იცინოდა და მოულოდნელად ფეხზე წამოხტა,მარიტას ხელიდან ტელეფონი აართვა და კედელს მიახეთქა. -რა გგონია,ძალით შეძლებ წამგლიჯო ის რაც ჩემია? -ნატა დაწყნარდი,ძალიან უსამართლო ხარ ჩემს მიმართ.ხომ შევთანხმდით,ხომ ვისაუბრეთ რატომ გაქვს ასეთი დიდი ზიზღი გულში,რატომ ვერ მიტან. -თავიდანვე არ მომეწონე,თავიდანვე შეგამჩნიე,რომ ჩემი ადგილის დაკავება გინდოდა,მაგრამ არა,არ დაგითმობ გიორგი ჩემი ქმარია და ჩემი დარჩება ბოლომდე. -რატომ არ გინდა გაიაზრო,რომ შენს ქმარს არავინი არ გართმევს.მე შენთან სალაპარაკო არაფერი არ მაქვს და ძალიან გთხოვ მარტო დამტოვე.მარიტა წამოდგა და თავის საძინებელში წავიდა,რომ ნატას ხმა მოესმა. -გახსოვს რომ გითხარი,ეს ბავშვი არ დაიბადებათქო? -მახსოვს,მაგრამ როგორც ხედავ სულ ცოტაც და დაიბადება. -არ იცოცხლებს, ექვსთვიანი ბავშვები არ ცოცხლობენ. -რას გულისხმობ.კიბეზე ადიოდა მარიტა რომ მოუბრუნდა გაკვირვებულმა. -რას ვგულისხმობ?ახლოს მივიდა ნატა და უეცრად თმებში წვდა და კიბეზე დააგორა,შემდეგ კი ზემოდან დახედა,ფეხი გადააბიჯა და სახლიდან გავიდა. სახლში მივიდა,დამშვიდდა და ჯორჯს დაურეკა.ჯორჯმა არ უპასუხა და შეტყობინება გაუგზავნა. -საყვარელო გელოდები,მინდა დღეს ერთად ვისადილოთ.ზაზამ მოწყვეტით გააჩერა მანქანა ალექსანდრეს სახლთან და სირბილით შევიდა ეზოში,მაგრამ კარი დაკეტილი დახვდა. -ბიჭებო მომეხმარეთ,კარი უნდა შევამტვრიოთ.ძალა არ დაიშურეს და როგორც იქნა კარიც გატეხეს,სირბილით შეცვივდნენ სახლში და სამივე თვალებგაფართოვებული უცქერდა მარიტას გათიშულს და სისხლის გუბეში მწოლიარეს.სასწრაფოზე ლოდინი საფრთხეს შეუქმნიდა მარიტას სიცოცხლეს და ხელში უნდა აეყვანა,რომ ალექსანდრე გიჟივით შემოვარდა სახლში და ისიც ადგილზე გაშეშდა. -ღმერთო,ვერ მოგისწარი ჩემო პატარავ, დამაგვიანდა.თქვა ტირილით და ზაზას შეხედა. -ალექსანდრე დრო არ გვაქვს ბევრი,მარიტას ექიმს დაურეკე და ჩემს კლინიკაში მოვიდეს.ალექსანდრემ აკანკალებული ხელით მელანოს დაურეკა და ტირილნარევი ხმით უთხრა რაც მოხდა. -არ შეეხო,ალექსანდრე ახლავეს გამოვდივარ სასწრაფოთი.სადღაც 10წ-ში მოვიდა გაფითრებული მელანო და ჯერ ადგილზევე გასინჯა და შემდეგ თქვა. -მაინც მოგვასწრო იმ ალქაჯმა,მაგრამ ნუ გეშინიათ ცოცხალია. -ბავშვი?ბავშვი როგორ იქნება მელანო. -ბევრი სისხლი აქვს დაღვრილი,სასწრაფოდ ვიზრუნოთ სისხლზე. -ბიჭებო გადაურეკეთ ყველას და სისხლი დაგვჭირდება.უთხრა ბიჭებს ზაზამ. -მარიტას მესამე ჯგუფის უარყოფითი სისხლი აქვს ,რაც ძალიან იშვიათი არის და გაგვიძნელდება სისხლის მოპოვება.თქვენ? -მე მარიტას ლექტორი ვარ,ქირურგი-გინეკოლოგი ჩემს კლინიკაში წავიყვანოთ ახლოსაა და დროს მოვიგებთ. -კარგი,გავედით.ალექსანდრე ჯორჯს შეატყობინე. -ვურეკავ და არ მპასუხობს,ნახავს ნარეკებს და თავად გადმორეკავს.ნატა ურეკავდა და ურეკავდა ჯორჯს და როგორც იქნა უპასუხა. -სად ხარ,ვინერვიულე მალე მოხვალ?მინდა ერთად ვისადილოთ. -ნატა სერიოზული პრობლემები მაქვს,არ შემიძლია მოვიდე.უთხრა და გაუთიშა.მარიტას ნარეკები ნახა და გადაურეკა,ჩაეცინა გათიშული რომ ჰქონდა,იფიქრა გამიბრაზდაო და შემდეგ ალექსანდრეს დაურეკა და გიჟივით გავარდა ოფისიდან,თვალებში კი ცრემლის გუბეები ედგა. -რატომ დაირღვა,შენი გულის მშვიდად ცემა.ღმერთო,ეს რა ელვა დამატყდა დღეს თვზე რომელმაც ყველაფერს აუარა და გულიც კი გადაკვეთა.ავტომატის ჯერი მომიშვირე და ერთიანად დაცხრილე გული,მომკალი და გამანადგურე მარიტა. -შენ რა დამაჯერებ,რომ მართლა შეყვარებული ხარ შენს ქმარზე?მოესმა ნატას საზარელი ხმა და შეშინებულმა შებრუნდა საიდანაც ხმა მოდიოდა.სიბნელეს მიაჩერდა და გაკვირვებულმა და გაბრაზებულმა უთხრა. -როგორ შემოხვედი სახლში ან რატომ მოდი. -დავიჯერო არ მოგენატრე?ნუთუ დაგავიწყდი,გინდა შეგახსენო რა არის ნამდვილი ნეტარება?სიყვარულს ხომ უყვარს ლეგენდების შექმნა,არ გინდა ჩვენი ლეგენდა შევქმნათ?თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორიები,ყველასთვის სანატრელი ურთიერთობების ჯადოსნური კადრები,რომელიც ვიცი რომ არადროს არ გქონია შენს ქმართან. -წადი,გიორგი დაბრუნდება და წადი. -ხახახახაააა,გიორგი დაბრუნდება?გიორგი ახლა დარწმუნებული ვარ საავადმყოფოშია და კედელთან ჩაცუქული ღვრის ცრემლებს. -რატომ?გაიკვიორვა ნატამ. -რა, რატომ ნატა.რა გააკეთე დღეს, შენ ხვდები რომ განზრახ მკვლელობით დაგიჭერენ? -შენ,შენ რა იცი მე რა გავაკეთე.არაფერიც არ გამიკეთებია. -ვერ იტანდი იმ გოგოს,მაგრამ ნუთუ ასეთი გულცივი ხარ ბავშვი გაიმეტე სასიკვდილოდ? -არა,არაფერი ჩამიდენია. -დამშვიდდი,დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება,თუ საღამოს იმავე ბარში მოხვალ.სერგეი ნატას მიუახლოვდა და ხელზე დაუსვა ხელი,ჩამწყდარი ხმით კი უთხრა.-მომენმატრე,ძალიან მომენატრე ნატა. -არა,აქ არ უნდა იყო.აქ არავინ არ უნდა დაგინახოს წადი,წადი ახლავეს წადი. -გეგონა მთელი ეს ოთხი წელი ძალიან შორს ვიყავი შენგან,არა ძვირფასო.ძალიან ახლოს ვიყავი,შენი ყველა ნაბიჯი ვიცი,მაგრამ მე არ ვტოვებდი შენსავეთ კვალს არსად.მაშ ასე,საღამოს იმავე ბარში.სერგეი წავიდა და ნატა შეშინებული,აკანკალებული იდგა და ცრემლები თავისთავად სცვიოდა.მიხვდა,რომ მისი ბედნიერი წლები ჰაერში გაიფანტა და საპნის ბუშტივით გაქრა.გიჟივით შევარდა საავადმყოფოში და ალექსანდრეს მივარდა. -როგორ არის,რა მოხდა. -დაწყნარდი,რა მოხდა მერე გავარჩიოთ ახლა ვილოცოთ ყველაფერი კარგად დასრულდეს.ფერდაკარგული ზაზა გამოვიდა საოპერაციოდან სისხლში ამოსვრილი და ჯორჯს უყვირა. -სისხლი,სისხლი გვჭირდება.ორივეს დავკარგავთ თუ სისხლი დროზე არ მივაწოდეთ. -რომელი ჯგუფის სისხლი ჭირდება.იკითხა ალექსანდრემ. -მესამე რეზუს უარყოფითი,რაც ძალიან რთული და იშვიათი სისხლია. -მე,მე მაქვს მაგ ჯგუფის სისხლი,მე გადავუსხამ.თქვა ალექსანდრემ და არც დაფიქრებულა იმ წუთში მასთან მისული მელანომ ხელი ჩაავლო და საოპერაციოში შეიყვანა.ალექსანდრეს გულის რევის შეგრძნება დაეუფლა,ირგვლივ სისხლში ამოსვრილი ექიმები რომ დაინახა,მაგრამ თავი შეიკავა და მარიტას შეხედა. -ყველაფერი კარგად იქნება პატარავ. -ალექსანდრე რამდენი.მოესმა მელანოს ხმა. -რამდენიც შეიძლება მელანო.თქვა მტკიცედ.ცოტა ხანში კი ალექსანდრეს ზაზას ხმა მოესმა. -წნევა დარეგულირდა,შესაძლებელია საკეისრო გავაკეთოთ.მელანომ რამდენიმე წუთში ალექსანდრე წამოაყენა,გარეთ გაიყვანა დააჯინა და ქრისტის თხოვა. -ფორთოხლის წვენი,ყავა და რამე მარილიანი მოუტანე რომ შეჭამოს,შოკოლადიც წამოუღე. -დღეს უნდა გავსუქდე მელანო? -ხმას ნუ იღებ,უნდა წამოწვე აუცილებლად.ექთანს ჩააბარა,თავად ჯორჯს მიუბრუნდა და უთხრა. -ჯორჯ ვიცი რა რთულ სიტუაციაში ხარ,მაგრამ არც ჩვენ ვართ ნაკლებად რთულ მდგომარეობაში.პაციენტი ჩვენს ხელშია და თუ საკეისრო არ გავაკეთეთ პატარას დავკარგავთ. -ჯორჯ გამაგრდი,უნდა ვიმოქმედოთ რომ ორივე გადავარჩინოთ,მხოლოდ შენი თანხმობა გვჭირდება. -მელანო,ზაზა გააკეთეთ რაც კი შესაძლებელია,მაგრამ ჯერ ხომ ადრეა,ის ძალიან პატარაა გაუძლებს? -გაუძლებს,პატარა 7 თვისაა ჯორჯ. -ეს როგორ,მე ვიცი რომ ექვსი თვის არის. -დაგავიწყდა რომ ახლო ურთიერთობა გქონდა მასთან? ჯორჯ ეს არ არის ჩასახვით გაჩენილი ბავშვი,ეს პატარა შენი და მარიტას შვილია.ახლა არ მაქვს დრო,ყველაფერი კარგად დასრულდეს და დაგელაპარაკები.გაოგნებული იდგა ალექსანდრე და ჯორჯიც,მხოლოდ ქრისტი იდგა თვალცრემლიანი და გულში ლოცულობდა მარიტას გადარჩენას.ჯორჯმა ქრისტის შეხედა და უთხრა. -შენ იცოდი,შენ იცოდი ხომ სიმართლე. -ჯორჯ ასე იმიტომ გააკეთა მარიტამ რომ თავი აერიდებინა ნატასგან მაგრამ როგორც ხედავ,მაინც ვერ შეძლო გაქცეოდა მას შორს. -რას გულისხმობ,ამ ყველაფერში ნატას ხელი ურევვია? -რა გიკვირს,რა დაიხევდა უკან?აი წაიკითხე შეტყობინება გამომიგზავნა რომ ვნახე შიშმა ამიტანა,გავიქეცი მაგრამ ზაზამ მიმასწრო,ვერც მან ვერ მიუსწრო,მარიტა უგრძნობ მდგომარეობაში დაგვხვდა სისხლის გუბეში. -მარიტას ან ბავშვს რომ რამე დაემართოს,გეფიცები მოვკლავ.ტელეფონზე დაურეკა ნატას მაგრამ ტელეფონი გათიშული იყო,ნატა ამ დროს უკვე მისთვის ნაცნობ ბარში იჯდა და კოქტეილს სვამდა. -მოხვედი,სიმართლე გითხრა არ მეგონა დამიჯერებდი,მაგრამ რადგან მოხვედი იმედია ეს ადგილი შენი წარსული წლების ლამაზ დღეებს გაგახსენებს. -რა გინდა,რისთვის მომიყვანე აქ. -არ მითხრა რომ არ მოგენატრე, ნატა მაწყენინებ. -სერგეი არ მინდა ვინმემ დაგვინახოს,თქვი რისთვის მომიყვანე აქ და წავალ.სათამაშოდ არ მცალია. -ვიცი,წინ დიდი სირთულეები გელის. -მაგდენი უნდა გაგეგო მგონი ამდენი ხანი,რომ შენი არსებობა ჩემს ცხოვრებაში დასრულდა ოთხი წლის წინ. -მხოლოდ ერთი ღამე. -არა,არც ერთი ღამე და არც ერთი ლარი,გიორგიმ გაიგო ფულის შესახებ. -ნატა მე როცა ვამბობ რამეს ვასრულებ და როცა მინდა რაღაც მივიღო ვღებულობ,მხოლოდ ერთი ღამე და ხვალ დილით გავქრები,შორს მივდივარ და გპირდები ყველაფერი კარგად იქნება,როგორც აქამდე. -არ ვარ დარწმუნებული. -იმიტომ,რომ ამჯერად ძალიან ღრმად შეტოპე.ნატა ეს საქმე არ ჩაივლის ადვილად როგორც სხვა შენი ბინძური საქმეები,რატომ მოექეცი გიორგის ასე ცუდად,რატომ გაუკეთე ცუდი. დავიჯერო ნუთუ დაგავიწყდა,რომ მასთან დიდ ვალში ხარ ამ ყველაფერს რომ გაგარიდა,იცი რომ აქამდე ვერ იცოცხლებდი?შენ იცი რა გაუკეთე?დედის სხეულშივე მოუკალი ის ვინც ძალიან ახარებდა.უმადური ადამიანი ხარ ნატა და თან უსარგებლო.შენ მხოლოდ ერთი ღამის ქალი ხარ და მეტი არაფერი,ეგოისტი ხარ. -წავედი,არ შემიძლია შენი მოსმენა. -დაჯექი,არ მითქვამს წადითქო.გითხარი ერთი ღამეთქო და ამ ერთ ღამეს ერთად გავატარებთ,რადგან უნდა გავიხსენოთ ის გიჟური და ვნებით სავსე ღამეები,დარწმუნებული ვარ მონატრებული გაქვს და აი,მეც აქ ვარ. -სწორედ იმ წლების გახსენება არ მინდა,უნდა წავიდე. -ნუ ხარ ცივი,მაჩვენებ თავს ცივად არადა კარგად მახსოვს შენი სხეულის თითოეული ნაკვთი -იუმორი დაგიხვეწია,სურვილი არ მაქვს შენთან ყოფნის.სერგეი არ ელოდა ნატასგან ასეთ ცივ შეხვედრას და რადგან ნებით ვერ მიიღო მისთვის სასურველი პასუხი,ისევ ძალა იხმარა მასზე -შენ მოგწონს ძალადობა როგორც შეგატყვე გსიამოვნებს ასეთი უხეში მოქცევა და აი მიიღე ის რაც ასე ძალიან გინდა.როგორც ჩანს ვერ მოგარჯულა შენმა ქმარმა,ეს არაფერია მე მოგარჯულებ.მთელი ღამის განმავლობაში ურეკავდა ჯორჯი ნატას მაგრამ ვერა და ვერ იპოვა,ვერ გაიგო მისი ადგილსამყოფელი.როგორც იქნა დამშვიდებული სახით გამოვიდა საოპერაციოდან მელანო და ზაზა და ღიმილით შეხედეს ჯორჯს. -კარგად არიან,ორივე გადავარჩინეთ მაგრამ ჯერ ვერ ნახავთ.ჯორჯმა ჩაახველა და მელანოს უთხრა. -მგონი ჩვენ სალაპარაკო გვაქვს. -ჩემს კაბინეტში წავიდეთ,იქ მშვიდად შევძლებთ ვისაუბროთ.უთხრა ზაზამ ჯორჯს და უხმოდ მივიდა ყველამ ზაზას კაბინეტამდე.კაბინეტში შევიდნენ თუ არა,მელანომ ერთი ჭიქა წყალი სულმოუთქმელად დალია,ყელი ჩაიწმინდა ჯორჯს შეხედა. -ნუ წელავ დროს,მელანო გისმენ.მელანო ჩუმად იყო,მაგრამ ზაზამ უთხრა. -მაშ ასე,ჯორჯ რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოს ეს მარიტამ იმისთვის გააკეთა,რომ ნატასგან თავი დაეცვა. -როდესაც ჩასახვის ანალიზზე მოხვედით და უნდა გაგვეკეთებინა და ორი თვე უნდა დავლოდებოდით,გახსოვს?შეეკითხა მელანომ. -კი მახსოვს,ერთად ვიყავით მოსული. -ჰოდა, მაშინ მარიტა უკვე ფეხმძიმედ იყო.მე როცა გაოცებულმა შევხედე მიმიხვდა ჩემი გაოცების მიზეზს და კატეგორიულად ამიკრძალა სიმართლის თქმა,არ გაგიმხილა ჯორჯ რომ ის უკვე ორსულად იყო შენგან.ჯორჯ ეს არ არის სინჯარის ბავშვი,ეს თქვენი ორივეს შვილია რადგან მარიტა ბუნებრივად დაორსულდა,მარიტა ბავშვის ნამდვილი დედაა,დაივიწყე სუროგატი დედა,ის აღარ არსებობს და კარგად მიხვდი იმასაც ალბად,რომ ის ამ ბავშვს არ დათმობს,მაგრამ ეს თქვენ უნდა მოილაპარაკოთ,რას როგორ გადაწყვეტთ. -გასაგებია ყველაფერი.თქვა ჯორჯმა. -არ ამბობ დარწმუნებულად და შენ შეგიძლია დნმ-ის ანალიზი გააკეთო. -არა,არა,დარწმუნებული ვარ მჯერა,ჩემი ტვინი მხოლოდ სულ სხვაგან არის,ზაზა გთხოვ შემიშვი ცოტა ხნით,იგრძნოს რომ აქ ვარ.ისეთი სევდიანი თვალებით შეხედა ზაზას ვერ გაუძლო იმ თვალებს ვერც მელანომ და ვერც ზაზამ და ექთანს დაუძახა. -თინიკო შეუშვი მხოლოდ სამი წუთით და არცერთი წამით ზედმეტად არ გააჩერო პაციენტთან.უთხრა ზაზამ ექთანს და ჯორჯის დაბღვერილ სახეს თვალი აარიდა.ექთანმა კარებთან დადგა და თავად ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა მარიტას საწოლს და ჩურჩულით უთხრა. -თურმე უშენოდ ღიმილიც კი რა ძნელია,ახლა აქ ვდგევარ და თვალებზე მომდგარ ცრემლებს ჩუმად, უხმოდ ვყლაპავ. სუნთაქვაც მეძნელება თავისუფლად როცა შენ აქ წევხარ,მარიტა გული და გონებაც გაღმერთებს არ გაბედო და არ მიმატოვო,მე თქვენ ორივე სიგიჟემდე მიყვარხართ. შენ ჩემი ცხოვრება შეცვალე,არ დამტოვო,შენ ყველაზე ძვირფასი ხარ ვინც კი გამაჩნია ჩემს ცხოვრებაში.იბრძოლე ჩემო სიყვარულო და მეც მომეცი ბრძოლისთვის ძალა,უშენოდ არაფერი ვარ.გპირდები,ჩვენ ერთად გავზრდით ჩვენს შვილს,მიყვარხარ მარიტა.მარიტამ თითქოს იგრძნო მის სიახლოვეს ჯორჯის არსებობა და თვალებიდან ცრემლიც კი ჩამოუგორდა,საფეთქელზე გაიარა და თმებში ჩაიმალა.გაივლის,ყველაფერი გაივლის და უკან დარჩება ეს ტკივილიც.არავის მივცემ უფლებას ცუდად შეგეხოს და ვინც კი გაბედა და შეგეხო ის მწარედ გადაიხდის.წამოდგა,ფრთხილი კოცნა დაუტოვა გაფითრებულ ბაგეებზე და კბილების ღრჭიალით დატოვა პალატა,გვერდი აუარა ალექსანდრეს და მელანოს და ისეთი სისწრაფით ჩაირბინა კიბეები ალექსანდრე დაედევნა,მაგრამ გარეთ გასულს უკვე თვალიც ვერ მოკრა ჯორჯს.არც მანქანა იდგა იქ და არც თავად ჩანდა არსად.ჯორჯი კი მიდიოდა,ცრემლებს იწმენდდა და ისე მიიწევდა წინ,ნაცნობ ბარში შევიდა და დაინახა ნატა გათიშული იჯდა,მივიდა და წინ დაუჯდა. -რაო ნატა ძველი ცხოვრება მოგენატრა?ვეღარ გაუძელი მონატრებას და მოაკითხე ნაცნობ გარემოს?. -აქ რისთვის მოხვედი. -შენ გეძებ,საავადმყოფოდან მოვდივარ. -თვალები გაქვს ჩაწითლებული,ვინმე ახლობელი მოკვდა? -არა,არ მომკვდარა,შენმა გეგმამ არ გაამართლა და უნდა გაუწყო რომ მარიტა და ბავშვი გადარჩა.ისინი კარგად იქნებიან,მაგრამ შენ კი ამ წუმპეში ჩაიძირები და ვეღარავინი ვეღარ გადაგარჩენს.შენი ნივთები მოაგროვე სადაც გაქვს და სახლში წამოდი. -ვერ გავიგე?შენ რა მე მიბრძანებ?არსადაც არ მოვდივარ,ჩემი ადგილი აქ არის და მეც აქ ვიქნები.მოიცადე, როგორ მიპოვე? -არ იყო ძნელი შენი მოძებნა და ვფიქრობ,იქნებ არც იყო საჭირო რომ მომეძებნე? -ჰოდა წადი გიორგი შენი ადგილი აქ არ არის,ჩემი კი. -რა საქმე გაქვს ნატა შენ ამ ბარში.ჯორჯს მაინც შეეცოდა უკვე ყელამდე წუმპეში ჩაძირული ნატა და სინანულის სავსე თვალებით უცქერდა.არ უყვარდა,მაგრამ ენანებოდა ასეთი ახალგაზრდა ასე რომ იღუპავდა თავის თავს. -აქ მაქვს საქმე და არა სხვაგან,გიორგი წადი და ჩემგან თავისუფალი ხარ. -ბააა,ასე ადვილად თმობ შენს ადგილს?დაგიჯერე კი როგორ არა. -აღარაა ბრძოლა საჭირო. -რატომ დანებდი ასე ადვილად,შენ ხომ წაგებას არ ხარ ჩვეული. -აღარაა ბრძოლა საჭირო,ვხედავ რომ ბრძოლას აზრი არ აქვს.წადი,გულით გეუბნები რომ წადი.ჯორჯმა წავიდა და ნატამ ცრემლით სავსე თვალებით გააცილა.ყოველ დღე საავადმყოფოში იყო,წვერიც მოეზარდა და მარიტამ როცა თვალი გაახილა პირველად ჯორჯის ჩაცვენილი თვალები შეამჩნია და გაიფიქრა, ,,როგორ გამხდარა ამ რამდენიმე დღეში''.ჯორჯმა იგრძნო დაჟინებული მზერა და მარიტას შეხედა,მათი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა ახლოს მივიდა ხელზე ხელი მოუჭირა და უთხრა. -ამიერიდან ვერავინი ვერ შეძლებს ჩვენს დაშორებას -ნატა?იკითხა გაოცებულმა მარიტამ სუსტად. -ნატა გავიდა თამაშიდან,რა თქმა უნდა არ მომწონს მისი ასე წყნარად წასვლა,მაგრამ ყველაფერი კონტროლის ქვეშ იქნება. -ის ყოველთვოს მაშინ ჩნდება,როცა ძლიერია,როცა მე მარტო ვარ.ჯორჯ შეეშვი ნატას ბავშვი როგორაა. -ყველაფერი კარგადაა,რომ მოკეთდები შემოგიყვანენ ჯერ კიდევ სუსტად ხარ,ამიტომ ვიკავებ თავს და არ გეჩხუბები მაგრამ იცოდე ვერ დამიძვრები ხელიდან. -ეს რომ ნატას სცოდნოდა,უფრო ადრე ჩაიდენდა სიცუდეს და ბავშვს დავკარგავდით,ახლა კი 7 თვიანია,მაგრამ გადავარჩინეთ. -რა იფიქრე სულელო რომ დამიფარე და ისე მელაპარაკებოდი მეგონა რომ ეს ბავშვი არ გიყვარდა,რადგან ჩემთან უნდა დაგეტოვა. -მქონდა გადაწყვეტილი,რომ ყველაფერი მეთქვა.გეფიცები მინდოდა თქმა.რამოდენიმე დღეში მოიკეთა მარიტამ და ყველა იქ იყო,ექთანმა ზაზას ანალიზის პასუხები რომ შემოუტანა და ჯერ გაოცებულმა დააცქერდა,შემდეგ მარიტას და ალექსანდრეს შეხედა და ისევ ქაღალდს დააცქერდა. -ზაზა რა მოხდა.შეეკითხა ჯორჯმა. -მოიცადე,მოიცადე მეც მოვიდე აზრზე.თავზე გადაისვა ხელი და ალექსანდრეს შეხედა. -როდისმე დაფიქრებულხარ რატომ გაქვს მარიტასთან ასეთი ახლო ურთიერთობა,რატომ მიიღე ის ასე ახლოს და რატომ შეგტკივა შენ ის? -არ ვიცი,მეგობრები ვართ,რომ გითხრა დედმამიშვილი არ მყავს და იმიტომთქო ტყუილი იქნება მეექვსე შვილი ვარ ოჯახში. -ალექსანდრე თქვენ მეგობრები არ ხართ. -აბა?აბა რა ვართ.გაუკვირდა ალექსანდრეს. -თქვენ და-ძმა ხართ.ალექსანდრემ მარიტას შეხედა და შემდეგ ზაზას. -გეშლება ზაზა ის ხომ გაბუნიაა და მე ბერიძე ვარ. -ალექსანდრე ვიცი ეს ასე მოულოდნელი რამ არ შეიძლება ასე უეცრად გააცნობიერო,მაგრამ დნმ-ის ანალიზი თქვენს დედმამიშვილობას ადასტურებს.ჯორჯმა ქაღალდი გამორთვა და თავადაც გადაამოწმა,ალექსანდრეს თავი დაუქნია და ხუმრობით უთხრა. -ეს რა გამოდის შენ ჩემი ცოლის ძმა უნდა იყო? -ეს ჯერ გასარკვევია,მაგრამ მართლა ვერ გავიაზრე ჯერ,ეს რა გამოდის მარიტა ჩემმა მშობლებმა გასცეს?რატომ,ეს თუ მართალია რატომ გააკეთეს ეს.უნდა წავიდე და ყველაფერი გავარკვიო.კარებში გადიოდა,რომ მარიტას შეხედა,მივიდა შუბლზე აკოცა და უთხრა. -არ იფიქრო მეწყინა ეს ამბავი,პირიქით ძალიან გამეხარდა,მაგრამ ისეთი მოულოდნელი იყო ჯერ კარგად უნდა გავარკვიო ყველაფერი.ალექსანდრე არეული სახით მივიდა მშობლიურ სახლში და ყველა იქ იყო ოჯახის წევრები. -ალექსანდრე მოვიდა.თქვა უფროსმა ძმამ და ალექსანდრეს გადაეხვია. -რა მოხდა ალექს რა სახე გაქვს,მშვიდობა გვაქვს?კითხა შუათანა ძმამ მაგრამ ალექსანდრემ იქვე ჭაღარა შერეულ მამაკაცს შეხედა და ჩამწყდარი ხმით უთხრა. -მამა,დედა კარგად ხართ? -კარგად ვართ შვილო,რა ხდება. -კარგია,კარგად რომ ხართ მე კი აი აქ დავჯდები თქვენს წინ და რაღაც უნდა ამიხსნათ.ნაირამ და ტარიელმა ერთმანეთს შეხედეს და შემდეგ ისევ ალექსანდრეს მიუბრუნდნენ. -წამოდი ცალკე ვლაპარაკოთ.ფეხზე წამოდგა ტარიელი. -დაჯექი მამა,ჩვენ აქ ვილაპარაკებთ ყველასთან ერთად. -ალექს რა მოხდა,ასეთი შეშლილი სახე არასდროს არ გქონია.უთხრა ისევ უფროსმა ძმამ. -აქამდე არც ის ვიცოდი,თუ ჩემი და სხვაგან ცხოვრობდა,სხვის ოჯახში და შემთხვევით გავიგებდი მისი არსებობის შესახებ. -რააააა?ფეხზე წამოდგა ორი ერთნაირი გოგონა. -დედა,მამა იოანემ გაგრძნობინათ პირველად თუ რას ნიშნავს შვილი და რამხელა დიდი გრძობაა როცა დედა ხდები.შემდეგ რომეო იყო,შემდეგ ნიკოლოზი,შემდეგ კი ორი ერთნაირი ლილე და ლალილა,ბოლოს კი მე და რაღა დააშავა ყველაზე პატარამ?ის სადაც გაიზარდა,მან იცის რომ ისინი არ არიან მისი ნამდვილი მშობლები,მათმა 15 წლის ასაკში სიმართლე უთხრეს და არც უცდია მას მოეძებნა მისი ბიოლოგიური დედა,რადგან ფიქრობდა რომ არ უყვარდათ ის და ამიტომ მიატოვეს და დასვეს სხვის კარზე.არ გიფიქრიათ როდისმე,რომ ერთ დღეს სიმართლეს გავიგებდით,ისიც თქვენს წინ დაჯდებოდა და ერთ კითხვას დაგისვამდათ მხოლოდ, ,,რატომ''?მას არ მოკლებია დედის და მამის სითბო,ის ღარიბ ოჯახში გაიზარდა,20 წლისაა დედა და ახლახანს თავადაც დედა გახდა. -როგორ გაიგე.უთხრა ნაირამ ჩამწყდარი ხმით. -სისხლი ჭირდებოდა და გადაუსხი,მასაც ჩემსავით რეზუს უარყოფითი ჯგუფის სისხლი აქვს.რომ არა ეს შემთხვევა,ალბად ვერასოდეს ვერ გავიგებდით რომ და მყავდა. -ღმერთო,ქეთევან და გუჯა ეს რა გააკეთეთ,ბავშვები როგორ დააშორე ერთმანეთს.კარგია,ძალიან კარგია რომ იპოვნე ალექს. -ვისი?დედა აგვიხსნი რა ხდება?ფეხზე დადგა შვილები. -დაჯექით,რამხელა იყო ის გოგონა რომ გაზარდა აღმზრდელმა მშობლებმა. -5 თუ 6 თვის ყოფილა,ერთ წვიმიან დღეს უნახიათ შეხვეული მძინარე კარებთან და შვილად აუყვანიათ.ისინი თავად უშვილონი ყოფილან და მარიტას მეტი არავინი არ ყავთ. -ალექსანდრე ის შენი და არის,მაგრამ ჩვენ არ ვართ შენი მშობლები. -რა თქვი?დედა აბა ვინ ვარ მე,საიდან მოვხვდი თქვენთან და სად არიან ჩემი მშობლები. -ქეთევანი და გუჯა კარგი წყვილი იყვნენ, სტუდენტობიდან კარგი ურთიერთობა გვქონდა,დავმეგობრდით.როცა დავქორწინდით არ ვაგწყვიტეთ ურთიერთობა.ერთ საღამოს მოვიდნენ ჩვენთან და დიდი მორიდებით გვთხოვეს,რომ ოთხი წლის ალექსანდრე დაგვეტოვა რამდენიმე თვით.არ ვგითქვამ უარი,რადგან არ გაგიჭირდებოდა აქ გაჩერება ბავშვებთან ერთად,მართლი აღმოვჩნდი და მალე შეეჩვიე ბავშვებს,შენ მათ შორის ყველაზე პატარა იყავი.ყველა დედას რომ მეძახდა,ჯერ ყველას მოავლე თვალი და მერე შენც დედა დამიძახე.მაშინვე გავიფიქრე,რომ გამიჭირდებოდა შენი აქედან გაშვება და გულში ჩაგიკარი.დიდებმა პირველად იეჭვიანეს და ერთი ორჯერ ნიკოლოზმა წაგიჯიკავა,მაგრამ იოანე იდგა მკაცრად და მასთან ერთად ვერ გიბედავდა ვერაფერს,მაგრამ თუ დროს იხელთებდა და მარტო ჩაგიგდებდა ხელში,გცემდა და გატირებდა.გაეცინა ნაირას წარსულის გახსენებაზე.ყველას გაეცინა და ლალილამ მის გვერდში მჯდარ ძმას ხელი უჯიკა მსუბუქად. -შემდეგ,შემდეგ რა მოხდა. -ორი თვე არ იყო გასული,რომ თურქეთში საბერძნეთში მიმავალი ნავი ჩაიძირა ზღვაში და ისინიც იმ ნავში ისხდნენ,მათთან ერთად კი უამრავი ადამიანი იყო,მათ შორის ბავშვებიც.ეს ამბავი ტელევიზიით გავიგეთ და ტარიელი რა თქმა უნდა თურქეთში წავიდა,რომ დაზუსტებული ინფორმაცია გაეგო,და დაღუპულთა შორის მათი სახელებიც აღმოჩნდა.მოგვიანებით ქეთის მოტანილი ჩანთა ამოვალაგე და შიგ წერილი ვნახე,სადაც ქეთევანი მთხოვდა შენზე მეზრუნა როგორც ჩემს შვილებზე რადგან ცუდს უგრძნობდა გული და არ იცოდა მომავალი მისი როგორი იქნებოდა.ასევე მწერდა,სადღაც დასავლეთის ერთ-ერთ სოფელში ახლობლის დახმარებით დატოვა პატარა გოგონა და იქნებ ოდესმე მომეძებნა,ალექსანდრე ვეძებეთ,გეფიცები ვეძებეთ მაგრამ ვერ ვიპოვეთ,ვერ მივაკვლიეთ მის ადგილსამყოფელს.არაფერი ინფორმაცია მასზე არ ვიცოდით.ასე მოხვდი ჩვენთან და შემდეგ ტარიელმა გადაწყვიტა ჩვენს გვარზე დაგვეწერე.ის ბინა სადაც შენ ცხოვრობ შენი მშობლებისაა,შენი სახლია სადაც შენ დაიბადე და ოთხი წელი იცხოვრე მათთან ერთად.ალექსანდრე დადუმებული იჯდა,შემდეგ ადგა ნაირას გვერდით დაჯდა ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა. -მადლობა,მადლობა რომ ხელი არ მკარი.მადლობა,რომ ლუკმა გამიყავი და შენს შვილებში არ მარჩევდი.მადლობა,რომ შენი შვილების გვერდით ჩემთვის ადგილიც გამოყავი,მაპატიე. -რა გაპატიო ალექსანდრე. -მაპატიე,წეღარ რაც გითხარი. -ეს მე უნდა გთხოვო პატიება,შენთვის ეს უფრო ადრე უნდა გვეთქვა,მაგრამ გაპატიებ თუ წამიყვან და იმ გოგონას მაჩვენებ. -მარიტა,მარიტა ჰქვია.მარინა და ალექსანდრე ფეხზე წამოდგა და ყველა წამოდგა. -ჩვენც მოვდივართ,ჩვენც გვინდა გავიცნოთ ჩვენი დიდი ოჯახის კიდევ ერთი წევრი.ალექსანდრემ ცრემლიანი თვალებით გადახედა ყველას და აკანკალებული ხმით,მაგრამ ბედნიერი ღიმილით თქვა. -არ შემცდარა ჩემი მშობლები, როცა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს აქ დავეტოვებინე.მინდა სულ ასე ერთიანად მჭიდროდ შეკრული ვიყოთ.ექვსივე გადაეხვია ერთმანეთს და შემდეგ ორი მანქანით წავიდნენ მარიტას გასაცნობად.მარიტას ბავშვი შეუყვანა ექთანმა და აჭმევდა,ჯორჯი კი იქვე იდგა და ღიმილით უცქერდა ორივეს.უეცრად პალატის კარი გაიღო და დიდი უზარმაზარი თაიგული შემოვიდა იოანე პალატაში,შემდეგ კი ნელა-ნელა შემოყვა სხვები და ბოლოს შეხედა ალექსანდრეს გაღიმებულ სახეს. -მარიტა,გაიცანი მოგიყვანე ჩვენი დიდი ოჯახი.დაიბნა მარიტა და ჯორჯს შეხედა,რომელიც ასევე გაოცებული უცქერდა ალექსანდრეს,ალექსანდრე კი მივიდა მარიტასთან და ბავშვს პატარა ხელებზე მოეფერა და იქვე მდგარ ნაირას ჩაუგორა ხელებში. -ბებო გაიცანი შვილიშვილი.მარიტა ცრემლიანი თვალებით შესცქეროდა ყველას და თვალი გოგოებზე შეაჩერა. -ტყუპები ხართ? -ტყუპები ვართ.ღიმილით დაუბრუნა პასუხი გოგონებმა. -მარიტა ახლა ყურადღებით მომისმინე.მე და შენ და-ძმა ვართ,გვყავს ერთი ბიოლოგიური მშობლები.მაგრამ ეს ოჯახია სადაც მე გავიზარდე,ესენია ჩემი შეძენილი დები და ძმები. -როგორ,შენც სხვის კარზე დაგტოვეს? -ნუ მიყურებ დაბნეული თვალებით,მეც მასე დამემართა პირველად რომ გავიგე,მაგრამ დედამ ამიხსნა რაც მოხდა და ახლა შენ მინდა აგიხსნა.ალექსანდრემ ყველაფერი აუხსნა და შემდეგ შეეკითხა. -მე ყველაფერი გითხარი,ჩენი სურვილია ისევ ისე დარჩეს ყველაფერი,შენი შემომატებით და ვიყოთ ერთი დიდი და ბედნიერი ოჯახი,რას იზამ იქნები ჩვენთან ერთად? -მეკითხები ალექსანდრე?რა თქმა უნდა მეც თქვენთან ერთად ვიქნები,მე ხომ აქამდე არავინ არ მყავდა. -მაშ საჭიროა ერთი ბედნიერი საოჯახო ფოტოც.ჯორჯ შენ მარიტას გვერდით დაჯექი და ყველა გარშემო.ფოტო კი ზაზამ გადაიღო. -ალექსანდრე მინდა დედა და მამა .......... -ვიცი მარიტა რისი თქმაც გინდა,ზაზა წაგვიყვანს და მათაც აქ მოგიყვანთ,რა თქმა უნდა ავუხსნით ყველაფერს. -ვერ ვბედავდი ხმამაღლა თქმას,მაგრამ ხშირად ჩემს თავს ვუსვამდი შეკითხვებს,თუ ვინ ვიყავი მე ამ ვეებერთელა სამყაროში და ვინ იყვნენ ჩემი მშობლები.მე კარგად ამღზარდეს,მაგრამ მაინც ვგრძნობდი დიდ დანაკლისს.როცა შენ გაგიცანი გული გრძნობდა რომ ჩვენ საერთო გვქონდა,ხშირად შენს თავში ჩემს თავს ვხედავდი ხან გაბრაზებისას,ხან სიცილისას,ხან დაფიქრებისას და ვამბობდი,რომ ეს დამთხვევა იყო და სხვა არაფერი. -რა არის სისხლის ყივილი,მარიტა როგორც ,,სუროგატი დედა''ასე ავიყვანეთ და აღმოჩნდა მთელი ეს წელიწად ნახევარი ჩემს სახლში ჩემივე სულის,ხორცის და სხეულის ნაწილი მყოლია და ეს არცერთმა არ ვიცოდით.ტარიელი ზაზა და ალექსანდრე იმ დღესვე წავიდნენ სოფელში,უცხო სტუმრების დანახვამ გააკვირვა ინგა და ავთანდილი მაგრამ როცა მათი მისვლის მიზეზი გაიგეს,ხან იცინოდნენ და ხან ცრემლებად იღვრებოდნენ.უზარმაზარი სიხარული იყო იმ ღამით როცა საავადმყოფოდან გამოწერილ მარიტას სახლში ყველა დახვდა.რა თქმა უნდა ისევ ალექსანდრეს სახლში მივიდა,რადგან ჯერ ჯორჯს ნატასთან საბოლოოდ უნდა გაერკვია ყველაფერი.თითქოს ყველაფერი ჩაწყნარდა და ეს სიწყნარე არ მოსწონდა ბიჭებს. -ალექსანდრე მეშინია,ნატას ასეთი სიწყნარეა სწორედ საშიში. -არ დაგიმალავ და მეც მეშინია.უთხრა ალექსანდრემ მარიტას.მშვიდმა ცხოვრებამ მხოლოდ 5 თვეს გასტანა.5 თვე არ გამოჩენილა ნატა და გამოჩნდა სწორედ მაშინ როცა ისევ მარტო იყო მარიტა სახლში.5 თვის გაბრიელი ეჭირა ხელში და ხალისიანად ჭყლოპინებდა,რომ მოულოდნელა თითქმის დავიწყებული ხმა შემოესმა. -რა სასწაულის მომსწრე გავხდი,ეს რა სიხარული გვყოლია.მაგრამ მეზიზღება,რადგან ამ შენმა ნაბიჭ...ა წამართვა ჩემი ოჯახი და დროა გეტკინოს,დროა გადაიხადო ჩემი დამცირებისვის.ძნელია და უმძიმესია იმ განცდებისს აღწერა რაც მარიტამ განიცადა იმ წუთებში.იდგა შეშინებული და ნატას შესცქეროდა შიშით სავსე თვალებით,გულში კი ოცნებობდა ალექსანდრე ან ჯორჯი მოსულიყო.წვიმიანი შემოდგომის ღამეს მარიტას შიში გაუორმაგდა,როცა სახლში ორი უცხო მამაკაცი შემოვიდა სახლში და ნატას ხმა ზარივით გაისმა მყუდრო კედლებში. -ბავშვი წამოიყვანეთ და ამ მძორს რაც გინდათ ის უყავით.მარიტას ძალა წაერთვა,ცრემლები მოერია ხელი მაგრად მოხვია პატარას და თვალებით ეძებდა გასაქცევს.მოულოდნელად მისკენ საბედნიროდ შემოტრიალდა ბედის ბორბალი და ყველაფერი შეიცვალა,ყველაზე ბედნიერი გახდა და თავადაც სრულფასოვნების განცდა იგრძნო,როცა სახლში ალექსანდრე შემოვიდა ჯორჯთან ერთად.დაიბნა ორივე და გაოცებული უცქერდნენ მარიტას,რომელიც ორი გოლიათის შუაში იდგა და ცახცახებდა. -რა ხდება აქ,ნატა აქ რას აკეთებ ან ვინ არიან ეს ხალხი.მარიტამ თვალები მაგრად დახუჭა და ათვლა დაიწყო გულში,რადგან იცოდა ჯორჯმა საოცარი გაბრაზება იცოდა.თვალებს არ ახელდა,რადგან გრძნობდა ყოველი წუთი და წამი სასწაულის მოლოდინით იყო სავსე.დასასრული არ ჰქონდა მის თავში ფიქრებს თუ რა მოხდებოდა ჯორჯის და მარიტას თვალწინ გაიარა პატარა გაბრიელის პირველმა ტირილმა,პირველმა ღიმილმა,პირველმა შეხებამ როცა გულში ჩაიკრა ორი საყვარელი არსება.არცერთს არ უნდოდა ის ბედნიერი წუთები დასრულებულიყო,მაგრამ უეცრად თვალებში დაუბნელდა ჯორჯს და როცა თვალი გაახილა ალექსანდრეც მის გვერდით იწვა,მარიტა და ბავშვი კი არსად არ ჩანდა.ფეხზე წამოდგა,ბორძიკით გავიდა ღიად დარჩენილ კარში და კიბეებზე მარიტას გათიშული სხეული დალანდა.სულ დაავიწყდა ყველაფერი და ხელში აიყვანა,სახლში შეიყვანა და წყალი შეასხა,მოასულიერა და შემდეგ ალექსანდრესთან მივიდა,როგორც იქნა ისიც მოასულიერა და მარიტას ხმა გაიგონა. -ბავშვი,ბავშვი ჯორჯ ნატამ ბავშვი გაიტაცა.ის ხომ ჯერ სულ პატარაა ასეთ რთულ სიტუაციაში მოხვდეს. -ყველაფერი მოგვარდება.ყველას დაურეკა და ზაზას თხოვა მარიტასთვის მიეხედა,თავად გაახსენდა სახლთან მდგარი ვერცხლისფერი ნისანი რომ იდგა და გაოცებულმა შეხედა ალექსანდრეს და უთხრა, ალექსა სტუმრები გვყავს დღეს?ფიქრები გაფანტა და პატრულს დაურეკა 112-ზე. -გისმენთ. -ჯორჯ გურენი გესაუბრებათ.ამ წუთებში ვერცხლისფერი ნისანი გავიდა რუსთაველის დასახლებიდან რომელშიც ჰყავთ გატაცებული 5 თვის ბავშვი. -თვით მხილველი ბრძანდებით. -ბავშვის მამა ვარ და თვით მხილველიც,გთხოვთ იმოქმედეთ. -გამოვდივართ.იყო პასუხი და სპეც რაზმიც გაემზადა.ნაწილი აეროპორტისკენ წავიდა,ნაწილი თურქეთისკენ და გაძლიერდა საგზაო შემოწმებები.თვით პატრულიც ფრთხილობდა,რადგან საქმე თოთო ბავშვს ეხებოდა.ერთი დღე და ერთი ღამე სრულ აგონიაში გაატარეს,არანაირი ინფრმაცია სრული სიჩუმე იდგა გარშემო.კვალი გაქრა,ვერ გაიგეს როგორ აორთქლდა ან სად და როგორ ეძებნათ.მარიტა გიჟს ჰგავდა,არ უნდოდა არავის შეხედვა,არავისთან საუბარი.სამი დღის შემდეგ მარიტამ შეტყობინება მიიღო,რომ მარტო მისულიყო თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში,მარიტას ეძინა იმ დროს დაღლილს და ნანერვიულებს და შეტყობინება ქრისტიმ წაიკითხა,ზაზას აჩვენა და ზაზამ უამრავი ნაცნობების ჩარევით სასტუმროს მიაგნეს,სასტუმროს ნომერში შესვლისას თურქმა სამართალდამცავებმა ნახეს პატარა რომელიც სიცხისგან გათიშული იწვა და არანაირი რეაგირება არ ჰქონდა.ექიმებისა და ქართველი სამართალდამცავების დახმარებით ბავშვი საქართველოში გადმოიყვანეს.ექიმების მცდელობამ გაამართლა,პატარამ თვალები გაახილა და ზაზას გაუღიმა,ზაზამ კი პატარას მოეფერა ხელებზე და ქრისტის დაურეკა.ამ დროს კი გაოცებული სახით უცქერდნენ ტელევიზორს ყველა,მარიტამ შვებით ამოისუნთქა ზაზას მკლავებში ჩვილი რომ დაინახა. -მარტო როგორ წავიდა,რატომ არაფერი არ თქვა.თქვა ალექსანდრემ მაგრამ ქრისტიმ აუხსნა ყველას შეტყობინების შესახებ და ისიც დასძინა,რომ ზაზას ძალიან ბევრი ნაცობები ჰყავდა და ერთი წუთით არ შეუწყვეტია ბავშვის ძებნა.კარზე ზარი იყო,მარიტამ მივარდა კარს და ზაზას ხელში მძინარე პატარას დაავლო ხელი,ჯერ მისი მონატრებული სუნი შეისუნთქა,მაგრამ საყვარელი სუნის ნაცვლად წამლების სუნი იგრძნო და ზაზას შეხედა. ზაზამ აუხსნა ბავშვის მდგომარეობა და ისიც უთხრა,რომ საშიში აღარაფერი აღარ იყო,მაგრამ მაინც საჭიროებდა ექიმის დაკვირვებით გასინჯვას. -როგორ მიატოვეს ასე ბავშვი. -პატარა როგორც ჩანს გაცივდა,მაღალი სიცხისგან გაითიშა და მათ ეგონათ ხელში ჩააკვდათ და მიატოვეს უპატრონოდ,შენთან კი შეტყობინება გამოაგხზავნეს,ასე ნახავდი ბავშვს მაგრამ მათი აზრით მკვდარს.ჯორჯმა დიდი დრო მოანდომა ნატას პოვნას და როგორც იქნა იპოვნა ერთ დღესაც მის სახლში როცა მივიდა ბავშვით მარიტასთან ერთად.ნატა სავარძელში იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.ჯორჯმა გაბრაზებულმა შეხედა და დაუყვირა. -აქ რას აკეთებ,ან რის მიღწევას ცდილობ.ნატა ჭკუას მოუხმე და ჩვილი ბავშვის გამოყენება არაა საჭირი შენი ბინძური ზრახვებისთვის.რა გინდა,ფული გინდა?მითხარი,დაასახელე თანხა და გადავიხდი.ვხედავ სულ სხვა ცხოვრება დაგიწყია,გაუჩინარდი 6 თვე და გამოჩნდი სასწაული ენერგიით სავსე.გაბრიელი აართვა მარიტას ხელიდან და იმ მამაკაცებიდან ერთ-ერთს ხელებში მიაჩეჩა,პატარამ გაუცინა მამაკაცს და მისი პატარა ხელები სახეზე მოუთათუნა,მარიტა კი ცრემლით სავსე თვალებით შესცქეროდა შვილს. -მიდი რას ელოდები,მოკალი ეს განზრახვა ხომ გქონდა მაშინ,როცა გაიტაცე ბავშვი.მერე მამაკაცთან მივიდა და უთხრა.-შეხედე,ამ პატარა თითებს შეხედე,შუბლს,ლოყებს.არ მეგონა ამოდენა კაცი ასეთი უგულო სხეულით თუ მოძრაობდი.ღმერთო ეს სიზმარია რაც ჩემს გარშემო ხდება,ნატა მითხარი ეს რეალობაა? -სამწუხაროდ ეს რეალობაა,გიორგი მე უშენობა გამიჭირდა. -შენ,შენ თავად დაანგრიე ყველაფერი ნატა.ჩამოგაშორე ადამიანებს,რომლებმაც ყელამდე ლაფში ჩაგაგდეს.იცი დღემდე რატომ შეგეშვეს?იცი რატომ დაგანებეს თავი?200,000$ გადავიხადე რომ შენთვის ცხოვრება არ დაენგრიათ,მე კი რა გავაკეთე კიდევ?ასეთი ნატანჯი ქალი შევიცოდე,დიახ შეგიცოდე და შენზე დავქორწინდი.თავზე როგორც კი გვირგვინი მოირგე შენც თავი დედოფლად წარმოიდგინე,ბოლო დროს კი შეიცვალე.რა გინდა ნატა რატომ მტანჯავ მეც და რატომ იტანჯავ შენს თავსაც.მითხარი რა გავაკეთო,რომ მშვიდად ვიყო მეც და შენც. -ნუ ყვირი,შენი ხმა გარეთ გადის. -როდიდან უფრთხილდები ჩემს ნერვებს,იცი რა?შენ ავად ხარ და ამიტომ მეცოდები კიდევ უფრო.ბავშვი აართვა ისევ მამაკაცს ხელიდან და მარიტას გადასცა.-წადი,უხმოდ წადი შენს სტუმრებთან ერთად. -ჩუმად და შეუმჩნევლად წავიდე და მარიტასთან დარჩე?ჩვენ ხომ ჯერ კიდევ ქორწინებაში ვართ.გიორგი თუ ჩემი არ იქნები არც მისი არ იქნები.ჯორჯს ჩაეცინა,მაგრამ არ იმჩნევდა შიშს,განა თავის თავზე დარდობდა იქ ხომ მარიტა და ბავშვი ჰყავდა ამას დარდობდა.მიხვდა,რომ ნატას კიდევ უფრო საშინელი რამ ჰქონდა ჩაფიქრებული.არ შეეპუა და პირდაპირ უთხრა ის ფიქრები და გრძნობები რასაც მარიტას მიმართ განიცდიდა. -დიახ,მარიტა არის ჩემს გვერდით,ის ჩემი შვილის დედაა,ქალი რომელიც არის იმ ადგილზე სადაც უნდა იყოს.ქალი რომელსაც შეხედავ და გული არ გაგიწევს სხვისკენ გაკმაყოფილებს მისი ხიბლით და მისი ყველაფრით.მისი ღიმილია რომელიც საღამოს მავიწყებს ყველა იმ პრობლემებს რომელიც მაქვს მთელი დღის მანძილზე.სწორედ ასეთი ქალი წარმომედგინა ყოველთვის ჩემს გვერდით და მიხარია,რომ მე ის ვიპოვე.რაც არ უნდა მტკივნეული იყის შენთვის მინდს გითხრა,რომ ჩემი ოცნების ქალია მარიტა და ჩემი ყველა შვილის დედაც ის იქნება.მინდა წახვიდე ჩემი ცხოვრებიდან,ჩვენი ერთად ცხოვრების წლები აქ დასრულდა.ჩვენში ძლიერი გრძნობა რომ ყოფილიყო,ჩვენ აქამდე არ მოვიდოდით,ამ წუთამდე.ჩვენ მივეჩვიეთ მხოლოდ ერთმანეთს და მეტი არაფერი არ ყოფილა ჩვენში ზედმეტად.მარიტას გამოჩენის შემდეგ გამოაჩინე შენი სახე,სახე უნიღბოდ რომ დავინახე იქ ზიზღი,ირონია,ცინიზმი და შურისძიება წავიკითხე რამაც ძალიან შემაშფოთა.პირველი დანახვიდანვე შეიზიზღე,მაგრამ მე იმ პირველი დანახვიდანვე შევიყვარე.მართალი იყავი მარიტაში რომ ყოველთვის კონკურენტს ხედავდი,რადგან მიხვდი მე მარიტა მომიტანდა იმ ბედნიერებას,რომელიც ვერ მომიტანე შენ.მარიტამ იცის როგორ გააბედნიეროს საყვარელი მამაკაცი,როგორ მყარი გახადოს ოჯახი.არ ვბრაზდები შენზე,რადგან ყოველთვის ვიცოდი,რომ ერთ დღეს მოგწყინდებოდა წყნარი და თბილი ცხოვრება,ვიცოდი ერთ დღეს დარუნდებოდი იქ სადაც თავს უფრო ბედნიერად გრძნობდი.არასოდეს არ ყოფილა შენი კოცნა ვნებით სავსე,ვნება მე მარიტამ ამიფეთქა და არა შენ.დატოვე ჩემი სახლი,წადი და დაფიქრდი აქედან გასული გზაჯვარედინზე დადგმულმა რომელ გზას დაადგე.ცხოვრება რომელსაც მიეჩვიე ან მიგაჩვიეს,არ შეიძლება დაივიწყო ასე ადვილად.შესაძლებელია მოგბეზრდეს რაღაც და მისგან გაიქცე,მაგრამ მაგ წუმპეს ვერასოდეს ვერ გაექცევი.ყველას აძლევს ცხოვრება იმას რასაც და როგორსაც იმსახურებს.ჯორჯმა კარი გააღო და ხელით ანიშნა სტუმრებს სახლიდან გასულიყვნენ.კარი დაკეტა და დაფიქრებული იდგა.მიხვდა ნატა არ აპატიებდა ამდენის თქმას და ალექსანდრეს დაურეკა.მოუყვა რაც მოხდა და მისი ეჭვებიც გაანდო,მართლაც ალექსანდრემ პატრულთან ერთად მივიდა ჯორჯის სახლში და მის მანქანაში ასაფეთქებელი ნახეს დამაგრებული.გაძლიერდა ნატას ძებნა,ჯორჯმა კი იმ დღეს წერტილი დაუსვა მის გადაწყვეტილებას,ყველას დაურეკა,მარიტას მშობლებიც ჩამოაყვანინა ალექსანდრეს სოფლიდან და მარიტას საუკუნოდ ერთად ცხოვრება შესთავაზა.ვერ გაჩერდა შიშისგან მარიტამ იმ სახლში და ისევ ალექსანდრესთან მივიდნენ,მარიტას ისეთი შიშები და განცდები ჰქონდა ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა რომ დამშვიდებულიყო,ერთ დღეს ქრისტიმ გარეთ გაიყვანა და საღამომდე ატარა,იქამდე ატრიალა წაღმა-უკუღმა მაღაზიებში სანამ არ გამოექცა და გაბრაზებულმა არ შეაღო სახლის კარი,სახლში კი ყველა იქ იყო და როგორც იქნა დაინახა ალექსანდრეს გვერდით მისი საყვარელი ქალი სოფი.ღიმილით მიესალმა და ეგონა ეს საზეიმო განწყობა სოფის გამო იყო მოწყობილი,რომ უეცრად მის წინ ჯორჯმა მუხლზე დადგა და უთხრა. -საყვარელო,გავბედავ და გთხოვ შენს ნატიფ ხელს და არა მარტო ხელს,შენს გულს,შენს სულ და მინდა შენი სიცოცხლე ჩემს სიცოცხლეში ჩავდო და ამიერიდან ერთი სუნთქვით ვისუნთქოთ.დაიბნა,აბლუკუნდა,შერცხვა,ცრემლიც წამოუვიდა.მის თვალწინ გაიარა ყველა იმ სასიამოვნო თუ საშინელმა მოგონებებმა.ჯორჯმა ბავშვთან ერთად აიღო მარიტას ხელი და ულამაზესი ბეჭედი გაუკეთა ხელზე. -ეს,ეს,ეს ხომ ძალიან ძვირი ღირს. -შენ ამ ბეჭედზე ძვირფასი ხარ მარიტა და ჩემთვის ფასდაუდებელი განძი,რომელმაც ბედნიერი ფეხით შემოდი ჩემს ცხოვრებაში,მაჩუქე ის სიხარული რასაც ვოცნებობდი და მინდა ეს სასიახულო და ბედნიერი წუთები გაგრძელდეს უსასრულოდ. -დარწმუნებული ხარ,რომ შევძლებთ ერთად ცხოვრებას? -შევძლებთ,ჯერ კიდევ ბევრს შევძლებთ და შენ კი მოემზადე მეჯვარეობისთვის უთხრა ზაზას.-იმედია უარს არ იტყვი.ზაზამ დაბნეულად შეხედა ჯორჯს და პატარა გაბრიელი აიყვანა ხელში. -უარი უნდა ვთქვა ამ ანგელოზის ნათლიობაზე?ეს ხომ დაუშვებელია.მზად ვარ,რა თქმა უნდა ძალიან გამახარე ჯორჯ. -მაშ მეგობრებო,დღეიდან ახალი ცხოვრება იწყება,ისევ ერთად,ისევ დიდი და სიყვარულით სავსე ოჯახი ვართ.თქვა ალექსანდრემ. -მიყვარხარ ისე ღრმად და ისე ძლიერად,რომ მეშინია არ დამეკარგო თვით ჩემს გულში, მეშინია ჩემს სულში არ გაიბნე ისე რომ ვეღარ მოგძებნო,შენ ჩემი სულის ის ნაწილი ხარ,რომელსაც ჩუმად გეძებდი დიდხანს. -მიხარია,მაგრამ თან მეშინია კიდევ ასეთ შემოტევას ვერ გავუძლებ ჯორჯ რასაც გავუძელით ამ ბოლო ორ თვეში. -ის უკვე წარსულია,დაივიწყე დღეიდან ახალი ცხოვრებას გთავაზობ,შენ ხომ ჩემთვის ყველაფერი ხარ,მხოლოდ შენ მასწავლე გზაზე სწორი მიმართულებით მევლო და მინდა ამ გზის ბოლოშიც ერთად გავიდეთ ხელიხელ ჩაკიდებულებმა. -ჯერ კიდევ შიშის გრძნობას ვყავარ შეპყრობილი. -შიში რომელიც შენში ჩასახლებულა მე გავნდევნი მათ და გპირდები,რომ ბედნიერები ვიქნებით.შენ მე და ჩვენი შვილი ამ ჩვენს გიჟ და გადარეულ სამეგობროსთან ერთად.შენ ვინ გყავს მეჯვარედ,ალბად ქრისტი. -ეს არ მოხერხდება,მელანოს ვეტყვი. -რატომ,უარზეა? -არა,რა უარზე,მაგრამ მგონი ზაზას და ქრისტის შოროს რაღაც ხდება. -ააააა,μαλιστα. -რა თქვი? -არაფერი,გასაგები არისთქო.ჯორჯმა მტკიცედ დაიცვა მისი ნათქვამი სიტყვა,მისი მამობრივი გრძნობა იმაზე დიდი იყო ვიდრე წარმოედგინა თავადაც.ეხმარებოდა მარიტას ბავშვის მოვლაში.სითბო და სიყვარული ბუდობდა მხოლოდ მათ გარშემო,და უსაზღვრო ბედნიერება იყო მისთვის როცა პატარა სხეული გულზე ეწვინა და მასთან ერთად ეძინა,ისინი ერთი გულით სუნთქავდნენ.ის იყო პატარა ადამანი,რომელმაც შეცვალა მისი ცხოვრება.დილით ახალ გაღვიძებულზე მარიტას უთხრა. -სიცოცხლე და ბრძოლა თქვენს გამო,მხოლოდ ამად ღირდა.თქვა ჯორჯმა როცა პატარა შუაში ჩაიწვინეს. -მიუწვდომელი ოცნება არ არსებობს,თუ მოინდომებ ყოველთვის აგისრულდება ის,რაც მთელი გულით გინდა და თქვენ მე ამისრულდით ჯორჯ.უკვე გაღვიძებულ გაბრიელს ეთამაშებოდა,რომ ჯორჯს ტელეფონზე დაურეკეს,უცხო ნომერი იყო და თავისი ჩვეული ხმით უპასუხა. -გისმენთ. -ბატონო გიორგი გთხოვთ მობრძანდეთ საავადმყოფოში,თქვენი მეუღლის მდგომარეობა ძალიან რთულია. -რა ხდება,რა მოუვიდა. -გთხვთ აქ მობრძანდეთ.ჯორჯმა ტელეფონი გათიშა და მარიტას შეხედა. -რა ხდება,რა სახე გაქვს. -ნატა,ნატაა საავადმყოფოში. -რატომ,რა ჭირს. -არაფერი არ ვიცი,ვერაფერი ვერ გავიგე. -რას ელოდები,ადე და წადი გაიგე იქნებ რა ჭირს და შენი დახმარება ჭირდება.ჯორჯმა წამოდგა საჩქაროდ ჩაიცვა და გზიდან ალექსანდრეს დაურეკა,თითქმის ერთად მივიდნენ საავადმყოფოში. -ვის ეძებთ,ვისთან ხართ. -იცით მე დამირეკეს აქ ნატა................ -ააა,ვიცით ექიმი გელოდებათ.ალექსანდრემ და ჯორჯმა ერთმანეთს შეხედეს და ექიმის კაბინეტისაკენ წავიდნენ.გზაში კი გოგონას სიტყვები გაიგონა. -რა ქმარი ყოლია და რად უნდოდა ეს სასიკვდილო ნარკოტიკი. -იქნებ არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა და ნარკოტიკში პოულობდა შველას.ექიმის გაბინეტზე ფრთხილად დააკაკუნა და შემდეგ შეაღო და იქ ტირილისაგან თვალებდაწითლებული მიშას და თამილას შეხედა,შემდეგ ექიმს შეხედა,მიხვდა ექიმმა ჯორჯმა რა თვალებით შეხედა და წყნარი ხმით უთხრა შეკითხვების გარეშე. -ვწუხვარ ბატონო გიორგი. -რა მოხდა,შეგიძლიათ ამიხსნათ? -თქვენი მეუღლის სისხლში ანალიზებმა კოკაინის ზედმეტი დოზა გვიჩვენა,ამიტომ ბევრი ბრძოლის შედეგადაც ვერ შევძელით მისი გადარჩენა. -ვიცოდი,ვიცოდი რომ ისევ იმ გზაზე დაადგებოდა,ვაკონტროლებდი მაგრამ მაინც შეძლო და თავიც დაიღუპა.თქვა ჯორჯმა. -თავს ნუ იდანაშაულებ,გიორგი ჩემი ბრალია ჩემი შვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა.თქვა მიშამ.ალექსანდრემ და ჯორჯმა ვილაში მივიდნენ სადაც ნატას ძალიან უყვარდა ყოფნა,იმ საძინებელში შევიდნენ სადაც ოდესღაც თავიანთი საძინებელი ჰქვიოდა.საწოლზე რვეული იდო,ალექსანდრემ აიღო ხელში და ჯორჯს მიაწოდა. -ეს შენთვის არის დაწერილი.ჯორჯმა გამოართვა და გადაიკითხა. გიორგის,ანუ ჯორჯ გურენს. თავიდანვე ვიცოდი ვინ იყავი,მაგრამ ვითამაშე. იმდენად გამიტაცა ამ თამაშმა შემიყვარდი,მაგრამ წავაგე.შორიდან გითვალთვალებდი მინდოდა შენში მინუსი დამენახა,მაგრამ იმდენად დადებითი პიროვნება იყავი ვერაფერი მინუსი ვერ აღმოვაჩინე,ამან კიდე გააძლიერა ჩემი გრძნობა.ჩემს თავს ვეთამაშე და დავაშავე,მართლა შემიყვარდი.მახსოვს ის წუთები,თითქოს ახლა ხდება ეს ყველაფერი თავიდან.შენი ჩაცმულობა უბრალო,მაგრამ მოხდენილი.ჩემს თავთან მქონდა ომი, გადამედგა თუ არა ეს ნაბიჯი რომელიც გადავდგი.ერთ საღამოს კი ბოლომდე დავუსვი წერტილი ყველაფერს,როცა ერთ ბარში შენგან წამოსულ სიგარეტის თეთრი ბოლი შევისუნთქე,რომელსაც შენი სუნამოს სუნი და ცოტა ალკოგოლის სუნიც ერწყმოდა.იმ წუთში წარმოვიდგინე შენს გვერდით ჩემი თავი შიშველი და წერტილიც დავსვი.რაც მინდოდა ის გავაკეთე,მაგრამ ბოლომდე ვერ შეგინარჩუნე.მარიტამ,მარიტამ წამართვა შენი თავი.ამიტომ მე ჩემს როლს ვტოვებ ჩემს შექმნილ სცენაზე და გავდივარ სპექტაკლიდან.უკვე ვიცი რომ შენ მე აღარ მეკუთვნი,შენ უკვე შენი ტკბილი სამყარო გყავს,ის სამყარო რომელიც მე ვერ ან არ მოგეცი. ჯორჯ არ გაგიკვირდეს,რომ შენი ფსევდომინი ვიცი,ეს უკვე დიდი ხანია რაც ვიცი,მაგრამ ერთხელაც არ წარმომითქვამს.საოცრად მომწონდა შენი სიმღერები,მეც შენი ერთ-ერთი საყვარელი მსმენელი ვარ.ჯორჯ მინდა ბედნიერი იყო. ,,ნატა'' -ჯორჯ ეს რა არის.შეეკითხა ალექსანდრემ.ჯორჯმა ალექსანდრეს შეხედა და საწოლთან გამოღებულ უჯრაში უამრვი წამლები და ტაბლეტები დაინახა. -მთელი ეს წლები,რა ბრმა ვყოფილვარ.ხედავ როგორ მეთამაშა?შეეძლო,ალექსანდრე მას შეეძლო შვილი გაეჩინა,მაგრამ არ გააჩინა და როცა მარიტა გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში ეჭვიანობით სკდებოდა. -დაწყნარდი,ის აღარ არსებობს. -აი ამ წამლებმა დამანახეს როგორ იყო ჩემს მიმართ,გარკვეული დრო ჩემს თავს ვადანაშაულებდი,ვფიქრობდი იქნებ დავუშვი შეცდომათქო,მაგრამ საქმე ჩემში არ ყოფილა,საქმე მასში იყო. -მიცვალებულებზე ცუდს არ ამბობენ,მაგრამ არასოდეს არ მომწონდა ეს ქალი შენს გვერდით და შენს ცხოვრებაში. -წავედით,ვინმეს გამოვუშვებ და აქაურობას მიალაგებენ ტანისამოსს კი ეკლესიას ან ღარიბებს გადავცემ. -წავედით მეგობარო,ცხოვრება წინ მიდის და გრძელდება ასე არ ამბობენ? -ალექსანდრე არსებობს კი მარადიული სიყვარული? -ნამდვილ სიყვარულს დრო არათუ რაიმეს აკლებს, პირიქით უფრო აძლიერებს, აღრმავებს და ასაზრდოებს.მთავარი უპირატესობა და ერთმანეთის მიმართ თავგანწირვაა,ცხოვრებაში პირველ ადგილზე გახსოვდეს სწორედ ის ვინც ყველაზე და ყველაფერზე ძალიან გიყვარს.თუ საჭიროება მოითხოვს უარი უნდა თქვა ყველაფერზე,პროფესია,კარიერა უნდა დაივიწყო და მის გვერდით დადგე,რადგან ის ყველაზე ძვირფასია და შესაძლებელია იმ დროს მას მხოლდ შენი გვერდით დგომით ძალა ჭირდება.ყველაფერი ის, რაც კვებავს სიყვარულს ფაქტობრივად, ცხოვრების წესად გაიხადეთ.ამ ძლიერ გრძნობებს ხომ მოვლა და გაფრთხილება სჭირდება,თქვენ ერთმანეთის საერთო ტკივილმა უდიდესი გამოცდა მოგიწყოთ,რომელიც კარგად ჩააბარეთ.ამიერიდან ბედნიერი წუთებითა და საათებით, სირთულეებით, და ამ სირთულეების გადალახვის ერთობლივი ძალისხმევით იცხოვრეთ კიდევ უამრავი წლები ერთმანეთის მხარდამხარ.ჯორჯმა გადაეხვია ალექსანდრეს და მომლოდინე მარიტასთან წავიდა ჩქარი ნაბიჯით,სახლში მისულს კი პატარა გაბრიელი ფეხებზე შემოეხვია.მარიტამ მიახლოვდა და უთხრა. -რა აზრის ხარ შენი სუროგატი დედა კიდევ ერთი შვილის დედა რომ გახდეს,მაგრამ ამჯერად სრულიად მშვიდ გარემოში. დასასრული. ავტირი მზია ფერაძე. -16.05.2018. ადამიანში ყველაზე კარგი ისაა,როცა ეტყვიან ,,შენ კი არა,შენში შენი სული არის ლამაზიო''.ეს სიტყვები დიდ ადამიანს ეკუთნის როგორიცაა ,,პაულო კოელიო''.მადლობა მინდა გითხრათ და მოვეფერო შოროდან თქვენს ლამაზ შინაგან სამყაროს.მახარებთ,მაბედნიერებთ.მიყვარხართ ყველა და მადლობა ყველას იმ სტიმულითვის ძალას და ენერგიას რომ მაძლევთ თქვენი არსებობით.გემშვიდობებით დროებით,ახალი ისტორიამდე რომელიც ამ ისტორიის პარალელურად უკვე წერის პროცესშია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.