შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაგრამ პოეტთან უსულგულო სიკვდილს რა უნდა


31-03-2017, 20:33
ნანახია 1 748

მხრებით აკიდებულ ნაგროვ ცოდვის ხურჯნებს დავატარებ,
სული ცხოვრებისგან უთვალავჯერ მყავდა განსასჯელად.
ვამბობ და ვაკეთებ დაგეგმილად უკვე აღარაფერს,
ალბათ ეს სიცოცხლე არ მეყოფა დარდის სატარებლად.

უკვე უხსოვარი წარსულიდან ვითვლი თარიღებს და
დაღლილ-დაქანცული დავიღვარე ლექსის სტრიქონებად.
სული ბოლო წლები განუწყვეტლივ ზეცას ადიდებდა,
ზღვარი გავავლე და ჩემი თავი თავად მიმონებდა.

დაგროვილ ყინულს ვემსგავსე და არაფერს ვითხოვ
ცრემლების ნაცვლად წუხელ ღამემ მაპკურა ნამი.
თუ რამეს მიხვდი არაფერი არ შემეკითხო,
გემუდარები დაივიწყე მიხვედრის წამიც.

მწამს, სიკვდილამდე უნდა ვზიდო ეს მძიმე ტვირთი,
ალბათ სულ მალე ჩემს ცად ფრენას იხარებს მტრედი.
მე ამ ცხოვრების ბოლოს წინა თარიღებს ვითვლი
და მე უბედოს ერთხელ მაინც მეწვევა ბედი.

ვარჩევ და მაინც, სევდიანი დავიდე დაზგა,
დატანჯულ სულში მონარჩენი სითბო დაგუბდა,
მე წავალ ზევით, უფლის კართან ვიდგები, მაგრამ
პოეტის სულთან უსულგულო სიკვდილს რა უნდა.

ისევ სევდა და ცრემლის კვალი ეტყობა ჩემს ლექსს,
ისევ დაღონდა მეათასედ ჩემი კალამი.
ჰო... მე ვერ შევქმნი შექსპირივით უზადო შედევრს,
მე ვერ ვიქნები ტიციანი... ვაჟა... აკაკი.

გრძნობათა კონას სულს ვტაცებ და მთელს ლექსს ვაქარგავ,
ბედნიერება სამუდამოდ ჩემში გაუქმდა.
დღეს აქ იგრძნობა ყველაფერი სულ, რომ დამთავრდა,
მაგრამ პოეტთან უსულგულო სიკვდილს რა უნდა.

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

გრძნობათა კონას სულს ვტაცებ და მთელს ლექსს ვაქარგავ,
ბედნიერება სამუდამოდ ჩემში გაუქმდა.
დღეს აქ იგრძნობა ყველაფერი სულ, რომ დამთავრდა,
მაგრამ პოეტთან უსულგულო სიკვდილს რა უნდა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent