შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცის არტ ყელა ( ნაწილი 3)


18-05-2018, 01:16
ავტორი judi N
ნანახია 1 502

მინდოდა გაკვირვება, გაბრაზება გამომეხატა.. მინდოდა უარი მიმეჯახებინა მის თვითკმაყოფილ სახეზე, მაგრამ გულმა გონებას დაასწრო
- კარგი, გამაცილე..
-არადა რა იმედი მქონდა რომ უარს მეტყოდი.. გაიცინა როგორც ჩვევია და გვერდზე ამომიდგა
-შეგიძლია უკან დაბრუნდე , არავინ გაძალებს და არავის უთხოვია გამოკიდება
- შენ ხუმრობასთან ძაან შორს ხარ ხო ?
- არააირად, მე ცუდ იუმორთან ვარ ცუდად.
-კარგი უჟმურთ დედოფალო , მოდი აღარ ვიხუმროთ და ასე გავუყვეთ ამ ბნელ და ისედაც დაძაბულ ღამეს .
პასუხი არ გავეცი.. ცოტახანს ასე მივუყვებოდით გზას.. ჩვენი სიჩუმე ემატებოდა ღამის სიჩუმეს და ერთ სრულყოფილებად იქცეოდა.. საშიში ღამე იყო და თითქოს მეიმედებოდა შავი ვარდი.. ჰო ეს აუტანელი , თვითკმაყოფილი ბიჭი გულში იმედად მეღვენთებოდა..
- მოდი რამეზე ვვილაპარაკოთ რა.. მოწყენილობა იგრძნობოდა მის ხმაში..
- ვილაპარაკოთ..
- მეტროში რატო მიყურრებდი ისე, თითქოს ჩემს გარდა იქ არავინ იყო ?
- ჩვევაა.. ადამიანებს ვაკვირდები და მათში რაღაც გამორჩეულს ვეძებ.. ისეთს რაც მანამდე არავისში მიპოვია.. ისეთს რაც ჩემს ადამიანობას შეემატება.. გეფიცები ახლა, რომ სიცილი ატეხო მოგკლავ.. კოპებ შეკრულმა გავხედე..
სიცილს არ აპირებდა, გამიკვირდა.
- ჩემში რა დაინახე?
- ყურსასმენები არ გეკეთა , თითქოს ხალხს არ გაურბოდი..
- ჰოო იმდღეს სახლში დამრჩა.. და მაინც სიცილი დაუბრუნდა სახეს..
- კარგი მოდი გავჩუმდეთ ისევ
-არა , არა მართლა სახლში დამრჩა და ავღნიშნე.. ადამიანებს ისედაც არ გავურბივარ, მითუმეტეს გოგოებს..
- ალბათ არც გოგოები გაგირბიან.. გულუბრტყვილოდ წამომცდა..
- შენს გარდა ჯერ არავინ გაქცევიაა..
სიჩუმე ჩამოვარდა, ჩვენს შორის ჩადგა და დისტანცია გაიზარდა...
- იცი შავ ვარდს გეძახი
- მოგეწონა ტატუ ანუ?
- კი,ლამაზია
-შენსავით ..
- მოვედით.. გმადლობ , რომ მომაცილე.
- არაფრის ნინია, მადლობის ნიშნად არ მაკოცებ ?
- უკაცრავად?
-ლოყაზე ვიგულისხმე რა მოხდა ?
- გამეცინა.. ოხ ნინია საკუთარ თავს უჩალიჩებ რა..
- ჰა არა?
- კარგი, ჰოო.
გადავიწიე რომ გადამეკოცნა, თავი მოაბრუნა უცებ და ჩემი და მისი ტუჩები ერთმანეთს შეეჯახა.. მერე ნელ-ნელა შეჯახება ნაზ მოძრაობად იქცა.. ხელი შემომხვია.. ფართოდ გახელილი გაოცებული თვალები ნელ-ნელა მივნაბე და მის ტუჩებს ავყევი, მაგრამ მალევე მოვედი გონს და თავი გავინთავისუფლე მისგან.. გარტყმა დავაპირე , მაგრამ ხელი ჰაერში გავაჩერე, უკან მივბრუნდი და სახლში ავირბინე.. სადარბაზოსთან იდგა სანა კიბეები არ ავირბინე და ბოლოჯერ ანთებული შუქი არ ჩაქვრა.. მერე ფანჯრიდან გავხედე , ამომხედა თვალებით ეძებდა ფანჯარას, დამინახა და მიბრუნდა.. გაუყვა ჩუმ და ბნელ ღამეს, მარტო .. ჩემი მზერა მიაცილებდა, სანამ არ შეერწყა სიბნელეს და არ გაქრა..
დავწექი და თავში უამრავი აზრი შემოფრინდა.. ტუჩზე სულელივით ვისვამდი თითებს.. მის სურნელს ვგრძნობდი, შემდეგ ჩამეძინა..
დილით არც სმს იყო და არც გამოტოვებული ზარები.. არვ ფბ-ზე დაუტოვებია სმს.. თითქოს გავბრაზდი.. მასზე არა უფრო ჩემს თავზე.. ავიზლაზნე და უნივერსიტეტში წავედი.. რუსთაველის ქუჩას ავუყევი ფეხით.. ყურსასნები გავიკეთე და თვალების აქეთ-იქით ცეცება დავიწყე.. ერთი და იგივე კადრები, მხოლოდ მოძრავი მანქანები იყო განსხვავებული.. ადამიანებიც თითქოს უკვე მეცნობოდნენ.. ყვავილების გამყიდველი მოჭორავე ქალები.. კაცი და ძაღლი, კაცს სულ გაზეთი უჭირავს ხელში და რკინის მოწყალების სათხოვნად გამზადებული ჭიქა სადღაც კუთხეში აქვს მიგდებული, თითქოს ცდილობს მათ შორის განათლება და ადამიანობა მოაქციოს.. ძაღლში ნაპოვნი ერთგულება და მეგობრობა ადამიანებთან ხიდად გადააქციოს.. შემდეგ არის ყვავილების ლამაზი ბაღივით მოწყობილი მაღაზია.. სილამაზეს თურმე შეიძლება ფასი დაედოს, მაგრამ ვისაც ჰგონია, რომ მას იყიდის ცდება.. მწარედ ცდება.. რადგან როცა იფიქრებს , რომ ხელში მოიგდო და დაისაკუთრა ყვავილი ჩამოჭკნება და დაგტოვებს ისევ ისეთს როგორც მანამდე იყავი .. შემდეგ არის ბოლო გადასასვლელი გზაზე.. სადაც სულ წითელი მემთხვევა რატომღაც..მახსენებს,რომ ზოგჯერ უნდა შეჩერდე , შეიძლება ეს ძალიან არ გინდოდეს, მაგრამ აუცილებელია.. მივადექი უნივერსიტეტს ..
კიბეები ავიარე და ვაკო დავიინახე.. მისკენ წავედი.. არვიცოდი რას ვეტყოდი ან რას გავაკეთებდი, მაგრამ ალბათ იქვე გადავწყვეტდი. ზევიდან ქერა გოგომ ჩამოირბინა და მის ყელს შემოეხვია.. გვერდზე ავუარე და არაფერი გავაკეთე.. თითქოს ველოდი ,რომ იმედები გაცრუვდებოდა, რომ გუშინდელი მისთვის არაფერი იყო.. აღარ ვუყურებდი ისე ავუარე მათ გვერდი.. ლენკას ხმა გავიგე
- ნინია დამელოდე.. უკან მოვიხედე ამ დროს და ვაკომაც დამინახა.. თვალი თვალს მოხვდაა.. ის გოგო მოიშორა და წამოვიდა აქეთ, მაგრამ ზურგი ვაქციე ზედა სართულზე ავედი, ოთახში შევედი და კარი ჩავკეტე..



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგია მომწონს. სასიამოვნოდ წასაკითხია. წერითაც გამართულად წერ, თუ არ ჩავთვლით პატარა გრამატიკულ შეცდომებს. მთავარია გააგრძელებ და არ შეწყვეტ წერას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent