შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გვიანი შემოდგომის ვალსი .1.


18-05-2018, 19:01
ავტორი ოფოფი
ნანახია 1 386

....
ჯერ კიდევ მძინარემ ვიგრძენი ნაზი შეხება.. კოცნა ლოყაზე, შემდეგ კი მხარზე.. ოდნავ მჩხვლეტავი წვერის შეხებაზე შევიშმუშნე და გამოღვიძების პირას მყოფმა გავიღიმე.. ახლა მე მივეკარი მას და ხარბად ჩავისუნთქე საყვარელი სურნელი...
- რომელი საათია?- ცოტა ჩახლეჩილი მეჩვენა ჩემი ხმა(როგორც ყველა გაღვიძებისას)...
- ცხრის თხუთმეტი წუთია - მშვიდად მიპასუხა მაქსიმემ და თავზე ხელი გადამისვა..
-რაა? - ვიყვირე გიჟივით და მაშინვე წამოვხტი..
- კარგი.. ნუ ღელავ - დამამშვიდა ქმარმა და საკოცნელად წამოიწია
- რას ქვია ნუ ვღელავ.. დამრჩნენ ბავშვები მშივრები.. როგორ ჩამეძინა - ახლა საწოლიდან წამოვხტი და თხელი ხალათი მოვიცვი.. - ადექი.. ადექი რა მაქს.. ხუთ წუთში ყველაფერი მზად იქნება - ლოყაზე მაგრად ვაკოცე და მოსამზადებლად გავიქეცი...
- აი თქვენი ომლეტი, როგორც შეუკვეთეთ, პომიდვრის გარეშე - 15 წუთში საჭმელს უკვე თეფშებზე ვუნაწილებდი საყვარელ ხალხს...
- დე, მარი ისევ აგვიანებს - თვალებში შემომანათა დაჩიმ, ჩემმა უმცროსმა ვაჟმა..
- მარიაამ- ხმამაღლა დავუძახე ქალიშვილს...
- მასე არა..ჩვენ დავუძახებთ - გაიცინა მაქსმა და დაჩის უჯიკა.. შემდეგ მამა-შვილმა ჩანგლებით მაგიდაზე კაკუნი დაიწყო და რიტმში დაუძახეს "პრინ-ცე-სა", "პრინ-ცე-სა".. მარიამიც გამოჩნდა და ყველას ღიმილით მოგვესალმა...
უკვე მეათე წელია, რაც ჩემი დილა ასე იწყება.. შეიძლება ეს ბევრს ბანალური ეჩვენოს, მაგრამ ჩემთვის ერთი დიდი ბედნიერებაა. სხვანაირად, უბრალოდ წარმოუდგენლად მეჩვენება..
. მე 19 წლის ვიყავი, როდესაც მაქსიმეს გავყევი, ის კი 21.. საზოგადოების ნაწილი თვლიდა, რომ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და ოჯახს დიდ ხანს ვერ შევინარჩუნებდით.. ეს თეორია მე და მაქსს სასაციოდ არ გვყოფნიდა.. მეორე ნაწილი კი თვლიდა, რომ ძალიანაც კარგი წყვილი ვიყავით და ყველაფერს შევძლებდით... თავიდან ორივეს ოჯახები გვერდში გვედგა, შემდეგ კი საკუთარი ძალებით ვეცადეთ საკუთარი ცხოვრების მოწყობას.. მაქსი მეოთხე კურსს ხურავდა, მე კი მეორეს, როცა გავიგეთ, რომ უკვე მშობლები ვხდებოდით.. ცუდი ორსულობის გამო უნივერსიტეტში სიარულს ვერ ვახერხებდი, მაგრამ მაქსი ორმაგი ძალებით იკაფავდა გზას წარმატებისკენ.. ერთ-ერთ ცნობილ ფირმაში მუშაობდა და დაწინაურების კანდიდატიც იყო(რაც მალევე გამართლდა).. ამასობში, მე უნივერსიტეტის გაგრძელების სურვილი დავკარგე.. სამაგიეროდ ახალი ნიჭი აღმოვაჩინე ჩემს თავში.. შემეძლო რაიმე ძველმანიც კი ხელოვნების ნიმუშად მექცია.. ხელ-საქმეს სერიოზულად მივყავი ხელი და შემდეგ ნივთების ონლაინ გაყიდვა დავიწყე.. ცხოვრების იმ ეტაპზე ეს მეამაყებოდა კიდეც.. ახლა კი პატარა მაღაზიაც კი მაქვს და გაფართოებასაც ვგეგმავ(რაც, ვფიქრობ, უფრო საამაყოა).. რა თქმა უნდა, ყველაფერი მაქსის დახმარებით შევძელი..
ამბობენ, ქორწინება წლების შემდეგ უფერულდებაო, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა.. არასოდეს გვქონია უთანხმოება, ან სერიოზული კამათი.. მაქსი ძალიან დიდ ერთგულებას იჩენს ჩემს მიმართ და მეც მსგავსად ვიქცევი. უკვე მეათე წელიწადი გვისრულდება ქორწინების, მაგრამ ერთმანეთი უწინდებურად გვიზიდავს და უფრო მეტად გვიყვარს, ვიდრე წლების წინ.... ჩვენი ოჯახი გარეგნულადაც და შიგნიდანაც იდეალურია.. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მას ძალიან დიდი სიყვარული უდევს საფუძვლად..
...
-საყვარელო..-საუზმის შემდეგ წამოიწყო მაქსმა -მე ისევ გამგზავრება მიწევს.. ერთი კვირით..
-ერთი კვირით? აბა ჩვენი მეათე წლისთავი ქორწინების? ის ხომ ზეგაა - მეწყინა მე..
-ლიკა - ჩემი ხელი აიღო და თბილად მაკოცა - ხომ იცი, რომ ყველაზე მეტად თქვენთან დარჩენა მინდა, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის.. ხომ იცი, მოვიცლი თუ არა დაგირეკავთ და როცა ჩამოვალ ქორწინების წლისთავს მერე აღვნიშნავთ - ეშმაკურად გამიღიმა.. მეც ღიმილი შემეპარა და წყენამაც უცებ გამიარა..
მეორე დღეს მაქსს პატარა, საჭირო ნივთებით სავსე ჩემოდანი მივეცი და ტაქსამდე მივაცილე.. მანქანას სახლში ტოვებდა.. წასვლის წინ დავემშვიდობე.. უცნაური გრძნობა მქონდა.. აქამდე უამრავჯერ გაუგზავნიათ მივლინებაში, მაგრამ ახლა განსაკუთრებით არ მინდოდა მისი წასვლა.. უცნაური წინათგრძნობა მქონდა, რაც იმას დავაბრალე, რომ ქორწინების წლისთავზე მარტო დარჩენა არ მინდოდა..
......
დილაადრიან აეროპორტში წავედი.. გაფრენა საშინლად არ მინდოდა.. ხვალ ჩემი და ლიკას ქორწინების მეათე წლისთავია.. აქამდე ეს დღე ცალ-ცალკე არასოდეს გაგვიტარებია.. ლიკას შევატყვე, რომ ეწყინა, მაგრამ არ შეიმჩნია.. ახლა სადაცაა ისევ დამაწინაურებენ და სხვა გზას ვერც ის ხედავს და ვერც მე...
როგორც იქნა რეგისტრაცია გავიარე, მაგრამ თვითმფრინავში ასვლას არ ვჩქარობდი.. ცოტა ხანში ჩემი ყურადღება ერთმა წყვილმა მიიქცია.. ქალი მამაკაცს ღიმილით დაემშვიდობა, მაგრამ, როდესაც შემობრუნდა, ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.. წამით გავიფიქრე, რომ ლიკასაც შესაძლოა ეტირა, ყველასგან მალულად, მაგრამ მაინც.. ამის გაფიქრებაზე ერთიანად ამიტანა საშინელმა გრძნობამ.. ვერ ვიტან, როდესაც ის ტირის.. ამის მიზეზი არასოდეს მიმიცია მისთვის.. როცა პირველად დავინახე, სკვერში იჯდა, გრძელ სკამზე და ტიროდა.. მაშინაც საშინლად ვიგრძენი თავი, ვიფიქრე, რომ შემეძლო მომეკლა ის, ვინც ასეთი ლამაზი გოგონა ცრემლებამდე მიიყვანა... ზოგადად ვერ ვიტანდი, როცა ქალი ტიროდა, მაგრამ ეს სხვანაირი გრძნობა იყო.. მომინდა მივსულიყავი, მომეხვია ხელები და მეთქვა, რომ ის აღარასოდეს იტირებდა, მეთქვა, რომ სანდო მკლავებში იყო.... როგორ მინდოდა მაშინ ეს შემძლებოდა, მაგრამ მხოლოდ მისვლა და გამოლაპარაკება შევძელი.. მოვახერხე და გავაღიმე.. ახლა ვხვდები, რომ სწორედ მაშინ შემიყვარდა.. ისე დავშორდით იმ დღეს სახელის კითხვაც კი დამავიწყდა... უცნაური კი ის იყო, რომ იმ მომენტიდან მისი დავიწყება ვერ შევძელი.. მისი ქერა თმა, თბილი ცისფერიბთვალები და ლამაზი ტუჩები თვალებიდან არ ამომდიოდა.. იმ დღიდან სულ იმ სკვერზე დავდიოდი, იმ იმედით, რომ შევხვდებოდი და ისევ ვნახავდი.. უკვე იმედი გადამეწურა და სწორედ მაშინ შევნიშნე.. ქანდაკების გვერზე იჯდა და მეგობარს ესაუბრებოდა.. ამ დღის მერე აღარ დამიკარგავს.. უბრალოდ, შეუძლებელია მას შეხვდე და მისი ოდესმე დაკარგვა მოგინდეს.. ამოტომაც გადაწყვეტილება მივიღე და მობილურზე ნომერი ავკრიფე..
-გამარჯობა ნიკა.. კი.. მე უბრალოდ.. წასვლა არ მინდა.. არა.. არ ვაპირებ წასვლას.. სხვა ვინმე გაუშვი.. მე არ შემიძლია.. - უცნაურია, მაგრამ უფროსი დამთანხმდა...
გადავწყვიტე ეს დღე მეგობართან გამეთენებინა, ხვალ კი, ქორწინების დღეს სიურპრიზი გამეკეთებინა ლიკასთვის.. გახარებულუ ვიყავი.. საპირფარეშოში შევედი.. საშინად მომინდა, რომ სახეზე ცივი წყალი მომხვედროდა.. ონკანი მოვუშვი, ხელებით სახეზე წყალი შევისხი და წადილი ავისრულე.. სარკეში ჩემს უკან მდგომი ადამიანი შევნიშნე.. რაღაცნაირად მიყურებდა.. უეცრად კი მთელი ძალიათ დამარტყა და წინ არსებულ სარკეს მძლავრად მიმაჯახა. სახეზე თბილი სისხლის წვეთები ვიგრძენი, შემდეგ კი გავითიშე...
....
- ვნერვიულობ, მაქსი ალბათ უკვე ჩაფრინდა, მისგან კი არაფერი ისმის.. ასე არასოდეს იქცევა.. იცის, რომ ვნერვიულობ და აუცილებლად მირეკავს ჩავა ხოლმე თუ არა.. ახლა კი მთელი საღამო ლეპტოპთან ვარ და არ ჩანს.. საღამოს დივანზე მიმეძინა მისი ზარის ლოდინში..
- დედიი - ყიჟინით შემოცვივდნენ დილით ბავშვები-ელაპარაკე? - მკითხა მარიამმა
-არა.. საიტზე არ შემოსულა - ძალდატანებული სიმშვიდით ვუპასუხე..
- ალბათ ბევრი საქმე ჰქონდა.. ხომ იცი, ისე დარეკავდა - მშვიდად მითხრა გოგონამ და ხელი მომკიდა.. მეორე მხრიდან დაჩიც მოვიდა.. ცოტა არ იყოს დავმშვიდდი.. "ალბათ ბევრი საქმე აქვს"-გავიფიქრე გულში და ბავშვებთან თამაში დავიწყე..
მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად მშვიდად ვჩანდი, მაინც ვღელავდი.. მაქსი საიტზე არ ჩანდა და მის ნომერზე ვერ ვრეკავდი, გამორთული იყო.. ეს დღე ისე გავიდა მასთან არ მისაუბრია..
...
-კარგი რა.. დამშვიდდი ლიკა.. იქნებ საქმე აქვს მართლა -მამშვიდებდა ელენე, ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელიც დად მიმაჩნდა..
- რაც წავიდა არ დაურელავს გესმის? ადრე ორ წამს იპოვოდა თუ არა მირეკავდა.. არცერთი შეტყობინება, არცერთი ზარი.. ლამის გავგიჟდე..
- დაურეკე შენ..
- ვურეკავ.. გამორთულია..
- კიდევ სცადე... - დავრეკე და სპიკერი ჩავრთე.. ავტომოპასუხე ჩაირთო..
- საინტერესოა, იტალიაში წავიდა და ავტომოპასუხე მაინც ქართულადაა.. -შენიშნა ელენემ..
- ეს ნიშნავს რომ..
- არაფერსაც არ ნიშნავს.. წადი აეროპორტში და გაარკვიე რა ხდება. წავიდა თუ არა.. - მკაცრად გამოუვიდა ელენეს..
- ლენ.. ბავშვებს მიმიხედე რა.. -ვთხოვე და სასწრაფოდ დავტოვე.
...
- უკაცრავად, ერთ მგზავრზე მინდა ინფორმაციის გაგება.. მაინტერესებს გაფრინდა თუ არა.. -მივმართე ოპერატორს.. - იტალიის რეისზე.. მაქსიმე მათიაშვილი..
-ქალბატონო, მან რეგისტრაცია გაიარა.. თვითმფრინავში კი ჩვენი ინფორმაციიათ ყველა მგზავრი იმყოფებოდა..
გავგიჟდი.. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა.. უცებ გამასენდა, რომ იტალიაში მისი სამუშაო ოფისის მისამართი ვიცი და გადაფრენა გადავწყვიტე.. ის რამდენიმე საათი ეკლებზე ვიჯექი და თავს ვიიმედებდი, რომ მაქსი საშინლად მოუცლელი იყო..
-გამაჯობა - ძლივს ვუთხარი ადგილზე მისულმა- თქვენი თანამშრომლის, მაქსიმე მათიაშვილის ნახვა მინდა.. აქ გამოგზავნეს მივლინებით
-დიახ ქალბატონო.. ვიცოდით, რომ უნდა მოსულიყო, მაგრამ ბოლო წუთს გადაიფიქრა.. ჩვენთან დღეს გზავნიან სხვას..
ამის შემდეგ კი სრულიად დავიბენი.. არ ვიცოდი რა მეფიქრა.. ჩემს თავს საშინელება ხდებოდა და მე ვერ გავრკვეულიყავი რაში იყო საქმე..
საქართველოში პირველივე რეისით გადავფრინდი.. ახლა მის უფროსს ვესაუბრე და მანაც დამიდასტურა, რომ მაქსი არ წასულა.. გამოსავლის ძებნა არ შემიწყვეტია.. გადავწყვიტე პოლიციისთვის მიმემართა..
- გისმენთ - მომმართა ფირმიანმა მამაკაცმა..
- მე განცხადება მინდა დავწერო.. ადამიანს ვძებ.. ჩემს ქმარს.. სამი დღის წინ უნდა გაფრენილიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ წავიდა..
-ძალიან იჩხუბეთ?
- რა?
- იჩხუბეთ-მეთქი..
-არაა - გამიკვირდა მე და მეწყინა.. მეგონა, რომ როგორც მე განვიცდიდი, ისე უნდა განეცადა ყველას..- არანაირი ჩხუბი არ ყოფილა.. მივლინებაში მიდიოდა და ბოლო წუთს არ წავიდა.. რომ ვრეკავ გათიშული აქვს ნომერი..
- მე ვფიქრობ, რომ მისი გაუჩინარება პირადული მიზეზებით აიხსნება და მალე დაბრუნდება
-დაივიწტეთ - არ მესიამოვნა მისი დამცინავი ტონი.. -თავად გავარკვევ.. -გამობრუნება დავაპირე..
- განცხადებას არ დაწერთ? -შემაჩერა მან..
-დიახ - ცივად ვუპასუხე და განცხადება დავწერე...
....
რამდენიმე დღე გავიდა.. მე ადგილს ვერ ვპოულობდი.. ვიცოდი, რომ რაღაც სჭირდა, წინააღმდეგ შემთხვევში ასე არ დაიკარგებოდა.. წამით არ მიფიქრია, რომ ის მიმატოვებდა და სხვა ქალს გაეკიდებოდა.. ის არასოდეს დატოვებდა შვილებს.. არც მე.. რაღაც სერიოზული ხდებოდა და ძალიან მეშინოდა..
რამდენიმე დღე გავიდა რაც განცხადება დავწერე.. ერთ დილასაც დირეკეს და განყოფილებაში დამიბარეს..
- მაქსიმე მათიაშვილი თქვენი მეუღლეა ხომ?-ამ ჯერად სხვა ადამიანს ვესაუბრებოდი..
-დიახ.- ეს მისია? - ნახევრად დამწვარი პირადობა გამომიწოდა.. იქ მხოლოდ სახელი და გვარი ჩანდა, ისიც ბუნდოვნად... - ეს მოწმობა დამწვარ გვამთან ვიპოვეთ.. მიტოვებული ფაბრიკის მიდამოებში.. -თავზარი დამეცა.. ავკანკალდი.. ეს შეუძლებელი იყო.. არ მჯეროდა..
- შეუძლებელია.. ეს ნაგლეჯი მტკიცებულება არაა.. სახელიც კი არ ჩანს წესიერად.. - ვიყვირე განერვიულებულმა და სკამიდან წამოვვარდი.. წამით აღარ მინდოდა იქ გაჩერება.. სახლისკენ წავედი.. მანქანას ძლივს ვმართავდი.. პანიკაში ვიყავი.. თავს ვირწმუნებდი, რომ ყველაფერი სხვაგავრად იყო.. ათასჯერ მერჩია, რომ სხვასთან წასულიყო, ვიდრე ეს ამბავი დამეჯერებინა..
ის ღამე ძლივს გავათენე.. დილით ბავშვები ელენესთან გავუშვი და სამზადისს შევუდექი.. თავი დავაჯერე, რომ მაქსს არაფერი დამართვნია, რომ დღეს, როგორც გეგმავდა, დაბრუნდება.. შემოვა ოთახში მომღიმარი და ყველაფერი დამთავრდება.. ყველა კითხვა, ყველა ეჭვი და ყველა ტკივილი გაქრება..
ტანზე ლამაზი, ცისფერი კაბა ჩავიცვი.. თმა დავივარცხნე და დაველოდე.. ცოტა ხანში კარზე ზარი გაისმა.. მივირბინე და სიხარული სევდად გადაიქცა, როდესაც ზღურბლზე გამომძიებელი დავინახე და არა მაქსი...
- მე.. მე... - ენა დამება - მეგონა.. - ცრემლები ვეღარ შევიკავე, ამიტომ სწრაფად შევბრუნდი - გამოვიცვლი და მოვალ.... ცოტა ხანში ჩვეულრბრივ ფორმაში მაგიდასათან ვიდექი და ველოდებოდი საუბარს როდის დაიწყებდა..
- ვფიქრობთ, რომ თქვენი ქმარია - ჩამწყდარი ხმით მითხრა მამაკაცმა..
- შეუძლებელია... ის ვერ იქნება - მიწყვეტით დავეცი სკამზე..
- შეგიძლით მითხრათ, რა საქმე უნდაა ჰქონიდა თქვენს ქმარს მიტოვებულ, დანგრეულ ფაბრიკაში.
-არანაირი -ხმას ავწიე.. -ის ვერ იქნება.. ვერ იქნება - ისტერიკულად ვყვიროდი უკვე.. - არ მაინტერესებს, ვინ რას ფიქრობს.. ეს ქაღლდის ნაგლეჯი ზუსტი მტკიცებულება არაა
- გვამის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება ქალბატონო.. ეს ერთად-ერთი მტკიცებულებაა.. - გამომძიებელი ცდილობდა თავაზიანი ყოფილიყო, მაგრამ მის ხმაში სიბრალული დავიჭირე - ვწუხვარ - ხმადაბლა ჩაილაპარაკა მან და დაწავიდა.. ფეხზე ავდექი, მაგრამ წონასწორობის დაცვა ვერ შევძელი.. დივანს დავეყრდენი და ჩავიკეცე.. ცრემლებს გასაქანი მივეცი, შემდეგ კი აღარ მახსოვს რამდენ ხანს ვეგდე იატაკზე...


......

მოგწონთ? გამიზიარეთ შთაბეჭდილებები..



№1 სტუმარი სტუმარი tati

dzalian saintereso chans <3 kargad wer gaagrdzele

 


№2  offline წევრი ოფოფი

სტუმარი tati
dzalian saintereso chans <3 kargad wer gaagrdzele

გმადლობ <3

 


№3  offline მოდერი sopiko

სხვათა შორის საინტერესო შინაარსია, მაგრამ, მეგობრულად გირჩევ, რომ შემდეგ თავს რედაქტირება გაუკეთო და ისე დადო.
მგონია, რომ მაქსი ცოცხალია და ეს მხოლოდ ინსცენირებაა.
ველი შემდეგ თავს.

 


№4  offline წევრი ოფოფი

sopiko
სხვათა შორის საინტერესო შინაარსია, მაგრამ, მეგობრულად გირჩევ, რომ შემდეგ თავს რედაქტირება გაუკეთო და ისე დადო.
მგონია, რომ მაქსი ცოცხალია და ეს მხოლოდ ინსცენირებაა.
ველი შემდეგ თავს.

გავითვალისწინებ შენიშვნას.. მაქსს კი თავისი ისტორია აქვს, რომელსაც მალე გაიგებთ..

 


№5  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

გამიხარდა ახალი ისტორიით დაბრუნება. კარგი თავი იყო. როგორც ჩანს აქ დიდი ამბები იმალება. და ძალიან გთხოვ სწრაფად არ განავითარო მოვლენები, განავრცე და საბოლოო ჯამში საუკეთესო გამოვა

 


№6  offline წევრი ოფოფი

Chikochiko
გამიხარდა ახალი ისტორიით დაბრუნება. კარგი თავი იყო. როგორც ჩანს აქ დიდი ამბები იმალება. და ძალიან გთხოვ სწრაფად არ განავითარო მოვლენები, განავრცე და საბოლოო ჯამში საუკეთესო გამოვა

გმადლობ <3

 


№7  offline მოდერი sopiko

ოფოფი
sopiko
სხვათა შორის საინტერესო შინაარსია, მაგრამ, მეგობრულად გირჩევ, რომ შემდეგ თავს რედაქტირება გაუკეთო და ისე დადო.
მგონია, რომ მაქსი ცოცხალია და ეს მხოლოდ ინსცენირებაა.
ველი შემდეგ თავს.

გავითვალისწინებ შენიშვნას.. მაქსს კი თავისი ისტორია აქვს, რომელსაც მალე გაიგებთ..

იმის თქმა დამავიწყდა, რომ ძალიან ლამაზი და განსხვავებული სათაურია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent