ნინი and დამიანე (VIII ნაწილი)
მანქანაში ჩავსხედით და წავედით. -სად მივდივართ? -ჩემთან._გავუღიმე და მასთან მისვლამდე არაფერი მითქვამს. ბინაში ავედით და მისაღებში დავსხედით. დამიანესგან მოშორებით ვიჯექი, გაეღიმა და გვერდით მომიჯდა. -შორს რატომ იჯექი ჩემგან? -სადაც კომფორტულად ვიგრძენი თავი იქ დავჯექი. -დავიჯერო ჩემ ჩახუტებაზე კომფორტულია?_გამიღიმა და ხელი მომხვია. -მგონი არა._კარგად მოვთავსდი მის მკლავებში და გავიტრუნე. -შენი გულის ხმა მესმის, ასე სად მიეჩქარება ხომ არ იცი?_ეშმაკურად გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა. -აქედან გაქცევას ლამობს._ენა გამოვუყავი და მხარზე დავადე თავი. -მე ვერ გამექცევა დამიჯერე, რომ დავიჭერ ჩემ გულში გამოვკეტავ და აღარ გავუშვებ._ხელის გაშლით გამოხატა ვითომ ემოცია და გაიცინა. -პოეტობა როდის დაიწყე?_წარბაწეულმა ავხედე. -ამ წუთას. -ნუ ეხლა თვით გალაკტიონს ვერა, მაგრამ მათეს შეგადარებ._სერიოზული სახით ვუთხარი, გაეცინა და საფეთქელზე მაკოცა. -ჩემი პატარა გოგო, რა გავაკეთოთ? -უნდა დაგეგეგმა ყველაფერი, სანამ წამომიყვანდი. -დაუგეგმავი ჯობია ყვ ელაფერი, ამიტომ ფილმს ვუყუროთ. -კარგი ვუყუროთ. -რომელ ფილმს ვუყუროთ? -რა მნინშვნელობა აქვს, ოღონდ ძველი არა რა ძალიან გთხოვ. რამე კომედია იყოს. -კევინი იყოს?_შემომხედა და გამიღიმა. -კიი, როგორ მიყვარს. ასაკი არ იცის ამ ფილმმა. -რა ასაკი შენთან ერთად მითუმეტეს, რომ მომინდეს ეხლა ვიცეკვებ კიდეც და შენი არ შემრცხვება. ვგიჟდები ამ ფილმზე და რა ვქნა?_გამეკრიჭა და თავზე ხელი გადაისვა. -რა უნდა ქნა და ჩემთან ერთად უნდა უყურო._გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე. -მაშინ წავსლ ჩიფსებს მოვიტან._ფეხზე წამოდგა დაა სამზარეულოში გავიდა, რამდენიმე წუთში უკან ჩიფსით სავსე თასით დაბრუნდა. გვერდით მომიჯდა, ხელი მომხვია და ლოყაზე მაკოცა. მკერდზე ზურგით მივეყრდენი, მან კი ხელი მუცელზე მომხვია და თავზე მაკოცა. ფილმი ჩართო, ვუყურებდით და ვიცინოდით, ისე კარგად ვიყავით, არაფერზე არ ვფიქრობდით. დამიანეს ისე ვყავდი მიკრული სხეულზე თითქოს სადმე ვაპირებდი გაქცევას. ასეთი არავისთან არაფერი მიგრძვნია, ვგიჟდები მის ღიმილზე, თაფლისფერ თვალებზე და შეხებაზე. მისი შეხება რაღაც არა ამქვეყნიურია. ნაზი, თბილი და სიყვარულით სავსე შეხება იცის. აქამდე არავის გამო არ გავპარულვარ სახლიდან და არც ავთოსთვის დამიმალავს რამე, მაგრამ მასთან არ შემიძლია ამ ყველაფრის მოთოკვა და მოთმენა, ვერ ვეწინააღმდეგები არ შემწევს ამის უნარი. მთავარი იმ მომენტში მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით, ვგრძნობდი მის გულის ცემას. შეიძლება სისულელეა, მაგრამ ორივეს ერთ მხარეს გვიცემდა გული. ყველა გრძნობა გამძაფრებული მქონდა და ყველა ნერვი მოდუნებული. მასთან თავს მშვიდად და დაცულად ვგრძნობდი. ისე მომადუნა მისმა სურნელმა და თმაზე ფერებამ, რომ ჩამეძინა. *დამიანე* ნინისთან ყოფნისას ემოციებს ვერ ვთოკავ, ის ხომ არაჩვეულებრივი ადამიანია. ვერ ვძლებ მისი კოცნის გარეშე, როცა ჩემთანაა და როცა არაა ჭკუიდან გადავყავარ იმას, რომ ახლოს არ მყავს. ჩაეძინა, ხელში ავიყვანე და ჩემ საწოლზე დავაწვინე. მისაღებ ოთახში გავედი, ტელევიზორი გამოვრთე და ოთახში დავბრუნდი. ნინის გვერდით მივუწექი, საბანი დავიფარე და მას ჩავეხუტე. ჩემსკენ გადმობრუნდა, წელზე ხელი მომხვია და ჩამეხუტა. მეც იგივე გავაკეთე და შუბლზე ვაკოცე, თმაზე ვეფერებოდი ჩემ პატარა გოგოს და თან ვფიქრობდი. რაზე ვფიქრობდი? იმაზე თუ როგორ გაახალისა ჩემი ცხოვრება ერთი დაჯახებით, როგორ მიისაკუთრა ჩემი გონება და დამავიწყა ყველა გოგო. მხოლოდ ის იყო ჩემში, ვერ ვფიქრობდი ვერავიზე მის გარდა.მეც ჩამეძინა მისი სურნელით გაბრუებულს. *ნინი* დილით ადრე გამეღვიძა, დამიანეს გულში ვყავდი ჩაკრული. ისე საყვარლად ეძინა, ლოყაზე ვაკოცე და საწოლიდან წამოდგომა ვცადე, მაგრამ ისე ვყავდი ჩახუტებული ვერც გავინძერი. ხელი უფრო მომიჭირა და ამოიხვნეშა. -ნინი რა არ გასვენებს?_მითხრა ძილისგან დაბოხებული ხმით და თვალები ნელა გაახილა. -უბრალოდ ადგომა მინდოდა._გავებუტე პატარა ბავშვივით და თავი ჩავხარე. -კაი ნუ მებუტები._ხელი გამიშვა და თავზე მაკოცა. -რომელი საათია? ავთომ, რომ გაიგოს სახლში არ ვარ მომკლავს._ტელეფონს დავხედე 9 საათი ხდებოდა. -უთხარი, რომ სამსახურში წაგიყვანე დილით._გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. -ხო კარგი, ადექი ვისაუზმოთ მაინც. -სიამოვნებით._საწოლიდან ავდექით, სამზარეულოში გავედით და საუზმის მზადება დავიწყე. -რას ამზადებ? -დამაცადე და გაიგებ. -მე ყავას გავაკეთებ. -კარგი. რამდენიმე წუთში საუზმე მზად იყო. ვისაუზმეთ, შემდეგ მოვემზადეთ და სამსახურში წავედით. ოფისში მივედით, თანამშრომლები დაფუსფუსებდნენ და რაღაცეებს აკეთებდნენ. კაბინეტში შევედით, დამიანე სავარძელში ჩაჯდა მე კი მის პირდაპირ ჩამოვჯექი. ოთახში მდივანი შემოვიდა, აი გოგოც ასეთი გინდა. დამიანეს მისთვის არც შეუხედავს, მე მიყურებდა თალებში და მზერას არ მაშორებდა. -გამარჯობა ბატონო დამიანე. -გამარჯობა._არც შეუხედავს ისე უთხრა. -დღეს შეხვედრა გაქვთ. -კარგი, მამაჩემი მოვიდა? -კი მოვიდა. -ძალიან კარგი. წავედით ნინი._ხელი ჩამკიდა და ფეხზე წამომაყენა. მისი კაბინეტიდან გავედით და სხვა კაბინეტში შევედით, ეს მისი მამის კაბინეტი იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.