შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება, ეს ზღაპარი არაა (თავი 2


18-05-2018, 20:21
ავტორი anuki2000
ნანახია 1 337

თავი 2
მეხუთე კლასი. 2011 წლის, 19 თებერვალი. სიცივე და ყინვე ძვლებში ატანდა. ისეთი დღე იყო გეგონებოდა ცა ჩამოვარდებაო. არ წვიმდა, არც თოვლდა მხოლოდ სიცივე იყო.
08:37 სკოლაში ჩქარი ნაბიჯებით მივდივარ, არ მინდა დამაგვიანდეს. ვსო უკვე უსაფრთხოდ ვარ. გვერდითა კლასიდან ხმაური მესმის, გოგონები რაღაცაზე იცინოდნენ ხმამაღლა.
- ნატა!.. ნატაა!!! არ გესმის რომ გეძახი? - მესმის ლიკას ხმა, ადამიანის, რომელიც ყველაზე ღვარძლიანი და არაადამიანი მთელს სკოლაში
- გისმენ?! რა ხდება? რაგინდა?!
- რა მინდა?! ჰაჰ შენიდან რა ჯანდაბა უნდა მინდოდეს? ვინ ხარ რომ შენიდან რამე მინდოდეს? არც არავინ!
- კარგი ლიკა დაანებე თავი! - ეს დათო იყო ლიკას „ბოიფრენდი“- ნატა 1 წუთით მოდი აქ - ფრთხილი და მოზომილი ნაბიჯებით წავედი მათკენ, ძალიან მეშინოდა, ისინი არასოდეს არ მელაპარაკებოდნენ მე
- რა ხდება?
- აბა ნატაშკა მზად ხარ?
- რა? რისთვის?
- ამმმ... ჰაჰაჰაჰჰაჰაააა... _ ეს ნიკოლოზი იყო- იცი შენ ვინ ხარ?
- ვვვინ?
- ამმ.. წითელა, ჭორფლიანი, სათვალა, მსუქანი და ძროხა გოგო
- ჰაჰაჰაჰაჰა - იცინის ლიკა ღვარძლიანად- კიდე გაუნათლებელი და უწმინდური ხარ, ბინძური არაფერი რომ არ იცის. შენ საერთოდ მაკიჟი რა არის იცი? ჰაჰ არა!
- დამანებეთ თავი!!! მმ..ოომმეშვითთთ...
- არა საყვარელო არა!..- და ამ დროს სახეში რაღაც მწარე ვიგრძენი, ვგრძნობდი ცხვირიდან როგორ მომდიოდა სითხე. ერთი ლოყა ამეწვა, შემდეგ მეორე, შემდეგ უკვე მუცელი მეწვოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მუცლსა და სახეში რაღაც ბასრს მარჭობდნენ... მერე? მერე იყო სიცარიელე, სიბნელე, ყველაფერი სიბნელემ მოიცვა, არაფერი ნათელი არ იყო. ჩემს ცხოვრებაში - პირველად, პირველად ვიგრძენი, რომ ეს დასასრული იყო რაღაცის, და დასაწყისი საშინელი ცხოვრების.
რაცარუნდა გასაკვირი იყოს თეთრი კედლებით გარშემორტყმულ ოთახში არ გამღვიძებია, არც სინათლეს მოუჭრია თვალი. პირიქით, საშინელი სიბნელე იყო, ვერ ვინძრეოდი. გარედან საშინელი ხმა შემოდიოდა. თავს ძალა დავატანე და როგორღაც კარებამდე მივაღწიე, კარის სახელურის ჩამოწევა და ხალხის განცვიფრებული სახის დანახვა ერთი იყო.
ეს დღე ჩემს საშინელ ცხოვრებაში ყველაზე საშინელი იყო, მე ხომ ჯერ კიდევ მეხუთე კლასში ვიყავი, ისინი კიდე მეცხრე კლასელები იყვნენ. მე ბავშვი, ისინი - მოზარდები. მე დაუცველი, ისინი - დაცულები. მე ბულინგის მსხვერპლი, ისინი კი - დამნაშავეები. სასწრაფოდ მომცვივდნენ უფროსი კლასელები, ხელში ამიყვანეს როგორღაც და გარეთ გამიყვანეს, ცოტახანი სასწრაფოს ველოდებოდით, შემდეგ კი იქაური ზუზუნი სასწრაფოს გამაყრუებელმა ხმამ მოიცვა.
როდესაც გამეღვიძა უკვე მართლა სითეთრისა და სინათლის მეტს ვერაფერ ვერ ვხედავდი. გარშემო წამლების საშინელი სუნი იყო. ხელებზე უამრავი მილი მქონდა შეერთებული და რაც მთავარია ყველაფერი მტკიოდა გარდა, გარდა ფეხებისა, რადგანაც მე მათ საერთოდ ვერ ვგრძნობდი. ვერ ვგრძნობდი მათ, მენჯის ძვლიდან დაწყებული ვერ ვგრძნობდი ვერაფერს. კივილი მინდოდა, მაგრამ ხმა არ ამომდიოდა ყელიდან. ადგილიდან გაქანება მინდოდა, მაგრამ ვერ ვექანებოდი. ამასობაში ექიმიც შემოვიდა.
- გაუღვიძა ჩვენს პაციენტს, აბა, ყველაფერი რიგზეა? - მკითხა მან და თან მისი პატარა „ჩაქუჩით“ სხეულზე „დარტყმა“ დამიწყო. ვიგრძენი როგორ შეეხო მხარს, იდაყვს, ხელის მტევანზეც კი შეეხო, შემდეგ უკვე ფეხებზე გადავიდა (როგორც დავინახე) აი აქ კი, აქ გაჩერდა და განცვიფრებული თვალებით შემომხედა. დიახ, მე ინვალიდი ვიყავი. ჯერ კიდევ 11 წლის ასაკშიც კი ვხვდებოდი, თუ როგორი საშინელი მდგომარეობაც მქონდა. - ფეხებზე შეხებას ვერ გრძნობ პატარავ? - მკითხა ექიმმა.
- თქვენი აზრით, რომ ვგრძნობდე ხმას არ ამოვიღებდი? თქვენი აზრით რამე რომ არ მჭირდეს ეხლა ასე გაუნძრევლად ვიქნებოდი? - ვგრძნობდი რომ უკვე ვყვიროდი, არა ამას ყვირილი არ ერქვა, მე ვხაოდი, ვხაოდი ტკვილისგან, რომელიც გულის არეში მქონდა უკვე ვხდებოდი რომ არაფერი აღარ იქნებოდა ძველებურად.
- კარგი დამშვიდდი. მოდი მე ეხლა დამამშვიდებელს გაგიკეთებ, დაისვენე და შემდეგ უკვე დამშვიდებულზე ვისაუბროდ კარგი?
- კარგი. - ეს იყო ბოლო იმ დღეს რაც გამახსენდა მეორე დღეს გაღვიძებულს კი საშინლად შემეშინდა, რადგანაც იქ იდგნენ ადამინები ჩემი უბედურების დასაწყისისა....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent