შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე - ბედნიერი (თავი პირველი)


18-05-2018, 23:51
ავტორი Dead girl
ნანახია 1 110

აკანკალებული ხელით ძლივს ვუმიზნებ ვენას ნემსს და წამალი,რომელიც სულ რაღაც 10 წამში მთელ ჩემს ორგანიზმს ედება სასიამოვნოდ მთენთავს.თვალები ბედნიერებისგან მიბრწყინავს,უფრო სწორედ ყალბი ბედნიერებისგან.
ჩემი და,რომ ჩემოდის ოთახში ვხვდები როგორი რთულია მისთვის ჩემი ამ დგომარეობაში დანახვა,რადგან თვალებში სევდასა და დარდს ვამჩნევ,ასევე ტკივილს.აღარ იმჩნევს არაფერს,უბრალოდ თავს აქნევს და ჩემთან მოდის.ნემსს აგდებს და თავს კალთაში მადებინებს.
- ლუ ... - კიდევ რაღაცის თქმა უნდა,მაგრამ ხმა უკანკალებს და ვეღარაფრის თქმას ვეღარ ახერხებს
- ჩშშ - ტუშებზე ვიდებ თითს და ვცდილობ გავაჩუმო,რადგან ზუსტად ვიცი,მეტყვის იმას,რაც ძალიან მატკენს.
- წამოდი დაწექი.
ამასღა ამბობს და საწოლამდე მივყავარ.
მხოლოდ იმას ვიტყვი ლენკაზე,რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესო დაა.
მუცელზე ხელს მადებს,მეორე ხელით კი თავზე მეფერება და მიმღერის. მეც სიამოვნებისგან გაბადრულს მეძინება.
სიზმარში ჩემს შვილს ვხედავ ისევ,რომელიც ტირის და შემდეგ სადღაც შორს,წყვდიადში უჩინარდება.
მე კი მის შემხედვარე უფრო მეტი წამალი მინდება.მინდა ვიკივლო,ვიტირო,მაგრამ ცრემლები აღარ მომდის.მუცელზე ხელს ნაზად ვისვამ,თითქოს პატარა არსება,ჩემი მეორე ნაწილი ისევ იქაა.
გამოფხიზლებული საცოდავად მოკუნტულ ლენკას ვხედავ.შუბლზე ვკოცნი და სამზარეულოში გავდივარ. ყავას ვიკეთებ,პარლამენტის ერთ ღერს ვაძვრენ კოლოფიდან და ჰორიზონტის შემხედვარე “ბედნიერად” ვაბოლებ.
კარზე ზარია.
ძლივს ვიზლაზნები და კარს ისე ვაღებ არც ვკითხულობ ვინაა.
- სიძე ბატონს გაუმარჯოს. - ლენკას ქმარს ვურტყავ ბეჭზე ხელს და ვცდილობ გავიღიმო.
- ოხ,ლუ! ლენა სადაა? - თვალებით საყვარელ ცოლს ეძებს.
აი ეს ორნი იცით როგორები არიან? სულ ყველაზე კარგები! ქუჩაში,რომ ჩაივლიან და თვალი დაგრჩება აი ისეთები.
- ეკუ,მოხვედი?! - ისეთი თვალებით უყურებენ ერთმანეთს,რომ ვგიჟდები. აი ამას ჰქვია ნამდვილი სიყვარული
- ლუ,ბოდიში,მაგრამ ჩემი ცოლ-შვილი უნდა მოგტაცო! - მიღიმის ერეკლე. მეკიდევ ძლივს ვხარშავ რას მეუბნება.
მუცელზე ხელს ვიდებ და ტკივილისგან
ვიკეცები.
ჯერ
ვიცინი.მერე ვტირი.
- გილოცავთ. - მხოლოდ ამის თქმას ვახერხებ და ორივეს კარებისკენ ვანიშნებ.
თავის ქნევით ტოვებენ სახლს.
ვიცი,რომ ვტკენ მათ,ვიცი,რომ ჩემს თავსაც ვტკენ,მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია.
ისინი მიდიან.
თან იყოლებენ ჩემს გულს,გრძნობებს და არდავაბადებულ ბავშვს.
მარტო დარჩენილი კიდევ უფრო ცხადად შევიცნობ ჩემს უბედურებასა და სასოწარკვეთას,რაზეც უკვე ისტერიულად მეცინება.
საწოლზე ვწვები და ვიხსენებ დღეებს,როცა მე ჯერ კიდევ კარგად ვიყავი,მე - ბედნიერი ვიყავი.
მე - ბედნიერი.
მე - ლაღი.
მე - თავის’უფალი.
მე,მე,მე.
**********************************
სამი იანვარია,ფიფქები ნაზად ეცემიან ჩემი ფანჯრის რაფაზე და გაბადრულს უფრო მეტად მიქმნიან განწყობას.



№1  offline წევრი nathali lifhonava

პირველი<3
ჩემი გოგოც გამოჩნდაა<3
გამახარე ძაალიან<3
არ გავაგრძელებ როგორ მომეწონა
ისედაც ჰო იცი?!
ვაფანატებ ჩემოსიყვარულო<3
მალე დადე და თავები გაზარდე
გემუდარები<3
ჩემოსაყვარელოო<3
მომეწონა<3
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№2  offline წევრი Dead girl

nathali lifhonava
პირველი<3
ჩემი გოგოც გამოჩნდაა<3
გამახარე ძაალიან<3
არ გავაგრძელებ როგორ მომეწონა
ისედაც ჰო იცი?!
ვაფანატებ ჩემოსიყვარულო<3
მალე დადე და თავები გაზარდე
გემუდარები<3
ჩემოსაყვარელოო<3
მომეწონა<3

მალე დავდებ გპირდები და ალბათ სრულადაც
მიხარია თუ მოგეწონა <3

 


№3  offline წევრი nathali lifhonava

Dead girl
nathali lifhonava
პირველი<3
ჩემი გოგოც გამოჩნდაა<3
გამახარე ძაალიან<3
არ გავაგრძელებ როგორ მომეწონა
ისედაც ჰო იცი?!
ვაფანატებ ჩემოსიყვარულო<3
მალე დადე და თავები გაზარდე
გემუდარები<3
ჩემოსაყვარელოო<3
მომეწონა<3

მალე დავდებ გპირდები და ალბათ სრულადაც
მიხარია თუ მოგეწონა <3

<3შენიყველაისტორია მომწონს
იი<3
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent