შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშანსოდ მტოვებ?! (2)


19-05-2018, 00:06
ავტორი jina
ნანახია 3 819

მიუხედავად იმისა, რომ სიბრაზე ყელში აწვებოდა,გარეგნულად მაინც მშვიდად გამოიყურებოდა...
–ჯანდაბას ალექსანდრეს თავი! ჭირსაც წაუღია! მანქანაში ჩაჯდომისას გაღიზიანებულმა წარმოთქვა....
ბარბარეს სახლამდე მშვიდობით მივიდა, შინ შესვლისას დაინახა თავისი და მოკლე შორტში და ტოპში გამოწყობილი მტვერსასრუტით ხელში და მაშინვე ღიმილმა გაუპო ბაგე
–ვის ოჯახშიც შენ შეხვალ...
–დაიღუპება ჩემნაირი გიჟის ხელში! კისკისით გადაეხვია მარიამს
–ცალკე რატომ გადმოხვედი? ან თუ გადმოხვედი მოსამსახურე ან დამხმარე მაინც აიყვანე
–დამოუკიდებლად მინდა ცხოვრება
–არ გიცნობდე მაინც (წარბი აუწია დას მარიამმა) რაშია საქმე?
–არაფერში... ვითომ შეიცხადა
–ჩემ ხელში გაიზარდე, ჩემზე უკეთ არავინ გიცნობს...
–არა მართლა არაფერში...
–ბარბარე...
–კარგი ხოო... პატარა ჟურნალისტურ დაკვირვებას ვაწრმოებ...
–და შენი დაკვირვების ობიექტი სიმპატიურია? ეშმაკურად ჩაეკითხა
–ძალიან! უნებურად წამოსცდა–უფრო სწორად .(სიტყვა ვეღარ დაამთავრა
–მოუნდა გოგოს დამოუკიდებლობა... დასცინა მარიამმა

***
საღამოს დაახლოებით 7 საათისთვის დები მამის სახლთან იდგნენ და ელოდნენ სანამ მოსამსახურემ კარი არ გაუღო
–ქალბატონო მარიამ! აღტაცება, გაკვირვება და სიხარული ეტყობოდა ქალს
–ნანიი მომეხვიე რაღას უცდიი... ხელები გაშალა და ქალიც გადაეხვია
–კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება
–მადლობაა... ფართოდ იღიმოდა მარიამი
–მეც აქ ვარ! „გაბუტულმა“ წამოიძახა
–შენც მოდი ჩემთან...
–ძლივს დამინახეთ! გაეცინა ბარბის
–ჩემი გოგოები... მერაბი წამში მათთან გაჩნდა და ორი მონატრებული სხეული გულში ჩაიკრა
იმ საღამოს დიდ სუფრას შემომსხდარი ოთხი ადამიანი: მერაბი. ბარბარე, მარიამი და ნანი სიხარულს აფრქვევდნენ, ერთმანეთი უხაროდათ...
–ჩემთან გადმოდით მარიამ, ერთად ვიცხოვროთ... შესთავაზა მერაბმა
–ჩემთან იცხოვროს მაა... სანამ მარიამი ხმას ამოიღებდა ბარბიმ იფიქრა არ დასთანხმდესო და უცბათ წამოიძახა
–ისიც მეყოფა შენ დამოუკიდებლად ცხოვრებას რომ ვიტან, ვერც გხედავ წესივრად, ახლა მარიამი დაბრუნდა იქნებ აქ მოუნდეს ცხოვრება...
–ჩემთან ურჩევნია (ისევ წამოიძახა)–თან ყურადღებას მომაქცევს
–ხო მივაქცევ ყურადღებას ამასაც და ამის „დამოუკიდებლობასაც“ ჩაეღიმა მარიამს
–გოგოები ამიბნუნტდნენ ნანი... საწყალი თვალებით გადახედა ქალს
–იცხოვრონ დებმა ერთად... მოენატრებოდათ ერთმანეთი, თან ხშირად მოვლენ ხოლმე, ხომ ასეა?! გადახედა გოგოებს
–აბა რაა! თავს მოგაბეზრებთ ისე მალმალე ვივლით–გახარებულმა ჭიქა ასწია ბარბარემ–ჩვენ გაგგვიმარჯოს! მინდა სულ ერთად ვიყოთ!
–გაგვიმარჯოს! მარიამმაც მიუჭახუნა და გაისმა კიდეც კარზე ზარის ხმა
–ვინმე დაპატიჟე? გაუკვირდათ გოგოებს
–აჰამ! მერაბმა ისე უპასუხა თითქოს დანაშაულში გამოიჭირესო
–საღამომშვიდობის! ზურგს უკან მოესმა მეტრეველის ხმა
–მეღადავებით?! გაოცებულს ჩაეცინა სიმწრით
–მამა რა უნდა ამას აქ?! უხეშად იკითხა ბარბარემ
–ეს რა ქცევა? გაუკვირდა მერაბს
–მეგონა ოჯახური საღამო გვექნებოდა! გაბრაზებული წამოდგა მარიამი
–სანდრო ჯერ კიდევ შენი ქმარია, ასე ორმ ისიც ჩვენი ოჯახის წევრია!–დასხედით! გასცა ბრძანება მკაცრად ოჯახის უფროსმა
–ნამდვილად არ მინდოდა დაძაბული ატმოსფერო შემექმნა...
–აფერისტი! კბილებში გამოსცრა მეტრეველის გასაგონად
–ნანი თუ შეიძლება სანდროსთვისაც მოიტანე თეფში და მარიამის გვერდით დასვი!
–მამა! შეწინააღმდეგება სცადა, თუმცა მერაბის თვალის ბრიალის შემდეგ გაჩუმდა, ფაქტობრივად ეკლებზე იჯდა მთელი საღამოს განმავლობაში, ერთი სული ჰქონდა როდის მოშოედებოდა იქიდან...
საბედნიეროდ მარიამის მობილური ამღერდა და შვებით ამოისუნთქა, რადგან ერთი წუთი მაინც შეეძლო სხვა ოთახში, სხვა სივრცეში გასვლა...
–ბოდიში, მნიშვნელოვანი ზარია, უნდა ვუპასუხო... ნაძალადევი ღიმილით წამოდგა და იქაურობა დატოვა
–ერთი წუთით მეც გავალ, მოვწევ... მეტრეველმა თავისი ადგილი დატოვა და მარიამის კვალს გაჰყვა..
–კარგი, დიდი მადლობა... ყურმილი დაკიდა და გაღიმებული შებრუნდა უკან, იქ კი სანდრო დახვდა, კედელზე მიყრდნობილი ოდნავ მომღიმარი შეჰყურებდა ცოლს... გოდერძიშვილმა ოდნავ შეჰკივლა და გულზე ხელი მიიბჯინა
–ჯანდაბა, შემაშინე! თან დაუბღვირა და გვაერდი აუარა
–მოიცა, მოიცა, ასე არ გამოგივა... ალექსანდრემ მკლავში ხელი ჩაავლო და უკან დააბრუნდა, უფრო სწორად თავის წინ დააყენა
–რა? მობეზრებულად ჰკითხა
–კოცნა არ მეკუთვნის? ტუჩის კუთხე ჩატეხა
–გეყოფა რაა... იგივე ტონი
–ნუთუ ვეღარ ვზემოქმედებ შენზე?
–რისთვის დგამ ამ სპექტაკლებს სანდრო! გაიმკაცრა ხმა და თავისი ცისფერი თვალები მიანათა
–კარგი რადგან არ იშლი! ხელი გაუშვა მარიამს და სერიოზული სახე მიიღო–შენი დაბრუნება მინდა!
დუმილი ჩამოწვა, ერთმანეთს თვალებში შეჰყურებდნენ, რამდენიმე წამი ასეთ მდგომარეობაში იყვნენ, მანამ სანამ მეტრეველის თვალები არ დაწვრილდა და ერთიანად იფეთქა დამცინავმა ხარხარმა–ღმერთო ჩემო მარიამ! რა საცოდავი ხარ ამ დროს! აგრძელებდა დაცინვას როცა მარიამის სილა მოხვდა სახეში
–გაეთრიე აქედან და თვალით არ დამენახო! მთელი ზიზღით წარმოთქვა და სასადილო ოთახში გავიდა, სწრაფად დაავლო ხელი ჩანთას
–ბარბარე მივდივარ! საქმე გამომიჩნდა
–მეც მოვდივარ... სასწრაფოდ დაეწია დას...
–მარიამ მშვიდობაა? მერაბს სახეზე ფერი ეცვალა, ეგონა მარიამი იმ ზარის გამო იყო აღშფოთებული
–არაფერია მამა, სასწრაფოდ უნდა წავიდე! დაგირეკავ კარგი..
ეზოდან დააწია სიტყვები
–რა მოხდა? „გაოცებული“ სანდრო შევიდა ოთახში
–მეც არ ვიცი... მხრები აიჩეჩა მერაბმა
–მაპატიეთ დღევანდელი სიტუაციის გამო, ოჯახური ვახშამი ჩაგიშალეთ
–კარგი რა სანდრო, მხარზე ხელი დაადო მერაბმა–შენ ჩვენი ოჯახის წევრი ხარ!
–მარიამი ასე არ ფიქრობს.. „დაღონებულმა“ ამოთქვა „სადარდელი“
–დამშვიდდი! ყველაფერი კარგად იქნება!
–რავიცი, რავიცი..–წავალ მე..
–კარგი, მაგრამ იცოდე მე შენ და მარიამი განვიხილავთ იმას, რაც ორი წლის წინ მოხდა! გავიგებ მარიამმა რატომ მიგატოვა...
–ნეტავ ვიცოდე მიზეზი...

****
ერთი კვირა გავიდა...
თბილისი დამშვიდაა, თუმცა აქა–იქ მაინც იყო ლაპარაკი სანდრო მეტრეველისა და მარიამ გოდერძიშვილის ცოლ–ქმრულ ცხოვრებაზე, მათ სიყვარულზე, დაშორებაზე, ცალ–ცალკე ცხოვრებაზე...
სინამდვილეში კი მარიამი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა, ეგუებოდა აქაურ ცხოვრებას..
სანდრო კი როგორც გათამამებული და თავნება ბიჭი ისე ატარებდა დროს...
ბარბარე კიიი...
აი ბარბარე სწავლობდა დამოუკიდებლად ცხოვრებას და სწორედ ამ დამოუკიდებლად ცხოვრების სწწავლისას ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა ერთ–ერთ ბანკში...
რიგის ნომერი აიღო და „დამოუკიდებლობის“ გვერდით დაჯდა...
ადგილზე შფოტავდა... გამოლაპარაკება უნდოდა, არც გასჭირვებია საუბრის დაწყება
–რამხელა რიგებია... დაიწყო წუწუნი ჯაჯღანა მოხუცივით ბიჭის გასაგონად... ამ ხერხმა არ იმოქმედა–ღმერთო როგორ ცხელა... ბუკლეტი დაინიავა
–უფრო სწრაფად თუ იქნევ მაგ ბუკლეტს ფილტვების ანთება დამემართება! შეუბღვირა „დამოუკიდებლობამ“
–არაუშავს მე გიმკურნალებ! წამოროშა გახარებულმა რადგან ბიჭის ყურადღება მიიქცია
–რაა?! ცალი წარბი აწია გაკვირვების ნიშნად და ისე შეხედა ბარბარეს
–რა ბევრია ხალხიამეთქი... დაიმორცხვა და სხვაგან გაიხედა, გვერდიდან კი მხოლოდ ჩაცინების ხმა მოესმა
–ჯანდაბაში ჩაიცინე! ჩაიდუდღუნა თავისთვის
–მე მითხარი რამე? ისევ გამოხედა ბიჭმა
–ელამს ვგავარ? დაუჭყიტა თვალები
–რა შუაშია? მართლა გაიკვირვა ბიჭმა
–რამეს რომ გეუბნებოდე შენ უნდა გიყურებდე, მეკი საპირისპიროდ ვიხედები!
–რა კაპასი ხარ!
პასუხის დაბრუნება ვეღარ მოასწრო ისე შემოცვივდა ბანკში რამდენიმე ნიღბიანი პირიდა იარაღის მუქარით ყველას ძირს დაწოლისკენ მიუთითეს...
ბარბარეს წამითაც არ შეშინებია, მაგრამ ვინ დააცადა? თავისი „დამოუკიდებლობა“ სწვდა მაჯაში და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა
–ანდერძი მაინც დამეწერა.. წმოროშა ისევ
–გაჩუმდი! უბრძანა ბიჭმა.
რომელიღაც ოთახში თუ კაბინეტში ამოყეს თავი
–ვერ ვჩუმდები ადრენალინი მომეძალა!
–თუ დაგვიჭირეს და დაგვხოცეს მერე შენი ადრენალინი ვერ გიშველის!
–რა უჟმური ხარ! ისევ ჩაიბურტყუნა
–გავიგე! დაუბრიალა თვალები...–ამ ოთახიდან უნდა გავიდეთ! სამ თვლაზე კარგი?
–აჰამ! თავი დაუქნია უხმოდ
–კარგი! სამი! უცბათ დაიძახა, ისევ ჩაკიდა ხელი და სწრაფად გაიყვანა იქიდან
–ერთი და ორი რა უყავი? აქოშინებული მისდევდა
–ღმერთო ეს გოგო ენას აჩუმებს?
–დაგვინახეს! გადაუჩურჩულა ბიჭს
–ჯანდაბა! ბარბარეს მუცელზე ხელი მოჰხვია, კედელს ააკრა, [ირზე ხელი ააფარა და თვითონ გადაეფარა ზემოდან...
ორივეს ხმამაღალი სუნთქვა ისმოდა, გოგონა ქვემოდან უყურებდა ბიჭს, დაღლილობისა და ემოციებისგან მკერდი აუდიოდ–ჩაუდიოდა და უნებურად თვალი გაექცა მამაკაცს
–გადაღებულია! დაიძახეს უკნიდან
***
–ბარბარე მალე მოხვალ? მარიამის მშვიდი ხმა გაისმა ბარბარეს ტელეფონში
–კი სახლთან ვარ უკვე...
–კარგი, გელოდები!
დაახლოებით სამ წუთში კარიც გაიღო და ბარბარე შებრძანდა სახლში, უკან კი თავის „დამოუკიდებლობა“ მიჰყვა
–მადლობა, მაგრამ მოცილება არ იყო საჭირო! გაბრზებული მიუბრუნდა
–სხვათაშორის მეც აქ ვცხოვრობ!
–მართლა? „გაიოცა“ გოგომ
–კი და იმედია აღარ ხარ ჩემზე გაბრაზებული
–გეთქვა დადგმული რომ იყო სცენარი!
–ხო მაგრამ ვერ გაიგე სცენარისტს როგორ მოეწონა ჩვენი სცენა?!–სხვათაშორის მე გაბრიელი მქვია.
–მერე რა! მაინც იდიოტი ხარ! შეუბღვირა
–შენ კი ენას არ აჩუმებ!
–ნუ გარბიხარ.. მოდი აქ... მარიამის ხმა მოესმა ბარბარეს და უკან მიიხედა...
–ღმერთო ჩემო! თვალები შუბლზე აუვიდა ბარბარეს, როცა მისკენ მიბაჯბაჯე პატარა ბიჭი დაინახა, რომელიც უკან–უკან იყურებოდა და ამოწმებდა დაეწია თუარა მარიამი, თან კისკისებდა...
–ოხ შე პატარა ცელქო! სიყვარულით აიტაცა ხელში მარიამმა და კარში მდგარ ორ გაოცებულ სახეს შეხედა
–ჯანდაბა მარიამ! ბარბარე ისევ შოკში იყო–როგორ ჰგავს..
–ალექსანდრეს! წინადადება კარში მდგარმა გაბრიელმა დაასრულა...

***
მაპატიეთ დაგვიანებისთვის <3
და უნდა ვთქვა თუ რამხელა სიხარული გამოიწვია ჩემშ თქვენმა ჯომენტარებმა, არ მეგონა ამდენი კომენტარი თუ დამხვდებოდა... უღრმეს მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს და ძალიან მიყვარხართ <3
ველი შეფასებებს <3
პ.ს. სურათზე დები გოდერძიშვილები <3



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მოიცა, ანუ მარიამს იმ ცინიკოსისგან შვილი ჰყავს, და სად მალაავდა ამ ბავშვს? ცოტა დიდი თავები დადე, ძალიან პატარაა, თუ მე მეჩვენება არ ვიცი. მითუმეტეს ისეთ ინტრიგნულ მომენტზე შეწყვიტე:დდ

 


№2  offline წევრი jina

Chikochiko
მოიცა, ანუ მარიამს იმ ცინიკოსისგან შვილი ჰყავს, და სად მალაავდა ამ ბავშვს? ცოტა დიდი თავები დადე, ძალიან პატარაა, თუ მე მეჩვენება არ ვიცი. მითუმეტეს ისეთ ინტრიგნულ მომენტზე შეწყვიტე:დდ

მალავდა თუ არ მალავდა თანდათან გაიგებთ, დიდ თავებს რაც შეეხება, როცა წერას ვიწყდებ თავისით იწერება ყველაფერი, შეიძლება ორი გვერდი დავწერო და მეტი უბრალოდ არანაირი არაფერი მომაფიქრდეს და უაზრო გაწელვას ესე მირჩევნია, თუმცა ხანდახამ გამოდის დიდი თავები...
მადლობა ჩემო კარგო შეფასებისთვის <3

 


№3 სტუმარი დიკოსია

რა ვთქვა მომეწონა
ეს დადგუმლი სცენა კარგი იყო
მომწონს ალექსანდრე და ჰა
შენიშვნები მაქ მაგრამ
ისე გამიხარდა
არ ვიტყვი არაფერს
მომწონს
მრავალფეროვნება
დახვეწა
გაქ ხარვეზები გამოსეორებადია

 


№4  offline წევრი jina

დიკოსია
რა ვთქვა მომეწონა
ეს დადგუმლი სცენა კარგი იყო
მომწონს ალექსანდრე და ჰა
შენიშვნები მაქ მაგრამ
ისე გამიხარდა
არ ვიტყვი არაფერს
მომწონს
მრავალფეროვნება
დახვეწა
გაქ ხარვეზები გამოსეორებადია

Didi madloba, tumca iqneb mitxra mainc ra xarvezebia radgan gamovasworo momavalshi <3

 


№5  offline წევრი Onlyyou

Auu es raiyo???? Ro.shevedi mugamishi madhin da.tavrda kai raa.... male dade da didi tsvebi dzan maintrreeesebs

 


№6  offline წევრი jina

Onlyyou
Auu es raiyo???? Ro.shevedi mugamishi madhin da.tavrda kai raa.... male dade da didi tsvebi dzan maintrreeesebs

Vecdebi <3

 


№7  offline წევრი blondeangel631

ძალიან მომწონს გაზარდე თავები და მალე დადე შემდეგს ველოდები არ დაიგვიანო ♡♡♡ ♡♡♡

 


№8  offline წევრი jina

blondeangel631
ძალიან მომწონს გაზარდე თავები და მალე დადე შემდეგს ველოდები არ დაიგვიანო ♡♡♡ ♡♡♡

Dzalian didi madloba <3

 


№9  offline წევრი Tskrialashvili Mariami

ბარბი და გაბრიელი მომწონს უკვე მე :დ
საყვარლები ♥
აი ალექსანდრე კი რავი ჯერ-ჯერობით არ მომწონს (სახელი მიყვარს მარტო) :დდ
ერთი კითხჩვა მიტრიალებს თავში "რა მოხდა წარსულში"
:)
მოკლედ ველოდები შემდეგ დიდ თავს :დ
წარმატებები ♥

 


№10  offline წევრი jina

Tskrialashvili Mariami
ბარბი და გაბრიელი მომწონს უკვე მე :დ
საყვარლები ♥
აი ალექსანდრე კი რავი ჯერ-ჯერობით არ მომწონს (სახელი მიყვარს მარტო) :დდ
ერთი კითხჩვა მიტრიალებს თავში "რა მოხდა წარსულში"
:)
მოკლედ ველოდები შემდეგ დიდ თავს :დ
წარმატებები ♥

Madloba tkbilo <3

 


№11 სტუმარი სტუმარი lia

sainteresod wer kargi gogo xar❤❤❤

 


№12 სტუმარი სტუმარი ხატია

ძალიან მაინტერესებს რამდენი წლისხარ, ძალიან გამოცდილი მწერალივით წერ და თან საინტერესოდ. კარგი სცენარისტი იქნებოდი მომავალში❤❤

 


№13  offline წევრი jina

სტუმარი lia
sainteresod wer kargi gogo xar❤❤❤

ვაიი, მადლობა დიდი <3

სტუმარი ხატია
ძალიან მაინტერესებს რამდენი წლისხარ, ძალიან გამოცდილი მწერალივით წერ და თან საინტერესოდ. კარგი სცენარისტი იქნებოდი მომავალში❤❤

უღრმესი მადლობა <3 20ის ვარ

 


№14 სტუმარი სტუმარი ხატია

რატომ აღარ გააგრძელე? ძალიან კარგი სცენარი იყო

 


№15 სტუმარი სტუმარი მარიამი

რატო არ დებ? აღარ აპირებ გაგრძელებას?

 


№16 სტუმარი სტუმარი nina

როდის დადებ?????

ყოველდღე ვამოწმებ და როგორ ველოდები "უშანსოდ მტოვებ?!(3) მალეეე დადეეეე საოცრებაააა ბარბიი და გაბრიელიიი ქუულ წყვილიაააა ალექსანდრე მაინცცც რომ მიყვარსს ბოლოშიიიი როგორიი ინტრიგააა დატოვეეეეეე გთხოოოვვ დადეეეე ????????

 


№17 სტუმარი სტუმარი nina

პასუხი მაინც გაგვეციიი როდის დადებ

არადა როგორ მომწონს როგორ ველოდები

 


№18  offline წევრი jina

ისეთი გრაფიკი მაქვს უბრალოდ შეუძლებელია ერთი წუთი მაინც რომ დავჯდე კომპიუტერთან, ამიტომ ზუსტი პასუხი არ ვიცი, მე მინდა რომ დღესვე დავდო მაგრამ რომ გერ მობახერხო მერე? ამიტლმ გეტყვით რომ ისტორიას აუცილებლად გავაგრძელებ, არ შევწყვეტ არავითარ შემთხვევაში!!!

 


№19 სტუმარი სტუმარი masho

ძალიან ძალიან ძალიან ძალიან გამიხარდააა ძალიან კარგი გოგო ხარ როგორ გამიხარდა რომ არ წყვეტ და იმედია მალე გააგრძელებ სასწაული საოცრება გოგო ხარ შენ იმედია მალე გამოანათებ :) <3 ვსო დღეიდან შენი ერთგული მკითხველი ვარ <3 <3

 


№20 სტუმარი სტუმარი ტასია

ძალიან მაგარია იმედია მალე დადებ <3 :)

 


№21 სტუმარი სტუმარი ქეთა

საოცრებაა <3 :)

 


№22 სტუმარი სტუმარი სოფია

როდის დადებ?

 


№23  offline წევრი jina

ხალხო კვირას ღამით დაიდება ახალი თავი!!!

 


№24 სტუმარი სტუმარი მაშო

ვაიმეეეე როგორ მიხარიაა ველოდებიი კვირას :) <3 აუაუაუაუაუუა რა კარგიააა

 


№25 სტუმარი სტუმარი სოფია

იმედია დიდ თავს დადებ ველოდებიი

 


№26 სტუმარი სტუმარი მაშო

ველოდებით დღეს <3

 


№27  offline წევრი jina

სტუმარი მაშო
ველოდებით დღეს <3

დღეს დაიდება თუმცა ალბათ შუაღამით ????????????

 


№28 სტუმარი სტუმარი მაშო

ვათენებ აბა დღეს :) :D

როდის დადებ?

:) <3 ველიიი

მალე და რა :)

 


№29 სტუმარი სტუმარი სალი

აუ აბა კვირას საღამოს დავდებო :(((((((

 


№30 სტუმარი სტუმარი მარია

როდის დადებ?(

იმედია მალე დადებ

როდის დადებ?:( როგორ ველოდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent