მდგომარეობის მსხვერპლი II
-მე არ მქონია გეგმა,რომ ქალიშვილობა დამეკარგა კლუბის ბიჭთან.. მე თავადაც არ ვიცი რა დამემართა,სავარაუდოდ იმ სასმელმა იმოქმედა,რომელსაც გამუდმებით მთავაზობდი. -ანუ ახლა ჩემი ბრალიც არის რომ კახპასავეთ მოიქეცი?-მაისურს დაავლო ხელი.-შენი დანახვა აღარ მინდა,აღარასოდეს.-კარები გაიჯახუნა და წავიდა. ნერვებმა ამიტანა და ლანას დავურეკე,რომელიც მალევე მოვიდა სასტუმროში.. ამ მდგომარეობაში რომ დამნახა ძალიან განიცადა,მე კი დაწვრილებით მოვუყევი მაქსიმეს თითოეული რეაქციისა თუ სიტყვის შესახებ. ცოტა დავმშვიდდი და მხოლოდ ამის შემდეგ წამიყვანა სახლში.. რა საკვირველია სახლში დიდი ომი მელოდებოდა,თითქოს საკმარისი არ იყო რაც დამემართა,ან რაც მელოდა.. ლანა არ შემომყვა სახლში,რადგან იცოდა დედაჩემი არც მას დაინდობდა,ამიტომ მაშინვე წავიდა.. ღრმად ჩავისუნთქე და კარები შევაღე.. -მობრძანდი?-მკითხა დედაჩემმა -კი.. -სად დაეთრეოდი გუშინ ღამით?-ამ კითხვამ გამიჩინა მაქსიმეს მიმართ ენით აღუწერელი სიძულვილი,რადგან შეურაცხყოფა მომაყენა.. მე შეიძლება მოვიქეცი როგორც კახპა და პირველსავე შემხვედრს ჩავუწექი,მაგრამ მას არ ჰქონდა უფლება ასე მომქცეოდა.ღიმილი შევიკავე და განვაგრძე -ჯერ ლანასან,შემდეგ ღამის კლუბში,შემდეგ სასტუმროში.-ლამის ყალყზე დაუდგათ თმები ასეთი ჩამონათვალის მოსმენისას,რადგან არასოდეს ვყოფილვარ კლუბში,არ დამილევია და მხოლოდ სწავლაზე ვიყავი ორიენტირებული. -რა?-იმხელაზე იკივლა ირინამ(დედა) რომ ლამის დავყრუვდი. -ჰო.. გადავწყვიტე თავისუფლება შემეგრძნო სანამ ახალ გალიაში გადავიდოდე,მაგრამ საუბედუროდ იქ..- საუბარი გავწყვიტე მეტი დრამატიზებისათვის..-იქ თქვენს საამაყო სიძეს შევხვდი. -მაქსიმეზე ამბობ? -მეტი სასიძო გყავთ?-ირონიულად ვიკითხე და განვაგრძე.-მაიძულებდა ბევრი დამელია,თვალები კი სასტუმროს ნომერში გავახილე ამ დილით.-ისევ ძალიან შეწუხებული სახე მივიღე -რას ამბობ გოგო?-შეიცხადა ბებომ-თქვენს შორის რამე მოხდა? -არ მახსოვს,მაგრამ იმით თუ ვიმსჯელებთ,რომ შიშველი ვიყავი და ჩვენი ტანსაცმელები ძირს იყო მიმოფანტული,მაშინ კი.-ბებომ შეჰკივლა და თავი გადააქნია დედამ კი „გემრიელი“ სილა მითავაზა,თუმცა არც ადგილიდან გავნძრეულვარ და არც არაფერი მითქვამს.. ვფიქრობდი რომ ამ სიმართლეს თუ ვიტყოდი ჩაიშლებოდა ჩვენი ქორწილი,მაგრამ ჩემდა საუბედუროდ მწარედ შევცდი.. მაქსიმემ ქორწილი დააჩქარა მას შემდეგ რაც ჩემი სიტყვა მის ყურამდე მივიდა.. ცოტა შემეშინდა კიდეც მისი.. ის ხომ შეშლილი სვანი იყო.დარწმუნებული ვიყავი ჩემი მომავალი ქორწინება იქნებოდა ყველაზე მრავალფეროვანი.. ისეთი რომ მოსაწყენადაც ვერ მოვიცლიდი. ქორწილის დღეც დადგა.. დილით გამაღვიძა დედამ,ვიზაჟისტები,სტილისტები და კიდევ უამრავი ადამიანი დამტრიალებდა თავზე.. ოთხი საათის განმავლობაში ვიჯექი და ველოდებოდი როდის დაასრულებდნენ. კაბაც ჩავიცვი და ოთახიდან გავედი ისე,ერთხელეც არ ჩამიხედავს სარკეში. რა საკვირველია ერთობლივი ფოტოსესია არ გაიმართა,სანამ ჯვარს დაგვწერდნენ.. არც ცალ-ცალკე გადაგვიღია ფოტოები.. ერთმანეთს ეკლესიაში შევხვდით.. არც კი მომსალმებია და მეც თავი შორს დავიჭირე მისგან. ჯვრისწერა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა.. დავიღალე ფეხზე დგომით.. და აი.. უფლის წინაშე უკვე ცოლქმარი ვიყავით და საკურთხეველთან ვიდექით.. სტუმრებმა მოგვილოცეს და ბედნიერება გვისურვეს,მაგრამ რომელ ბედნიერებაზე იყო საუბარი?.. საქორწინო სუფრაზეც ძალიან უხალისოდ ვიყავით,არც ვსაუბრობდით,არც ვცეკვავდით.. -წავიდეთ.-შევთავაზე მე. -კლუბში ხომ არ გინდა წასვლა?-თვალები გადავატრიალე,იმის მისანიშნებლად რომ უკვე დამღალა.-ცოტახანიში წავიდეთ. ქორწილი დასრულდა.. მაქისიმემ თავის სახლში წამიყვანა.როდესაც კარები გააღო,ზღურბლთან შევაჩერე.. -ეს მაინც გავაკეთოთ ისე როგორც საჭიროა.-ვთქვი მე. -რა მოხდა წესების დაცვით ჩვენს ქორწინებაში,ახლა ეს რომ მოინდომე?-ხელი გამაშვებინა და სახლში შევიდა. სახლი უნაკლო იყო.. ვიცოდი რომ კარგი გემოვნება ჰქონდა,მაგრამ ასეთი იდეალურიც არ მეგონა. ამ დღის შემდეგ,ერთი კვირა სადღაც გაქრა საყვარელი მეუღლე,მხოლოდ დილით მესმოდა,როგორ ურევდა სამზარეულოში ყველაფერს,იმ იმედით რომ მთელი დღე დაკავებული ვიქნებოდი მისი დასუფთავებით,თუმცა სულელმა არც კი იცოდა რომ მოახლე ავიყვანე. დღეები ერთმანეთს მიჰყვა.. სახლში ჯდომამაც ძალიან დამღალა ამიტომ რესტორანში წავედი მეგობრებთან ერთად,სადაც ვაჩეც(ჩემზე შეყვარებული მეგობარი) იმყოფებოდა.. ძალიან ახლო დისტანციას იჭერდა ჩემთან რის გამოც რამოდენიმეჯერ ვუსაყვედურე. შემდეგ ვალსიც გაისმა.. ვაჩემ იძულებით გამიყვანა საცეკვაოთ. პროფესიონალური მოცეკვავეები ვიყავით,ამიტომ მთელი დარბაზი ჩვენ დავიკავეთ და ყურადღების ქვეშაც მოვექეცით.. ცეკვა დასრულდა და მქუხარე აპლოდისმენტებიც დავიმსახურეთ. სუფრასთან დაბრუნებულებს უკვე თემა დაგვხვდა,რომლისთვისაც ყურადღება არ მიმიქცევია სანამ ლანამ ფეხი ძლიერად არ მომარტყა. -რაზე საუბრობთ?-ვიკითხე მხოლოდ ამის შემდეგ,თან ვაჩეს ხელი მოვიშორე,რომელიც წელზე შემომხვია. -იმაზე,რომ გათხოვდი მაგრამ მამაკაცების ყურადღების ქვეშ მაინც ექცევი.-თქვა ცხვირაბზუებულმა სალიმ -ვერ მივხვდი? -რას ვერ მიხვდი კეკე.. სალის უბრალოდ ძალიან შურს შენი,რადგან თვით მაქსიმე გასვიანიც კი თვალს არ გაშორებდა ცეკვისას.-სახელის გაგონებისას გავირინდე და დარბაზს თვალი მოვავლე,უცებ შევნიშნე ბართან ზურგით მჯდარი მამაკაცი. მეგობრები ქორწილში არ მყოლია,ამიტომ არც კი იციან ვინ არის სინამდვილეში ჩემი ქმარი,რა საკვირველია ლანა არასოდეს გამცემდა ისეთ რამეშიც კი რომელიც საზოგადო ჭეშმარიტებას წარმოადგენდა.. -რა არ გავაკეთე მის მოსახიბლად ნეტა იცოდეთ,ლამის ტყავიდან ამოვძვერი მაგრამ ტიპმა იმენა დამაიგნორა.აი ეს სექსუალური მამრი რომ ჩემი იყოს..-ტუჩის კვნეტით განაგრძო საუბარი -სალი ტკბილო.. -შევაწყვეტინე სიტყვა.-მამაკაცების ყურადღების მისაქცევად „ტყავიდან“ ამოძრომა არ მჭირდება და გარდა ამისა ეს სექსუალური მამრი როგორც ამას შენ და ნახევარი საქართველო უწოდებს არასოდეს იქნება შენი,ან ნებისმიერი სხვა ქალის,რადგან ის ჩემია და არავისი სხვისი.-უცებ ვერ გაიაზრა რა ვუთხარი,დარწმუნებული ვარ მისი „აიქიუ“ მინუსებში არის გადასული,რადგან ელემენტარული არ ესმის. -რა? -მაქსიმე გასვიანი კეკეს მეუღლეა და არაეთიკურია მასზე ასე საუბარი სალი ძვირფასო.-განუმარტა ჩემი სიტყვები ლანამ.-სუფრიდან სალიზე თვალმოუშორებლად ავდექი და მაქსიმესაკენ გავემართე. არ ვიცი რატომ,მაგრამ მისი მეშნოდა.. ალბათ იმიტომ,რომ ჯერ არც კი გისაუბრია.. ერთად მარტო არც კი დავრჩენილვართ რომ ორიოდე სიტყვა გვეთქვა ერთმანეთისათვის.. ნელი ნაბიჯით მივიწევდი მისკენ,ნერვიულობისაგან პეპლებიც კი მითამაშობდნენ მუცელში.. მისკენ გავიწიე და გადავკოცნე,ის არ განძრეულა,მიხვდა ეს რატომაც გავაკეთე და უბრალოდ ირონიულად გაიღიმა. -აქ რას აკეთებ?-ვკითხე მე. -მეც იგივე მაინტერესებს.-მითხრა და მისი სასმელი მოწრუპა. -მე.. მეგობრებთად ვარ. -ვხედავ საყვარელო მეუღლევ,განსაკუთრებით იმ ტიპს ვამჩნევ კარგად ხელებს რომ ვერ აჩერებს.-მე უკან მივხედე და ვაჩეს მზერა შევნიშნე,მაშინვე მივხვდი ვისაც გულისხმობდა. -ვაჩეზე ამბობ? -ვისაც ეცეკვე.-მოკლედ მიპასუხა თანაც ნერვიულად ათამაშებდა თითებს ბარის „სტოიკაზე“ -შენ რა ეჭვიანობ?-გამეცინა,მაგრამ მისი სახის დანახვაზე მაშინვე შევწყვიტე. -შენზე არ ვეჭვიანობ.შეიძლება შენ არ იცი,მაგრამ ცნობადი სახის ცოლი ხარ და შენი თითოეულ ნაბიჯი ჩემზე აღიბეჭდება,მე კი არ მინდა შენმა გართობამ დამაზიანოს,გასასგებია? როცა გავშორდებით იმის შემდეგ დავიკიდებ ყველაფერს რაც შენ გეხება.-ყელში ბურთივით გამეჩხირა. მიუხედავად იმისა რომ გაცნობამდე მძულდა და გაცნობის შემდეგაც არაფერი გაუკეთებია იმისთვის რომ შემყვარებოდა,მაინც ძალიან მეწყინა მისი ამგვარი დამოკიდებულება.. რთულია ყველა მამაკაცი ცდილობდეს შენი გულის მოგებას,ერთის გარდა და აუტანელია ის ერთი რომ შენი ქმარია,მით უმეტეს ასეთი სიმპათიურია.. ყვლანა მხრივ დახვეწილი,გამგებიანი,შეგნებული და „ზე“ პიროვნებაა,მაგრამ იმდენად არ „ვევასები“ რომ ჩვენს ყოველ შეხვედრაზე ცდილობს გული ნამსხვრევებად მიქციოს. -პირველი საუბრისათვის ცოტა მკაცრი ხარ,მაგრამ შენი ეგ სიტყვები ჩემზე არ მოქმედებს,რადგან მე „კახპა“ ვარ,რომელიც პირველსავე შემხვედრს კისერზე ჩამოეკიდა,ან როგორც შენ ამბობ ფეხები გაუშალა,ამიტომ შენი თითოეული სიტყვა შენსავე წინააღმდეგ შემიძლია გამოვიყენო,შემიძლია ჩემი თავაშვებული გართობებით ისეთი ჩრდილი მივაყენო შენს სახელს,რომ იოცნებო ისეთ უწყებებში უბრალოდ შესვლაც კი სადაც შენ ხარ ახლა წამყვანი ფიგურა.-ზიზღნარევი სახით ვუყურებდი,მას კი გაეცინა.. გულწრფელი იყო მისი სიცილი,ვერ მივხვდი დამცინოდა თუ უბრალოდ არ მოელოდა ჩემგან გაჯიუტებას. -რთული და ამოუხსნელი ადამიანი ხარ კეკე.-აღნიშნა მან. -არც მითქვამს რომ იოლი ვიქნებოდი.. ერთი შეხედვით დასკვნები არ უნდა გააკეთო და ეს ჩემგან არ უნდა გესწავლებოდეს. -მე მიყვარს სირთულეებთან გამკლავება,შეიძლება ითქვას რომ ეს ჩემი ჰობია. -მაქს ტკბილო,შენ მე ვერ გამიმკლავდები.-ტანგოს ხმა გაისმა და მაშინვე ვაჩე ჩემს გვერდით გაჩნდა. ვაჩემ ხელი გამომიწოდა ისე,რომ ჩემი თანმხლებისათვის (მაქსიმე) ნებართვაც არ უთხოვია,რა საკვირველია მაშინვე დავთანმხდი ცეკვაზე და დარბაზი ისევ ჩვენ შემოგვყურებდა.. რამოდენიმე წყვილიც ცეკვავდა მაგრამ ჩვენ გამორჩეულად. შუა ცეკვისას მუსიკა გაითიშა,ყველა გაოგნდა,მაგრამ მე ხელში მწვდა მაქსიმე და დაჟინებული მზერით შემომხედა. -სახლში წავიდეთ ძვირფასო.-წინააღმდეგობა ვერ გავუწიე და გავყევი. მთელი გზა ჩუმად ვიჯექი და გაბოროტებული ვიხედებოდი ფანჯარაში. მინდოდა მასთან საუბარი,მაგრამ ვერ ვბედავდი.. მაქსიმე სულ სხვა ტიპის ადამიანი იყო.. თითქოს წყნარი და გაწონასწორებული,მაგრამ სინამდვილეში უსაზღვროდ ფიცხი და ნერვოზული იყო.. თუ საუბრის თემა არ მოსწონდა ის ნერვიულად ათამაშებდა თითებს,ამის გათვალისწინებით იოლი მისახვედრი იყო რომ თავს თოკვდა. სახლში მისვლისას სააბაზანოში შევიდა,მე კი საძინებში. ცოტახნით სოციალურ ქსელში შევედი და ფოტოები ავტვირთე, რომელიც ვაჩესთან ერთად გადავიღე,შემდეგ კარადა გამოვაღე და საღამურს დავუწყე ძებნა,სწორედ ამ დროს გაიღო ოთახის კარები და მაქსიმე შემოვიდა წელზე პირსახოცშემოხვეული. უცებ შევკრთი რადგან მეც ნახევრად შიშველი ვიდექი კარადის წინ,მაქსიმემ თვალი ამარიდა და თავის კარადა გამოაღო. -ოთახს კარი მისთის აქვს,რომ შესვლამდე დააკაკუნო და ნებართვა ითხოვო.-თავაზიანად შევახსენე კარების „ინსტრუქცია“ -ჩემს სახლში არ მჭირდება ნებართვა კეკე,თანაც მოსარიდებელი რა არის? მე ხომ შიშველს უფრო კარგად გიცნობ ვიდრე ჩაცმულს. -როდემდე შეგიძლია ეგ გაიხსენო? არც პირველი წყვილი ვართ და არც უკანასკნელები ვინც ქორწინებამდე წვებიან ერთად. -ალბათ იმიტომ ვიხსენებ,რომ ჩემთვის მიუღებელია ამგვარი საქციელი. ჩვენთან.. სვანეთში,ქალი მხოლოდ მის ქმართან კავდება სექსით და რა საკვირველია ქორწინების ღამეს ის ქალიშვილი უნდა იყოს.-ძალიან სეროზული სახე ჰქონდა ამას რომ ამბობდა.ჩემს სიცილზე კი უფრო დასერიოზულდა და ეჭვისთვალით გამომხედა. არ მეგონა ასეთი პრიმიტიული აზროვნების თუ იყო.. საერთოდ განათლებას თან ახლავს გონების განვითარება მაგრამ მაქსიმე გასვიანი რაღაც ამოუცნობი ფენომენი იყო. -ღმერთო არ მჯერა.. მაქს შენ სვანეთში არ ხარ და არც იქ გაზრდილხარ. -ღმერთს ნუ გარევ შენს უმსგავსო საქციელში. -ანუ შენთვის შეიძლება დაქვე ქორწინებამდე სხვასთან და ჩემთვის არ შეიძლება? -ჩვენ.. კაცები განვსხვავდებით ქალებისგანა კეკე. -და რითი განსხვავდებით?-ირონიულად გავხედე და ტუჩები დავპრუწე -დარწმუნებული ხარ,რომ ანატომიის,სასულიერო და საერო გაკვეთილის ერთდროულად მოსმენა გინდა? განსხვავებები შენც იცი. -დიდი იმედი მაქვს რომ ამ სერიოზული სახის მიუხედავად ხუმრობ და ასეთი პრიმიტიულად მოაზროვნე „ღრუზინი“ არ ხარ. -რა საკვირველია ვიხუმრე კეკე,თუმცა არ მიმაჩნია სწორად ქალის,მითუმეტეს ჩემი მეუღლის ზედმეტი ხეტიალი და გაურკვეველ ხალხთან ურთიერთობა.ქალს მხოლოდ მისი ქმარი უნდა იზიდავდეს და ვნებას უღვივებდეს.. მხოლოდ მასთან უნდა ჰქონდეს სექსის სურვილი. -ამ საუბრიდან ის დასკვნა გამოვიტანე რომ მე შენს ცოლად ვერ გამოვდგები.-სახე მომეღრიცა რადგან მაქსიმეს თუნდაც უჟმური ვარიანტიც კი მომწონდა უკვე.. განსაკუთრებით იმიტომ მიზიდავდა რომ ის არ ჰგავდა სხვას. -ნამდვილად ვერ გამომადგები ცოლად,რადგან რომ გიყურებ სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობ სულ შენი გა%&*ვის სურვილი მაქვს და სამსახურშიც გონება ეფანტება.-არ ვიცი ამაზეც ხუმრობდა თუ სიმართლე თავისთავად წამოსცდა,მაგრამ ის ხომ პროკურორია?.. ისეთი არაფერი წამოსცდებოდა რისი თქვაც არ ენდომებოდა. ერთიანად დავიბენი.. ხმა რომ აღარ ამოვიღე შემომხედა,მის თვალებში სიმართლის ნაპერწკალი დავინახე,მაგრმ ვერ ვხვდებოდი უნდა გახარებოდა თუ მწყენოდა მისი სიტყვები. საუბარი შევწყვიტეთ.. ოთახიდან გასვლისას კი დამიბარა. -დღეს ამ საძინებელში დავიძინებთ ორივე,დილით კი ჩვენი მშობლები მოვლენ და ერთად ვისაუზმებთ,მიუხედავად იმისა რომ ქორწინება იძულებთი იყო მათ უნდა ეგონოთ,რომ ჩვენ ერთმანეთს გავუგეთ და ბედნიერად ვცხოვრობთ.-კარები ისე გაიხურა რომ სიტყვაც არ მათქმევინა. დავწექი,მაგრამ ვერაფრით დავიძინე,ვფიქრობდი როგორ შეიძლებოდა ეიძულებინათ მაქსიმე ცოლად შეერთო სრულიად უცნობი ქალი.. ვერ მოვითმინე და მაქსიმე გავაღვიძე.. -მაქს გაიღვიძე..-დავადე მკერდძე ხელი,მაგრამ არ გაიღვიძა..-მაქსიმე..-როცა მეორედ გავიმეორე მისი სახელი თვალები გაახილა.. -რა მოხდა კეკე?-მკითხა ნახევრად მძინარემ -მაინტერესებს როგორ დაგითანხმეს ცოლად მე მოგეყვანე?-ამ კითხვაზე თვალები გადაატრიალა და დახუჭა ისე გამცა პასუხი. -კეკე დაიძინე!-მოკლედ მიბრძანა და ზურგი მაქცია. მის სურვილს დავემორჩილე და დავიძინე,მაგრამ სიზმარშიც კი ეს კითხვა მაწუხებდა.. დილით უცნაურ ვითარებაში გავიღვიძე.. მეგობრებო როგორია? ღირს გავაგრძელო ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.