შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდგომარეობის მსხვერპლი I


19-05-2018, 11:01
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 878

სტუდენტი გოგონა,უბრალო ცხოვრებით აი ვინ ვიყავი ახლა მე..
-კეკე ადექი დე..-ოთახის კარები შემოაღო დილით დედამ.-უნივერსიტეტში აგვიანებ.
-კარგი.. ვდგები.-სასწრაფოდ წამოვდექი და კარადიდან ტანსაცმელი გამოვიღე.
სწრაფად ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი სადაც დედას და ბებიას საუბარს მოვკარი ყური..
-არ ისვენებს გრიგორი(მამაჩემი) ცდილობს ბავშვს დაუკავშირდეს და გარიოს იმ სიბინძურეში სადაც თავად არის.-უთხრა დედამ ბებოს და ჩემთვის ყავა დაასხა.
-ის ხომ მისი ერთადერთი ქალიშვილია,უნდა რომ გვერდით ყავდეს წლების შემდეგ.-ბებო სიძის მხარეს იჭერდა.
-იქნებ ჩემთვისაც გეკითხათ რამე?-სიტყვით გამოვედი მე და დედაჩემის გაღიზიანებაც დავიმსახურე.
-შენ რა უნდა გკითხო,გაგიშვა მაფიოზების ბუნაგში თუ არა? ჩემი ხელით დაგინგრიო ცხოვრება?
-ვფიქრობ თქვენ.. ორივე (ვიგულისხმე მშობლები) კარგად ახერხებთ ჩემი ცხოვრების დანგრევას ჩემი ნებართვის გარეშეც.
-უსამართლო ხარ კეკე.-სცადა ბებომ ჩემი გაჩერება.-დედაშენმა დიდი გზა გამოიარა რომ დღეს შენ ცოცხალი ყოფილიყავი,მშვიდად გეცხოვრა და მუდამ შიში არ გქონოდა,რომ ნებისმიერ დროს ციხეში წახვიდოდი.
-და რა განსხვავებაა? თქვენ ხომ თქვენივე ხელით მსვამთ ციხეში,რომელსაც დედაჩემი „ოქროს გალიას“ უწოდებს?.. ცდილობთ გამათხოვოთ ბიჭზე რომელიც ნანახიც არ მყავს,ნიშნობაც კი მოაწყვეთ ისე რომ არცერთი.. არც მე და არც ის ბიჭი არ ყოფილა ნიშნობაზე. ის მაინტერესებს,მას როგორ აიძულებენ ამ ყველაფერზე დათანხმებას.
-არ ვიცი და არც მაინტერესებს.. შენ მაქსიმე გასვიანის მეუღლე გახდები,განყოფილების უფროსის შვილის,პროკურორი მაქსიმე გასვიანის.-რამოდენიმეჯერ გაუსვა ხაზი დედამ მის სახელს და პროფესიას.
-შენ.. მაფიოზი გრიგორი შევჩუკის ცოლი,რომელიც მთელი რუსეთს და არამარტო რუსეთს აზანზარებს,მის ერთადერთ შვილს ცოლად სთავაზობ პროკურორის,მოსამართლისა და განყოფილების უფროსის ოჯახს? და როგორ გგონია,როცა გაიგებენ სინამდვილეში ვინც ვარ,როგორ მომექცევიან? ეს ჩემი ცხოვრების დანგრევას არ უდრის?-ხმა აღარ ამოუღია დედას.
-კარგი ბიჭია მაქსიმე,უბრალოდ უნდა გაიცნო.
-არ მინდა მისი გაცნობა არა.-ვიყვირე და კარები გავიჯახუნე.
უნივერსიტეტში ძალიან გაღიზიანებული მივედი,თითქმის ყველას ვეჩხუბე დაწყებულ დამლაგებლით და დამთავრებული დეკანით.ჩემს უახლოეს დაქალს ლანასაც კი ვეკამათე,სრულ სისულელეზე.
-გინდა დღე ჩემთან დარჩე?-შემომთავაზა მან.
-არა.. დედაჩემი გაგიჟდება,რადგან არცერთი ღამე არ მაქვს სხვასთან განათენები.-ავიჩეჩე მხრები.
-მაგრამ შენ მალე თხოვდები,ნუთუ არ შეიძლება დაარღვიო წესები და ეს ჩათვალო იმ ცხოვრების კომპენსაციად რომელსაც ისინი გჩუქნიან უახლოეს მომავალში?-თქვა ლანამ.. რა საკვირველია ამ აზრმა მომხიბლა.
არასოდეს ვყოფილვარ მეამბოხე,არასოდეს შევწინააღმდეგებივარ მათ,ვინც ცდილობდა გამოუვალ მდგომარეობაში ჩავეგდე. ნამდვილი სახელი და გვარიც კი აღარ მახსოვდა ჩემი,იმდენად გამწაფეს ტყუილში რომ მე კეკე თოლორდავა ვარ და არა მაშა შევჩუკი.
გადავწყვიტეთ კლუბში წავსულიყავი,რადგან არასოდეს ვყოფილვარ კლუბში და სულ რაღაც ორ კვირაში ცოლად მივყვებოდი უცნობ ადამიანს,რომელიც სავარაუდოდა იმდენად მოსაწყენი ცხოვრებით ცხორობდა რომ პროკურორიც კი გახდა სულ რაღაც ოცდახუთი წლის ასაკში.
ლანა საპირფარეშოში შევიდა, მე კი ბარს მივუჯექი.
-ყველაზე ძლიერი სასმელი დამისხი.-გავუღიმე ბარმენს.მან თავი დამიქნა და გაურკვეველი სასმელი მომაწოდა.
ღრმად ჩავისუნთქე და ერთიანად გადავკარი,კინაღამ დავიხრჩვი.. ხველებამ ამიტანა და თვალები ცრემლებით ამევსო.. უჰაერობა მაწუხებდა..
გვერდით მჯდარმა უცნობმა ცხვირსახოცი მომაწოდა და ასევე წყალიც.
-პირველად სვამ თუ რა გჭირს?-მკითხა უცნობის ხმამ,ჯერ ვერც კი ვხედავდი ისე ცუდათ ვიყავი.
-კი პირველად.-ვუპასუხე როცა ფიტვებს ჟანგბადის მიწოდება აღუდგა.
-მაშინ რაიმე მსუბუქით დაიწყე.-მამაკაცმა ბარმენს მარტინი შეუკვეთა და ჩემს წინ დადგა.-მე გეპატიჟები.-შემდეგ ჩემ მარტინს თავისი სამელის ჭიქა მოარტყა.-შენს გადარჩენას გაუმარჯოს.
სასმელი ავიღე და ნელა მოვსვი,თან მის სახეს ვაკვირდებოდი.. ის კი ასევე საუბრობდა მის თანმხლებ მამაკაცთან.

საქმეში,ის საკმაოდ დახვეწილი აზროვნების პატრონი იყო,მისი სიტყვები ჭეშმარიტებით იყო სავსე და თვალებში ცოდნის კვალი ეტყობოდა. განსაკუთრებით მისი თავდაჯერებულობა მომეწონა,მკაფიოდ გამოთქმული აზრი.
ვიზუალურადაც ძალიან გამორჩეული ადამიანი იყო,შესაფერისი სტილი ჰქონდა.. ერთი შეხედვით ის იყო ოცნების მამაკაცი. მოგრძო და მოვლილი წვერით,სქელი ტუჩებით,სწორი და პატარა ცხვირი,შავი თვალები და გამჭოლი მზერა,თუმცა მისი ვიზუალი მის გონებას ბევრად ჩამოუვარდებოდა.
-რას აკეთებ?-ხელი მომარტყა ლანამ.
-სად ხარ აქამდე,კინაღამ დავიხრჩვი.-ლანას მოვუყევი ამბავი რომელიც ცოტახნის წინათ გადამხდა თავს.
-აუ რა ბიჭია შეხედე.. აი შოკია.-იმხელა ხმაზე იყვირა ლანამ რომ მამაკაცმა ჩვენკენ გამოიხედა,მეც მაშინვე დავხარე თავი თითქოს მას არ ვუყურებდი.
-გოგონებო რამე გვითხარით?-იკითხა „ჩემი გმირის“ თანმხლებმა რომელიც არანაკლებ სიმპათიური იყო.. მეტიც მათ გარეგნობაში იმდენი მსგავსება იყო,რომ სავარაუდოდ ძმები ან ბიძაშვილები უნდა ყოფილიყვნენ.
ბოლოს ისე მოხდა რომ ჩვენ ოთხნი ერთ მაგიდასთან აღმოვჩნდით,სასმელის ბოთლთან ერთად.. არ ვიცი ამ დონემდე რამ მიმიყვანა.. სავარაუდოდ სიტყვა „ცხოვრების კომპენსაციამ“..
პერიოდულად ვფხიზლდებოდი და კვლავ გონებას ვკარგავდი,არა პირდაპირი მნიშვნელობით,არამედ სასმელის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი და ტავს კონტროლს ვერ ვუწევდი..
გარდა ამისა ასეთი თავისუფალი არასოდეს ვყოფილვარ,თითქოს უფრო ღრმად სუნთქავ და არ გეშინია,რომ ვინმე რამეს დაგიშლის,ან დაგამცირებს..
როგორც აღმოჩნდა „ჩემს გმირსაც“ თავისუფლებასთან გამოსათხოვარი საღამო ჰქონდა (არაპირდაპირი მნიშვნელობით)..
რა თქმა უნდა ჩვენ აქ კაცების გასაცნობად არ მოვსულვართ,მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. „ჩემი გმირის“ სახელი არ ვიცოდი,თუმცა ჩვენ უკკვე ლიფტში ვიყავით და ერთმანეთს მგრძნებარედ ვკოცნიდით.
გული ამიჩქარდა,გონება დამებინდა უკვე ვეღარ ვსაზღვრავდი მოქმედებას. ვნებამ იფეთქა..ერთი ხელის მოსმით გამხადა ჩემი შავი,ატლასის კაბა.
სითამამე სასმელმა შემძინა და დაურცხვენელად ვკოცნიდი მამაკაცს,რომელიც პირველად ვნახე.
მკოცნიდა კისერზე,ლავიწზე,მკერდზე.. მწვავე და მყისიერმა ტკივილმა წამომაყვირა,მაგრამ მალევე ენით აღუწერელი სიამოვნება ვიგრძენი,მოვდუნდი.. დროის შეგრძნება დავკარგე..ჩვენი „შეერება“ მგრზნებარე და ვნებიანი იყო,მიუხედავად იმისა ,რომ გამოუცდელი ვიყავი ამ საქმეში.
საკმარისად მთვრალები და ქანცმილეულნი ვიყავით,ამიტომ ჩაგვეძინა..
დილით ტსაუბრის ხმამ გამაღძა.. თავი ავწიე,შიშველი ვიწექი ატასის შავ ზეწრებში და თმა არეული მქონდა,ისევე როგორც გონება.. ჩემდა საუბედუროდ ყოველი დეტალი მახსოვდა გასული ღამიდან.შემდეგ ჩემს ნახევრად შიშველ,სექსუალურ პარტნიორს გავხედე,რომელიც ტელეფონზე საუბრობდა. როცა დამინახა,რომ გავიღვიძე საუბარი დაასრულა და გამიღიმა.
-არ მინდოდა გამეღვიძებინე. რამეს დალევ?-მკითხა მან და სამზარეულოს ბართან მივიდა.
-ძლიერ ყავას.თავი ძალიან მტკივა.
-გასაკვირი არც არის,პირველად დალიე თანაც ამდენი,მაგრამ არ მეგონა რომ სექსიც პირველად გექნებოდა.-მე უხერხულად შევიშმუშნე და ძირს დაყრილ სამოსში ჩემი კაბა მოვძებნე.-მაპატიე,უხერხულად გამოვიდა.
-არაუშავს..
-სასიამოვნო ადამიანი ჩანხარ.-მომაწოდა ყავის ფინჯანი.
-მადლობა,შენც..
-თუმცა სამწუხაროა,რომ ჩვენი ურთიერთობა ამ ოთახს ვერ გასცდება.-მოვიღუშე,თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი რადგან ეს ძალიან სიმპათიური მამაკაცი იყო,ყველანაირად დახვეწილი.. მიუხედავად იმისა რომ მისთვის „ერთი ღამის ქალი“ ვიყავი დიდი პატივისცემით მესაუბრებოდა.-შენი სახელი არ მახსოვს..
-იმიტომ რომ არ მითქვამს..
-ჰო მართალი ხარ,არ გითქვამს.. და ახლა მითხარი,ხანდახან მაინც გაგიხსენებ ტანჯული ცხოვრების „საკომპენსაციოდ“-გაიღიმა მან და მივხვდი ქორწინებას გულისხმობდა.
-მე კეკე ვარ.. კეკე თოლორდავა.-ჩემი სახელის გაგონებაზე გაიყინა..
თითქოს თვალები აემღვრა,ფიქრებში დაიკარგა.. ისე ძლიერად შეკრა მუშტები,რომ მკლავბსა და შუბლზე ძარღვები დაებერა,ნესტოები გაუფართოვდა და უსასრულობაში დაიკარგ.. ძალიან გაღიზიანდა.ყავის ფინჯანს ხელი დაჰკრა და ძირს გადააგდო.. შემეშინდა და შევხტი.. ვერ მივხვდი რას ჩადიოდა. შემდეგ თითქოს ფიქრებიდან გამოერკვიაო და თვალს არ მაშორებდა.
-კეკე თოლორდავა..-გაიმეორა მან ჩემი სახელი.-ის კეკე თოლორდავა?შენ ხარ ის კეკე?-აზრებს ვერ უყრიდა თავს.მეც დავიბენი.- ჩემი სასჯელი ხარ და არ ვიცი?-მკითხა მშვიდი ხმით,მაგრამ ამ სიმშვიდის უკან მივხვდი როგორი ყვირილიც იმალებოდა.
-ვერ მივხვდი..
-შენ იცი მე ვინ ვარ?-იღრიალა ბოლოს
-არა საიდან უნდა ვიცოდე.გუშინ გნახე კლუბში პირველად.-ძლივს წარმოვთქვი,რადგან მეც ავნერვიულდი
-მე მაქსიმე ვარ..-თითქოს მისი ხმა ექოსავეთ ჩამესმოდა ყურებში.ან მეტის გაგონება აღარ მინდოდა.-მაქსიმე გასვიანი.. შენს გამო ჩემი ცხოვრება უნდა დავასამარო.-ხმის ტონს ნელ-ნელა მაღა უწევდა.
-არც მე მინდოდა ეს ქორწილი,სწორედ ამიტომ არ ვიყავი ნიშნობაზე.
-ახლა რა?.შემთხვევით გაცნობილ კაცთან აპირებდი ქალიშვილობა დაგეკარგა და მე უბრალოდ გამიმართლა,რომ ჩემმა მომავალმა ცოლმა ქალიშვილობა ჩემთან დაკარგა?-დამცინავი და ამაზრზენი იყო მისი სიტყვები.
-მე არ მქონია გეგმა,რომ ქალიშვილობა დამეკარგა კლუბის ბიჭთან.. მე თავადაც არ ვიცი რა დამემართა,სავარაუდოდ იმ სასმელმა იმოქმედა,რომელსაც გამუდმებით მთავაზობდი.
-ანუ ახლა ჩემი ბრალიც არის რომ კახპასავეთ მოიქეცი?-მაისურს დაავლო ხელი.-შენი დანახვა აღარ მინდა,აღარასოდეს.-კარები გაიჯახუნა და წავიდა.


პ.ს მეგობრებო დაგიბრუნდით ახალი ისტორიითა და ახალი გმირებით.. გავაგრძელო?..



№1 სტუმარი სტუმარი mia15

ძალიან კარგი ისტორია განსხვავებული და საინტერესო

 


№2  offline წევრი blondeangel631

ძალიან კარგი ისტორიაა აუცილებლად გააგრძელე საინტერესოა

 


№3 სტუმარი სტუმარი Mia15

ველი შემდეგ თავს

 


№4  offline წევრი naniko mindia

Gamixarda sheni istoris danaxva gilocav dabrunebas warmatebebi ❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№5  offline წევრი მია15

ველოდები შემდეგ თავს

ძალიან კარგი ისტორია მომეწონა.განსხვავებული და საინტერედო ჩანს.გააგრძელე

 


№6 სტუმარი Stumari liza

Kargia dasawyisisa vnaxot rogor ganvitardeba movlenebi imedia am istoria mainc dasruleb da wina istoriss msgavsad shua gzaze ar gawyvet

 


№7 სტუმარი ani

Dzalian kargia didi siamovnebit wavikitxavdi gaagrdzelebas warmatebebi

 


№8 სტუმარი ლია

როგორც ყოველთვის საინტერესო ისტორიით დაგვიბრუნდი.მომეწონა ძალიან.
არ დააგვიანო ახალი თავების დადება❤❤❤

 


№9 სტუმარი Ani

Magari dasawyisi aqvs momewona. Saocreba xar momwons sheni istoriebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent