შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება, ეს ზღაპარი არაა. (თავი4)


20-05-2018, 19:18
ავტორი anuki2000
ნანახია 1 246

„თვალებში შემომხედეთ,
მითხარით რას ხედავთ?
ეგეთი რა დაინახეთ?!
თქმას, რომ ვერ ბედავთ...
ფიქრს ვერიდები,
შორს მივყავარ ფიქრებს,
ტკივილი რომ მოვიშუშო
ვიყენებ რითმებს.
ვალაგებ აქეთ-იქეთ,
თან ვწერ, თან ვფიქრობ.
იცი? არც მეცნობა,
მეორე დღეს, რომ ვკითხულობ,
შენ ის უნდა ნახო
რაც არ მაქვს ჩაწერილი,
თან ყოველდღე ასე,
საკუთარ თავში ჩაკეტილი...“
დავასრულე კითხვა და დარბაზს თვალი მოვავლე. ყველა გაყურსული მიყურებდა და მისმენდა. ასე მეგონა, გასაყიდი ნახატი ვიყავი გამოფენაზე გატანილი.
2018 წელი. 15 მაისი. ბოლო ზარი. ბოლო დღე სკოლაში მოსწავლის სტატუსით. ბოლო დღე იმ ადგილას სადაც უდიდესი განათლება, მაგრამ ამასთანავე უდიდესი ტკივილი მივიღე. და დიახ, 12 წლის განმავლობაში დღევანდელი დღე, ჩემთვის ყველაზე ბედნიერი იყო, რადგანაც იმ ხალხის სახეებზე, რომლებიც მე ყველაზე მეტად მტკენდნენ ვხედავდი, ვხედავდი გაოცებას, ვხედავდი შურს, და იცით? მე ეს მიხაროდა, რადგანაც ვიცოდი რომ მათ შიგნიდან რაღაც ჭამდა. და ეს რაღაც სინდისი იყო, მაგრამ არა, მე მათი მსგავსი არ ვიყავი, მე ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ადამიანი მერქვა, მაგრამ არა იმით რომ მათ სინდისი აწუხებდათ. პირიქით, მეცოდებოდნენ კიდეც.
ბოლო ზარი სკოლაში მართლაც, რომ განსხვავებული იყო. ჩემი ლექსის წყალობით ხალხი უკვე მამჩნევდა, მაგრამ ეხლა მე ვაიგნორებდი მათ და ვაჩვენებდი რომ ისინი უკვე ზედმეტები იყვნენ ჩემს ცხოვრებაში.
2018 წლის 22 აგვისტო. ერთიანი ეროვნული გამოცდების პასუხებს ველოდები და ვიხსენებ გამოცდების მსვლელობას.
2018 წლის 11 ივლისი: ქართულის გამოცადა საშინლად ვნერვიულობდი იმ დღეს, რადგანაც ეს საგანი ჩემი ყველაზე საყვარელი საგანი იყო. მეშინოდა, რომ რაღაცას ისე ვერ გავაკეთები, როგორც ამას მე მოვითხოვდი საკუთარი თავისგან. მეშინოდა, მეშინოდა რომ საკუთარ თავს იმედებს გავუცრუებდი და ეს მაშფოთებდა ყველაზე და ყველაფერზე მეტად. მაგრამ ყოველგვარი შიში და ნერვიულობა გაქრა, როდესაც საგამოცდო საკითხვის პირველ ფურცელს გადავხედე. და, აი მაშინ მივხვდი, რომ საშიში და სანერვიულო აქ არაფერი არ იყო.
2018 წლის 15 ივლისი. ისტორიის გამოცდა უკვე ნერვიულობა ცოტათი დაძლეული მქონდა, იმდენად აღარ ვნერვიულობდი, იმდენად აღარ მეშინოდა.
2018 წლის 21 ივლისი. ზოგადი უნარების გამოცდა. ვიცოდი, ვიცოდი რომ ეს გამოცდა ყველაზე საშინელი იყო. ხშირად მსმენოდა, აბიტურიენტებისგან თუ როგორი საშინელი საკითხები უწევდათ გამოცდაზე, თუ როგორი რთული საკითხები იყო და უმეტესად ბავშვები ამ საგანში იჭრებოდნენ. მეც მეშინოდა ამის. მეშინოდა, რომ ამ ცხოვრებაში ჩემი ერთ-ერთი სუსტი წერტილი ეს გამოცდა იქნებოდა.
2018 წლის 24 ივლისი. ინგლისურის გამოცდა. ყურზე დამაგრებული მოსასმენი მოწყობილობა და წინ ტესტები. ტესტები, რომლებიც დაფიქრებასა და გაანალიზებას მოითხოვდა. ვიცი მკითხველო, კარგად მესმის, რომ გაზვიადებულად მიგაჩნიათ ის ჩემი ყველა ემოცია და თქვენთვის გადმოცემული ფრაზები, რომელსაც თქვენ ახლა კითხულობთ, ვიცი, ვხვდები და ვაანალიზებ ამას. თხოვნა მექნება, არ გამაკრიტიკოთ, რადგანაც ეს ჩემ ცხოვებაში, ჩემ თავში დასარწმუნებელი ერთადერთი გზა იყო. ერთადერთი გზა იმის საჩვენებლად თუ მე ვინ ვიქნებოდი მომავალში. თუ როგორ შევძლებდი მე მომავალში ცხოვრებას.
2018 წლის 27 ივლისი. ლიტერატურის გამოცდა. ჰო ლიტერატურა, ზოგადისგან განსხვავებით ნამდვილად ჩემი სუსტი წერტილი იყო, და არის კიდეც. საკმაოდ ბევრი წიგნი მქონდა წაკითხული ამ ხნის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი მწერლის ლიტერატურას ვიყავი გაცნობილი. ბერვი მწერლის, ბევრი ნაწარმოები იყო ჩემი ცხოვრების მეგზური. და ვიცოდი არ გამიჭირდებოდა ეხლა ამ ფურცლების გადაშლა და იმ საკითხების ნახვა, რომლებიც მე საგამოცდო საკითხად მომიწია.
2018 წლის 22 აგვისტო. ამ ყველაფრის გახსენების შემდეგ მივხვდი, თუ როგორ მძაფრად და ემოციურად ვუდგებოდი ყველაფერს. და ვხდვებოდი, რომ ეს არასწორი იყო. რომ ეს ყველაფერი ასე მძაფრად არ უნდა შემეგრძნო. მაგრამ... აი ისევ ეს მაგრამ... მაგრამ მე ასეთი ვიყავი და დღესაც ასე ვარ. იმ დღის შემდეგ ყველაფერს მძაფრად შევიგრძნობ და მეც განვიცდი ამას, არ მინდა რომ ასეთი ვიყო, მაგრამ ასეთი ვარ. გადავწყვიტე ზოგადის პასუხები დღეს არ მენახა, ყველას ერთად ნახვა და იმ ემოციების შეგრძნება მინდოდა, როცა ვიგრძნობდი რომ მე სტუდენტი მერქმეოდა.
2018 წლის 28 აგვისტო.
დიახ, მე ამას ვგრძნობ. ვგრძნობ, რომ მე ეს შევძელი. ერთ-ერთი ეტაპი გადავლხე ჩემი ბედნიერი ცხოვრებისკენ. დიახ, დღეს მე ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ როცა გავიგე, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. უკვე იმედი მომეცა იმისა რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent