შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენთან... თავი 3


21-05-2018, 00:00
ავტორი katiusha
ნანახია 3 133

ის-ის იყო ნინიკომ და გიორგიმ საქმე მოამთავრეს, რომ შემოსასვლელიდან ხმაური მოისმა, მერე კი ბავშვის ხმა -ბიძია სად ხარ? მოვედი.
-მოვდივარ, -გასძახა გიორგიმ და მისაღები ოთახისკენ გაიქცა. ბიძამ დისშვილი ხელში აიყვანა და ლოყაზე აკოცა.
-იცი დღეს მე და დამიანემ ვიჩხუბეთ, ჩემი თოჯინა გამიფუჭა, -ატიკტიკდა ბავშვი
-ხომ იცი რომ ჩხუბი არ შეიძლება,- დაუყვავა გიორგიმ
-აბა თოჯინა რატომ გამიფუჭა? -გაიბუტა ის
-არა უშავს შერიგდებიან, სიცილით შემოვიდა ოთახში ქალი და ნინიკოს მიესალმა
-გამარჯობა დაიკო, ეს ნინიკოა, ეს ქეთა, ეს კიდევ..., - წარადგინა გიორგიმ
-მე ელენე ვარ, - დაასწრო ბავშვმა და ნინიკოს წინ გამოეჭიმა.
-იცი რომ ძალიან საყვარელი ხარ? უთხრა და, მის წინ ჩაიმუხლა,ლოყაზე აკოცა
-რა ლამაზი ხარ. ბიძია, ხომ ლამაზია? არ ჩუმდებოდა ელენე
-გეთანხმები ელი ნამდვილად ლამაზია, -დაეთანხმა გიორგიც
-წამოდი ჩემ სათამაშოებს გაჩვენებ, იცი რა ლამაზი თოჯინები მყავს? ბიძია შენც წამოდი გთხოოოვ. -მიუბრუნდა მერე გიორგის ბავშვი და შეეხვეწა.
-მოდი თქვენ ეხლა ელენესთან ერთად ითამაშეთ, მე მანამდე წყალს გადავივლებ, მერე რაღაც საქმე მაქვს. იმას მოვაგვარებ და მერე ვერანდაზე ყავა მივირთვათ, -თქვა ქეთამ და დადებითი პასუხის მიღების შემდეგ კიბეს აუყვა.
***************************************
დათო ბარში იჯდა დასვავდა. აგერ უკვე მერამდენე საათი იყო რაც ფიქრობდა თუ რატომ მოიქცა ნინიკო ასე და მიზეზს მაინც ვერ მიმხვდარიყო. ეჭვი ღრღნიდა , ვაითუ ჩემი და ანანოს ამბავი გაიგოო, მაგრამ ამ აზრს თვითონვე უარყოფდა. გამორიცხული იყო ეს ვინმეს სცოდნოდა მისი და ანანოს გარდა. მაგრამ თუ არ იცოდა რატომ ახსენა ანანო ჯვრისწერის დროს?
-გამარჯობა. -მოესმა ზურგს უკან მამაკაცის ხმა. მოიხედა და მის წინ სანდრო იდგა
-გამარჯობა სანდრო, როგორ ხარ?
-მე კარგად მაგრამ შენ აშკარად არ ხარ კარგად. რა მოხდა თქვენს შორის? ასე რატომ მოიქცა ნინიკო?
-არ ვიცი სანდრო მართლა არ ვიცი. ყველა ერთი და იგივეს მეკითხება. უკვე დავიღალე ამაზე ფიქრით, თავი გამისკდა. როგორ მომაგენი?
-არ დაგავიწყდეს, რომ მე და შენ ბავშვობის მეგობრები ვართ და კარგად გიცნობ.
-არა სანდრო შენ მე არ მიცნობ კარგად. მაგრამ..
-მაგრამ ადამიანები ადრე თუ გვიან ყველაფერს პატიობენ და დარწმუნებული ვარ თქვენც შერიგდებით, -გაამხნევა მეგობარი სანდრომ
-იმედია, მაგრამ ამისთვის ჯერ უნდა გავიგო ნინიკო სად არის.
-მალე გამოჩნდება, ახლა კი გეყოფა დალევა და წამოდი. ანანო ძალიან ნერვიულობს შენზე, რამდენჯერმე დამირეკა ხომ არაფერი იცი დათოზეო.
-სანდრო რაღაც უნდა გითხრა მაგრამ დაიფიცე რომ არავის არაფერს ეტყვი?
-მითხარი,ოღონდ ჯერ აქედან წავიდეთ. გზაში მომიყევი, -სანდრომ ფული გადაიხადა და ბარიდან გავიდნენ..
**************************************************

- მოდი, მოდი ნახე რამდენი თოჯინები მყავს, ხელზე დაეჯაჯგურა ელენე ნინიკოს და გიორგის და კარადაზე ჩამწკრივებული თოჯინების წინ მიიყვანა , მერე სახელები ჩამოუთვალა.
-შენ ამის მამიკო იქნები შენ კი დედიკო და ერთად დააძინეთ, მე კი ჩემს ბაიას დავაძინებ. ისინი დაიბნენ, მერე კი იატაკზე დაჯდნენ მასთან ერთად და თამაში დაიწყეს
-მანამდე რომ საჭმელი არ უჭამიათ?-ჰკითხა ნინიკომ
-ჩემმა ბაიამ ჭამა, და ახლა დავაძინებ,თქვენ ცუდი დედიკო და მამიკო ხართ,-მოიღუშა ელენე და ლოგინზე დაჯდა
-ვგიჟდები ამ ბავშვის იდეებზე. ასეთი აზრები საიდან მოსდის თავში? ან ამდენი ენერგია საიდან აქვს, -თქვა გიორგიმ და გაიცინა
-არ ვიცი გიო მაგრამ ნამდვილი ანგელოზია და უკვე შემაყვარა თავი, -თქვა მან და მის გაოცებულ სახეს რომ წააწყდა ჰკითხა: -რა მოხდა ასე რატომ მიყურებ?
-ახლა რა დამიძახე? გიო? ესეგი უკვე მეგობრები ვართ ხომ? ძალიან გამიხარდება თუ სულ ასე მომმართავ. -უთხრა გიორგიმ
-დიახ, უკვე მეგობრები ვართ. -გაუცინა ნინიკომ
-იცი ძალიან ლამაზი ღიმილი გაქვს?ძალიან ლამაზი ხარ როცა იღიმები. -დასერიოზულდა ბიჭი
-კი ვიცი,-უპასუხა მან და საწოლზე მოთამაშე ნინიკოს გახედა.
-ეს ხმამაღალი განაცხადია,საკუთარ თავზე რომ ასე არ უნდა ილაპარაკოთ პატარა ქალბატონო არ იცით?-გაეცინა გიორგის
-მე პატარა არ ვარ და ასე ნუ მეძახი...ეწყინა -ხარ თან ძალიან პატარა ხარ.ჩემი პატარა...უცებ გიორგიმ სიტყვა გაწყვიტა და გაჩუმდა.
-აქ მოდით და თქვენი ბაიებიც დავაძინოთ, -დაუძახა ელენემ და უხერხული სიტუაცია უნებურად განმუხტა. ორივენი ერთდროულად წამოდგნენ, თავი ვერ შეიკავეს და შუბლებით ერთმანეთს შეეჯახნენ.
-ვაი, იყვირა ნინიკომ და მტკივან შუბლზე ხელი მოისვა
-ბოდიში, -უთხრა გიორგიმ. ამის დანახვაზე ელენემ გადაიხარხარა და საწოლზე ხტუნვა დაიწყო. მის შემხედვარეებსაც სიცილი აიტყდათ. მალე ელენე დაიღალა და თავის თოჯინებთან ერთად ჩაეძინა. ნინიკომ საბანი მიაფარა და ორივემ ჩუმად დატოვა ოთახი.
-საოცარი ბავშვია, უსაყვარლესი, მეც მინდა ასეთი შვილი მყავდეს, -თქვა ნინიკომ
-მერე რა პრობლემაა, დაურეკე დათოს და მოაგვარეთ თქვენი ურთიერთობა.
-ხომ გთხოვე დათო აღარ მიხსენო თქო, -გაბრაზდა ის. -მე არასოდეს დავბრუნდები მასთან. ნინიკო კიბეებზე დაეშვა. გიორგი მიხვდა რომ ეს არ უნდა ეთქვა და უკან გამოეკიდა. კიბის ბოლოში დაეწია, ხელი მკლავში ჩაავლო და თავისკენ მოატრიალა:
-აუუ, ნიინ მაპატიე გთხოოვ...
-ეს უკანასკნელი იყოს, მპირდები?
-კარგი გპირდები, -გიორგიმ ხელი გაუშვა ნინიკოს და სამზარეულოში გავიდნენ. ქეთას ყავა მოედუღებინა და მათ ელოდა. -ელენე სად არის? -ჰკითხა მათ, როცა მარტოები დაინახა
-დაიძინა, -უპასუხა გიორგიმ და ხელის დასაბანად გავიდა
-მოდი, ნინი დაჯექი, თან ვისაუბროთ მე და შენ ერთმანეთი ნორმალურად არც გაგვიცნია. იმ ღამეს ისე ცუდად იყავი, არც კი ვიცოდი რა მექნა.
-ესეგი იმ ღამეს შენ მომიარე? როგორ მცხვენია ,შეგაწუხე.
-არა უშავს, გიორგის იმ ღამეს საქმე გამოუჩნდა და მაშინვე უკან გაბრუნდა, როგორც კი მოგიყვანა. ძალიან ეჩქარებოდა,ვერც ამიხსნა ვინ იყავი. გამთენიისას დაბრუნდა და მაშინვე დაეძინა. მხოლოდ დილით მითხრა ყველაფერი.
-ესეგი იმ ღამეს გიორგი სახლში არ ყოფილა?-ჰკითხა ნინიკომ
-არა, ჩვენს კომპანიაში რაღაც ინციდენტი მოხდა და მუშები დაშავდნენ. საავადმყოფოში იყო მთელი ღამე, ყველას მიხედა და მკურნალობის ხარჯები აუნაზღაურა.
-რა კეთილშობილური საქციელია, ასეთები დღეს იშვიათად გამიგია.
-ჰო, ჩემი ძმა ნამდვილი ანგელოზია, სამწუხაროა რომ ის ამბავი შეემთხვა.
-რა ამბავი?-გაოცდა ნინიკო
-არაფერი ისეთი, ეს მისი საქმეა და მან უნდა გითხრას თუ საჭიროდ ჩათვალა. ბოდიში მე ვერ გეტყვი,არ გეწყინოს?
-კარგი,არ მწყენია არაფერი, გაუცინა მან,-მე კი მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო ყურადღებისთვის. გპირდები ამას გამოვასწორებ.
-არა ნინი შენ როგორ შეგაწუხებთ.
-გთხოვ.მომეცით ამის უფლება თორემ მარტო სახლში ვერ გავძლებ თუ რამე არ გავაკეთე.
-კარგი როგორც სტუმარი იტყვის ისე იყოს.. გაეცინა ქეთას.
********************************
დათომ კარი გააღო. ნამძინარევი სახე ჰქონდა. მის წინ ანანო იდგა.
-აქ რა გინდა?-ჰკითხა მან
-ასე მხვდები? მე შენზე ვნერვიულობ, რამდენიმე დღეა არ მინახიხარ, ბარიდან ბარში დადიხარ, ილეშები და ახლა მეუბნები აქ რა მინდა? -ეწყინა ანანოს
-მერედა ვინ გითხრა ინერვიულეო?-უსაყვედურა დათომ.
-შემომიშვებ? თუ ასე უნდა ვიდგე კარებში?
-შემოდი და კარი დახურე. უთხრა დათომ და ჭიქებში ვისკი დაასხა .ერთი ანანოს მიაწოდა, მაგრამ მან მაგიდაზე დადგა და საყვედურით ჰკითხა დათოს: -როგორ ხარ? რატომ არ დამირეკე? ახლა ამის დროა? რომ შენ გამებუტო?
-ანანო გაჩუმდი გთხოვ. თავი მისკდება ისედაც, -უთხრა დათომ
-გეყოფა ამდენი დალევა.ანანომ ჭიქა გამოართვა. -ყავას მოგიდუღებ. უნდა ვილაპარაკოთ
-სალაპარაკო არაფერი გვაქვს, ყავა კი მართლა კარგი იქნება.
- შენ მართლა ასეთი უნამუსო ხარ? მაშინ ხომ კარგად მელაპარაკებოდი შენს გამო ქმარს რომ ვუღალატე? სულელი ვარ, მაგრამ არა უშავს, მარტო მე არ მიღალატია, შენ მეგობარს უღალატე და არ შეგრჩება, ამას ადრე თუ გვიან გაიგებს ისიც და ნინიკოც, თუმცა..
-გაჩუმდი. -უყვირა დათომ. -შენი მორალის მოსმენის თავი ნამდვილად არ მაქვს.
-აი, დალიე შენ რომ გიყვარს ისეთი ყავაა.
-კიდევ კარგი ეს მაინც იცი რა მიყვარს,-უთხრა დათომ. -სანდროს შენ დაურეკე?
-კი, რომ ვერ გიპოვე სხვა გზა არ მქონდა. შემეშინდა. მე შენ მართლა მიყვარხარ.
-დავიჯერო? თუ ნინიკოზე შურის საძიებლად დაწექი ჩემთან?
-არა ასე არაა, ეს შენმა სიყვარულმა ჩამადენინა, თან რაღაც უნდა გითხრა, ძალიან სერიოზული რამ მოხდა დათო. უთხრა ანანომ,
-რა მოხდა?-უხალისოდ ჰკითხა მან.-კიდევ რაღა მოხდა?
-ორსულად ვარ. ორი დღის უკან გავიგე.
-რააა? რა თქვი დათო დაიბნა და ყავა გადასცდა.
-ჰო დათო შვილი გვეყოლება მალე.-ის გვერდით მიუჯდა და აკოცა. დათოს წინააღმდეგობა არ გაუწევია, ისიც მაშინვე დაჰყვა გოგოს ნებას.თან ბოლომდე ჯერ ვერ გაიაზრა მისი ნათქვამი და აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო ისე აღმოჩნდა ანანოსთან ერთად საწოლში.
***********************************

ნინიკო ბაღში იჯდა და ფიქრებს მისცემოდა.გაზაფხულის გრილი ნიავი ძალიან ესიამოვნა.
„-დათო ხომ იცი რომ წასვლა არ მინდა, მაგრამ უნდა წავიდე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი კარიერისთვის. იცოდე იქაც სულ შენზე ვიფიქრებ და სულ მეყვარები.
-მეც სულ შენზე ვიფიქრებ, დამიჯერე დაგელოდები. ძალიან მიყვარხარ
-მალე გაივლის ეს ერთი წელი. დამიჯერე მალე დავბრუნდები.
-ნინი რაღაც უნდა გითხრა. -დათოს ხმა გაუწყდა, მერე კი მორიდებით ჰკითხა: -ცოლად გამომყვები? ნინიკოს ბეჭედმა თვალი მოსჭრა და დააბნია, მერე კი დათოს მოეხვია და უთხრა:
-თანახმა ვარფიქრებიდან გიორგის ხმამ გამოიყვანა. -აქ რას აკეთებ? არ გცივა?
-რა ვიცი, უცებ მარტო ყოფნა მომინდა, რომ ამ ყველაფერზე დავფიქრებულიყავი. შენ როდის დაბრუნდი სამსახურიდან?- გიორგი გვერდით მიუჯდა
-ახლახანს. მოდი გინდა ვილაპარაკოთ და უფრო მოგეშვება,-უთხრა მან,-მითხარი რაც გაწუხებს. რა მოხდა ქორწილში? რატომ ხარ ახლა აქ და არა დათოსთან?
-მე მართლა არ ვიცი რატომ ვარ ახლა აქ, ნინიკო ჯერ გაჩუმდა, მერე კი მოყოლა დაიწყო,
-ქორწილამდე ერთი საათით ადრე ფოტოები გამომიგზავნეს, სადაც დათო ჩემს დაქალთან მღალატობდა.არ ვიცი ეს რა გრძნობა იყო, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. თეკლას ვთხოვე დახმარება.ნივთები ჩავალაგე,ფული გამოვართვი და ჩემი მანქანა ეკლესიიის ეზოში დამახვედრა. ჯვრისწერა იყო დაწყებული როცა გამოვიქეცი იქიდან. საქვეყნოდ გავლანძღე დათო და საქვეყნოდ შევარცხვინე უარით. ეს ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა იყო წამოსასვლელად. არ ვიცი იქ როდის დავბრუნდები, მგონია რომ ყველამ ყველაფერი იცოდა ჩემს გარდა და მეზიზღება იქურობა. თან რომ დავბრუნდე ვიცი დედაჩემიც არ მაპატიებს.
-მოიცა, შენ რა აეროპორტში საქორწინო კაბით მიხვედი?-გაეღიმა ბიჭს
-კი, მერე ხალხმა რომ ისე დამიწყო ყურება როგორც გიჟს, გამოვიცვალე ტანსაცმელი და თვითმფრინავში ავედი.მერე კი შენც შეგხვდი.
გიორგი ჩუმად უსმენდა,მანაც მოიწყინა:
-ძალიან ვწუხვარ რომ შენც ღალატის მსხვერპლი გახდი.
-ასე რატომ განიცადე? ნუთუ შენც..
-ჰოო, მეც მიღალატეს.მეც ასე ვიყავი როცა მეუღლემ მიმატოვა,-გიორგის ხმაში წყენა გამოერია.
-შენ დაქორწინებული იყავი? მართლა გამაკვირვე.
- სამი წლის უკან. ერთად ორი თვე ვიყავით,მერე უცებ გაქრა, არაფერი აუხსნია. მეორე დღეს გავიგე რომ სამკაულები და ფულის ნაწილიც წაიღო. თავიდან ისე გავბრაზდი პოლიციაში დარეკვას ვაპირებდი, მაგრამ მერე ქეთამ გადამაფიქრებინა. მისი ძებნა არ დამიწყია. არ მინდოდა გული უფრო მეტად მტკენოდა, მაგრამ მაინც ვერ ავცდი ამას, ქეთას წამოსცდა რომ დაინახა როგორ მღალატობდა და ისიც გავარკვიე რომ იმ ღამეს მამაკაცთან ერთად გაემგზავრა.
-შენ მგონი ჩემზე უარეს მდგომარეობაში ხარ? სასაცილოა ეს ყველაფერი
-არ ვიცი ოდესმე ვინმე თუ შეძლებს ამ იარის მოშუშებას. ამიტომ ახლა რასაც გრძნობ მაგას ჩემზე კარგად ვერავინ მიგიხდება. -ნინიკო გაოგნებული ჩუმად უსმენდა გიორგის.
-მე ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთი ტრაგიკული სიყვარულის ამბავი თუ გექნებოდა
-არა უშავს, ეტყობა კარგად ვთამაშობ ბედნიერი კაცის როლს. -გაეცინა გიორგის

რამდენიმე დღე ისე გავიდა რომ ნინიკოს ქალაქში არ დაურეკია. თეკლა და გოგი ძალიან ანერვიულდნენ. მარინა ცალკე ცხარობდა შვილზე
-შენი ბრალია.შენ გაატუტუცე და გაათამამე. -დაუწყო ჩხუბი გოგის
-დილიდანვე ნუ ილანძღები და გვაცადე მე და თეკლას მშვიდად საუზმობა, შენ თუ არ გინდა,-მშვიდად უპასუხა გოგიმ -დარეკავს აბა რას იზავს?
-შენ შვილს ყოველთვის იმ ქალთან ყოფნა გერჩივნა, -ხმას აუწია მარინამ. თეკლას შერცხვა და ბოდიშის მოხდით იქაურობა დატოვა.
-რა გააკეთე ხვდები? ბავშვს საუზმე არ დაასრულებინე. გეყოფა დამშვიდდი.
-ყველაფერში მე ვარ მტყუანი ხომ? იქნებ ისიც მითხრა რომ იმ ქალთან არ ყოფილხარ?
-მარინა გაჩუმდი, -მოთმინების ფიალა აევსო გოგის, -მე შენთვის არასოდეს მიღალატია. ყოველთვის შენი და ოჯახის ერთგული ვიყავი, მაგრამ ეს შენ ვერ დაგანახე. უმადური ხარ. მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდი. ყოველთვის ხალხის აზრი გაინტერესებდა, კარგად ჩაცმის და წვეულებებზე სიარულის გარდა არაფერი გაინტერესებდა. ეს შენ გეკიდა ფეხებზე ოჯახიც და შვილიც. განა შენ არ იყავი რომ შვილს სხვასთან ტოვებდი და წვეულებაზე გარბოდი. იმ შენ გადაპრანჭულ დაქალებს რომ არ სწყენოდათ. განა შენ არ ურჩევდი ნინიკოს დათოს ცოლად გაყოლას? პატარაობიდანვე ამას ჩასჩიჩინებდი ბავშვს. იმის მაგივრად რომ მისთვის გერჩია კარგად ესწავლა. კიდევ კარგი ნინიკოს ამაზე პრობლემა არ ჰქონია და სწავლა უყვარდა.შენ გაგერიდა მაშინაც იმიტომ წავიდა ლონდონში,შენი უაზრი და უადგილო ისტერიკები ვეღარ აიტანა.ახლა კი გაჩუმდი და მორჩი საყვედურებს
-აჰაა, კიდევ მე ვარ დამნაშავე? შენ? შენ სად იყავი ამ დროს? შენ ზრუნავდი მასზე?
-შენ ისიც კი არ იცი, რომ ნინიკოს სკოლაში კრებებზე მე დავდიოდი. არც ის იცი დარწმუნებული ვარ რომ ნინიკო მე მირეკავდა სახლში მარტო რომ რჩებოდა და მეც შინ გამოვრბოდი. როცა შენ მოდიოდი მე მაშინ იმიტომ მივდიოდი,რომ ღამე დამესრულებინა ის საქმე რაც დღისით ვერ მოვასწარი, იმიტომ რომ ჩემი ძვირფასი მეუღლე წვეულებებზე ერთობოდა, მე კი შინ ვიყავი რომ შვილი მარტო არ ყოფილიყო.
-არ მჯერა, ვიცი რომ იმ ქალთან გარბოდი, -არ ჩუმდებოდა მარინა, -ნუ ცრუობ, ვიცი რომ სხვა გყავდა, მე შენ არასოდეს გიყვარდი. განა არ ვიცი ჩემზე ფულის გამო დაქორწინდი.
-თუ მართლა იმ ქალთან მივდიოდი,როგორც შენ ამბობ რატომ ერთხელ მაინც ვერ დამიმტკიცე?იცი რას ვნანობ?ვნანობ რომ ჩემი ცხოვრების ოცდასამი წელი დავკარგე შენთან და ჩემი ბედნიერება დავკარგე. არადა მართლა მიყვარდი. ფული კი ჩემს ოჯახს არასოდეს აკლდა. კარგად დაიმახსოვრე ეს. არც მანამდე სანამ ცოლად მოგიყვანდი და არც მას შემდეგ,- გოგიმ სუფრა დატოვა და კარი გაიჯახუნა........დილით ნინიკომ თვალი რომ გაახილა მის საწოლთან ელენე დაინახა. იდაყვებით საწოლის კიდეს დაყრდნობოდა, ხელები ლოყებზე დაეწყო და ნინიკოს თვალს არ აშორებდა. რომ დაინახა მას გაეღვიძა, გაეცინა და სიხარულისგან შეჰყვირა. მის დანახვაზე ნინიკოსაც გაეღიმა
-აქ რა გინდა პატარა?-ჰკითხა მან და საწოლში ჩაიწვინა
-შენ გიყურებდი, შენთან თამაში ძალიან მომეწონა. კიდევ მეთამაშები?
-შე ეშმაკო აუცილებლად გეთამაშები,- უთხრა ნინიკომ და ლოყები დაუკოცნა, მერე ღუტუნი დაუწყო
-გაჩერდი, გთხოოვ, გაჩერდი, -ხითხითებდა ელენე და თავის დაღწევას ცდილობდა.
-თქვენ რა დღეში ხართ?-ოთახში ქეთა შემოვიდა
-არ გამიბრაზდე დეე, მე არ გამიღვიძებია, -ელენეს ისეთი სახე ჰქონდა, რომ ქეთამ ვერ გაუძლო და გაეცინა. მერე ელენე ხელში აიყვანა და მაგრად ჩაიხუტა.
-ჩემი პატარა, ჩემი ლამაზი გოგო. დეე მოგწონს ნინიკოსთან ყოფნა?
-ძალიან,ჩვენთან ხომ დარჩება?
-არ ვიცი, ეგ შენ თვითონ უნდა ჰკითხო,-უთხრა ქეთამ
-ნინიკო დარჩები ჩვენთან?-ჰკითხა ელენემ
-კი ,ცოტა ხნით დავრჩები, შენთვის პატარა პრინცესა,-გაუღიმა ნინიკომ
-აბა ახლა გაიქეცი შენს ოთახში, მეც მოვალ გამოვიცვალოთ და მერე ვისაუზმოთ, -უთხრა შვილს ქეთამ, მერე კი ნინიკოს მიუბრუნდა: -გემრიელი საუზმე მოვამზადე, მალე ჩამოდი გელოდები, არ მინდა მარტო ვისაუზმო, გიორგიც ადრე წავიდა, სასწრაფო საქმე გამოუჩნდა
-ახლავე ჩამოვალ,-უპასუხა ნინიკომ და გაუღიმა........
****************************
თეკლა სამსახურიდან შესვენებაზე გამოვიდა და იქვე მდებარე კაფეში შევიდა. ყავა და ფუნთუშა შეუკვეთა და სანამ ოფიციანტი მიუტანდა, მისკენ მიმავალი სანდრო დაინახა.
-გამარჯობა თეკლა, როგორ ხარ?
-კარგად სანდრო შენ? დაჯექი, ყავას ხომ მიირთმევ?
-აუცილებლად, მადლობა, თან შენთან ერთად სიამოვნებით.
ისინი სუფრას მიუსხდნენ და ოფიციანტს კიდევ ერთი ყავის მოტანა სთხოვეს.
-აბა აქ როგორ მოხვდი?-ჰკითხა თეკლამ
-შენთან მოვედი, არ შეიძლება? ბოლოსდაბოლოს ბავშვობის მეგობრები ვართ.
-ჰმ, ბავშვობის მეგობრები? სამწუხაროა ,რომ ჩვენი სამეგობრო ვიღაცეების უსინდისობის გამო ასე უნდა დაიშალოს, უფრო სწორად დაიშალა უკვე,-თქვა თეკლამ
-ვიცი, მაგრამ ჩვენ ხომ შეგვიძლია ისევ გავაგრძელოთ მეგობრობა?
-ჩვენ კი,-გაუღიმა თეკლამ.-უცნაურია ცხოვრება, ადამიანებიც საკმაოდ საინტერესო პიროვნებები არიან, ვინ როდის გიღალატებს ვერ გაიგებ,
-გეთანხმები, მიკვირს როგორ შიძლება უღალატო, მითუმეტეს საყვარელ ადამიანს,
-სანდრო, ასე რატომ ლაპარაკობ?
-როგორ ასე? ჩვეულებრივად ვლაპარაკობ,-გაუკვირდა მას
-შენ იცი რატომ ჩაშალა ნინიკომ ქორწილი?
-არა საიდან უნდა ვიცოდე. შენ იცი?-კითხვითვე უპასუხა სანდრომ
-კი ვიცი, მაგრამ გთხოვ ნუ მეტყვი რომ გითხრა.
-არ ვიცი ნინიკომ რატომ ჩაშალა ქორწილი, მაგრამ დათო რომ უნამუსოდ მოიქცა ეგ ვიცი, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ის ჩემი მეგობარია და მე მის გაკიცხვას არ ვაპირებ,ეს ჩემი გადასწყვეტი არაა. მე ვერავის განვსჯი.
-აჰა, ესეგი ორივეს გვცოდნია მიზეზი, სწორედ ეგ გაიგო ნინიკომ, ოღონდ გთხოვ დათოს არ უთხრა, ნინიკო რომ ჩამოვა თვითონ ეტყვის და მათ გაარკვიონ. მათი პირადი საქმეა.
-მე არაფრის თქმას არ ვაპირებ თეკლა, მე აქ უბრალოდ შენს სანახავად ვარ.
-მადლობა, დავივიწყოთ ყველა და ყველაფერი და უბრალოდ ყავა მივირთვათ,-უთხრა თეკლამ.

ნინიკო და ქეთა აუზთან ისხდნენ და წვენს მიირთმევდნენ, ელენე იქვე თამაშობდა
-ძალიან საყვარელია,-უთხრა ნინიკომ
-ჰო,ძალიან მიყვარს, ცუდია რომ მამამისი ვერ მოესწრო მის დაბადებას. შვიდი თვის ორსული ვიყავი რომ დაიღუპა და მარტო დავრჩი.
-ვწუხვარ რომ გაგახსენე,-შეწუხდა ნინიკო
-არა უშავს, უკვე ვისწავლე ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება. იმ დღეს გიორგი და ანდრო მშენებლობაზე იყვნენ. შენობის ერთი მხარე ჩამოინგრა და ნანგრევების ქვეშ მოყვნენ. ადგილზევე დაიღუპა, გიორგი მძიმედ იყო, ჯერ კომაში ჩავარდა, მერე რომ გამოვიდა იქიდან ფეხზე სიარული უჭირდა.ლამის ამ ამბავს გადავყევი, მაგრამ ელენემ მომცა ძალა რომ მეცოცხლა, მას ვერ გავწირავდი. მერე გიორგიც გამოჯანმრთელდა და კომპანიაში დაბრუნდა. მშობლებს ჩემი გერმანიაში წამოყვანა უნდოდათ, მაგრამ გიორგიმ არ გამიშვა. ანდროს წილი ჩემზე გადმოაფორმა და ელენე რომ წამოიზარდა სამუშაოდ წამიყვანა. ასე გავაგრძელეთ ცხოვრება თბილისში.ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგა, მაგრამ მერე ის გოგო გამოჩნდა, სადღაც პროვინციის ქალაქში გაიცნო თავის მეგობართან, თავგზა აურია, გასაქანი აღარ მისცა და ცოლად გამოჰყვა. ერთად ორი თვე იყვნენ, მერე კი გიორგის მისივე მეგობართან უღალატა, ფული და სამკაულები წაიღო და გაიქცა. ამჯერად მე მომიხდა გიორგის დეპრესიიდან გამოყვანა. მას მერე ამ სახლში გადმოვედით. აქ მშვიდად ვართ. არავინ გვაწუხებს. არც მსახურები გვყავს. კვირაში ორჯერ შემოივლის მხოლოდ ერთი ქალი და ალაგებს აქაურობას. თვითონ ვანუგეშებთ საკუთარ თავებს და ერთმენეთსაც,-თხრობა დაასრულა ქეთამ. პროვინციის ხსენებაზე ნინიკოს გულმა რეჩხი უყო, მაგრამ რატომ ვერ მიხვდა.
-ძალიან სამწუხარო ამბავია,-შეწუხდა ნინიკო
-შენ რა შეგემთხვა არ მეტყვი?-ჰკითხა ქეთამ
-მეც მიღალატეს,-დაიწყო ნინიკომ და ყველაფერი მოუყვა ქეთას: -თვითმფრინავში კი გიორგი შემხვდა და ასე აღმოვჩნდი აქ, -გაეცინა ბოლოს
-იცი,ეს დღეები რაც შენ აქ ხარ ჩემი ძმა ძალიან შეიცვალა. საქმეს გულს ვეღარ უდებს. სულ სახლში უნდა ყოფნა. ასე მაშინაც არ ყოფილა,როცა ის გოგო უყვარდა . მგონი რომ მის გულში რაღაც ხდება, ეს კი შენი დამსახურებაა,-გაეცინა ქეთას
-იცი მე არ მინდა, რომ გიორგის რამის იმედი მიეცეს. -დაიბნა ნინიკო
-არ ვიცი რას გრძნობს ის ან შენ, მაგრამ ხომ შეიძლება ეს თქვენი შანსი იყოს ,რომელიც ცხოვრებამ და ღმერთმა მოგცათ? იქნებ დაფიქრდეთ ამაზე
-არ ვიცი ქეთა, ვერაფერს გეტყვი, მე ძალიან დიდი ტკივილი მომაყენეს,
-მაგრამ შენ ცოცხალი ხარ და ისიც ცოცხალია, ანდროსგან განსხვავებით, მიუხედავად ამისა მე ისევ ვაგრძელებ ცხოვრებას და მჯერა რომ ჩემს ბედნიერებას მეც ვიპოვი. რაც შეეხება გიორგის, შენ მას ჯერ კარგად არ იცნობ. მას თუ ვინმე შეუყვარდა, ყველაფერს გააკეთებს სიყვარულისთვის.
ქეთას კიდევ რაღაც უნდა ეთქვა მაგრამ გიორგი გამოჩნდა ყვავილებით ხელში
-ეს ყვავილები ორ ულამაზეს ქალბატონს.
-მადლობა,-უთხრა ქეთამ
-რატომ შეწუხდი?-დაიმორცხვა ნინიკომ და მადლობა მოუხადა
-ეს ჩემთვის არაფერია და არც შევწუხებულვარ,-უთხრა და ელენეს დაუძახა, რომელიც აუზის პირას თამაშობდა. მანაც მაშინვე მოირბინა.
-ეს თოჯინა შენ ჩემო პრინცესა,-უთხრა გიორგიმ და დისშვილს აკოცა
-რა ლამაზია, დიდი მადლობა ბიძია, -ელენემ კისერზე შემოხვია ბიძას თავის პატარა ხელები
-ადრე დაბრუნდი, -თქვა ნინიკომ
-თქვენთან ყოფნა მინდოდა და იმიტომ, -უპასუხა მან და ელენესთან ერთად დაიწყო თამაში. ნინიკო უყურებდა გიორგის და მისდა უნებურად დათოს შეადარა. უცებ ორი სრულიად ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანი დაინახა. გიორგი მას არ გავდა და იგრძნო რომ ამ ბიჭმა რაღაცნაირად მიიზიდა და გულში , სადღაც ღრმად სიხარულისმაგვარი იგრძნო
-ნინიი,ნინიკოო, ნინ, ნუ მაშინებ? ხმა გამეცი, -ხელის შეხებამ გამოაფხიზლა. რომ მოიხედა მის გვერდით გიორგი იჯდა. ელენე და ქეთა არსად ჩანდნენ
-რა დაგემართა? როგორ შემაშინე.-გიორგის სახეზე შიში ეტყობოდა.
-შეგაშინე? რა მოხდა?-ვერ მიხვდა უცებ ნინი ვერაფერს
-რა და ჩაფიქრდი და რამდენიმე წუთი ხმას არ იღებდი. გაითიშე ყველაფრისგან
-მაპატიე, უცებ რაღაცეები გამახსენდა.
-რაღაცეები თუ ვიღაცეები? სხვათა შორის დღეს დათომ დამირეკა.ძალიან ნერვიულობს შენზე
-შენ ხომ არაფერი გითქვამს? არ უთხრა გთხოოვ. -მუდარით უთხრა ნინიკომ
-არა არაფერი, მე ხომ დაგპირდი.
-გიორგი დათო როგორ გაიცანი? მე და ის ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს და ქალაქში არ მახსოვხარ. არასოდეს მინახიხარ.
-ჩვენ ერთმენეთი რამდენიმე წლის უკან გავიცანით ეგვიპტეში. დათო მეგობრებთან ერთად იყო ჩამოსული. დასასვენებლად ვიყავი. სასტუმროში რომ ვვახშმობდი, უცებ ქართულად საუბარი შემომესმა და მაშინვე გამოველაპარაკე. მოკლედ ერთმანეთს კარგად გავუგეთ.მერე თქვენს ქალაქში დამპატიჟა, იქიდან რომ დავბრუნდი გეწვიეთ კიდეც, მაგრამ შენი გაცნობა ვერ მოვახერხე. იქ არ იყავი.
-ჰო, მაშინ ლონდონში ვიყავი. კონკურსში გავიმარჯვე და უნივერსიტეტიდან გამაგზავნეს ერთი წელი იქ ვცხოვრობდი,-გააწყვეტინა ნინიკომ
-ვიცი დათომ მითხრა, კიდევ ვაპირებდი თქვენს ქალაქში ჩამოსვლას, მაგრამ ჩემი ყოფილი მეუღლის მიერ დატრიალებული ამბების გამო ეს ვეღარ მოვახერხე.
ორივენი ფიქრს მიეცნენ და რამდენიმე წუთს ჩუმად იყვნენ. მთვარიანი ღამეც ეხმარებოდათ ამაში. ორივე თავის სადარდებელს მისცემოდა და ცდილობდნენ დარდს გამკლავებოდნენ
-ცივა, -თქვა ნინიკომ. გიორგიმ თავის პიჯაკი მოახურა და ხელი მოხვია მხარზე. ნინიკომ თავიდან იუხერხულა, მერე კი თვალები დახუჭა და ინსტიქტურად მიეხუტა ისიც.
-ნიიი, ძალიან საყვარელი ხარ. პატარა, სულელი გოგო,რომელიც მოატყუეს და რომელიც მინდა რომ დავიცვა და ვიზრუნო მასზე,-თქვა გიორგიმ
-გაჩუმდი გთხოოვ,-გააწყვეტინა მან -წავიდეთ დავიძინოთ გვიანია. ნინიკო ადგა და სახლისკენ წავიდა
-კარგი როგორც გინდა, -ჩაილაპარაკა გიორგიმ და უკან გაეკიდა.



№1 წევრი დარინა

რაღაც მგონია რომ გიორგის ცოლმა დათოსთან უღალატაა, გიორგი ისეთი საყვარელია, მომწონს ნინიკოზე რომ ზრუნავს. იმედია ჩემი ბიჭი აღარ დაიტანჯებააა.

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

დარინა
რაღაც მგონია რომ გიორგის ცოლმა დათოსთან უღალატაა, გიორგი ისეთი საყვარელია, მომწონს ნინიკოზე რომ ზრუნავს. იმედია ჩემი ბიჭი აღარ დაიტანჯებააა.

და იმედია მისი ცოლი ანანო არ იყო, მაგრამ მაშინ ხომ ეცოდინებოდა გიორგი ნინის? ძალიან საინტერესოა და ველი ახალ თავს
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent