ქეთა... გიყვარვარ? (თავი 25)
ქეთამ მაინც ვერ გადაწყვიტა ეკითხა თუ არა კოტესთვის მის წარსულზე. ელენეზე ფიქრიც აწუხებდა. 1-2თვე ამ ყველაფერს ინახავდა ყველაფერს. კიდე იყო ერთი რამ საეჭვო, მაღაზიაში როდესაც რაღაცაეებს ყიდულობდა ერთი ბავშვი დაინახა რომელიც კოტეს გავდა ძალიან. -პატარა დაიკარგე?-თბილი ხმით ჰკითხა ქეთამ ბავშვს. ის ალბათ 2წლის იქნებოდა. ამ დროს ელენე გამოიქცა და ბავშვი აიყვანა ხელში. -აღარ შემაშინო ესე სანდრო!... უი ქეთა? გაიცანი ეს სანდროა. კოტეს შვილი. -მოიცა... რაა... რაა? -ხო, კოტეს შვილი. ოღონდ მაგან არ იცის არ უთხრა. -რეებს ბოდავ ბავშვს ორი წელი უმალავდი? -ნუ ხო. ეტყვი? -მე... -ხო შენ. შენ აგირჩია და მე და ბავშვი დაგვტოვა და ამ ყველაფრის შესახებ იცოდა. ბოლო წვეთი იყო, ქეთას ამოსხა და გიჟივით გავარდა მაღაზიიდან. სახლში სანამ კოტე არ იყო დაავლო ჩანთას ხელი და წავიდა მცხეთაში, მამამისის აგარაკზე. სახლი ჩაკეტა, გარეთ არაფარი არ გაუტანია, არც სკამები, არც მაგიდები თორემ ვინმე მიხვდებოდა რომ ქეთა ჩავიდა და ეს მას არ აწყობდა. ტელეფონი გამორთული ჰქონდა. 10დღეში ელოდებოდნენ ბავშვს და ესე სულელურად მოიქცა და გაიქცა სახლიდან. ნინას ბავშვი ორი თვის იყო, უკვე მონათლული ყავდათ. მიშკა და ანდრია იყვნენ მისი ნათლიები. გეგა კი კოტეს ბავშვის ნათლიობას აპირებდა. ეთოც ქეთას ბავშვის ნათლია უნდა ყოფილიყო. ქეთა ორი კვირა ვერავინ ვერ იპოვა სანამ საავადმყოფოში არ მივიდა როდესაც მშობიარობა დაეწყო. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ბიჭი დაებადათ. ბავში შემოწმებაზე ყავდათ გაყვანილი, ხოლო ქეთა კი ისვენებდა პალატაში. ცოტახანში კოტე შემოვიდა. -ნელა გიმუშავია. -სად იყავი?-სერიოზული ხმით ჰკითხა კოტემ. -ბავშვი დაგებადა არ გიხარია?-სუსტი ხმით უპასუხა ქეთამ. -სად იყავი თქო? -შენთვის რა მნიშვნელობა აქვს. -მეტყვი რაზე გაბრაზდი? -არაფერზე. -თუ არაფერზე აბა რას მერჩი? -არაფერს. -აბა რაღატო წახვედი?!!! -კარგი.. ელენე ვნახე შენი შვილით. სანდრო რო ქვია. -არა. რეებს ბოდავ? -არაფერს არ ვბოდავ. 2წლისაა... -ქეთა-კოტეს სიცილ აუტყდა და ვეღარ გაჩერდა-მე და ელენეს ბავშვი ვერ გვეყოლებოდა. 3წელი ვიყავით ერთად და ორსულად ჯერ არ ყოფილა-ახარხარდა კოტე. -რატო დამცინი? -ქეთა იმიტო რო პირველ რიგში ყველაფერი მე უნდა მკითხო გესმის? -მესმის. -მე უნდა მითხრა. -გავიგე. -არ მენდობი? -გენდობი. ეხლა გენდობი. -ნარკოტიკებზე გინდა მკითხო. არა არ ვეწევი. შენამდე ვეწეოდი და ელენეს რო დავშორდი დავანებე. -კარგი. -ბავშვი სადაა ქეთა? -შემოწმებაზე ყავთ. -მალე მოიყვანენ?-გახარებული კოტე ბოლთას სცემდა ოთახში. -კი.. აი ისიც ექთანმა საყვარელი, ცისფერთვალება, ოდნავ ქერა ბავშვი შემოიყვანა. კოტემ მაშინვე ხელში აიყვანა. -მამას ცხოვრება. რა საყვარელი ხარ მა... რა დავარქვათ ქეთ? -რავი ნიკა? -ნიკა. ნიკოლოზი. -კაი სახელია. -მეც მომწონს. ნიკოლოზი. -ნიკა თქო. -ნიკოლოზი. -ნიკა. -ორივე. -კაი-ქეთამ კოტეს აკოცა ცოტახანში გიორგი და ნინამ ლამის კარი შემოანგრიეს ისე შემოვიდნენ და ქეთას ჩაეხუტნენ. -ქეეეთ გილოცავთ. -სად იყავი გოგო ამდენი ხანი?-ჰკითხა გიორგიმ და მერე კოტეს მიუბრუნდა-რა დაარქვით? -ნიკოლოზი. ცოტახანში კარი გაიღო და სანდრო და ლუკა შემოვიდნენ. -არ არსებოოოოობს!!-სიხარულისგან შეჰკივლა ქეთამ-სანდრო და ლუკაც ჩაეხუტნენ. -არსებობს. ჩვენ ესე ადვილად ვერ მოგვიშორებ-გაეღიმა სანდროს -რა დაარქვით ქეთ? -ნიკოლოზი. -შამპანური არ გავხსნათ?-იკითხა ლუკამ. -შენ ხო სუ ეგ გინდა.-გაუბრაზდა სანდრო -გავხსნათ-ერთხმად თქვეს კოტემ და გიორგიმ შამპანური გახსნეს და აღნიშნეს ყველამ პალატის გარეთ. კოტე იჯდა შიგნით ბავშვთან და ქეთასთან ერთად. -რას აპირებ უნივერსიტეტზე? -არ ვიცი. 1კვირაში დავბრუნდები. -ბევრს არ გამოტოვებ? -არა მგონია. არა. -კაი. ნიკოლოზს ძიძა ავუყვანოთ? -არა, მოვიფიქრე. დილაობით დავუშვათ ბაგა-ბაღში ჩავაბაროთ. -ქეთა ახალდაბადებულია გაგიჟდი? -ხო... ყველა ვარიანტში 4თვე მიწევს მაშინ უნივერსიტეტის გაცდენა. მარა შემილია დავუშვათ, ლექციებზე ისე ვიარო რო ბავშვის დაძინება-გაღვიძებაზე მოვასწრო რო ვაჭამო. -ჩვეულებრივ რძის ბოთლითაც შეძლებს ძიძა მის გამოკვებას. -ხო... ალბათ. ძიძის ფული გვაქ? -სამსახური ორივეს გვაქ. -ეგეც მართალია. გავქაჩავთ. -როდის გამოგწერენ? -ზეგ უკვე გამომიშვებენ, ან მაზეგ. -ექიმმა სუსტადააო. საშინლად გამხდარი ხარ ქეთა. -ვიცი, სახეზე ძვლები მიჩანს. ძნელად გადავიტანე. -მე რო შენთან ერთად არ ვიყავი?-თავი დახარა კოტემ რადგან ცრემლი მოერია, ქეთას ამ ყველაფრის გადატანა მარტოს რომ მოუწია. -შენი ბრალი არაა-ოდნავ წამოწევა სცადა ქეთამ მაგრამ ტკივილისგან სახე შეეჭმუხნა და გაჩერდა. უბრალოდ ხელით, თავი ზემოთ ააწევინა კოტეს-გესმის? -მესმის. ერთი სული მაქვს როდის მიგიყვანთ სახლში. -აუ კოტე. რა ხმაურია მეც მინდა იქ. -არ შეილება შენთვის ადგომა, მაგრამ მე იდეა მაქვს-კოტე გავიდა და ტორტი შემოიტანა გორგოლაჭებიანი ექთნის მაგიდით. იქ წვენები და ჩაიც იდგა. -აბა? თუ ქეთა ვერ მივა ფართიზე, ფართი მივა ქეთისთან-კოტემ შუქი ჩააქრო და ხმადაბლა ჩართო მუსიკა ისე რომ ბავშვს არ გაღვიძებოდა. მერე ერთად დაიწყეს ჭამა და ღამე ათასი თამაში ითამაშეს, ბოლოს როცა დაიღალნენ ჩაეძინათ. ხმაურიც მალევე მიწყდა და ყველა სახლში წავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.