შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი მოწმე (თავი 12)


21-05-2018, 10:29
ავტორი naattii
ნანახია 1 969

-კარგია რომ ცოცხალი ხარ ლილია_დაშავებულ ადგილებს უთვალიერებდა დაჩი და ამაოდ ცდილობდა შეკრული ხელის გახსნას.
-ხო, ჯერ-ჯერობით ვარ, კარგად ხარ? სისხლი მოგდის.
-არაფერია, უბრალოდ კანია გასერილი.
-ამხელა გამომძიებელი კაცი როგორ დაგიჭირეს, შენ რა ჩხუბი სულ არ იცი?
-მოგკლავს ამდენი ფილმის ყურება, ქუთაისში მომუშავე გამომძიებელი ვარ და არა ნინძა. რა თქმა უნდა შებვებრძოლე, მაგრამ ფილმისგან განსხვავებით რეალურ ცხოვრებაში ცალ ცალკე არ მოდიან რომ დაგიჭირონ, ექვსივე ერთად გეხვევა და ყველგან გირტყამენ.
-კარგი, მაპატიე, ვნერვიულობ და მემგონი უკვე არაადეკვატური რეაქცია მაქ. თავი როგორ გავითავისუფლოთ?_დაჩის თვალების გადატრიალება არ შეიმჩნია და ჯიქურ მიაშტერდა.
-ოღონდ ახლა არ მომთხოვო ფეხსაცმლის ქუსლში დამალული დანა ამოიღეო თორე...
-ხო კარგი რაიყო, ისე მართლა არ გაქვს?
-ლილიაა.
-მაპატიე.
-კარგი სანამ შემოსულან, მე გამომიყენებენ რომ ხმა ამოგაღებიონ, არავითარ შემთხვევაში კარგად მომისმინე, იარაღიც რომ დამადონ, გამფატრონ, არ ვიცი რაცარუნდა ქნან არც კი გაბედო და ხმა ამოიღო გასაგებია? მენდე და დროის გაყვანაში დამეხმარე.
-ოჰ, ორივე გონზე ყოფილხართ, ესეიგი მოლაპარაკებებსაც გამართავდით. მოკლედ ჩემი თავს და საზღვარგარეთ გადახვეწას, თქვენი დახოცვა მირჩევნია, ამიტომ გეფიცებით არ დაგინდობთ თუ პასუხებს არ გაგვცემთ, დაჩი თუარ გინდა ერთმანეთს დაგაკლათ მომიყევი საქმეზე რა იცით.
-კერძოდ რა გაინტერესებს? ბარათზე ინფორმაცია არ მაქვს._დაჩის უხეშობით გამწარებულმა ლილიაზე იყარა ჯავრი და ამჯერად მარცხენა ლოყა აეწვა გოგოს და ტუჩიდან წამოსულმა სისხლმაც არ დააყოვნა.
-_ღმუილით ახტა სკამზე დაჩი და ვინ იცის მერამდენედ დაეჯაჯგურა თოკს._გოგოს თავი დაანებე, ხომ იცი თავის თავს დიდად არ აფასებს, თუ გინდა რამე ათქმევინო ჩემით დაემუქრე_ლილიას აბრჭყვიალებულ თვალებს ყურადღება არ მიაქცია და ლამის მუდარით ახედა მურთაზს.
-ოჰოოჰ, რას მოვესწარით, თვით დაჩი გვემუდარება. ლილია, კიდევ ერთხელ სად არის ბარათი_ისეთი ხმით დაიგრგვინა ლილიაც კი შეხტა. ტირილამდე მისულმა გადააქნია თავი და ნატკენი ტუჩი მოიკვნიტა, მიხვდა ამ პასუხით დაჩის განაჩენი გამოიტანა. პირველი მუშტი მუცელში მოხვდა, ხმაც კი არ ამოუღია ბიჭს, ტკივილიდან სუნთქვა შეეკრა, მაგრამ არ დაუკვნესია, ამ სიამოვნებას არ მიაყენებდა. ერთმანეთს გავდნენ, იცოდა თუ თამაზი ვერ მოუსწრებდათ მოკვდებოდნენ, ამიტომ სიამაყეს არდაივიწყებდა და ამ დამპლის წინ ტკივილის ნასახსაც არ შეიმჩნევდა.
-სად არის ბარათი გოგო_ისევ თავი გადააქნია ლილიამ და ამჯერად მურთაზის ხელში პრიალა ლითონმა გაიელვა, ჯერ კიდევ ტკივილიდან მოღუნულმა დაჩიმ მხოლოდ ლილიას კივილის გამო ამოიხედა.
-არა, არა, თავი დაანებე, ღმერთო მაინც არაფერი ვიცი, რომც ვიცოდე არ გეტყოდი, თავი დაანებე_ისტერიკებში გადაუვიდა ლილიას ტირილი დაჩის დაკარგვის საფრთხე რომ იგრძნო.
-შე პატარა თავხედო გოგო, შენ თუ ხვდები მაინც თავი რაში გაყავი? შენი აზრით შენ გამო ჩემ ცხოვრებას და ოჯახს გავრისკავ?
-რა თქმა უნდა, აქამდე როგორ ვერ მივხვდი, ის ბარათი შენ სულ არ გჭირდება, შენც უბრალო პაიკი ხარ და უფროსის დავალებას ასრულებ. არ გვინდა გვითხრა ვინაა?_სიმწრით ამოილაპარაკა დაჩიმ.
-არაფერს ამბობ არა?_გაბოროტებული სახით გადახედა ლილიას და დაჩის მიუახლოვდა, დანა მკლავზე დაუსვა და მთელ სიგრძეზე გადაუხსნა კანი_არც ახლა იტყვი?_ტკივილი ვეღარ შეაკავა და დაჩის გმინვა ექოდ გაისმა ნანგრევებშ.
-მაშ კარგი, ვერ ვიტან ასე რომ ვიქცევი, მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებთ._უკან გაბრუნდა და ბიჭებს თვალით რაღაც ანიშნა, არიცოდარა ხდებოდა, მაგრამ ისეთი სიჩუმე იყო ჩამოვარდნილი მიხვდა კარგი არაფერი ელოდა, ქარიშხლის წინ რომ სიმშვიდე ისადგურებს, სწორედ ისეთი მომენტი იყო. არც ნიავი, არც რაიმე ხმა, აღარც დაჩი გმინავდა და აღარც მურთაზის ხმა ისმოდა. ლილიას უკვე შიშისგან ცრიდა და უკვე მზად იყო ამ შემაძრწუნებელი სიჩუმის გასაფანტად ტიპიური გოგოსავეთ კივილი მოერთო, მაგრამ არ დასცალდა. კარის ჩარჩოში მურთაზი გამოჩნდა სამ ბიჭთან ერთად და ცბიერი ღიმილით წამოვიდა ლილიასკენ.
-რადგან ცუდად მოქცევა გირჩევნიათ, კი ბატონო, არც მე ჩამოგრჩებით_თოკი შეუხსნა გოგოს და ფეხზე წამოაყენა, ხელი კრა და წამებში ბიჭებისკენ გადააგდო_თქვენია.
-არა, შე , არ გაბედო, გეფიცები ჩემი ხელით მოგკლავ_დასუსტებულად ისმოდა დაჩის ღრიალი_ამის დედაც მოვტ*ან, უთხარი ლილია, დაივიწყე რაც გითხარი და ხმა ამოიღე, ლილიაააააა_კიდევ კარგი ამ ღრიალში ვერ გაიგონა ლილიას სასოწარკვეთილი ხმა, როგორ ეძახდა დაჩის საშველად.
-დააბრუნე, გეფიცები ვათქმევინებ, ოღონდ დააბრუნე_თითოეული ზედა სართულიდან ჩამომავალი კივილი გულში ისე ხვდებოდა როდის გასკდებაო იმას ფიქრობდა.
-აბა ჩემო დაჩი, კიდევ ერთხელ გეკითხები, სად არის ბარათი.
-არ ვიცი ამის დედაც მოვტ**ნ არვიციიი, იცოდე ჩემი ხელით მოგკლავ, გამოიყვანე, გეფიცები, მოგკლავ, გამოიყვანე, ასე ნუ აწამებენ ამის ღირსი არაა, რაც გინდა მიქენი, ნუ აწამებენ_უკვე შეუძლებელი იყო დაჩის დაკავება, სკამზე მიბმა აღარ შველიდა და გამწარებული იქაჩებოდა გასათავისუფლებლად. რამდენიმე წუთში ლილიას ხმა აღარ ისმოდა.
-რა სამწუხაროა, ალბათ ზედმეტი მოუვიდათ. ხანდახან ეს ბიჭები როგორი მხეცები არიან_მოჩვენებითი მწუხარებით გადახედა მურთაზმა უღონოდ დავარდნილ ბიჭს და ტაში შემოკრა._ამოიღე ბოლოსდაბოლოს ხმა.
-ილოცე, რომ ვერ გიპოვო. გეფიცები ჩემი ხელით დაგახრჩობ, ამის შემდეგ აღარ გაცოცხლებ, შენ პატარა დაუცველ გოგოს დაუნგრიე მთელი ცხოვრება, მის გარდა რამდენი გყავს გაყიდული არავის ეცოდინება, არ გაცოცხლებ, გეფიცები არ გაცოცხლებ._თავჩახრილი უგონოდ ლაპარაკობდა დაჩი და შეუჩერებლად წამოსულ სისხლს ყურადღებას არ აქცევდა.
-რომ გეკითხები მიპ......._აღარ გაუგონია მურთაზის ყვირილი, რადგან იმავე წამებში კაცის ხმა სირენებმა და დემნას დაძლიერებულმა ხმამ გადაფარა:-მურთაზ აზრი არ აქვს, შენი ნებით ჩაგვბარდი, ალყაში ხართ.



№1 სტუმარი Ucnobi

ლილიას არაფერი მოუვა ხო? არ მინდა ცუდად დამთავრდეს

 


№2  offline წევრი blondeangel631

ლილიას არაფერიმოუვიდეს ცხოვრება ნუ აუნგრევ heart_eyes heart_eyes sweat sweat

 


№3  offline წევრი ბიბი

ნუ დებ ასეთ პატარა თავებს დავიზაფრე .

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

Vaime gamiskda guli, imedia axal tavs xval dadebb, gushin ise gelodebodiii, imedia lilias argaaubedureb, reqlobashi gveyofa amdeni sisastike da aqmainc gvjerodes siketis, torem kivicit rogorac xdeba yvelaferiii

 


№5 სტუმარი nini

ვაიმე ეს რაიყო ძალიან მაგარი თავი იყო scream ველოდები შემდეგს და მალე დადე რა heart_eyes თან უფრო დიდი დზან მიყვარს ეს მოთხრობა მადლობა რომ ესეთ კარგ მოთხრობას წერ heart_eyes kissing_heart <3

 


№6  offline მოდერი naattii

დიდი მადლობა ❤❤❤

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

დარწმუნებული ვარ აქაც რაღაც გაითამაშე ხო?როგორც დაჩის დაჭერაში.ლილიას არაფერი დაუშავდება ასე მგონია, უბრალოდ მურთაზიმ გაითამაშა.ან მე მინდა ძაან ასე რომ იყოს
ძალიან კარგი თავი იყო, მაგრამ პატარააააა.იმდენად მომეწონა არ მინდოდა ჯერ დამესრულებინა
--------------------
ლანა

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

კარგი გოგო ხარ... ძალიან ძალიან მომწონს

 


№9  offline წევრი triniti

გამისკდა გული მაგრამ იმედს ვიტოვებ არაფერი მოსვლია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent