შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ნახვით შეყვარება(2ნაწილი სრულად)


22-05-2018, 18:45
ავტორი nathali lifhonava
ნანახია 3 502

ხუთ წუთში აქ იქნებაო და უკვე თითქმის ნახევარი საათი გავიდა რაც ჩვენი ახალი ბიზნეს პარტნიორი იგვიანებს.
ასე თუ გააგრძელა საერთოდ არ მოვაწერ ხელს ხელშეკრულებას...(როგორც ყოველთვის ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული,როდესაც კარი გამოიღო,და ნეტავ არ გამოღებულიყო,ნეტავ იქვე მოვმკვდარიყავი...
ნაცნობი სილუეტის დანახვისას,ყველა გრძნობამ ერთდროულად გადამირბინა სახეზე,გავშრი,გავთეთრდი ბოლოს გავლურჯდი,ყველა ემოცია ერთად დამეტყო სახეზე...
გამახსენდა ჩვენი პირველი შეხვედრა,მისი თვალები,მის გარეშე გატარებული მთელი ერთი წელი,კანკალმა ამიტანა,ცხვირის ნესტოები დამებერა,ამეწვა...ჰაერს ძლივს ვისუნთქავდი,ტირილამდე ცოტა მაკლდა,თავს ვიმაგრებდი რომ ერთი ცრემლიც არ ჩამოვარდნილიყო და ამაყად ვყოფილიყავი,მაგრამ თვალებმა მაინც თავისი ქნა,ყველა ემოცია,ყველა გრძნობა,ყველა მონატრება,სიყვარული,ღალატი ერთდროულად მომაწვა და ცრემლმა გაიკვალა გზა ჩემს სახეზე. ბოლოს თვალები დავხუჭე და თავს ძალა დავატანე რომ არ ავტირებულიყავი და არ დავმცირებულიყავი მის თვალში...
დიახ გამომივიდა...

_კარზე დაკაკუნება კვლავ დაგავიწყდა (ვუთხარი,ფეხზე წამოვდექი და გავუღიმე)
_როგორ ხარ დანიელა?
(თემას ცვლის,ნერვები მომეშალა და მეც იგივე გავიმეორე)
_რატომ დააგვიანე?
_საცობში მოვყევი
_კარგი დროა საქმეს შევუდგეთ

_შეიძლება?(ხელით სკამისკენ მიმანიშნა, რა სულელი ვარ ადრე რატომ არ ვუთხარი რომ დამჯდარიყო?)

_დაბრძანდი

საბუთებს გადავხედეთ,დიდი ხანი ვმუშაობდით,ბოლოს მოვაწერე ხელი კონტრაქტს და ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა.

_იმედია კარგად გავუგებთ ერთმანეთს(თქვა მან და ხელი ჩამომართვა.)

_იმედი მაქვს,კარგი ხვალ შევხვდებით

დავემშვიდობე,ჩემს მძღოლს დავუძახე და სახლში წავედი... მივედი თუ არა ეგრევე გავიძვრე ტანისამოსი და იქვე მივყარე,მოკლე შორტი და შიფონის მაისური მოვირგე,აივანზე დავჯექი და კვლავ ფიქრებმა ამიტაცეს.

"ნეტავ სად იყო ამდენი ხანი დამიანე?ან ეხლა რატომ გამოჩნდა მთელი ერთი წელი,ერთი წელი ცოტა ხომ არაა? რას შვრებოდა ამდენი ხანი?ნეტავ ვენატრებოდი თუ არა?ან საერთოდ ფიქრობდა ჩემზე ,საერთოდ ვახსოვდი?იქნებ ვინმე გაიცნო და უყვარს,ან ხომ შეიძლება რომ ცოლიც ჰყავდეს,თუნდაც შეყვარებული?!,არა მოვკვდები ღმერთო!

გთხოვ ეს ასე არ იყოს,ვხვდები რომ მიყვარს დამიანე მაგრამ ამას არასდროს ვაღიარებ პირველი!

რომ ვუთხრა მიყვარხარ-თქო და მისგან უარყოფითი პასუხი მივიღო?ამას ვერ გადავიტან,არ მინდა მთელი ცხოვრება დეპრესიაში ყოფნა და იმაზე ფიქრი თუ რატომ არ ვუყვარდი დამიანეს?

საინტერესოა რატომ მაინც დამაინც ჩვენს კომპანიაში რატომ მოვიდა აქ?

იცოდა უფროსი მე რომ ვიყავი?

ღმერთო!ფიქრებმა ისე დამღალა ეხლა ძილის მეტი არაფერი მინდა(ვთქვი და დავწექი)

სიმართლე გითხრათ დავწექი და მკვდარივით დამეძინა-თქო ვერ გეტყვით,მთელი ღამე ხან აქეთ გადავტრიალდებოდი ხან იქეთ,ბოლოს ძლივსძლივობით მოვახერხე დაძინება.

დილით რატომღაც პოზიტიურ ხასიათზე გამეღვიძა.

(ალბათ იმიტომ რომ ამ ღამით კარგი სიზმრები ვნახე...)

შხაპი მივიღე,ვისაუზმე და მერე ვინებე წამოდგომა და ჩაცმა.

შავი შარვალი ჩავიცვი,თეთრი პერანგი და შავი "კოსტიუმი",ფეხზე კი შავი მაღალქუსლიანები მოვირგე.

სამსახურამდე მისასვლელად თითქმის თხუტმეტი ან ოცი წუთი მჭირდებოდა.

ძალიან ვიღლებოდი,არ მიყვარს დიდად მანქნით მგზავრობა...

ბოლოს ძლივს მივედით და მძღოლმაც არ დააყოვნა მანქნის კარები გამომიღო ხელი გამომიწოდა და გადმოსვლაში დამეხმარა.

_მადლობა,მანქანა სხვაგან დააყენე

_კარგით ქალბატონო დანიელა

**************************

დამიანე არ შემიმჩნევია როდესაც შევედი,ალბათ არ იყო მოსული.
კაფეში ჩასვლა და ყავის დალევა გადავწყვიტე.

_ერთი წუთით(დავუძახე ოფიციანტს)

_რას შეუკვეთავთ ქალბატონო?

_ერთი ჭიქა უშაქრო ყავა თუ შეიძლება
_ეხლავე მოგართმევთ
მითხრა და გამეცალა.

ოფიციანტი ქალი იყო,ქერა გრძელი თმები ჰქონდა და თაფლისფერი თვალები,ძალიან ლამაზი და მხიარული გოგონა ჩანდა.

_აი თქვენი ყავა ინებეთ

პასუხს არ დალოდებია ისე წავიდა.

ყავის ჭიქა დავიკავე ხელში თუ არა ეგრევე ძირს დამივარდა,კიდევ კარგი კაბაზე არ დამესხა.

დამიანე იდგა და ვიღაც გოგოს ეფლირტაებოდა,ისიც არ აკლებდა.

დამიანე რაღაცეებს ელაპარაკებოდა ის კი კისკისებდა.
"ეხლა მოვკლავ"-გავიფიქრე ჩემთვის.
ყავა საერთოდ გადამავიწყდა,ჭიქაც კი არ ამიღია,ისე გავეშურე მათკენ

_გამარჯობა დამიანე

_დანიელა?რა პატივია?
_უკაცრავად და შენ ხომ არ დაგავიწყდა რომ აქ გოგოებთან საფლირტაოდ არ ხარ მოსული?
უნდა ვიმუშავოთ!

_კარგი,ლილეჩკა წავალ თორემ ახალი უფროსი ძალიან მკაცრი აღმოჩნდა,ალბათ მალე გავწყვეტ ამ კომპანიასთან თანამშრომლობას-(ეს თქვა და თავი დანანების ნიშნად გააქნია)

მე კიდევ ცოფებს ვყრიდი,სულ როგორ ახერხებს ჩემს მწყობრიდან გამოყვანას და ნერვების მოშლას,იდიოტი!
_კარგი დანიელა დავიწყოთ მუშაობა?!

მართლაც რომ ბევრი სამუშაო აღმოჩნდა,დაღლილ დაქანცული გავესვენე გარეთ და რახან ჩემი თავაგდებული მძღოლი არსად ჩანდა ჩემი სახლში"მითრევა"დამიანეს მოუხდა.

გზაში ხმა არ ამომიღია.
ბოლოს მოვედით და მაშინ ვუთხარი ერთი სიტყვა

_შემოხვალ?

_ნინო სახლშია?

_არა მგონია,დღეს დაქალებთან მიდიოდა
_კარგი მაშინ არ მინდა,დროებით
მეწყინა! მართლა ძალიან მეწყინა!

უკვე ჩემთან ერთად სახლში შემოსვლის სურვილიც კი არ ჰქონდა!

გული დამწყდა ისე როგორც არასდროს!

არ მოველოდი,დამიანესგან ამას ნამდვილად არ მოველოდი!

********დამიანე*********

ჩემი საქციელებიდან გამომგდინარე ალბათ ფიქრობთ რომ დანიელა არ მიყვარს!

არა! ეს ფარსია.

დიახ მე ის ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს!

ყველას მირჩევნია,ის ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა!

ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა "თუ ასე იყო მაშინ სად იყავი მთელი ერთი წელი რომ არ ჩანდიო"?

მე ამის მიზეზი მქონდა!

"როცა გავიგე დანიელა და ლუკა ერთად არიანო,ჩემზე გულდაწყვეტილი მთელს დედამიწაზე არავინ იქნებოდა,გავგიჟდი,დანიელასგან გამიკვირდა!

ლუკასგან კი საერთოდ,ის ჩემი ძმაკაცი იყო,იცოდა დანიელა როგორ მიყვარდა

მაგრამ მაინც!

საღამოს ბევრი დავლიე,მინდოდა გული გადამეყოლებინა,მთვრალი ჩავჯექი მანქანაში,მანქანა დავქოქე და ძლივს-ძლივობით მივდიოდი,თითქმის ვერაფერს ვხედავდი,წინ დიდ ლოდს დავეჯახე და მანქანა ორჯერ გადატრიალდ-გადმოტრიალდა,მერე გავითიშე,აღარაფერი მახსოვდა!

საბოლოოდ გადავრჩი,თითქმის ცხრა თვე კომაში ვიყავი,თვალი რომ გავახილე ეგრევე დანიელა მოვიკითხე,მაგრამ ის იქ არ იყო!

ერთი თვე გამოჯანმრთელებას მოუნდა და ახლა მე აქ ვარ!

დანიელასთან ვარ!

ვერ ვეუბნები რომ მიყვარს,იმიტომ რომ მეშინია! მეშინია რომ მას ვეღარასდრს ვნახავ!

ჩემი სიყვარული ცალმხრივია,ვიცი რომ მს არ ვუყვარვარ და თავს ამით ვიმშვიდებ...

("და მერე მასზე ლეგენდები ივლის რადგან უყვარდა ერთი და მიუხედავად იმისა რომ მისი სიყვარული ცალმხრივი იყო სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული დარჩა"-)

ადრე რომ გეკითხათ ჩემთვის ერთი ნახვით შეყვარების გჯერა-ო?

ალბათ სიცილით მოვკვდებოდი და რათქმაუნდა ვუარყოფდი...

მაგრამ ეხლა ყველაფერი სულ სხვა გვარადააა, მე მჯერა ერთი ნახვით შეყვარების,რადგან გოგო რომელიც ეხლა მიყვარს"ერთი ნახვით შემიყვარდა"

და სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება!

დანიელაზე ვფიქრობდი და ამ დროს დამირეკა ზუსტად:

_დამიანე

_გისმენ(თითქოს გაღიზიანებული ხმით ვუთხარი რადგან არ მინდოდა რომ ჩემს სიტყვებში რამე ემოცია ან თუნდაც გრძნობა ეგრძნო)

_ხვალ დუბაიში მივდივართ მე და შენ საქმიან შეხვედრაზე მოემზადე...

მითხრა და ყურმილი ისე დაკიდა ჩემს პასუხხს არც კი დალოდებია.

*****დანიელა*******

ბილეთები უკვე ნაყიდი მქონდა და ტკბილად დავიძინე.

დილით მაღვიძარას წკრიალა ხმამ გამომაღვიძა,

ჩასხდომა ათ საათზე იწყებოდა და მალე მოვემზადე,დამიანესაც გავუარე და ერთად წავედით...მოდით არ აღიგწერთ როგორ ვიმგზავრეთ უბრალოდ ერთს ვიტყვი "თვითმფრინავი არც ისეთი საშიშია როგორც ზოგს ჰგონია"
უკვე ჩავედით დუბაიში,მართლაც საოცარი ქალაქი ყოფილა!

ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო,ღამით განსაკუთებით.
მე და დანიამე ერთ დიდ და პრესტიჟულ სასტუმროში მოვეწყეთ,ნომრები გვერდი გვერდ გვქონდა.

_დამიანე შეხვედრა ხვალ ორ საათზე გვაქვა არ დააგვიანო და არ ჩაგეძინოს იცოდე!(თითი გამაფრთხილებლად დავუქნიე და ოთახში შევედი,ცოტა ხანი ხედს ვუყურებდი მართლაც საოცარი ხედი იყო გადაჭიმული,ირგვლივ ისეთი სილამაზე იყო...ენით აუღწერელი.

მერე კი დავწექი და დავიძინე.

დილით ადრე გამეღვიძა ვისაუზმე და მოვემზადე დამიანეც ზუსტ დროს მოვიდა და ერთად წავედით.
საქმიანმა შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა,არცერთს არ გვინდოდა სახლში დაბრუნება,და გადავწყვიტეთ ცოტახანი დავრჩენილიყავით აქ.
ალბათ ერთი ან ორი კვირა,მე ორი კვირა უფრო მინდოდა რადგან ეს ქალაქი ძალზედ მომეწონა.
დილით გართობა გადავწყვიტეთ ვისაუზმეთ და ბარში წავედით.

დამიანემ ალკოჰოლური სასმელი შეუკვეთა ჩემთვის კი წვენი მოატანინა,მე ძალიან გავბრაზდი წვენი გვერდზე გადავდე,სკამიდან წამოვდექი და ორმაგი ვისკით ხელში დავბრუნდი დამიანესთან.

_ორმაგი ვისკიი დამიანე!ბავშვი ხომ არ ვარ?
_კარგი როგორც გინდა

ვისკი ისე ძალიან მომეწონა რომ იმდენი დავლიე აღარც კი მახსოვს.

*****************

ძლივს დავდე ახალი ბოდიშით დაგვიანებისთვის საავადმყოფოში ვიყავი და არ მქონდა კარგი მდგომარეობა<3

არც დიდი ზომის გამომივიდა და არც "ორიგინალური"ამიტომ ნუ გამკიცხავთ<3 შეფასებებს ველი მოუთმენლად<3



№1  offline წევრი მია15

ძალიან კარგი იყო მომეწონა.ველოდები შემდეგ თავს.

 


№2  offline მოდერი abezara98

ძალიან კარგია, კარგად წერ და მოუთმენლად ველი გაგრძელებას blush

 


№3  offline წევრი tatutatuli

კარგია ძალიანნ kissing_heart kissing_heart

 


№4  offline მოდერი zia-maria

გამოჯამრთელებას გისურვებ და ველოდები გაგრძელებას. kissing_heart

 


№5  offline წევრი nathali lifhonava

მია15
ძალიან კარგი იყო მომეწონა.ველოდები შემდეგ თავს.

მადლობა,შევეცდები მალე დავდო<3

abezara98
ძალიან კარგია, კარგად წერ და მოუთმენლად ველი გაგრძელებას blush

უღრმესი მადლობა<3შევეცდები
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent