შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენთან.. თავი 4


23-05-2018, 05:23
ავტორი katiusha
ნანახია 3 177

თეკლა გოგის დაემშვიდობა და სახლიდან გავიდა. სამსახურამდე დიდი გზა არ ჰქონდა გასავლელი და ფეხით გაუყვა ტროტუარს. გზაში დათო წამოეწია.
-თეკლა დამელოდე ერთი წუთით გთხოვ, საქმე მაქვს
- შენ საერთოდ როგორ ბედავ და ჩემთან მოდიხარ? არ მცალია სამსახურში მაგვიანდება და არც შენთან საუბრის სურვილი მაქვს. გზა გააგრძელა გოგომ
-ასე ნუ მექცევი. საქმე მაქვს, დიდხანს არ მოგაცდენ. გთხოოვ,-შეევედრა დათო
-კარგი,ოღონდ თან ვიაროთ,გზაში მითხარი. დაიწყე რაღას ელოდები?გისმენ.ოღონდ ახლა თავის გამართლებები არ დაიწყო და არ მომახვიო თავზე როგორ გიყვარს ჩემი საუკეთესო მეგობარი და ასე შემდეგ..
-მითხარი რატომ მოიქცა ასე? შენ აუცულებლად გეცოდინება.
-დათო შენ ნინიკო სულელი გგონია? შენ რატომ მოექეცი ასე?
-კი, მაგრამ არ მეტყვით რა დავაშავე?
-ვერ ხვდები? არ იცი ხომ? შენ რა გგონია ის ვერ გაიგებდა შენი და ანანოს ურთიერთობის შესახებ?ან არავინ ეტყოდა და საიდუმლოდ შეინახავდით ბოლომდე?
-ეგ საიდან იცი? მანაც იცის? -გაოგნდა დათო
-პირველი მან გაიგო, ალბათ ამიტომ ჩაშალა ქორწილი,
-ახლა რა ვქნა? როგორ შემოვირიგო? არ მინდა მისი დაკარგვა. იცი სად არის ახლა?
-მაგის გარდა არაფერი გადარდებს?არ გადარდებს საცოლეს საუკეთესო დაქალთან რომ უღალატე?
-გამიგე არ მინდოდა, მაგრამ მე ხომ მამაკაცი ვარ
-რას ამბობ დათო? სულ დაკარგე ნამუსი? რაღა მაინცდამაინც ანანო? ქალები დაილია?
-ნუ გასაქანი არ მომცა
-ნუ ცრუობ დათო და ნუ ფიქრობ იმას რომ მამაკაცი ხარ და მამაკაცს ყველაფერი ეპატიება. აი მანდ ცდები ყველაზე ძალიან,ეგ არ გიშველის.
-მე ვიპოვი ნინიკოს და მან გადაწყვიტოს მაპატიებს თუ არა. მითხარი სად არის?
-არასოდეს გაპატიებს. მე კი მართლა არ ვიცი სად არის. მხოლოდ ის გვითხრა რომ შენი დანახვა არ უნდა. წავედი ეხლა ნუღარ მაცდენ დავაგვიანებ. კარგად იყავი. -თეკლა დათოს დაემშვიდობა და საავადმყოფოში შევიდა....

გიორგი ოფისში კაბინეტში იჯდა და საბუთებს ათვალირებდა. კარზე კაკუნი გაისმა და ოთახში ქეთა შევიდა. ძალიან გაუკვირდა დის ასეთი მოულოდნელი სტუმრობა.
-გამარჯობა დაიკო, აქ რა გინდა? დღეს ხომ კვირაა?
-გამარჯობა, ვიცი რომ კვირაა,მაგრამ შენ რატომ გამოიქეცი სამსახურში? თან ადრიანად?
-რავიცი საქმე გამომიჩნდა და ხომ იცი ჩვენთვის არ არსებობს კვირა, დაჯექი, ყავას ხომ დალევ? ახლავე მოვატანინებ.
-კი, შენს მდივანს უკვე ვუთხარი, სანამ შემოვიდოდი და მოიტანს,-გაეცინა ქეთას
-მხოლოდ შენ იცი როდის რა მინდა, აბა რამ შეგაწუხა?
-რამ და იმან რაც შენს თავს ხდება? და რატომაც გარბიხარ ადრიანად სამსახურში?კვირა დგესაც კიი,მაშინ როცა გეზარებოდა ამ დღეს შინიდან სადმე გასვლა. იქ ვერ დაგელაპარაკები ვიცი და აქ ამიტომ მოვედი.
-რა გაინტერესებს?-გაუკვირდა გიორგის
-პირდაპირ გეტყვი. ხომ იცი როგორი გამოცდილი თვალი მაქვს და დაკვირვებული,ასეთ საქმეებში არ ვცდები.ნინიკო მოგწონს და მასთან შეხვედრას ერიდები. რატომ?
-ჰო,მართალი ხარ. მომწონს ის გოგო, მაგრამ ჩვენი ერთად ყოფნა გამორიცხულია.
-კი, მაგრამ რატომ? მე მართლა ვერ ვხვდები ამის მიზეზს?
-ის ჩემი მეგობრის საცოლეა და მას ვერ ვუღალატებ.
-იყო გიორგი იყო. მას ის ბიჭი სძულს. თან შენს გამო არ დაშორებულან. მე შენ ასეთი არ მახსოვხარ, სად გაქრა ის გიორგი მე რომ ვიცნობდი? სიყვარულისთვის და საყვარელი ქალისთვის ყველაფერს რომ აკეთებდა?ერთი თვეა ის გოგო ჩვენთან ცხოვრობს და უკვე ძალიან შეიცვალე. მინდა იბრძოლო თუ მართლა მოგწონს და შენც დაგიბრუნდეს ცხოვრების ხალისი. შენც, მეც და ნინიც სამივე ვიმსახურებთ ბედნიერებას.
-უარი რომ მითხრას? მეშინია ქეთა გესმის, მისი დაკარვის მეშინია. ხმაში მოწყენა გამოერია გიორგის. -უარი რომ მითხრას მეორედ ამას ვეღარ გადავიტან.
-სადმე დაპატიჟე, მასთან უფრო ბევრი დრო გაატარე, საჩუქრები, ყვავილები, რომანტიკული ვახშამი, ეს ყველა ქალზე ჭრის დამიჯერე, ნახავ მასაც მოეწონები,უფრო სწორად მოსწონხარ, მაგრამ ამას ჯერ თვითონაც ვერ ხვდება.
-ვერ გამიგია ამ პატარა გოგომ ასე როგორ გამაგიჟა და გადამრია, -გაეცინა მას. -საოცარი ადამიანია, სულ მის გვერდით მინდა,მის გვერდით რომ ვარ ჩვენს შორის არსებული ეს ათწლიანი ასაკობრივი ზღვარიც კი იშლება და სადღაც ქრება
-გეთანხმები მართლა კარგი გოგოა. ელენეც როგორ გიჟდება მასზე,-თქვა ქეთამ
-ჰო მართლა ელენე სად არის? აქ რატომ არ გყავს?
-ნინისთან დავტოვე. იმედია არ გააგიჟებს-,სიცილით თქვა მან
-კარგი, წადი შენ სახლში და მეც მალე მოვალ. ეხლა შეხვედრა მაქვს. ახალი ბუღალტერი უნდა ავიყვანო და უნდა ვესაუბრო.არც კი ვიცი ვინაა,მაგრამ მგონი ჩვენი ქვეყნიდანაა,ყოვლშემთხვევაში ძალიან მიქეს. რამდენიმე საათში გავთავისუფლდები.
-არა დაგელოდები, ჯერ მეც საქმე მაქვს. მერე განვიხილოთ შენი და ნინიკოს ამბები.
ამ დროს ოთახში მდივანი შემოვიდა და გიორგის შეატყობინა,რომ ბუღალტერი უკვე მოვიდა
-შემოიყვანე და ყავაც მოგვიტანე, დაიკო ცოტა ხანს დარჩი, შენც გაიცანი.
ოთახში ელეგანტურად ჩაცმული საშუალო ასაკის მამაკაცი შემოვიდა. მისმა სპორტულმა აღნაგობამ და მუქი ფერის თვალებმა ქეთას ყურადღება უცებ მიიპყრო და დაიბნა.
-გამარჯობათ, ბატონო გიორგი, თქვენს სამსახურში მიგულეთ. სერიოზული სახით შემოვიდა და ოფიციალური ტონით მიმართა დევდარიანს.
-გამარჯობათ ბატონო ირაკლი. მიხარია თქვენი ნახვა, არ დაიბნა გიორგიც,მაგრამ უცებ გაეცინა და თქვა: -მოეშვი ამ ოფიციალურობებს და მოდი გადაგეხვიო, - ისინი მეგობრულად მოეხვივნენ ერთმანეთს. დაბნეული ქეთა ხან ერთს უყურებდა, ხან მეორეს და ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა.
-მოდი ჩემს დას გაგაცნობ. ქეთა ეს ირაკლია, ერთად ვსწავლობდით, ეს კი ჩემი დაა ქეთა. ფირმის ნახევრის მფლობელი და ფინანსური დირექტორი. უმეტესწილად მასთან გექნება საქმე,ძალიან მკაცრი უფროსია და გამიხარდება თუ ერთმანეთს კარგად შეეწყობით
- მიხარია თქვენი გაცნობა. -უთხრა ირაკლიმ და პატივისცემის ნიშნად ქეთას ხელზე ეამბორა. ის უფრო მეტად დაიბნა და ძლივს თქვა:
-დიდი მადლობა. მეც მიხარია თქვენი გაცნობა, ახლა დაგტოვებთ, საქმე მაქვს, თქვენ ისაუბრეთ. დროებით...ქეთამ კაბინეტი დატოვა. ბიჭებმა კი საუბარი და ძველი ამბების გახსენბა დაიწყეს...

ნინიკომ და ელენემ ნახევარი დღე თამაშში გაატარეს. ხან რა ითამაშს,ხან რა, მერე ცოტა ხანს დაისვენეს.-ელენე გინდა მე და შენ გემრიელი ვახშამი მოვამზადოთ და დედას და ბიძიას დავახვედროთ?
-მინდა ნინი მინდა, -აღფრთოვანებულმა წამოიძახა ბავშვმა.
-მაშინ წამოდი, მე და შენ ეხლა მაღაზიაში რაღაცეები ვიყიდოთ და მერე დავიწყოთ ვახშმის მომზადება კარგი? მაგრამ მანამდე პირი უნდა დაიბანო.
-კარგი,-დაეთანხმა ბავშვი.
-ოღონდ ცოტა ხანს დამელოდე ხომ? უთხრა ნინიკომ და ტელეფონზე ნომერი აკრიფა, ზარი დიდხანს გადიოდა,მაგრამ როგორც იქნა უპასუხეს, -მამა ნინიკო ვარ, როგორ ხარ?...მეც კარგად...დამშვიდდი მამა ნუ ნერვიულობ, მართლა არაფერი მიჭირს... რომ ჩამოვალ ყველაფერს მოგიყვები....მამა ერთი სათხოვარი მაქვს...საკრედიტო ბარათი დამიბლოკეს და როგორმე მიშველე ახლა ფული ძალიან მჭირდება...კარგი მამა დიდი მადლობა, მეც მიყვარხარ ყველა მომიკითხე..მამას დაემშვიდობა და თამაშში გართულს ელენეს მიუბრუნდა -აბა თბილად ჩავიცვათ და წავიდეთ კარგი?
-კარგი,-გახარებულმა ბავშვმა კიბეები აირბინა და ტანსაცმლის არჩევას შეუდგა. ნინიმ გამოპრანჭა პატარა მეტიჩარა და მძღოლლ თხოვა სადმე ახლო მდებარე სუპერმარკეტში წაეყვანათ......უცებ იყიდეს რაც სჭირდებოდათ და სახლში დაბრუნდენ.
-აი ახლა კი შევუდგეთ ნამცხვრის გამოცხობას, ეგ კოვზი მომაწოდე პატარა.
-აიღე.-მიუტანა ელენემ კოვზი. -მეც გამაკეთებინე რამე რაა,-შეეხვეწა ის
-მოდი ჩემთან,-ნინიკომ ელენე სკამზე დააყენა, თვითონ გვერდით მიუდგა და ასწავლა თუ როგორ უნდა მოერია კოვზით.ჯერ კვერცხი გატეხა, მერე ფქვილი ჩაყარა და რძე ჩაასხა და ორივემ ერთად მოურია. ცომი რომ გაამზადეს, ფორმაში ჩაასხეს და ღუმელში შედგეს გამოსაცხობათ. მის გამოცხობამდე ქათმის გამზადება დაიწყო შესაწვავად. ელენეს ქათმის დანახვაზე გულიანად გაეცინა და ჰკითხა; -რატომ არ აცვია? არ სცივა?
-არა პატარა არ სცივა,-გაეცინა მის გულუბრყვილო შეკითხვაზე და ელენეს ლოყები დუკოცნა...........
**************************************************
საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულ გოგის მარინა სახლში არ დახვდა. არ გაჰკვირვებია. პირველად ხომ არ ხდებოდა ასე. დალოდება გადაწყვიტა, მარინა თორმეტ საათზე მოვიდა სახლში.
-იკადრეთ მობრძანება? -შუქი აანთო ოთახში კაცმა
-არ გძინავს? რატომ?-გაუკვირდა მას
-მარინა შენ სულ გააფრინე? როგორ გაბედე? ცდილობდა სიმშვიდე არ დაეკარგა,მაგრამ ძალიან უჭირდა
-რაა? გოგი რამოხდა?
-არ იცი რა მოხდა? დღეს ბანკში ვიყავი და ნინიკოს საკრედიტო ბარათი დაბლოკილი იყო. ეს რატომ გააკეთე? მგონი შენ ჭკუიდან გადადიხარ.-ხმას აუწია გოგიმ: -ხომ იცი რომ ამით მას ვერ აიძულებ სახლში დაბრუნებას. გამაგებინე რა გინდა? სულ არ გიყვარს შვილი?
-ჰო ,გავაკეთე იმიტომ რომ იქნებ ასე მაინც დაბრუნდეს სახლში და გაყვეს იმ ბიჭს ცოლად.იქნებ დაბრუნდეს და ის სირცხვილი მოგვწმინოდს,
-შენ ეს გადარდებს მხოლოდ? შვილი არ გადარდებს? თუმცა რას გელაპარაკები? შენ ხომ ქვის გული გაქვს და საკუთარი თავის გარდა არავისზე ფიქრობ. მორჩა, მეტს აღარ მოვითმენ,
-სად მიდიხარ? რას აპირებ?
-სხვა ოთახში დავიძინებ, მერე კი განქორწინების პროცესს დავიწყებ. სანამ განვქორწინდებით შეგიძლია ამ სახლით დატკბე, მერე კი აქედან წახვალ. ეს აქამდეც უნდა მექნა,მაგრამ არც ახალაა გვიანი,ყვიროდა კაცი,უკვე ვეღარ შეიკავა თავი
-რაა? სახლიდან მაგდებ? ის ქალი რომ მოიყვანო აქ იმიტომ?
-არავის მოყვანას არ ვაპირებ.დავიღალე , მშვიდად მინდა ვიყო გასაგებია მარინა? მინდა სიბერე სიმშვიდეში გავატარო ჩემს შვილთან ერთად.
-აჰა, როგორც იქნა აღიარე რაც გინდა, ნინიკოს კი მიზეზად იყენებ, ვერ დამაჯერებ რომ აქ მარტო უნდა იცხოვრო, -აყვირდა მარინა
-რაც გინდა ის იფიქრე.მეტს აღარაფერს გეტყვი.-გოგიმ კარები გაჯახუნა და ოთახიდან გავიდა.
*************************************************
ნინიმ სუფრა სასადილო ოთახში გაშალა. მერე ის და ელენე ლამაზად გამოეწყვნენ და ქეთას და გიორგის დაუწყეს ლოდინი. ოთახიდან რომ გამოდიოდა სარკეში უკანასკნელად შეათვალიერა საკუთარი თავი დაკმაყოფილი დარჩა.ნამდვილად მოვეწონები გიორგისო გაიფიქრა და მერე საკუთარი ფიქრებ უარყო,
-ნუ ფოიქრობ ამაზე ნინი,შენ ჯერ ახლა დაშორდი დათოს,არ შეიძლკება მაზე ფიქრი,არა..
ოთახიდან ელენეთან ერთად გამოვიდა,ბავშვს ძალიან მოეწონა მისი კრემისფერი კაბა და უკან დასდევდა რომ გავიზრდები ხომ მაჩუქებო,
-უკეთესს გიყიდი პატარა,შენ ხომ პრინცესა ხარ და პრინცესას კაბას იმახურებ.მოეხვია და ლოყებ დაუკოცნა. ისევ თამასში გაერთნენ,და-ძმა კი არ ჩანდა. ორივე აგვიანებდა. ელენეც არ ისვენებდა და აგერ უკვე მერამდენედ ეკითხებოდა მალე მოვლენო? ისიც თანხმობით პასუხობდა. ბოლოს გადაწყვიტა დაერეკა და სწორედ ამ დროს გამოჩნდა ქეთა.
-დედიკოო მოვიდა, -იყვირა ელენემ , მისკენ გაიქცა და კისერზე მოეხვია.ნინიკომ ქეთა მარტო რომ დაინახა ვერ მოითმინა დადაბნეულმა ჰკითხა:- გიორგი არ მოვიდა?
-კი ახლავე შემოვა, დღეს მეგობარი ესტუმრა და ვახშამზე სტუმარი გვეყოლება.
დოლიძეს კიდევ რაღაც უნდა ეთქვა, რომ გიორგის ხმა მოესმა და მერე ისიც გამოჩნდა მამაკაცთან ერთად. ისინი მშვიდი საუბრით შემოვიდნენ ოთახში
-რა გემრიელი სუნია? ვახშმად რა გვაქვს?-იკითხა ქეთამ
-მე და ნინიკომ ნამცხვარი გამოვაცხვეთ,-დაასწრო ყველას ელენემ და გიორგისკენ გაიქცა
-ჩემი ყოჩაღები, ელენე ხელში აიყვანა და აკოცა: -ესეგი დღეს კარგად გაერთეთ?
-ჰო ბიძია,ნინიკომ და მე ბევრი ვითამაშეთ, მერე მაღაზიაშიც წამიყვანა და ნამცხვრის გამოცხობაც მასწავლა,-ჩაარაკრაკა ელენემ
-აბა მაშინ რაღას ვუცდით, დროა სუფრას მივუსხდეთ, -ჩაერთო ქეთა:- ახლავე მივხედავთ ყველაფერს, ხომ ასეა ნინი? -მიუბრუნდა ქეთა, დაბნეულმა დააქნია თავი
-ნინი მოდი ჩემს მეგობარს გაგაცნობ, ეს ირაკლია ერთად ვსწავლობდით. ირაკლი ეს ნინი-ჩემი... გიორგი დაიბნა და საჭირო სიტყვა ვერ მოძებნა
-უბრალოდ ნაცნობი, დაეხმარა ნინიკო. -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა
--მეც მიხარია,-თბილად გაუღიმა ირაკლიმ.
-წავალ ქეთას მივეხმარები,-თქვა მან და ოთახი დატოვა.
-რა კარგი ადამიანი ჩანს, მე მეგონა დაქორწინდი და გამიკვირდა რომ არაფერი მითხრა-თქო,-გაეცინა ირაკლის და დივანზე ჩამოჯდა
-სამწუხაროდ არა მეგობარო. ცოტა რთულადაა საქმე და ამას მერე მოგიყვები,-უპასუხა მან
-რატომ? მშვენიერი გოგოა
-კი,გოგო კი კარგია, მაგრამ ჯერ ერთი თვეა რაც ვიცნობ და თანაც ის ჩემი მეგობრის საცოლეა.
-კი, მაგრამ თუ ასეა აქ რა უნდა?
-გრძელი ამბავია
-თუმცა შენ ის მოგწონს და ეს ერთი შეხედვითაც გეტყობა.დაასრულა მისი აზრი ირაკლიმ
გიორგის რაღაც უნდა ეთქვა კიდევ, მაგრამ ქეთას ხმა მოესმა სუფრა გაშლილიაო და ირაკლისთან ერთად სასადილო ოთხში გავიდა.
-ოო, რამდენი რამე გაგიკეთებიათ, თან რა მადის აღმძვრელად გამოიყურება. -თქვა გიორგიმ
-ეს ყველაფერი ჩემო საყვარელო ნინიკომ მოამზადა,-უპასუხა ქეთამ
-მართლა? არ მეგონა ასეთი გემრიელი რაღაცეების მომზადება თუ იცოდი. -გაუკვირდა გიორგის; -მართლა გამაოცე.
-ჰოო, სახლში მასწავლეს, მერე საზღვარგარეთ მარტო რომ ვცხოვრობდი, იქ უფრო მეტად დავხვეწე და ახლა შეიძლება ითქვას რომ ძალიან ბევრი გემრიელი საჭმლის მომზადება ვიცი,-გაიღიმა მან და დაიმორცხვა
-დღითიდღე სულ უფრო და უფრო გვაოცებ.
-გასაოცრი არაფერია იმაში,რომ ქალმა საჭმელების კეთება უნდა იცოდეს,არ ვიძახი რომ სამზარეულოსი უნდა იყოს სულ მაგრამ მეუღლის დანაყრება უნდა შეეძლოს, აბა ახლა მოვრჩეთ სხვა რამეზე ლაპარაკს და მივირთვათ,თორემ ისედაც ცოტა გაცივდა,თქვა ნინიკომ და ელენეს საჭმელი გადაუღო თეფშზე
გიორგიმ ჭიქებში ღვინო ჩამოასხა და სადღეგრძელო თქვა: -მოდი ამ ჭიქით ნინიკოს გაცნობას და ირაკლის დაბრუნებას გაუმარჯოს.
-გაუმარჯოს. -დაეთანხმა ქეთა და მერე ყველამ ერთად შესვა დადღეგრძელო. ვახშამმა მხიარულებაში ჩაიარა. რამდენიმე ჭიქა კიდევ მიირთვეს. ელენეს ძილი მოერია. ქეთა მათ დაემშვიდობა და შვილი დასაძინებლად წაიყვანა. ნინი სუფრის ალაგებას შეუდგა. ბიჭებმა მისაღებში გადაინაცვლეს და იქ განაგრძეს საუბარი. გიორგი სავარძელში დაჯდა საიდანაც სასადილო ოთახი კარგად ჩანდა და იქიდან აკვირდებოდა ნინიკოს საქმიანობას
-შენ მგონი ამ გოგომ ძალიან გაგიტაცა, -სიცილით უთხრა ირაკლიმ
-გეთანხმები ასეა. თავს ვერაფერს ვუხერხებ.
-ვერეფერს იზავ, ასეთია სიყვარული ძმაო, -უთხრა ირაკლიმ და წამოდგა: - მე წავალ ისედაც გვიანობამდე შემოვრჩი.
-სად წახვალ? შენ ხომ არ გაგიჟდი? აქ დარჩი დღეს. ნასვამი ხარ. სახლი არსად გაგექცევა. თან იქ მარტო უნდა იყო. -უთხრა გიორგიმ: -წამოდი ოთახს გაჩვენებ. -თავიდან ირაკლიმ იუარა მაგრამ გიორგიმ თავისი გაიტანა და დატოვა...
ნინიკომ თეფშების დაწმენდა დაამთავრა და ის იყო დასაძინებლად წასვლას აპირებდა რომ კართან მდგარი გიორგი დაინახა და შეცბა
-დიდი ხანია აქ ხარ? როგორ ვერ შეგამჩნიე.
-რამდენიმე წუთია. ისე იყავი საქმეში გართული რომ ვერ დამინახე,- უპასუხა მან და მაგიდას მიუჯდა
-ცოტა ხანს დაჯექი, ვისაუბროთ. თან ყავა მინდა და ერთად დავლიოთ, ახლავე მოვამზადებ.
-მე მოვადუღებ,-უთხრა ნინიკომ. გიორგიმ იუარა,მაგრამ დოლიძეც არ იყ ნაკლები ჯიუტი და არ დაანება: -ახლა ჩემი მოდუღებული ყავა გასინჯე. რამდენიმე წუთში ნინიკომ ორი ფინჯანი ყავა მაგიდაზე დადგა და თვითონაც დაჯდა. ერთ ხანს ორივე ჩუმად იჯდა. მერე ისევ გიორგიმ დაარღვია სიჩუმე
-გემრიელია ყავაა. და საერთოდ დღეს ყველაფერი გემრიელი იყო.
-მადლობა,-გაუღიმა ნინიკომ
-იცი როგორ შეიცვალე? აქ რომ მოხვედი სხვანაირი იყავი, მოწყენილი, ნაღვლიანი. ახლა კი მხიარული და სიცოცხლით სავსე ხარ, ენერგიული, დღითიდღე ახალ ახალ სიუპრიზს გვიმზადებ,სასიამოვნოდ გაოცებული ვრჩები შენით
-ეს კომპლიმენტია?-გაეღიმა ნინიკოს
-როგორც გინდა ისე მიიღე, მაგრამ მე უკვე შენზე დამოკიდებული ვხდები.თუ ასე გააგრძელე სამუდამოდ აქ დაგტოვებ.-გაიხუმრა გიორგიმ
-გიორგი გაჩუმდი გთხოვ. ხომ იცი რომ მე მალე აქედან მივდივარ. ბინას უკვე ვარჩევ
-ნიინ,-გააწყვეტინა მან: -დარჩი გთხოვ.
-სად?
-აქ. მინდა ჩემს გვერდით იყო და გვერდით კარგი მეგობარი მყავდეს. მითუმეტეს როცა ქეთა და ელენე აქედან წავლენ. ისინი თბილისში დაბრუნებას აპირებენ,მე კი არ მინდა მარტო ვიყო. მარტოობის მეშინია.
ნინიკოს გაეცინა.-ნუთუ შენ რამის გეშინია? მითუმეტეს მარტო დარჩენის?
-კი. ამხელა სახლში მარტო ყოფნა საშინელებაა. დამიჯერე. როცა ყოველ ღამით ტკივილი თავს გახსენებს. როცა სულიც კი გტკივა..
-მესმის შენი,ღალატის ატანა და გადატანა ყველაზე მტკივნული ყოფილა,ის შიგნიდან გჭამს და განადგურებს,დრო რომ გადის მასტან ერთად ცხოვრებას სწავლობ,მაგრამ ტკივილი არ გადის,ყოველ ღამით გახსენებს თავს და სულის ყველაზე ღრმა წერტილში აღწევს...
-საოცარი ხარ ნინი,საოცრება,ამაზე ისე ლაპარაკობთითქოს ჩემ წინ გამოცდილი,ცხოვრებისგან ნატანჯი და გადაღლილი ქალი დგას,არადა სულ რაღაც ოცდაორი წლის პატარა კუდრაჭა გოგო ზის, გაეღიმა გიორგის
-პატარას ნუ მეძახი,არ ვარ პატარა,ისევ იწყინა ნინიმ
-კარგი აღარ გეტყვი,ხელები ამიწევია,ცაეღიმა გიორგის და ნინის ამ წუთას ისეთი მომხიბვლელი ეჩვენა სუსტი განათების ფონზე რომ დიბნა და კინაღამ ფინჯანი გადააყირავა. -წავალ დავიძინებ გვიანია უკვე.წამოხტა უცებ
-წადი წადი დაიძინე,ტკბილი ძილი,
-შენ არ მოდიხარ?
-ცოტა ხანში,წადი შენ,.თვალი ჩაუკრა ნინის და თვალი გააყოლა,სანამ კიბის ბოლოში არ გაუჩინარდა.-შენ სულ ჩემი პატარა იქნები და მე სულ შენთან ვიქნები..სულ შენთან..
*******************************************************
დილით გვიან ადგა თეკლა. სამსახურში წასასვლელად მოემზადა. გოგი უკვე სუფრასთან იჯდა და საუზმობდა. თეკლას დანახვაზე წამოდგა და ნათლულს მიესალმა.
-მოდი ჩემთან ერთად ისაუზმე შვილო.
-არა ნათლია, ძალიან მეჩქარება, ისედაც დავაგვიანე, მხოლოდ ყავას მივირთმევ და წავალ. მას შემდეგ რაც ახალი ექიმი ჩამოვიდა ყველას ეჩხუბება და არ მინდა რომ მეც რამე მიზეზი მივცე მას.თან ხომ იცი ისედაც ყველა ლაპარაკობს რომ იქ თქვენი გავლენით ვმუშაობ
-კარგი გოგო ხარ შენ თეკლა, ძალიან კარგი. ვამაყობ შენით. სხვებმა კი რაც უნდა ის თქვან, არავის აზრი არ მაინტერესებს,-უთხრა გოგიმ და თავზე მზრუნველად გადაუსვა ხელი.-გუშინ ნინიკომ დარეკა და მოგიკითხა
-მართლა? ნეტავ როგორ არის? რამე ხომ არ უჭირს?
-არა, მითხრა კარგად ვარო, თან ხმაც ძალიან ბედნიერი ჰქონდა, -უპასუხა გოგიმ: -ასე მგონია რომ დიდ სიუპრიზს მოგვიწყობს. ამ დროს მსახურმა ოთახში ულამაზესი წითელი ვარდების თაიგული შემოიტანა და თეკლას მიაწოდა. -ჩემთან მოიტანეს? -გაუკვირდა მას
-დიახ, ახლახანს კურიერმა მოიტანა ,-უპასუხა მან
-ნეტავ ვინ გამოაგზავნა? ბარათი გახსნა და ჩუმად წაიკითხა-„-ულამაზეს და უმშვენიერეს ქალს მსოფლიოში“.- საინტერესოა. აქ არ წერია ვისგანაა.
-არ მიკვირს რომ შენ გამოგიგზავნეს. და თაყვანისმცემლები გაწუხებენ.-გაეცინა გოგის.
-კარგი ნათლია, წავალ მე ყვავილებს წყალში ჩავაწყობ, მერე კი გავიქცევი თორემ მართლა დამაგვიანდება.გემრიელად მიირთვით.
-წადი შვილო წადი, კარგად იყავი. იცოდე სამსახურში შესვენებაზე აუცილებლად ჭამე რამე.
-კარგი ნათლია, გპირდები,-გაუღიმა თეკლამ და იქაურობა დატოვა. გოგის მშვიდად საუზმობა არ დასცალდა . მარინა ქარიშხალივით დაატყდა თავზე
-როგორ მშვიდად საუზმობ. არაფერი არ გადარდებს.
-არაფერი მაქვს სადარდებელი და იმიტომ.-უპასუხა მშვიდად მან
-გამაგიჟებ შენ მე. ისღა გაკლდა ოთახიდან გადასულიყავი და ეგეც მოხდა.მაგრამ ამაშიც რა თქმა უნდა მე ვარ დამნაშავე.როგორც ყოველთვის.ახლა განქორწინებაც რომ დაემატა ამ ყველაფერს. აღარ ვიცი რა ვქნა, როგორ გადაგაფიქრებინო ეს სისულელე.
გოგის ხმა არ გაუცია. ადგა და უხმოდ დატოვა სუფრა.
**************************************************
ორშაბათი გათენდა. ახალი სამუშაო კვირა დაიწყო. გიორგი და ირაკლი ადრიანად წავიდნენ სამსახურში. ქეთამ ჯერ ელენე წაიყვანა საბავშვო ბაღში, მერე კი ისიც სამსახურში წავიდა. ნინიკოს რომ გაეღვიძა აღმოაჩინა რომ შინ მარტო იყო და მოიწყინა. საჭმელი არ უნდოდა. მხოლოდ ყავა მოიდუღა, აუზთან გავიდა და გასარუჯად მზეზე წამოწვა. ცოტა ხანს ფიქრებმა გაიტაცა. წარსულში გადაეშვა. მას დათოსთან გატარებული დღეები ახსენდებოდა გაცნობიდან აი პატარაობიდან -ქორწილის დღემდე. ფიქრობდა და უცებ მასთან გატარებული დრო ერთფეროვნად და მოსაწყენად მოეჩვენა. ის დრო სრულიად განსხვავდებოდა ამ მცირე დროისგან რაც ამ სახლში გაატარა. ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში უფრო ბედნიერი და მხიარული იყო. ახალისებდა ამ სახლში ამ ადამიანებთან ყოფნა. გიორგის გვერდით უფრო დაცულად გრძნობდა თავს და უფრო მშვიდად. უცებ ისიც აღმოაჩინა რომ დათოსთან დაშორებით თითქოს რაღაც მძიმე ტვირთი მოიშორა და თავი იმ თავისუფალი ჩიტივით იგრძნო გალიიდან რომ ახლახანს გაანთავისუფლეს... ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოარკვია. გიორგი ურეკავდა.
-როგორ ხარ?-ჰკითხა მან
-კარგად, შენ? დილით ადრიანად წახვედი. ვერ გნახე
-ჰო, მინდოდა საქმეს ადრე მოვრჩენილიყავი. ახლა მოემზადე, მალე გამოვივლი და რესტორანში მივდივართ, ქეთას ოთახიდან რომელიმე ლამაზი კაბა აარჩიე და ჩაიცვი, მან ვერ მოასწრო დარეკვა, იცოდე არ მოგერიდოს და არც მალოდინო. -მხიარულად უთხრა მან
-მარტო მე და შენ? კი მაგრამ მე....
-არანაირი მაგრამ. ქეთა ელენეს გამოსაყვანად წავიდა, მე შენ გამოგივლი და ყველანი ერთად ვივახშმებთ. მოემზადე, უკვე მოვდივარ.- სანამ ნინიკომ რამეს იტყოდა გიორგიმ ტელეფონი გათიშა. ის დაიბნა და რაღაცნაირად მისი გული სიხარულმა მოიცვა, ისე რომ ამის მიზეზს თვითონაც ვერ მიხვდა......
დევდარიანმა უცებ აირბინა კიბეები და ნინიკოს ოთახის წინ შეჩერდა. თვითონაც უკვირდა პატარა ბავშვივით რომ იქცეოდა.ღრმად ჩაისუნთქა,სუნთქვა დაირეგულირა და კარზე დააკაკუნა -ნინი მზად ხარ?
-ჰოო, შემოდი,-მოისმა იქიდან. გიორგი ოთახში შევიდა, მაგრამ ვერ დაინახა. -სად ხარ
-აქ ვარ. -მოისმა და სააბაზანოდან ულამაზეს ლურჯ კაბაში გამოწყობილი ნინიკო გამოვიდა. გიორგის ენა ჩაუვარდა და ხმა ვერ ამოიღო. გულიდან წამოსულმა გრძნობამ უცებ ამოხეთქა და მთელ სხეულში დაუარა. ნინი კი იდგა და უღიმოდა. მის ცისფერ ბრიალა თვალებში ლამაზი ვარსკვლავები ციმციმებდნენ.
-ულამაზესი ხარ ნინი. -უთხრა მან და ოფლით დაცვარული შუბლი მოიწმინდა.
-წავიდეთ თორემ დაგვაგვიანდება და ელენეს და ქეთას დიდხანს მოუწევთ ლოდინი.
-კი, კი, რა თქმა უნდა წავიდეთ,-გამოერკვა გიორგი.
ოთახიდან გამოვიდნენ და კიბეს ჩაუყვნენ. უკვე მოსაღამოვებული იყო. გიორგი ჯერ ნინიკოს მიეხმარა მანქანაში ჩაჯდომაში, მერე სანამ თვითონ ჩაჯდებოდა ირაკლისთან დარეკა და თვითონაც ჩაჯდა და წავიდნენ. მანქანა სწრაფად მიყავდა. თავიდან ორივე ჩუმად იყო. გიორგიმ რამდენჯერმე გახედა დოლიძეს, რომელიც ფანჯარაში იყურებოდა და დუმდა.
-ასე ჩუმად უნდა ვიაროთ?-დაიწყო მან
-არ ვიცი რა ვთქვა, ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულვარ ამ ყველაფერში. რატომ ვარ აქ, ან ეს კაბა რატომ მაცვია, ან რატომ მიხარია ასე ძალიან იქ წამოსვლა. გონს ვერ მოვსულვარ.
- გიხარია?-გიორგი ამას არ მოელოდა და დაიბნა
-კი მიხარია..მორცხვად დახარა თავი.
-დღეს ძალიან ლამაზი ხარ.მაშინ ქორწილშიც ულამაზესი იყავი. ძალიან გიხდებოდა ის კაბა. თვალი ვერ მოგაშორე
-იმ დღეს ნუ მახსენებ,გთხოვ.
-მაგრამ ის დღე რომ არა ჩვენ ერთმანეთს ვერ გავიცნობდით.
-არ გვინდა წარსულის გახსენება , მგონი დროა საერთოდ დავივიწყოთ ორივემ.
- მგონი ასე ჯობია, უთხრა გიორგიმ და მანქანა გააჩერა.-აი მოვედით.
-კი, მაგრამ ეს რომ ის რესტორანი არაა?
-ვიცი. გიორგი მანქანიდან გადავიდა და ნინიკოს კარი გაუღო.გადასვლაში მიეხმარა.-მოგიტაცე
-კარგი რაა, ასე ნუ ხუმრობ.
-შენ გგონია გეხუმრები?-გაეცინა გიორგის. -კარგი კარგი ასე ნუ შეგეშინდა. უბრალოდ ჩვენი გეგმები შევცვალე. ქეთასთან და ელენესთან ერთად ირაკლი ივახშმებს. ჩვენ კი აქ გავერთობით. იმედია კმაყოფილი დარჩები?
რესტორანში შევიდნენ. ნახევრად განათებულ დარბაზში მხოლოდ ისინი იყვნენ. რომანტიკული გარემო სუფევდა. მუსიკოსები წყნარ მუსიკას უკრავდნენ. სუფრა ლამაზად იყო გაწყობილი. სანთლები ენთო. მაგიდას მიუსხდნენ. დოლიძე გიორგის მიენდო და გაოგნებული იყო. ასეთი რამე ხომ დათოს არასდროს მოსვლია აზრად.უნდა თუ არ უნდოდა მაინც დათოსთან ავლებდა პარალელს და მის საქციელთან.მამაკაცმა სასმელი ჩამოასხა.
-ასე რატომ იქცევი?-ჰკითხა ყოველგვარი შესავლის გარეშე
-პირდაპირ გეტყვი. შენი მოხიბვლა მინდა და იმიტომ.-მშვიდად უპასუხა გიორგიმ
-ვაღიარებ გამოგივიდა . ასეთი რამე ჩემთვის არავის არ გაუკეთებია, არც დათოს.
-კარგი რა ნინი ახლა არ მოიწყინო, ნუ ხარ სერიოზული. ცოტა გამხიარულება არც შენ გაწყენს და არც მე. ორივემ ისედაც საკმარისი გადავიტანეთ ცხოვრებაში. გთხოვ ამ საღამოს ნუ ჩამიშლი. ძალიან მინდოდა ეს საღამო მეჩუქებინა.
-როგორც შენ გინდა, დღეს ყველაფერი ისე იყოს. ეფექტი ნამდვილად ჰქონდა ამ ყველაფერს.
-მაშინ მოდი ამ ჭიქით ჩვენ გაგვიმარჯოს და ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს.
-გაგვიმარჯოს,-დაეთანხმა ნინიკო და სასმელი შესვეს.
-ნინი რაღაც მინდა გკითხო. შეიძლება?
-რა გიო?
-იცი როგორ მიყვარს როცა ესე მომმართავ, ძალიან საყვარელი ხარ ამ დროს. დაიმორცხვა, გიორგიმ კი განაგრძო: -ნი, ცხოვრებისგან რა გინდა?
ის ჯერ დაიბნა,მერე კი თვითონაც კითხვით უპასუხა:
-შენ რა გინდა? -წამით ორივე გაჩუმდა, მერე კი ორივემ ერთად თქვეს:
-ჩემი წილი ბედნიერება ვიპოვო.
ამის გაგონებაზე ორივეს გაეცინა. დარბაზში მუსიკა ისევ უკრავდა. გიორგიმ საცეკვაოდ გაიწვია. ნინიკო დათანხმდა. უკვე გრძნობდა რომ რაღაც ამოუხსნელი ხდებოდა და რატომღაც უხაროდა და ბედნიერი იყო.
-ნიი. მომწომხარ, ძალიან, ძალიან. არ ვიცი რა გამოვა ამ გრძნობიდან და ასე რამ გამაგიჟა, მაგრამ ვიცი რომ არ ვცდები,-უთხრა გიორგიმ, თავი ააწევინა, თვალებში ჩახედა და ტუჩებში ვნებიანად აკოცა ისედაც დაბნეულ დოლიძეს.ისიც ისე დაიბნა თითქოს პირველი კოცნა იყოს მისიო და ხელებში ჩაადნა დევდარიანს.......



№1  offline წევრი დარინა

საყვარლები არიან, მე გიორგისი მჯერა, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენებიიი, მინდა რომ ერთად დაბრუნდენ როგორც ცოლქმარმა და დათოს პირი დააღებინონ, როგორი უნამუსოა, ვერ ვიტან მხოლოდ იმით რომ იმართლებენ მე მამაკაცი ვაროოო. გიოსნაირი ერთი მეც მინდააა.

 


№2  offline წევრი katiusha

დარინა
საყვარლები არიან, მე გიორგისი მჯერა, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენებიიი, მინდა რომ ერთად დაბრუნდენ როგორც ცოლქმარმა და დათოს პირი დააღებინონ, როგორი უნამუსოა, ვერ ვიტან მხოლოდ იმით რომ იმართლებენ მე მამაკაცი ვაროოო. გიოსნაირი ერთი მეც მინდააა.

Samwuxaroa,magram misnairebi bevrini arian sakmaod chvens irgvliv da arc ananosnairi mogalate daqalebi arian naklebwbi :-)

 


№3 სტუმარი ani

Dzalian kargia rac sheexeba datosnair adamianebs cxovrebashi dzalian xshirad gvxvdeba darwmunebuli var datos niniko arx yvarebia radgan saukereso daqaltan ugalata ar aqvs mnishvneloba es qali misi sacolis sauketeso daqali iyo tu vinme sxva magram faqti ertia datom ninikos ugalata niniko ki bednierebas imsaxurebs giorgistan ertad.... Warmatebebi

 


№4 სტუმარი სტუმარი სოფი

5 ვერ ვიპოვე როგორ ვნახო????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent