როგორც დაიწყო ისე დასრულდა (9თავი)
-დათო მე შენგან ტყუილად არ წავსულვარ. გახსოვს ბოლო ღამე? რაც მითხარი? ამ სიტყვებმა გული მატკინა, არ მეგონა ასე თუ გამიმეტებდი. არ ვიცი რას მერჩოდი. -კარგი რა ნატა, კიდე მე მეუბნები რამეს? კიდე მე მთვლი დამნაშავედ? ან ჩემთან რატომ მოდი ეხლა? სადაა შენი ქმარი? შენ გგონია არ ვიცი ჩემთან დაშორების მერე რომ გათხოვდი? დაგშორდა, მიგატოვა და ეხლა ჩემთან გინდა ისევ დაბრუნება? არ გრცხვენია მაინც? -შენ საიდან, საიდან გაიგე რომ გავთხოვდი? ვინ გითხრა? არ როგორ შეძელი ჩემი დავიწყება? ნუთუ აღარაფრს გრძნობ ჩემს მიმართ? მაგრამ რაღას იგრძნობ, ალბათ უკვე სხვა გყავს. -კი მყავს და მიყვარს. ის შენგან განსხვავდება. მას ნამდვილად ვუყვარვარ და ჩვენ არასოდეს დავშორდებით. ის არასოდეს მიმატოვებს და არ წავა ჩემგან ისე როგორც შენ მოიქეცი. ეხლა კი წადი ჩემი სახლიდან. გთხოვ. -არ წავალ, იმიტომ რომ მიყვარხარ და მინდა მაპატიო ის შეცდომა რაც დავუშვი და ხელახლა დავიწყოთ ყველაფერი, მართლა მიყვარხარ დათო. -კარგი რა ნატა? აპა შენი ქმარი ვინ არის შენთვის? მე თუ გიყვარვარ შენი ქმარი ვინაა აპა. მითხარი., მითხარი რა გინდა ჩემგან?შენი ქმარი სადაა? -მე და ჩემი ქმარი დავშორდით, მაგრამ ეხლა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მე შენი ნამდვილი სიყვარული ვარ და დავბრუნდი. -თუ ნამდვილი სიყვარული იყავი არსად წახვიდოდი. არ მჯერა შენი. შენი ქმარი დაგშორდა და გინდა ეხლა მე შემეტენო ორსული ქალი? -რაა? ორსული? ვინ გითხრა რომ ორსულად ვარ? საიდან მოიტანე? -კარგი რა, ისეთი სულელი გგონივარ რომ შენი მუცელი ვერ დავინახო? 2თვის მაინც იქნები. ნუ მატყვილებ რა. გეყოს რაც აქამდე გააკეთე. გთხოვ თავი დამანებე -კარგი, ორსულად ვარ, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ. ეს უბრალოდ შეცდომა იყო, არ უნდა მიმეტოვებინე. -ნატა შეიძლება ეს შენთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ მე არ მინდა სხვისი შვილი ვზარდო. შენ ამდენი არ გესმის.ჯერ კიდევ ვერ გაიზარდე. მე შენთან აღარაფერი მაქვს საქმე. ჩვენს შორის ყველაფერი დასრულდა, ამიტომ გთხოვ წადი ჩემი სახლიდან და თავი დამანებე. -კარგი რა დათო. გთხოვ მაპატიე. ძალიან გთხოვ. -არავითარ შემთხვევაში. გთხოვ წადი ჩემი სახლიდან. -კარგი. წავალ. მაგრამ მინდა იცოდე რომ მე ისევ მიყვარხარ. ატირებულმა ნატამ დატოვა დათოს სახლი და ნელა ჩაიარა კიბეები. ნინი იმალებოდა, მაგრამ ეს ფაქტი არ გამოპარვია. ვერ გაიგო რა ხდებოდა დათოსა და ნატას შორის. ძალიან დაბნეული იყო. ცოტა ხანი მოიცადა და მერე დათოსთან ასვლა გადაწყვიტა. კარი ღია დახვდა. დათო კი ტიროდა. შეშინებული ნინი მივარდა დათოსთან და ჩაეხუტა. და უთხრა: -დათო რა გჭირს სიხარულო? მოხდა რამე? რატომ ტირი? -იცი ნინი? იცი? ჩემთან ის იყო მოსული, ის... -ვინ ის იყო მოსული? ნატაზე ამბობ? -რაა? შენ რა იცი? მოისმინე არა საუბარი? -კი მოვისმინე. შენთან მოვდიოდი, ვიცოდი დღეს მართო იქნებოდი სახლში და გადავწყვიტე სიურპრიზი გამეკეთებინა და მთელი დღე ერთად გაგვეტარებინა. კიბეებზე ამოვდიოდი როცა შენი სახლიდან ყვირილის ხმა გავიგონე... ასე მოვისმინე თქვენი საუბარი, მაგრამ ვერაფერი გავიგე. რა უნდა შენგან? -იცი ნინი? არც მე ვიცი რა უნდა. თითქოს მე ვიყო ყველაფერში დამნაშავე. თითქოს ჩემი ბრალია ჩვენი დაშორება. სინამდვილეში კი ისაა დამნაშავე. ეხლა კი უნდა რომ ორსული შემომეტენოს. იმიტომ რომ ქმარი დაშორდა. მეკი ის არ მიყვარს. მე შენ მიყვარხარ ნინი. მხოლოდ შენ. ხომ გჯერა ჩემი? -კი დათო. შენი ყოველი სიტყვის მჯერა. მართლა. იმიტომ რომ მიყვარხარ და არასოდეს მიგატოვებ. რადგან უშენოდ არ შემიძლია სიცოცხლე. გთხოვ დაწყნარდი და მომიყევი რა მოხდა თქვენს შორის. თორე დაბნეული ვარ. -კარგი ნინი. ყვეოლაფერს დაწვრილებით მოგიყვები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.