შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვინუჟდენში დაქორწინებულები 14


24-05-2018, 00:01
ავტორი ubraloooo tipi
ნანახია 3 626

ავტორის შენიშვნა: მოკლედ პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ კითხულობთ ალბათ შეამჩნიეთ, რომ ისტორიის პერსონაჟების ფოტოებს არ ვდებ. ეს იმიტომ, რომ მინდა თქვენ თვითონ შექმნათ ისინი თქვენს გონებაში. არ მინდა თქვენს წარმოსახვაზე ზეგავლენა მოვახდინო ეს თავი მგონი არაა პატარა და იმედი მაქვს ისიამოვნებთ



საღამოს გამეღვიძა. თვალები ჯერ გავახილე, მერე ისევ დავხუჭე. საბოლოოდ მივხვდი, რომ ძილის შებრუნება არ მეწერა, ამიტომ საწოლზე წამოვიწიე. ჩემი ყურადღება მაშინვე მიიპყრო  ჩემს გვერდით მწოლიარე სხეულმა. ალექსი ზურგზე იწვა, ასერომ კარგად შემეძლო მეყურებინა მისი იდეალური ნაკვეთისთვის, რომელიც ძილის დროს ორმაგად ლამაზი ჩანდა. მშვიდად თვლემდა. მძინარე ისეთი საყვარელი, უსუსური ჩანდა... ბიჭს საბანი წელამდე ჩამოცურებოდა და დაკუნთული პრესი მთლიანად მოუჩანდა. გაუაზრებლად დავიწყე მისი თვალიერება. შევისწავლიდი მის სხეულს და სახეს, თან ეს იმხელა სიამოვნებას მანიჭებდა...
,,-ანა რა ჯანდაბას აკეთებ?!''-შემომიტია ჯერ კიდევ ჯანსაღად მოაზროვნე შინაგანმა ხმამ.
თავი გავაქნიე და საწოლიდან წამოვდექი. კედები ჩავიცვი და ოთახიდან გამოვედი. კარი ბრთხილად გამოვიხურე, რომ ალექსი არ გამეღვიძებინა და კიბეს ჩავუყევი.
მისაღებში სამი სულიერი დამხვდა. აქედან მხოლოდ ორი იყო ადამიანი. ჩაკი ჩემკენ ყეფით გამოიქცა, თუმცა ალექსისავით არ შემახტა, მხოლოდ ჩემთან თამაში დაიწყო. გავუღიმე და თავზე ხელი მოვუთათუნე. უფრო მხიარულად ააქიცინა კუდი.
-ჩაკ გეყოფა!-უსაყვედურა დაიანამ ძაღლს.
ძაღლმა უკმაყოფილოდ დამითმო გზა და კუდის ქიცინით ამედევდა.
-გამოიძინეთ?-მკითხა დაიანამ.
-მე-კი. ალექსს ჯერ კიდევ სძინავს.-ვუპასუხე და დივანზე ჩამოვჯექი.
-რა მოგიმზადო?-მკითხა ჩარლიმ.
-თქვენ გენდობით-ვუთხარი ზრდილობიანი ღიმილით.
-მალე იქნება-თვალი ჩამიკრა კაცმა და სამზარეულოში გავიდა.
-რამე მომიყევი შენზე...-მითხრა დაიანამ როგორც კი მისი ქმარი ოთახიდან გავიდა-რამდენი წლის ხარ? სად სწავლობ? რა ოცნებები გაქვს?
-18 წლის ვარ...-დავიწყე, მაგრამ დაიანას სახის ცვლილებაზე შევჩერდი.
-სულ ახალგაზრდა...-აღმოთქვა ქალმა, თუმცა მერე შეამჩნია, რომ მის გამო გავჩერდი ისევ ღიმილი დაიბრუნა-განაგრძე, განაგრძე!-შემაგულიანა.
-უნივერსიტეტში სწავლას წელს ვიწყებ, ბიზნეს ფაკულტეტზე. ჩემი ერთადერთი ოცნება ალბათ ისაა, რომ მამაჩემის კომპანიას  სათავეში ჩავუდგე.
-საინტერესოა...-წითური თმა ყურზე გადაიწია ქალმა. ღია გარდამავალი მწვანე თვალებით ისე შემომხედა, თითქოს ჩემს სულში ჩაძვრომას ლამობმდა- იცი, ალექსისგან ძალიან გამიკვირდა ასეთი ამბავი... ცოლის მოყვანას ვგულისხმობ.
-რატომ?-ვკითხე იმის მიუხედავად, რომ პასუხი ვიცოდი.
-როგორ გითხრა...-ცდილობდა შესაფერისი სიტყვები მოეძებნა-ალექსი ისეთი ბიჭია... არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ არ მეგონა ერთი ადამიანის სიყვარული თუ შეეძლო. მასზე ნებისმიერი გოგო ჭკუას კარგავდა, მაგრამ ის არცერთს არ აქცევდა ყურადღებას. თუ ვინმესთან ურთიერთობას წამოიწყებდა, ეს აუცილებლად დროებით გასართობად მიაჩნდა და შესაბამისად ეს ურთიერთობაც მხოლოდ რამდენიმე დღე გასტანდა. ხშირად ამდენსაც ვერა. სწორად გამიგე გთხოვ... ალექსი საკუთარი შვილივით მიყვარს, მაგრამ ის ასეთი იყო... მუდამ უკვირდა, როცა მე და ჩარლის გვიყურებდა. ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა ორ ადამიანს ასე ჰყვარებოდათ ერთმანეთი. ამიტომაც მიკვირს ასე თქვენი ქორწილის ამბავი. რა უქენი ასეთი ამ ერთი წლის განმავლობაში, რომ ასე შეცვალე?!
-არაფერი არ მიქნია-პირდაპირ ვუთხარი. ერთ წამს ისიც კი გავიფიქრე, მისთვის სიმართლე მომეყოლა, თუმცა მალე გადავიფიქრე.-ალექსი აქ საიდან მოხვდა?-ვკითხე ინტერესით.
-გეგამ გამოაგზავნა.-მითხრა მან და ჩაფიქრებულმა მარჯვნივ გადახარა თვალები-ალექსი ყოველთვის მეამბოხე, დაუმორჩილებელი იყო. გეგას ძალიან ბევრ პრობლემებს უქმნიდა. 16 წლის ასაკში სერიოზულ შარში გაეხვა. მართალია მამამისმა ამის ჩაფიცხვა მოახერხა, მაგრამ დასჯის მიზნით მაინც აქ გამოგზავნა.
-დასჯის მიზნით?-ვიკითხე გაკვირვებულმა-ეს ხომ სამოთხეა?! როგორ შეიძლება აქ ცხოვრება ვინმესთვის სასჯელი იყოს?!
დაიანას ჩემს რეაქციაზე გაეცინა.
-ალექსისთვის იყო. პირველი რამდენიმე დღე, სანამ ჩვენც კარგად არ გაგვიცნო და აქაურობაც. გეგა წინასწარ დაგვიკავშირდა და გაგვაბრთხილა მისთვის ნებისმიერი სახლი მიგვექირავებინა, რომელსაც მოინდომებდა. ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მთის სახლი აირჩია. მისთვის შეგვეძლო ნებისმიერი მდიდრული სახლი შეგვეთავაზებინა, მან კი უბრალო ქოხი აირჩია-გაუაზრებლად გაიღიმა ქალმა-მალე მიხვდა, რომ აქაურობა მოსწონდა. ჩვენც შეგვეჩვია. ხანდახან ღამით ჩვენთანაც რჩებოდა. მოკლედ, ჩვენს ოჯახის წევრად იქცა. აქ ერთი წელი ცხოვრობდა, იქამდე, სანამ გეგამ უკან დაბრუნება არ მოსთხოვა. ჩვენთვის რთული იყო დამშვიდობება, მაგრამ ალექსი შეგვპირდა შემდეგ წელს დავბრუნდებიო. პირობა შეასრულა კიდეც...
-და ბატონმა გეგამ ამით რას მიაღწია?
-იმაზე მეტს, ვიდრე გგონია. ჩვენთან ურთიერთობის შემდეგ ირწმუნება, რომ სიყვარული არსებობს. მისი ცივი გულიც გალღვა და თითქოს რაღაც შეიცვალა მასში.
-მისი ასეთი მეამბოხეობა იმ ამბის გაგებას ხომ არ გამოიწვია რომ ნაშვილებია?-ვკითხე ფრთხილად.
-არა, არა! ალექსმა ყოველთვის იცოდა, რომ გეგა და მისი ცოლი მისი ბიოლოგიური მშობლები არ იყვნენ. ამის მიუხედავად როგორც ვიცი ორივე მათგანთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
-და მისი ნამდვილი მშობლები?-ინტერესი ვერ დავმალე ხმაში.
-არ ვიცი... ალექსმაც არაფერი იცის მათ შესახებ. გაგება არც უცდია. ერთხელაც არ უკითხავს გეგასთვის რამე ამის შესახებ. ფიქრობს, რომ აზრი არ აქვს მათი ვინაობის გაგებას.
-კი მაგრამ...
-საჭმელი მზადაა!-მოგვესმა ჩარლის ძახილი მეორე ოთახიდან.
მე და დაიანამ ერთმანეთს გადავხედეთ და სამზარეულოში გავედით. აქ საოცარი სანახაობა დაგვხვდა. მაგიდაზე სხვადასხვა კერძები ლამაზად დაელაგებინათ. ყველაფერს საოცრად მადისაღმძვრელი სურნელი ასდიოდა. ჩარლიმ წინსაფარი მოიხსნა და სკამი ჯელტმენურად გამოუწია ცოლს დასაჯდომად. ქალმა გაუღიმა, სკამზე მოთავსდა და მაგიდას დამშეულის მზერა მოავლო. ჩარლი მას გვერდით მიუჯდა, მე კი მათ საწინააღმდეგო მხარეს დავჯექი.
-ეს რატომ გააკეთე? საშინელი სუნი ასდის-დაიწუწუნა ქალმა და მადისაღმძვრელი კერძისკენ გაიშვირა ხელი.
-ეს შენი ერთ-ერთი საყვარელი კერძია-გაუკვირდა კაცს.
-დღეს არა!-ცხვირი აიბზუა დიანამ.
-ოჰ, ეს ორსული ქალები-ნაცრისფერი თვალები გადაატრიალა ჩარლიმ.
-რამდენი ხანია ცოლ-ქმარი ხართ?-ვიკითხე და სალათი გადავიღე.
-ხუთი წელია-გაიბადრა დაიანა.
ცოტა გამიკვირდა. ხუთი წელი ცოლ-ქმარნი იყვნენ და მაინც არ განელებიათ სიყვარული და ინტერესი ერთმანეთის მიმართ. ეს აქამდე შეუძლებლად მიმაჩნდა.
-რამდენი წლისები ხართ?
-მე 35-ის ვარ, ჩარლი კი 36-ის.
-რომ ვთქვი სანამ 30 წლის არ გახდა, იქამდე ცოლად არ გამომყვა-მეთქი, არ მიხუმრია.-გაიცინა კაცმა.
-ხომ იცი რა დამოკიდებულება მაქვს ნაადრევ ქორწინებებზე?-თვალები გადაატრიალა ქალმა.
-ხო მაგრამ, რაღა ნაადრევი?! ჩვიდმეტი წლის ასაკიდან გვიყვარდა ერთმანეთი.-შეეკამათა ქმარი-პირადად მე, სხვა ქალისკენ ვერც კი ვიხედებოდი. სულ შენზე ვფიქრობდი! შენ კიდევ წლები მაწვალებდი.
-სამაგიეროდ ერთმანეთი უფრო და უფრო გვიყვარდებოდა!
-მეტად შეყვარება ისედაც შეუძლებელი იყო!-არ ეპუებოდა ჩარლი-მე სულ შენზე ვფიქრობდი, ღამითაც კი არ მეძინა, შენ კი ალბათ ჩემი არსებობაც კი გავიწყდებოდა ხანდახან.-ბოლო სიტყვები ცოტა ნაწყენის ტონით წარმოთქვა.
-მე არ მახსოვდა შენი არსებობა?-აღშფოთდა ქალი-ჩემი საძინებელი სავსე იყო შენი პორტრეტებით! დღე არ გავიდოდა არ დამეხატე!
-მართლა?-გაკვირვებამ და ბედნიერენამ ერთდროულად გაუპო ბაგეები კაცს.
-ხო!
მათ დიალოგზე ღიმილს ვერ ვიკავებდი. ნამდვილად საოცარი ცოლ-ქმარი იყვნენ. ჩემს მშობლებს არასდროს ჰქონიათ ასეთი ურთიერთობა. იმაშიც კი არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ერთმანეთი უყვარდათ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ დედა მამას ფულის გამო გაჰყვა ცოლად. საერთოდაც, არასდროს მინახავს ნამდვილი სიყვარული საკუთარი თვალით, ახლა კი ვხედავდი. ვხედავდი და ვხვდებოდი, რომ ეს საუკეთესო რამ იყო...
-საუზმედ რა გვაქვს?-მომესმა ნაცნობი ხმა. ყველამ კარისკენ გავიხედეთ. ახალ გაღვიძებულ ალექსს თმა ასჩეჩვოდა. როგორც წესი, ახალ გაღვიძებული ხალხი არც ისე კარგად გამოიყურებიან ხოლმე, თუმცა ეს წესი ალექსს ნამდვილად არ ეხებოდა. პირიქით, უფრო ლამაზი ჩანდა. ისევ იგივე ტანსაცმელი ეცვა. როგორც ჩანს გამოძინებამ თავისი გასაკეთებელი ქნა-დასვენებული ჩანდა.
ბიჭი ჩემთან მოვიდა და გვერდზე შემომიჯდა. მოურიდებლად გადმოიღო იგივე სალათი, რომელიც მე გადავიღე ცოტა ხნის წინ.
-რაზე ლაპარაკობდით?-იკითხა ბიჭმა და ლუკმა პირში ჩაიდო.
-იმაზე, თუ როგორ ვუყვარდი დაიანას და არ აღიარებდა.-უპასუხა ჩარლიმ.
-ჩარლი!-შეუბღვირა მეუღლემ.
-ჩაკი სადაა?-იკითხა ალექსმა ინტერესით.
ყველამ გარშემო მიმოვიხედეთ.
-არ ვიცით...-თქვა დაბნეულმა დაიანამ.
-წავალ მოვძებნი.-წამოვდექი მაშინვე.
ალექსმა წარბები ასწია.
-უკაცრავად?-მკითხა აგდებულად.
-რა?-ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.
-ჩაკის სიყვარულში არ შემეცილო!-მითხრა ბიჭმა თითის ქნევით- მე ერთადერთი და განუმეორებელი ვარ!
-თავად ძაღლმა გადაწყვიტოს ვინ უფრო მეტად უყვარს!-ვუთხარი ღრენით. ჯანდაბა! ახლა პირდაპირ დაიანას და ჩარლის წინ არ უნდა დაგვეწყო ჩხუბი!
-ძალიანაც კარგი!-ბიჭიც წამოდგა-წამოდი, მოვძებნოთ ჩაკი!-ეშმაკურად ჩაიცინა.
ოთახიდან ისე გავედით, გაკვირვებული წყვილისთვის აღარც შეგვიხედავს.

-ჩაკ!-გავყვიროდი ბოლო ხმაზე-ჩაკ!
ალექსი სახლის უკანა მხარეს გავიდა და იქ ეძებდა ძაღლს. ეზო არც ისე დიდი იყო, წესით ჩაკს ჩემი ძახილი უნდა გაეგო. 
-ჩაკ!-კიდევ ერთხელ დავიყვირე, მაგრამ ეს საჭირო აღარ იყო. ჩემკენ უკვე ყეფით მორბოდა ძაღლი. რეაგირება ვერ მოვასწარი, ისე შემახტა ზედ და მეც ალექსის მსგავსად, უკან გადავვარდი. საბედნიეროდ ბალახზე რბილად დავვარდი და არაფერი არ მტკენია. ბოლო ხმაზე ვიცინოდი. ჩემს ხარხარს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ჩაკმა სახე ამილოკა. ასეთი მხიარული საკუთარი თავი მეთვითონაც მიკვირდა.
-ფუ...-ვთქვი სიცილით და სახიდან ჩაკის ნერწყვი მოვიწმინდე. ის მაინც არ წყვეტდა ჩემთან თამაშს. თავზე ხელი მოვუთათუნე და ის იყო წამოდგომა ვცადე, როცა ჰაეროვანი ნაცნობი ხმა მომესმა.
-იცი, ზოგადად ასეთი მეგობრული არ არის ხოლმე ყველას მიმართ.
თავი ოდნავ მივატრიალე და ალექსს თვალი თვალში გაუყარე. ცალმხრივად მიღიმოდა.
-ხომ არ ეჭვიანობ?-ვკითხე და წამოვდექი.
-არა, უბრალოდ დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მის ადგილას.-ტუჩზე იკბინა.
თვალები გადავატრიალე.
-ადამიანი-ცხოველის როლური თამაში გიზიდავს ქმარო?-ვკითხე სარკაზმით.
-როცა საქმე სექსს ეხება, ყველაფერი მიზიდავს!-თვალი ჩამიკრა ბიჭმა.
ეს უკვე ზედმეტი იყო! მთლიანად გავწითლდი. ვერ ვიტანდი ალექსს! მძულდა მისი ეს ირონია, სარკაზმი და გამაღიზიანებელი რეპლიკები. ის ფაქტი, რომ მეც ახალ გასართობად ვუნდოდი, როგორც ათობით, ან თუნდაც ასობით სხვა გოგო, დღესავით აშკარა იყო. აქამდე ყველაფერს ვიტანდი, ვითმენდი და თუ ის ნერვებს მიშლიდა, არც მე ვაკლებდი, მაგრამ მომბეზრდა. დრო იყო მისთვის საზღვრები დამეწესებინა. თუ ის ფიქრობდა, რომ მისი ერთ-ერთი დღიური გოგონა ვიქნებოდი, ალბათ საკმარისად შეუვალი არ ვიყავი მასთან. ამის მერე კი იმხელა კედელს ავაშენეებდი, ვერაფრით ვერ გაანგრევდა!
-ალექს-დავიწყე წყნარად-ამის შემდეგ ჩემთან ამ სექსისტური გამოხტომებისგან თავს შეიკავებ. ჩემგან თავს მაქსიმალურად შორს დაიჭერ და თუ შესაძლებელი იქნება, არც კი დამელაპარაკები. -ვუთხარი მტკიცედ.
ბიჭი ერთ წამს გაოცებული მიცქერდა. ვიფიქრე, რომ ყველაფერი გაიგო და მიხვდა რამდენად სერიოზულად ველაპარაკებოდი, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩამეყარა, როცა ბაგეები გახსნა და სხმამაღლა გაიცინა.
-კარგი რა?! რა გჭირს? უკვე გითხარი, რომ როგორც გოგო არ მიზიდავ! მართლა ანა.
თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი, მაგრამ არ შევიმჩნიე.
-კარგია.-ვუთხარი უემოციოდ-ამას აზრი არ ექნებოდა.
-დარწმუბებული ხარ?-მკითხა ირონიით.
-აბსოლუტურად!-ვუთხარი და სახლის კარებისკენ გავემართე. ჩაკი ერთ წამს იდგა გაურკვევლობაში მყოფი, შემდეგ კი ალექსისკენ წავიდა.

-იქნებ ღამითაც აქ დარჩეთ?-შემოგვთავაზა დაიანამ.
-სოფი მადლობა, მაგრამ ჯობია დღეს წავიდეთ, მაგრამ აუცილებლად გამოგივლით.-შევპირდი მე. ღამით ალექსთან ერთ საწოლში ძილს ნამდვილად არ ვაპირებდი.
-შეეშვი ბავშვებს, განმარტოება უნდათ, თაფლობის თვე აქვთ ბოლოს და ბოლოს!-მხარი აგვიბა ჩარლიმ და ჩემი ჩემოდანიც ჩატენა ჯიპის საბარგულში.
-კარგი ხო!-დანებდა დაიანა- ოღონდ ზეგ აუცილებლად გამოგვიარეთ!
-გპირდები-ალექსმა ქალს ლოყაზე ნაზად აკოცა. გაკვირვებული ვიყავი მისი ასეთი სახის დანახვით. რატომღაც მეგონა, რომ ყველასთან უხეში და ცივი უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც ჩანს, მისთვისაც არსებობა გამონაკლისები. ალექსი მართლაც იმაზე თბილი და მოსიყვარულე იყო, ვიდრე ამჟღავნებდა.
უკანა სავარძელზე მოვთავსდი. მეგონა ალექსი წინ დაჯდებოდა ჩარლის გვერდით, მაგრამ ის ბედნიერად მომიჯდა გვერდზე. თვალები გადავატრიალე და თავი საქარე მინას მივადე. ჩარლიმ მძღოლის სავარძელი დაიკავა და მანქანა დაძრა. სანამ თვალს არ მივეფარეთ, დაიანა გარეთ იდგა ჩაკთან ერთად და თვალს გვაყოლებდა. ჩაკი კი მოწყენილი ჩანდა ჩვენი წამოსვლის გამო.
ძალიან მაინტერესებდა სად მივდიოდით. რადგან ჩვენს დროებით საცხოვრებელს მთის სახლს უწოდებდნენ, დავასკვენი, რომ ის სოფელთან მდებარე მთაზე მდებარეობდა. არც შევმცდარვარ. სოფელს გავცდით და მაღლა, ტყეში მიმავალ გზას დავადექით. გაოცებული ვიყავი ამ ადგილის სილამაზით. მაქსიმალურად ვცდილობდი ჩემი ემოციები დამემალა, მაგრამ სავარაუდოდ არ გამომივიდა.
ნელ-ნელა მაღლა მივიწევდით. დიდხანს სიარული არც დაგვჭირვებია, სადღაც ათ წუთში უკვე დანიშნულების ადგილზე ვიყავით. ეს არც თანამედროვე სტილის სახლი აღმოჩნდა, არც სამ სართულიანი კოტეჯი. პატარა, ორ სართულიანი ხის სახლი იდგა ჩემს წინ. ძალიან ლამაზი იყო. ნახევრად ტყეში ჩაფლულიყო, წინა მხრიდან კი ტბას გადაჰყურებდა. ეზოში ხეებს შორის საქანელა და ორი ჰამაკი ეკიდა.
სახლს ღობე არ ჰქონდა, ამიტომ პრაქტიკულად ტყის ნაწილად ითვლებოდა. ძალიან მომწონდა აქაურობა!

ჩაკი ჩემოდნების ამოლაგებაში დაგვეხმარა, სახლის გასაღები მოგვცა, კიდევ ერთხელ გაგვაბრთხილა ზეგ აუცილებლად უნდა გვესტუმროთო და წავიდა.
დავრჩით მხოლოდ მე და ალექსი.
ალექსი და მე.
ჩვენ.
ბიჭმა სახლის კარი შეაღო და თავისი ჩემოდანი შიგნით შეაგორა. მეც მას მივბაძე. სასიამოვნო ადგილი იყო. ძალიან კომფორტული, სუფთა და ლამაზი. მაგრამ არა მდიდრული. აქ არაფერი იყო ისეთი, რაც ათასობით ლარი ეღირებოდა. ყველაფერი უბრალო, მაგრამ ძალიან ლამაზი და გემოვნებიანი იყო. მისაღებში ტელევიზორი არ ეკიდა. სავარაუდოდ სახლში საერთოდ არ იყო ტელევიზორი, მაგრამ ეს პრობლემას არ წარმოადგენდა. ერთ კედელზე წიგნების თაროები განეთავსებინათ, რომელიც მთლიანად წიგნებით იყო გადაჭედილი. სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, როცა მათზე ქართული სათაურები შევნიშნე.
ალექსმა ჩემი ყურადღების ობიექტი შეამჩნია.
-წინა წელს დავტოვე აქ-თქვა მან-ვიცოდი, რომ დავბრუნდებოდი.
-რა გააკეთე ისეთი, რომ გეგამ აქ გამოგგზავნა?-ვკითხე მოულოდნელად.
თვალები მოულოდნელობისგან გაუფართოვდა.
-შენ საიდან...
-დაიანამ ყველაფერი მომიყვა-მოვუჭერი მოკლედ.
-ზოგადად ვიყავი ჯიუტი და ეს ჩემს მოსარჯულებლად გააკეთა. -მითხრა მან და მეტი დამაჯერებლობისთვის მხრები აიჩეჩა.
-რატომ?-ვკითხე.
-რა რატომ?-კითხვა შემომიბრუნა.
-რატომ ხარ ასეთი...-შესაფერისი სიტყვის ძებნა დავიწყე.
-მოურჯულებელი?-სიტყვა შემაშველა.
თავი უხმოდ დავუქნიე.
-შენ?-მკითხა და თვალი თვალში გამიყარა. მომეჩვენა, რომ გუგები გაფართოებოდა.-შენ რატომ ხარ ასეთი?
-საიდან დაასკვენი, რომ მოურჯულებელი ვარ?-ვკითხე დაეჭვებულმა.
-შენს ყველა მოქმედებაში გამოიხატება.-მიპასუხა მან-ყოველთვის წინააღმდეგობას მიწევ. სავარაუდოდ სხვებსაც. ყველაზე გასაკვირი ისაა, რომ არა მარტო სხვებს, არამედ საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგები.
-რას გულისხმობ?-ვკითხე იმით გაოცებულმა, რომ ყველაფერი ზუსტად თქვა.
-აი მაგალითად ამას...-ერთი დიდი ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ და ცხვირწინ ამესვეტა. გაუაზრებლად გადავდგი ერთი ნაბიჯი უკან და ზურგით წიგნების თაროს ავეკარი. ანერვიულებულმა ავხედე ალექსის ცისფერ თვალებს. ვერ ვხვდებოდი რას აპირებდა.
-დავიჯერო,-გააგრძელა ბიჭმა-იმდღეს ჩემი კოცნა მართლა არ გინდოდა?
-არ მინდოდა!-ვუთხარი მტკიცედ.
ალექსმა მარცხენა ხელი ჩემს უკან მიაყრდნო წიგნების თაროს.
-თუ თავს ირწმუნებ, რომ არ გინდოდა-ამოიჩურჩულა ბიჭმა და თავი ჩემს სახესთან უფრო ახლოს მოიტანა.
-არ მინდოდა!-გავიმეორე ისევ მტკიცე ხმით. მასსა და კედელს შორის არსებულ მცირე მანძილში მაინც ვახერხებდი და თავი ამაყად მეჭირა.
-დარწმუბებული ხარ?-ჩურჩულით მკითხა. მის ცისფერ თვალებში ვნება ირეკლებოდა.
არა, არ ვიყავი დარწმუნებული! საერთოდაც, მგონი მინდოდა მისი ტუჩები მეგრძნო ჩემსაზე. მისი ლამაზი, ვარდისფერი, სქელი ტუჩები... საოცრება იყო ეს ბიჭი თავიდან ფეხებამდე!
მაგრამ...
-დარწმუბებული ვარ!-ვუთხარი მტკიცედ.
ისევ ეს მზერა... ეს ბრაზით სავსე მხეცის გამომეტყველება და რამდენიმე გამოკვეთილი ძარღვი კისერზე. თუმცა ამ ყველაფერს რაღაც სხვა გრძნობა ცვლის. რაღაც იმედგაცრუების მსგავსი...
ბიჭი რამდენიმე წამი კიდევ ჩამშტერებია თვალებში, თითქოს შიგნით რაიმეს წაკითხვას ლამობდეს, შემდეგ კი ერთბაშად მშორდება. ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით ჩერდება და ყურადღებით მათვალიერებს, მის თვალებში ისევ ვხედავ რაღაც იმედგაცრუების მსგავსს, მაგრამ ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო.
-მაღლა ორი საძინებელია.-მითხრა ცივი ტონით- ერთ-ერთი ამოირჩიე.
-კარგი...- ამოვიღლუღლუღე და მეორე სართულისკენ მიმავალ კიბეს დავადექი.
-ანა!-შემაჩერა ბიჭის ცივმა ხმამ-ამის შემდეგ მე... მე აღარაფერს აღარ ვეცდები.
კიბეზე გავშეშდი. ნუთუ ალექსი ჩემს შეცდენას აღარ ეცდებოდა?! ერთდროულად გულზეც მომეშვა და იმედგაცრუებაც ვიგრძენი. კი მაგრამ, იმედგაცრუება რატომ...?
-კარგია!-მხოლოდ ეს ვუთხარიდა კიბეს ავუყევი.



№1 სტუმარი Marta

ვერ დავტოვებ უკომენტაროდ.
'
ძალიან მაგარი თავი იყო. ძალიან ძალიან მომეწონა
მემგონი უკვე ჩემო ფავორიტი ხარ.
მოწონს ის რომ ყველაფერს აღწერს დეტალებში. თუმცა მოზომილად.ძალიან მომწონხარ

 


№2  offline წევრი NniNna

ჰოო..კარგი თავი იყო და ისე მაინტერესებს ეხლა ახალი განვითარებები..რავქნა ახლა მეე ჰა!??:///)

მალე დადებ იმედიაა..://

 


№3  offline წევრი ubraloooo tipi

Marta
ვერ დავტოვებ უკომენტაროდ.
'
ძალიან მაგარი თავი იყო. ძალიან ძალიან მომეწონა
მემგონი უკვე ჩემო ფავორიტი ხარ.
მოწონს ის რომ ყველაფერს აღწერს დეტალებში. თუმცა მოზომილად.ძალიან მომწონხარ

ვოუ! უღრმესი მადლობა ❤️

NniNna
ჰოო..კარგი თავი იყო და ისე მაინტერესებს ეხლა ახალი განვითარებები..რავქნა ახლა მეე ჰა!??:///)

მალე დადებ იმედიაა..://

მადლობა, შევეცდები ❤️❤️❤️❤️

a.bochorishvili
ოჰ როგორ ველოდებოდი რააა, და ძლივს მეღირსა, მართლა ძააან მომეწონა, ოღონდ ასე აღარ დააგვიანო რაა და უფრო მსუყე თავები დადეეეე

მადლობა ❤️ შევეცდები ❤️

 


№4  offline წევრი teengirllove

ძაან კარგი იყოო..მალე დადე შემდეგიი

 


№5 სტუმარი Qeta

ძალიამ მაგარია პირიქით ჩემთვის უფრო კაია თუ ფოტოებს დებენ ფოტოებს ბოლოს მაინს დადე

მალე შეარიგე რა ვიტანჯები ამების ცოდვით

 


№6  offline წევრი S.alo

მომწონს ძალიან.
ველოდებით შემდეგს...

 


№7 სტუმარი Tebro

Super wasakitxi istorkaa sulmoutmenlad velodebi xolme am istorias da roca vxedav Rom axali tavi Dade gulis fancqalit vkitxulob magram vagiare yvelafris miuxedavad. Danaklisi mai
C mrcheba mxolod anas tvalig danaxul istorias vkitxulobt da saertod ver vige. Ra xdeba aleqsis tavs minda misi gancdebic gavigo da aleqsis tvalit danaxul siyvarjlis istoria movismino imedia gaitvaliswi eb chems txovnas da mis mier danaxul da gancdil ambavsac wamakitxeb

 


№8 სტუმარი თა

I'm thrilled! აქამდეც ხო სულ დიდი მოლოდინით ველოდებოდი შემდეგი თავის დადებას... და რაც მეტის დებს და ვკითხულობ მით მეტი მინდა კიდე... გთხოვ როგორც შეძლებ მალე დადე და ასე გააგრძელე!
P.S. მწერლობა თუ აქამდე არ გადაგიწყვეტია გირჩევ მინიმუმ მეორე პროფესიად იქციო!

 


№9  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

აუუუ კაიი იყოო ახლ თავს როდისს დადებბ

 


№10  offline აქტიური მკითხველი grafo

ღმერთო, რა ხეა ეს გოგო.

 


№11  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ახლა თვითონ სდიოს ალექსს ენაგადმოგდებულმა:დდ

 


№12 სტუმარი სტუმარი მარიამი

უმაგრესიააა ძალიან მომეწონა.შემდეგს როდის დადებ?

 


№13  offline წევრი anns

ძაან მაგარი თავი იყო heart_eyes heart_eyes მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს

 


№14 სტუმარი სტუმარი გვანცა

ჩარლი ჰენრი არ იყო წინა თავებში? ისე კარგია ძალიან, პატარ პატარა გრამატიკულ შეცდომებსაც თუ გამოასწროდ სუპერ. მაგ. ბრთხილად მახსენდება ძალიან ცუდად.

 


№15 სტუმარი სტუმარი Lika

Ox ra gadamrev cota didebi dade gogo!damtanje mainteresebs

 


№16  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუუუუ დადე მალე

 


№17 სტუმარი სტუმარი Son

აი უკვე მეხუთე დღეა რაც ველოდებით მესმის ძაან კარგად შენი რომ ვერიცლი მაგრამ ჩვენც ხო ადამიანები ვართ? ამდენხანს რაუბედურებაა? მართლა მეკარგება მუღამი თან რასაც ამბობ იმასაც არასრულებ იძახი დიდ თავს დავდებო და არც მაგას აკეთებ ან გაგვაფრთხილე მაინც როდის დებ რომ ტყვილად არველოდოთ

 


№18 სტუმარი ნანი

მალე დადეშემდეგი რაააა

 


№19 სტუმარი სტუმარი მარიამი

როდის დადებ?

 


№20  offline წევრი anns

როდის დადებ შემდეგს?

 


№21 სტუმარი სტუმარი veriko

ukvee unamusoobaaa kargitt raaaa sanam shemdeg tavt debtt winaa gaviwydebaaa ra moxdaaaa,,,, tu ar shegidzliatt mashin saertodd nu daiwyebtt istoriis dadebas

 


№22 სტუმარი კატუსია

აღარ დებ ახალს?

 


№23  offline წევრი moodchanger

ხალხო მთავარია რომ დაიდება heart_eyes , სჯობს მუზით წეროს ვიდრე ნაჩქარევად, heart_eyes heart_eyes გელოდებით <3
--------------------
mood

 


№24 სტუმარი Marta

moodchanger
ხალხო მთავარია რომ დაიდება heart_eyes , სჯობს მუზით წეროს ვიდრე ნაჩქარევად, heart_eyes heart_eyes გელოდებით <3

კი კარგია რომ მისით წეროს . მაგრამ ჩვენ რომ გვეკარგება კი თვის მუზა. თუ არა და სიგიჟემდე მომწონს ეს ისტორია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent