შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება სვანურად (1)


24-05-2018, 00:43
ავტორი pekhshvela
ნანახია 9 626

„ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად: ისინი, ვისთან ერთადაც ადვილია და ასევე ადვილია მათ გარეშე. და ისინი, ვისთან ერთადაც რთულია, მაგრამ მათ გარეშე – შეუძლებელი.“
/ერნესტ ჰემინგუეი/
^^^
სვანეთის ერთ-ერთ თემში მეტად გამოირჩეოდა მაიზერ გვიჩიანის ოჯახი. ბატონი მაიზერი ნამდვილი სვანი ვაჟკაცი გახლდათ, თავისი კუთხის მოყვარული და ადათ-წესების მიმდევარი. ჩვეული სვანური მკაცრი ბუნებით , შეჭმუხნული წარბებითა და თბილი გულით დაჯილდოებული. 5 ვაჟი ჰყავდა ბატონ მაიზერს , რითაც ნამდვილად თავს იწონებდა თემში. 5 ვაჟი , რომლებიც მის გვარს და დიდებული სვანების გენებს გაამრავლებდა. აქედან მის სამ ვაჟს ცოლიც ჰყავდა და შვილებიც. მაიზერი უკვე 7 შვილიშვილის ბაბუა იყო. მაინც ოცნებად ჰქონდა , თავისი გიორგისა და მაქსიმეს შვილებს მოსწრებოდა. მაიზერის ცოლი ქალბატონი ანა ფანგანი გახლდათ . ტრადიციული სვანური ოჯახიდან. ქალბატონი ანა სვანეთის მაღალ მთიან სოფლებში დადიოდა და თითო ოროლა სკოლაში რამდენიმე ბავშვს ასწავლიდა. მეტად განათლებული გახლდათ ანა. თავისი კუთხე არა ამქვეყნიურად უყვარდა მართლაც. ყველანაირად ცდილობდა თავის მოსწავლეებში ისევე როგორც, შვილებში , სვანეთის სიყვარული და სვანეთის ტრადიციები ჩაენერგა. ბედნიერი დედა და ახლა უკვე ბედნიერი ბებია იყო. ისოც თავს იწონებდა 5 შვილით და 7 შვილიშვილით. გაგიკვირდებათ და მისი უმცროსი შვილი მაქსიმე სულ 4 წლით პატარა იყოს მის პირველ შვილიშვილზე. გსმენიათ ალბათ დედასთვის განსაკუთრებული სიყვარული მისი პირველი შვილიაო, მაგრამ განსაკუთრებული სიყვარული მისთვის მაქსიმე იყო, უმცროსი ვაჟი. ამას არც მალავდა და ვერც. როგორ ამაყი იყო ანა. ამაყი იყო თავისი 5 ვაჟით. პირველი ვაჟი დავითი 20 წლისამ გააჩინა. 23 წლის ასაკში კი ტყუპი ბიჭები ეყოლა , დამიანე და ანდრეა. ტყუპები, რომ საბავშვო ბაღში მივიდნენ , დავითი სკოლაში წავიდა და ამ დროს ანგელოზმა კვლავ მოაკითხა და ოთხ გზის დედობაც აჩუქა. სწორედ გიორგობა დღეს გაიგო, რომ 2 თვის ორსული იყო და მეორე გიორგობას 23 ნოემბერს შეეძინა თავისი გიორგი. ასე მცირე დროში გახდა ანა 4 შვილის დედა. ვაჟებს შორის სხვაობა 3-3 წელი იყო მხოლოდ. მას მერე ანა არ დარჩენილა ფეხმძიმედ, ალბათ ღმერთმა მას 4 შვილი არგუნა ბედად, მაგრამ თუ კიდევ დარჩებოდა აუცილებლად გააჩენდა, აუცილებლად. ყველას და გასაკვირვებლად , როდესაც ანამ თითქმის შუახანს მიაღწია უდიდესი ბედნიერება განიცადა. როდესაც მისი პირველი მერცხალი 20 წლის გახდა რძალი მოუყვანა სახლში. მაიზერიც და ანაც ბედნიერები იყვნენ. ძალიან მოსწონდათ რძალი. რაღა თქმა უნდა ის ფაქტიც აბედნიერებდა მათ, რომ რძალი ძველი, ტრადიციული სვანური ოჯახიდან იყო. და გაიშალა ქორწილი. ქორწილი ისეთი, რომ მთელ სვანეთს გააგებინა მაიზერმა შვილის ბედნიერება. მთელი თემი იზიარებდა მათ ბედნიერებას , როდესაც ანა ცუდად გახდა და იქვე მყოფმა სოფლის ექიმმა თავის საძინებელში გასინჯა. ექიმს განათლებული და გამოცდილი ანას დედამთილიც შეუერთდა. ამ დროს ამცნო ანას განსაკუთრებულმა სიყვარულმა მასში არსებობა. გულში ისეთი სითბო ჩაეღვარა ანას, ღმერთმანი ამდენი ბედნიერება ჭკუიდან შლიდა. 40 წლის ასაკში მე-5 შვილის დედა ხდებოდა. იმ წამიდანვე როგორ შეუყვარდა მას თავისი განსაკუთრებული სიყვარული.
- როგორ მიყვარხარ დე.. დედეს განსაკუთრებული სიყვარული ხარ შენ.. დედეს განსაკუთრებული სიყვარული.. -მარტო დარჩენილი ასე ესაუბრებოდა დედეს განსაკუთრებულ სიყვარულს. თბილ ხელის გულებს მოისმევდა მუცელზე, თითქოს თითებს უთბობდაო პაწაწინა არსებას. გადიოდა თვეები და გრძნობდა ანა მასში მყოფი არსება მას უფრო აახალგაზრდავებდა. ფრთებს ასხავდა და თითქოს ბავშვურად განიცდიდა ამ სიხარულს. ზამთრის სუსხიან ამინდში ,სვანეთის არემარე მაქსიმეს ტირილმა გაკვეთა და ყველას გული გამალებითააძგერა. მაიზერის მეხუთე ვაჟის დაბადებაც იზეიმა თემმა. მახვშიც აღფრთოვანებული იყო ამ ამბით და დიდი სიხარულით მიულოცა გვიჩიანების ოჯახს. როდესაც მაქსიმემ 4 წელს მიაღწია დავითის ნანატრმა ქალიშვილმაც ინება ქვეყნად მოვლენა. ამ გოგონამ კი განსაკუთრებით გააბედნიერა ყველა. ღმერთმანი როგორ ანებივრებდა მას ყველა. არც ტყუპებმა დააყოვნეს. ცოლებიც ერთ დღეს მოიყვანეს. დღესდღეობით კი დედეს განსაკუთრებული სიყვარული 26 წლისაა. დავითს კიდევ ტყუპი ბიჭები შეეძინა, ტყუპებსაც ქალ-ვაჟი ეყოლათ თითქმის თანატოლები, გიორგიც , როგორც იქნა გამოტყდა , რომ საცოლე ჰყავს და მალე ქორწილსაც გადაიხდიდა. ასე გაიზარდნენ და გაბევრდნენ გვიჩიანები. მაქსიმე კი ცოლის შერთვას სულ არ ჩქარობდა, მეტიც სიყვარულზე სულ არ ფიქრობდა. ქალაქისკენ მოიწევდა და ახალგაზრდული წლებით ტკბებოდა . სტუდენტური წლებითაც დატკბა და პროფესიად ბიზნესმენობა აირჩია. უკვე სამსახურიც ჰქონდა და დროის უმეტეს ნაწილს ქალაქში ატარებდა ,თუმცა, ოჯახსაც არ ივიწყებდა. დასვენების დღეებში სტუმრობდა სვანეთს და ოჯახთან ერთად დროს ატარებდა. მართლაც, რომ ბედნიერად ცხოვრობდნენ გვიჩიანები.
^^^
-ხოჩა ლადეღ დედე! ( დღე მშვიდობის დედა)
-გენაცვალოს შენი დედე! მაგუარდ ხარი? (როგორ ხარ?)
-ხოჩამდ დედე ხოჩამდ. სი მაგუარდ? (კარგად დედა კარგად, შენ როგორ ხარ?) -მონატრებულ დედას ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა.
-მეც კარგად დედე.
-მიშგვი თვალულდ. (ჩემი ლამაზი)
-დავბერდი დედი ჩემი სილამაზე ვიღამ თქვა, ხედავ რახანია ნაოჭები მაქვს გაჩენილი, თმაში ჭაღარაც შემომერია. -დანანებით ამოილაპარაკა ანამ.
-რასამობ დედი შენი დაბერება ვინ თქვა. სწორედაც, რომ ეგ შენი ნაოჭები და ჭაღარა მიყვარს მე.
-მიშგვი მახეგვაჯ. მიშგვი ხორვა (ჩემი ვაჟკაცი, ჩემი პატარა) -ანას თვალები აუწყლიანდა და მაქსიმეს თხელ წვერს მიეფერა ,მისი სიტყვებით გაბედნიერებული.
-მი სი მალატ დედე!(მიყვარხარ დედა) -მაქსიმესთვის დედა ერთადერთი იყო. ერთადერთი ვისთვისაც ამდენ და ასეთ სიტყვებს იმეტებდა. დედე მისი სუსტი წერტილი იყო.
-მალატ დედე მალატ! მოგშივდებოდა ხომ?
-კი დე, მთელი დღის მშიერი ვარ, ახლა მხოლოდ შენი ტკბილი ხელებით გაკეთებული კუბდარი და ჭვიშტარი თუ მიშველის. -ცალყბად გაუღიმა მაქსიმემ და ხელზე აკოცა.
-ჩემი მუცელა ბიჭი! ახლავე გაგიკეთებს შენი დედე!
-კარგი დეე. დეე გიორგი სადაა? -სამზარეულოსკენ მიმავალს გასძახა.
-სად იქნება არ იცი? თავის ჩიტუნასთან. -ანამ ბედნიერად ჩაიცინა და ბოლოს მაინც მოაყოლა. -ნეტავ შენც გეყოლებოდეს დედა ჩიტუნა.
-ეე დედი მე რომ ჩიტუნები არ მიყვარს? -სიცილით გასძახა მაქსიმემ
-არაუშავს დედი თუ გინდა ფისუნიები გყავდეს. -ანამაც სიცილით მიუგო. მათ ხომ, ყოველთვის ასეთი თავისუფალი და გახსნილი ურთიერთობა ჰქონდათ. მაქსიმემ აღარაფერი უპასუხა და დაელოდა თავის საყვარელ კუბდარს და ჭვიშტარს. მალევე გაუმზადა ანამ და სუფრაც გაშალა. ამასობაში მაიზერიც დაბრუნდა სახლში.
-ვაა მამას ვაჟკაცმა გვინატრა სოფლელები. -აროხროხდა მაიზერი.
-ვაა მამი როგორ ხარ? -მამას გადაეხვია და მაგიდისკენ უბიძგა.
-კარგად მამა გენაცვალოს, მაგრამ დაგვივიწყე რაღაც.
-ბევრი საქმეა მამა ხომ იცი. თან სამსახურში დამაწინაურეს. შენი ვაჟი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეა, რომ იცოდე. -სიამაყით განაცხადა მაქსიმემ.
-ვახ მომესწრო ვაჟი. რა იქნება შვილო შენს ცოლსაც მოვესწრო?
-კარგი რა მამა შენც? ხომ იცი, რომ არ ვფიქრობ ჯერ მაგაზე .-ეს სიტყვები ცოტა ჩუმად ჩაილაპარაკა, რომ ანას არ გაეგო, არასდროს ეუბნებოდა ანას, რომ ამ თემაზე საერთოდ არ უფიქრია. არ უნდოდა მისთვის გული ეტკინა.
-ეხ ვიცი შვილო, მაგრამ დედაშენი ძალიან დარდობს.
-რომ ჩამოვდივარ სულ მაგაზე მელაპარაკება.
-უნდა შენს ბედნიერებასაც მოესწროს. ეშინია.
-რისი ეშინია?
-ვერ არის კარგად ამ ბოლო დროს. -მაქსიმეს თვალები აემღვრა და თვალებში თითქოს სხივი გაუკრთა.
-რა ხდება მამა მითხარი.
-ახლა არა მაქსიმე მერე ვილაპარაკოთ მარტო შენი იმედი მაქვს.
-კარგი მამა. წავალ დედას ვნახავ რაღაც შეიგვიანა ეზოდან შემოსვლა.
-მიდი ნახე შვილო.
მაქსიმე ეზოში გავიდა და როგორც კი მიწაზე უგუნოდ მყოფი დედა დაინახა ,გიჟივით მივარდა მას.
-დედე ..დედე ჩემო დედე თვალები გაახილე. -ბოლო ხმაზე იღრიალა და მაიზერიც გამოვარდა სახლიდან.
-ღმერთო ანა. ანა ჩემო სიყვარულო რა მოგივოდა. -მაიზერიც მასთან ჩაიმუხლა.
-მამა რა ჭირს მითხარი გთხოვ.
-არ ვიცი შვილო. ამ ბოლო დროს ხშირად კარგავს გონებას და ექიმთანაც არ მომყვება. ამაზე მინდოდა შენთან საუბარი.
-სასწრაფოდ ქალაქში უნდა გადავიყვანოთ.
გონებაზე ვერაფრით მოიყვანეს ,სანამ მაქსიმემ საავადმყოფოს კედლებში არ შეიყვანა. ექიმმა გასინჯა და ყველანაირი ანალიზი აუღო.პასუხს კი ანას პალატაში ელოდებოდნენ მაქსიმე და მაიზერი. ამ დროს გიორგიც შემოვარდა პალატაში გაგიჟებული.
-დედა.. დეე რა მოგივიდა ჩემო ლამაზო. -აცრემლებული მივიდა მასთან გიორგი.
-ნუ ნერვიულობ შვილო კარგად ვარ, უბრალოდ გული წამივიდა.
- რა უბრალოდ დედა, თავს სულ არ უფრთხილდები საერთოდ.
-არ არის მასე გიორგი! -მკაცრად უთხრა ანამ.
-არის დედა არის! სულ ნერვიულობ სულ!
- გაჩუმდი გიორგი! - ხმა გაიმკაცრა ანამ.
-ამის დრო არაა გიორგი თავი შეიკავე!- მაიზერიც ჩაერია მათ საუბარში და მაქსიმემ საეჭვოდ გადახედა სამივეს ,თუმცა არაფერი თქვა. ანერვიულებული დაელოდა ექიმის პასუხს. გიორგიმაც აღარაფერი თქვა და პალატიდან გავიდა. ცოტახანში ექიმიც შემოვიდა და მძიმედ ამოიოხრა.
-ანალიზის პასუხი მზადაა..
-რა ხდება ექიმო რა მჭირს?
-სერიოზულია რამე? -ვეღარ ითმენდა მაქსიმე
-სამწუხაროდ საქმე სერიოზულადაა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ ყველაფერი მოგვარებადია. პაციენტს საშვილოსნოზე სიმსივნე აღმოაჩნდა თუმცა არ ვიცით ზუსტად რა სტადიაშია და კეთილთვისებიანია თუ არა. ასე რომ, დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით პაციენტმა კი სრული ონკოლოგიური გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს. გირჩევთ დედაქალაქში გადაიყვანოთ. -ექიმმა ბოლო სიტყვები მძიმედ წარმოსთქვა და თითქოს განთავისუფლდა სათქმელისგან.
-ვერ ვიცოცხლებ ექიმო? ცოტა დრო დამრჩა? -ანერვიულდა ანა, მაქსიმე კი მის გვერდით იჯდა და თმებზე ეფერებოდა. ის ჭრელი თვალები სულ გაუუფერულდა მოსმენილისგან. ექიმის სიტყვები მის გულს ლახვარივით ეცემოდა. ანა ხომ მისი , სუსტი წერტილი იყო. ვერ გადაიტანდა თავის დედეს რამე, რომ მოსვლოდა.
-ქალბატონო ანა მე არ მითქვამს, რომ ვერ იცოცხლებთ. შეიძლება ვცდები კიდეც. სამწუხაროდ ჩვებს კუთხეში არ გვაქვს ისეთი დანადგარები , რითაც შევძლებთ დავადგინოთ რა გჭირთ დანამდვილებით. ამიტომაცაა საჭირო თქვენი თბილისში გადაყვანა.
-კარგით ექიმო მადლობა, ჩემს ცოლს დაველაპარაკები და გადავიყვანთ თბილისში.
-კარგით ბატონო მაიზერ. თუ რამე დაგჭირდეთ თქვენს სამსახურში მიგულეთ. ქალბატონო ანა გამოჯანმრთელებას გისურვებთ. -ექიმმა თბილად გაუღიმა ანას და პალატა დატოვა. მაქსიმემ კი დედა წამოაყენა წასაყვანად.
-გიორგი დედას ნივთები წამოიღე. -გაბრაზებული სახით გადახედა გიორგიმ და უმცროსი ძმის ნებას დაყვა. ხელში აყვანილი გაიყვანა საავადმყოფოდან და მანქანაში ჩასვა მაიზერი კი, უკან მიყვებოდა მათ და მძიმედ ოხრავდა. გული ატკინა ექიმის სიტყვებმა. მისი გულის მფლობელის ცუდად ყოფნას ვერ იტანდა ბატონი მაიზერი. საჭესთან გიორგი დაჯდა, გვერდით მაიზერი მიუჯდა, უკან კი ჩახუტებულო ჰყავდა მაქსიმეს მონატრებული დედა. სამივე მამაკაცს როგორ უნდოდა ისევ ისეთი მხიარული ანა დაენაახათ. ქმრით, შვილებითა და შვილიშვილებით ბედნიერი. სამივე მამაკაცს თავისი სწილი ანა უკვე სტკიოდათ მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ იცოდნენ მართლა სიმსივნე ქონდა ანას, თუ არა. გზას უხმოდ მიუყვებოდნენ და ასევე ჩუმად შევიდნენ სახლში. გადაღლილი საწოლზე წამოაწვინა მაქსიმემ და ძმას და მამას სთხოვა მასთან მარტო დარჩენილიყო. როგორ ძნელი იყო ახლა მისთვის, დედის სხივ გამკრთალ თვალებში ჩახედვა.
-წადი დედეს სიხარულო დაისვენე, გადაგღალე ნამეტანი.
-არა დე არ მინდა მარტო. შენთან მინდა. -ახლა უსუსურ ბავშვს გავდა მხოლოდ მაქსიმე. ბავშვს, რომელსაც დედა სჭირდება თითქოს ყველაფრის გადასაჭრელად.
-ჩემი ბიჭი ჩემი. დედეს ხოხვრა (დედას პატარა). გაიზარდე, მაგრამ მაინც პატარა ხარ. აღარ გჭირდება შენ დედე. უკვე დიდი ხარ დე. შენი წილი ბედნიერება უნდა იპოვნო.ცხოვრების მიზეზი. ვისთანაც მიხვალ და გული სიყვარულით აგევსება, გზა აბნეულს- სწორ გზაზე დაგაყენებს, მშიერს -დაგაპურებს, მცივანს -გაგათბობს, დაღვრემილს -გაგაღიმს და ყველა ტკივილს გაგიყუჩებს დედი!
-დედა ხომ იცი.. -სათქმელი არ ათქმევინა ანამ
-ვიცი დედე ვიცი. ვიცი, რომ არ იცი რას ნიშნავს ქალის სიყვარული. ნამდვილი გრძნობა არ გამოგიცდია. მიუხედავად ჩვენი ოჯახური მდგომარეობისა , მაინც და მაინც შენ , როგორ გამოხვედი გულჩათხრობილი. ყოველ დღეს იმაზე ნატვრაში ვატარებ, რომ შენს გვერდით ვიხილო ღირსეული ქალი, ისეთი როგორიც შენ შეგეფერება, ისეთი რძალი როგორიც გვიჩიანების ოჯახს შეეფერება. მხოლოდ შენ მედარდები დედი, ჩემზე კარგად არავინ გიცნობს.
-დედე გთხოვ.. გთხოვ ისე ნუ ლაპარაკობ თითქოს მემშვიდობები. ხომ იცი შენ ჩემთვის ედთადერთი ქალი ხარ ვის მიმართაც უსაზღვრო სიყვარულს ვგრძნობ.
-ვიცი დედე. შენც ჩემი განსაკუთრებული სიყვარული ხარ. ძალიან დიდი გული გაქ შენ, ხუთი ვაჟიდან შენ ერთადერთი ხარ ვისი შინაგანი სამყაროც საოცრად დიდი და ამავდროულად პატარაა. მე არასდროს გამირჩევია შვილები, მაგრამ შენ ჩემი გგანსაკუთრებული სიყვარული ხარ. ახლა ჩემზე ნერვიულობის დრო არაა. მე ჩემი გავლიე , ახლა კი შენს თავს უნდა მიხედო. გთხოვ შენ თავს მიხედე მაქსიმე!
-კარგი რა დედე , ყველაფერი კარგად იქნება. საუკეთესო ექიმებთან წაგიყვან , იმკურნალებ და კარგად იქნები. ხომ გჯერა ჩემი?
-მჯერა შვილო, შენი ყველაფერი მჯერა, მაგრამ ახლა შენ დამიჯერე , შენს თავს მიხედე.
-კარგი დედი, ყველაფერს დაგიჯერებ ყველაფერს, ოღონდ შენ მყავდე კარგად. -დედის შუბლს მიაკრო ტუჩები და გულში ძლიერ ჩაიკრა.
-მიშგვი ხოხვრა (ჩემი პატარა). -თბილი ბურთულები გადმოსცვივდა ანას და ეცადა დაემალა მაქსიმესგან.
-გავალ დე და დაიძინე.
-კარგი შვილო. მშვიდობიანი ღამე.
-მშვიდობიანი ღამე დე. -საძინებლიდან გავიდა და მდუმარედ მყოფ გიორგის და მაიზერს შეუერთდა.
-ხვალ თბილისში წავიყვან და ყველაფერს გამოვიკვლევთ. -უემოციოდა წარმოთქვა და სავარძელში მჯდომარემ კისერი უკან გადააგდო.
-ზედმეტად ბევრს ნერვიულობდა! -ბრაზით გამოსცრა გიორგიმ კბილებს შორის.
-წინასწარი დასკვნებისგან თავი შეიკავე გიორგი. -მის დაშოშმინებას შეეცადა მაიზერი.
-კარგი რა მამა ვითომ არ იცოდე, რომ ყველაფერი ამ ლაწირაკის ბრალია. -მაქსიმემ ჩაწითლებული თვალები მიაპყრო ძმას და მაიზერმა ბრაზიანი მზერა სტყორცნა.
-გიორგი ლაწირაკს ახლა შენ უფრო ჰგავხარ! პატარა ბავშვივით იქცევი ამხელა კაცი! -მაქსიმე დუმდა, არ უნდოდა ძმას აჰყოლოდა კამათში. გულში საკუთარ თავს თვითონაც ადანაშაულებდა.
-ამოიღე ხმა ლაწირაკო რატომ არაფერს იძახი? თუ გრცხვენია სიტყვის თქმის. -მაინც წამოენთო მაქსიმე.
-მე არაფრის არ მრცხვენია გიორგი არაფრის! არ მრცხვენია იმის რასაც მივაღწიე და რა ადამიანიც ვარ. ვამაყობ , რადგან შენსავით ეგოისტი არ ვარ. ვამაყობ, რადგან არასდროს არ დავადანაშაულებ ადამიანს უსაფუძვლოდ. ყველა ჩემი ბედნიერი დღის მოზიარე დედაჩემია და ასეც იქნება. მის გამო გაუკეთებელსაც გავაკეთებ და ყველაფერს დავთმობ თუ საჭირო იქნება. ამ უაზრო კამათს მოეშვი და ისე იაზროვნე, როგორც შენს ასაკს შეეფერება. -ოდნავი სიმშვიდით წარმოთქვა მაქსიმემ სიტყვები და მამის ამაყ მზერას წააწყდა. გულში რაღაცამ თბილად გასჭვალა. მაიზერი ყოველთვის ამაყობდა მაქსიმეთი. მიუხედავად იმისა, რომ მან პატარა ასაკში სვანეთიდან წასვლა და სწავლა გადაწყვიტა. ყოველთვის იცოდა, რომ მაქსიმე ბევრ მიაღწევდა და ასეც მოხდა. იმასაც ხვდებოდა ,რომ ის განსაკუთრებული იყო და არ გავდა თავის ძმებს, არც გიორგივით ეგოისტი და ამპარტავანი არ ყოფილა, არც ტყუპებივით ქალის ჭკუაზე გამვლელი და არც დავითივით უემოციო. ხო უემოციო იყო თითქოს უფროსი ვაჟი, ყველაზე ნაკლებადმას ადარდებდა ოჯახისმდგომარეობა და ზოგადი საკითხები. უხეშად, რომ ვთქვათ "ამჩემფეხება" ტიპი იყო. ყველაზე შორს იყო მაქსიმე და მაინც ყველაზე ახლოს. მაქსიმე სახლიდან გავიდა ,სახლში უკვე სული ეხუთებოდა. ახლა მეგობართან საუბარი სჭირდებოდა. ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ეცადა ალექსანდრესთან დაერეკა. გულითადმა მეგობარმაც არ დააყოვნა და მაშინვე უპასუხა.
- გისმენ მაქსიმე, როგორ ხარ აბა რამ შეგაწუხა ასე გვიან?
-ეხ სანდრო ამას თუ ყოფნა ჰქვია.
-რამე მოხდა?
-დედაჩემი ვერ არის კარგად.
-რა დაემართა კი მარა? ჩამოვიდე გჭირდები?
-არა სან , ხვალ თბილისში წამოვიყვან გამოკვლევებზე.
-სერიოზულია რამე? რა ხმა გაქვს. -ასეთი მაქსიმე არასდროს ენახა ალექსანდრეს
-სიმსივნის ნიშნებიაო ექიმმა. -მძიმე ოხვრაც ამოაყოლა და თვალები ისევ აუწყლიანდა სვანს.
-კაი რასამობ. -დაასევდიანა მეგობრის სიტყვებმა
-ხო სან, კიდევ რაღაც უნდა გითხრა.
-რა ხდება მაქსიმე მაშინებ.
-ცოლი უნდა მოვიყვანო.

ჩემო ტკბილებო დაგიბრუნდით ახალი ისტორიით. იმედია მოგეწონებათ და მეც უფრო სტიმული მომეცემა წერის ^^ ისიამოვნეთ <3



№1  offline წევრი Tskrialashvili Mariami

პირველიიიიიიიი :დდ
წავედიი წავიიკიითხეეეე

დავბრუნდებიიიი :დდდ :*

 


№2  offline მოდერი pekhshvela

Tskrialashvili Mariami
პირველიიიიიიიი :დდ
წავედიი წავიიკიითხეეეე

დავბრუნდებიიიი :დდდ :*

გელი გელი მოგელიი :დდ heart_eyes

 


№3  offline მოდერი pekhshvela

a.bochorishvili
ოჰჰჰჰ როგორ მომწოოოონს
და კაია რო მოცუცქნულ თავებს არ დებ
ისიც რო სიტუაციაში გაგვარკვიე უკვე
მე ძაან მომწონს და იმედია არ დააგვიანებ დადებას

მიხარია , რომ მოგეწონა . ყველანაირად ვეცდები არ შევიგვიანო დარაც მთავარია პატარა თავებს არ დავდებ :დ ❤❤❤

 


№4  offline მოდერი ენემი

ვააათ? heart_eyes სვანებიი heart_eyes ჩემი სუსტი წერტილები heart_eyes გამორჩეულია შენი მოთხრობებიდან heart_eyes დიდი თავი გვინდა და კარგი მორცხვი გოგო joy

 


№5  offline მოდერი pekhshvela

ენემი
ვააათ? heart_eyes სვანებიი heart_eyes ჩემი სუსტი წერტილები heart_eyes გამორჩეულია შენი მოთხრობებიდან heart_eyes დიდი თავი გვინდა და კარგი მორცხვი გოგო joy

ოხ ეს სვანებიი და ჩვენი სუსტი წერტილები :დდ ❤❤ იქნება იქნება ყველაფერიი????????

 


№6  offline წევრი Tskrialashvili Mariami

სათაური უკვე ყველაფრის მთქმელიიაა :*
პირველი თავია და კომენტარისგან თავს შევიკავებ :დ
მარტო ერთს
გეტყვი გამეხარდა შენი ნიკის დანახვა
(ნუ ეგ იცი შენ) :დ ♡♡
მაქსი მიყვარს უკვე :*
"ალექსანდრე" თავისთავად,
ჯერ-ჯერობით სახელით :დ და შემდეგ პიროვნებაც შემიყვარდება ხო ვიცი არა :დ :*

 


№7  offline მოდერი Mathew

ვაიმე ეს რა იყო?!
მართლა ძალიან კარგი იყო,მგონი ეს პირველი ისტორიაა შენი რომელიც წავიკითხე.
უკვე ვეღარ ვუთმენ ისე მინდა ახალი თავის წაკითხვა და მაქსიმეც შემიყვარდა უკვე <3 ^^

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიკა

კარგია.. ხვალ დადებ?

 


№9  offline მოდერი pekhshvela

Tskrialashvili Mariami
სათაური უკვე ყველაფრის მთქმელიიაა :*
პირველი თავია და კომენტარისგან თავს შევიკავებ :დ
მარტო ერთს
გეტყვი გამეხარდა შენი ნიკის დანახვა
(ნუ ეგ იცი შენ) :დ ♡♡
მაქსი მიყვარს უკვე :*
"ალექსანდრე" თავისთავად,
ჯერ-ჯერობით სახელით :დ და შემდეგ პიროვნებაც შემიყვარდება ხო ვიცი არა :დ :*

ჩემი ტკბილი გოგო <3 დაგაჯახებ ალექსანდრეს იცოდე :დდდ

Girl with pretty smile
ვაიმე ეს რა იყო?!
მართლა ძალიან კარგი იყო,მგონი ეს პირველი ისტორიაა შენი რომელიც წავიკითხე.
უკვე ვეღარ ვუთმენ ისე მინდა ახალი თავის წაკითხვა და მაქსიმეც შემიყვარდა უკვე <3 ^^

მადლობა ჩემო კარგო <3 მალე დავდეებ❤

სტუმარი მარიკა
კარგია.. ხვალ დადებ?

ღამე დავდებ❤❤

 


№10 სტუმარი სტუმარი მარიკა

pekhshvela
Tskrialashvili Mariami
სათაური უკვე ყველაფრის მთქმელიიაა :*
პირველი თავია და კომენტარისგან თავს შევიკავებ :დ
მარტო ერთს
გეტყვი გამეხარდა შენი ნიკის დანახვა
(ნუ ეგ იცი შენ) :დ ♡♡
მაქსი მიყვარს უკვე :*
"ალექსანდრე" თავისთავად,
ჯერ-ჯერობით სახელით :დ და შემდეგ პიროვნებაც შემიყვარდება ხო ვიცი არა :დ :*

ჩემი ტკბილი გოგო <3 დაგაჯახებ ალექსანდრეს იცოდე :დდდ

Girl with pretty smile
ვაიმე ეს რა იყო?!
მართლა ძალიან კარგი იყო,მგონი ეს პირველი ისტორიაა შენი რომელიც წავიკითხე.
უკვე ვეღარ ვუთმენ ისე მინდა ახალი თავის წაკითხვა და მაქსიმეც შემიყვარდა უკვე <3 ^^

მადლობა ჩემო კარგო <3 მალე დავდეებ❤

სტუმარი მარიკა
კარგია.. ხვალ დადებ?

ღამე დავდებ❤❤
უჰჰ,როგორ გამახარე,რომ იცოდეე <3

 


№11  offline წევრი Kalina

ჩემი სვანეთი ♥️
ჩემი სვანები ♥️
მიყვარან და მორჩა!
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№12  offline მოდერი pekhshvela

მარიკუნაა♥️
ჩემი სვანეთი ♥️
ჩემი სვანები ♥️
მიყვარან და მორჩა!

სხვაგვარად არც შეიძლება ^^❤❤

სტუმარი მარიკა
pekhshvela
Tskrialashvili Mariami
სათაური უკვე ყველაფრის მთქმელიიაა :*
პირველი თავია და კომენტარისგან თავს შევიკავებ :დ
მარტო ერთს
გეტყვი გამეხარდა შენი ნიკის დანახვა
(ნუ ეგ იცი შენ) :დ ♡♡
მაქსი მიყვარს უკვე :*
"ალექსანდრე" თავისთავად,
ჯერ-ჯერობით სახელით :დ და შემდეგ პიროვნებაც შემიყვარდება ხო ვიცი არა :დ :*

ჩემი ტკბილი გოგო <3 დაგაჯახებ ალექსანდრეს იცოდე :დდდ

Girl with pretty smile
ვაიმე ეს რა იყო?!
მართლა ძალიან კარგი იყო,მგონი ეს პირველი ისტორიაა შენი რომელიც წავიკითხე.
უკვე ვეღარ ვუთმენ ისე მინდა ახალი თავის წაკითხვა და მაქსიმეც შემიყვარდა უკვე <3 ^^

მადლობა ჩემო კარგო <3 მალე დავდეებ❤

სტუმარი მარიკა
კარგია.. ხვალ დადებ?

ღამე დავდებ❤❤
უჰჰ,როგორ გამახარე,რომ იცოდეე <3

❤❤❤❣

 


№13  offline აქტიური მკითხველი terooo

წარმატებებს გისურვებ

 


№14  offline მოდერი pekhshvela

terooo
წარმატებებს გისურვებ

მადლობა დიდი heart_eyes

 


№15  offline წევრი სვანი:)

არაჩვეულებრივია <3 უბრალოდ ძააალიან მაგარი<3 მსიამოვნებს რომ სვანივარ<3 გააგრძელე აუცილებლად<3

 


№16  offline მოდერი pekhshvela

სვანი:)
არაჩვეულებრივია <3 უბრალოდ ძააალიან მაგარი<3 მსიამოვნებს რომ სვანივარ<3 გააგრძელე აუცილებლად<3

მუშვაან <3 როგორ მიყვარხართ სვანები :დდ მადლობა <3

 


es ra iko? bolos iko shoki piki panika❤️❤️❤️ vaimeee chemi shokoladi velodebi shemdeg tavs sulmoutqmelad heart_eyes heart_eyes

 


№18  offline მოდერი pekhshvela

შემოდგომის-ფერი
es ra iko? bolos iko shoki piki panika❤️❤️❤️ vaimeee chemi shokoladi velodebi shemdeg tavs sulmoutqmelad heart_eyes heart_eyes

შენი გიჟები❤❤❤:დდ

 


№19  offline მოდერი pekhshvela

ცარიელი
მიუხედავად იმისა რომ სვანეთთან არანაური შეხება არ მაქვს, არც ნამყოფი ვარ, მაინც სულ ემოციურად ვკითხულობ ისტორიებს სადაც სვანეთი და სვანი ხალხი ფიგურირებს. სვანურ ენას რომ ანაცვლებ ხოლმე ძალიან მომწონს . ძალიან კარგი დასაწყისია. ანას და მაქსიმეს სიყვარული საოცარია. გამიგია ასაკში გაჩენილი შვილი უფრო ტკბილიაო )) ახლა შემოვუერთდი ამ ისტორიას მაგრამ კომენტარის გარეშე ვერ დავტოვე ❤️

ვაიმე მე კიდევ ახლა ვნახე ეს კომენტარი და ძალიან გავბედნიერდი. მიხარია რომ მოგწონს და ისიც მიხარია, რომ უკომენტაროდ არ დატოვე . მადლობა დიდი❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent