შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანურ კოშკში ოცნებები (სრულად)


29-10-2015, 17:00
ავტორი teddy))
ნანახია 7 790

მიუხედავათ იმისა, რომ გვარად ქალდანი ვარ არასდროს მქონია საშუალება ამესრულებინა ჩემი ოცნება სახელად სვანეთი. მენახა მისი საგანძური სვანური კოშკი.
ყოველ ღამე, ვეებერთელა მთვარის შემყურე ვოცნებობდი, როგორ მივდიოდი სვანეთში ლაშქრობაზე . დანიშნულების ადგილას მისულს ბედნიერებისგან როგორ მიძგერდა გული.
20-25 მეტრის სვანური კოშკის დანახვისას, როგორ გავირბენდი გზას. ხშირად წამოვკრავდი ქვას ფეხს, მუხლებით დავეცემოდი ჩემს მიწაზე, მაგრამ ჩემი ოცნების სისრულეში მოსაყვანად ფეხიდან წამოსულ სისხლს უყურადღებოდ ვტოვებდი.
პირველ სართულს მაჩვიბი ეწოდება. იგი განკუთვნილია ადამიანის ბინად და საქონლის სადგომად, ხოლო მეორე სართული გამოყენებულია ადამიანის სარჩოს შესანახად და აგრეთგე საქონლის საკვების მარაგისათვის. დარბაზს ზოგჯერ საცხოვრებლადაც იყენებდნენ ზაფხულში. მაჩვიბი ვრცელ სადგომს წარმოადგენს. აქ მთელი ოჯახია მოთავსებული და ორი ან სამი კედლის გაყოლებაზე საქონლის სამყოფია გამოყოფილი, მის წინა მხარეზე ხის მაღალი ტიხარი აქვს მოწყობილი. ტიხარში თაღოვანი ხვრელებია გაჭრილი საქონლის თავის გამოსაყოფად ბაგასთან. მაჩვიბის შუაში კერაა მოწყობილი, სადაც სპეციალურ ქვის ან რკინის ოთხფეხზე ფიქალის ფილაა დადებული პურის ცხობისათვის. კერის თავზე ჯაჭვია ქვაბისათვის, ჭერთან გადებულ სპეციალურ კოჭებზე საგანგებოდ მოწყობილი ჩარჩოა, რომელზედაც ფართო ფიქალის ფილაა დაფარებული ჭერის ხანძრისაგან დასაცავად. ამ კონსტრუქციის ელემენტები ხშირად მოჩუქურთმებულია და ძელების ბოლოები ცხენის თავის
ქანდაკებითაა მორთული. მაჩვიბში ჩვეულებრივად ბევრი მოჩუქურთმებული ავეჯია. გარდა ამისა, საქონლის სადგომის გადამღობი ტიხარიც გეომეტრიული სახის ჩუქურთმითაა მორთული. საცხოვრებელი კომპლექსის მეორე მნიშვნელოვანი ნაგებობა კოშკია, რომელიც საიმედო თავშესაფარს წარმოადგენდა თავდასხმის შემთხვევაში. ამ ძირითად ფუნქციას უპასუხებდა მისი აგებულება. კოშკი სახლთან ახლოს დგას და მასთან დაკავშირებულია გადასასვლელით, რომელიც სახლის მეორე სართულიდანაა გადებული. კოშკები 4-5 სართულისგან შედგება. კოშკის ბოლო სართულზე სათოფურეებია.
როგორც მოყვარული, ყოველთვის ვეძებდი სვანეთის შესახებ ინფორმაციებს.
ხის კიბეები ავიარე და აღმოვჩნდი ბოლო სართულზე. ჩემ წინ გადაიშალა ულამაზესი ბუნება, რომლის მსგავსიც არასდროს მენახა. დავინახე ზვიადი შხარის დათოვლილი ფერდობები. მის ძირში სათავეს ღებულობს მდინარე ენგური.
ამ სანახაობის შემყურეს მეც მინდოდა მთასვლელი ვყოფილიყავი, რომელიც პირველი დაიპყრობდა ამ ენით აუღწერელ სილამაზეს. მოპირდაპირე მხარეს გავიხედე და ჩემს ბედნიერად გაბრწყინებულ თვალებმა დაინახეს ლამარია, რომელიც IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა. იქვე დადებული სვანური ქუდი დავინახე, რომელზეც ჯვარი არის გამოსახული. მიუხედავათ იმისა, რომ სვანი კაცის ჩაცმულობის ერთ -ერთი ყველაზე დამახასიათებელი ატრიბუტია, ჩემს ქერა თმებს მაინც მოუხდა. მოგეხსენებათ სვანეთში მრავალი ადამიანი ქერაა და მწვანე თვალება. ალბათ ჩემი ერთ-ერთი სვანობის დამახასიათებელიც ეს არის. ახლა მე რომ ლემი მქონოდა (სვანეთის დროშას ეწოდება.) დავიჭერდი ხელში და წინამძღოლობას გავუწევდი მებრძოლ ჯარისკაცებს. ისე ამაყად ვგრძნობ ახლა თავს. აქვე გამახსენდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი, რომელიც სვანეთს მიუძღვნა:
,,აქ ძვირფასი მოსჩანს ჩვენი სვანეთის
ლაღი მთები - გამტანნი ერთმანეთის!
ყველაფერი სხივითაა ნანთები-
კაცთა სახე, ხეობები და მთები!
აქ ჩვენს მხატვარს საქართველოს ბუნება
სულითა და გულითა ეხმაურება!
ფერს ახალი მოაქვს მოსანათლობა.
მადლობა მთებს! დიდზე დიდი მადლობა!“
---------------------------------------------------------------
ჩემი პირველი ისტორია ამ საიტზე .. შემდეგში სხვა ისტორიებსაც შემოგთავაზებთ მკითხველებო .. შემიფასეთ



№1  offline მოდერი sopiko

სვანეთი!!! სიმართლე გითხრა ეს კუთხე ჩემმა მეგობარმა შემაყვარა, შენ კი ეს გრძნობა გამიღრმავე. ვთვლი რომ პირველი ცდისთვის ძალიან კარგია და მჯერა რომ შემდეგისთვის უკეთესი გამოგივა. წინასწარ ჰიპოთეზებს არ გამოვიტან მაგრქმ მინდა გითხრა რომ შინაარსი ორიგინალურია და მხოლოდ რამდენიმე შეცდომა შევნიშნე, რაც უმეტესად ტაფტოლოგიას და ტრანსფრიქციას ეხება. ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი უმნიშვნელოა. გისურვებ წარმატებებს... ♥

 


№2  offline წევრი Firefly

მეც სვანი ვარ და ჯერ არც მინახავს ჩემი კუთხე მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა .რაც შეგეხება შენ ძალიან მომეწონა შენი ნამუშევარი თბილი იყო და ძალიან კარგი წასაკითხი ♥
--------------------
M.T

 


№3 სტუმარი lana gulbani

mecc svanii varr da dzaliann miyvars chemi kutxe dzaliann miyvars iq yofna iq siwynarea da silamaze ase dazaliann xoo miyvars magarnn shenn ifroo metad shemayvare racc shexeba istorias dzaliann kargia da ase gagrdzele warmatebebs gisurvebb

 


№4  offline წევრი Smiling girl

Me svani arvar magram dzlian miyvars es kutxe da minda rom axlo momavalshi movinaxulo. Ragac dzalian tbili da gansxvavebuli iyo. <3 gaagrdzele da dade axalisiaxleebi :*

 


№5  offline მოდერი Nude

მეც სვანი ვარ და ისე მიხარია ასე რომ ეტრფის ბევრი ადამიანი ამ კუთხეს, რომ ბედნიერებისგან გამოწვეულ კანკალს ვერაფრით ვაჩერებ. გმადლობ, რომ ასეთი კარგი გრძნობები გამოიწვიე ჩემში...
წარმატებები შენ!
--------------------
bailey

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent