თბილისის ცის ქვეშ... თავი 8
დილით მძიმედ გავახილე თვალი.მიჩვეული ვიყავი ყოველდღე ადრე ადგომას და შესაბამისად ადრიანად გამეღივიძა.კედელზე ჩამოკიდებულ საათს გავხედე ჯერ, მერე გვერდით მწოლიარე მათეს,მუცელზე ეძინა,ცალი ხელი ბალიშის ქვეშ შეეცურებინა,მეორე ჩემს წელზე და უდარდელად ეძინა. საღ გონებაზე იმის გააზრება თუ რა მოხდა ჩვენ შორის წუხელ და თან რამდეჯერმე გაცილებით რთული აღმოჩნდა,ისე შემრცხვა მერჩივნა მიწა გამხეთქოდა და ჩავეტანე,ოღონდ მათეს საწოლში არ გამღვიძებოდა. სინდისის ქეჯნამ შემომიტია, თავი უკანასკნელ ქალად ვიგრძენი.იმ ქალების მსგავსად მივიჩნიე ყოველ ღამით რომ არ მაძლევდნენ დაძინების საშუალებას. ფრთხლად მოვიშორე მისი ხელი,რომ დავრწმუნდი ნამდვილად ღრმად ეძინა პირველი რაც ხელში მომხვდა ის მოვიცვი და ფეხისწვერებზე მდგომი გამოვიპარე იქიდან. შხაპის ქვეშ მდგომს ისტერიკული ტირილი ამივარდა,ვერ ვჩერდებოდი.სულ უფრო და უფრო მეტად ვიხეხავდი ტანს და კანიდან თითქოს იმ ჭუჭყის მოშორებას ვცდილობდი წუხელ რომ აღმოვჩნდი,ჩემთვის უსიყვარულოდ და გრძნობების გარეშე მამაკაცთან ყოფნა ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფიულება იყო მხოლოდ,არ მსიამოვნებდა საშინლად ეს სიტუაცია,ყოველთვის ვცდილოდი თავის არიდებას და აი წუხელ თვითონ ჩავიგდე თავი ასეთ დღეში, რაც უფრო მეტად ვცდილობდი მოშორებას მით უფრო მეჩვენებოდა რომ ჩემი სხეული მათეს სურნელით იყო გაჟღენთილი.. ნაჩქარევად გადავიცვი ტანსაცმელი და საკუტარი სახლიდანაც გავიპარე ქურდივით სამსახურში რომ სადარბაზოში მას არ შევხვედროდი.ტელეფონი სამსახურში აღმოვაჩინე რომ არ მქონდა და გონებაში რომ აღვიდგინე ყველაფერი მასთან დავტოვე წუხელ და მერე გამახსენდა რომ მისი პერანგი მეცვა წასვლისას. მთელი დღე უხასიათოდ და უგუნებოდ ვიყავი,თანამშრომლებზე ვიყარე ჯავრი და დავცოფე,თითქოს მიშველა ამან და უარყოფითი ენერგიისგან გამანთავისუფლა. ვნატრობდი საღამო არ მოსულიყო,მაგრამ როცა გინდა ყველაფერი საწინააღმდეგო ხომ მაშინ ხდება.ისე სწრაფად გავიდა დრო და ისე მალე მოვიდა წასვლის დრო რომ გონზე წესივრად მოსვლაც ვერ მოვასწარი. მძიმედ ვმოძრაობდი სახლისკენ მიმავალ გზაზე.მივდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა,თან აქეთ-იქით ვიხედებოდი არსად დამხვდეს-თქო.მშვიდად მივედი სადარბაზომდე და ლიფტი გამოვიძახე.თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი რომ დღის მთავარი სიუპრიზი წინ მელოდა. სახლში დაბრნებულს არც მეტი არც ნაკლები ჩემი ბინის კარზე საკუთარი საცვლები იყო გამოფენილი და ლამაზად დამაგრებული წებოვანი ლენტით რომ არ ჩამოვარდნილიყო,შუაში კი ორად გაკეცილი ქაღალდი.თვალები შუბლზე ამივიდა და მაშინვე მივხვდი ვისი ნამოქმედარი იყო, მაშინვე ჩამოვგლიჯე, გაცოფებული მის ბინასთან მივედი და კარს მუშტები დავუშინე.თან სალანძღავ სიტყვებს ვუყვიროდი, რომ დავმშვიდდი მივხვდი რომ ქაჯივით ვიქცეოდი და არც იყო სახლში, ახლა მეზობლების შემრცხვა,იმედია არავის არ უნახავს ეს.დავმშვიდდი და მშვიდად ავიღე იატაკზე მოსროლილი ფურცელი გავშალე. "-შენი ბედი რომ სასწრაფოდ მომიხდა შეხვედრაზე წაასვლა ორი დღით და გადამირჩი. მეორედ არც კი იფიქრო ჩემგან გაპარვა,არათუ გაბედო.რომ ჩამოვალ პასუხს მერე მოგთხოვ მაგისთვის,მანამდე კი ვფიქრობ რომ დამშვიდებას მოვახერხებ და შენი სასჯელი მძიმე არ იქნება.. პ.ს.ტელეფონიც, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ჩემთან დაგრჩა წუხელ,მაგრამ სრულიად გამოუსადეგარია,ასე რომ შენთვის ტელეფონი ვალად მაქვს...დაელოდე ჩემს ჩამოსვლას .." წაკითვა დავამთვარე და გაბრაზებული შევედი სახლში, თან მეცინებოდა მის საქციელზე თან ვბრაზობდი.ვაღიარებ მართლა საოცარი ღამე იყო.მერე რა რომ ნასვამი ვიყავი და თავის გაკონტროლება მიჭირდა.... წინ და უკან სიარულს მოვყევი.ეს მინდოდა ახლა.არა ეს მინოდა?ამის გადაკიდება?ან ეს რამ მოაფიქრა,საცვლები საქვეყნოდ გამომიფინა,დამაცადე მე შენ გაჩვენებ სეირს,არა რაღაც უნდა მოვოფიქრო მის დაბრუნებამდე,ამას არ შეგარჩენ მათე,იფიქრე ნია,იფიქრე,შენ ხომ ასეთ რაღაცეებში ნიჭიერი ხარ.. უცებ ერთმან აზრმა გამიელვა გონებაში და კმაყოფილს ჩამეღიმა -იმავეთი გიპასუხებ,რაც შენ გააკეთე,მაგრამ ამისთვის როგორ მოვიპოვო შენი საცვალი?აივანზე გავედი და მისი ბინა კარგად მოვათვალიერე,არა არაფერი გამოვიდოდა,ჯანდაბა ეს რკინის გისოსები მიშლიდა ხელს.პრინციპში რომ მეყოჩაღა გადაძრომას შევძლებდი.. ტანსაცმელი გამოვიცვალე,მოხერხებულად გამოვეწყვე და მოვემზადე მეზობლის ბინაში შესასვლელად, კიდევ ერთხელ კარგად შევაფასე სიტუაცია,ხელებით გისოსს ჩავეჭიდე და აივნის მოაჯირზე შევდგი ფეხი.ბავშვობაში ყოველთვის მიყვარდა ღობეებზე და ხეებზე ასვლა და აი ახლა გამომადგა.ქვემოთ არ ჩამიხედია, ვიცოდი კანკალი ამივარდებოდა და შიში შმიპყრობდა.ნეტავ არავის დავენახე თან ამას ვნატრობდი,ერთი-ორი მოხერხებული მოძრაობის შემდეგ მის აივანზე ვიყავი და კიდევ რამდენიმე წამში მის ბინაში.. რატომღაც მეგონა რომ არეული იქნებოდა აქაურობა,მაგრამ ისეთი მოწესრიგებული დამხვდა ყველაფერი გამიკვირდა ხო ნამვილად მათე ცხოვრობს-თქო აქ. ბევრი არ მიბოდიალია, პირდაპირ საძინებელში შევედი და საცვლის ძებნა დავიწყე,ვიპოვე კიდეც,პირველი რომელიც ხელში მომხვდა ის ავიღე და ისევ უკან დაბრუნებას ვაპირებდი აივანზე,რომ გასაღებს მოვკარი თვალი მაგიდაზე,ალბათ რეზერვია ეს,ხელი დავავლე უკან კარიდან დავბრუნდი.ვეღარ გავრისკავდი აივნიდან გადაძვრომას. -გასაღებს მერე დაგიბრუნებ ძვირფასო,, ჩავილაპარაკე კმაყოფილმა, დივანზე კომფორტულად მოვთავსდი, ფეხები მაგიდაზე შემოვაწყვე და ფილმის საყურებლად მოვემზადე... კიდევ უფრო საინტერესო დასასრული ჰქონდა მეორე დღეს, სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს კართან პატარა ყუთი დამხვდა ლამაზად შეფუთული. წერილით,საჩუქარი ავიღე სახლში შევედი და მხოლოდ იქ გავხსენი,. ახალი აიფონ7 მიზიდველად გამოიყურებოდა, -მაონც ვერ მოვითმინე და ვალი ნაჩქარევად დაგიბრუნე,შენი ხმა ჩამოსვლამდე უნდა გავიგო" -საიდან იცის ამან მე რა მინდა და რაზე ვოცნებობ,მაგრამ ნამდვილად ვერ გადამირჩება,ამას თუ ჰქონია რომ ასე საჩუქრებით მიყიდის და მომთაფლავს ცდება.მართლა მისი საყვარელი კი არ ვარ, სანამ ფიქრებში ვიყავი და დადებითი და უარყოფითი აზრები ებრძოდა ჩემს გონებაში ერთმანეთს ტელეფონის ზარი გაისმა. არ ვუპასუხე,ვიცოდი რომ ცუდად ვიქცეოდი,ვიცოდი რომ ძალიან გავაბრაზებდი,მაგრამ ახლა ნამდვილად არ ვიყავი მასთან საუბრის ხასიათზე.თან ერთგვარი სიამოვნებაც კი მომგვარა იმან რომ წარმოვიდგინე მათეს გაბრაზებული სახე. ჯერ კიდევ არ ვიცნობდი თურმე მას.მომწერა მიპასუხე თორემ ახლავე ჩამოვალო,მაინც არ ვუპახუხე,ამაზე მისი რეაქცია რომ წარმოვიდგინე შემეშინდა,უფრო სწორად არ ვიცი რა იყო ეს.შიში თუ სხვა რამ,მაგრამ მე რომ ასე მომქცეოდნენ ვიცი საშინელი რეაქცია მექნებოდა,შეიძლებოდა ჭკუიდან გადავსულიყავი.მეშინოდა მისი.მეშინოდა რომ შეიძლებოდა მეც იმ გოგოების რიცხვში შევსულიყავი და ხვალ აღარც კი გავხსენებოდი.იმისიც მეშინოდა რომ ისევ ვინმეზე დამოკიდებული გავხდებოდი და მისი წასვლა ისევ გამანადგურებდა. -ჯანდაბა ეს ტელეფონი ისევ რეკავს და არ ჩერდება.მაშინ როცა ამდენ ხანს ველოდი მის ზარს არ ვპასუხობ. ახლა ვინმეს რომ დავლაპარაკებოდი აუცილებლად მიშველის ეს,მითუმეტეს შემეძლო გოგოებთან დარეკვა,რაღაც კარგს აუცილებლად მირჩევდნენ მაგრამ მე ხომ ჯიუტი ვიყავი და ყოველთვის საწინააღმდეგოს ვაკეთებდი.. მართლა რომ ჩამოსულიყო ჩემს გეგმას ვეღარ განვახორციელებდი,ამიტომ სასწრაფოდ ავიღე მოპარული საცვალი და მისი ბინის კარზე დავამაგრე წებოვანი ლენტით თან მივაწერე 2-2. მერე კმაყოფილმა დავტოვე სახლი და სასეირნოდ წავედი.. საღამოს სიგრილემ ცოტა მიშველა და ნორმალურად სუნთქვა დავიწყე,მაგრამ იმ ცეცხლს ვერაფერი დააკლო რაც შიგნიდან მწვავდა... უკანა გზაზე მაღაზიაში შევიარე,წვენები და ხილი ვიყიდე და უხალისოდ შევედი სადარბაზოში. დღის საბოლოო სიუპრიზი ლიფტიდან გამოსვლისას მელოდა. მათე იდგა გაცოფებული სახით და ხელში თავის საცვალი ეჭირა. -არც კი ვიცი რა გიყო.-გამოსცრა კბილებში.-ვიცოდი რომ არ იყავი ნორმალური,მაგრამ ასეთი არანორმალურიც თუ იქნებოდი ვერ წარმოვიდგენდი. -ნეტავი შენ,ხელი ავუქნიე და მშვიდად მოვარგე საკეტს გასაღები. -გოგოოო,იღრიალა ხელში მწვდა და თავისკენ მიმაბრუნა. -ეს ჩემი ყვლაზე საყვარელი საცვალი იყო,საიდან გაქვს? მეტი არაფერი კითხვა არ გაქვს?ეგ შენ მომაფიქრებინე.ანგარიში გაგითანაბრე, -მე შენ გაჩვენებ როგორ უნდა თამაში,იცი როგორ ვინერვიულე,ორივე ხელი ჩამკიდა მკლავში და გულზე მიმიხუტა -რა განერვიულებდა მერე?ვინ გითხრა ინერვიულეო?რომ წამოვედი ესეგი ასე იყო საჭირო.ერთი სე..ი არაფერს ნიშნავს.არ გაძლევს იმის უფლებას რომ ჩემზე ინერვიულო და ასე იქცეოდე,საჩუქრებს მიგზავნიდე. ვიგრძენი როგორ გაშრა,არ ელოდა ასეთ პასუხს,ნელ-ნელა გამიშვა ხელი და მომშორდა. -შენ ეს უბრალოდ სექ..ი გგონია?გგონია რომ ვნებას აყოლილი წყვილის ერთი ღამის ამბავი იყო?შენ მართლა ფიქრობ რომ მე ასე.. ძალიან ცდები თუ ასე ფიქრობ.საშინელი ადამიანი ხარ,უგრძნობი, ურეაქციო თუ მხოლოდ იმიტომ იყავი ჩემს გვერდით რომ ნასვამმა თავი ვერ გააკონტროლე.ყოჩაღ,გილოცავ ისევ ისე იქცევი როგორც მაშინ,ახლა მართლა გაჩინე უფსკრული ჩვენს შორის/ -რა გავაკეთო რაა?როგორ მოვიქცე?რა ვქნა ვერ ვერევი საკუთარ თავს,ვერ შევძელი იმ ზღვარის გადალახვა,იმ კედლის დარღვევა,ხმას ავუწიე მეც -მეგონა სხვანაირი იყავი,ყველაფრის მიუხედავად მომწონდი და ვფიქრობდი რომ ასეთ სახეს მხოლოდ თამაშობდი,თურმე შევცდი,არ თამაშობდი,შენ ასეთი ხარ.ერთი უბრალო ცარიელი,კომპლექსებით სავსე გოგო.რომელმაც ვერაფრით დაივიწყა წარსული,ხალხის აზრი და ჯერ კიდევ ამით ცხოვრობს.რომელმაც ჯერ ვერ გაიაზრა რომ დამოუკიდბელი ქალია და შეუძლია ის გააკეთის რაც უნდა.მე კი თურმე შევცდი რომ მომეწონე,ასე ძალინ მომეწონე.. -რა გინდა ადამიანო რა?ხომ ხედავ არ ვარ ის ქალი ვინც ოჯახისთვისაა დაბადებული,არ ვარ ის ქალი ვინც დედობას იმსახურებს,ვერ გაგიჩენ შვილს იმიტომ რომ შენ გინდა ასე.ვერ გავიმეტებ მას იმისთვის რომ მუდმივად მშობლების კამათს უყუროს და უსიყვარულო ოჯახში გაიზრდოს.ვერ გავიმეტებ ამისთვის ვერც მას და ვერც ჩვენს თავს გესმის ვერა... ამ ყველაფერმა,მისმა სიტყვებმა წარსულ გამახსენა და ძალიან მატკინა გული თუმცა ვიცი რომ მეც არ დამიკლია და არც მე ვყოფილვარ ნაკლებად მკაცრი.გამახსენდა როგორ აღტაცებით საუბრობდა მაშინ ოჯახზე,ბავშვებზე,მითუმეტეს ჩვენს შვილზე.მაშინაც და ახლაც დარწმუნებული ვარ ისევ ეს უნდოდა ჩემგან,განა მაშინ ეს არ მითხრა მხოლოდ შენ იქნები ჩემი შვილის დედაო. -შენ...შენ რას აკეთებ ტირიხარ?ახლაც ტირიხარ?გინდა საბოლოოდ გამაგიჟო და გამომოყვანო წყობიდან?მომიახლოვდა,ცრემლი მომწმინდა,მერე ხელი გაშალა და ძლიერად მიმიხუტა გულზე.-ყველაზე მეტად ამას ვერ ვიტან ქალის ცრემლებს..ეს ხო იცი შენ? -მე კი ვიცი მაგრამ შენ რატომ არ იგებ რომ არაფერი გამოვა ჩვენს შორის?ვერ ვიქნებით ჩვეულებრივი წყვილი. -ვიქნებით,აი ნახავ ვიქნებით,შენ თუ მომცემ ნებას,ამჯერად ვერსად გამექცევი,ამჯერად ყველაფერი ჩემს ნებაზე იქნება.ახლა კი წადი დაისვენე,კარგად გამოიძინე,არაფერზე იფიქრო,უბრალოდ კარგად გამოიძინე.ტუჩებში მაკოცა და სახლის კარი გამიღო,შიგნით შემომყვა,თავისი ხელით დამაწვინა საწოლში,გადასაფარებელი გამისწორა,შუბლზე მაკოცა.გასვლისას კიდევ ერთხელ გამიღიმა და კარი გაიხურა. წავიდა დ ა რატომღაც გული ძალიან დამწყდა მისი წასვლით,აღმოვაჩინე რომ უიმისოდ ძალიან ცუდად ვიყავი.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.