ჩემი ,,ტირანი " (თავი 9 )
***ერთი კვირის შემდეგ***** -ანუ ,ყველაფერი წარმატებით დასრულდა ხო?- იმედიანი და გაბრწყინებული თვალებით ვუყურებდი ექიმს და ველოდი ,როდის იტყოდა იმას ,რისი მოსმენაც ამდენ ხანს მსურდა -დიახ თქვენი ძმა განიკურნა ,ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა,ანალიზებიც ნორმაშია -მიღიმის და ბედნიერი მიყურებს -არის,არის,არის!! -გახარებული ვყვირივარ და ექიმს ვეხუტები, მაგრამ მალევე მოვდივარ გონს ,უხერხულად ვშორდები და ვიღიმი -მაპატიეთ,ზედმეტი სიხარულის ბრალია -არაუშავს,იმ რეაქციებთან შედარებით რაც სხვებს სჭირთ ხოლმე ,ეს არაფერია -თავისი ქარიზმატული სიცილით მაჯილდოვებს -მართლა ?-მეც ვუღიმი - და როდის შემიძლია წავიყვანო,გოგა ექიმო? -იცით ჯერ კიდევ უნდა დავაკვირდეთ,თუ ყველაფერი ასე კარგად გაგრძელდა ერთ-ორ კვირაში გავწერ -ძალიან კარგი, მადლობა -ვეუბნები და უკვე წასასვლელად ვემზადები -ბარბარე -დიახ -იცით, თუ შეიძლება თქვენი ნომერი რომ მომცეთ,რამე რომ დამჭირდეს მაინც-უხერხულად იშმუშნება ,თან პერანგს ისწორებს -კი რა პრობლემაა ,მაგრამ ანკეტაში ხომ ჩავწერე -აა ,კარგი მაშინ ..ეგ აღარ გამახსენდა -მორცხვად მიღიმის ,მეც ვიღიმი საპასუხოდ და ოფისში ვბრუნდები **** გახარებული მივაბიჯებ ოფისის ფოიეში,ჩემი ფეხსაცმლის კაკუნის ხმა მესმის მხოლოდ, დებილივით ვიკრიჭები და ლიფტში ისე შევდივარ.. -ბარბი,რა ხდება? ანათებ - გახარებული მეუბნება ანა მას შემდეგ რაც ლიფტიდან გამოვდივარ -ისეთი ბედნიერი ვარ ან ,ისეთი ახლა იმ ტირ..ბატონ დემეტრესაც კი სიამოვნებით მოვუშლიდი ნერვებს -სიცილით ვიძახი -ოჰო, რა ხდება? -დიდი ამბებია ანუშკიი ,ჩემი ძმა გამოჯანმრთელდა -ძმა? აა დემნა ხო, მახსოვს რომ მიყვებოდი, უფ როგორ მიხარია ,გილოცავ-გახარებული მოდის და მეხუტება-შემომიარე მერე ყავა დავლიოთ -კარგი -ღიმილით ვეუბნები და კაბინეტში შევდივარ,ისაა დავჯექი ,დემეტრეს თვალებს რომ გადავაწყდი, გაკვირვებული მიყურებდა -რას მიყურებს ეს ტირანი,რა რამე მახატია სახეზე? -ვიძახი ჩემთვის ,და ახლაღა ვამჩნევ ,რომ დებილივით ვიკრიჭები, ისევ ტირანისაკენ ვაპარებ მზერას ,ოღონდ ამჯერად სერიოზული სახით და ჰოი საოცრებავ ,ის იღიმის ..ღმერთო ჩემო,თვით დემეტრე ჯაყელი იღიმის ,ალელუიაა -ჩემს ფიქრებზე მეცინება -უფ ,რა კარგ ხასიათზე ვაარ !!-გახარებული ვეყუდები სავარძლის საზურგეს ,როცა ვამჩნევ რომ დემეტრე თავისთან მიბარებს-ეს ხომ კარგ ხასიათზე ყოფნას არ დაგაცდის რა - ფეხზე ვდგები და მისი კაბინეტისაკენ მივემართები.. -მეძახდით?- ფრთხილად ვაღებ კარებს -ხო,შემოდი-მეუბნება ისე რომ საბუთებს თვალს არ აშორებს-საქმე მაქვს შენთან -გისმენთ ,რა ხდება?-ვეუბნები ,თან წინ ვეტუზები -საფრანგეთში მივდივართ -უემოციოდ მეუბნება -რა?-გაკვირვებული ვიძახი,თან იმაზე ვბრაზდები ყურადღებასაც ,რომ არ მაქცევს -ხო,რა გაგიკვირდა ,პროექტში ხომ გაიმარჯვე ,ხოდა მივდივართ- ისევ ქაღალდებს უყურებს და თან მელაპარაკება -რამდენი ხნით მივდივართ,ან როდის?-უკვე ნერვებს მიშლის მისი იგნორი და გაღიზიანებული ვეკითხები -ხვალ მივფრინავთ,ორი კვირით -მე ვერ წამოვალ -ვეუბნები მას შემდეგ რაც მახსენდება ექიმის ნათქვამი -რატომ? -იქნებ იკადროთ და ამოწიოთ მაგ ფურცლებიდან თავი! -მკაცრად ვეუბნები,თან ხელებს გულზე ვიკერბ ..როგორც იქნა იკადრა თავის აწევა,წარბაწევით ამათვალიერა და სავარძელში გადაწვა -რატომ ვერ წამოხვალ? -აქ მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე,თან აუცილებელია ჩემი თბილისსში დარჩენა,პირადი მიზეზების გამო -საქმე იმ ღამეს ეხება? - თავი გვერდით გადახარა და ინტერესით დამაკვირდა ,იმ ღამის გახსენებაზე ავნერვიულდი,ხასიათი წამიხდა -ნაწილობრივ -ნაწილობრივ თუ მთლიანად? -ვერ ვხვდები სხვა თემაზე რატომ გადაგაქვთ,ვერ წამოვალ,იქნებ გადავდოთ -ნწ,არ გამოვა ,უნდა წამოხვიდე აუცილებლად -მაგრამ.. -არანაირი მაგრამ, წავალთ და შევხვდებით დამკვეთებს ,სხვა არ განიხილება არაფერი ! ხმა აღარ ამომიღია,მის მკაცრ ტონზე მივხვდი აზრი არ ჰქონდა შეპასუხებას ,ხასიათი გამიფუჭდა, უხმოდ დავტოვე კაბინეტი.. ******* -ბარბი წადი,მე კარგად ვიქნები -ცდილობს მხიარულად მითხრას -ვერ მოვისვენებ იქ ,რომ არ მეცოდინება როგორ ხარ -მობუსხული ვიძახი და მისი საწოლის გვერდით მდგარ სავარძელში ვკალათდები -დემესთან მე ვიქნები ბარბი,ხომ იცი ,ცივ ნიავს არ მივაკარებ-მხიარულად მეუბნება მარიამი, თან გაბრწყინებული უყურებს დემნას -ვიცი მარ ,მაგრამ ..აუუ ისეთი სახით ამომხედა იმ ტირანმა ,მივხვდი შეწინააღმდეგებას აზრი აღარ ჰქონდა -ჩავიბურტყუნე და ვაშლი ავიღე -აუუ,მარიამ აღარ მინდა ეს ბულიონი ,მომაშორე რა !-წამოიყვირა უცებ დემნამ ,თან თეფში გააწევინა -ნუ ტლიკინებ შენ,ბოლომდე შეჭამ არ მაინტერესებს !-არც მარიამი უთმობს -აუუ,ბარბი გთხოოვ უთხარი,ასე მატენის უკვე ერთი თვეა ყოველ დღე ამ ბულიონს- საწყალი თვალებით მიყურებს დემნა ,მისი შემხედვარე გული მიკვდება ,მაგრამ თან მეცინება -უყურე..-წარბებს სწევს მარი-ბარბარე ვერ დაგიცავს ,მაინც შეჭამ! -აუუ,შენ მე მომკლავ მარიამ ,ნამდვილად მომკლავ ,აღარ შემიძლია ეს ბულიონი,ხორცი მაინც მაჭამე ! -ხორცი ბოლოს ,ჯერ წვენი! -აუ ჩემი, შენ რას ზიხარ ჩუმად ,უთხარი რამე - გაბრაზებულმა გადმომხედა -მეე,შანსი არაა თქვენს ჩხუბში ჩავერიო, მერე ისევ ორივე მე დამცხებთ -ხელებს ზევით ვწევ და ისევ ვემზადები სეირის საყურებლად -ჭკვიანი გოგო ხარ ბარბარე -თვალს მიკრავს მარიამი ,თან დემეტრეს კოვზს ძალით ატენის პირში -რა გაძლებს ეს ორი კვირა თქვენს გარეშე -ვბურდღუნებ მოწყენილი -აი მარიამ ,ჩემი და ცუდ ხასიათზეა ,გაწიე ბულიონი მადა აღარ მაქვს - სერიოზული სახით წამოაყრანტალა -არა უყურე რა ამას , არ მაინტერესებს ,შეჭამე ! -ამჯერად მბრძანებლური ტონით ეუბნება და დემნაც დასჯილი ბავშვივით აღებს პირს ,მისი სახის დანახვაზე მეცინება.. -ყოველ დღე დაგირეკავთ სკაიპში,იცოდეთ ეგრევე მიპასუხებთ ,გაიგეთ? -კი- ორივე ერთად მიქნევს თავს.. -დაო ,გუშინ მამამ დარეკა -უცებ წამოროშა ,ვიგრძენი როგორ დამიარა მთელ სხეულში უსიამოვნო გრძნობამ,დემნამ არ იცის ფუჯლი ,რომ ვთხოვე ,იმედია არაფერი უთხრა.. -რა მინდაო ,ბატონმა გურამმა?- ისე ვკითხე ვითომც არაფერიო,სინამდვილეში კი ერთი სული მქონდა როდის გავიგებდი -ისეთი არაფერი, სალაპარაკო მაქვსო -ვისთანო? -ჩვენთან ბარბი -მე მასთან ლაპარაკს არ ვაპირებ-ცხვირი ავიბზუე ,თან წითელი ვაშლი გემრიელად ჩავკბიჩე -ბარბ,იქნებ მოვუსმინოთ..რა იცი რა უნდა გვითხრას -იმის შემდეგ ,რაც გამიკეთა ,კიდევ რამე აქვს სათქმელი?!-გაღიზიანებულმა წამოვიძახე -ვიცი,ვიცი საშინლად მოიქცა ,მაგრამ ..მგონი ნანობს ,თან შენც მაშინ ბავშვი იყავი -ეს გამართლება არაა დემნა,ის ფაქტი რომ ბავშვი ვიყავი ,არ ამართლებს მის საქციელს..მან მე ცხოვრება დამინგრია , ჩემი უფლებები წამართვა ,გული მატკინა და შინაგანად მომკლა..ეს როგორ ვაპატიო დემნა ?- აცრემლებული თვალები შევანათე,მანაც დამნაშავესავით გადმომხედა -მართალი ხარ, მესმის შენი..-მითხრა და ხელი ხელზე მომიჭირა-ხომ იცი შენთან ვარ და შენს ტკივილს ვიზიარებ -ვიცი,ვიცი..-წამოვიძახე და წასასვლელად მოვემზადე-დემე , შენ თუ გინდა მასთან ლაპარაკი ,ჩემს გამო თავს ნუ შეიკავებ, არ მაქვს უფლება მამასთან ურთიერთობა აგიკრძალო,უბრალოდ მან შვილების ფასი არ იცის - ესღა ვთქვი ,მაგრად ვაკოცე ლოყაზე, მარიამსაც დავემშვჯდობე და პალატა დავტოვე.. ********** -ბარბარე ,ხუთ წუთში დაბლა დამხვდი! -კარგით,ბატონო დემეტრე -ვეუბნები ,ტელეფონს ვთიშავ და ჩემოდანს ვკიდებ ხელს -დებილ ტირანთან ერთად უნდა ვიყო მთელი ორი კვირა ,მაგრა გავერთობი -ვბურდღინებ ირონიულად ჩემთვის ,თან ჩემოდანს ქვევით მივათრევ ..ზუსტად ხუთ წუთში მოვიდა ,ცივად მომესალმა ,ჩემოდანი მანქანაში ჩადო მეც წინ დავჯექი და აეროპორტში წავედით .. ცოტახანში უკვე თვითფრინავში ავდიოდით.. მისთვის არ მითქვამს რომ ფრენის შიში მაქვს? ჯანდაბა ეს როგორ დამავიწყდა ,არა ახლა არ ვეტყვი, მერე დამცინებს ..მშვიდად ბარბარე,მშვიდად ,დიდი ამბავი ვის არ უფრენია ,ახლა ახვალ,იმ ტირანს გვერდით მოუჯდები და დაიძინებ ,ან რამეს იზამ ..ყველაფერი კარგად იქნება ,ვამხნევებ ჩემს თავს -აქ უნდა დავჯდეთ -მის მკაცრ ტონს გამოვყავარ ფიქრებიდან,ისე სულ მაინტერესებდა ამ კაცს ასეთი ტონი აქვს უბრალოდ ,თუ სულ ცუდ ხასიათზე?... ვუყურებ ჩემს წინ არსებულ ორ უზარმაზარ სავარძელს -ფანჯარასთან მე დავჯდები !-შევყვირე უცებ ,ჩემს რეაქციაზე გაეცინა ,პირველად ვნახე ასე რომ იცინოდა ,როგორ უხდება ..კიარადა ,ეს ტირანი ეს ,როგორ ტირანივით იცინის .. -კარგი დაჯექი -მეუბნება ბოლოს ,მეც ადგილს ვიკავებ,მაგრამ მერე ვიაზრებ ,რომ ფანჯრიდან ღრუბლები გამოჩნდება ,მე უარესად შემეშინდება ,ჯანდაბა აქ რატომ დავჯექი -ანდაც ,თქვენ დაჯექით ფანჯარასთან-ვეუბნები მორცხვად -რატომ,წეხან შენ არ გინდოდა?-გაკვირვებულმა გამომხედა -ისა..კი მინდოდა მაგრამ ,თქვენ უფროსი ხართ ,ამიტომ გაგიცვლით ადგილს -რა შუაშია უფროსობა ,თუ გინდა იჯექი მანდ! -აუ არა რა ,გატყობთ ,რომ ძალიან გინდათ აქ დაჯდომა ,ამიტომ დაბრძანდით-ფეხზე ვდგები და ადგილისაკენ ვუთითებ -ბარბარე კარგად ხარ? -გაკვივებული მიყურებს -კი..უბრალოდ ადგილს გითმობთ-ვეუბნები და ყურებამდე ვიკრიჭები -არა,არა..შენ მართლა არ ხარ ნორმალური -თავს აქნევს და ფანჯარასთან ჯდება,მეც კმაყოფილი ვიკავებ მის გვერდით ადგილს.. უკვე დაძვრას იწყებს ,ჯანდაბა ადის,ვგრძნობ როგორ მიხშირდება სუნთქვა და მივარდება გულის ცემა ,ხელებს მაგრად ვუჭერ სავარძლის კიდეებს ,პირს ვაღებ და ჰაერს ხარბად ვისუნთქავ -ბარბარე ,რა გჭირს კარგად ხარ? -მესმის ტირანის ხმა -კი ,არაფერია -ვცდილობ ნერვიულობა არ შევიმჩნიო -არა ,ნამდვილად რაღაც გჭირს -მეუბნება და წარბშეკრული მაკვირდება -მოიცა ,შენ რა ფრენის შიში გაქვს?-მეკითხება ბოლოს ღიმილით -არა! -წამოვიყვირე უცებ -არაფრის შიშიც არ მაქვს ,საიდან მოიტანეთ..კიარადა რა სისულელეა ,მე არაფრის არ მეშინია -ხო აბა რა ,ანუ არ გაქვს შიში -ეშმაკურად მიღიმის -არა - ვცდილობ დამაჯერებლად ვუპასუხო -კარგი-მხრებს იჩეჩს - ნახე რა ლამაზი ხედია ,როგორ ავდივართ ზევით ნელ-ნელა,როგორ ვშორდებით ნელ-ნელა მიწას -აუცილებელია ვილაპარაკოთ და ხედს ვუყუროთ?- კიდევ უფრო ნერვიულად ვეუბნები,თან ვცდილობ ფანჯრისკენ თვალი არ გამექცეს -რას ამბობს ,სულ კიარ დატკბები ამით,შეხედე შეხედე -თან იკრიჭება და თან ხელს იშვერს ,არა ეს ასე უბრალოდ არ გაიკრიჭებოდა ,აშკარად რაღაც მოაფიქრდა თავისი ტირანული ტვინით..თვალებს ვხუჭავ,კიდევ უფრო მაგრად ვუჭერ სავარძელს ხელს -ჯანდაბა რა ჯიუტი ხარ,აღიარე ბოლოს და ბოლოს! -კარგი ხო,შიში მაქვს ..დიდი ამბავი- ამოვიგმინე ბოლოს და თითქოს ლოდი მომეხსნაო ,ჰაერი ამოვისუნთქე -და მერე რას მატყუებ?- ცალ წარბს მიწევს და ისე მიყურებს ,მეც შერცხვენილი ვარიდებ თვალს..-კაი ხო,ნუ დაგლიჯე ეგ სავარძლები ,უშვი ხელი -სიცილით მეუბნება -ვერა ,მეშინია -ჯანდაბა ! -ამოიოხრა და მოულოდნელად ჩემს ხელს დაწვდა ,თავისაში მოქცია და მაგრად მომიჭირა ,გაკვირვებული ვადევნებდი მის მოქმედებას თვალს -რას აკეთებთ? -მენდე -მეუბნება ,შემდეგ მისკენ მიზიდავს და მაგრად მიკრავს გულში -ბატონო დემეტრე .. -გაჩუმდი და ასე იყავი! -მკაცრად ,ბრძანებლური ტონით მომმართავს - აღარ შეგეშინდება -ამატებს ბოლოს,მეც იმდენად ვიხრები მისკენ ,რამდენადაც ღვედი მაძლევს ამის უფლებას ,უცნაურია მაგრამ მის მკლავებში თავს მშვიდად ვგრძნობ..არ მეგონა ტირანი ასეთი თუ იყო-მზრუნველი.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.