ჩემი ძმაკაცის შეყვარებულს შეყვარებული ავახიე ( სრულად )
სამსახურიდან დაღლილი გამოვედი, სტარბაქსის ყავა ჯერ კიდევ ცხელი იყო, შესაბამისად მისი დალევა შეუძლებელი. ჩანთაში მანქანის გასაღებს ვეძებდი, როცა ვიღაც ბიჭს შევასკდი და ყავა მთლიანად ზედ გადავასხი, თუმცა არც მე ვიყავი კარგ მდგომარეობაში. ბოდიში მომიხადა და სასწრაფოდ გამეცალა. თვალი გავაყოლე და გახარებული ჩავჯექი მანქანაში. ტელეფონზე დაქალის ნომერი ავკრიფე, რომელიც იქვე ახლოს ცხოვრობდა და სანამ მიპასუხებდა ჩემს თავს კმაყოფილი ვათვალიერებდი სარკეში. - გისმენთ - შენ სულ როგორ გძინავს - რა გინდა ამ დილაუთენია - იმის გათვალისწინებით რო ორი დაიწყო, საერთოდ არ მაწუხებს სინდისი რო გაგაღვიძე. სახლში ხარ? -აბა სად ვიქნები -რავი შენს შეყვარებულთან - გამოვთქვი ვარაუდი და მანქანა დავქოქე.- მისმინე, 5 წუთში შენთან ვარ და მეტიც არ მინდა ყავა მზად არ დამხვდეს -კარგი ხო- დაიბუზღუნა და გამითიშა. - რას გავხარ რა არის ეს - კარის ზღურბლს გადავაბიჯე და ყავა ხელიდან გამოვგლიჯე - ეე ეგ ჩემი იყო - კაი რა რამ გაყო - კაი შეყვარებულებიც გავიყოთ ხოლმე მაშინ, გინდა? - არა იყოს არ შეწუხდე. შენი ტანსაცმელი გამიყავი გირჩევნია, ესე სად ვიარო ეხლაღა ამათვალიერა და შეამჩნია დაფსმულს რო ვგავდი - რა იყო რა ჩაიდინე- სიცილს ვეღარ იკავებდა ნიკე - შენი ყოფილი ვაწუწავე- კმაყოფილი სახით ვაუწყე ახალი ამბავი და სკამზე ჩამოვჯექი - ადექი მანდედან, დამისვრი, გიცნო? -არა ძაან სწრაფად გამეცალა, მგონი სადღაც აგვიანდებოდა, მაგარ ვიდზე კი იყო ისე მარა, ჩემთან შეხვედრის მერე მაგას ვეღარ ვიტყოდი - ხოდა ღირსია- მხრები აიჩეჩა და სკამიდან ამაგდო- წადი გამოიცვალე - კაი აბაზანაში შევალ და რამე ნორმალური შემომაწოდე- ბოლო ყლუპი მოვსვი და პირსახოცს დავავლე ხელი - აუ ნახევარ საათში კლიენტი მოდის და უნდა გავიქცე, ხოდა საღამოს რო გამოვივლი მზად დამახვედრე რა ჩემი ტანსაცმელი- ჩემი თავი შევათვალიერე სარკეში და ნიკეს მოსაცმელი გამოვართვი -აუფ კიდე რა გინდა, ხო არ გამეუთოვებინა ბარემ?- ირონიულად შემომხედა და გარდერობის კარი მიხურა -გთხოოვ- მუდარის თვალებით შევხედე და ქვედა ტუჩი გადმოვაბრუნე. -ხო კაი, ოღონდ ეგრე ნუ აკეთებ- გამიცინა და ოთახიდან გავიდა -აუ ჩემი ჩანთა არ უხდება ამ ნარიადს- დავიწუწუნე და ნიკეს გავხედე -კარგი ხო აიღე ეს- ჩანთიდან ამოყარა თავისი ნივთები და ცარიელი გამომიწოდა -აუ და ხარ -ვიცი ვიცი, საღამოს გეგა უნდა ვნახო და თუ არ დაგხვდი გასაღები ხო გაქვს -კი წესით, მომიკითხე სიძე- კოცნა გავუგზავნე და კარი გამოვიხურე ჩემს ოფისში მალევე მივედი და საათს რო შევხედე გადავწყვიტე რო ერთი ყავის დალევას კიდევ მოვასწრებდი. -მარია, ჩემთან შემოხვალ?- მდივანს ვუხმე და სავარძელში მოვკალათდი -ანიტა, როგორ ხარ? -დღეს არ მნახე? -მმ-დაფიქრდა წამით- მგონი არა -მაშინ კარგად შენ? -რავი ნორმალურად, რაზე დამიძახე? -ყავის დალევას ვაპირებ და კომპანიონობას არ გამიწევ?- ეშმაკურად ავუთამაშე წარბები -რატომაც არა- კმაყოფილი წამოდგა- ეხლავე მოვადუღებ -საქმეს ხო არ გაცდენ? -არა, საბუთები გუშინ დავახარისხე, ხვალინდელი შეხვედრების განრიგი შეგიდგინე, ახალი მსურველები ჩავწერე და ამოპრინტერებული და გამზადებული მარჯვენა უჯრაში გიდევს -მოკლედ, ოქროს გოგო მყავხარ რა- უჯრა გამოვაღე და ხვალინდელი დღის გეგმას გავეცანი სანამ მარია ყავით ხელში დაბრუნდებოდა -აუ ხვალაც ესეთი გადატვირთული დღეა? -რას იზამ, საუკეთესო ფსიქოლოგი ხარ მთელ ნიუ იორკში -ნუ მეპირფერები თორე ხელფასს ჩამოგაკლებ -კარგი ხო, საღამოს მაღაზიებში გამომყვები? -დავფიქრდები, თუ მეცლება, არ მინდა ჩემი ბანკის ანგარიში მინუსებში გადავიდეს -არ გამიტეხო იცოდე- გამაფრთხილა და კარისკენ გაიხედა- მგონი გელოდებიან -ფეხზე წამოდგა და ფინჯნები გაიტანა- შებრძანდით თავისუფალია- მიმართა გარეთ მდგომს და ჩემი კაბინეტისკენ მიუთითა -ქალბატონო ელეონორა, როგორ ბრძანდებით? -კარგად ანიტა , თავად? -მე მშვენივრად -ამდენი გიჟის მოსმენა გიწევს ყოველდღე და კიდე მშვენივრად ხარ? -მე ფსიქოლოგი ვარ, ქალბატონო ელეონორა, ფსიქიატრობა რო მდომოდა, აქ არ ვიჯდებოდი-გავუღიმე და სავარძლისკენ მივუთითე- სად იყავით დაკარგული? -ჩემი შვილი ჩამოვიდა და სანამ უკან გაფრინდებოდა მანამდე ვერ მოვშორდებოდი, მასთან გატარებული ყოველი წუთი ჩემთვის ძვირფასია, ხომ გესმით -დიახ, რასაკვირველია. რაზე გინდათ დღეს საუბარი? -არის შენთვის ის, რაც ყველაზე და ყველაფერზე მეტად გენატრება? ამ კითხვაზე ხშირად მიფიქრია, თუმცა ეხლა რაც პირდაპირ ენაზე მომადგა, მაგან ზედმეტად იმოქმედა ჩემზე , წყალი დავლიე და ჩემს კლიენტს თვალებში შევხედე -რა თქმა უნდა -ხოდა შვილო, არაფერს მისცე უფლება წაგართვას. თუ შეგიძლია უნდა დაიბრუნო, თორე მერე შეიძ₾ება გვიანი იყოს. ამ სიტყვებმა გულში რაღაც ჩამწყვიტა. მთელი სეანსის განმავლობაში კონცენტრაციას ვეღარ ვახდენდი. ელეონორა მიხვდა ჩემს ემოციურ მდგომარეობას და წამოდგა- ჯობია დღეს დავასრულოთ, ანიტა- ხელი ლოყაზე მომითათუნა და კარიდან გრაციოზულად გააბიჯა. ხელი ტელეფონის ღილაკს დავაჭირე -მარია, ძალიან გთხოვ დღეს ჩემი ყველა შეხვედრა გადადე, წასასვლელი ვარ -ხო მშვიდობაა? -კი კი, უბრალოდ უნდა წავიდე. ჩანთას ხელი დავავლე და ოფისი დავტოვე. მანქანა ავტოსადგომზე დავტოვე და ფეხით გავუყევი ნაწვიმარ ქვაფენილს. როგორ კარგად ვცხოვრობდი აქ, თუმცა რაღაც ყოველთვის მაკლდა. რაღაც, რასაც ვერავინ ვერასდროს შემივსებდა. ჩემი მშობლიური ქვეყანა, ქალაქი, სახლი, ოჯახი და მეგობრები, რომლებიც ისე უსულგულოდ დავტოვე, ჩემი თავი მძულდა. ავიწყე ცხოვრება, მაგრამ ყოველთვის მენატრებოდნენ ისინი. დავტოვე იმიტომ, რომ შეყვარებულმა საკუთარ ქორწილში მიმატოვა. ამის გამო, იმ დღესვე ჩავალაგე ბარგი და აქ გამოვფრინდი. 4 წელი გავიდა და მე მხოლოდ ეხლა მივხვდი თუ რას ვკარგავდი და ვის გამო. ამ ფიქრებში გართული ჩემს სახლს მივუახლოვდი, ზემოთ ავედი და ნიკეს შეტყობინება გავუგზავნე: „საქართველოში ვბრუნდები და წასვლამდე იმედია მნახავ“, მობილური საწოლზე მოვისროლე და ჩემოდნები კარადიდან გადმოვიღე. 20 წუთში ნიკემ და ალექსმა შემოგლიჯეს კარები -რას აკეთებ- მკითხა გაკვირვებულმა -ხო მოგწერე უკვე რასაც ვაკეთებ- ავხედე ორივეს და ალექს გავუღიმე -ეგ მეც ვიცი, რო ტირი მაგაზე გეკითხები რას აკეთებ-თქო -თუ ხედავ რაღას მეკითხები?- ცრემლები მუჭით მოვიშორე და ფეხზე წამოვდექი -დარწმუნებული ხარ? ღრმად ამოვისუნთქე და სამწუთიანი დუმილის შემდეგ ძლივს ამოვღერღე-კი. ნიკე ჩემთან მოვიდა, ჩამეხუტა და ისიც ატირდა. ალექსმა ოთახის კარი გაიხურა და ჩვენ ორნი მარტო დაგვტოვა. -არ წამოხვალ? იცი როგორ მოგეწონება? ძალიან მაგარი ქალაქია, ყველას ყველა უყვარს, ყველა ყველას იცნობს, ალექსიც წამოიყვანე, ჩემებს გაგაცნობ, ძალიან კარგად ვიქნებით ერთად- -არა ანიტ, არ შემიძლია -კარგი, როგორც გინდა. -სამუდამოდ მიდიხარ?- შიშნარევი ხმით შემომაპარა ეს კითხვა -არ ვიცი, ვნახოთ- მხრები ავიჩეჩე და გავუღიმე- ხომ ჩამოხვალ ხოლმე? -თუ იქ დარჩენას აპირებ ჩამოვალ ან შენ ჩამოხვალ. ბოლოს და ბოლოს ალექსს რო გავყვები, მეჯვარე შენ უნდა იყო-გამიცინა და მხრებზე მომეხვია- სამსახურს რას უპირებ? -დავხურავ კომპანიას და თუ დავბრუნდები ხელახლა აღვადგენ- მხრები ავიჩეჩე და ჩემოდნები შევკარი-ყველაფერს არ წავიღებ მაინც, თუ რამე ხო გამომიგზავნი? -აბა რას ვიზამ- მითხრა მოჩვენებითი მხიარულობით , თუმცა მაინც შევამჩნიე მის ხმაში სევდის ნოტები. სახლი მარიას დავუტოვე, აეროპორტში სამივემ გამაცილა და ესკალატორზე ასვლისას მივხვდი როგორ დამეწყო ნერვიულობა. რამდენიმე საათიანი მგზავრობის მერე დაღლილი ჩავფრინდი და მივხვდი როგორ ამიძგერდა გული ყველა მხრიდან ჩემი მშობლიური ენა რომ მესმოდა. ნიკესაც ვასწავლიდი ხოლმე იქ ყოფნისას მაგრამ ისე წვალობდა და სასაცილოდ გამოსდიოდა, ბოლოს შევეშვი. ეხლა კი, ყველა გამართული ქართულით საუბრობდა. ბარგი ავიღე და აეროპორტიდან გამოვედი. -ტაქსი გნებავთ?- მომადგა მოხუცი კაცი -იცით, მხოლოდ დოლარები მაქვს- ვუთხარი დაბნეულმა -არაუშავს, 10 დოლარად გაგიყვან, სად მივდივართ? ძაან საყვარელი მოხუცი იყო, მთელი გზა მელაპარაკებოდა და რო შეატყო დიდი ხანი იყო გასული, რაც საქართველოში არ ვყოფილვარ, გულწრფელად გაიხარა -კეთილი იყოს შენი დაბრუნება, შვილო, აბა შენნაირი ახალგზარდები უნდა ტოვებდნენ ამ მიწა-წყალს? ისედაც რა ცოტანი ვართ. ზოგადად წასული ბევრი მინახავს, ჩამოსული ძალიან ცოტა, ცოდვაა ბაბუ, საკუთარი სამშობლოს მიტოვება, ცოდვა. ისეთი ალერსიანი ხმით ლაპარაკობდა, ჩემი ბაბუა გამახსენდა და ცრემლები ღაპაღუპით წამომივიდა. სახლთან გავაჩერებინე და 50 დოლარიანი გავუწოდე -შვილო, მე ამის ხურდა აბა საიდან, გადავახურდავებ და.. -არა ბაბუ, როგორ გეკადრებათ- შევაწყვეტინე ლაპარაკი და ხელით ვანიშნე რო გამოერთმია.- თქვენი იყოს, შვილიშვილებს უყიდეთ რამე -ვერ გამოგართმევთ ამდენს, არა შეუძ₾ებელია -ძალიან გთხოვთ, გინდათ რო მაწყენინოთ? -შენ გაგახარებს ღმერთი, შვილო- თვალები ცრემლებით აევსო და ჩემოდნის გადმოტანაში დამეხმარა- რომელ სართულზე აგატანინო? -არ შეწუხდე ,ბაბუ, აქვე ვცხოვრობ , პირველივეზე, არაა მძიმე -კარგი შვილო, სახსრები მაწუხებს მაგრამ შენ დაგეხმარები, ხო იცი, არ მოგერიდოს -როგორ გეკადრებათ- გავუღიმე და ვერ მოვითმინე რო არ ჩავხუტებოდი- ბოდიში, ბაბუაჩემს მაგონებთ რაღაცით, ძალიან თბილი თვალები გაქვთ- ვუთხარი და მოვშორდი -ღმერთმა დაგლოცოს, შვილო- გამიღიმა და სანამ სადარბაზოში არ შევედი მანამდე ადგილიდან არ დაძრულა. ძლივს ავათრიე ბარგი მეცხრე სართულზე. მაინცდამაინც რო მჭირდებოდა, მაშინ არ მუშაობდა ეს ლიფტი, მაგრამ რა დროს ეს იყო, გული ისე მიცემდა, მეგონა დინამიკებზე ვიყავი შეერთებული და ყველას ესმოდა. ჩემს კარებთან გავჩერდი და 10წუთიანი ფიქრის მერე დავაკაკუნე.. -მოვდივაარ- გაისმა კარს იქით ბებიაჩემის ხმა და სანამ კარს გააღებდა სამჯერ მოვასწარი ნერვიულობა და დამშვიდება. კარები გამოაღო და ქვედა ხალიჩის სწორებას შეუდგა, ისე , რო ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს -დამღალა ამ ხალიჩამ რა, სულ იბურდება. -დაიწყო ჯუჯღუნი და კარები ფართოდ გამოაღო- ისე ესე ადრე არ გელოდ...-მზერა გამისწორა და უცბად გაჩუმდა -გამარჯობა ,ბე - ვთქვი ორი სიტყვა და მთელი ძალით გადავეხვიე -ანიტა? არა შენ არ ხარ, შენ ხარ? ანიტა, შვილო, საიდან გაჩნდი, არა მეჩვენები, აქამდეც ბევრჯერ მომჩვენებიხარ, არა შეუძლებელია, შენ არ მეხუტები -რა მოხდა რა გაქოთქოთებს-გამოყო თავი სამზარეულოდან ბაბუაჩემმა და არანაკლებ გაოგნებული მზერა მომაპყრო. ეხლა მისკენ გავექანე და მთელი ძალით ჩავეხუტე -ანიტა, შეენ? საიდან გაგახსენდით, ბაბუ. მეგონა სულ დაგვივიწყე და აღარასდროს გაგახსენდებოდით- მისაყვედურა ბაბუმ თბილი ხმით თუმცა მისი სიტყვები მაინც ეკალივით დამესო და ვეცადე არ შემემჩნია. ისევ ბებიასკენ შევტრიალდი, რომელიც ისევ იქ იდგა და ტიროდა -არა ბე, არ იტირო, ვსო აქ ვარ მე, ჩამოვედი, თქვენთან ვარ- მხრებზე მოვეხვიე და მეც ავსლუკუნდი -რამდენი ხნით ჩამოხვედი შვილო?- მომაპყრო მზერა და მივხვდი როგორ დაიძაბა ორივე -არ ვიცი ბე, შეიძლება წასვლა გადავიფიქრო- ვუთხარი და დავინახე როგორ გაუნათდა თვალები. -შენ გენაცვალოს შენი ბებია- ჩამეხუტა და სამზარეულოსკენ გამიძღვა- წამო შვილო, გეშიება ეხლა შენ, მოდი დაჯექი შენს ადგილზე.- სკამი გამომიწია და უცბად ისევ შემოტრიალდა- მართლა ჩამოხვედი ბე, თუ მეჩვენები?! - დაკოჟრილი ხელი ლოყაზე მომისვა და თვალები დამიკოცნა- ჩემი დიდი გოგო. -დედა და მამა როგორ არიან?- მივუბრუნდი ბაბუას და მის გვერდით მოვკალათდი- კარგად შვილო, მუშაობენ და არიან. გვერდითა სახლი გაყიდეს და ეხლა ჩვენთან ცხოვრობენ. -გაყიდეს? რატო გაყიდეს?- თითქოს რაღაც ჩამწყდა და თვალები ამიცრემლიანდა -გვიჭირდა ბაბუ, ძალიან გვიჭირდა -მერე? მერე ვერ დამირეკეთ? ფულს გამოგიგზავნიდით. სანამ წავიდოდი ხო ყველაფერი კარგად იყო- ცრემლები ღაპაღუპით ჩამომივიდა სახეზე -კარგად იყო და ეხლაც ძალიან კარგად არის, უბრალოდ ერთი პერიოდი ძალიან გაგვიჭირდა. ბოლოს საერთოდ აღარ გვეკონტაქტებოდი და ფულზე დაგვერეკა? არ გრცხვენია ბაბუ? -ხო იცი თქვენთან ლაპარაკი უფრო დიდ ტკივილს მაყენებდა, უფრო მენატრებოდით და ყოველი ზარის მერე ცუდად ვხდებოდი. მართლა აღარ შემეძლო ამდენი- თავი დამნაშავედ ვიგრძენი -ვიცი ბაბუ, მესმის -ჩემი ბავშვები ? ისევ ყველანი ამ უბანში ცხოვრობენ? -კი ბაბუ, არ დაშლილან, ხშირად ამოდიოდნენ ხოლმე ჩვენთან, ეხლა მაგათმაც მოუკლეს სიარულს, თუმცა არ შეუწყვეტიათ. გვინდოდა არგვინდოდა, ბოლოს მაინც შენზე ჩამოვარდებოდა ხოლმე ლაპარაკი და აღარ შეეძლოთ არც ბებიაშენის ცრემლების ატანა და აღარც ჩემი დუმილი. -მაპატიეთ რა, ძალიან გთხოვთ მაპატიეთ- ბებიას ხელზე მოვკიდე ხელი, რომლითაც მაგიდაზე ჩემთვის საჭმელს დებდა და ლოყაზე მივიხუტე- ეს ოთხი წელი მაპატიეთ- სამივე ვტიროდით, ვტიროდით სანამ ჩემი მშობლები არ მოვიდნენ. მერე სამის მაგივრად ხუთნი გავხდით რამდენიმესაათიანი ლაპარაკის მერე ჩამეძინა. რო გავიღვიძე თავთან დედაჩემი მეჯდა და თმაზე მეფერებოდა -დე- ამოვილაპარაკე ნამძინარევი ხმით -ხო დედას სიხარულო -ბავშვები არ იცი სად არიან? -კი, დილას ცოტნეს დედა შემხვდა და დღეს დიდი ალიაქოთი იმართება ჩემს სახლში და ჩემს დასთან ვაპირებ წასვლასო , ყველანი ცოტნესთან არიან ალბათ -ჩავიცმევ და წავალ- წამოვდექი, ლოყაზე ვაკოცე და აბაზანაში შევედი. 40 წუთში გამზადებული მეორე სადარბაზოს შესასვლელთან ვიყავი, ნელა ავუყევი კიბეებს, ჩემს ყოფილ სახლს გულდაწყვეტილმა შევხედე და ერთი სართულით მაღლა ავედი. აქ კიდე უფრო დიდი ხანი დამჭირდა მოსაბილიზებლად და კარზე დავაკაკუნე. 3 წუთის მერე მივხვდი, იმ ხმაურში ვერავის გავაგებინებდი და სახელური ხელით მოვსინჯე. როგორც ყოველთვის, ეხლაც ღია დამხვდა. პარკები კარგად დავიჭირე რო არ გამვარდნოდა და მისაღებში შევაბიჯე. ცოტა ხანში ყველა გაისუსა. ტირილი მინდოდა მათი სახეების შემხედვარეს. ის-ის იყო უკან უნდა გამოვბრუნებულიყავი ცოტნეს ხმამ რო შემაჩერა -მაგ სურსათ-სანოვაგით აპირებ დანაშაულის გამოსყიდვას ? ნიუ იორკში გაგიშვით, გვეგონა მთელ მაღაზიებს ჩამოგვიტანდი და ციცოს მაღაზიაში ნაყიდი ჩიფსებით და არყით გინდა გამოძვრე გოგო?- გამიცინა და ჩემკენ გამოექანა, ჩემი ხელში ატაცება და ჟივილ-ხივილის ატყდომა ერთი იყო. მერე სათითაოდ გადავეხვიე რვავეს და ჩხუბი დამიწყეს -ესე როგორ მიგვაგდე გოგო -სად გაიქეცი რო გაიქეცი -უნამუსო რო იყავი ვიცოდით, მაგრამ მთლად ესეთიც არ გვეგონე -4 წელი შენ გარეშე, პროსტა აზრზე ხარ რამდენ რაღაცას დააკლდი? -კიდე ორი წელიც და შენს დასახვრეტად და სროკზე წასასვლელად მოვდიოდი შენთან -შენ წარმოდგენაც არ გაქვს როგორ გვენატრებოდი -გასაწიწკნი ხარ მაგრამ ვაი ამ ჩემს გულს რა ვუთხარი თორე... -ამდენი ხნით აღარ დაიკარგო ხოლმე. ზამთარ-ზაფხულ მაინც ჩამოგვიარე შე ყველაზე უსინდისო არსებავ -აღარსად აღარ ვაპირებ წასვლას- ამოვილუღლუღე ძლივს და უცბად ყველა გაჩუმდა -ღადაობ ტო?- მკითხა გაკვირვებული ხმით რეზიმ -არა რეზი, არ ვღადაობ. ყველაზე მეტად თქვენი რეაქციის მეშინოდა, მაგრამ ეხლა რო ვიაზრებ რამდენს ვკარგავდი თქვენი სახით, აღარ მინდა იქ დაბრუნება -მერე იქაური მეგობრები არ გაგინაწყენდებიან?- დამიჯდა გვერდით ანკა -იმათი დაკარგვის არ მეშინია, თან დამპირდნენ ჩამოგაკითხავთო- მხრები ავიჩეჩე და ჩემი ბავშვობის დაქალს ჩავეხუტე -შარშანწინ ვაპირებდით ახალ წელს დადგომას მაგრამ მერე ვიფიქრეთ იმხელა ქალაქში სად მივაგნოთთქო, თან ფეისბუქიც გააქუმე, ტელეფონის ნომერიც არ ვიცოდით და იტოკში ჩაგვეშალა რა- მითხრა ვაკომ და თმები ამიჩეჩა- როგორ მოგვენატრე შე ბატო -საჩუქრები მართლა არ ჩამოგვიტანე?- გაიკვირვა ნიამ და 23 წლის გოგო 3 წლის ბავშივით გაიბუსხა -როგორ არა, უბრალოდ ჩემოდანში მაქვს ყველაფერი და ხვალ ჩემთან რო ამოხვალთ, დაგირიგებთ- დავამშვიდე და ეხლა მაგას ჩავეხუტე -ჩვენც გვაქვს შენთვის საჩუქარი- ნაპასი დაარტყა საბამ -აბაა?- ამენთო თვალები, თან გამიკვირდა ხო არ იცოდნენ ჩამოსვლას რო ვაპირებდი -ამ ვაჟბატონს ცოლი მოყავს-მახარა ნუცამ და რატის უჩქმიტა ლოყაზე -ოო მომყავს არა ის, გატყუებენ ანიტ, შენთავსვფიცავარ მაგაზე ლაპარაკიც არ ყოფილა -დაიცა და სარძლო სადაა, არ უნდა გამაცნო? -გაგაცნობ რა ამ დღეებში- თვალი ჩამიკრა და მეორე სიგარეტს გაუკიდა -რამდენს ეწევით ფანჯარა მაინც გამოაღეთ- დავიწუწუნე და ფეხები სავარძელზე ავკეცე -როდის აქედან გაწუხებს სუნი- მკითხა ცოტნემ და მზესუმზირის შეკვრა გადმომიგდო -მეორე თვეში ვარ უკვე -ბატონოო?- შემოტრიალდა ნუცა და თვალებით მომკლა ადგილზევე -მომესმა?- წამოდგა რეზი -ვაიმე ვიხუმრე ხალხო, რა იყოთ- გამეცინა და ცოტნეს გავხედე მიშველე-თქო -მართლა იხუმრე?- ხმა გაიმკაცრა საბამ -კი თქვენ თავს ვფიცავარ- გავუცინე და თავში ჩიფსის შეკვრა მომხვდა ნიასგან -შენი გამოსწორება არ იქნება რა - ენა გამომიყო და ოთახიდან გავიდა -მომიყევით ეხლა აქაური ამბები-მოვათვალიერე შვიდივე -ჯერ შენ დაიწყე, რას აკეთებდი იქ- სავარძლის სახელურზე ჩამომიჯდა ვაკო- ჩვენ იმდენი გვაქვს მოსაყოლი ერთი კვირა ვერ მოვრჩებით ლაპარაკს -ნუ რავი, ჩემი ოფისი გავხსენი -ისევ გიჟებს უსმენ საათობით?- დაბრუნდა ნია ყავის ჭიქით ხელში -გიჟებს არა, მაგრამ არც არაფერი უკლიათ. ზოგი მართლა ძალიან კარგი ადამიანია და ესე უცერემონიოდ რო დავტოვე ცოტა გული მწყდება მაგრამ გადაიტანენ- გავუცინე როგორც ბავშვობაში ვიცოდი ხოლმე -მეგობრები?- ეჭვიანი ხმით მკითხა ანკამ -თავიდან სულ მარტო ვიყავი, ჩემს თავს არ ვაძ₾ევდი უფლებას სხვა ხალხთან დამეწყო ურთიერთობა. ისედაც ვიცოდი რო თქვენ თავს ვერავინ შემიცვლიდა და წარუმატებელი ურთიერთობების დაწყებას, მერჩივნა მარტო ვყოფილიყავი. უბრალოდ მერე ჩემს მდივანს დავუდაქალდი, მერე ერთი გოგო გავიცანი, რომელიც ჩემი პაციენტი იყო და ეგ ორი მეგობარი მყავდა. და ჰო კიდე ნიკეს შეყვარებულ გეგისაც კარგად ვიცნობდი -ნიკე? გეგი? ნაღდად ამერიკაში იყავი? -ნუ დედით პოლონელი იყო, ვერონიკა ერქვა და მე ნიკეს ვეძახდი. მერე შერჩა და შერჩა- მხრები ავიჩეჩე და საბას გამოწვდილი კოკაკოლა მოვსვი- ალექსის რაც შეეხება ჩვენი მეზობელი როა გეგი, იმას ჰგავს ძაან და იმდენი ვიძახე გინდა თუ არა გეგი ხართქო, ზოგჯერ ნიკეც ეგრე ეძახის და ალექსიც შეეჩვია - გავიცინე და მივხვდი უკვე როგორ მენატრებოდა ეგ ორი სულიერი მაგრამ არ შევიმჩნიე და ნუცას მივუბრუნდი, როგორც სამეგობროს ყველაზე ჭორიკანას- ეხლა თქვენი ამბები მაინტერესებს -ჩვენი ბიჭები მორიგი გარჩევის შედეგად დააპატიმრეს და 1 თვე ისხდნენ - მახარა და ირონიულად გადახედა ხუთივეს -ასე ცოტა ხანი?- გავიკვირვე და ბიჭებს გავხედე -აუ ეს ნახე რა, მე ვაშინებდი ჩამოვა ანიტა და ყველაფერს მოვახსენებთქო და ამან რა რეაქცია შეუშვა - აბუზღუნდა ნუცა და გაბუსხულმა გახედა ცოტნეს -და ხო წარმოგიდგენია ჩვენც როგორ გვეშინოდა- გაეცინა ცოტნეს და ყველა აჰყვა სიცილში -ხო მაგრამ რა მოხდა -გვერდითა უბნელები გვიტრა*ებდნენ და მოვსვით თავის ადგილზე, მერე თავდებით გამოგვიშვეს და ესე, მოკლედ ერთ ამბავში ვართ რა -შოთა?- ვიკითხე მოჩვენებითი უემოციობით, და დამფრთხალი კატასავით მოვავლე იქაურობას თვალი -შენი კრისა საქმრო? -სიგარეტს გაუკიდა ცოტნემ- მაგაზე არ იდარდო შენ, გამქრალია დედაბუდიანად- თვალი ჩამიკრა და ნაპასი დაარტყა -ეგ რას ნიშნავს- ამიკანკალდა ხმა -კაი ნუ დააფრთხე ბავშვი- გახედა რატიმ ცოტნეს და მერე მე მომიბრუნდა- არაფერი ანიტ, გავუიასნეთ რო თუ სადმე მაგის ნაკვალევს აღმოვაჩენდით უბრალოდ წასული იყო მაგისი საქმე და თვითონ დატოვა ქვეყანა -ანიტ, ისევ გიყვარს?- ჩამეკითხა ანკა და ყველამ თვალები მე მომაპყრო. სიჩუმე საუკუნედ გაიწელა და უკვე ყველა ანერვიულდა როცა ძლივს ამოვღერღე: -არა უბრალოდ არ მინდა მაგ არაკაცის ნახვა, საქორწილო კაბაში გამოწყობილი მიმატოვა და შენ როგორ გგონია ისევ მეყვარება? არა არ მიყვარს, უბრალოდ ძველი მოგონებები თავს რო მახსენებს ნერვები მეშლება. -და რატო დაფიქრდი ამდენ ხანს -უბრალოდ ის პერიოდი მიყვარს, თვითონ შოთა არა და სიმართლე გითხრათ ხანდახან მიხარია რო ესე მოხდა. პატარა ვიყავი გათხოვებისთვის, თან არასწორ არჩევანს ვაკეთებდი და ფაქტობრივად გადავრჩი- გავიცინე და ვიგრძენი რო ყველამ შვებით ამოისუნთქა -კარგი გოგო ხარ- ჩამეხუტა ვაკო და თავზე მაკოცა -ანუ არ მეშინოდეს რო სადმე გადამეყრება?- დავუბრუნდი ისევ იმ თემას -ნუ ეხლა მაგანაც თუ შენსავით მოინდომა დაბრუნება მაგისგან დაზღვეულები არ ვართ, მაგრამ შენგან განსხვავებით იმას ადგილზევე მოვკლავთ - თვალი ჩამიკრა რეზიმ და ვისკი დაისხა ჭიქაში -ისე შენც კაი მოსაკლავი ხარ რა- თავი გააქნია ცოტნემ- მაგრამ ჩვენს გულს რა ვუთხარით ესე ძაან რო გვიყვარხარ- ლოყაზე მიჩქმიტა და რაფასთან მივიდა -შე*ემა ვის ემესიჯები, მოგვაქციე რა ყურადღება- გახედა რატის საბამ -ბიჭო ლიზამ მომწერა გნახავო და რო ვუთხარი ვერა-თქო გაიბუტა და მიზეზს ვუხსნი რა -უი ხო, როდის უნდა გამაცნოთ სარძლო? - გავხედე რატის და თვალი ჩავუკარი -ხვალ ამოვიყვან შენთან გაწყობს? -აუ არა ტეხავს, საჩუქარი არ ჩამომიტანია მაგისთვის და თქვენ რო 5-5ს დაგირიგებთ ნიტო პონტი იქნება რა, ხო აზრზე ხარ, ზეგ გავიცნობ, ან ხვალვე გავიდეთ სადმე საღამოს -5-5ს? - გამომხედა ნიამ- რა ამბავია -თქვენ გგონიათ თქვენი დაბადების დღეები მავიწყდებოდა?- ეშმაკურად გავხედე და წარბი ავუწიე.- ხოდა ესე გავდიოდი ხოლმე იმ დღეს ვისი დაბადების დღეც იყო და საჩუქარს ვარჩევდი. და თითო-თითო სუვენირიც წამოგიყოლეთ ხელს, სანამ თვითმფრინავში ჩავჯდებოდი აეროპორტში სხვა საქმე არ მქონდა- მხრები ავიჩეჩე და თმა გავისწორე -გიჟი ხარ გეფიცები- აღმოხდა ნუცას -აუ რა მიყიდე?- ცოტნემ სიგარეტი ჩაწვა საფერფლეში და თვალებით მთხოვდა მითხარიო -ნახავთ ხვალ ვა, მოითმინეთ ცოტა- ინტრიგა ჩავაგდე და კმაყოფილი გადავწექი სავარძელზე -აუ მოსაკლავი ხარ , რას გვეუბნებოდი ვაფშე- აბუზღუნდა ანკა და ტელეფონზე მოსულ მესიჯს დახედა -აუ ვაკო, ისევ ისაა- დაიწუწუნა და ტელეფონი ჩივაძეს გაუწოდა -ამას სანამ შოთას გზას არ გავუყენებ არ მოისენებს ხო? - გახედა რეზის -ვინაა?- დავინტერესდი და ანკას მივუტრიალდი -თქვენი აბეზარი თაყვანისმცემლებისნაირი , ოღონდ ეს ცოტა შეუგნებელია- ამიხსნა საბამ -ხოდა შევაგნებინებთ, შენ არ ინერვიულო ანუშ- თვალი ჩაუკრა რატიმ და სიგარეტს გაუკიდა -ღმერთო ჩემო, რამდენს ეწევით. - აღვშფოთდი სერიოზულად- ფილტვები გაზზე გადაიყვანეთ? -ვაიმე გოგო როგორ მომენატრე შენს რაღაცნაირ იუმორთან ერთად- უცბად გახალისდა ცოტნე და გულში ჩამიკრა -გავიჭყლიტე შვილო -კიდე კარგად გამოძვერი 4 წლის უნახავი- თითი დამიქნია და გამეკრიჭა -აუ ისე მართლა 4 წელი რა ამბავია - დაფიქრდა ნია და დათვლა დაიწყო- 4ჯერ 365ს პლიუს ერთი დღე -კაი ეხლა ზუსტად 4 წლით არ ვყოფილვარ -ხო ცოტა მეტი იყავი და სანამ ეგ დღეებიც მიგითვალე მოკეტე- გამომხედა გაბრაზებული თვალებით აქაოდა ხელს ნუ მიშლი დათვლაშიო- 1461 დღე და ამდენივე ღამე -ბარემ დაგემრგვალებინა 1500მდე- გაუცინა რეზიმ -არა ესე უფრო მძაფრად ჟღერს -აუ რო მახსენდება რამდენ რამეს გამოვაკლდი ტირილი მინდება -აუ შარშან ზაფხულში რა მოხდა იცი? - სიცილით დაიწყო ნუცამ და ეგრევე ყველამ რატის გახედა -აუ მთელი წელია მაგაზე ლაპარაკობდნენ და კიდე ვერ მოინელეს- აიქნია ხელი ყურადღების ობიექტმა -კი მაგრამ ესეთი რა მოხდა- გამიკვირდა და ამბის მთხრობელს მივუბრუნდი -იტოკში, ბევრი რო აღარ გავაგრძელო გოგო დაევასა, გაიცნო რამე რუმე, იქეთური აქეთური დაა -აუ ბავშვობიდან ვგიჟდები შენი მოყოლის სტილზე - ეგრევე კარგ ხასიათზე დავდექი ამ პოზიტიური არსების შემხედვარე -ნუ მაწყვეტინებ ვა -კაი მე მაპატიეთ- ხელები ავწიე დანებების ნიშნად და ვანიშნე გაეგრძელებინა. -დაა როგორც იცის ხოლმე ვინმე თუ ზედმეტად შეხედავდა ეგრევე უიასნებდა საქმეებს. ხოდა ეს ჩვენი აბესალომი -აუ წესიერად მოყევი ან ვაფშე გაჩუმდი - გააწყვეტინა რატიმ -კიდე ვინმე შემაწყვეტინებს და ამ შემოსწრებულს გეფიცებით-თითი ჩემკენ გამოიშვირა- ეგრევე გავალ -აბა რა აბესალომი -ეთერი ერქვა და რა მექნა ვა - მე რაშუაში ვარ ხმით გააჩუმა „ბუნტის თავი“ -ეთო ერქვა -თუ გინდა დავნიძლავდეთ რო პასპორტში ეთერია - დოინჯი შემოირტყა და გამომწვევად აქაჩა წარბები -ხო კარგი აღარ გაგაწყვეტიებ - გაეცინა რატის და რაფას მიეყუდა -ძალიან კარგსაც იზამ - თვალი ჩაუკრა და განაგრძო- ხოდა ერთხელ ეს ჩვენი აბესალომი და ეთერი გაუდგნენ გზას და ის დნცკ დნცკ დაწესებულებები როა იქ შევიდნენ, ანუ ეგრედწოდებულ კლუბში. ნუ ჩვენც იქ ვიყავით მარა ჯერ არ გვაცნობდა დამიფრთხობთო და შესაბამისად ხელს არ ვუშლიდით, ჩვენთვის ვერთობოდით ცალკე. ცოტა ხანში გავიხედე და რა ხდება. რა ხდება არ მახსოვს მარა პოსტ ფაქტუმ გავიგეთ რაც ხდებოდა. თურმე ეს რო გავიდა დასალევის მოსატანად და დაბრუნდა დაინახა რო ეს ჩვენი ეთო ვიღაც ბიჭს ელაპარაკება და ის ეჩხუბება. ამან დაყარა ეს სასმელი და მივარდა იმ ბიჭს და გაუქანა მუშტი, ხია. იმან ბრახო და წაბარბაცდა, მერე ის ამას შეარჩენდა?! იმან ბრუხო და არც ეს გამოვიდა მთლად სუფთა იმ საქმიდან და ყველაზე მთავარი ისაა, რო ეთოს ძმას ეუბნებოდა ჩემს გოგოს მეორეჯერ აღარ გაეკაროო ნუ ხო წარმოგიდგენია იქ რა მოხდებოდა. - ყველას სიცილი აუტყდა. -აი გეფიცები არ ბეზრდებათ, კვირაში 5ჯერ ყვებიან და სულ ესე იცინიან, დაელიათ სალაპარაკო- განწირული ხმით მითხრა რატიმ და თავი გააქნია- იმენა არაფერი ეშველებათ მე ისტორიაზე მეტად ნუცას მოყოლილზე უფრო მეცინებოდა, მთელი არსებით და ჟესტიკულაციის მაქსიმალური მარაგით რო აღწერა ჩხუბის პროცესი და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს თვითნ ჩხუბობდა იმ წუთას . ვგიჟდები ამ გოგოზე და რა გავაკეთო?! მთელი ღამე ვლაპარაკობდით, ბოლოს ვის სად მიგვეძინა აღარც მახსოვს, მაგრამ საღამოს შვიდამდე გათიშულები ვიყავით. ტელეფონს რო დავხედე დედაჩემის უამრავი ზარი დამხვდა და ეგრევე გადავურეკე -აუ დე ხო არ ინერვიულე? არ მესმოდა შენს თავს ვფიცავარ -არა არ მინერვიულა, უბრალოდ მეგობრები კაია მაგრა, ჩვენც მოგვენატრე და იქნებ აქეთ გადმოგენაცვლათ? -სხვათაშორის დღეს ვაპირებდით მანდ შეკრებას , საჩუქრები რო ჩამოგიტანეთ ხო უნდა დამერიგებინა, თორე ნია და ცოტნე უკვე ვეღარ ითმენენ -მეც ჩამომიტანე , დე? - მვხვდი როგორ გაეღიმა ყურმილს იქით -არ გრცხვენია მაკა? 5 თან -რა ამბავია დედიკო 5, ერთი სუვენირიც მეყოფოდა- გაუკვირდა -მაგას მერე აგიხსნი, წავალ ეხლა ამათ გავაღვიძებ და ნახევარ საათში შენთან ვიქნებით - ყურმილი დავკიდე და ოთახში შემოსულ ციბაძეს შევხედე -რაო რა საჩუქრებიო და რა ცოტნე ვეღარ ითმენსო? -რაც უფრო მალე გამაღვიძებინებ ამათ, მით მალე ნახავ - დავეკრიჭე და ვაკოს მივარტყი ფეხი- გაიღვიძე დაღამდა -მღვიძავს ნუ მირტყამ- აბუზღუნდა ჩივაძე და მეორე მხარეს გადაბრუნდა- სხვათაშორის მაგას პირიქით ამბობენ ხოლმე -როგორ, დაიძინე გათენდაო? ვაკომ თავი წამოსწია, მზერა ერთ წერტილს გაუსწორა, იფიქრა იფიქრა და ისევ დაწვა- ხო ნუ რაღაც ეგეთს- თქვა და ისევ თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნდა ძლივს ავაგდეთ მე და ცოტნემ შვიდივე ძილისგუდა და ჩემი სახლისკენ გავრეკე. ჩვენ როგორი სამეგობრო გვყავდა იცით? თითქოს არაფრით გამორჩეული მარა ყველაზე შეკრული წრე ვიყავით. ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის როა ფრაზა, გვეგონა ჩვენზე დაწერესო. მახსოვს ბავშვობაში შტაბი გვქონდა და აბრაზე ეგ გვქონდა გამოკრული. პატარაობიდან ერთად მოვდივართ და ალბათ ხვდებით როგორ გვიყვარს ერთმანეთი და როგორ კარგად ვიცნობ თითოეულ მათგანს. ჩვენი მშოლებიც მეგობრობენ და ეგ ყველაზე მეტად გვახარებს. ერთად გვიშებენ დასასვენებლად და ყველა მათგანი თავის შვილს დანარჩენების იმედად ტოვებს. იციან რო ჩვენ თვითონაც არ გვაქვს ჩვენი იმედი მაგრამ სადაც ბიჭები არიან , იქ ვერავინ ვერასდროს ვერაფერს ვერ გაგვიბედავს და სანამ ჩვენ ვართ , დარწმუნებულები არიან რო საკვები, მზრუნველობა და დატუქსვა არ აკლიათ. ხოდა შესაბამისად ძალიან დამშვიდებულები გვიშვებენ ყველგან სადაც წავალთ. სულ რო გილიოტინაზე ავდიოდეთ მაგაზეც არ ინერვიულებენ, იმ შემთხვევაში თუ ცხრავე მივდივართ. ესე გრძელდებოდა ბავშვობიდან მანამ სანამ... ------------------------------------- -ანიტა სად არის? -კაბას იცვამს -ვიზაჟისტები უკვე მოვიდნენ -ვიცი და ზედა სართულზე იქნება, იქ ვნახავ -მიდი შენ აირბინე და უთხარი 3 საათიღა დაგვრჩათქო -ანკას დაურეკე შენ -მგონი ანიტასთან ერთად არის -კარგი ვნახავ -ანიტ, აქ ხარ? -შემო ნუც -ვიზაჟისტები უკვე მოვიდნენ -ვიცი გამაფრთხილა მაკამ -ბიჭები სად არიან? -შოთასთან, საქმეებს აგვარებენ. -არა არ არიან შოთასთან, ბარში სხედან ქვემოთ და ჩვენთან ამოვლენ ეგრევე. - ჩაერთო ანკა -2 საათი და 51 წუთი გვაქვს -კარგი ნუ მაჩქარებ მაცადე -ჩაიცვი გოგო მალე, ქვემოთ უნდა ჩაგიყვანო -ანკა კაბა შემიკარი და ამას უთხარი ნუ წიკვინებს -კაი ნუცა გეყოფა მართლა, ნერვიულობს აცადე -რა ანერვიულებს ყველაზე ლამაზი პატარძალი იქნება ვაფშე, არა ანიტ?! -თუ ნერვებს არ დამაწყვეტ მადლობას გეტყვი- გაბრაზებული მზერა ვესროლე და უცბად ტონი შევარბილე- აუ მაპატიე რა, მართლა ძაან ვნერვიულობ -კაი რა იყო არ გადაგაგდებს - გამიცინა ნუცამ და ოდნავ ხასიათზე მოვედი. მაშინ რა ვიცოდი რო ეს სიტყვები შეიძლებოდა გამართლებულიყო 2 საათში გამზადებულები მაყრიონის მოსვლას ველოდებოდით. ლოდინი საუკუნედ გაიწელა და როგორც იქნა შოთა შემოვიდა დაძაბული სახით. ღიმილით შევეგებე და მეწყინა კომპლიმენტი რო არ უთქვამს. -ხალხი სად არის?- შევეცადე არ შემემჩნია -ანიტა მისმინე, ძალიან ბევრი ვიფიქრე და მივხვდი რო ჯერ ადრეა ჩემთვის ოჯახის შექმნა. ძალიან კარგი გოგო ხარ და არ გეგონოს რო არ მიყვარხარ, მიყვარხარ უბრალოდ ეხლა ცოლს მართლა ვერ მოვიყვან. ჯერ არ ვარ ამისთვის მზად. სამსახურიც კი არ მაქვს და ჩემი მშობლების კისერზე ვარ... აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი როგორი მთელი ძალით გლიჯა ვაკომ ყბაში და ჩემი აწ უკვე ყოფილი საქმრო როგორ გადავარდა უკან -აქამდე არ გიფიქრია ამაზე შე ა*ვარო? რატო სთხოვდი ცოლობას თუ ესე არაკაცურად უნდა მოქცეულიყავი. რამდენჯერ გელაპარაკე და მეუბნებოდი ცივ ნიავს არ მივაკარებო. გახსოვს რამდენჯერ გითხარი არ ხართ ამისთვის მზად, ჯერ ადრეა თქვენთვის-თქო?!! ამაზე მანამდე არ უნდა გეფიქრა? თუ მაინცდამაინც გინდოდა ყველას ელაპარაკა რო ჩემი და ქორწილში მიატოვეს? და თან ვინ მიატოვა, ვიღაც *ირმა შოთა ახალკაცმა? - მთელი ხმით ღრიალებდა და თან მუშტების რტყმას არ წყვეტდა -ვაკო შეეშვი შემოგაკვდება- ხელებში ეცა მგელაძე -საბა შემეშვი!! შემეშვი-მეთქი!! ამას უნდა შეარჩინო ეს ამბავი? შენი და ქორწილის დღეს მიაგდო და მეუბნები შეეშვიო?! -ხო იცი რო არავინ აპირებს ამისთვის ამ ყველაფრის შერჩენას, უბრალოდ ეხლა აქ და ამ სიტუაციაში არა- თვალით ანიშნა ჩვენკენ ვაკო მოტრიალდა, დაინახა როგორ უემოციოდ ვიდექი და შეშინებული თვალებით ვუყურებდი. დაინახა ანკა რომელიც დედაჩემს ეხუტებოდა ,ბებიაჩემი რომელიც ტიროდა, ნუცა რომელიც ცეცხლებს ყრიდა და მზად იყო თვალები ამოეთხარა იმ წუთას იმ არაკაცისთვის და ყველაფერს გეფიცებით გამკეთებელი იყო. მამაჩემი რომელიც მისი მოკვლის მეშვიდე ვარიანტს განიხილავდა. ნია რომელიც ბაბუაჩემს წყალს ასმევდა და ერთი სული ჰქონდა წიხლებით შემდგარიყო წაქცეულ შოთას. გვერდით დაინახა ბიჭები: რატი რომელიც მუშტებს ისეთი ძალით კრავდა, ხელებზე ძარღვები ჰქონდა გამობერილი. ცოტნე რომელიც სიგარეტს ეწეოდა და რომელმაც შემდეგ ახალკაცის ლოყაზე ჩააქრო ნამწვავი. საბა, რომელიც მთელი ძალით უჭერდა ხელს რო დამშვიდებულიყო და რეზი, რომელიც იმ წუთას ჯიბიდან კასტეტს იღებდა. ამ უკანასკნელის გააზრება ცოტა გვიან მოხერხდა, როცა შოთას უკვე სახიდან სისხლი სდიოდა. მამაჩემმა მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ზემოთ აგვიშვა , მე ჩამეხუტა და ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა ხო იცი რო ეს არ შერჩებაო, თავზე მაკოცა და თვალი ჩამიკრა. შემდეგ აღარ ვიცი ქვემოთ რა ხდებოდა, უბრალოდ რატის გინება და ცოტნეს და საბას ხმები მესმოდა, რომელიც მის დამშვიდებას ცდილობდნენ გაანებე თავი, შემოგაკვდებაო. მე არ მიტირია, მაგის გამო ცრემლებს ნაღდად არ დავღვრიდი. ნუცაზე ჩახუტებულს ჩამეძინა და რო გავიღვიძე, დავინახე რო ყველა თავზე მედგა -რა იყოთ რას დამტირით, კი არ მოვმკვდარვარ- ვეცადე მხიარულად მეთქვა და გარშემომყოფებს გავუღიმე. მთელი დღე არ მომშორებიან გვერდიდან. საღამოს უკვე წასვლა რო დააპირეს ანკა შემომიბრუნდა -არ გინდა შენთან დავრჩე? -არა , კარგად ვარ, მართლა- ვაკოცე და გავაცილე. წავიდნენ თუ არა ჩემოდანი გადმოვიღე და ბარგის ჩალაგება დავიწყე. წერილი დავტოვე სადაც მოკლედ მქონდა ახსნილი რო ეხლა რო არ წავსულიყავი, უბრალოდ შეუძლებელი იყო. აუცილებლად გულის გადაყოლება მჭირდებოდა, თან რაც შეიძ₾ებოდა მალე. შესაბამისად, ტაქსი გამოვიძახე და სტამბულის რეისზე ავიღე ბილეთი. იქიდან კი ჩართტერით გადავფრინდი ნიუ იორკში და ერთ დღეში შევიცვალე ყველაფერი: საცხოვრებელი გარემო, გარშემომყოფთა წრე და მიზნები. დავიწყე ყველაფერი ნულიდან და ჩემით მივაღწიე გავმხდარიყავი ის ვინც ეხლა ვარ. ამის შემდეგ ჩველებრივად აღარაფერი ყოფილა სანამ არ დავბრუნდი. დავბრუნდი და თითქოს ნელ-ნელა ყველაფერი კალაპოტს უბრუნდებოდა. -აუ ანიიტ, შენი ჯიმი ჩუს ფეხსაცმელი მათხოვე რა- შემოვარდა ნია ჩემს ოთახში -რად გინდა ჯიმი ჩუს ფეხსაცმელი რესტორანში- გავუცინე და კარადიდან ზემოთხსენებული გამოვიღე -აუ შენს ნაჩუქარ კაბას და ჩანთას დააკვდება ზედ - ყუთი გამომართვა -რატო იპრანჭები არ მესმის- გავუცინე და ჯინსები გამოვაძვრინე ტანსაცმლის მთიდან- ლიზას გასაცნობად მივდივართ, ელიზაბეტ მეორის კი არა -ჯერ ერთი ჩვენ ვიცნობთ უკვე შენგან განსხვავებით და მერე მეორეც ისეთ ზმანებზე იჩითება შეიძლება დაეცე - ხელიდან გამომგლიჯა შარვალი და საწოლზე ისროლა- მთელი ამერიკის მაღაზიები ჩამოზიდე და კიდე ამას იცვამ გოგო? -ყველაფერი არ წამომიღია, ზოგი იმ სახლში დავტოვე, ეს კიდე ცოტაა იმასთან შედარებით - მხრები ავიჩეჩე და ისევ იმ ჯინსს დავწვდი -შენ მე მგონი მილიონერი გახდი და გვიმალავ ხო?- ეჭვის თვალით შემომხედა ნიამ და ისევ წამართვა შარვალი- ნორმალურად ჩაიცვი გოგო -აი კაი ვის ეპრანჭები ნეტა გამაგებინა -აუუ აბა იმ ლიზამ მიიპყროს სხვების ყურადღება და ჩვენ დაგვჩრდილოს? ხო იცი რო მაგის შანსს არ მოგცემ -კარგი კარგი, შენ ამირჩიე მაშინ რა ჩავიცვა. ოღონდ ძაან გადაპრანჭულიც არ მინდა -ღმერთო, ამ ტანსაცმელებით მილანში ვივლიდი თავაწეული და ეს გარდერობში ალპობს ამ ყველაფერს - აწუწუნდა და ეგრევე მომიტრიალდა- რო რამე ხო მათხოვებ ხოლმე? - რო გითხრა არათქო აზრი აქვს?! -ნწ- თავი გაიქნია და კაბა მესროლა სადარბაზოდან გამოვედით და რეზის მანქანისკენ წავედით -ამ სიცხეში ამხელა მაკიაჟი რათ გინდოდა ნიუშ? - გადაკოცნა და აათვალიერა- რა ლამაზი ხარ გოგო, ამას მიმალავდი? -ნუ ცანცარებ ჯანჯღავა- დაეჭყანა კენჭაძე და თმა ხელით გაისწორა -არა ეს ჩემს თვალწინ დაქალდა და რამე მარა, ანიტ, შენ და კაბა ნაღდად ვერ წარმომედგინეთ. როგორ შეცვლილხარ და გალამაზებულხარ -შეგიძლია გადაკვრით მაინც არ მიკბინოთ მაგ თემაზე? ჰოდა რაო? გალამაზებულხარო ხო?- წარბი ავწიე და მზერა გავუსწორე რეზის -სულ ლამაზი იყავი მაგრამ ეხლა რაღაც საოცარ ფორმაში ხარ -ვვარჯიშობდი და ხო აზრზე ხარ - გავარკვიე სიტუაციაში და კორპუსებს ავხედე - ვის ველოდებით? -პრინციპში არავის. რატი ლიზას გაუვლის, ვაკომ გოგოები წაიყვანა და ცოტნე და საბა იქ არიან უკვე -წავედით მაშინ - რეზის გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე და გრაციოზულად ჩავჯექი -ანიტ, შენ მართლა ესე დაიხვეწე თუ გვატყუებ? - სარკიდან გამომხედა და მზერა გამისწორა -იქაურ ელიტასთან ვბირჟაობდი წელიწადზე მეტი და შენ როგორ გგონია? -არა მაინც გაქვს რაღაც მშობლიური შერჩენილი- დამშვიდდა ჯანჯღავა და მანქანა ადგილიდან დაძრა რესტორანში რო შევედით უკვე ყველა მისულიყო. რეზის აქეთ-იქიდან ხელკავი გავუკეთეთ მე და ნიამ და ჩვენი მაგიდისკენ გავემართეთ. -აი ეს მესმის- დაუსტვინა ცოტნემ და სკამიდან ადგა- რა ლამაზები ხართ ტო -ტო- გავაჯავრე და წყვილისკენ გავიხედე- გამარჯობა -მივესალმე თავაზიანად და გავუღიმე- მე ანიტა ვარ, ამ სამეგობროს ერთ-ერთი წევრი -მოღალატე წევრი- დაამატა ციბაძემ -ცოტნე გაჩუმდი - ვუჩქმიტე შეუმჩნევლად და ლიზას ხელი გავუწოდე -შენზე ბევრი მსმენია, რაც რატის სამეგობროს შეკრებებზე ვყოფილვარ, ძირითადად სულ შენზე ლაპარაკობდნენ -ხო?! რა საინტერესოა.. და რას ამბობდნენ? თუ საიდუმლო არაა -რას მიირთმევ?- შეგვაწყვეტინა რატიმ -შენ არ უნდა მომესალმო? -დღეს ხო გნახე -ხო რავი -ისე მართლა უნდა აღვნიშნო რო ძალიან ლამაზი ხარ -ეგ ვიცი- თვალი ჩავუკარი და ჩემს ადგილზე მოვკალათდი.. -გვერდითა მაგიდიდან ვიღაც ბიჭი გიყურეებს - ჩუმად წაიღიღინა ნიამ და სახეზე ეტყობოდა რასაც ფიქრობდა: „აი კიდევ კაი რო დამიჯერე და ნორმალურად ჩაიცვიო“ -ჯობია არ შეიმჩნიო თორე რაღაც ბიჭები ვერ არიან კარგ ხასიათზე- გავაფრთხილე და მწველი მზერა დავაიგნორე- ისე ეს ლიზა ნორმალური გოგო ჩანს- გადავჩურჩულე ბოლოს -ხო რავი, ცუდი გოგო არაა, პროსტა ჩვენი სამეგობროს შეკრებებზე სიარულს ისე მოუხშირა ზოგჯერ ეჭვიანობა მიპყრობს- დაისისინა და შორიდან გაუღიმა , თითქოს აქ არაფერიაო -შენ ამბობდი ამაზე ძაან მაგარ ზმანებს ჩითავსო?- მივუბრუნდი ნიას და ქათმის სალათა გადმოვიღე -ეხლა არ თქვა არ მომეწონაო, მაგარი დახვეწილი გოგოა -მერე ეს ზედმეტად დახვეწილობა მოსაწყენია, არა? -ეგ ჩვენთვის თორე ისე არა -მე რატის გამკვირვებია ამასთან როგორ ძ₾ებს ჩვენს მერე. ნახე ხმას საერთოდ არ იღებს- ჩაერთო ანკა -ცოტა ჩუმად თუ ილაპარაკებთ დამავალებთ- გადმოგვჩურჩულა საბამ -შენ ნუ გვისმენ და ნუ ხარ ჭორიკანა - შეედავა ნუცა და ლიზას მიუბრუნდა- გეხვეწები ანიტას მოუყევი როგორ გაიცანი რატი -მაგაში მოსაყოლი რა არის -აუ რატი შენ გაჩუმდი, აინტერესებს ბავშვს -ისეთი არაფერი, უბრალოდ წიგნის სახლი როა ბახტრიონზე, მანდ შევედი. იქ იჯდა. მერე წიგნს ვკითხულობდი და გადმომიჯდა. შევყევით ლაპარაკს და მორჩა. განსაკუთრებული არაფერი ყოფილა -გეხვეწები რაზე დაგიწყო ლაპარაკი?- გაეცინა ანკას -იმ წიგნის განხილვა დავიწყეთ- მხრები აიჩეჩა ლიზამ და რატის ლუკმა გადასცდა -აუ სულ მინდოდა მეკითხა, რომელ წიგნს კითხულობდი? - ჩაეძია ნია და უკვე მივხვდი რა თამაშსაც თამაშობდა. -ამმ.. ზუსტად არ მახსოვს..-დაიბნა უცბად- შენ გახსოვს ფისო? რატის ხველება აუტყდა და ბოდიშის მოხდით გარეთ გაიყვანა შეყვარებული -კაით ეხლა თქვენ მართლა გჯერათ რო ეს იქ წიგნის საკითხავად შევიდა და რატი თვითონ გადაუჯდა?! - გადმოგვხედა ნუცამ ირონიულად -ნუ ჭორაობ შენ - შენიშვნა მისცა ვაკომ -აუ შენ ნუ ერევი გოგოების საქმეში- გააჩუმა და წვენი მოსვა. -რატის საქმეში ერევით და გოგოების საქმე რა პონტშია? -ჩვენ რატის კი არა მაგის ფისოს განვიხილავთ- სიცილი აუტყდა ანკას- აი კაი თან როგორ არ ახსოვს რა წიგნს კითხულობდა თან მითუმეტეს თუ მაგისი განხილვა დაიწყეს? -თან რატისაც როგორ გადასცდა ლუკმა- შენიშნა ნიამ -აღარ გაჩერდებით?- გამოგვხედა საბამ -ცოტნე დააოკე შენი ძმაკაცი -როგორც ჩემია, ისევეა შენი -აუ გვაცადეთ ვა- ხელი აიქნია ნუცამ- უეჭველი ევასებოდა რატი, მერე ხელსაყრელი მომენტი მოძებნა. რატი რო შევიდა იმ კაფეში დაახლოებით 15-20 წუთში შეყვა, -გოგო შევიდა კაფეში მე არ შევედი კაფეში? - ცანცარის ხასიათზე დადგა ცოტნე -ხო ოღონდ ცოტა სხვანაირი სცენარია -ხო მერე? - დაინტერესდა ნუცას რეჟისორული მონაცემებით რეზი - მერე წინა მაგიდასთან დაუჯდა ისე რო კარგად დაენახა რატის და 3 წუთში ერთხელ შლიდა ფურცელს. კლასიკური თხა და გიგოს ვარიანტია. -და რა საინტერესოა მერე როგორ განვითარდა მოვლენები?- დაეჭვდა კაპანაძს გამოძიებაში ვაკო -მერე ალბათ ფული აღარ ეყო რო ყავის ანგარიში გაესწორებინა -არა ეგ ძაან ნიტო პონტია- შენიშნა ნიამ - ფული არ ეყო არა, ალბათ საკრედიტო ბარათი „დაკარგა“ -რა საინტერესოა სხვა ვარიანტებს რატო არ განიხილავთ- მუღამში შევიდა ჯანჯღავა -ორი მიზეზი არსებობს. პირველი, რატი ვიღაც გოგოს არ დაუჯდებოდა მაგიდასთან -მეორე?- ჩაეძია ცოტნე -მეორე ის რო აშკარად იტყუებიან -თან რაო? ფისოო? - გაახსენდა წეღანდელი ნუცას და სიცილი ატეხა- -ვაიმე მაგაზე მთელი ცხოვრება რო უნდა ვეღავადოთ უკვე გაიაზრა ეგ? - ახარხარდა ციბაძე და ხელი გამკრა- შენ რატო ზიხარ გოგო ჩუმად, ხმა ამოიღე რა აზრის ხარ ჩვენს სარძლოზე -მშვენიერი გოგოა პროსტა რაღაცნაირი უმარილო. აი თითქოს ყველაფერი კარგი აქვს, გარეგნობა, აღნაგობა, მანერები.. მაგრამ რაღაც მაინც აკლია და ვერ ვხვდები რა - დავფიქრდი წამით- ანუ არა რატისებურია თითქოს -ხო ეგ ჩვენც შევნიშნეთ- დამეთანხმა ანკა - გამოვააშკარაოთ რას წარმოადგენს სინამდვილეში. ესე ათასში ერთხელ ნახვით როგორ უნდა გავიცნოთ -ბაზარი არაა, გეგმა მაქვს - ამაყად განაცხადა ნუცამ და ჩვენკენ წამოსულ წყვილს შეხედა- კარგ დროს მოხვედით -რატო რა ხდება?- დანტერესდა რატი -ყველა შევთანხმდით რო ძალიან დაცხა ხო? -და? -და ის რო სადმე უნდა წავიდეთ ერთი თვით მაინც. თან გავერთობით, თან დავისვენებთ, თან ჰაერს გამოვიცვლით, თან ანიტას მოენატრა ჩვენთან ერთად ყოფნა და იტოკში ყველაზე კარგი დროა -თან ლიზაც წამოვა ხო? - დაამატა ნიამ და ყველამ მისკენ გავიხედეთ -მე.. იცით.. არ ვიცი , ვნახოთ- გაგვიღიმა დაბნეულმა -კარგი რა, რა ვნახოთ. არამგონია თქვენ - ორი თითი წყვილისკენ გაიშვირა- დიდხანს ძლებდეთ უერთმანეთოდ -ნუ კარგი წამოვალ- დაგვთანხმდა ბოლოს და რატის გახედა -ხოდა ვსო გადაწყვეტილია. ხვალ ვბარგდებით და ზეგ ჰაიდაა- წამოვდექი ადგილიდან - წავედი მე, უნდა გამოვიძინო, ხვალ დიდი დღეა და ზეგ კიდევ უფრო დიდი. კოცნა გავუგზავნე და კარისკენ დავიძარი.. ----------------------------------- -სად ხარ გოგო ამდენი ხანი, ყველა შენ გელოდებით - ჩამყვირა ცოტნემ ყურში -ნუცა ჩაბარგდება და ჩამოვალთ, წადით თქვენ და ვისაც ორი ადგილი აქვს მანქანაში დაგველოდოს რა -მალე ჩამოდით- გამაფრთხილა და მობილური გამითიშა -ნუცა მალე ქენი რა -რაო რას ვშვებითო -ყველა თქვენ გელოდებითო და ეგ კიდე რა სულ მანდ არის, გადმოცხოვრდა და გვიმალავთო? -რა შენი საქმეაო ვერ უთხარი? -მალე შეკარი ეგ ბარგი, ერთი თვით მივდივართ, წლით კი არა -კარგი ხოო , სავარცხელი მომაწოდე არ დამრჩეს, ოღონდ მაშინდელივით ცხვირში არ მომარტყა, კინაღამ საოპერაციო რო გამიხდა ჩემი შვილივით გამოზრდილი ცხვირუკა -გამოადგამ ფეხს? -გამოიძახე ლიფტი და მანდ ვარ ორ წუთში -ბეე წავედიით -რას აიტეხეთ ეს დასვენება, ეხლა არ ჩამოხვედი გოგო? - აქოთქოთდა ნანა -მერე იქ კი არ ვისვენებდი , ჩამოვალ ერთ თვეში არ ინერვიულო სულ კონტაქტზე ვიქნები- გადავეხვიე და თავზე ვაკოცე- ბაბუს ჩემ მაგივრად დაემშვიდობე -კეთილი მგზავრობა, რომ ჩახვალ დარეკე -კარგით ნანა დეიდა, სანამ მანქანა არ გაჩერდება მანამდე არ ჩამოვალთ - გაუღიმა ნუცამ და ხელით გამათრია -წავიდნენ უკვე? - ქვემოთ ცოტნე და ნია დაგვხვდნენ -ხო რატიმ და ლიზამ ანკა და რეზი წაიყვანეს, ვაკომ საბა და ბარგი წაიღო პროდუქტებთან ერთად -უხ დაეტოვებინათ წყვილი მარტო რა იყო - ჩაურტყა ნუცამ ირონიულად და მანქანაში ჩასკუპდა -ანკა გავაყოლე, ცოტა ხო უნდა გავერთოთ- გადაგვკოცნა ნიამ და კარი გამოუღო ნუცას- წინ მე ვჯდებოდი ქალბატონო -დაგედო მერე ჩანთა ან რამე, ეხლა მე ვზივარ -აუ ამის გამოსწორება არ იქნება რა - თავი გააქნია ნიამ და ჩემ გვერდით მოკალათდა -წავედით გოგოებო?- გამოგვხედა ცოტნემ და ღვედი გადაიჭირა - უფ რამდენ ახალ ჭორს გავიგებ თქვენგაან - გაწელა სპეციალურად -ისე ბავშობიდან ყოველთვის ასე ვიყავით, ცოტნესთან განვიხილავდით ყველაფერს- შევნიშნე მე -აბა ისინი დასტოინები არიან ამისგან განსხვავებით - ისწერვა კაპანაძემ -მერე ცოტნე რო არ გვყავდეს რა გვეშველებოდა? -დაიჭრა ჩვენი მხარე კენჭაძემ -აი ამიტო მიყვარს ნია - გაიჯგიმა ციბაძე წინა სავარძელში -ანუ მე არ გიყვარვარ? - ეწყინა ნუცას და ქვედა ტუჩი ამოაბრუნა -ეგ ანიტას ჩვევაა და მაგის გარდა სხვაზე არჭრის ხო იცი- გაუცინე და უჩქმიტა -ვინც გიყვარს იმას უჩქმიტე- გაიბუტა კაპანაძე -არ გრცხვენია გოგო? ყველა მიყვარხართ მარა ვერ მაფასებ შენ. ხოდა ვინც მაფასებს უკან გადამისვი და რაღა ვქნა ეხლა- გაეცინა ცოტნეს და ნიას სარკიდან თვალი ჩაუკრა -ხოდა გააჩერე და გადავალ უკან -ნუ ბავშვობ -არ ვბავშობ , მიდი გააჩერე -ანკასგან მომივიდა მესიჯი- შევაწყვეტინე ლაპარაკი და ტელეფონი განვბლოკე- „უკვე მართლა ვერ ვხვდები ეს გოგო ჩვენთან როგორ უნდა გაერთოს“ -გეუბნები ან ჩვენ ჭკუაზე უნდა მოვიყვანოთ, ან არადა რატის დავანახოთ რო არ არის მზად ჩვენი რძლობისთვის- მხრები აიჩეჩა ნიამ და მომეყუდა - სიმღერები მაინც ჩართეთ -არ გინდათ ლიზას გაჭორვა? - გაიკვირვა მძღოლმა და გაბრაზებულ ნუცას გახედა- კაი რა გჭირს ვიხუმრე -შენთან ერთად არა -კაი რა ანიტ, ყოველთვის ჩემთან განიხილავდით ხოლმე ესეთ რაღაცეებს და ეხლა რა გჭირთ? -გავიზარდეთ -მერე უფრო რო უნდა მენდოთ არა? -ნდობაზე არაა საქმე , პროსტა არ გვყავს გასაჭორი ჯერ. იქ შევხედავთ და რო რამე შეკრებებზე დაგპატიჟებთ ხოლმე - დააიმედა კენჭაძემ და თავი მუხლებზე დამადო- რო ჩავალთ გამაღვიძე ბორჯომში მალე ჩავედით. საბოლოოდ არჩევანი რეზის სახლზე შევაჩერეთ, საკმაოდ დიდი იყო და იმდენი ოთახი რო ყველა თავისუფლად მოვთავსდებოდით. რო მივედით ისინი უკვე იქ დაგვხვდნენ. ეზოში მოტოციკლეტი დავინახე და გაოცებისგან პირი დავაღე -რეზი რა არის ეს? -რაზე მეუბნები- ჩემოდანი გამომართვა და თვალი ჩემს მზერას გააყოლა- აა ეგ? მოტოციკლეტია -კაი კაცო, მაგას მეც ვხედავ . მოტოციკლეტი გყავდა და არ მითხარი? -როდის უნდა მეთქვა ანიტ?- გამიცინა და ხელი გადამხვია- წამო და საღამოს გასწავლი ტარებას- შიგნით შემიყვანა და ზედა სართულისკენ მიმითითა- შენი ოთახი არავის დაუკავებია, ასე რომ შეგიძლია დაბინავდე- თმები ამიჩეჩა და ჩემი ბარგი საბას გაუწოდა- ბარემ ზემოთ ადიხარ და შეატანინე რა -რა პრობლემაა კაცო- ბუმბულივით აიტაცა ხელში და წინ გამიშვა -აუ ყველაფერი როგორ მენატრებოდა - ვთქვი დანანებით და საწოლზე ჩამოვჯექი- მადლობა, საბ -მიდი ცოტა ხნით დაისვენე და ჩამო ქვემოთ ვიკრიბებით, ვისადილოთ -აუ მე მეძინება და ცოტა ხნით დავიძინებ თუ არ გეწყინებათ -კაი ჩემო სიცოცხლე- თავზე მაკოცა და კარი გაიხურა აბაზანიდან გამოვედი და ოთახში ნია დამხვდა -მოეწყე უკვე? - გავუღიმე და ჩემოდნიდან საძილე მაიკა და შორტი გამოვაძვრინე -ეხლა არ თქვა დაძინებას ვაპირებო- გაკვირვებულმა შემომხედა -აუ ძაან დაღლილი ვარ, რაც ჩამოვედი წესიერად არ მიძინია- დავიწყე წუწუნი -კარგი ხო , ოღონდ ძაან არ გაიჯეჯილო- გამაფრთხილა და ოთახიდან გავიდა. რო გავიღვიძე გვერდით ნია მეწვა და მშვიდად ფშვინავდა. საათს დავხედე რომელიც 2ის 15 წუთს უჩვენებდა. ეხლა დღე და ღამე ამერევა-თქო, გავიფიქრე ჩემთვის და მოსაცმელი ავიღე. კარები რო გავაღე ქვემოდან ხმები მესმოდა, ჩავედი და იქაურობა მოვათვალიერე -გოგოები სად არიან? -უხ, გაუღვიძია ჩვენს მძინარე მზეთუნახავს- გამიღიმა ვაკომ- დღეს ცოტა დაიღალნენ და ადრე დაწვნენ- შენ ეხლა მთელი ღამე ჭოტივით უნდა იყო? -ეგრე გამოდის- გავუცინე და რეზის შევხედე- რეზი ხო დამპირდი მოტოციკლეტზე ტარებას გასწავლიო? -ამ შუაღამისას გოგო? თან ნასვამი ვარ, ხვალ იყოს. -... -ნუ მიყურებ ეგრე, ხვალ მართლა დაგსვამ სულ რო ფეხების ამპუტაცია დამჭირდეს- დამაიმედა და ჯოკერის თამაში გააგრძელა -აუ გარეთ მინდა გასვლა- დავიწუწუნე იმ იმედით რო რომელიმე მაინც მომაქცევდა ყურადღებას -მარტო არ გახვალ და ეხლა ეს თამაში რო მივატოვო ანიტ, ჩათვალე რო ცოტნეს და საბას ხვალ მთელი დღე სურვილები უნდა ვუსრულო, ასე რომ მაპატიე რა- ორი თითით ყელი გამოიწელა და საცოდავი თვალებით შემომხედა. -კარგი ხო, ჩვენი გვრიტები სად არიან -ლიზას სძინავს და რატი სამზარეულოშია -წავალ იმას ვეტყვი, თქვენგან განსხვავებით არა მგონია მაწყენინოს- კიბის ბოლო საფეხურები ჩავიარე და სამზარეულოსკენ წავედი- რატიიიი- გავწელე სიტყვა -რა უნდა მთხოვო- გამიცინა და სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა -აქ რატო ხარ მარტო -ყავის ადუღებას ველოდები, შენც ხო არ გინდა? -აუ კი მაგრამ გარეთ მინდა გასვლა -და იმათმა ჯოკერის საზაფხულო ჩემპიონატს ვერ მივატოვებთო და ჩემს იმედზე ხარ?- მიმიხვდა და ჩაიდანი გაზიდან გადმოდგა -ხო თორე თქვენი ამბავი რო ვიცი, გავალ მარტო და დამერხევა- კარადიდან საშაქრე გადმოვიღე და კოვზის ძებნა დავიწყე -მიდი კაი ჩაიცვი თბილად, საღამოობით აქ საკმაოდ გრილა, ყავას მე გაგიკეთებ და გავიდეთ. -აუ მიყვარხარ- მივირბინე და ლოყაზე ვაკოცე- 5 წუთში მზად ვიქნებიი- გამოვძახე შუა კიბიდან და ოთახში შევვარდი. ყავა რო დავლიეთ ბიჭებს დავემშვიდობეთ და გარეთ გამოვედით -ლიზაზე რას ფიქრობ? -მშვენიერი გოგოა- მხრები ავიჩეჩე და ეზოს ჭიშკრისკენ წავედი -მიხარია თუ მოგეწონა- კარები გამოაღო და წინ გამატარა -მერე მარტო რო დატოვე არ გრცხვენია? -გავიცინე და ხელები ჯიბეებში ჩავიწყვე -ნუ გეშინია , დიდი გოგოა და თუ გაიღვიძა და ვერ დამინახა ტირილს არ დაიწყებს - ჩამინამიოკა ტვილდიანმა -აუ სულ უნდა მახსენო ეგ ამბავი? - გამეცინა ბავშვობის გახსენებაზე -ისე მართლა რა ჩერჩეტი ხარ , რა გატირებდა -სახლში მარტო ვიყავი , შუაღამისას გავიღვიძე და არ დამხვდი, რა უნდა მექნა , პატარა ვიყავი და შემეშინდა, რა ვიცოდი საპირფარეშოში თუ მოგინდებოდა მაინცდამაინც იმ დროს - გავიმართლე თავი და ცას ავხედე- მგონი წვიმას აპირებს -დავბრუნდეთ? -მეღადავები? -კი- გამიცინა და თავისი ჟაკეტი მომახურა- არ გაცივდე -არ მინდა ჩაიცვი შენ , თორე ლიზამ თუ გაიგო რო მაგისი შეყვარებული მთელ არდადეგებს ჩემ გამო სიცხიანი ატარებს, ვფიქრობ კარგი დღე არ დამადგება - მოვიძრე ჟაკეტი და უკან გავუწოდე -გაგაფრთხილე თბილად ჩაიცვითქო, არ დამიჯერე და ეხლა გამომართვი თორე გავბრაზდები - ხმაში სიმკაცრის ნოტები შეეპარა და მივხვდი რო შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა. -ისე ყოველთვის მომწონდა ეს ჟაკეტი და არ გინდა დღეს მაინც მაჩუქო? -როდის გითხოვია რამე და არ მიჩუქებია - ეწყინა ტვილდიანს -ეგ არ მითქვამს, უბრალოდ როცა ვინმეს რაღაცას ვართმევ, აუცილებლად რაღაც მოგონებასთან უნდა ასოცირდებოდეს, აი ისეთთან იქამდე რო ჯერ არასდროს მომხდარა -გინდა ბავშობის ოცნებას აგისრულებ და ამ ჟაკეტის ჩუქების პატივი მერგება წილად -რა ოცნებას- გავიკვირვე და მოლოდინისგან სული დამელია -შენი ოცნებები მე უფრო კარგად ვიცი -ოო მითხარი ეხლა -გახსოვს რო ამბობდი თავსხმა წვიმაში ცეკვა მინდაო. მაგ პერიოდში ან ცეკვის ხასიათზე არ იყავი, ან ამინდი არ გიწყობდა ხელს. ხოდა ეხლა 5 წუთში ეჭვი მაქვს ძაან დასცხებს და შენი ოცნება აგისრულდება - თვალი ჩამიკრა რატიმ . ზუსტად ორ წუთში ისეთი თავსხმა წვიმა წამოვიდა , მომენტალურად გავბედნიერდი. ჟაკეტი ჩანთაში ჩავაგდე რო დალპობას გადამერჩინა და ტვილდიანს ჩავეხუტე . ვერ შევამჩნიე როგორ მივუახლოვდით სიცილით და ცეკვა-ცეკვით სახლს. -მადლობა რატი- მოვშორდი და მხოლოდ ეხლა შევამჩნიე როგორ ციოდა -არ გრცხვენია, ანიტ?- ლოყაზე ხელი ჩამომისვა და თვალებში შემომხედა -ძალიან ცივა - დავაიგნორე მზერა რომელმაც რაღაცნაირად იმოქმედა ჩემზე და სახლისკენ გავიხედე -ჩაიცვი მერე აწ უკვე შენზე გადმოფორმებული ჟაკეტი -დამისველდება იყოს -შევიდეთ?- თავით კარისკენ მანიშნა -ხო - თავი დავუქნიე და ბოლოჯერ ჩავეხუტე- მართლა დიდი მადლობა კისერში მაკოცა და კანი ამეწვა.. ხო ცოტნესაც გაუკეთებია ეგრე და ვაკოსაც მაგრამ ესე არასდროს დამმართნია. ვერ მივხვდი რა იყო და სანამ ტვილდიანი შეამჩნევდა ეზოში შევაბიჯე. სახლში რო შევედით ლიზა იქ იჯდა. რაღაცნაირად აგვათვალიერა და რატის მიუბრუნდა -სად იყავი ამდენ ხანს -მეგონა გეძინა -წამო დავწვეთ- გამომწვევი ხმით უთხრა და მე გამომხედა. გამეცინა და ბიჭებისკენ დავიძარი -აუ სულ სველი ხარ- მოიშორა ლიზამ შეყვარებული და განზე გადგა- სანამ არ გადაივლებ და არ გაშრები არ გამეკარო -ნუ მებუტები თორე დაისჯები- ტუჩი მოიკვნიტა რატიმ და მე გამომხედა- ძილინებისა ბავშვებო- დაგვემშვიდობა და ზემოთ ავიდა. -რას აკეთებ გოგო გაგიჟდი? ადექი მანდედან სულ დაასველებ - გამიბრაზდა რეზი -უი ბოდიში- მივედი და მთელი ძალით ჩავეხუტე -მეტრეველი მოგკლაავ - დაიღრიალა და სანამ მაგიდიდან ადგებოდა სამზარეულოში მოვასწარი შესვლა და ჩაკეტვა- გამიღე კარი თუ გინდა ცოცხალი გადარჩე -იყავი და იყვირე რამდენიც გინდა- მხრები ავიჩეჩე და ჩანთიდან ჟაკეტი ამოვაძვრინე რომელსაც სისველის მიუხედავად მაინც ჰქონდა რატის სუნი შერჩენილი. სანამ ჭკუიდან შევიშალე ჯობია ვინმე ვიპოვო, გავიფიქრე ჩემთვის და ჟაკეტი უკან დავაბრუნე. ცოტა ხანში ხმაური მიწყდა. კი ვიფიქრე რეზი ამას ესე მარტივად არ შემარჩენდათქო მაგრამ ჩავთვალე რო შურისძიება ხვალისთვის გადადო და მშვიდად გავაღე კარები. კარის გაღება და წყლით სავსე ვედროს გადმოსხმა ერთი იყო. არა, ნორმალურია ეხლა ეს ბიჭი? ისედაც სულ სველი ვიყავი და უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა? - გამიკვირდა და სააბაზანოსკენ ავიღე გეზი. რატის და ლიზას ოთახიდან ისეთი ხმები გამოდიოდა გამეცინა და ჩემი ოთახის კარი გავაღე, სადაც ნიას ისევე მშვიდად ეძინა, როგორც დავტოვე, ოღონდ იმ განსხვავებით რო მთელი საწოლი ოკუპირებული ჰქონდა. გასაღვიძებლად შემეცოდა და აბაზანიდან გამოსვლისთანავე პირსახოცშემოხვეული ქვემოთ ჩავედი. პირსახოცი იატაკზე მოვისროლე, ქვედა საცვალი ამოვიცვი და გამახსენდა რო პიჟამოები ოთახში მქონდა დატოვებული. ძირს დავარდნილი პირსახოცი აღარ შემოვიხვიე და ოთახისკენ წავედი. -სახლში, სადაც ბიჭები არიან, ეგრე ჩაცმული ნუ დადიხარ, მითუმეტეს ღამით - მომესმა ტვილდიანის ხმა და შეშფოთებული მოვტრიალდი, თუმცა იქ აღარავინ იდგა. სირცხვილისგან სახეზე წამოვხურდი და ოთახის კარი შევგლიჯე. სასწრაფოდ გადავიცვი მაიკა, შორტი ამოვიცვი და საწოლში შევწექი ისე რო ნია გვერდით გაწეულიყო. ჯანდაბა ჯანდაბა ჯანდაბა!!! ხვალ თვალებში როგორ უნდა შევხედო, ამოვისლუკუნე და ცრემლები წამომცვივდა. მეტის ღირსი ხარ ანიტა მეტრეველო, მეტის !! გადავბრუნდი და მთვარეს გავხედე. ჩავიფიქრე რო ხვალინდელი დღე არ გათენებულიყო და დაღლილს მალევე ჩამეძინა. რო გავიღვიძე 3 იყო დაწყებული. გუშინდელი გამახსენდა და გადავწყვიტე რო დღეს არ ჩავსულიყავი ქვემოთ. ლეპტოპი ავიღე და კინოს ყურება დავიწყე. ცოტახანში კიბეებზე ნაბიჯების ხმა გავიგე, ლეპტოპი დავხურე და თავი მოვიმძინარე, მაგრამ აშკარად ჩემკენ არ მოდიოდა არავინ და ისევ გავაგრძელე ფილმის ყურება. რამდენიმე წუთში იგივე განმეორდა და ნაბიჯების ხმა ჩემ კართან რო მიწყდა, მოქმედება გავიმეორე. ჩემი გოგოები იყვნენ და ზუსტად ვიცოდი რო ნებით თუ უნებლიედ მაინც ჩამიყვანდნენ ქვემოთ და ამიტომ არაფერი შევიმჩნიე. -ამდენ ხანს როგორ სძინავს- აბუზღუნდა ნუცა -ხო თქვეს ბიჭებმა გუშინ გვიანობამდე იყო ფეხზეო და აცადეთ ეძინოსო- გავიგე ანკას ხმა -ძილში გაიპარა მგონი - შეამოწმა ნიამ ჩემი პულსაცია -ხალხოო, გამოდით ნუ შეაწუხეთ- შემოყო თავი ვაკომ -კარგი მოვდივართ ხო- აბუზღუნდა ნუცა და სამივე ერთმანეთის მიყოლებით გალაგდა.. ცოტა ხანი მოვიცადე და ისევ გავხსენი ლეპტოპი. ფილმი რო დამთავრდა წიგნი ავიღე და კითხვას შევუდექი. დაახლოებით ერთ საათში ისევ შემოვიდა ვიღაც. სუნით ვიგრძენი რო ვაკო იყო. საწოლზე ჩამომიჯდა და ლაპარაკი დამიწყო -ვიცი რო არ გძინავს- აზრი არ ქონდა ჯანჯღავას მოტყუებას. შანსი არ იყო მაგისთვის რამე გამომეპარებინა, ამიტომ თვალები გავახილე მაგრამ ზედ არ შემიხედავს -ანიტა რა გჭირს? -არაფერი ცუდად ვარ -ეხლა არ თქვა რეზის ოინი მეწყინა და მაგიტო არ ჩამოვდივარო -რა სისულელეა- გამეცინა და მზერა გავუსწორე- ეგეთები როდის მერე მწყინს -შენ რა, იტირე?- ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებზე დამაკვირდა -ხო გითხარი ცუდად ვარ-თქო -მერე ვერ მომწერე? წამალს ამოგიტანდი -არა წამალი არ მინდა -ანიტა ბოლოჯერ გეკითხები რა გჭირს -ოდესმე შენი მეგობრის ისე შეგრცხვენია რო თვალებში შეხედვა კი არა შორიდან დანახვაც არ გინდოდეს? -რამე მოხდა შენ და რატის შორის? თითქოს კარგ ხასიათზე დაბრუნდით- დაიწყო გუშინდელი სიტუაციის აღდგენა -არა, ზოგადად გეკითხები -ხო ვიცი რო ეგეთ კითხვებს ზოგადად არ სვამ -სხვა დროს მოგიყვები კარგი? არ მინდა ეხლა ამაზე ლაპარაკი -კარგი როგორც გინდა, ოღონდ აღარ იტირო რა- თვალებზე მაკოცა და წამოდგა- არ ჩამოხვალ ანუ? -წოლა მირჩევნია- ავხედე საბრალო თვალებით და ეგრევე გაიღიმა -ეგ მზერა რო არ გქონდეს რა გეშველებოდა -ჩვენებს უთხარი ისევ სძინავსთქო, კარგი? -კარგი- თვალი ჩამიკრა და ოთახიდან გავიდა. ამასობაში მართლა ჩამეძინა. რო გავიღვიძე, სანამ თვალებს გავახელდი საოცრად ნაცნობი სუნი მეცა. რატი იყო ჩემს ოთახში? გავიფიქრე გონებაში და ეგრევე საწოლიდან წამოვიწიე. იქვე სავარძელში მართლა იჯდა ტვილდიანი და თვალს არ მაშორებდა. -გუშინდელი დღის გამო მთელი არდადეგები ესე უნდა გაატარო? -გუშინდელი დღე რა შუაშია- ვეცადე არ შემემჩნია და გაკვირვებული სახე მივიღე. რატიმ ჩაიცინა -ანიტ, -ხო ვიცი რო ვერაფერს გამოგაპარებ- დავუმთავრე ფრაზა- უბრალოდ როგორ გგონია დღეს ვითომ არაფერი, ესე ჩვეულებრივად ჩამოვიდოდი და ისევ ისე გავაგრძელებდით ურთიერთობას?-თვალები ამემღვრა -ვაკომ ხო გაგაფრთხილა აღარ იტიროო- გამიღიმა და საწოლზე ჩამომიჯდა. შევიშმუშნე და უკან გავიწიე- ნუ გეშინია ხელს არ გახლებ -რატო მოხვედი? -უნდა მეთქვა რო არაფერი დამინახავს -მატყუებ -არ გატყუებ. უბრალოდ სილუეტი გავარჩიე, თორე ლიზის თავს ვფიცავარ არაფერი დამინახავს- ამ სიტყვებმა გულში რაღაცნაირად გამკრა -როდის მერე იფიცები ლიზის თავს? -მაგას რა მნიშვნელობა აქვს -აქვს რატი, აქვს. ადრე სულ ჩემი ან გოგოების თავს იფიცებოდი ხოლმე და ეხლა უცბად ლიზი? -თქვენ თავს იმ შემთხვევაში ვიფიცებ, თუ 100%იან სიმართლეს ვლაპარაკობ- ვერ მივხვდი ამ სიტყვებს უნდა გავეხარებინე თუ დავეგრუზე -აჰა , ანუ მომატყუე არ დამინახიხარო ხო? -არა დანახვით დაგინახე, ოღონდ იმ სიბნელეში ძაანაც რო მომენდომებინა ნორმალურად ვერ გავარჩევდი. უბრალოდ იმას მივხვდი რო შიშველი იყავი და არ ვაპირებდი არაფრის თქმას მაგრამ არ მინდა რო სხვამაც გნახოს ეგეთ მდგომარეობაში, თუნდაც ვაკომ. -ანუ არ უნდა მრცხვენოდეს? -ჩემი სულელი გოგო- გამიცინა და გულზე მიმიხუტა, დენმა დამიარა მაგრამ არ შევიმჩნიე- არ უნდა გრცხვენოდეს. რამდენჯერ მყავხარ საცურაო კოსტუმში ნანახი -ხო მაგრამ -არავითარი მაგრამ, განსაკუთრებული არაფერი დამინახავს-თქო, ხო გითხარი -კარგი გამოვიცვლი და ჩამოვალ -... -აქ უნდა მეჯდე? -მაინც ვერაფერს ვნახავ ისეთს რაც აქამდე არ მინახავს- მხრები აიჩეჩა და ჩემი სახის შემხედვარე ეგრევე წამოდგა- აუ რა ჩერჩეტი ხარ გოგო, ვხუმრობ -ხოდა ნუ ხუმრობ , ნუ მიხსენებ ვაფშე -კარგი კარგი ვსო- დანებების ნიშნად ხელები აწია- მიდი გარეთ დაგელოდები და ერთად ჩავიდეთ ოთახის კარი მიხურა თუ არა საწოლზე ჩამოვჯექი. ცოტახანი ესე ვიჯექი გაშტერებული, სანამ კარზე არ მომიკაკუნა: -რა იყო მოსავალი მოგყავს თუ ეხლა იკერავ ტანსაცმელს -ჩადი და ჩამოვალ აბაზანაში შევედი. რო გამოვედი შავი შორტი და თეთრი მაიკა გამოვაძვრინე კარადიდან, კეტები მოვძებნე, თმა ჩამოვივარცხნე და გარეთ გავედი სადაც ტვილდიანი მელოდებოდა -სად ხარ ამდენი ხანი, დეფილეზე მიდიხარ? -ხო გითხარი ჩადი და ჩამოვალ-თქო- გავიმართლე თავი „მე რა შუაში ვარ, შენს თავს დააბრალე“ ინტონაციით -წამო წამო - წინ გამიშვა და ქვემოთ ჩავედით. -ვაიმე გვაღირსა- ხელები აწია ნუცამ -როგორ მოახერხე ჩამოყვანა - შეხედა ცოტნემ ტვილდიანს -ეგ მე ვიცი- თვალი ჩაუკრა და მე გადმომხედა -რატიი,- გაიწელა ლიზამ და თავით ანიშნა გამომყევიო სამზარეულოს კარი მიხურეს თუ არა ნია მომვარდა -რა ხდება? -რა უნდა ხდებოდეს? -რამეს მიმალავ?- წარბი აქაჩა ზემოთ -რას უნდა გიმალავდე? -აბა ეს ორი წეღან მშვენივრად იყვნენ და შენი გამოჩენის მერე რატო დაიძაბა ქალბატონი? -მე რას მეკითხები, მიდი და იმას კითხე -მაინც? -რა მაინც -ვითომ არ იცი- გამომწვევად შემომხედა და ხელები გადაიჯვარედინა -რას ჩურჩულებთ მანდ?- გამოგვძახა საბამ -ეხლავე მოვალთ- გასძახა კენჭაძემ და ისევ მომიბრუნდა -აუ რავი, გუშინ სასეირნოდ რო არავინ გამომყვა ბოლოს რატის ვთხოვე და რო დავბრუნდით ეგ დაგვხვდა აქ და ისე ამათვალიერა მგონი იეჭვიანა - მხრები ავიჩეჩე და ბავშვებისკენ წავედი -ჩემი პრინცესაც მოსულა- შემეგება ვაკო და მაგის გვერდით ადგილზე მიმანიშნა. ჩამოვჯექი და თავი მხარზე დავადე- რაო იმან რა მინდაო -რაღაც ხდება და მიმალავ გინდა თუ არაო- გულუბრყვილო ხმით ვაცნობე, თითქოს რაღაცაში მადანაშაულებდნენ -ანიტ , გავიდეთ? - რეზიმ სიგარეტი ჩაწვა საფერფლეში -სად? -გუშინ რო შეგპირდი მოტოციკლეტზე ჯდომას გასწავლიო შენ გგონია დამავიწყდა? -ნასვამი ხარ ბიჭო- გააწყვეტინა ვაკომ -მერე რა -მერე ის რო ნასვამს ვერ განდობ ვერანაირად -კაი შე*ემა, პაკოს ქორწილში რო დავთვერი ეგრე ცხოვრებაში არ ვყოფილვარ და მაინც ჩამიჯექი მანქანაში -მერე მე მე ვარ და ანიტას რო რამე დაემართოს.. იტოკში არა-თქო და ვსო- გამეღიმა ვაკოს მზრუნველობაზე -შევპირდი-მეთქი და რა გავაკეთო? -აი რატიმ ასწავლოს, არ დაულევია- ჩაერთო ბრძნული წინადადების ცოტნე, როგორც კი დაინახა რო წყვილი სამზარეულოდან გამოვიდა -ვის რა უნდა ვასწავლო? - სიტუაციაში გარკვევას ეცადა ტვილდიანი -ბიჭო, გუშინ რეზიმ ანიტას უთხრა სულ რო ფეხების ამპუტაცია დამჭირდეს მოტოციკლეტზე უეჭველი დაგსვამო და ეხლა ვაკო არ უშვებს ნასვამი ხარ და ვერ განდობო- აუხსნა საბამ -კაი რა პრობლემაა , პროსტა ადი და თბილად ჩაიცვი- გამაფრთხილა და ლიზას ცალი ხელი წელზე მოხვია -აუ მიყვარხართ- ამენთო თვალები და ზემოთ ავირბინე. შორტის მაგივრად შავი მაღალწელიანი შარვალი ამოვიცვი, ჩანთიდან რატის ჟაკეტი ამოვიღე და ქვემოთ ჩავირბინე. - წავედით? - მივაჩერდი რატის რომელსაც ჩემს დანახვაზე გაეღიმა -ნახე რა, როცა უნდა სწრაფად ემზადება- გახედა ბიჭებს და სავარძლიდან წამოდგა- მალე მოვალთ -ეგ რა ნაცნობი ჟაკეტი გაცვია- შენიშნა ნუცამ სანამ კარიდან გავიდოდით -ხოო რატის დავაწერე- გავიღიმე კმაყოფილმა და კოცნა გავუგზავნე- ლიზ, არ ინერვიულო, იმედია მთელს დაგიბრუნებ- თვალი ჩავუკარი და მზერამ, რომლითაც მათვალიერებდა, ძალიან დამძაბა. -მე მგონი ლიზა დაიგრუზა- შევნიშნე სახლიდან გამოსვლის მერე -დაიკიდე, მაგისი წამალი ვიცი მე - გამიცინა და მიუხედავად იმისა, რო საერთოდ არ მეცინებოდა მეც გავუცინე. მოტოციკლეტზე მოვკალათდი. ტვილდიანი უკნიდან მომიჯდა. ჩემს ხელებს თავისი დაადო და ზურგზე ამეკრო. აი ანიტ სად დაგერხა-თქო გავიფიქრე და როგორც ნანა ბებო იტყოდა, ეშმაკის მოწყობილობა ადგილიდან დავძარი. ცოტახანში საკაიფოდ ავითვისე, თუმცა რატის სუნთქვა, რომელიც კისერზე მხვდებოდა, მაბნევდა და რამდენჯერმე კინაღამ ავილეწეთ. უკან დაბრუნებისას ადგილები გავცვალეთ. ხელები წელზე შემოვხვიე და თავი დავადე. მომეჩვენა თუ არა დღემდე არ ვიცი, მაგრამ გულისცემა იმასაც გაუხშირდა. სახლში რო დავბრუნდით ბედნიერმა შევგლიჯე კარები და რეზისკენ გავიქეცი -აი საოცრება იყო- ვუთხარი თვალებანთებულმა -ნახე რა, მე კი არ გადამიხადა მადლობა - გაეცინა ტვილდიანს -აუ კაი რა იყო, დამავიწყდა- გავიკრიჭე - მადლობა -ეხლა აღარ მინდა- „ეწყინა“ და ოთახს თვალი მოავლო- ჩემი გოგო სად არის? -ზემოთ ავიდა რამდენიმე წუთის წინ - მოახსენა ანკამ და კიბეზე ასულს თვალი გააყოლა -ჩემი გოგო სად არის?- გავაჯავრე და გოგოების შუაში ჩავსკუპდი- აუ რა მაგარი იყო თქვენ ხო აზრზე არ ხართ -რა იყო მაგარი, ლიზას როჟებმა მთელი საღამო ჩაგვიმწარა- ასისინდა ნუცა -აუ კაი რა, ეგ სერიოზულად ეჭვიანობს ? -გამეცინა და ნიას მუხლებზე დავდე თავი -აი ხო გეუბნები ეს დასვენებები და ქალაქიდან ერთად გასვლები ყველაზე კარგად წარმოაჩენს ადამიანს. ხო ვითომ დახვეწილი და რაღაც მაგრამ სინამდვილეში მაგარი ბოღმა ვიღაცაა- შენიშნა კენჭაძემ და თავი ამაწევინა- გამატარე ყავა მინდა -აუ მეც წამომიღე რა- საჰაერო კოცნა გავუგზავნე -მეც მინდაა-ამყვა ნუცა -ბარემ მეც- არ ჩამოგვრჩა ანკა -მომსახურების 20% ემატება გადასახადს- თვალი ჩაგვიკრა და სამზარეულოში გასუნსულდა -აუ ყველგან 10%ს ითხოვენ და შენთან რა სიძვირეა ეე- დააწია რეზიმ ხმა- ჩვენც გვინდა -არ მაქვს ამდენი ხელი, და არც ჩაიდანია იმხელა რო ერთ ზახოდზე მოადუღოს ამდენი. მობრძანდით და გაიკეთეთ ვა- აბუზღუნდა ნია და კარი მიხურა. -წამო დავეხმაროთ, ცოდოა- შემეცოდა დაქალი და უკან მივყევი -რამე ხო არ უთქვამს -იდეაში დასახმარებლად შევედი და ეგრევე სკამზე მოვკალათდი -ისეთი არაფერი..- დაიწყო ანკამ როცა შევაჩერე. სამზარეულოს კარი გავაღე და ბიჭებს გავხედე -ცოტნე , მოდი დაგვეხმარე რა -5 წუთში რა, ანიტ -მერე გვიანი იქნება- გავაფრთხილე და ის-ის იყო კარი უნდა მიმეხურა, ციბაძე რო წამოდგა -ჰო კაი მაცადე , მოვდივარ -ააბა რაში დაგეხმაროთ?- ხელები ერთმანეთს გაუსვა და თვალი მოგვავლო -დაჯექი -აუ კაი რა ანიტ, იქ ვერ ვიჯექი? -ხო გითხარი შეკრებებზე დაგიძახებ-თქო- გავახსენე მგზავრობის საუბარი -ვა ვა, აბა რაო ვაწევრიანებთ კლანში? -ჯერ ერთი ეგ არასდროს მოხდება, სულ რო საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 20%ით გაზარდონ -რა ამბავია- შეეცოდა ცოტნეს წყვილი -აუ სიტყვაზე ვთქვი ვა -რატო რას ერჩით, მშვენიერი გოგოა -აუ რაღაცნაირია რა, გეგონება ჯაშუშია და ჩვენს კლანში შემოაგზავნეს - გამოთქვა თავისი ბრძნული აზრი ვაშაყმაძემ -ანკა, რა იდეები გაწუხებს?- გაგვეცინა ყველას -კაი რა, რატის უღიმის და როცა რატი არაა სულ გვიბღვერს- მოუძებნა გამართლება თავის სიტყვებს- დავიჯერო მარტო მე შევამჩნიე ეგ? -მე ვერ შევამჩნევდი, იმიტომ რომ რატის გარეშე არ მინახავს - მხრები ავიჩეჩე და ჭიქები გამოვალაგე -იმიტო რო როცა რატი სახლში არ არის, სულ შენთან ერთადაა გასული- ჩამიტყა ნიამ და რაღაცნაირად გამომხედა -აუ სულ ორჯერ მოხდა ეგრე ვა -ორი დღეა რაც აქ ვართ და მე თუ მკითხავ ეგ ბევრიც არის -რა ხდება ხალხო? - ავუწიე ტონს - ვის განვიხილავთ აქ, მე თუ ლიზას? -უი რა საინტერესოა, შეიძლება მეც დავესწრო ჩემი განხილვის შეკრებას?- სამზარეულოში შემოვიდა ზემოთხსენებული და მაგიდასთან ჩამოგვიჯდა. გოგოები მოათვალიერა და ბოლოს ირონიული მზერა მე გამისწორა -რაო ანიტ, არ მელოდი და ენა გადავყლაპეთო? -არ გინდა ლიზა, დამიჯერე. ჩემი გადაკიდება არავისთვის კარგი არ ყოფილა და არ მგონია გამონაკლისი იყო -შენი რატო უნდა შემეშინდეს?- ხელები გადაიჯვარედინა- ჩემს ბიჭზე რო ჩალიჩობ გგონია მაგას შეგარჩენ? -რას ვშვები?- სიცილი ამიტყდა- ჩემო საყვარელო, არც პირველი ხარ მისთვის და მგონი არც უკანასკნელი და ამხელა ამბიციები საიდან? -ეგ მე ვიცი- თვალი ჩამიკრა და ტუჩი კბილებს შორის მოიქცია -აა მეც ვიცი უკვე, გუშინ ისეთი ხმები გამოდიოდა თქვენი ოთახიდან, ვიფიქრე თაგვი დაინახათქო. ისე მართლა, მაგხელა ხმაზე რა გაკივლებდა -დაჟე შენ გვიყურადებ ხოლმე? -ვაიმე როგორ გეკადრება . ყველა მაგის ნაშას რო ყურადღება მივაქციო, ჩემი ცხოვრება აღარ მექნება -როგორ ბედავ- წამოდგა სკამიდან- მე მალე მისი ცოლი გავხდები და შენ თვალითაც ვეღარ ნახავ დავინახე ნუცას რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ გავაჩერე. -ცოლი გახდები? თვითონ გითხრა? ბეჭედი მაჩვენე აბა- დაკვირვებით შევუთვალიერე თითები- რაღაც დამადასტურებელ მოწმობას ვერ ვხედავ. ლიზა სიბრაზისგან გაწითლდა. -აუცილებელი არაა ბეჭედი იმის დასტურად რო ერთმანეთი გვიყვარს -ხო მაგრამ რატო ვერ ხვდები რო ჩვენ ოთხზე მეტად- ხელით ვანიშნე გოგოებზე- მაინც ვერ ეყვარები -ვინ მოგახსენა? სულ იმას მეუბნება ყველაზე მეტად მიყვარხარო - თავი აწია მაღლა და თითები მაგიდაზე ააწკარუნა -ცხოვრებაში არ უთქვამს ეგ სიტყვა და რატო გვატყუებ? -გამეცინა. ტვილდიანი სიტყვით არასდროს გამოხატავდა გრძნობას, მხოლოდ საქმით გიმტკიცებდა და გაგრძნობინებდა რო ძალიან უყვარდი. ლიზამ თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყო. - ჩემზე მეტად რო უყვარდე, მე არ გამომყვებოდა დღეს მოტოციკლეტის სატარებლად, მითუმეტეს როცა შენც იქ იჯექი. მიგატოვა და ჩემთან ერთად წამოვიდა როგორც მახსოვს, ხო? -შენ თხოვე -მე სიტყვაც არ მითქვამს, ბიჭებმა შესთავაზეს და ისიც ეგრევე დათანხმდა- თვალი ჩავუკარი და მოსაცმელზე ვანიშნე- ეს ჟაკეტი ვისია გეცნობა? რატო არასდროს მინახავს შენზე მისი ტანსაცმელი ან რამე ნივთი? -სასწრაფოდ გაიხადე- მომვარდა და სახელო მხარზე გადამიწია -ვაიმე რა საქაჯეთია- ხელით მოვიშორე და გოგოებს გავხედე, რომლებიც სიცილით კვდებოდნენ- რითი დაუმტკიცებია შენთვის სიყვარული? რაღაცის თქმა დააპირა რო გავაჩერე -საწოლის ჭრაჭუნი არ ითვლება.- გავუღიმე და გაჩუმდა -კარგი ანიტ, გეყოფა- ჩემი გაჩერება სცადა ანკამ -მე გავაფრთხილე ჩემი გადაკიდება არ გაწყობს-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა -იცი რას გეტყვი?- შემომიტია ეგრევე- იმდენს ვიზამ, რომ რატის ცხოვრებიდან საერთოდ გაქრები. -ვინ ვისი ცხოვრებიდან გაქრება ეგ კიდევ საკითხავია- ყველამ თავი გავაბრუნეთ და კარებში ატუზული ტვილდიანი დავინახეთ- შენ - თითი ლიზასკენ გაიშვირა- შენ მეუბნები რო ანიტას ჩემი ცხოვრებიდან გააქრობ? მაგას შენ კი არა , მამა ღმერთიც ვერ მოახერხებს. არ მინდოდა ქალების საუბარში ჩარევა, მაგრამ ზედმეტები რო მოგდის უკვე ლიზიკო მაგას ვერ ატყობ?- მშვიდი ტონით ლაპარაკობდა და ენაგადაყლაპულ გოგოს მისჩერებოდა. - რა უფლებით ემუქრები იმ ადამიანს, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს? აი ამ დროს ეგრევე გოგოებს გავხედე, რომლებიც არანაკლებ გაოცებულები იყურებოდნენ აქეთ-იქით. რატისგან არასდროს გამიგია ეს სიტყვა. შემიძლია დავიფიცო რო არასდროს არავისთვის უთქვამს აქამდე. ნერვიულობისგან პირი გამიშრა და წყალი მოვსვი. ტვილდიანი ისევ განაგრძობდა. -აი ეს ოთხეული ჩემთვის ყველაფერია და საკუთარ დასაც არ მივცემ უფლებას მათზე რამე ცუდი თქვას და შენ ვინ მიგდიხარ? ყველას სათითაოდ ვკითხე რას ფიქრობდა შენზე. ვინმეს ოდნავ მაინც რო ენიშნებინა ან ეგრძნობინებინა რო არ მოწონხარ, ეგრევე ურთიერთობას გავწყვეტდი შენთან იმიტომ, რომ მათი აზრი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. და შენ, ლიზა ყიფიანი, ამბობ რო ვინმეს გააქრობ ჩემი ცხოვრებიდან? სა-სა-ცი-ლო-ა. გაწითლებული და ბოღმისგან გასიებული ლიზა სკამიდან წამოდგა და კარისკენ წავიდა -დაბრუნდი შენს ადგილას- გამყინავი ხმით შეაჩერა და ისიც მობრუნდა- არ დამიმთავრებია ჯერ. სანამ ბარგის ჩასალაგებლად წახვალ ჯერ კარგად მომისმინე. ამ გოგოების გამო რამდენი რაღაც გადამიტანია იცი? აი ჩვენ ყველას -ხელით ბიჭებისკენ ანიშნა- თავისუფლად შეგვიძლია თავის გაწირვა ნებისმიერი მათგანისთვის. 14 წლის ასაკში კინაღამ კაცი შემომაკვდა, შემომაკვდებოდა კიდეც ცოტნეს რო არ გავეჩერებინე. სახლში მარტო რო არ დამეტოვებინა სიცხიანი, დის ქორწილში არ წავედი. და აი ამათ ვისაც უყურებ, ყველა მასთან ვიყავით საქორწილოდ გამზადებულები. რო დაგვირეკა და გვითხრა ძალიან მაღალი სიცხე მაქვს და ელენეს მოუბოდიშეთ ჩემ მაგივრადო, ნახევარ საათში ყველა სათითაოდ დავადექით. 6 წლის წინ ამათი გულისთვის მთელი ბორჯომი გადავიმტერეთ. 5 პატარა ბიჭი მთელ ბორჯომს ვეჩხუბეთ და საავადმყოფოში მოვხვდით, მაგრამ ღირდა. ესენი რო მთელ ღამეებს იქ ათენებდნენ და მედპერსონალი ჭკუაზე აღარ იყო რო დროზე გამოვეწერეთ იქიდან. ექიმის შვილი გვყავდა დაჭრილი და ჰიპოკრატეს ფიცი რო არა, დარწმუნებული ვარ იქვე ჩაგვაძაღლებდა. ყოველ შემოსვლაზე ზიზღით გვიყურებდა და ეს ყველაფერი აი ამ ოთხეულის გამო. ჩვენი მშობლები გადავიმტერეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგმა ესპანეთში წასვლაზე თქვა უარი, ზოგმა საფრანგეთში, ზოგმა ჰავაიზე, ზოგმა მალდივებზე და ზოგმა ბორა-ბორაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთად გვინდოდა დასვენება და ბათუმში დავგაზეთ. პატარაობისას საბა სახლიდან წამოვიდა იმის გამო, რომ დედინაცვალმა დაარტყა და ჩვენ ყველა, 12 წლის ბავშვები, ეზოში ვათენებდით. სახლში არცერთს არ მოგვყვებოდა, მამაჩემი გაიგებს სადაც ვარო და უარესი მოხდებაო. ვინმეს დაბადების დღეზე თუ რომელიმეს არ უშვებდნენ ცუდი ნიშნის ან ცუდი საქციელის გამო, ყველა მასთან მივდიოდით სახლში და იქ ვიხდიდით დაბადების დღეებს. -ხო მაგრამ მან ხო მიგატოვათ, დაგყარათ და ოთხი წლის განმავლობაში არცერთი არ გახსენებიხართ. კარიერაზე გაგცვალათ და კიდევ მას იცავ? ამდენი ხანია შენ გვერდით ვარ და არასდროს მიმიტოვებიხარ- წამოხტა ფეხზე გამწარებული ლიზა და ხელების შლა დაიწყო -დაჯექი და ნუ მაწყვეტინებ - დაიღრიალა ტვილდიანმა და ადგილზე შევხტი.- ანიტას არ მივუტოვებივართ, ანიტა რეალობას გაექცა და არა ჩვენ. შენი ერთგულება რა ჩემ ფეხებად მინდა თუ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებს არ სცემ პატივს? გეკითხები -ისინი არ მცემენ პატივს -დაიმსახურე? ჯერ უნდა დაიმსახურო და მერე უნდა მოითხოვო პატივისცემა -არც იმათ დაუმსახურებიათ და მე რატო უნდა ვცე პატივი? -თუ გიყვარვარ, ის ადამიანებიც უნდა მიიღო ვინც მე მიყვარს. ჩემი ცხოვრება ამათ გარეშე ისევე წარმოუდგენელია, როგორც უჟანგბადოდ. ხვდები რამდენს ნიშნავს თითოეული ადამიანი ჩემთვის? -თქვენ ჯინაზე არ წავალ აქედან. მთელი თვე ვიჯდები აქ -ეგდე. ოღონდ ზედმეტი სიტყვა არცერთთან წამოგცდეს, თორე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ- გააფრთხილა მკაცრად და სამზარეულოს კარი გაიჯახუნა -ლიზუ -რა გინდა - მომმართა უხეშად -ამაზონზე თავმოყვარეობა გამოწერით არ აქვთ ხო? -ბატონო? -არაფერი დაივიწყე- თვალი ჩავუკარი და ოთახში ავედი. -ეს რა ჩაატარა აზრზე ხარ?- გონზე მოსვლას ცდილობდა კაპანაძე -არა რა, რო ვამბობ ვგიჟდები მაგ ბიჭზე-თქო არ გჯერათ- გაიღიმა ნიამ და საწოლზე წამოგორდა -ცოტა არ იყოს და შემეცოდა- თანაუგრძნო ანკამ „დაზარალებულს“ -აი კაი გეხვეწები, ღირსი არ იყო? -კი მაგრამ -არავითარი მაგრამ - გააწყვეტინა ნუცამ და მე გამომხედა - არა თქვი პროსტა როგორ მიასვა -ვგიჟდები რატი ტვილდიანო შენზე - ვთქვი ხმამაღლა და ნიაზე გადავწექი -მეც ვგიჟდები თქვენზე - შემოყო თავი და გაგვიცინა -აუ ეს ბიჭი სულ ისეთ მომენტებში როგორ ჩნდება როცა არ ელი?- გამოშტერდა ნუცა -რატი ვარ ტვილდიანი -თვალი ჩაუკრა - ჩამოდით ქვემოთ, ვითამაშოთ რამე -ისიც იქ არის?- ვკითხე შეპარვით -არა, რა თქმა უნდა. მარა შეიძლება ჩამოვიდეს -კაი რა პრობლემაა- მხრები ავიჩეჩე და წამოვდექი. -აბა რას ვაპირებთ?- იკითხა რეზიმ და პუფში ჩაეშვა -სიმართლე თუ მოქმედება?- წამოაყენა აზრი ანკამ -აუ ძაან გოიმობაა, თან რა უნდა გავიგოთ ეხლა ერთმანეთზე ისეთი, რაც აქამდე არ ვიცით -მაშინ მოქმედება და მოქმედება - ტაში შემოკრა ცოტნემ -კაი ჯანდაბას- დამითანხმეს ბოლოს მაინც -ცოტნე ეკითხებაა.. რატის -მოქმედებას ირჩევ? -კაი რა პრობლემაა -მიდი და ლიზა ჩამოიყვანე, ცოდოა რა -არ გადამსვლია გაბრაზება ჯერ -კაი არაუშავს, მიდი შეასრულე მოქმედება -აუ ციბაძე საცემი ხარ რა- წამოდგა სავარძლიდან და კიბისკენ გაეშურა -კაი სანამ ჩამოვლენ ვაგრძელებთ. ნია ეკითხება ანიტას -სიმართლე -არის შენს ცხოვრებაში რამე ისეთი, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ არ ვიცი? ოპა -ალბათ ჰო -რას ნიშნავს ალბათ ჰო -იმას ნიშნავს, რო არ ვიცი არის თუ არა- მხრები ავიჩეჩე და „წყვილს“ გავხედე. -თამაში ხო გინდა?- სცადა ძველებური ურთიერთობის შენარჩუნება ანკამ -რავი კი- მორცხვად ჩამოჯდა სკამზე. გაგიჟდები კაცი რა, ზოგჯერ ისე ნაზად იქცევა, გეგონება ელიზაბეტ მეორის შთამომავალია და სინამდვილეში ისეთი სხვანაირია ვერც წარმოიდგენ. ვაფშე ბუნებრივობას ვანიჭებ უპირატესობას ი ვსო. არ შემიძლია ეს საზოგადოებაში თამაში და რა გავაკეთო ნუ? იყავი ის რაც ხარ . -ანიტა მისმენ?- გამომაფხიზლა ფიქრებიდან ვაკომ -აუ სადღაც წავედი, რა მითხარი? -შენ ეკითხები ლიზას -უი. სიმართლე თუ მეორე -სიმართლე -რატიმდე რამდენი გყავდა? - ნუ მორიელი ვარ და შხამი თუ არ გამოვდევნე ორგანიზმიდან შემჭამს -5.. კიარადა 6 -მოგისწრია- გამეცინა და ბავშვებს გადავხედე, რომლებიც ძლივს იკავებდნენ სიცილს რამდენიმე წუთი კიდევ ვთამაშობდით სანამ ლიზა და რატი არ ამოვიდნენ -რატი, ისევ მოქმედება? -კი ბატონო -ხოდა ანიტას აკოცე -ბატონო? - გამოშტერდა ტვილდიანი. მე მზესუმზირა გადამცდა და ხველება ამიტყდა -რაც გაიგე -რას ნიშნავს საკუთარ დას აკოცო- გაწიწმატდა ნუცა- აღარ მინდა თამაში -ბიოლოგიურად არ არიან და-ძმა. სწორედ ამიტომ, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ- არ იშლიდა თავისას და მზერით მეუბნებოდა „ხო გინდოდა ომი, ხოდა მიიღეო“ -ავდივარ მე ზემოთ- წამოვდექი და კიბისკენ გავემართე -რას ჰქვია ზემოთ ადიხარ? ეს დავალება შეასრულე და მერე ადი -არ ვაპირებ რატის კოცნას - მოვბრუნდი და ზიზღით სავსე თვალებით შევხედე -კარგი მაშინ ისევ ჯობია ძილისწინ იოცნებო- გამომწვევი ხმით მითხრა და ემოციები რო ვეღარ მოვთოკე სილა გავაწანი და გარეთ გამოვვარდი. ცრემლები მახრჩობდა, მთელი სამეგობროს წინაშე დამამცირა და ყველაზე უარესი ის იყო, რომ ჩემი რეაქცია ასე გამოვხატე. არაფერი არ უნდა შემემჩნია, საერთოდ არაფერი მაგრამ დროს უკან ვეღარ დავაბრუნებ. უეცრად ძლიერმა სინათლემ მომჭრა თვალი. როცა გავიაზრე უკვე მივხვდი რო სხეულის ყველა ნაწილი მტკიოდა და ბოლოს მთლიანად ჩამობნელდა. ნუცა: -პაციენტი კომაშია, არ ვიცით როდის გამოფხიზლდება და საერთოდ გამოფხიზლდება თუ არა -პაციენტის მდგომარეობა უცვლელია, დამაიმედებელს ვერაფერს გეტყვით ასეთი ფრაზები გვესმოდა ყოველი თვის ბოლოს. და მაინც რა მოხდა ორი თვის წინ საღამოს 9 საათზე? ამ დღის გახსენება არცერთი ჩვენგანისთვის არ არის სასიამოვნო მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: დღე, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრება, არავის არასდროს დაავიწყდება. იმ დღეს ცუდი ამბები დატრიალდა დილიდანვე. ჯერ იყო და ჩვენი ძმაკაცის შეყვარებული გამოვლანძღეთ, რასაც დღემდე თითოეული ჩვენგანი ვნანობთ. რო ხედავდეთ როგორ ტირის ხოლმე ლიზა რეანიმაციის კართან , სადაც ანიტა წევს , ეგრევე გული მოგიბრუნდებოდათ ამ გოგოზე. ეს სტრესი იმითაა გამოწვეული, რომ მისი მიზეზით მოხდა ეს უბედურება, რომელსაც ჩვენი გოგო შეეწირა. არა მაპატიეთ, ცუდად გამომივიდა, ღვთის წყალობით დღემდე ცოცხალია, თუმცა უგონო მდგომარეობაში და ყველაფერს თავის თავს აბრალებს. არადა ჩვენი ბრალიც დიდი იყო. სიმართლე გითხრათ, მგონი ისევ შეურიგდა რატი, მაგრამ დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, რადგან თვითონ არაფერს ამბობენ. ხო, რას ვყვებოდი?! გამახსენდა.. იმ დღეს ანიტა სახლიდან გავარდა და რამდენიმე წამში რო გავყევით გაბმულმა სიგნალმა დამიხშო ყურები. მერე იყო შეჯახების ხმა და წარმოვიდგინე ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მომხდარიყო. ანიტას სხეულს ვერ ვეკარებოდი, მეგონა უკვე გვამი იყო და ერთი წუთითაც არ გისურვებთ იმ დროს ჩემს მდგომარეობაში აღმოჩენას კი არა, ჩემს შეხედვასაც. სასწრაფომ რომ წამოიყვანა და რამდენიმე საათიანი ოპერაციის მერე გვითხრა ჯერ ისევ ცოცხალიაო, მანდ ვერ მივხვდი რა რეაქცია უნდა გამომეხატა. მთლიანად გამოფიტული ვიყავი და ვერ ვუყურებდი ვერც ჩემს გოგოებს და ვერც ბიჭებს რომლებიც ცრემლებად იღვრებოდნენ. იქვე ლიზას, რომელსაც აკანკალებული ხელი პირზე ჰქონდა აფარებული და ქვითინებდა. თვეებია უკვე ესეთ მდგომარეობაშია ანიტა და დამაიმედებელსაც ვერაფერს გვეუბნებიან. ოჯახს, რა თქმა უნდა, დავუმალეთ. ყველას მივწერეთ მივფრინავთთქო და შესაბამისად არც არაფერი იციან და ვერც ვერაფერს ხვდებიან. აი ექიმი მოდის -არ მინდა ცუდად გამომივიდეს მაგრამ, მგონი აზრი აღარ აქვს -რას ნიშნავს აზრი აღარ აქვს- წამოხტა ნია -მდგომარეობა უცვლელია, ტყუილად არის აპარატზე შეერთებული და ტყუილად ხარჯავთ ფულს -ბატონო ირაკლი,- მიუახლოვდა ცოტნე - სულ რო სულის გაყიდვა დამჭირდეს, გავყიდი და ანიტას აპარატს არ გამოვურთავ. - გამოსცრა კბილებში და ხელი მაგრად მომუშტა. დედას გეფიცებით დაარტყამდა საბას რო არ მიერტყა იდაყვი. თან დღე-ღამის განმავლობაში ლოცვა დაიწყო თითოეულმა მათგანმა და ამ საქციელით მთლიანად წყალში ვერ ჩაყრიდა ამხნის შრომას. -ექიმო, შეგიძლიათ რეანიმაციაში შემიშვათ? - წამოდგა რატი -სამწუხაროდ.. -ძალიან გთხოვთ- გააწყვეტინა ტვილდიანმა და წინ დაუდგა -მხოლოდ 5 წუთით რატი: შევედი თუ არა იქვე უგონოდ მყოფი ანიტას დანახვაზე გული შემეკუმშა. ამ ორი თვის განმავლობაში რამდენჯერ მიტირია, რამდენჯერ მილოცია მაგრამ ამ სცენამ სხვანაირად იმოქმედა ჩემზე. ახლოს მივედი და მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე -ანიტ, ძალიან გთხოვ დაგვიბრუნდი რა- ხმა ამიკანკალდა და მის ხელს ტუჩებით შევეხე- გვჭირდები, ყველას ძალიან გვჭირდები. მე მჭირდები , შენი სიცილი მჭირდება, შენი ხმა და ლაპარაკი მენატრება, შენი რაღაცნაირი ხუმრობები მინდა, ოღონდ აქ ესე ნუ გიყურებ რა. დიდი სიამოვნებით გაგიცვლიდი ადგილს რო შემეძლოს ხო იცი არა? დაგვიბრუნდი გთხოვ. - ცრემლი წამომივიდა და მის მტევანზე დაეცა. შემიძლია ყველაფერი დავიფიცო, იმ წუთას აპარატზე ხაზები გახშირდა და უფრო სწრაფად დაიწყო წრიპინი. სანამ გონზე მოვიდოდი პატარა თითების შეხება ვიგრძენი -ექიმო, - გამოვვარდი ეგრევე და ექიმების მთელი ჯგუფი რეანიმაციაში შევარდა. არ მაინტერესებდა ის ფაქტი, რომ იქ ჩემი ყოფნა არ შეიძლებოდა. -ეს არაფერს ცვლის- თავი გაიქნია ირაკლი ექიმმა როცა აპარატი შეამოწმა -ხო მაგრამ თითებზე შემეხო -მოგეჩვენებოდა- სინანულით დამადო ხელი მხარზე- ხშირად ხდება ხოლმე იმდენად დიდია მაგისი სურვილი -შემიძლია დავიფიცო რო მართლა შემეხო -დრო ამოიწურა, რატი-თავი გაიქნია და ოთახიდან გამიშვა როგორც არასდროს ისე ვიყავი ჩემს სიმართლეში დარწმუნებული, თუმცა არაფრის გაკეთება შემეძლო, მხოლოდ მოვლენების განვითარებას უნდა დავლოდებოდი. სამაგიეროდ ახლა უფრო იმედი მომეცა და სადღაც შიგნით ბედნიერი ჟრუანტელი ვიგრძენი.. დღეები გადიოდა, არაფერი იცვლებოდა. ანიტას მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და ყველანი ისევ ისე ველოდით მის გამოფხიზლებას. ანიტა: თვალები ძლივს გავახილე, თუმცა გარშემო არაფრის აღქმა არ შემეძლო. ვერ მივხვდი სად ვიყავი, მაგრამ თავის და სხეულის ტკივილის გათვალისწინებით წესით მაგარი „პახმელია“ უნდა მქონოდა. უშედეგოდ ვცადე წინა ღამის გახსენება, ბოლოს თვალები დავხუჭე და მოვდუნდი. „ღმერთო, ოღონდ ეხლა ნია მოვიდეს და მჟავე კიტრი მომიტანოს, მეტი არაფერი არ მინდა“ კუნთები ისეთი დასუსტებული მქონდა ზედმეტად ვერ ვმოძრაობდი, მარტო თვალების გახელა შემეძლო, მაგრამ ისე ბუნდოვნად ჩანდა ყველაფერი, საერთოდ ვერაფერს ვარჩევდი „ნეტა რა დავლიე ესეთი“ - დავიწუწუნე გონებაში და კიდევ უფრო მეტად მინდოდა ნიას გამოჩენა. „ხალხი არ ხართ? ვინმემ მჟავე კიტრი მომიტანეთ“- ვლუღლუღებდი ჩუმად და რო მივხვდი აზრი არ ჰქონდა არაფერს, ისევ დავხუჭე თვალები და დავიძინე. რო გავიღვიძე და თვალები გავახილე შიშისგან წამოკივლება ვცადე. მავთულხლართებში მეძინა და რაღაც აპარატი გულისგამაწვრილებლად წრიპინებდა. წამოდგომა ვცადე მაგრამ ისეთი დასუსტებული ვიყავი ადგილიდან ვერ დავიძარი. საწოლის ფეხებთან მდგარ აპარატურას მოვკარი თვალი და ვცადე ფეხით მივწვდომოდი. რამდენიმე წუთიანი მცდელობის მერე ფეხი ვკარი და გადავაყირავე, რასაც ექიმების შემოვარდნა მოჰყვა. -არ არსებობს- გაოცდა მაღალი, ახალგაზრდა, სიმპატიური ბიჭი და ეგრევე მომვარდა- კარგად ხარ? რამე გტკივა? -კარგად როგორ ვიქნები ვერ ვმოძრაობ -ვუსაყვედურე და სახეზე შიში რო არ გაქრა გავუღიმე- უკაცრავად და აქ როგორ აღმოვჩნდი? -ამნეზიის მსუბუქი ფორმა- ჩაანიშნინა ექთანს და მერე განმიმარტა- დარტყმის შედეგად ბოლო რამდენიმე საათი ან დღე შენი მეხსიერებიდან წაიშალა -ჩემი მეგობრები აქ არიან? -კი თითქმის სამი თვეა უკვე. -იციან რო გონს მოვედი? -ჯერ არა, მაგრამ ახლავე გავალ და შევატყობინებ -არა ჯერ არ უთხრათ, მე თვითონ მინდა რო გავიდე -კი მაგრამ თქვენ მოძრაობაც არ შეგიძლიათ -თქვენობით ნუ მელაპარაკები ერთი შენი ჭირიმე რა- ავუქნიე ხელი და კიდე გავუღიმე- დამხმარე სავარძლები არ გაქვთ? -გვაქვს, მაგრამ თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, წოლის გარდა სხვა რამე გეკრძალებათ ჯერჯერობით -ჰიპოკრატეს ფიცი დადებული გაქვს?- შევეკითხე ეჭვნარევად და ჩემს სადისტურ აზრებზე ბოროტულად ჩავიცინე -ბატონო? -რა ბატონო, გეკითხები დადებული გაქვს თუ არა ჰიპოკრატეს ფიცი -კი, მაგრამ რა შუაშია? -ამ საავადმყოფოში თუ გამიჩითავ ვინმეს ისეთს, ვისაც არ აქვს დადებული ეგ ფიცი , პირობას გაძლევ, აქედან რო გამწერ, შენთან ერთად ყავას დავლევ - თვალი ჩავუკარი და წარბები სასაცილოდ ავუთამაშე ნუცა: ახალგაზრდა გოგო მოგვიახლოვდა თავდახრილი და ყველა მას მივცვივდით -რამე არის ახალი? -სამწუხაროდ ყველაფერი დამთავრდა ყველაფერი დამთავრდა დამთავრდა ამ სიტყვებმა ექოსავით გაიჟღერა და ადგილზევე ჩავიკეცე. ვერ ვიჯერებ, აღარ არის. ჩემი ანიტა აღარ არის. დამთავრდაო. ყველაფერიო. ვგრძნობდი რო მართლა ყველაფერი დამთავრდა თითოეული ჩვენგანისთვის. თავი ზემოთ ავწიე და დავინახე როგორ ბოლო ხმაზე ღრიალებდა ცოტნე, როგორ გამეტებით ურტყამდა ვაკო კედელს ხელს. როგორ იჯდა საბა გაშტერებული და წაშლილი სახით იატაკზე. როგორ ანჯღრევდა რეზი ექთანს და უყვიროდა ეთქვა რო ეს ყველაფერი მოესმა და არასწრი ინფორმაცია იყო. ლიზი, რომელიც მთელი სხეულით კანკალებდა. რატი უკვე რეანიმაციის კარზე აბრახუნებდა მთელი ძალით და ყვიროდა რო შიგნით შეეშვათ. გულწასულ ნიას ექიმები ასულიერებდნენ, ანკა კუთხეში იჯდა და ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა სახეზე.. ეს ყველაფერი 10 წუთს გაგრძელდა, ექიმი გამოვიდა და გვითხრა რომ შეგვეძლო მასთან შესვლა. ფეხები არ მემორჩილებოდა, არ შემეძლო ანიტას ასეთ მდგომარეობაში ნახვა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. აქ დარჩენა უფრო უარესი იქნებოდა. 9ვე ერთად შევედით მაგრამ მიახლოებას ვერ ვბედავდით. ბიჭები მისცვივდნენ და ვხედავდი როგორ სათითაოდ ტიროდა ყველა. ყველაზე ცუდი წუთები იყო თითოეულის ცხოვრებაში. და ზუსტად ვიცი, არცერთს აღარ შეეძლო ცხოვრების გაგრძელება. ანიტა: გარეთ ამტყდარი ღრიალის გაგონებისთანავე ვინანე ჩემი სადისტური გადაწყვეტილება, მაგრამ მინდოდა რო ესე გამოსულიყო. თუ გინდათ ყველაზე ეგოისტ ადამიანად ჩამთვალეთ ცხოვრებაში, თუმცა ამად ღირდა. ისედაც ეჭვი არ მეპარებოდა რომელიმე მათგანის სიყვარულში მაგრამ, დამიჯერეთ ეს საერთოდ სხვა გრძნობა იყო. როცა შემოვიდნენ და თვალები დავხუჭე, ვგრძნობდი როგორ მეხვეოდა ცოტნეს ხელები, როგორ მკოცნიდა თავზე ვაკო და როგორ მეცემოდა მისი ცრემლები სახეზე , როგორ ეჭირა ჩემი ხელი რატის თავის ტუჩებთან და როგორ მიკოცნიდა მტევანს. -კარგით ნუ დამტირით, ჯერ ადრეა მაგისთვის- გამოვედი სიტყვით და თვალები ნელა გავახილე ყველამ სათითაოდ შემომხედა და რაც მერე მოხდა , ვერ გეტყვით ეგ რა იყო. ლანძღვა, გაკრიტიკება, სითბო, სიყვარული, მღელვარება, ბედნიერება, წუწუნი, მერე ისევ ლანძღვა და ისევ ლანძღვა.. -დედას ვფიცავარ არ ხარ შენ ნორმალური- აღმოხდა მგელაძეს და მეასედ ჩამეხუტა -ვიცი საბა, ვიცი- გავუცინე და თმები ავუჩეჩე- როგორ გაზრდილა ეე -ხო რავი, სალონში სიარულისთვის ვერ მოვიცალე რატომღაც- ენა გამომიყო და თმები გაისწორა -მიხარია რო უკეთ ხარ- ხმა ამოიღო ლიზიმ -უი, გამარჯობა, ვერ დაგინახე, გმადლობ- გავუღიმე და ბავშებს მივუბრუნდი- რა მოხდა თქვენც არ მეტყვით? -რაზე ამბობ- გაიკვირვა რეზიმ -აქ რატო ვარ და რატო დამტირით უკვე სამი თვეა -შენ რა მართლა არაფერი გახსოვს?- გაუკვირდა ნიას და საწოლზე ჩამომიჯდა. -რო გავიღვიძე ვიხსენებდი როდის მოვასწარი იმდენის დალევა რო თავი ესე მტკიოდა- მხრები ავიჩეჩე და ბავშების შემხედვარეს მეც გამეცინა- ოო ნუ დამცინით -მანქანა გადაგიარა და ამან პახმელიაზე გაიღვიძა- აცანცარდა ცოტნე -ვაიმე, რადგან ცოტნე დაგვიბრუნდა აწი რაღა მომკლავს - ჩაეხუტა ნუცა და მე მომიბრუნდა- ამდენი ხნის მანძილზე ერთხელაც რო არ უმაიმუნია გჯერა შენ მაგის? -მაგას ვერ დავიჯერებ- მოჭუტული თვალებით გავხედე და გავაცნობიერე რამხელა ტკივილი მივაყენე თითოეულ მათგანს. -ის რამ მოგაფიქრებინა- დასერიოზულდა ვაკო და მკაცრი მზერა მესროლა -რაზე ამბობ - თავი გავიშტერე მე და შემოსულ ექიმს შევხედე- მადლობას გიხდით ყველაფრისთვის- გავუღიმე და ინსტიქტურად თმები გავისწორე -დაპირებულ ყავაზე როდის მივდივართ?- შემახსენა პირობა და მანაც გამიღიმა -როგორც კი აქედან გამწერთ იმ საღამოსვე - თვალი ჩავუკარი და გაკვირვებულ ბავშვებს შევხედე როდესაც ექიმი პალატიდან გავიდა -ეს ზე სიმპატიურობა ვინ იყო?- თვალი გააყოლა ანკამ და მე გამომხედა -ჩემი ექიმი, რავიცი მე. აქამდე არ გინახავთ? -არა ყოველთვის სხვა გამოდიოდა ხოლმე ჩვენთან შესახვედრად- მხრები აიჩეჩა ნიამ და მოწონების ნიშნად ცერა თითი ამიწია -რაო რა ყავაო?- ჩაერთო რატი და ყველამ მას გავხედეთ -აბა ამხელა ცირკი რო დამადგმევინა, შენი აზრით არაფერს მომთხოვდა სანაცვლოდ? - ჰო კი ანიტ, სულ იმან მოგთხოვა ყავის დალევა და საერთოდ არ იყო შენი ინიციატივა, რას ამბოობბ -აჰა ანუ ეს დროს არ კარგავს - გაეცინა ცოტნეს და საწოლზე ჩამომიჯდა - გოგო, როგორ ხარ, სად იყავი ამდენი ხანი, რო არ ჩანდი?! - აცანცარდა ციბაძე მაგრამ უცბად შევატყობინე -ჩემებს დაურეკეთ? -არ იციან, საზღვარგარეთ ვგონივართ კანარის კუნძლებზე - გაეცინა საბას -მამენტ რამ გაყო- მხრები აიჩეჩა რეზიმ და სიგარეტს გაუკიდა -ეეე ჩემი ძმა- ხელი აუქნია ვაკომ - სად ეწევი რო ეწევი შენ შემთხვევით ჰო არ ჰა -რა ჰო არ ჰა -გოგოები არიან თორე გეტყოდი, აბა შენით მიხვდი -ვერ ვხვდები - დაიშტერა თავი ჯანჯღავამ -*იგ ხო არ გაქვსო- განუმარტა ნიამ და ყველას სიცილი აგვიტყდა. სახლში დავრეკეთ და ვუთხარით რო ჩამოვედით მაგრამ ცოტა ხნით ბათუმში ვაპირებდით გაჩერებას და დღეიდან ხშირად შევეხმიანებოდით. მაკას რო დავურეკე მისაყვედურა -კარგი ნომერი არ გქონდათ, არ გქონდათ. სოციალურ ქსელებში მაინც რატო არ შემოდიოდით არცერთი, მოვკვდი ნერვიულობით -კარგი რა მაკა, კანარის კუნძლებზე ვიყავი, რა მეფეისბუქებოდა? -დასვენება გამიგია მარა 3 თვე ძაან ჰო არ გაგიტკბათ? -გაგიკვირდება და კი -ჰო კარგი კარგი, ჭკვიანად და მალე ჩამოდით. გვენატრები აქ ხალხს -ჩამოვალ დე და მერე ვეღარ მომიშორებთ. თქვენ არ მიდიხართ არსად? -რავი ჯერჯერობით არა და მერე ვნახოთ. სხვათაშორის ნანა და გურამი არიან ბათუმში და დავურეკავ, ვეტყვი რო გნახონ -არააააა -რა გაყვირებს გოგო, რა არა -აუ მაკა, 4 კილო მაქვს დაკლებული და ნანამ რო მნახოს ხო იცი რო წნევა დაარტყამს და ამ ერთ კვირაში ავინაზღაურებ და ვნახავ მერე მე თვითონ -კარგი ხო კარგი, ჭკვიანად -უფფფ- ამოვისუნთქე შვებით და ბავშებს გავხედე -რა მოხდა -ნანა და გურამი ბათუმში ყოფილან -ისე შენ საღოლ. მაგარი რაღაც გააძრე- აუტყდა სიცილი საბას- 4 კილო მაქვს დაკლებულიო -გაჭირვება მანახე და გაქცევას განახებო ხო გაგიგია?- შევიფერე კომპლიმენტი და თმები გავისწორე- დედაა-შევიცხადე და თვალები ამიცრემლიანდა -რა მოხდა- ანერვიულდნენ ბავშვები -სამი თვეა არ მიბანავია, წარმოიდგინე რა დასაბანი ვარ -აბა მანახე- დაიხარა ცოტნე ჩემს თმასთან და თავზე მაკოცა- ფუუ გიყარს თმა -აუ მართლა?- ამიკანკალდა ქვედა ტუჩი -ნუ ხარ შვილო დებილი- მეორეჯერ მაკოცა ციბაძემ თმაზე და ბავშვების სიცილზე თვითონაც გაეცინა -უკაცრავად, ამდენი ხნით აქ დარჩენა არ არის მიზანშეწონილი, ისედაც გამონაკლისი დავუშვით- შემოვიდა პალატაში ჩემი სიმპატიური ექიმი და ბავშვებს გარეთ უხმო -შეიძლება ერთ-ერთი მათგანი მაინც რომ დარჩეს? სალაპარაკო მაქვს - საბრალო თვალებით ავხედე ექიმს და მანაც უარი ვეღარ მითხრა- კი ბატონო, ოღონდ 10 წუთით -სრულიად საკმარისია, გმადლობთ- გავუღიმე და ბავშვებს გადავხედე -მე დავრჩები- წამოდგა ტვილდიანი და დანარჩენების გასვლას დაელოდა... -რამდენიმე კვირის წინ შემომიშვეს აქ და რო გელაპარაკებოდი თითების შეხება ვიგრძენი, მაგრამ ვერაფრით დავამტკიცე, ექიმმა ემოციის ფონიაო- დაიწყო რატიმ და რაფას აეყუდა -არ მახსოვს- წავილუღლუღე მე და მივხვდი როგორ ავნერვიულდი როცა ვაკომ კარი მიხურა და ჩვენ ორნი მარტო დაგვტოვა -ანუ არ გესმოდა ჩემი ლაპარაკი? ამბობენ ესმით ხოლმეო -არ მახსოვს რატი -რა გჭირს შენ, წეღან კარგ ხასიათზე იყავი -დაეჭვდა და საწოლისკენ წამოვიდა -მტკივა ყველაფერი , ისეთი არაფერი - ვცადე გამეღიმა -დაიცა დავუძახებ ექიმს -არ მინდა-მეთქი, რატი -ეხლავე დავურეკავ და მოვა დაიცა -აი იქ დგას- თავით ვანიშნე ჩემს სიმპატიურ ექიმზე, რომელიც მინიდან ჩანდა -ეგ როჟა არ მევასება -რატო, მშვენიერი ბიჭია -ექიმია თუ ვინ არის, პაციენტებს უნდა ეპრანჭებოდეს? -და რა მოხდა მერე, ხშირად კი არ დადიან ჩემნაირი ლამაზი გოგოები აქ- ცანცარის ხასიათზე დავდექი როცა შევამჩნიე რო ეჭვიანობდა -ნუ ხო რავი, კაი ბიჭია კი- მხრები აიჩეჩა და ისევ რაფისკენ წავიდა -რას დადიხარ აქეთ-იქით დამეხვა თავბრუ -ვუსაყვედურე მოსიარულე ტვილდიანს -სამი თვეა არ გინახივარ და როგორმე ამიტანე ეხლა -კაი მაინც მალე გავა ეს ათი წუთი და როგორმე აგიტან- მხრები ავიჩეჩე და რო დავინახე კარისკენ წავიდა, მივაძახე- სად მიდიხარ -ეგრე თუ არ გინდა ჩემი დანახვა, ეხლავე გავალ, რატო უნდა ითვალო წუთები - თქვა ნაწყენი ხმით ისე რო არ გაჩერებულა და კარის სახელურს ხელი რო მოავლო დავუძახე -რატი -გისმენ - შემობრუნდა ჩემკენ -დარჩი -წეღან მაგდებდი და ეხლა რატო დავრჩე -მომენატრე- ამოვილუღლუღე და ვეცადე ნერვიულობის ფონი ღიმილით გადამეფარა ცოტა ხანი ჩუმად იდგა კართან და ჩემკენ წამოვიდა -ჩვენც იცი როგორ გვენატრებოდი? -ჩვენ?- არ მესიამოვნა მრავლობითი ფორმა და შევიშმუშნე -ხო, ბავშვებს რა -აა ჰო -ხო მაგრამ მე ყველაზე მეტად მომენატრე- შეასწორა ნათქვამი და ვცადე ღიმილი არ გამპარვოდა -შენ და ლიზა რას შვებით- გადავუგდე თემა და თავს ძალა დავატანე რო რატიზე აღარ მეფიქრა -არ შევრიგებულვართ იმის მერე -რის მერე- გამიკვირდა - დაიცა თქვენ რა, დაშორდით? -არ გახსოვს? -არა რატი, არ მახსოვს, არაფერი არ მახსოვს, ამერიკიდან როგორ ჩამოვედი ეგეც არ მახსოვს, რატი ამნეზია მაქვს, ცუდად ვარ. შენ იცი რო შეიძლება ვეღარ გავიარო? იცი რო შეიძლება საერთოდ ვიღაცის მოსავლელი გავხდე? -ავქვითინდი და ხელები სახეზე ავიფარე. ვიგრძენი როგორ მომეხვია უზარმაზარი მკლავები და თავზე მაკოცა -რატო სულელობ ანიტა?- დაიწყო თბილი ხმით და უფრო მაგრამ ჩამიკრა გულში. ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ვიმედოვნებდი რომ იმ წუთას ჩემი გახშირებული გულისცემა არ ესმოდა- ვინ გითხრა ის სისულელე რო შეიძლება ვეღარ გაიარო? ან სულ რომ ეგრე იყოს, ხო იცი რო მთელი ცხოვრება არ მომბეზრდება შენი მოვლა? -ფეხები მტკივა რატი, ისე ამტკივდა რო ვეღარ ვგრძნობ- ავზლუქუნდი და უფრო მაგრად მივეხუტე გულზე -გინდა ექიმს დავუძახო? -არა ესე იყავი- ბავშვივით ავბუზღუნდი და ვიგრძენი როგორ ჩაეცინა -კარგი არ იტირო, თუ გინდა მთელი ღამე დავრჩები და შენ არ მიგატოვებ -არ შეიძლება აქ დარჩენა, არ დაგტოვებენ - ამოვიზლუქუნე და ავხედე -მე, რატი ტვილდიანს, არ დამტოვებენ?- გაეცინა და თვალებზე მაკოცა- მაგასაც ვნახავთ რამდენიმე წუთში ჩემი ექიმი შემოვიდა და რატის გასვლა სთხოვა -დრო ამოიწურა, ხვალ გადავიყვანთ პალატაში და შეგიძლიათ იმდენ ხანს დარჩეთ რამდენიც მოგესურვებათ -უკაცრავად თქვენი სახელი?- მიმართა რატიმ და წამოდგა -ბექა -ბექა, მე აქედან გამსვლელი დღეს არ ვარ, უბრალოდ ეშინია და მარტო ვერ დავტოვებ. რამე რო დასჭირდეს იმ ღილაკს ვერ მიწვდება და საჭიროა ერთი კაცი მაინც იყოს აქ -კი ბატონო დავრჩები - მხრები აიჩეჩა და ტვილდიანის განრისხებული მზერა დაიმსახურა -თუ თქვენი დარჩენა მიზანშეწონილია, ესე იგი ჩემი აქ ყოფნა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს- დაუბრუნდა რატი თავის ადგილს -მე ექიმი ვარ -მე ბავშვობის მეგობარი და დარწმუნებული ვარ ანიტასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ფაქტს -ბექა ექიმო- ჩავერთვე ლაპარაკში-თუ შეიძლება რომ დარჩეს დღეს? მეშინია -რისი გეშინია, პატარა ქალბატონო? -ვეღარასდროს რო ვეღარ გავიარო? -თქვენ ეხლაც შეგიძლიათ სიარული, უბრალოდ სახსრები კიდე გტკივათ -ფეხებს რომ ვერ ვგრძნობ? -ტყუილად ტეხ პანიკას, ეგ ტკივილის ბრალია. გახსოვს თავიდან როგორ წააქციე ის აპარატურა? -კი, ფეხი ვკარი -მერე შეძლებდი ფეხის გამოძრავებას, მითუმეტეს იმ სიძლიერით რო ამხელა რაღაც გადაგეყირავებინა? დამშვიდდი, ეხლა გამაყუჩებელს გაგიკეთებ, ჩვეულ რიტმში გააგრძელებ ცხოვრებას - გამიღიმა და თმები ამიჩეჩა- რაც შეეხება თქვენს აქ დარჩენას - მიუბრუნდა ტვილდიანს- ამ შემთხვევაშიც დავუშებ გამონაკლისს, უბრალოდ თუ რამე მოხდება ეგრევე დამიძახეთ, მორიგე ვიქნები და ზოგჯერ შემოგივლით- ვენაში რაღაც სითხე შეუშვა და რეანიმაციიდან გავიდა -ხო გეუბნებოდი ტყუილად ნერვიულობ-მეთქი - გამიღიმა რატიმ - მიდი ეხლა დაიძინე -რო არ მეძინება? -კარგი, დაიცადე 10 წუთი და ჩაგეძინება, წამალი მალე იმოქმედებს- მშვიდად მითხრა და გარშემო მიმოიხედა- მგონი დღეს გათენება მომიწევს, ფიზიკურად ადგილი არ არის რო დავჯდე მაინც- გამიცინა და რაფისკენ წავიდა -რა მოხდა შენსა და ლიზას შორის? -მაგას სხვა დროს მოგიყვები კარგი? -მე რო ეხლა მაინტერესებს? -შუა ლაპარაკის დროს მაინც ჩაგეძინება და მერე თავიდან მომიწევს მოყოლა -მოკლედ მომიყევი - არ ვთმობდი პოზიციებს -ჩემთვის საყვარელ ადამიანებთან შეეშალა -ვისთან? რა მოხდა? -მართლა არაფერი არ გახსოვს? საერთოდ არაფერი? ისიც არ გახსოვს როგორ გელაპარაკათ ბოლოს ? რამოხდა სამზარეულოში? -... -ანიტა -... რო გავიღვიძე მუცელზე მძიმე ხელი ვიგრძენი. თვალები გავახილე და დავინახე როგორ ეძინა რატის ჩემ გვერდით. ცოტა ხანი ვაკვირდებოდი და ბოლოს რო ხელი დამიბუჟდა შევაღვიძე -მმმ -აუ რატი -ჰო -ადექი რა მძიმე ხარ -რა გინდა კარგად ვწევარ -რატი გთხოოოვ -15 წუთიც და ავდგები- ამოიბურდღუნა და ძილი გააგრძელა გადიოდა დღეები და ჩემი ბავშვები რო არა ამას ვერ გადავიტანდი. რაც პალატაში გადამიყვანეს, იმის მერე მითუმეტეს გვერდიდან აღარ მშორდებოდნენ. დადგა ის დღეც როცა ბატონმა ირაკლი ექიმმა სახლში წასვლა მაუწყა. აღარანაირი დისკომფორტი აღარ მქონდა და შესაბამისად შემეძლო სიხარულისგან კედლებზეც მევლო. წასვლის წინ ბექა ექიმი დავინახე მოსაცდელში, ვიღაცას ელაპარაკებოდა. ჩემებს ბოდიში მოვუხადე და მასთან მივედი -ნახვამდის ბექა -ნახვამდის ანიტა -ნუ ღელავთ, შეთავაზება ძალაშია -იქნებ ტელეფონის ნომერი დაგეტოვებინათ -კი ბატონო 501 2 ბოლო ხუთი ციფრი თქვენ თვითონ გამოიცანით -ეგრე ძალიან ბევრი კომბინაცია გამოდის, ასე რომ ალბათ სიბერეში მოგაგნებ - ირონიულად გამიცინა -ნუ მთლად მასეც ვერ ვიტყოდი. გამოცანას გეტყვით და შესაბამისად გაგიმარტივდებათ უფრო. -აბა გისმენ -წელიწადის დრო. ფრინველი. გადაკეთებული ლექსი. -ვერ გავიგე -სწორედ მაგაშა მთელი არსი, რო ეგ უნდა გაიგოთ. - თვალი ჩავუკარი- მშვიდობით- მოვტრიალდი და შენობიდან გრაციოზულად გავაბიჯე -მშვიდობით- დამემშვიდობა მრავალმნიშნელოვნად და ფიქრებში წავიდა -უჰჰ როგორ მომენატრა აქაურობა- შევედი თუ არა იქვე დავეგდე სავარძელზე და ღრმად ამოვისუნთქე- აუ ნაყინი მინდა -ეხლავე თქვენო უდიდებულესობავ- აცანცარდა ცოტნე და სამზრეულოში წავიდა -როგორ ხარ, ანიტა? - კიბეზე ჩამოვიდა ლიზა -კარგად ლიზი შენ? აუ ისე შენთან სალაპარაკო მაქვს მერე-თვალი ჩავუკარი და ბავშების დაძაბულ მზერას წავაწყდი- რა იყოთ ვინმე მოკვდა? -კი მაგრამმ- დაიწყო ანკამ -არავითარი მაგრამ ვაშაყმაძე- კატეგორიულად ავუწიე თითი და მეორე ხელი ნაყინს დავუხვედრე- გმადლობ გეთაყვა -რა კარგ ხასიათზე ხარ, შენ რა იყო- შენიშნა საბამ და გვერდით დამიჯდა -ვაა საბუუ რა მაგარ ფორმაში ხარ ეე- მუხლზე დავურტყი ხელი და გავეკრიჭე -ამას რა სჭირს- გაუკვირდა მგელაძეს და რატის გახედა -რავი მგონი იქ გაუკეთეს რაღაც და გვიმალავს -გაეცინა ტვილდიანს და სიგარეტს გაუკიდა -აუუ სახლში ნუ ეწევი - ავწუწუნდი და საწყალი მზერით შევხედე რატის, რომელმაც ეგრევე ჩააქრო სიგარეტი -ხალხო, ყავა გინდათ? - წამოიძახა ნიამ -აუ კი რა - შეეხვეწა რეზი -ჰოდა გაიკეთე და ბარემ ჩემთვისაც გააკეთე რა- ყელი გამოიწია თხოვნის ნიშნად და ტუჩები დაბრუცა -ვაიმე კენჭაძე შენ ვინც არ გიცნობს- გაბრაზდა ჯანჯღავა და ბალიში ესროლა -კარგით რა იყოთ მე გავაკეთებ უფ- წამოდგა ანკა - კიდე ვის გინდათ? -აუ ანკა მე რა - გავხედე და ენა გამოვუყავი -მეეც- ხელი აწია ნუცამ -იქნებ თავი ამოგეყო ტელეფონიდან და მოგვაქციო ყურადღება? - დავუღრინე კაპანაძეს და რეზის მსგავსად მეც ბალიში გავუქანე თავში -აი ძმაო ჰედშოთი მესმის - დაუსტვინა ვაკომ და ტაში დამიკრა- საღოლ ანიტ -გოგოო მოგაძრობ მაგ ხელს - დაიყვირა ნუცამ - შეხედე რა ბათინკები დადეს დღეს რა მაგარ ფასად- გადმომიგდო ტელეფონი -ეს მოგწონს? - დავიჭყანე და მობილური უკან გადავუგდე- უკეთესებიც არსებობს -აი ყავაც მოვიდა- შემოვიდა ანკა პოდნოსით ხელში და ჭიქა გამომიწოდა -ფუ ცხელია-დავიჭყანე ეგრევე -გოგოო აცადე გაცივდეს- გაეცინა ნიას და თვითონაც გამოართვა ყავის ჭიქა- აუ ძაან ჯიგარი ხარ სპასიბა -აუ უშქარო რატოა - დავიწუწუნე ისევ მე -სულ უშაქროს სვამდი - გაუკვირდა ვაშაყმაძეს -ოო შაქრიანი მინდოდა- ავბუზღუნდი პატარა ბავშვივით -შენ რა იყო ორსულად ხარ? -გაეცინა ნიას, რა ყველაფერზე წუწუნებ -ისე იმ ღამით რატი რო დარჩა, რამე ხო არ მიგიქარავთ - ახრარხარდა ნუცა და რო მიხვდა უადგილო ხუმრობა იყო, ეგრევე გაჩუმდა. მისაღებში სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც ჩემი ტელეფონის ხმამ დაარღვია. -აუ ცოტნე მომაწოდე რა- გავხედე ციბაძეს რომელსაც ეძინა- მეც არ ვთქვი ესე ჩუმად რატოა-თქო? რეზი გადმომიგდე რა -უცხო ნომერია- შენიშნა ჯანჯღავამ და მობილური მესროლა -გისმენთ -გაზაფხულის საღამოა მშვიდი სამი ოთხი ხუთი ექვსი შვიდი?- მეცნო ბექა ექიმის ხმა -როგორც ჩანს არ გაგჭირვებიათ- გამიკვირდა და თან მეწყინა ესე მარტივად რო გამოიცნო -თუ მოვინდომე, ყველაფერს მარტივად ვახერხებ . როდის შევხვდეთ? -როცა თქვენ გინდათ -თქვენობით ლაპარაკი როდის უნდა მოიშალო? -როცა შევხვდებით -კარგით მაშინ საღამოს შვიდ საათზე გელოდებით ბორჯომის პარკთან კაფეში -დროებით ბექა ექიმო - გავთიშე და იქურობას თვალი მოვავლე -ბექა იყო?- მომვარდა ნია -ხო, დაპირებულ შეხვედრაზე მივდივარ შვიდზე -რას იცვამ? - დაინტერესდა ნუცა -რა მნიშვნელობა აქვს? - დავინტერესდი და რატის დაჟინებული მზერა დავაიგნორე -გამაგიჟებს ეს გოგო- შეიცხადა კაპანაძემ - ბორჯომის ყველაზე სიმპატიური ტიპი, თან წარმატებული ექიმი, გეპატიჟება პაემანზე და შენთვის არ აქვს მნიშნელობა, რას ჩაიცვამ? -არანაირი- მხრები ავიჩეჩე და კიბისკენ წავედი- მოსაწესრიგებელი ვარ და გნახავთ წასვლამდე. აბაზანიდან გამოვედი და კარადა გამოვაღე. მწვანე შარვალი, თეთრი ზედა, მწვანე ჩანთა და თეთრი კეტები გამოვალაგე და თმების გაშრობა დავიწყე. კარზე კაკუნი გაისმა -მობრძანდით- დავუძახე და სავარცხელი მოვიმარჯვე -შეიძლება? - თავი შემოყო ტვილდიანმა -კი მოდი- ფეხზე ავდექი და პირსახოცი უფრო მჭიდროდ შემოვიჭირე -სად მიდიხარ? -ხო იცი სადაც? -ტერიტორიულად მაინტერესებს -ბორჯომის პარკთან რაღაც კაფეა და იქ -გინდა წასვლა? -პირობა პირობაა -პირობის გამო მიდიხარ თუ შენ გინდა წასვლა -რა მნიშვნელობა აქვს? -ძალიან დიდი -მე მინდა წასვლა -მოგწონს ის სი*ი? -რატო არ უნდა მომწონდეს? -აი ამიტო- გააზრება ვერ მოვასწარი როგორ გადმოდგა ჩემკენ ნაბიჯი და როგორ დამეწაფა ტუჩებზე მოწყურებულივით. -რას აკეთებ გაგიჟდი?- ხელი ვკარი ტვილდიანს და ვცადე მომეშორებინა -არ მინდა იმ სი*თან რო წახვიდე, ესეთი გაუგებარია? -ანიტა მეტრეველი პირობას ყოველთვის ასრულებს -ფეხებზე დაი*იდე ეგ პირობა და არ წახვიდე- აუწია ტონს -რა გინდა ადამიანო? - არ დავაკელი ყვირილი არც მე -მოგწონს ის ბექა თუ შმექა? -კი მომწონს - ვუყვირე და მივხვდი რო უკან დასახევი გზა აღარ მქონდა ცოტა ხანს თვალებში მიყურა და ბოლოს ამოღერღა -კარგი გასაგებია - სინანულით ჩაეცინა და კარისკენ წავიდა. არჩეული ტანსაცმელი კარადაში შევყარე და რატის ჯინაზე მოკლე კაბას დავუწყე ძებნა. ნახევარ საათში გამოვეწყვე და კიბეზე დავეშვი -რო კითხო არ აინტერესებდა ქალბატონს რას ჩაიცვამდა - ჩაიცინა ნუცამ და ყველას ყურადღება მივიპყარი. რატის მზერამ მარცხენა ლოყა ამიწვა მაგრამ ვცადე ზედაც არ შემეხედა მისთვის -მგონი შენი მარტო გაშვება არ ღირს- შენიშნა ვაკომ სერიოზულად და მომიახლოვდა- იმ შენს ექიმს კიდე გაგიჟება უნდა? -კარგით ხალხო რა გჭირთ, ჩვეულებრივი კაბაა - მხრები ავიჩეჩე და ჩანთაში ამღერებული ტელეფონის ძებნა დავიწყე. - ხო ბექა -უკვე იქ ვარ -კი მაგრამ ჯერ ოცი წუთით ადრეა - დავხედე საათს -არაუშავს, პრობლემას არ წარმოადგენს ეგ ფაქტი, უბრალოდ დაგირეკე, ხო არ გადაიფიქრა მოსვლათქო, მაინტერესებდა -როგორ გეკადრება, პირობას ყოველთვის ვასრულებ - გამეცინა და კარისკენ წავედი - გამოვდივარ უკვე, არ მოგიწევს დიდხანს ლოდინი ნუ გეშინია - ტელეფონი ჩანთაში ჩავაგდე და ბავშვებს დავემშვიდობე- გვიან თუ მოვედი არ ინერვიულოთ და არ დამელოდოთ, მაქვს გასაღები- ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და რატის დაძაბულ მზერას წავაწყდი. ისევ დავაიგნორე და სწრაფად დავტოვე მიმდებარე ტერიტორია -მაოცებ - გადამკოცნა ბექამ და ამათვალიერა- რა ლამაზი ხარ -შენც საკმაოდ კარგად გამოიყურები - არ დავიშურე კომპლიმენტი და სკამზე ჩამოვჯექი -უკვე გადავედით შენობითზე, ეს უკვე მომწონს - შენიშნა ექიმმა - ისე, მეგონა სადღაც 2 საათი მაინც მომიწევდა ლოდინი -როგორ არ მიცნობ აზრზე ხარ? - გავუცინე და მიმტანს შოკოლადის მილქშეიკი შევუკვეთე -ხოდა მაგიტო გეუბნები ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო მაოცებ -და მანამდე როგორ გაგაოცე- გადავავლე თვალი წარსულ დღეებს და განსაკუთრებული ვერაფერი ამოვქექე -შენი ტელეფონის ნომრის გამოცანაზე რას იტყვი? -ხო მართლა, ეგრე უცბად როგორ გამოიცანი -მაგ დღეს მოუნდა მაინცდამაინც ჩემს დისშვილს მაგ ლექსის თქმა, თან ორიგინალის კი არა, გადაკეთებულის- გამიცინა ამირეჯიბმა -საინტერესოა- მიმტანს ჩემი შეკვეთა გამოვართვი და ცოტა მოვსვი- ეხლა კი სიმართლე მითხარო -მეგობარი მუშაობს უშიშროებაში და შენი სახელით და გვარით არც შენი ტელეფონის ნომრის გაგება გამიჭირდა, მითუმეტეს როცა პირველი 4 ციფრი ვიცოდი -მაგრამ საიდან გამოიცანი რომელ ლექსს ვგულისხმობდი -ადრე სკოლაში კაკრას ეგ ლექსი დამავიწყდა და ეგრე დავამთავრე. ისე საინტერესო ნომერი გაქვს ძაან -ხო ყველა მაგას მეუბნება- შევიფერე უცბად რამდენიმე საათიანი სეირნობის, გართობის და ლაპარაკის მერე ბექა ექიმმა სახლში მიმაცილა, ეზოში დამშიდობებისას შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა. იქვე სიბნელეში, სადაც ჰამაკი ეკიდა, სიგარეტის შუქი დავლანდე. მივხვდი თეორიულად ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო და ურეაქციოდ შევედი სახლში. ოთახში ნიას ეძინა მთელ სიგრძეზე, ამიტომ უხმოდ გამოვიხურე კარი და იმ საძინებლისკენ წავედი,რომელიც ცარიელი იყო. ემოციებმა მაშინ იყარა თავი საწოლზე რო წამოვწექი დაღლილი . ის მომენტი ამომიტივტივდა თავში, რატიმ რო მაკოცა და მაგაზე თავიდან შემაჟრჟოლა. მაგ მოგონებას ვერ გავცდი და სანამ არ ჩამეძინა ვერ მოვისვენე. ოთახში შუქის ანთებამ გამომაფხიზლა -აქ რას აკეთებ? - წამომახტუნა ტვილდიანის ხმამ -ჩემს ოთახში ნიას ეძინა და აქეთ გამოვედი. შენ აქ რა გინდა -დიდიხანია აქ გადმოვსახლდი- ცივად მელაპარაკებოდა და მაიკის გახდა დაიწყო -იქნებ ჯერ გავსულიყავი?- ფეხზე ჩაცმა დავიწყე -იყავი არ მიშლი- ურეაქციოდ დააგდო მაიკა საწოლზე და შარვლის შეხსნა რომ დაიწყო, სასწრაფოდ გამოვვარდი იმ ოთახიდან. ძლივს დავიძინე და შესაბამისად რომ გავიღვიძე უკვე შუადღის 4ს უჩვენებდა საათის ისრები. ავდექი, წყალი გადავივლე, ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი. კიბეზე ჩასვლისას მუხლები მომეკვეთა და სანამ ვინმე დამინახავდა უკან ამოვბრუნდი. შანსი არაა. მომეჩვენა. იმედია სიზმარია. კართან ჩავიკეცე და თავი მუხლებში ჩავრგე. მეორე ოთახიდან ნუცა გამოვიდა და ეგრევე მოირბინა -რა მოხდა -ქვემოთ იყავი უკვე? -არა ჯერ, ეხლა მოვრჩი წიგნის კითხვას და ჩასვლას ვაპირებ, რა მოხდა -ლიზი და რატი ერთად არიან? -არა იმ დღის მერე ზედაც არ უყურებენ ერთმანეთს -რა დღის მერე, რა მოხდა, ან მაშინ რატო უზის ყიფიანი ტვილდიანს კალთაში ? -რაა?- დაიყვირა ნუცამ და ძლივს მოვასწარი პირზე ხელის აფარება -სირცხვილია გაიგებენ -მეეჭვება ეგ უმიზეზოდ მომხდარიყო ესე მალე. რო უყვარდეს რატის კიდე მესმის, მაგრამ ... დაიცა !! შენ რატო ნერვიულობ მაგაზე?- გამომცდელად შემომხედა და მზერა ვეღარ გავუსწორე- დროზე ოთახში და ყველაფერი მომიყევი იცოდე დაწვრილებით.- რომელიღაც ოთახში შემათრია და საწოლზე დამაგდო. ყველაფერი ქრონოლოგიურად დავულაგე. კოცნამდე რო მივედი ვაფშე გადაირია -ეგ დებილია? არა, ნორმალურია ვაფშე? რას ქვია გაკოცა - გაცეცხლებული დადიოდა აქეთ-იქით და ცოფებს ყრიდა კაპანაძე -არ ვიცი ნუცა, არ ვიცი, გუშინ მე მკოცნიდა და ეხლა ლიზი უზის კალთაში, ორმაგ თამაშს თამაშობს თუ რა მაფიაა ვერ ვხვდები -დაიცა მართლა ვერ ხვდები ესე რატო იქცევა? - აბაზანიდან გამოვიდა ცოტნე თმის მშრალებით -შენ აქ რას აკეთებ? - გაბრაზდა ნუცა -რავი მე უნდა გკითხოთ თქვენ რას აკეთებთ ჩემს ოთახში -მხრები აიჩეჩა ციბაძემ -შენს ოთახში? - გავიკვირვე და იქაურობას თვალი მოვავლე - ჯანდაბა -კარგი რა ანიტ,- ჩამომიჯდა საწოლზე - ხო იცი რო ჩემთან დასამალი არაფერი გაქვს, პირიქით დაგეხმარები -ვიცი ცოტნე, უბრალოდ არ მინდოდა ვინმეს ცოდნოდა -გიყვარს რატი?- გამომცდელად ჩამაშტერდა ციბაძე თვალებში -არა მაგრამ არც არაფერი მიკლია -ჰოდა არც ისაა გულგრილი შენ მიმართ -შენ რა იცი -მეც კაცი ვარ და როგორმე ვხვდები. აბა ის კოცნა გუშინ რას ნიშნავდა? -ამაში მართალია, ხო იცი შენ - დაეთანხმა ნუცა -ხო მაგრამ დღევანდელი საქციელი რას ნიშნავდა? -ლიზი რო უზის კალთაშ იმას გულისხმობ? -ხო -გუშინ სად და ვისთან ერთად იყავი შენ წასული? -ბორჯომის პარკში ბექასთან ერთ... დაიცა,- გამინათდა გონება- ანუ სამაგიეროს მიხდის? - გაკვირვებული მზერა მივაპყარი ცოტნეს -აქამდე როგორ ვერ მიხვდი გოგო- გაეცინა ციბაძეს და გულში ჩამიკრა. -ხოდა ეხლა მე მაცადე რატი ტვილდიანო, შენ თუ სეირი არ გიჩვენო- გამეღიმა კმაყოფლს და ბექას ნომერი ავკრიფე. კიბეებზე გრაციოზულად დავეშვი და იქ მყოფებს ისე მივესალმე, თითქოს არაფერი არ ხდებოდა. -ააბა რას ვშვებით დღეს?- მხიარულად ჩამოვუჯექი ვაკოს გვერდით -სადმე გავისეირნოთ გინდათ?- წამოაყენა აზრი ანკამ - მშვენიერი იდეაა. პარკში წავიდეთ - სიხარულისგან ტაში შემოვკარი -რო უთხრა მერე პატარა ბავშვი ხარო ეწყინება - გაეცინა საბას. ენა გამოვუყავი და დანარჩენებს მივუბრუნდი- ხო ყველა თანახმა ხართ? -მე და ლიზა დღეს სახლში დავრჩებით - გამომწვევი ხმით თქვა რატიმ და ჩემს რეაქციას დაელოდა -კი ბატონო, როგორც გენებოთ- უდარდელად ავიჩეჩე მხრები და საათს დავხედე- წუთი-წუთზე ბექა მოვა და გავიდეთ ხო? - გავხედე რეზის რომელმაც თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია, ხოლო მის გვერდით მჯდომი ტვილდიანი, აშკარად დაიძაბა . გულში გავიცინე და კარის გასაღებად წავედი, რომელზეც იმ წუთას დარეკეს ზარი -ბექა- ჩავეხუტე - როგორ ხარ? -კარგად ჩემო ლამაზო, შენ?- წელზე ხელი მომხვია, რაც არ მესიამოვნა მაგრამ როგორმე უნდა ამეტანა -ეხლა ვაპირებთ პარკში გასვლას და ატრაქციონებზე კატაობას, ხო წამოხვალ? - ავხედე და საყვარლად გავუცინე -რა თქმა უნდა წამოვალ- ცხვირზე თითი დამკრა და ბავშვებს მიესალმა -ბექა ექიმო როგორ გიკითხოთ?- მიესალმა ნია და გადაკოცნა - ცივ ყავას ხო არ დალევდით? -დიდი სიამოვნებით -ხოდა აი ანიტა ჩაცმულია უკვე და გაგიკეთებს. მანამდე მე ავალ და გავემზადები - ენა გამომიყო კენჭაძემ და კიბისკენ დაიძრა. სახლში არც ისე გვიან დავბრუნდით. ბექა მორიგე იყო სამსახურში და შესაბამისად იქ უწევდა წასვლა. მაკამ დამირეკა, შენ კიდე რით ვერ მოიმატე ეგ 4 კილო ნახე ნანა და გურამიო. კარგი ვნახავ ხვალვე- დავპირდი და გავუთიშე -ხალხო- მივიქციე ყველას ყურადღება, როცა უკვე ყველა მისაღებში ისხდა- ხვალ მივდივარ ბათუმში და ხო წამოხვალთ? - ინტერესიანი მზერა მოვავლე ყველას და პასუხს დაველოდე -სადაც შენ იქაც მე - ჩამომიჯდა სავარძელზე ცოტნე და ხელი დამირტყა -სულ მჯეროდა რო შენი იმედი უნდა მქონოდა -ნუ მგონი ბევრი მსჯელობა ამას არ უნდა, სადაც თქვენ იქაც ჩვენ - მხრები აიჩეჩა ვაკომ და რეზის გახედა- ისე ზღვაზე კაი ნაშობა კაკრას ამ პერიოდში ჩითავს -ნაშობასაც აქვს თავისი სეზონი? - გამეცინა მე და ლიზის გავხედე შეუმჩნევლად -აუ კი, სანამ აგვისტოში დაიწყებს ყველა ჩამოსვლას, მანამდე ყველაზე კაი პერიოდია- დაეთანხმა საბა ჩივაძეს -ხოდა წავიდეთ ჩავბარგდეთ და რო ავდგებით ეგრევე დავაწვეთ- წამოდგა ცოტნე და კიბისკენ გაემართა -მერე შენი ბექას მიტოვებას ესე აპირებ? - ირონიულად გადმომხედა რატიმ -უი ეგ რა კარგი გამახსენე, კაკრას ეხლა აპირებდა შებულების აღებას და წამოვა, არ იქნება პრობლემა- ტელეფონი ავიღე და ტვილდიანის გამშრალ სახეს შევხედე, რომელზეც დიდი ასოებით ეწერა: რა მინდოდა რა მაყრანტალებდაო. უაზროდ გამეცინა და ნომერი ავკრიფე მეორე დღეს შუადღისას დავიძარით ყველა ერთად და დაღლილებს მალევე ჩაგვეძინა. საღამოს გავიღვიძე და ნანას დავურეკე, ჩამოვედით, ბათუმში ვართ და გნახავთ-მეთქი. მარტო ნიას და ნუცას ეღვიძათ, შესაბამისად ჩვენ სამნი წავედით მათ სანახავად. რო დავბრუნდით უკვე ყველა ფეხზე იყო, შესაბამისად თამაში მომინდა და გადავწყვიტეთ ყველაზე ბანალური მაგრამ საინტერესო თამაში „ბეჭედი“ გვეთამაშა. ბეჭედი არ გვქონდა, შესაბამისად თმის სამაგრით გადავწყვიტეთ რო ფონს გავსულიყავით. მალე ეგეც მოგვბეზრდა და ბექამ ბულვარში გასეირნება შემომთავაზა. რატის დაჟინებული მზერის შემჩნევისთანავე დავთანხმდი და ტელეფონი ავიღე -მალე დავბრუნდებით- ბავშვებს ხელი დავუქნიე და კმაყოფილმა დავტოვე იქაურობა. იმდენი ბამბის ნაყინი ვჭამე, რაც ბავშობაში არ მიჭამია ეხლა ავინაზღაურე მთლიანად. სახლში რო დავბრუნდით, ბავშვები ისევ იქ ისხდნენ, დაღლა მოვიმიზეზე და დასაძინებლად წავედი. აბაზანიდან რომ გამოვედი თმების დავარცხნა დავიწყე და კარზე დააკაკუნეს. -მობრძანდით -კიდევ კაი ჩემ მაგივრად ეხლა ბექა არ შემოვიდა აქ- ამათვალიერა ტვილდიანმა პირსახოცში გამოწყობილი და მზერა სახეზე შეაჩერა -უკეთესი იქნებოდა ნამდვილად -ნუ მიშლი ნერვებს, ანიტა - გამაფრთხილებელი ტონით მაუწყა და მომიახლოვდა -არ გაბედო- უკან დავიხიე და კარადას ავეკარი -როგორც ჩანს არ დაგვიწყებია იმ დღის კოცნა- კმაყოფილმა მზერა ჩემს ტუჩებზე გადაიტანა -სხვათაშორის ბექამ უკეთესი კოცნა იცის- არ ვიცი რატო მინდოდა მისი გაღიზიანება და რატო მოვჩმახე სისულელე, როცა ბექას მსგავსი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ნამდვილად ვინანე მისი თვალების შემხედვარემ ეგ გადაწყვეტილება -მაგ სი*მა როგორ გაბედა რო შეგხებოდა- მუშტი დაარტყა კარადას და სიბრაზისგან თვალები ჩაუწითლდა- მაგას მერე მივხედავ, ეხლა კი არ მოგცემ საშუალებას ბექას ტუჩების გემოთი დაიძინო- სახეზე ხელი მომკიდა და ტუჩებზე დამაცხრა. გაშმაგებული მკოცნიდა და უცბად ჰოპ.. პირსახოცი ძირს დავარდა.. სანამ მის ასაღებად დავიხრებოდი, რატი პირსახოცისკენ დაიხარა და თვითონვე მომაჩეჩა ხელში -დროზე მოიხურე სანამ გავგიჟდი- თვალებდახუჭულმა შეცვლილი ხმით მიბრძანა და მეც ეგრევე დავემორჩილე. თვალი რო გაახილა, ეგრევე კარისკენ წავიდა და მომაძახა- როცა ეგეთ ფორმაში ხარ, არავინ უნდა შემოუშვა ოთახში, კარს საკეტი ტყუილად არ აქვს- კარი გაიხურა და გავიდა.. ცუდად ვიყავი, მთელი სხეული მეწვოდა და მივხვდი რო მე რატი ტვილდიანი მიყვარს. დაბრკოლებას კი ლიზი ყიფიანი წარმოადგენს, თუმცა მაგის გამო რატის ვერ დავთმობ! შესაბამისად ოპერაცია: „ძმაკაცის შეყვარებულისთვის შეყვარებულის ახევა“ გახსნილად გამომიცხადებია. -------------------------- მეორე დილას ნუცამ შემომიღო კარები -ადექი დროზე, ზღვაზე გავდივართ -აუ გადით და გამოვალ მეც- ამოვილაპარაკე მოგუდული ხმით და ბალიშში ჩავყავი სახე -ოო რა უჟმური ვიღაც ხარ, და მალე ჯობია გამოხვიდე თორე ლიზი ისეთ ფორმაშია მეეჭვება რატის ყურადღება მიიქციო -ჰაჰ, ამერიკაში 4 წელი ტყუილად კი არ გამიტარებია, ვარჯიშს გადავყევი- წამოვჯექი ეგრევე და ნიშნისმოგებით გავხედე დაქალს - თან ჩემზე დაბალია -ჰო თან მკერდიც არ აქვს, მაგრამ მაინც მაგრად გამიყურება - მხრები აიჩეჩა კაპანაძემ და საწოლზე ჩამომიჯდა -ჰოდა რო გამოვალ ფურორს მერე მოვახდენ -ჰოდა იწექი მერე შუადღის მზეზე და დაიწვი, ცურვა არ იცი და არაფერი, რა უნდა აკეთო სხვა - წარბი ამიწია ნუცამ და ოთახიდან გავიდა- იტოკში მოგვძებნე რა , სანაპიროზე ვიქნებით არა ცურვა მართლა არ ვიცოდი სანამ ამერიკაში წავიდოდი და ამაზე მთელი სამეგობრო მეღადავებოდა, მაგრამ დაიჯერებთ რო გითხრათ ვიცი-თქო? არა თქვენ კი დამიჯერებთ, მაგრამ აი იმათზე რა მოგახსენოთ. სანამ თავიანთი თვალით არ ნახავენ, მანამდე ხმის ამომღები მე არ ვარ. ავდექი და მოწესრიგება დავიწყე, არა აშკარად ძაან ეფექტურია ეს სოლარიუმი, ზღვაზე ჩამოდიხარ და უკვე რუჯი გაქვვს, თან ეს საცურაო კოსტუმიც როგორ მიხდება - კმაყოფილმა შევათვალიერე ჩემი თავი და სარაფანა გადავიცვი. ჩანთაში საჭირო ნივთები ჩავყარე და გარეთ გამოვედი -უკვე მზად ხარ? - შემეგება ბექა =შენ არ წასულხარ? - ჩანთა სავარძელზე მივაგდე და სათვალის ძებნა დავიწყე -არა ვიფიქრე დაველოდები და ერთად გავალთთქო- მხრები აიჩეჩა ექიმმა და ჩემი ჩანთა ხელში აიღო, როგორც კი სათვალე მოვირგე- წავედით? თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და გასაღები მოვიმარჯვე. სანაპიროს გადავხედე და უცბად აღმოვაჩინე ჩემი ბავშვები , ბექას ხელით ვანიშნე იქით არიან-თქო და მათკენ დავიძარით -წყალში რატო არ ხართ- ვკითხე ჩემსკენ მომართულ მზერებს და ჩანთა თავისუფალ შეზლონგზე დავადებინე მამაკაცს -ვიყავით უკვე და ამოვედით - მიპასუხა ანკამ და ცოტნეს გახედა რომელიც გოგოს დაკერვას ცდილობდა -კარგი მაშინ მე და ანიტა ჩავალთ- გადაიძრო მაიკა ბექამ და დაკუნთული სხეული გამოუჩნდა -როგორც გავიგე ანიტამ ცურვა არ იცის - სწერვულად ჩაილაპარაკა ლიზიმ და რატის კისერზე მოხვიდა ხელები. იმანაც ჩაიცინა -ჯერ მზეზე მირჩევნია წოლა - დავაიგნორე წყვილი და ბექას გავხედე. სარაფანი გადავიძრე და რატის მოშტერებულ მზერაზე სიცილი ძლივს შევიკავე. ყველა გაკვირვებული ათვალიერებდა ჩემს სრულყოფილ სხეულს მაგრამ ორი მათგანისგან განსაკუთრებული ვნება იგრძნობოდა თვალებში. კმაყოფილმა ჩავიცინე და შეზლონგი დავიკავე. -ეს ლამაზმანი ვინაა - მოგვიახლოვდა ცოტნე და მომაშტერდა როცა სათვალე მოვიხსენი - ანიტ? -როგორ ხარ? -მე გადასარევად, რა ფორმაში ხარ გოგო. საერთოდ არ მაქვს სურვილი ნახევარი სანაპიროს ცემის - ვითომ შეწუხებულმა წამოიძახა და ბექას გახედა -წადი ზღვაში, თორე მეც ვხედავ რო ვეღარ უძლებ ამ მშვენების ყურებას - გახედა ციბაძემ ყბაჩამოგდებულ ექიმს და სიცილი დაიწყო. ამაზე რატიმაც ბექასკენ გაიხედა და შესამჩნევად დაეჭიმა ძარღვები -რა იყოთ ხალხო, პირველად ხედავთ? - ამოიბურტყუნა უკმაყოფილოდ ლიზიმ და ზღვაში ჩადგმულ ტრამპლინს გახედა- აბა ვის უნდა წამოსვლა?- სურვილის არ გამოთქმის შემდეგ ცხვირაბზუებული ადგა და კურტუმოს ქნევით წავიდა ორსართულიანი „კოშკისკენ“. პირველ სართულზე შედგა და ბომბის სტილში ჩახტა წყალში. ბედნიერი ამოვიდა იქიდან და რატის მიუჯდა- რა გოგო ვარ?!- თვალები აუფახულა და ტუჩებში მოწყვეტით აკოცა -საშიში იყო? - კითხა ნუცამ ირონიულად და მე გადმომხედა -აუ ძაან - გაიწელა ყიფიანი- იმ სიმაღლეა ნებისმიერი ვერ გადახტება მანდედან, აი მაგალითად ანიტა -გინდა ვცადო? - მივიღე გამოწვევა და წამოვჯექი -ანიტა არც გაბედო- გამაფრთხილა ვაკომ და ისიც წამოიწია -არ დავიხრჩობი, როგორღაც მაგდენს მოვახერხებ - ვითომ არაფერია თქო ისე დავიძარი ტრამპლინისკენ რომელიც ძალიან ღრმად იდგა. ბეტონით გაკეთებული ბილიკით მივაღწიე დანიშნულების ადგილს და პირველ სართულზე ავედი. გვერდით გავიხედე, სადაც დაძაბული სახეებით მიყურებდნენ ჩემი ბავშვები და ზუსტად ვიცოდი ნებისმიერ მომენტში წამოვიდოდნენ ჩემ დასახმარებლად. ისიც არ ვიკმარე და მეორე სართულისკენ დავიძარი. შორიდან ვაკოს და ცოტნე ყვირილი მომესმა მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და დავინახე როგორ წამოდგა ტვილდიანიც. სამამდე დავითვალე და ჰაერში ორმაგი ბრუნის შემდეგ თავით გადავეშვი და დაახლოებით ერთი წუთის მერე ნაპირთან ამოვყვინთე. მთელი სანაპირო ფეხზე იდგა და ტაშს მიკრავდა. ჩემი მეგობრების გაოცებული სახეები ეხლაც არ მავიწყდება. -გვეღადავები? - წყლიდან ამოსვლისას პირველი რაც მკითხეს ეს იყო -ცოტას- თვალი ჩავუკარი ბავშვებს და დაბღვერილ ლიზის გავხედე- ხო ისე ლიზი ისეთი საშიში იყო პირველიდან , გადმოხტომა ვერ გავბედე და პირდაპირ მეორეზე ავედი -ნუ ხარ გველი - გადმომსისინა ვაკომ და ხასიათგაფუჭებულ ყიფიანს გახედა -რა ვქნა, თვითონ გამომიწვია - მე რა შუაში ვარ მზერით შევხედე ჩივაძეს და მხრები ავიჩეჩ -აუ ანიიტ- ტუჩები დაბრიცა ცოტნემ - რა უნდა მთხოვო - გამეცინა და ციბაძეს გავხედე -წეღან იმას რო ვკერავდი ეგ ვაეჭვიანოთ რა - წარბები ამითამაშა და მოკისკისე გოგოს გახედა -რა პრობლემაა, თუ ბექა არ იეჭიანებს - გავხედე მამაკაცს, რომელიც ისევ ხარბად მათვალიერებდა -ჰა? ა ჰო, არა, ისა -იქნებ როგორმე ჰორმონები დაგეშოშმინებინა? - გახედა რატიმ აღელვებულ მამაკაცს და სარაფანი გადმომიგდო- ვერ ხედავ რომ ყველა შენ გიყურებს? -მიყურონ და დატკბნენ მერე , კი არ ვუშლი- ტვილდიანის ეჭვიანობაზე გავხალისდი და ცოტნეს გავყევი -რა ქვია? - ვკითხე ხმადაბლა აცუნდრუკებულ ციბაძეს -მარიამი -კაი გოგოა- თვალი ჩავუკარი და გემოვნება შევუქე -ვიცი და ნერვებს მიშლის -ჯერ არ გაგიცნია და უკვე? -ჰო ისეთი საყვარელია ვერ ვეღადავები ისე, როგორც საჭიროა და შესაბამისად ვერ ვკერავ -შენ ღადაობით აბამ გოგოებს?- გამეცინა და მივეხუტე -არ იცი რა იუმორი მაქვს?- ამაყად განმიცხადა და მხრებში გასწორდა -რო ვიცი მაგიტო გამიკვირდა, ან ვაფშე საიდან აგდებ მაგ გოგოებს, შენს იუმორზე რო იღვენთებიან - დავცინე ძმაკაცს და მხარი გავკარი- აქეთ იყურება -სახეზე რა ახატია? ეჭიანობს? მოიწყინა? იმეა ჩვენ გვიყურებს? დაგვინახა?- აფორიაქდა წამში -ვაიმე დაწყნარდი რა გჭირს, ქრონოლოგიურად მაინც დაგელაგებინა კითხვები -ვაიმე არა, უნდა მივიდე -სად უნდა მიხვიდე მოდი აქ -ოო ძაან დამევასა -ფრთხილად იყავი, დავასებიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია -ოო როგორ შეიძლება ზღვაზე დავასებული გოგო შეგიყვარდეს? -ეხლა ის ფრაზა არ თქვა, რაც ზაფხულში ხდება ზაფხულშივე რჩებაო თორე მაგ ბანალურ თავს ჩაგაყვინთინებ აი აქვე- მუქარის ნიშნად საჩვენებელი თითი ავუწიე -შენ თვითონ ამბობ დავასებიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიაო და კიდე მე ვარ ბანალური?- შემომიტია აქეთ -ეგ ფრაზა სხვანაირად არის ლამასო -რა მნიშვნელობა აქვს, არსი ხო ერთია -ნწ, ვაფშე არა -ოო მეტრეველო, რა დაიხვეწე იმ ამერიკაში ასეთი? -შენც უნდა გაგიშვა იქნებ რამე გეშველოს- თმები ავუჩეჩე და ლოყაზე ვაკოცე -ეხლა ან ერთი ან მეორე თუ არ მცემს კარგი იქნება - ჩვენ მხარეს გაგვახედა და რატის და ბექას მზერებზე მიმანიშNა , რომლებიც არ მშორდებოდნენ -მაგათ მაქსიუმუმ ერთმანეთი დახოცონ, მე რა ვქნა იმ გოგომ რო სადარბაზსოთან დამისატკაოს და თმებით მითრიოს? -ვაიმე როგორ გეკადრება - შეიცხადა ციბაძემ - ისეთი საყვარელია გაგიჟდები -როდის უნდა გამაცნო მერე -ჯერ მე არ გამიცნია შენ რა უნდა გაგაცნო, მეღადავები? -დაახლოებით - გავუცინე და ბავშვებისკენ დავიძარი- ეხლა ცოტა ხნით დარჩი და თვითონ თუ არ მოვა შენ მიდი- თვალი ჩავუკარი და სექსუალური მიხვრა მოხვრით წამოვედი, ბიჭები კი არა გოგოების მე მაყოლებდნენ თვალს -მე და ანიტა წავალთ - წამოდგა რატი და სარაფანი გადმომიგდო -იქნებ არ მინდა წამოსვლა- წარბი ავქაჩე ზემოთ -ნემსი მაქვს გასაკეთებელი და აქედან არცერთმა არ იცის გაკეთება - გადახედა მზეზე მწოლიარე ლიზის, რომელსაც ყურსასმენები ეკეთა. ის ის იყო ანკას უნდა ეთქვა მე ვიციო რო ნუცამ უჩქმიტა და „წყვილს“ მარტო დარჩენის საშუალება მოგვცა -მეც მოვდივარ - წამოდგა ბექა -აუ ბექა, ბიჭებს საქმე აქვთ, უნდა გავიდნენ და ასეთ გოგოებს მარტო გვტოვებ? - ვითომ წყენით იკითხა ნიამ -აუ ხო რა, დარჩი თორე ვინმემ რამე რო გვითხრას მერე ნახე შენ - აყვა ეგრევე ნუცა და გაურკვევლობაში მყოფ ანკას ხელი გადახვია. ბიჭიც დაჯდა და თვალი გამოგვაყოლა -ჩაიცვი სარაფანი- გამაფრთხილა და ბიჭების მზერაზე ხელი მაგრად მომიჭირა -მეტკინა- ვცადე ხელის გათავისუფლება -ძალიან გსიამოვნებს რო ყველა შენ მოგშტერებია? -ადამიანო ზღვაზე ვართ და ეს “ღ“რუზინული კომპლექსები მოიშორე რა -ეს ამერიკა ცუდად მოქმედებს ხო შენზე - ამათვალიერა და წინ გაიხედა -რატო , რას მერჩი- ვითომ გაურკვევლად ჩავიბურტყუნე და ტანს დავხედე- არა ისე თქვი, ხო საკაიფოდ დავადუმე შენი შეყვარებული -ვაიმე ანიტა- სარაფანი თავზე წამომაცვა და ჩემზე მოშტერებულ ბიჭს შეუღრინა -მე კი არა იმ ლიზას მიაქციე ყურადღება, მარტო რო დატოვე იქ - ჩავურტყი სწერვულად და კაბა გავისწორე- ჰო მართლა რა ნემსიო? -მივალთ სახლში და გაიგებ საბედნიეროდ ჩვენი სახლი სანაპიროსთან ახლოს არის და ბევრი სიარული არ მოგვიწია. ოთახში ავედი და სააბაზანოში წყალი ავავსე, ქაფი ჩავასხი და დიდხანს ვინებივრე რო ამოვედი და პირსახოცის ძებნა დავიწყე, გამახსენდა რო საწოლზე მეგდო და მშვიდად გამოვედი ოთახში გაქაფული -ჩემი ჭკუიდან გადაყვანა გინდა? - მომესმა ტვილდიანის ხმა და უცბად კედელზე აღმოვჩნდი აკრული- კარგად გამოგდის - მიჩურჩულა და ტუჩებზე დამაკვდა. ხელი ქვემოთ ჩაასრიალა და ორ წამში წელზე შემომისვა. წინააღმდეგობის გაწევის არც ძალა მქონდა და არც სურვილი. კოცნაში ავყევი და საწოლისკენ წამიყვანა. დამაწვინა და ზემოდან მომექცა. არ ჩქარობდა, ნელ-ნელა მიკოცნიდა გაქაფულ სხეულს -რატი არ ვიქცევით სწორად -ეხლა მორალებს ნუ წამიკითხავ, მოგვიანებით გადავდოთ - ჩახლეჩილი ხმით დაიჩურჩულა და თავისი საქმე განაგრძო -მერე უკვე გვიანი იქნება - წამოვიწიე და მსუბუქი ხელის კვრით ისევ უკან დამაბრუნა -რატიიი- ვიყვირე და მომშორდა -ჯანდაბა, ჩაიცვი მალე თორე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ - ოთახის კარი გაიჯახუნა და დამტოვა გაშეშებული -სუსტი წერტილიც ნაპოვნია რატი ტვილდიანო- ამაყად ჩავილაპარაკე და პირსახოცის ძებნას შევუდექი.. ------------------------------------------- ერთხელ საღამოს ლიზამ „საქვეყნოდ“ გამოუცხადა რატის, რომ ორსულად იყო. ყავა გადამცდა და ხველა ამიტყდა. არანაკლებ მდგომარეობაში იყო რატიც და მზერა ეგრევე ჩემკენ გამოაპარა. ირონიულად გავიღიმე და „წყვილს“ მივულოცე. როგორც ნამდვილ „ვაჟკაცს“ შეეფერება, ტვილდიანიც ზუსტად ეგრე მოიქცა და აბა თუ გამოიცნობთ რა ქნა?! დიახ ! ლიზი ყიფიანი ცოლად მოიყვანა. იმის შემდეგ მე და რატის მინიმალური კონტაქტიღა გვქონდა. მაქსიმალურად ვერიდებოდი მასთან ერთად სადმე წასვლებს. დღეები მიიწურა და სექტემბრის შუა რიცხვებში გადავწყვიტეთ თბილისში დაბრუნება. საერთოდ აღარ ვჩანდი სამეგობრო წრის შეხვედრებზე, ცოტნე ხუმრობით ამბობდა დილაობით აივანზე რო ვერ გხედავდე ვიფიქრებდი რომ ისევ ამერიკაში დაბრუნდიო. ძირითადად გოგოები ამოდიოდნენ ხოლმე ჩემთან ყავის დასალევად. ცოტნე და ვაკოც ასე თუ ისე მეკონტაქტებოდნენ. რეზი საღამოობით მხვდებოდა სატრენაჟორო დარბაზში. საბას რაც შეეხება, მუშაობა დაიწყო და დილით თუ ადრე გამეღვიძებოდა ფანჯრიდან ვადევნებდი თვალს როგორ მიდიოდა სამსახურში. რატი ტვილდიანი კი საერთოდ გასული იყო მომსახურეობის ზონიდან. დაიშალა ჩვენი სასტავი. დაიშალა ბახტრიონის ყველაზე ცნობილი სამეგობრო. დაიშალა ურთიერთობები. მაგრამ არ დაშლილა მოგონებები. ეხლა კიდევ უფრო ვნანობდი ამერიკაში წასვლას და მშურდა ჩემი ბავშვების რო მათ 4 ჯერ 365 დღით მეტი მოგონება ჰქონდათ ჩემთან შედარებით. არ მქონია დეპრესია, არაფერი მსგავსი არ განმიცდია, უბრალოდ ყოველთვის გული მერეოდა მსგავსი მიზეზით შექმნილ ოჯახებზე, სადაც სიყვარულის ნატამალიც არ სუფევდა. რაღაც მომენტში ამერიკაში დაბრუნებაზეც დავფიქრდი მაგრამ ნუცას და ნიას რეაქციის წარმოდგენისთანავე გადავიფიქრე. ------------------------------ -დღეს რას იცვამ?- ჩვეული კითხვა დამისვა კაპანაძემ -ვაფშე არ მოვდივარ - ხელი ავიქნიე და სავარძელში ჩავეშვი -კაი ხო იცი ვაკოს როგორ გაუტყდება, ის ოთხი დაბადების დღე რო გაუმაზე ეგეც გეყოფა და ეხლა ვაფშე გადაირევა, ხო იცი შენ გარეშე რო მივიდეთ აწევს მთელ საბურთალოს- მითხრა ანკამ გაწონასწორებული ხმით და გაკაპასებულ ნიას და ნუცას გადახედა, რომლებმაც რაღაცის „თქმა“ გადაიფიქრეს. ნუ უფრო კივილი -არაუშავს აიტანს როგორმე - ისევ მშვიდად ვაბოლებ სიგარეტს და ფანჯარაში ვიყურები -შენ გოგო ნორმალური თუ ხარ- არ დააყოვნა კენჭაძემ და ისეთი ჩამყვირა ყურში, ეჭვი გამიჩნდა რომ მეტს მაინც ვეღარაფერს გავიგებდი მათი საუბრიდან -ხო იცი რო რატიც იქ იქნება, ლიზაც და მათი „სიყვარულის“ ნაყოფიც, შესაბამისად საერთოდ არ მინდა დღევანდელი დღის ჩაშხამება -არ მაინტერესებს, ვაკო დაგვბრიდავს - სერიოზული ხმით განმიცხადა ნუცამ და ჩემი გარდერობიდან მეთხუთმეტე კაბა გამოიღო მოსაზომად -არ მაინტერესებს, დაე დაგბრიდოთ- უდარდელად ავიჩეჩე მხრები და ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი -შენც მიგაყოლებს ზედ - „შემაშინა“ ანკამ -ნწ - თვალი ჩავუკარი ვაშაყმაძეს - მე ვუყვარვარ -ანუ მაგით რისი თქმა გინდა - წარბი ამიწია ნიამ -არაფრის - ისევ მხრები ავიჩეჩე და მეორე ღერს გავუკიდე -აუუ - მობეზრდა ნიას ანკას ჩემი ნაპასების რტყმა და სიგარეტი პირიდან გამომაცალა- კეთილი ინებე და როგორც მიეჩვიე ისე გადაეჩვიე. ოღონდ ეხლა აბრძანდი და ლამაზად ჩაიცვი, არ გეშლება შენ ეგ. -ხო კარგი კარგი - ხელები ავწიე დანებების ნიშნად და აბაზანისკენ გავეშურე. ------------------------------------- -ვაიმე ანიტა რა ლამაზი ხარ - აღფრთოვანება ვერ დამალა იუბილარმა და ხელში ამიტაცა -ვაკო დამსვი სირცხვილია, ყველა ჩვენ გვიყურებს -გვიყურონ მერე, შენ არ იცი რა ამაყი ვარ ეხლა თქვენნაირი გოგოების გვერდით რო ვდგავარ- თვალი ჩაგვიკრა ოთხივეს და მაგიდისკენ გაგვიძღვა -ბავშვობაში მახსოვს ჩემს დაბადების დღეზე ჩემ გვერდით რო არ მჯდარიყავი ყველას იკლებდი - გამიხსენა წარსული ჩივაძემ და მის გვერდით მდგარი სკამი გამომიწია სიცილით -გახსოვს გოგოს რო ეპრანჭებოდი და ადგილიდან ავაგდე? - ავყევი სიცილში მეც -მაგას რა დამავიწყებს- მომიჯდა გვერდით ვაკო - ჩემი ადგილია და აქ რა გესაქმება ხო ვერ მეტყვიო -ეგრე ზუსტად რანაირად გახსოვს- თვალები გადმომცვივდა გაკვირვებისგან -რას ქვია არ მახსოვს, მაგ დღეს პირველად და უკანასკნელად მინდოდა შენი დახრჩობა - „შემომაპარა“ ღიმილით იუბილარმა და მოსულ ცოტნეს ჩემ გვერდით სკამზე მიანიშნა დაბრძანდიო -ძმობას გაფიცებ ვაკო ქორწილს იხდი თუ ეს ნაყარ-ნუყარი ხალხი საიდან გაჩითე?- გადავუჩურჩულე ჩივაძეს -რა ვქნა არ მინდოდა ვინმეს წყენოდა- მხრები აიჩეჩა მან და ახალ სტუმარს მიესალმა -ეხლა ცოტა ხანში მამამისის ქვისლის ბებია გაიჩითება ნახე - ვუყვირე ყურში ცოტნეს და ხარხარისგან კინაღამ სკამიდან გადაყირავდა -ნორმალურად მოიქეცი მეტრეველი- გადმომსისინა ანკამ და სირცხვილისგან ჭარხლისფერი დაედო -შენ რატო გიტყდება, ორივეს რეზუს უარყოფითი სისხლი გაკავშირებთ? თუ ასეა მე ბოდიში - ხელები ავწიე და მოხარხარე ციბაძეს იდაყვი გავკარი- სირცხვილია ბიჭო, აქ იმდენი ხალხია შენი საგვარეულოდანაც იქნება ვიღაც უეჭველი და რო დაგინახოს რას იფიქრებს?!- ვუსაყვედურე ცოტნეს , რომელმაც სკამიდან მომენტალურად იატაკზე გადაინაცვლა და იქ გააგრძელა ხოხვა -ეგრე თუ გააგრძელებ , ოლიმპიურ შებიჯრშიც გაიმარჯვებ - შევუქე ციბაძეს ხოხვის სტილი და ქათმის სალათა გადმოვაპირქვავე თეფშზე -ბარემ ის თეფში დაგედგა- გადმომხედა ვაკომ სიცილით -რა იყო ამ მაგიდაზე ჩვენ გარდა კიდე ვინმე აპირებს დაჯდომას? -არა სულ ჩვენები ვიქნებით -ხოდა ძაან არ მაინტერესებს, თუ მოუნდებათ თვითონ შეუკვეთავენ, არა მგონია მოერიდოთ - მხრები ავიჩეჩე და უდარდელად დავიწყე ჭამა -რა გალექსილი ხარ ანიტ?!- როგორც იქნა ამოისუნთქა ცოტნემ და ისევ თავისი ადგილი დაიკავა -აუ რავი დავდიოდი -რაზე - გამოშტერდა ციბაძე -გალექსვაზე- სიამაყით წამოვიძახე და კარებში იმ წუთას შემოსულ რატის და გაბერილ ლიზას გავხედე, რომლებიც ჩვენი მაგიდისკენ დაიძრნენ -გამარჯობა - მოგვესალმა ყველას და სათითაოდ გადაგვკოცნა. ჩემამდე რო მოვიდა ლოყა ცივად მივუშვირე. შემეხო თუ არა რამდენიმე წამის მეასედით შეყოვნდა და იუბილარს გადაეხვია. -აუ გეხვეწები ეკატერინე მეორესავით არაა გამოწყობილი? - გადავჩურჩულე ცოტნეს და ჩვენ წინ მჯდარ ლიზაზე ვანიშნე თვალებით, რაზეც ფხუკუნი აუტყდა- აი ვუყურებ და მგონია რომ იმ მუცელში ჩლიქებიანი პონი უზის- ამაზე თავი ვეღარ შეიკავა ბიჭმა და ისეთი ხარხარი ატეხა აბსოლუტურად ყველა ჩვენ მოგვაშტერდა. მეც ვეღარ შევიკავე ღიმილი, რომელიც შემდეგ სიცილში გადაიზარდა და ციბაძეზე აკრული ბოლო ხმაზე ვკიოდი -სირცხვილია გვეყოს- ყურში მიყვირა ცოტნემ მაგრამ ამაზე უარესად ჩაბჟირდა -მგონი ჯობია თქვენ ორი აივანზე გახვიდეთ და იქ მოითქვათ სული - მკაცრად გადმოგვხედა ვაკომ და სკამებიდან წამოგვყარა. როგორც კი დავმშვიდდით, რაც მალე ნამდვილად არ მომხდარა, უკან დავბრუნდით და ჩვენი კუთვნილი ადგილები დავიკავეთ -დამშვიდდით?- გადმოგვხედა რეზიმ თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე -გოგოები სად არიან ? -აი იქ ცეკვავენ- სცენისკენ გვანიშნა და წამოდგა როგორც კი მათთან მისული ბიჭი შეამჩნია- ეხლავე მოვალ -როგორ ხარ რძალო?- თეფშზე დარჩენილი ქათმის სალათა გადმოვიღე და გოგოს ირონიულად მივაცქერდი -კარგად შენ? - უხერხულად გაიღიმა და რატის აეკრო -გადასარევად, არ მეტყობა? - გავუცინე და ვაკოს გავხედე- აუ კიდე შეუკვეთე რა, ხო იცი სუფრაზე ამის გარდა არაფერს ვჭამ -რადგან შენ კიტრით და ლიმონათით სადილობას გადაეჩვიე, მაგაზე უარს როგორ გეტყვი - დამცინა მეგობარმა და იქვე მდგარ მიმტანს დაუძახა- უკაცრავად სამი თეფში ქათმის სალათა დაგვიმატე ამ მაგიდაზე -სამი რა ამბავია- დავხედე რამხელა თეფშზე იდო წეღან ჩემი საჭმელი და წარმოდგენისას ული შემიწუხდა -ორს შენ შეჭამ და იქნებ მოუნდეს ვინმესაც რა იცი - ისევ აგრძელებდა დაცინვას ჩივაძე -იუბილარი არ იყო, ხო იცი რასაც გიზამდი- სიმწრის ღიმილით დავემუქრე და აივანზე გავედი. თქვენ წარმოიდგინეთ და არ გამომყოლია. მშვიდად ვიდექი და ვეწეოდი სიგარეტს. რამდენიმე წუთის მერე ცრემლები შევიმშრალე, მაკიაჟი ვიტრინაში შევისწორე და უკან დავბრუნდი. ერთმა ბიჭმა გამომიცეკვა, ტვილდიანისკენ გავიხედე რომელიც მშვიდად ესაუბრებოდა ლიზას და ყურადღებაც კი არ მოუქცევია რაზეც ნერვები ამეშალა და უცნობს ცეკვაზე დავთანხმდი. -ნერვებს მიშლის - ვიყვირე ბოლო ხმაზე და ატირებული ნუცას ჩავეხუტე, რომელიც საპირფარეშოს კარს კეტავდა.. არცერთი ხმას არ იღებდა. მშვიდად ელოდნენ ჩემს მორიგ ისტერიკას, რომელიც 5 წელია აღარ დამმართნია. -მიკვირს, აქამდე როგორ იტანდი- გაიხსენა რამდენიმე „უდარდელად“ გავლილი დღე ნიამ -მეგონა ვუყვარდი, მეგონა უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით მოიყვანა ცოლი, მაგრამ ტიპს ფეხებზე ვკი*ივარ- ვსლუკუნებდი და ლოყებზე ჩამოსულ ტუშს მუჭებით უშედეგოდ ვიშორებდი. -და იქნებ უყვარხარ? - ხავსს ეჭიდებოდა ანკა -როცა საქციელი სხვა რაღაცაზე მეტყველებს ეგეთი რაღაც არ უნდა დაიჯერო- დავარიგე ვაშაყმაძე ტაქსის გამოსაძახებლად ტელეფონი ამოვიღე -უკვე მიდიხარ? -ესე უკან ვეღარ დავბრუნდები- სარკეში ჩავიხედე და ჩემი თავის შემეშინდა ისეთ ფორმაში ვიყავი- როჩესტერის პირველ ცოლს ვგავარ - გამეცინა და გოგოებს გავხედე, რომლებიც გაკვირვებულები მიყურებდნენ- რა იყო ხალხო, კი არ მოკვდა ვინმე, სიცილიც არ შეიძლება? -რანაირი ხარ ანიტა? - გულწრფელად გაუკვირდა ნუცას -რანაირი- გავიკვირვე მე -რავი, ამდენი წელია გიცნობ და მაინც ყოველთვის ახერხებ ჩემ გაოცებას -ამოუცნობი ვარ - სიამაყით ჩავილაპარაკე და სარკის ანარეკლს რო მოვკარი თვალი, მივხვდი ცოტა უადგილოდ გამომივიდა- აფსუს რა დროს არაა ჰელოუინი- დანანებით ჩავილაპარაკე და გოგოებს გავხედე- მშვენიერი ფორმა მაქვს არჩეული პროსტა შემდეგ ოქტრომბრამდე ესე გამოწყობილი ვერ დაველოდები -გიჟი ხარ შენ თავს ვფიცავარ - აღმოხდა ნიას -ვიცი - თვალი ჩავუკარი და როგორც კი მძღოლის ზარმა მამცნო მოვედიო, უკანა კარიდან გავიპარე შეუმჩნევლად. -ბახტრიონზე - გავუცინე გაკვირვებულ მძღოლს , რომელიც ისე მათვალიერებდა, მე მგონი დაყაჩაღების შეეშინდა. თუმცა ყურადღება აღარ მიმიქცევია , ყურსასმენები მოვირგე და madness- never knew your nameს თანმხლებით ვიმგზავრე სახლამდე. ნუ რა გითხრათ, რით გაგახაროთ?! ამერიკაში ვბრუნდები. ----------------------------------------- ----------------------------------------- ----------------------------------------- -მერე რა მოხდა?- ამოწია თავი დღიურიდან სესილიმ -უკვე წაიკითხე?- ჩაი დაუსხა ნუცამ შვილიშვილს -კი და ხო მითხარი მაგას რო მორჩები მეორე დღიურსაც წაგაკითხებო? -ცოტა ადრე ხო არ იყო შენთვის მაგის წაკითხვა? - თვალები მოჭუტა ქალმა -12 წლის ვარ, პატარა არ ვარ , თან კიდე ეხლა რაღა დროსია, უკვე წავიკითხე- მხრები აიჩეჩა სესილიმ - მაინტერესებს მერე რა მოხდა -ჯერ ჩაი დალიე და მერე გეტყვი -მიყვარს აქაურობა - გაიღიმა პატარამ და ოთახს თვალი მოავლო -ჯერ მხოლოდ მეორეჯერ ხარ საქართველოში - გაუკვირდა ნუცას- აქ რო დაიბადე, ერთ წელიწადში წახვედი და ესე უცებ როგორ შეგიყვარდა -რავი დედიკოს სამშობლოა და რომც არ ჩამოვსულიყავი მაინც მეყვარებოდა -დედაშენი უკრაინელს რომ არ გაჰყოლოდა ცოლად, არ მოგიწევდა აქეთ-იქით სიარული -დედაჩემი მამაჩემს რომ არ გაჰყოლოდა ცოლად, არც მე ვიქნებოდი- ჩაილაპარაკა ნიშნისმოგებით სესილიმ- გააგრძელე რა, მერე რა მოხდა? -მერე ანიტაც გათხოვდა -კაიი? - გაკვირვებისგან პირი დააღო ბავშვმა -ხო ბე, დაქალიც გამითხოვდა- გაუღიმა კაპანაძემ გოგონას და თმაზე ხელი გადაუსვა -ვის გაყვა? -წაიკითხე და შენით ნახავ - დააინტრიგა შვილიშვილი და ყავა მოსვა -სადაა მეორე დღიური- მოუთმანელად იკითხა ბავშვმა -ჩემს ოთახში შეირბინე და საწოლის გვერდით რო ტუმბოა, მაგის ქვედა უჯრაში ნახე ----------------- ----------------- ----------------- -რას ნიშნავს ამერიკაში ბრუნდები?- ყურში იმხელაზე ჩამყვირა ჩივაძემ, მგონი ექიმთან გავხდი მისასვლელი -შენ ვინ გითხრა? - სამზარეულოში მოფუსფუსე დედაჩემს გავხედე და თვალები ავატრიალე -მაკამ, ვინ მეტყოდა.. გამიღე კარი -რა კარი -შენი სახლის კარი -ეხლა საგურამოში უნდა იყო- გამიკვირდა და შემოსასვლელისკენ დავიძარი -ერთი გოგო ჭკვიანურად რო იქცეოდეს ვიქნებოდი კიდეც - შემოაბიჯა და არც გადამკოცნა ისე წავიდა მისაღებისკენ -ხო რავი, მობრძანდი, დაბრძანდი - მხრები ავიჩეჩე და კარი დავკეტე -მაკა როგორ ხარ? -ამ გიჟის ხელში როგორ ვიქნები? - ორივემ ისე გადმომხედა მერჩივნა კარებთან დავრჩენილიყავი -ხო იცი ანიტ ეგ უკვე „რიჟა“ ბაზარია. სოუ ამოალაგე შენი ბარგი და წავედით საგურამოში -მაშინაც ეგეთი „რიჟა“ ბაზარი იყო, მაგრამ მაინც წავედი - გავახსენე 5 წლის წინანდელი და ამაყად მივეყრდენი კარის ჩარჩოს -მაშინ საქმის კურსში არ ვიყავი -თვალი ჩამიკრა ჩივაძემ - ეხლა ხო იცი, სულ მცირე ორი საათით რო მოგწყვიტო თვალი, ეგრევე აეროპორტში გადავრეკავ და ყველანაირ რეისს გავაუქმებინებ. დაჟე ჰაერიდან მოგხსნი -კაი არ გინდა ეს ბახტრიონელი კაი ბიჭის როლი თუ ძმა ხარ - მობეზრებულმა ავიქნიე ხელი და ბარის სკამზე ჩამოვჯექი -იმდენს იზამ , კენგურუს ჩანთას ვიყიდი, პატარა ბავშვებს რაშიც სვამენ და იმით გატარებ - დამემუქრა ვატო და ამ სცენის წარმოდგენისთანავე სიცილი ამიტყდა. დედაჩემს გადახედა და ანიშნა არ ინერვიულოთ, ესეთიაო -არა ის მაინც კითხე რის გამო მიდის, ჩემი ფული მქონდა იქ ყოფნისას და ეხლაც მინდა გაგრძელებაო, ტყუილად კი არ ვიწვალე იმხელა კომპანია რო შევქმენი და ისე უპატრონოდ დავაგდეო - შესჩივლა მაკამ -თან იქ თუ საუკეთესო ფსიქოლოგი იყო, აქ საერთოდ რას იზამს წარმოიდგინე - გააგრძელა მაკამ ჩვეულ რიტმში -შენ არ ინერვიულო მაკა - დაამშვიდა ვლადიმეროვნა- აქედან ფეხსაც ვერ გაადგამს- თვალი ჩაუკრა -ხოდა უთხარი აქ მიხედოს კარიერას, იმხელა გამოცდილება აქვს არ გაუჭირდება -ხოდა მიხვედავ - ამაყად განვაცხადე და ხელები ერთმანეთზე გავუსვი --------------------- -რა ლამაზიი დღეაა, რა ნათელი მზეაა. იმიტომ, რომ დღეს ანიტას დაბადების დღეააა- შემოცვივდნენ სიმღერით ჩემი ოჯახის წევრები -ჩააქრე - მეჩხუბება ხელებდამძიმებული მაკა -მაცადე სურვილი ჩავიფიქრო - შუბლს ვიჭმუხნი და ახალგაღვიძებულ თვალებს ვიფშვნეტ -იმედია დღეს მაინც ისვენებ - ჩამომიჯდა ნანა საწოლზე -არაა, დილას მყავს ორი პაციენტი და მერე ბავშვებთან ერთად გავალ სადმე -დღეს მაინც დაგესვენა, შვილო- მსაყვედურობს გურამი და შუბლზე მკოცნის -რას მჩუქნით? - თვალებაციმციმებული ვუყურებ ჩემი ოჯახის წევრებს -სახლის ყიდვას ვფიქრობდით, მაგრამ უშენოდ ხო იცი როგორც გაგვიჭირდება. შესაბამისად შენი ახალთახალი მანქანა ეზოში დგას და შეგიძლია ჩახვიდე- ამიფრიალა მამამ გასაღები. კივილით წამოვხტი და კისერზე ჩამოვეკიდე -მადლობა მადლობა მადლობა მადლობა - ჩავკოცნე ყველა სათითაოდ და პიჟამოს ამარა ჩავქანდი ქვემოთ. ეზოში შავ X6ს წითელი ბანტი ამშვენებდა, რომელიც ეგრევე მოვხსენი და საჭესთან მოვკალათდი. იმდენი ხანი ვიბოდიალე, მგონი სამსახურში დავაგვიანე. ისევ თავის ადგილას გავაჩერე და გადმოვხტი. -გილოცავ - ჩემი ბავშვობის თაყვანისმცემელი შემხვდა და გადამკოცა- საინტერესო ფორმაში ხარ - ამათვალიერა სიცილით. მერე გამახსენდა როგორ ფასონზე მქონდა თმა და ჩემს დათუნებიან პიჟამოს როგორ „საყვარლად“ ეხამებოდა. უხერხულად გავუღიმე და მორიგი მეზობლების მოლოცვას მადლობები შევაგებე. როგორც იქნა ავაღწიე სახლამდე, თავი მოვიწესრიგე და რადიკალურად განსხვავებული ჩავედი ქვემოთ. მეორე პაციენტის გასტრუმებისთანავე დავხედე ტელეფონს სადაც უამრავი ზარი და შეტყობინება მქონდა მოსული, მაგრამ ჩემი მეგობრებისგან არცერთი რომ არ იყო მივხვდი რაღაცას მიმზადებდნენ და სახლისკენ ავიღე გეზი. -მოვედიი - დავიყვირე შემოსასვლელიდან და ხმა რომ არავინ გამცა, მისაღებისკენ დავიძარი. სამზარეულოში მოფუსფუსე ნანას ზურგიდან ჩავეხუტე, რომელიც შიშისგან შეხტა -შე არანორმალურო გოგო - პირსახოცი დამარტყა საჯდომზე - გული გამიხეთქე -მოფსი ბე და გადაგივლის - გავუცინე ამ სახლის ყველაზე ენერგიულ დიასახლისს და ვაშლი ჩავკბიჩე -წლები გემატება და ჭკუა არა - გაიქნია დანანებით თავი და შეფუთული ყუთი გამომიწოდა- მეც მაქვს შენთვის პატარა საჩუქარი. ლამაზად შემოკრული პარკი შემოვაცალე და მომენტალურად წამოვიკივლე -არ მჯერა - სიხარულისგან თვალები ამიციმციმდა, როცა ჩემი ბავშვობის კულონი დავინახე - სად იპოვე ბე- მთელი ძალით მოვხვიე ხელები და თავი შევიკავე რო არ მეტირა -ამერიკაში რო წახვედი, დაახლოებით 4 თვის მერე შენი ოთახის ძირფესვიანად დალაგება გადავწყვიტე და შემთხვევით კარადის თავზე აღმოვაჩინე, რომელიღაც ფეხსაცმლის ყუთში.- მხრები აიჩეჩა ნანამ საჩუქარი ეგრევე კისერზე შევიბი და სარკის წინ დავტრიალდი -შენს ბავშვებს არ მოულოცავთ ჯერ? -არა და მე მგონი რაღაცას მიმზადებენ - ეშმაკურად ჩავიცინე და ამღერებული კარისკენ წავედი, სადაც აცრემლებული ნია იდგა -რა მოხდა- ღიმილი შემაშრა სახეზე -ბიჭები დაჭრეს - ამოისლუკუნა კენჭაძემ და აცახცახებული ჩამეხუტა. მომენტალურად თავბრუ დამეხვა და კედელს მივეყუდე -სად არიან -საავადმყოფოში- მიპასუხა გადაფითრებული სახით -დროზე წავედით - ხელი მოვკიდე და კიბეებზე ჩავარბენინე, მანქანაში ჩავსხედით და ეზოდან გავიყვანე მანქანა როცა აჭრელებული ბანერები მომხვდა თვალში -გილოცააავთ- წინ გადამიდგნენ ჩემი ბავშვები და მოცინარ ნიას რო გავხედე ტირილი ამივარდა -ფუ რა დეგენერატები ხართ - ვერ ვწყნარდებოდი მე - ესეთი სიურპრიზი აღარ გამიგია , კინაღამ გული გამიჩერდა, ნორმალურები ხართ?! -არა - გამეჯგიმა ცოტნე და მანქანიდან გადმომაფრინა- ვინ არისო ჩემი იუბილარიო, ვინაოოო? - ხელში ამიტაცა და რამდენჯერმე დამაბზრიალა -აუ შემეშვით რა - ამოვილაპარაკე ნაწყენმა და რატის გავხედე, რომელიც ღიმილით მიყურებდა -მადლობა მაინც გვითხარი - გამიცინა საბამ -მადლობა, რომ გული გამ.... -ჯერ სად ხარ - შემაწყვეტინა ჩივაძემ და თითით გადაკეტილი გზისკენ მანიშნა სადაც ყველაფერი ერთად ხდებოდა. ცეკვები, სიმღერები, წარმოდგენები, სურათები, ჰელიუმის ათასობით ბუშტი, რომლებიც ნელნელა ადიოდა ჰაერში და ბედნიერება! ბედნიერება იმის, რო მე მყავდა ესენი ! საღამომდე ყველაფერი კარგად იყო, სანამ რატიმ არ მანიშნა სალაპარაკო მაქვსო და ოთახში არ ავედით. -რამე მოხდა? -არ შემირიგდები? -მკითხა ჩამქრალი ხმით -გაბუტული არც ვარ - მხრები ავიჩეჩე და საწოლზე ჩამოვჯექი -ძველი ურთიერთობა აღარ გვაქვს -ჰაჰ , კიდევ კაი მითხარი, თორე ვერ შევნიშნე -ნუ მეიაზვები -აბა რას მთხოვ რატი? რომ ვითომც არაფერი ყველაფერი ძველებურად გაგრძელდეს? - მომეშალა ნერვები -დაახლოებით -ცოლიანი ხარ - შევახსენე -ცოლს რას ეძახი შენ, ჯვარი არ გვაქვს დაწერილი, ხელი არ გვაქვს მოწერილი, პროსტა ერთად ვცხოვრობთ -რა მნიშვნელობა აქვს ცოლი გეყოლება თუ შეყვარებული, როცა შენგან ბავშვს ელოდება? -ტყუილად გელაპარაკები ხო? -დაახლოებით -კარგი- ამოიოხრა და კარისკენ წავიდა -ისე ნუ იქცევი, თითქოს მე ვიყო რამეში დამნაშავე -ზუსტადაც რომ შენ ხარ დამნაშავე- მომიახლოვდა და წინ დამიდგა -მე არ დამიორსულებია შენი შეყვარებული- ხმას ავუწიე -გაჩუმდი, გთხოვ -შენ მე ვერ გამაჩუმებ - უარესად დავიწყე ყვირილი, როცა უცბად ტუჩები მომაწება და ლაპარაკის საშუალება აღარ დამიტოვა. სიმთვრალემ თავისი ქნა და მოხდა ის რაც არ უნდა მომხდარიყო. დიახ, სწორად მიხვდით! მე და რატი ერთად ვიწექით ! -რა დებილი ვარ ღმერთო- დავიწყე ზლუქუნი და ნიას ჩავეხუტე -ნასვამები იყავით, ხდება ხოლმე - ჩემს დამშვიდებას ეცადა დაქალი -ეგ არ მამართლებს - უარესად ამიტყდა ტირილი- ჩემ გამო დაშორდნენ ერთმანეთს -მაგათი ურთიერთობა ისედაც განწირული იყო ანიტ, შენს თავს ნუ ადანაშაულებ. ისედაც არ უყვარდათ ერთმანეთი ისე, როგორც საჭირო იყო- ჩაერთო ნუცა -ხო მაგრამ ჩემი მიზეზით არ უნდა მომხდარიყო. ჩემი ძმაკაცის ცოლს ქმარი ავახიე -ცოლ-ქმარი არც ყოფილან ანიტა - გამახსენა ანკამ -რა მნიშვნელობა აქვს -შეყვარებულის კონტექსტში უფრო კარგად ჯდება - გაეცინა ნიას - ჩემი ძმაკაცის შეყვარებულს შეყვარებული ავახიე. -ისე წიგნი რო დაწერო, მაგარი სათაურია, რას იტყვი - გაეცინა ნუცას -დავწერ ადრე თუ გვიან - გამეღიმა და სივრცეს მივაშტერდი. ჩემი და რატის ურთიერთობა შეიცვალა. ცდილობდა ჩემთან დალაპარაკებას , მაგრამ აზრი არ ჰქონდა. „ოჯახი“ დავუნგრიე და ვერ შევხედავდი თვალებში. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ მადანაშაულებდა მე, თავს მაინც დამნაშავედ ვგრძნობდი, რასაც ვერაფერი შეცვლიდა. ---------------------- ---------------------- ---------------------- -ბეე -ხო სესი -აქ დამთავრდა ყველაფერი? -არა, ბე. მანდ ყველაფერი არ წერია -და საიდან გავიგო მერე რა მოხდა- გული დაწყდა ბავშვს -მე მოგიყვები - კალთაში ჩაისვა შვილიშვილი და თხრობა განაგრძო: -ბევრი არც არაფერია მოსაყოლი, ლიზა მალევე გათხოვდა -ლიზა არ მაინტერესებს - შეაწყვეტინა გაბრაზებულმა სესილიმ -მთავარი სწორედ ეხლა წყდება - გაუღიმა გოგონას და გააგრძელა - რატიმ ბავშვის მონახულება რომ გადაწყვიტა, ლიზა სახლში არ დახვდა. მხოლოდ მისი ქმარი იყო და ამ კაცმა იცი რა უთხრა? ის, რომ ლიზა ჯერ კიდევ იმ ზაფხულს გაიცნო, როცა ანიტა კომაში იყო. მოსწონებია ერეკლეს ეს ჩვენი გოგო და -ჩვენი არა - ისევ გააწყვეტინა შვილიშვილმა მკაცრი ხმით -კარგი კარგი - გაეცინა ნუცას - მოწონებია ეს გოგო ერეკლეს და სწორედ იმ დღეს ჩაისახა პატარა სალომე -ვერ მივხვდი -რატისგან კი არა, ერეკლესგან ელოდებოდა ლიზა ბავშვს და ატყუებდა, რაც შემდეგ დნმ-ს ანალიზით გაარკვიეს -ფუ რა უნამუსო გოგოა- გაბზარდა სესილი- მერე რა მოხდა? -მერე რატი და ანიტა შერიგდნენ -შვილიშვილი ჰყავთ შენსავით? -კი ბე, ნენე, შენზე 2 წლით დიდია და იცი რა? -რა? - თვალები აენთო პატარას -ეხლა შოკოლადის ტორტი გამოვაცხოთ, იმიტომ, რომ საღამოს ჩემი მეგობრები მოვლენ შვილიშვილებთან ერთად -აქ ვინც არიან ისინი? - გაკვირვებით აღმოხდა სესილის და დღიურისკენ გაიშვირა თითი -კი ბე, ბახტრიონის „სასტავი“ იმის მერე აღარასდროს დაშლილა და დღეს უნდა გაგაცნო ჩემი მეგობრები -ყველაზე ლამაზი კაბა ჩამაცვი კაი?- სიხარულისგან ტაში შემოკრა -აუცილებლად ბე - თვალი ჩაუკრა ნუცამ გოგონას და სამზარეულოში წაიყვანა . --------------------- -ანიტა ბებოო -ბებოს ნუ მეძახი, სესილი - გაუწყრა მოჩვენებით და რატის მხრიდან თავი აიღო -წიგნი როდის უნდა გამოუშვა? -რა წიგნი, სესი? - გაუკვირდა მეტრეველს -აი ის, როგორ აახიე შენი ძმაკაცის შეყვარებულს შეყვარებული. სუფრაზე სიჩუმე ჩამოწვა და შემდეგ ყველა ერთიანად ახარხარდა. და იცით რა? ნამდვილი ურთიერთობები და გრძნობები არასოდეს მთავრდება. მთავარი სწორი ადამიანების შერჩევაა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.