საკუთარი ბედნიერება(მეორე თავი)
უეცრად მათ წინ თეთრი მანქანა გაჩერდა და ბექა გადმოვიდა.ხო მართლა აქამდე არ მითქვამს ბექა მათი კურსელია,ყველასგან გამორჩეული,თეთრი ტანმაღალი ბიჭი,შავი თმითა და თვალებით.ჩაცმის სტილიც დიდი მონდომებით ჰქონდა შერჩეული ყოველთვის. ------------------------ -აქ რას უდგეხართ,უკვე ყველა წავიდა,რამე ხომ არ მოხდა?გაურკვევლად იკითხა. -ჩვენც მივდივართ უბრალოდ ტაქსს ველოდებით უპასუხა ლანამ. -წამოდით,მე გაგიყვანთ სახლში. -არა იყოს ნუ წუხდები,ტაქსით წავალთ. -რა შეწუხებაა,ნუღარ მახვეწნინებთ დასხედით და წავედით. -რატომაც არა,წამოიძახა თამუნამ და და მანქანის კარი გამოაღო,ლანაც მიჰყვა მას თუმცა კი ძალიან გაკვირვებული იყო მეგობრის ასეთი ქცევით. -ეგრე რა ღიმილით თქვა ბექამ და მანქანა დაძრა.აბა სად მიგიყვანოთ,რომელ უბანში ცხოვრობთ? -ლანამ მოკლედ უთხრა მისამართი... -მართლა?მანდ ბევრს ვიცნობ,შეიძლება საერთო ნაცნობებიც აღმოგვაჩნდეს,უხერხული სიჩუმის გასაფანტად ისევ გააგრძელა ლაპარაკი ბექამ. -ჯერ არავის ვიცნობთ,სულ რამდენიმე დღეა რაც გადმოვედით,მანამდე რაიონში ვცხოვრობდით. -გასაგებია.. ისევ უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა,ყველა დუმდა,მხოლოდ დაბალ ხმაზე ჩართული მუსიკა არღვევდა ამ მყუდროებას. -მოვედით,თქვა ბექამ და მანქანა შეაჩერა. -მადლობა და ნახვამდის,უცერემონიოდ გამოემშვიდობნენ ერთმანეთს. სახლის კარი მიხურეს თუ არა თამუნა მაშინვე მოჰყვა ბექას ქებას. -რა კარგი და თავაზიანი ვინმეა,სახლამდეც მოგვიყვანა. -ჩვენ უმაგისოდაც მოვიდოდით,იქ არ დავრჩებოდით მაგრამ გეთანხმები,კარგი ბიჭია თორემ რა ვალდებული იყო მოვეცილებინეთ,ეგ მისი კეთილი ნების გამოხატვაა.ახლა დივანი გავშალოთ და დავწვეთ,მერე კი დედას დავურეკავ. -მართალი ხარ,დავწვეთ,მეც დავრეკავ თან ჩემებთან. ლექციების დასრულების შემდეგ ყველანი ერთად გამოვიდნენ უნივერსიტეტის ეზოში,ლანა და თამუნაც ლაპარაკში იყვნენ გართული,მათი ყურადღება ნაცნობმა ხმამ მიიქცია რომელიც ლანას ეძახდა,მოიხედეს და მათ წინ შოთიკო იდგა. -შენ აქ საიდან?მოჩვენებითი გაოცება გამოხატა ლანამ,არადა მშვენივრად იცოდა იქვე ახლოს რომ იყო მისი უნივერსიტეტი,და ადრე თუ გვიან ელოდა კიდეც ამ შეხვედრას. -მეც აქვე ვსწავლობ,თქვენი ნახვა მომინდა,აქაც ერთად ვიქნებით.თქვა და ღიმილით გადახედა ლანას. -კარგია,ისევ თამუნამ განმუხტა უხერხული სიტუაცია,რას შვები როგორ ხარ? -არამიშავს,ვეგუები ნელნელა სიახლეებს.თქვენ როგორ ხართ,თუ რამეა თქვენს გვერდით ვარ ხომ იცით. -არ შეწუხდე ჩვენც კარგად ვართმევთ თავს ყველაფერს,უკმეხად უპასუხა ლანამ,რომელიც უკმაყოფილო ჩანდა აშკარად. -არ ვწუხდები,ისე ძალიან ლამაზად გამოიყურები როგორც ყოველთვის. -მადლობა,მოკლედ უპასუხა ლანამ და სადღაც გულის სიღრმეში მაინც ეამა კომპლიმენტი. ეს მოულოდნელი შეხვედრა არც ბექას და მის მეგობრებს გამორჩენიათ,რომლებიც შორიახლოს იყვნენ და აკრიტიკებდნენ მხიარულად მოსაუბრე სამეულს. -კიდევ ერთი სოფლელი მოემატათ,დამცინავი ხმით წარმოსთქვა ქეთამ,ბექას ერთ-ერთმა მეგობარმა. -ხო ორნი არ გვყოფნიდა,მესამეღა გვაკლდა ტოო,დაემოწმა მაშინვე გოგა. -კარგი რა .შენ რაღა დაგემართა,რა ქალივით ჭორაობ,ლაპარაკი შეაწყვეტინა ბექამ. -გოგას არაფერი მაგრამ შენ რა გჭირს,როდის აქეთ გახდი მაგათი დამცველი სიტყვის თქმის უფლებას რომ არ გვაძლევ. -არაფერი მჭირს,უბრალოდ უსამართლოდ იქცევით.რა შუაშია სოფლელი და ასეც რომ იყოს თქვენ რა გიშავდებათ მათი სოფლელობით რომ ასე აითვალწუნეთ? -მეტი რაღა უნდა დააშაონ ჯგუფს გვიბანძებენ,სიცილით თქვა ქეთამ. -ბექამ მიხვდა რომ აზრი არ ქონდა ლაპარაკს,აღარ გამოეპასუხა,დუმდა. -რას დაიგრუზე,შენ მგონი ორიდან ერთ-ერთი გევასება,ინტერესით იკითხა გოგამ. -რატომაც არა,მშვენიერი გოგოები არიან,ცოტა ხნით გაერთობოდა კაცი.თქვა ბექამ და გაეცალა მეგობრებს ღიმილიანი სახით,თითქოს ამ სიტყვებს გულწრფელად ამბობდა...იქვე მდგომ ლანას და თამუნას დაემშვიდობა მერე კი მანქანისკენ გასწია.გოგონებიც მალევე გამოემშვიდობნენ შოთიკოს,შინ მისულებმა გამოიცვალეს და სადილის მზადებას შეუდგნენ,თან შოთიკოს მოულოდნელ საქციელს განიხილავდნენ.ისადილეს,მერე კი იმეცადინეს. დილით ლექციებზე წასვლა ეზარებოდათ მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდათ,დავალება უნდა ჩაებარებინათ,მოემზადნენ და წავიდნენ.ლექტორმა კიდევ დავალება მისცათ,მაგრამ ამჯერად არა ინდივიდუალური,არამედ ჯგუფური პრეზენტაცია.აუდიტორიიდან უსიამოვნო სახეებით გამოვიდნენ გოგოები და კიბეებზე დაეშვნენ,თან დავალების გეგმებს აწყობდნენ თუ როგორ გაეკეთებინათ უეცრად რომ ბექას ხმა მოესმათ: -მეც თქვენთან ერთად ვიქნები,ერთად გავაკეთოთ,თუ წინააღმდეგები არ ხართ რა თქმა უნდა... -როგორც გინდა,თუ არ გყავს ჯგუფი მაშინ ჩვენთან იყვავი. -თქვენთან მირჩევნია,შენი ნომერი ჩამაწერინე ლანა,თქვა გახარებულმა ბექამ და მობილური მოიმარჯვა. -ჩაიწერე,უთხრა ლანამ და ნომერი უკარნახა,მერე კი დაემშვიდობნენ ერთმანეთს. ორი დღე მუშაობდნენ ჯგუფურად პრეზენტაციაზე,განიხილავდნენ და იზიარებდნენ ერთმანეთის იდეებს,მესამე დღეს ერთად წარადგინეს დავალება და უმაღლესი შეფასებაც დაიმსახურეს.სამივენი კმაყოფილები ჩანდნენ,ასე გადიოდნენ და წარმატებული დღეები ერთმანეთს ცვლიდნენ,ხშირად უწევდათ დავალებებზე ერთად მუშაობა,ნელნელა ისე რომ ვერც კი შენიშნეს როგორ დაუმეგობრდნენ და დაუახლოვდნენ ერთმანეთს.ბექა ხშირად ეკონტაქტებოდა მობილურით ლანას,უნივერსიტეტში ხომ სულ ერთად იყვნენ სამივენი.რაც კურსელების და მითუმეტეს ბექას მეგობრების უკმაყოფილებას იწვევდა,ის ბევრ გოგოს მოწონდა და როგორც ისინი იტყოდნენ არ აპირებდნენ ვიღაც სოფლელისთვის დაეთმოთ უნივის ყველაზე პოპულარული ბიჭი,თავად ბექაც ბევრს ფიქრობდა ამ ურთიერთობაზე,თავს და მეგობრებსაც არწმუნებდა რომ სერიოზული არაფერი იყო და დროსთან ერთად შესაძლოა ყველაფერი წარსულს ჩაბარდებოდა,უბრალოდ დღევნდელი დღით ცხოვრობდა და სამომავლოდ არაფერს გეგმავდა.ლანა გაურკვევლად იყო,ვერ გადაეწყვიტა ერწმუნა თუ არა ბექას მეგობრობა,იქნებ ისიც სხვების მსგავსად მოიქცეს და იმედები გაუცრუოს,და ერთ დღეს დანარჩენებივით მის სოფლელობაზე დასცინოს,თუმცა თამუნა სულ ეუბნებოდა რომ ბექასი სჯეროდა,რომ ის სხვებისგან განსხვავდებოდა. -ცუდად ვარ,ხვალ ალბათ ვერ წამოვალ ლექციებზე მარტო მოგიწევს წასვლა. -განა რა გჭირს ეგეთი,ხვალამდე გაგივლის. -სიცხე მაქვს,გავცივდი.ხომ ხედავ რა დღეში ვარ… -ოხ ჯერ არ გაციებულხარ რაა,მაშინ არც მე წავალ,ცუდად თუ ხარ მარტო ხომ არ დაგტოვებ. -ჩემზე არ იჯავრო,წადი და გაიგე შუალედურისთვის რომელი თემები უნდა მოვამზადოთ. -აუუფ,კაი ხო სხვა გამოსავალი თუ არ არის წავალ.უხალისოდ თქვა ლანამ. დილითაც შეუძლოდ იყო თამუნა,ლანა მიდიოდა მარტო და რომ იტყვიან ფეხები უკან რჩებოდა,პირველად მიდიოდა მარტო,თამუნას გარეშე.15 წუთით ადრე მივიდა,აუდიტორიაში ბავშვები იჯდნენ და საუბრობდნენ,მათ შორის იყო ბექა და მისი მეგობრები,ლექტორი ჯერ არ მოსულიყო,ლანა მიესალმა კურსელებს და დაჯდომას აპირებდა ქეთას სიტყვებს რომ მოჰკრა ყური,მანაც სპეციალურად ხმამაღლა თქვა ყველას რომ გაეგონა: -ნახეთ ჩვენი სოფლის გოგოც მოსულა,ნეტავ ტყუპის ცალი სად დაკარგა? -ოჰ სოფლის სიომ დაჰბერა,დაუმატა მეორემ და აუდიტორიაში ხარხარი ატყდა,ხმა ვეღარ ამოიღო ლანამ,იქვე რომ არ ეტირა სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა აუდიტორიიდან და კიბეებზე დაეშვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.