შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საკუთარი ბედნიერება(პირველი თავი)


24-05-2018, 14:53
ავტორი melina
ნანახია 2 798

გაზაფხულის მზიანი დილა იდგა,ზამთრის ძილისგან გამოსული და ახლად გაღვიძებული ბუნება საოცარი სანახავი იყო.ხეებს კვირტები გამოესხათ და ფერად-ფერადი ყვავილებით იწონებდნენ თავს,მწვანე ბალახმაც იწყო ამოსვლა,მასვე მოჰყვნენ მინდვრის ლამაზი ყვავილები,გაზაფხული იგრძნობოდა ყველგან,მზის სხივები თანდათან ძალებს იკრებდნენ და მეტი სიმხურვალით ათბობდნენ არემარეს...
ლანას საძინებლის ფანჯარაშიც შეიჭრნენ დილის მზის სხივები,თუმცა თვითონ უკვე ამდგარიყო,ტანთ ჩაეცვა და სარკის წინ ივარცხნიდა ლამაზ ქერა თმას.სკოლაში მისი თანატოლებისგან განსხვავებით არ უყვარდა პრანჭვა,არ მიიჩნევდა მართებულად სკოლის მერხს მიჯდომოდა „ტუჩსაცხით“,ისე კი არც უდროო იქნებოდა ის უკვე მეთერთმეტე კლასს ამთავრებდა და ორ კვირაში ბანკეტი უნდა ჰქონოდა.გამორჩეული გოგო იყო მართლაც ჭკვიანი,თავაზიანი,დაკვირვებული,მასწავლებლებსაც ძალიან უყვერდათ.მის ამხანაგებზე კი იგივეს თქმა გამიჭირდება,ყველაფერთან ერთად კონფლიქტურებიც იყვნენ და თითქმის ყოველ დღე კლასში ჩხუბი იმართებოდა.ლანა ცდილობდა ყველასთან კარგი ურთიერთობა ქონოდა რაც მეტ-ნაკლებად გამოსდიოდა კიდეც,ერთადერთი გამონაკლისი თამუნა იყო,მასთან განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა,მასწავლებლებთან ერთად დადიოდნენ,მთელ დღეებს ერთად ატარებდნენ.დღესაც სკოლის შემდეგ ერთად უნდა წასულიყვნენ მასწავლებელთან.
ლანამ ღიმილით შეაღო კლასის კარები,ამხანაგებს მიესალმა და თავის მერხისკენ გასწია,სადაც თამუნა ეგულებოდა.
-უნარებზე ხომ მოდიხარ მაშინვე იკითხა თამუნამ.
-კი ხომ გითხარი ვერ გავაცდენ,დღეს ახალი დავალება უნდა მოგვცეს,ისე კი ძალიან მეზარება წამოსვლა.
-ნეტავ რატომ გეზარება?გამოაჯავრა თამუნამ.
-ისევ თავიდან არ დაიწყო ახლა,შენ გადასარევად იცი რატომაც არ მინდა წამოსვლა.ბუზღუნით თქვა ლანამ.
-ვიცი მაგრამ მაინც ვერ გამიგია რას ერჩი მშვენიერი ბიჭა,უყვარხარ ხომ არ ეჯავრები თქვა და გადაიკისკისა თამუნამ.
ამ ლაპარაკში გართულებმა ვერ კი შენიშნეს როგორ შემოვიდა მასწავლებელი,დამამთავრებელ კლასში იყვნენ და დიდად სწავლით არ გამოირჩეოდნენ ბავშვები,არც მასწავლებლები თხოვდნენ მკაცრად.გაკვეთილის საათები ლაპარაკში და მასწავლებლების მიერ ნაამბობ სახალისო ამბებში ილეოდა.გაკვეთილების შემდეგ გოგონები სკოლის სასადილოში შევიდნენ შემდეგ მასწავლებელთან გადაინაცვლეს და შინ საღამოს 6 საათზე დაბრუნდნენ.
-დედაა,დაიძახა კარის გაღებისთანავე ლანამ.
-მოდი შვილო,გამოეხმაურა სამზარეულოდან თინა.სასიამოვნო გარეგნობის,ტანდაბალი,შუახნის ქალი.რომელიც ქურასთან იდგა და კერძს ამზადებდა.ლანაც იქვე დედასთან ახლოს ჩამოჯდა და დაიწყო დღის ამბების მოყოლა.
-როგორ ჩაირა სწავლის საათებმა შვილო?
-როგორც უმეტეს შემთხვევაში დე,კლასში ჩხუბი და აყალმაყალი იყო,ნინო და ფიქრია ჩხუბობდა.
-რა სჭირთ მაგათ რა ვერ გაიყვეს ამხელა გოგოებმა,ბანკეტზე მაინც დაინდონ ერთმანეთი.
-ზოგადად მაგათ მიზეზების ძებნა არ ჭირდებათ ჩხუბისთვის,მაგრამ დგეს სასწაული იყო,დირექტორიც კი მაგათ აზავებდათ,ლამის გაპუტეს ქალი.თქვა და გადაიკისკისა ლანამ.
-მამა სად არის არ მოსულა ჯერ?
-არა აწი მოვა,დღეს ბაზარში ვიყავი,პროდუქტები მოვიტანე მივალაგე,კერძის მზადება დავიწყე და შენც მოხვედი ჩემო პატარა,უთხრა თინამ და გადაუსვა თავზე ხელი დედისერთა შვილს,რომელსაც დღესაც ისე ეფერებოდა როგორც წლების წინ როცა მართლა პატარა იყო.სუფრაც გაშალეს ლაპარაკში დედაშვილმა,ამასობაში გურამიც მოვიდა,ოჯახი სუფრას შემოუსხდნენ და გემრიელად შეექცნენ.კარგი და კეთილსინდისიერი კაცი იყო ლანას მამა,ცუდს არავის უსურვებდა,უბრალო ნაცნობებიც კი დიდ პატივს ცემდნენ,სამსახურიდან გამომდინარეკი ისედაც ბევრი ხალხი ცნობდა ამ ქალაქის ცნობილ იურისტს(გამომძიებელს).
ვახშმობის შემდეგ ლანამ სუფრა აალაგა,ჭურჭელი დარეცხა,დედ-მამას აკოცა და თავის ოთახში შევიდა სამეცადინოთ,ბევრს მეცადინეობდა ეროვნული გამოცდების გამო,გვიან ღამემდე კითხულობდა,მერე ღამის ნათურა ჩააქრო და ძილს მიეცა.
11 საათი იყო დაწყილი დილით რომ ადგა საწოლიდან,მოწესრიგდა და გავიდა საძინებლიდან.თინა კარგა ხნის ამდგარი იყო ეტყობოდა,სახლი დაელაგებინა და ტელევიზორს უყურებდა.გურამი კი როგორც წესი სამსახურში იყო.დილით მსუბუქი საუზმე მიირთვეს თან დღის გეგმა დასახეს:
-ლანა 12 საათზე მკერავთან უნდა ვიყოთ ხომ იცი,სწრაფად მოემზადე და გავიდეთ.
-ხო ბოლო გასინჯვაა და თუ შეცვლა არ დასჭირდა რამის წამოვიღებთ მზა კაბას,ერთი სული მაქვს როდის ვნახავ დე,ალბათ ლამაზი გამოვიდა.
ზუსტად 12 საათზე ლანა მკერავთან იყო და სარკის წინ ტრიალებდა,მართლაც რომ ამშვენებდა მის მოხდენილ ტანს გრძელი ტანზე მოყვანილი წითელი კაბა,არაფრის შეცვლას საჭიროებდა ამიტომაც თან წამოიღეს.
-ახლა მაღაზიებშიც გავიაროთ დე, ფეხსაცმელიც ავარჩიოთ.
-კარგი ლანა მაგრამ ბევრი არ მატარო როგორც იცი ხოლმე,ძალიან დაღლილი ვარ დედას სიხარულო.
-გეთანხმები,მეც დაღლილი ვარ.თუმცა ორივე ისე გაერთნენ სიარულით და რაიმე განსაკუთრებულის ძებნით რომ შინ რომ დაბრუნდნენ თითქმის 4 საათი სრულდებოდა…
ლანა უკვე დაძინებას აპირებდა თამუნამ რომ დაურეკა:
-გისმენ თამო,როგორ ხარ?
-არამიშავს,შენ როგორ ხარ?რატომ არ იყავი დღეს მასწავლებელთან?
-დამეზარა გოგო დაღლილი ვიყავი,მკერავიდან კაბა გამოვიტანე,მერე ფეხსაცმელიც ვიყიდე და ნუ მოკლედ რაა...
-მდაა...შენ მოსვლა დაგეზარა და რომ იცოდე როგორ გელოდებოდა ბიჭი,მკითხა კიდეც რატომ არ მოვიდა ცუდად ხომ არ არისო...
-აი მაგიტომაც არ მომწონს ეგეთი გაუბედავი რომ არის,შენ მოკითხვებს გაბარებს და ჩემთან ხმას ვერ იღებს,მოეწერა და პირადად გაეგო თუ აინტერესებდა ჩემი ამბები.
-აცადე და იქნებ თვითონაც გითხრას რამე.შოთიკოს დაცვა დააპირა თამუნამ.
-არც ვაცდი და არც ველოდები,მაგ რომ გამბედაობას მოიკრებს მაგ დროისთვის შეუძლია სხვა ეძებოს.
-ასე ნუ ბრაზდები გოგო,ყველა ერთნაირი არ არის, რა ქნას მას სხვანაირად მოქცევა არ შეუძლია,გაიზრდება და გათამამდება სიცილით დაამთავრა სათქმელი თამუნამ.
დადგა ნანატრი ბანკეტის დღეც,სკოლის ეზოში ირეოდნენ ლამაზად ჩაცმული გოგო-ბიჭები,მართლაც კარგი სანახავი იყო მათი ჟრიამული,თითქოს მათ სიხარულს მოეცვა ირგვლივ ყველაფერი,აქ იყო ლანაც რომელიც ახლახან მოაცილა მამამ,ყველასგან გამოირჩეოდა სინაზით და სილამაზით.ფოტოებს იღებდნენ,ემშვიდობებოდნენ იმ კედლებს სადაც გაიზარდნენ და ამდენი წელი ერთად გაატარეს.ერთხანს კიდევ ელოდნენ ბავშვებს,ყველა რომ შეიკრიბნენ რესტორანში გადაინაცვლეს,ბევრი იცეკვეს იმხიარულეს და გვიან ღამით დაიშალნენ.ლანა უზომოდ დაიღალა,შინ მივიდა თუ არა წყალი გადაივლო და დასაძინებლად დაწვა საწოლში,მაგრამ არ აძინებდა ფიქრები,რა იქნებოდა მომავალში,ის უკვე სკოლის ასაკიდან გამოვიდა და ზრდასრული ადამიანი იყო,ეროვნული გამოცდებიც ხომ კარზე იყო მომდგარი...
მესამე დილით ლანამ,თამუნამ და თინამ თბილისისკენ გასწიეს,გამოცდებამდე ერთი დღით ადრე უნდა მოესწროთ ბინის დალაგება,ჩაბარების შემთხვევაში ხომ იქ უნდა ეცხოვრათ გოგოებს,თბილისი უცხო და უსაშველოდ დიდი ეჩვენებოდათ,აქ არავის იცნობდნენ,მისვლისთანავე დაიწყეს მილაგება თუმცა ბევრი არაფერი იყო გასაკეთებელი.1 ოთახიანი ბინა იყო რომელიც გურამის მშობლებმა იყიდეს შვილის სტუდენტობის დროს,თამუნასაც მოეწონა სუფთა ნათელი ბინა.საღამოს ადრე დაიძინეს მეორე დილით კი 12 საათზე გამოცდა ჰქონდათ,საგამოცდო ცენტრში მისვლამდე გოგოები არ ნერვიულობდნენ,მერე კი როცა გამოცდაზე შევიდნენ აღარც იღიმოდნენ და აღარც ხუმრობის ხასიათზე იყვნენ,ინტერესით კითხულობდნენ საკითხებს.გარეთ თინა ელოდებოდათ რომელიც არანაკლებ ნერვიულობდა,მათ ლოდინში დრო ნელა გადიოდა,გურამიც რეკავდა პერიოდულად და ამბებს იგებდა,დრო ადვილად რომ გაეყვანა იქეთ-აქეთ დადიოდა,მოიარა ეზო და შემთხვევით მის სტუდენტობის ამხანაგს შეხვდა,თურმე მისი ვაჟიც გამოცდებს აბარებდა,მოიკითხეს ერთმანეთი,უამრავი რამ გაიხსენეს რაც ერთად გადახდენოდათ.ლაპარაკში დრო სწრაფად გავიდა,გოგოები გამოვიდნენ გამოცდიდან,თინამ გააცნო ბავშვებს მისი ძველი მეგობარი ლელა,ლანა კარგ ხასიათზე იყო ეტყობოდა რომ არ გასჭირვებია გამოცდების დაწერა.
-აი ჩემი ვაჟიც მოვიდა,ეს სანდროა ჩემი შვილი,ესენი კი ჩემი მეგობარი და მისი გოგონაა,ერთმანეთი გააცნო ლელამ.მორიდებით მიესალმნენ მოსულს.სანდრო საშუალო სიმაღლის,თხელი ტანის ქერა ბიჭი იყო,ერთხანს ისაუბრეს,კარგად გაუგეს ერთმანეთს ახალგაზრდებმა,თინამ და ლელამაც გული იჯერეს ერთმანეთთან ლაპარაკით,ამდენი ხნის უნახავებს სალაპარაკო თემას რა გამოულევდათ,მობილურის ნომრები გაცვალეს და გამოემშვიდობნენ ერთმანეთს შემდეგ გამოცდამდე.სახლში მისვლამდე გოგოები სანდროზე საუბრობდნენ,უფრო მეტად კი თამუნა ცდილობდა ბიჭის დადებით თვისებებზე გაესვა ხაზი,აშკარა იყო რომ სანდრომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე.ლანა გაოცებას ვერ მალავდა,მას არ ახსოვს ჯერ ისეთი ბიჭი რომელიც ერთ საათში ასეთ წარუშლელ კვალს დატოვებდა და აღტაცებაში მიყვანდა თამუნას.სახლში მივიდნენ ივახშმეს და მდივანზე დასხდნენ ტელევიზორის საყურებლად,დაღლილებს ლაპარაკის თავი აღარ ქონდათ,ისე უხმოდ შესცქეროდნენ ტელევიზორს.
დანარჩენმა გამოცდებმაც წარმატებით ჩაიარა,შედეგების მოლოდინში იყვნენ,გურამმა სამსახურიდან შვებულება აიღო და ზღვაზე წავიდნენ რათა არიდებოდნენ ქალაქის სიცხეს და ივლისის მწველ მზეს რამდენიმე დღით მაინც,თვის ბოლო იყო და რამდენიმე დღეში გამოცდების შედეგებსაც გაიგებდნენ,რაც უფრო ცოტა დრო რჩებოდა მით უფრო ეკარგებოდა სიმშვიდე ლანას.თამუნას მობილურით ეხმიანებოდა,ისიც ნერვიულობდა თუმცაღა სანდროსთან ურთიერთობით ცოტა გულს აყოლებდა,სანდრო აღარ მალავდა მის ინტერესს და მოწონებას თამუნას მიმართ,რაც ძალიან ახარებდა ლანას,რადგან იცოდა რომ ეს ბიჭი მისი მეგობრისთვის ბევრს ნიშნავდა....
დასვენების დღეებმა მალე გაირბინეს,კმაყოფილები დაბრუნდნენ ბათუმიდან,თინას უყვარს ეს ქალაქი,განახლების შემდეგ ხომ კიდევ უფრო საოცარი და თვალისმომჭრელი უამრავ ტურისტს იზიდავს.ჩამოვიდნენ თუ არა თამუნამ მაშინვე ინახულა მეგობარი და ახარა რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გამხდარიყო,ლანამაც გადაამოწმა პასუხები და მის სიხარულს საზღვარი აგარ ჰქონდა როცა ნახა რომ ისიც ამ უნივერსიტეტში მოხვდა,თინა და გურამიც ხარობდა,გაუმართლათ იმედები შვილმა და მათმა შრომამ ფუჭად არ ჩაიარა.სამივენი გვიან ღამემდე ლაპარაკობდნენ,ლანას ჩაბარების იმედი კი ჰქონდა სადღაც გულის სიღრმეში სჯეროდა, მაგრამ ამას კი ვერ იფიქრებდა რომ თამუნა მისი კურსელი იქნებოდა,ადამიანი რომელთანაც მთელი ბავშვობა აკავშირებდა. ახლა მასთან ერთად დაეუფლებოდა ჟურნალისტიკას და უნივერსიტეტშიც ერთად იქნებოდნენ,უზომოდ ბედნიერი იყო ამით.
გულიანად ეძინა ლანას თამუნას ზარს რომ არ გაეღვიძებინა...
-რა გინდა ამ უთენია რამ გაგახსენა ჩემი თავი,ნამძინარები ხმით უპასუხა.
-რა უთენია უკვე 10 საათია,ძილისგუდა შენა.
-რავი გოგო მე და დედა გვიან ღამემდე ვლაპარაკობდით წუხელ,შენ რას შვები როგორ ხარ?
-კარგად,გოგო წეღან სანდროს ველაპარაკე,მანაც ჩააბარა,ოღონდ ჩვენთან არა,სხვა უნივერსიტეტში.
-კარგია გამეხარდა,მივულოცავ მერე,ოღონდ ახლა ძილი მაცადე გთხოვ.
-მოიცა,მოიცა არ გათიშო ჯერ არ დამიმთავრებია საძაგელო სათქმელი,
-კაი გისმენ სწრაფად მითხარი კიდევ რაღა მოხდა,უინტერესო ხმით უთხრა ლანამ.
-კიდევ იცი ვინ ჩააბარა მანდ?აბა გამოიცანი...
-მითხარი რა ფიქრის და გამოცნობის თავი არ მაქვს ახლა გავახილე თვალი.
-შოთიკომ.
-დარწმუნებული ვიყავი ეგ რომ ჩააბარებდა,აბა მშველებია და ეგ არის,არ მომანატრებს თავს.გაიცინა ლანამ.
-ოხ როგორ უცებ მოხვედი ხასიათზე,თან ახლოს არის ჩვენ სასწავლებელთან,ალბათ გნახავს ხოლმე.
-კარგი აღარ მინდა შოთიკოზე ლაპარაკი,ეგ თბილისშიც მეყოფა,კლასელებმა რა ქნეს თუ იცი?
-არა გოგო გაგიკვირდება და ლევანის ჩაუბარებია კიდევ ჩვენს გარდა,სხვა ყველა გარეთ დარჩა.შეიძლება ითქვას რომ ჩვენი კლასი ჩავარდა,კაი გოგო დაიძინე მიდი, სანდრომ მომწერა მერე დაგირეკავ.
-გამაღვიძე და ახლა გარბიხარ ლაპარაკის მუღამზე რომ მოვედი ხო?წადი გაიქეცი ბიჭი არ ალოდინო,გამოაჯავრა ლანამ.
-დროებით სიხარულო,თქვა თამუნამ და სასწრაფოდ გაუთიშა.
ამასობაში ზაფხულიც მიიწურა,თინა აცილებდა თბილისისკენ მიმავალ გოგოებს და თან რჩევა დარიგებებს აძლევდა.
-ლანა დედიკო ხომ იცი შენ ჩემი ერთადერთი იმედი ხარ,თავს გაუფრთხილდი და ერთმანეთს მიხედეთ შვილო.
-კარგი რა ასე ნუ განიცდი დე,ხშირად დაგირეკავ ხოლმე,დასვენებებზე ჩამოვალ,შენც ჩამოდი ხოლმე პერიოდულად,ისე ნერვიულობ თითქოს და ომში მივდიოდე.დედას ამშვიდებდა თუმცაღა თვითონაც უმძიმდა ოჯახიდან შორს ყოფნა,თანაც სად?სრულიად უცხო ქალაქში სადაც არავის იცნობდა სანდროს გარდა.ამ ფიქრების მიუხედავად დედას მაინც უდარდელად უღიმოდა რომ თინას არ განეცადა კიდევ უფრო მეტად,მარშუტიც დაიძრა და გაუყვა თბილისისკენ მიმავალ გზას,მთელი გზა ლაპარაკობდნენ და მომავლის გეგმებს აწყობდნენ,სანამ ჩავიდოდნენ 5ჯერ მაინც დარეკა თინამ.
-როგორც იქნა მოვაღწიეთ სახლამდე,ძალიან დავიღალე,თქვა თამუნამ და სავარძელში ჩაეშვა.
-გაგვიმართლა რომ ტაქსის მძღოლი კარგი კაცი გამოდგა და ეს ჩემოდნები ჯერ მარშუტიდან გადმოგვატანინა და მერე სახლში შემოგვატანინა თორე დაღლა მერე გენახა შენ ჩემო თამო.
-რა კარგია ხაჭაპურის წამოღება რომ დაგვაძალა თინა დეიდამ თორემ ახლა მარკეტში ჩამსვლელები ჩვენ არ ვიქნებოდით.
-აბა რა,ჩვენ კიდევ არ გვინდოდა წამოღება,აი ხანდახან უფროსსაც უნდა დაუჯერო თურმე თქვა ღიმილით ლანამ.ამ გახსენებაზე დავურეკავ და ვეტყვი რომ სახლში ვართ უკვე.
-მართალი ხარ,მეც დავურეკავ დედას,თქვა თამუნამ და მობილურს დაუწყო ძებნა.
დილით 11 საათი იყო დაწყილი,ორივენი უკვე ბაზარში იყვნენ და არჩევდნენ პროდუქტებს,პირველადი მოხმარების საგნებს სახლისთვის.
-ესენი ავიტანოთ სახლში,ცოტა დავისვენოთ სული მოვითქვათ და მერე მაღაზიებში გავიაროთ,ვიყიდოთ რამე ახალი ტანსაცმელი ჩვენთვის.
-მეც მინდა რაღაცეების ყიდვა,მაშინვე აიტაცა იდეა თამუნამ,მერე სანდრო უნდა ვნახო დასძინა სიხარულით.
დაახლოებით საღამოს 8 საათი იქნებოდა შინ რომ დაბრუნდა თამუნა,კარი შემოაღო თუ არა მაშინვე დაკითხვა დაუწყო ლანამ.
-აბა როგორ ჩაიარა შეხვედრამ?სად იყავით?ყველაფერი მაინტერესებს ხო იცი.უთხრა და მდივანზე მოკალათდა მოსასმენად მოემზადა.
-ზოგადად კარგი დღე იყო,ბედნიერი ვარ და იმედია კიდევ ბევრი ლამაზი დღე გვექნება.
-ნუ მომკალი ცნობისმოყვარეობით,რამე კონკრეტულს მეტყვი ბოლობოლო?სიცილით მიუბრუნდა ლანა.
-კარგი ხო მომისმინე,რადგან მე გზები ჯერჯერობით კარგად არ ვიცი აქვე კორპუსთან მომაკითხა,ერთად წავედით.
-აქ თუ მოვიდოდა რატომ არ მითხარი ფანჯრიდან მაინც დაგინახავდით ბედნიერ მტრედებს.კვლავ აგრძელებდა სიცილს ლანა.
-კარგი რა ასე თუ გააგრძელე აღარ მოგიყვები...
- ჩუმად ვარ.თქვა ლანამ და დუმილის ნიშნად ტუჩებზე ხელი აიფარა.
-დავიღალე იმდენი ვიარეთ,ულამაზესი ადგილები ვნახეთ,მთაწმინდაზე ვიყავით,ვისეირნეთ,ყველაფერზე ვისაუბრეთ.მერე მოგვშივდა,იქვე ვივახშმეთ და წამოვედით,სახლამდე მომაცილა და წავიდა.მოკლედ ძალიან საყვარელი ბიჭი მყავს.ღიმილით დაასრულა მოყოლა თამუნამ.
-ძალიან მახარებს თქვენი ამბავი,ადექი ახლა ტანსაცმელი დავათვალიეროთ და გადავწყვიტოთ რას ჩავიცვამთ ხვალ.
-ვაიმე ხვალინდელი დღე რომ მახსენდება ძალიან მენერვიულება და არ ვიცი რატომ.
-მეც ეგრე ვარ,კიდევ კარგი კურსელები რომ ვართ და მარტო ცალცალკე ყოფნა არ მოგვიწევს უცხო ბავშვებთან.
-ამ მხრივ მართლა გაგვიმართლა და იმედია კურსელებიც კარგი გვეყოლება.
დილით თინას რომ არ დაერეკა გოგოებთან ალბათ პირველივე დღეს დააგვიანებდნენ ლექციებზე,უცებ წამოცვივდნენ ფეხზე და თვალის დახამხამებაში მზად იყვნენ.ავტობუსშიც ისე გაერთნენ ლაპარაკით ალბათ გაჩერებას გასცდებოდნენ.
-მგონი აქ უნდა ჩავიდეთ ლანა,თქვა თამუნამ და კარისკენ წაიწია.უამრავი ხალხი ირეოდა უნივერსიტეტის წინ,გოგოებიც მალე შეერია ხალხს და თვალს მიეფარნენ.ბევრი ძებნის მერე მიაგნეს თავიანთ აუდიტორიას და შეუერთდნენ ლექციის მსვლელობას.როგორც წესი პირველი დღის ლექციებს გაცნობის სახე ჰქონდა,ლექტორები და სტუდენტები ეცნობოდნენ ერთმანეთს,არასალექციო თემებზე საუბრობდნენ.ლექციების შემდეგ კურსელებმა ერთმანეთის უკეთ გაცნობის მიზნით გადაწყვიტეს სადმე ერთად წასულიყვნენ,თამუნას და ლანას დიდად არ ხიბლავდათ ეს იდეა მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდათ,წასვლა არ უნდოდათ რადგან მათ მხოლოდ სახლის და უნივერსიტეტის დამაკავშირებელი გზა იცოდნენ.ყველანი წავიდნენ ერთად,ჯგუფში სულ 30 ბავშვი იყო 17 გოგო და 13 ბიჭი.კარგად იმხიარულეს,იცეკვეს,ამდენი ახლგაზრდა ერთად და მოწყენილობა ხომ წარმოუდგენელია.
ბავშვები ნელნელა დაიშალნენ და ყველა თავის გზას გაუყვა,მხოლოდ ლანა და თამუნა ჩანდნენ გზა აბნეულები,არ იცოდნენ სად წასულიყვნენ.
-წამოდი გაჩერებაზე დავდგეთ და რამე ჩამოივლის.
-რა აზრი აქვს ჩვენ ისიც კი არ ვიცით რა ნომერ ავტობუსში უნდა ავიდეთ,ჯობია ტაქსი გავაჩეროთ,თქვა ლანამ და გზის ნაპირთან გაჩერდა.
უეცრად მათ წინ თეთრი მანქანა გაჩერდა და ბექა გადმოვიდა.ხო მართლა აქამდე არ მითქვამს ბექა მათი კურსელია,ყველასგან გამორჩეული,თეთრი ტანმაღალი ბიჭი,შავი თმითა და თვალებით.ჩაცმის სტილიც დიდი მონდომებით ჰქონდა შერჩეული ყოველთვის.





---------------------------
მეგობრებო ეს ისტორია რამდენიმე წლის წინ დავწერე,პირველი იყო რაც დავწერე,ბევრი ვიფიქრე ამეტვირთა თუ არა ბოლოს მაინც გავბედე...????
P.s გამახარებთ თუ დააკომენტარებთ და დაწერთ თქვენს შთაბეჭდილებებს,ან თუნდაც რჩევას.მადლობა????



№1  offline მოდერი N1penguin

რაღაცნაირად ჩამითრია ამ ისტორიამ. ჩემი აბიტურიენტობა გამახსენა ❤ კარგად წერ. უბრალოდ გადაავლე თვალი შეცდომებს. ერთფან ძალიან ცუდად მომხვდა თვალში დაწყილი, როცა დაწყებულია სწორი ფორმა. კიდევ მდივანი დასაჯდომ ადგილზე, როცა დივანია სწორი ფორმა. სხვა ყველაფერი კარგია, წარმატებები ❤❤

 


№2  offline წევრი melina

მადლობა❤შევეცდები გავითვალისწინო და დავხვეწო ისტორია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent