ჩემი ,,ტირანი" (თავი 10 )
-ბარბარე,ბარბარე გაიღვიძე -ჩამესმის ტირანის ხმა,ნელა ვახელ თვლას,თურმე ჩამძინებია,თავი მის მხარზე მედო,ელდანაცემივით ვსწორდები და მაშინვე მის მწვანე თვალებს ვაწყდები -რამოხდა? -წასვლის დროა..წამოდი-ხელს მკიდებს და თვითფრინავიდან ჩავყავარ,ჩვენს ბარგს ვიღებთ,სამარშუტო ტაქსს ვაჩერებთ,შიგნით ვთავსდებით და სასტუმროსაკენ მივდივართ.. აი ისიც , ხუთსართულიანი,უზარმაზარი შენობა,ბოლო დონეზე გარემონტებული,მანქანიდან ჩემს ჩემოდანს იღებს ,მეც ხელს ვავლებ და მისაღებისაკენ ვიღებ გეზს , ისიც უკან მომყვება ,შემდეგ დახლთან მიდის და ფრანგულად იწყებს ლაპარკს -გამარჯობათ,მე დემეტრე ჯაყელი ვარ,ოთახი უნდა იყოს ჩემს სახელზე -ქალი კეკლუცი ღიმილით უღიმის,თითქოს ეპრანჭებაო, ამის შემხედვარე ნერვები მეშლება,თუმცა თვითონაც არ ვიცი რატომ ,სახეს ვჯღანავ და ვითომ აქ არაფერიო იქაურობის თვალიერებას ვიწყებ, თან მარჯვენა ხელით გულზე დაკიდებულ ,ოქროსფერ ჩიტს ვათამაშებ -დიახ ,მესამე სართულზე ,აი გასაღები-უღიმის და გასაღებს აწვდის -ბარბარე-ახლა მემომიბრუნდა -აიღე შენი ოთახის გასაღები,ჩემი ოთახის გვერდითაა-გასაღებს მაწვდის და წინ მიმიძღვის ,მეც უხმოდ მივყვები უკან .. ოთახი ძალიან სადა და ლამაზია,შუაში დიდი საწოლი დგას,მარჯვნივ აბაზანაა, მარცხნივ კი უზარმაზარი დივანი, გვერდით აივანზე გასასვლელი კარები..დაღლას ვგრძნობ ,ჩემოდანს ხელს ვუშვებ და საწოლზე ვხტები,ვარსკვლავის ფორმაში ვარ გაშხლართული,ქუსლიან ფეხსაცმელს ხელის დაუხმარებლად ვიძრობ და იქვე ვყრი,ცოტახანს თვალებს ვხუჭავ,ძალიან მსიამოვნებს რბილ საწილში წოლა,კიდევ კარგახანს ვიწვებოდი ასე, რომ არა კარზე კაკუნის ხმა ,ზლაზვნითა და წუწუნით ვდგები,ფეხშიშველი მივემართები კარებისაკენ ,ვაღებ და ყურებამდე გაკრეჭილ დემეტრეს ვაწყდები,რა უხარია ნეტა ამ საწყალს ,ვფიქრობ ჩემთვის,თუმცა საპასუხოდ მეც ვუღიმი -სასადილოდ ჩავდივარ,არ წამოხვალ? -მე?-მისი შემოთავაზებით გაკვირვებული, ვეკითხები -ხო აბა ,სხვა ვინმეს ხედავ აქ?-ისევ ღიმილით მპასუხობს -კი,უფრო სწორად არა ..კი წამოვალ -მაშინ გამოიცვალე ,მე ქვევით დაგელოდები -კარგით- ვეუბნები და კარს ვკეტავ-ოხ ,ეს ხომ დასვენებას არ დაგაცდის რა , არა ვითომ მარტო ვერ ისადილებდა ახლა ,უფფ.. -რა ჯანდაბა ჩავიცვა - ჩემოდანს თავს ვხდი და შიგნით ვიჩხრიკები, ბოლოს სადა ,თეთრ ყვავილებიან სარაფანს ვიღებ,ფეხზე ბალეტკებს ვირგებ, თმას მხრებზე ვიყრი და ქვევით ჩავდივარ.. ერთ-ერთ მაგიდასთან ზის და ტელეფონში იყურება ,მისკენ ვიღებ გეზს ,ცოტახანში მის მზერას ვაწყდები, ნელა მათვალიერებს ,ვამჩნევ როგორ უტყდება ტუჩის კუთხე,თუმცა არ იმჩნევს,მხრებში სწორდება და სავარძელში კარგად თავსდება -აბა რას მიირთმევ?-მეკითხება მას შემდეგ რაც მის წინ ვთავსდები -რავი, ომლეტს და წვენს -ოჰო,კარგი, მაშინ ორი ომლეტი და ფორთოხლის წვენი მოგვიტანეთ -ეუბნება იქვე მდგარ ოფიციანტს ,შემდეგ მზერა ისევ ჩემზე გადმოაქვს -დაიღალე? -ცოტა -პირველად იფრინე? -არა -ანუ ადრეც გიფრენია -დიახ -რატომ არ მითხარი ,თავიდანვე ,შიში თუ გქონდა? -რა აზრი ქონდა? -არანაირი...-მხრებს იჩეჩს ,ამასობაში შეკვეთაც მოაქვთ,მადა არ მაქვს,მაგრამ ჭამას მაინც ვიწყებ - ტირანი ვინ არის? -მეკითხებ მოულოდნელად და იღიმის,ამ კითხვას ისე არ ველოდი ლუკმა მცდება ,ხველება მივარდება ,წვენს ვკიდებ ხელს და ვსვავ,შემდეგ სუნთქვას ვიწყნარებ-კაი რაიყო,ასეთი რექაცია თუ გექნებოდა არ გკითხავდი -თქვენ რა იცით,ან საიდან მოიტანეთ ეგ სახელი?-ვეკითხები გაკვირვეუბული -რავი, ძილში ბუტბუტებდი ტირანო არ დამტოვოო-მხრებს იჩეჩავს ,გაშტერებული ვუყურებ-ერთი წუთით მეგონა რომ მე მეუბნებოდი - ამბობს და ეცინება,საპასუხოდ მეც ვიცინი,მაგრამ უფრო სიმწრით -არა თქვენ მაგას როგორ გაკადრებდით-ვიკრიჭები და უხერხულობისაგან სად წავიდე არ ვიცი -ხო,აბა რა..არ გინდა დღეს გავისეირნოთ? -მე და თქვენ?-თვალები დავჭყიტე -ხო რაიყო, სხვადასხვა არქიტექტურული ნამუშევრები დავათვალიეროთ,შემდეგ დავბრუნდეთ -რავი,კარგი-მხრებს ვიჩეჩ-მაშინ ნაყინიც ვჭამოთ-ვამატებ გახარებული -კარგი ვჭამოთ-მიღიმის და ჭამას იწყებს,დღეს რაღაც სხვანაირია სულ იღიმის,ნეტავ რა სჭირს.. ***** სპორტული ტანსაცმელი ჩავიცვი,გულზე ფოტოაპარატი დავიკიდე და ოთახი ჩავკეტე ,დემეტრე უკვე აქ მელოდებოდა -მალე მომზადებულხარ -ხო..აბა ,რის სანახავად მივდივართ? -მმ...მოდი მთავარი ვნახოთ:ლუვრი,ვერსალი,ვანდომის მოედანი,ეიფელის კოშკი..მეტი რაღა გინდა? -აუ ბარემ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და ტუილრის ბაღიც ვნახოთ რაა- ღიმილით ვეუბნები და გასასვლელში გავრბივარ -კარგი ვნახოთ, მართლა ძალიან ლამაზი სანახაობა გელის წინ -თქვენ ნანახი გაქვთ? -მე კიდევ ორჯერ ვარ აქ ნამყოფი.. -კიდევ სად ხართ ნამყოფი?-ვეკითხები და მანქანაში ვჯდები -იტალია,შვეიცარია,ნიუ-იორკი,ლონდონი,გერმანია,ჩინეთი და კიდევ რამდენიმეში.. -აუ რამაგარია ,ნეტავ მე როდის ვნახავ ამდენ ქვეყანას -გიყვარს მოგზაურობა? -ფრენის შიში რომ არა ,მთელ მსოფლიოს მოვივლიდი -ვეცდები,ხშირად გაგაგზავნო ხოლმე მივლინებებში-მეუბნება და ფანჯარაში იხედება- ჩემთან ერთად -ამატებს ბოლოს.. მოკლედ ყველაფერი ვნახეთ,ყველაფერი დავათვალიერეთ, ულამაზესი იყო ,განსაკუთრებით ტრიუმფალური თაღი მომეწონა ,თან წიგნი მქონდა ამ სათაურით წაკითხული და ორმაგად მაინტერესებდა,ტირანი ყველაფერს მიხსნიდა ,ფაქტიურად ჩემი ექსკურსია გიდი იყო, მეკი ფოტოებს ვიღებდი, სხვათაშორის ერთ-ერთ ფოტოზე კადრში დემეტრეც ჩანს ,ძალიან საყვარელია ,ეიფელის კოშკს უყურებდა იმ დროს და თან რაღაც სასაცილო ამბავს მიყვებოდა ,თავის მეგობარ ჟორჟზე ,მეც ავდექი და დავაფიქსირე როგორ იცინის..ამ ფოტოს ,,ტირანის სიცილს" დავარქმევ ,ვიძახი და ღიმილით გადავდივარ შემდეგზ ფოტოზე... ბოლოს დაღლილები ერთ-ერთ კაფეში ვჯდებით, ნაყინსა და ყავას ვუკვეთავთ -დღეს ძალიან ბევრი რამ ვნახეთ-ვიძახი აღბრთოვანებული,თან ფოტოებს ვათვალიერებ -ხო, იმედი მაქვს კმაყოფილი ხარ-მეუბნება ღიმილით -რა თქმა უნდა ძალიან, აქაურობა ულამაზესია ,ახლა მესმის ყველას აქ რატომ უნდა წამოსვლა -ვიძახი აღფრთოვანებული,პატარა ბავშვივით მიხარია -ხოო..მიხარია რომ მოგეწონა .. ამასობაში ნაყინიც მოაქვთ, მეც გემრიელად ვიწყებ მის ჭამას.. -ახლავე მოვალ-მეუბნება დემეტრე და სადღაც უჩინარდება ,მეც ჩვეულებრივ განვაგრძობ მის დაგემოვნებას -გამარჯობა-მეუბნება ფრანგულად ვიღაც მამაკაცი, გაკვირვებულმა ავხედე ცისფერთვალება ,შავგვრემან კაცს ,რომელიც თავზე მადგა და თბილად მიღიმოდა -გამარჯობა ,რამ შეგაწუხათ? -ტურისტი ბრძანდებით?-მეკითხება ისევ,თან დემეტრეს ადგილას ჯდება ..მის მოქმედებას უკმაყოფილოდ ვაკვირდები -დიახ,რა გნებავთ? -იცით ძალიან მეცნობოთ -მე არა -ვეუბნები ცივად -არა ,არა აშკარად..თითქოს სადღაც მყავხართ ნანახი -მაპატიეთ ,მაგრამ გეშლებათ-ვცდილობ თავაზიანი ვიყო -იქნებ ჭიქა ღვინოს დასალევად წამოსულიყავით,უკეთ გავიხსენებდი საიდან მეცნობით-ისევ არ ჩუმდება -ის ვერსად ვერ წამოვა ,ჩემთან ერთად არის - უარის თქმას არ მაცდის დემეტრე..მისი მკაცრი ხმა ცოტა მაფრთხობს ,ხელები გულზე დაუკრიფავს და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის -უკაცრავად მე ქალბატონს ვესაუბრებოდი-გაღიზიანებული პასუხობს მამაკაცი -ეს ქალბატონი ჩემთანაა ბიძაჩემო,სანამ არ გავბრაზებულვარ ბოდიში მოუხადე შეწუხებისათვის და დაგვტოვე -კაცი ერთი წუთით გაბრაზებული უყურებს ,მაგრამ დემეტრეს მკაცრ მზერას აბა ვინ გაუძლებს ,მაშინვე ანებებს თავს,მე მიყურებს,ბოდიშს მიხდის და იქაურობას ეცლება..ტირანი კი ისევ ისე დგას ,წარბშეკრული იყურება ,ოღონდ მაჯერად მე მიყურებს -მე მხოლოდ ერთი წუთით დაგტოვე- მომმართავს ამჯერად ქართულად -რა ჩემი ბრალია თუ მოვიდა და დაუკითხავად ჩამოჯდა -აქ საქმისთვის ჩამოვედით და არა შენთვის ქმრის მოსაძებნად -მეუბნება ცივად - რა შუაშია ეს - უხეშად ვეუბნები ,თან ფეხზე ვდგები,კიდევ კარგი ირგვლივ ბევრი ხალხი არ არის - ის კაცი მოვიდა და დაუკითხავად დაჯდა შენს ადგილას, არ მომეშვა ,შენც ხომ დაინახე -მე მხოლოდ ის დავინახე როგორ ელაპარაკებოსი უცხო მამაკაცს! -ეგეთი არ ვარ ნებისმიერ უცხო კაცს გავუბა საუბარი-გულდაწყვეტილი ვეუბნები -საერთოდ როგორი ხარ ბარბარე ?! -ამას რატომ კითხულობთ ან უცხო კაცთან რა მესაქმება ?-წყენით ვიძახი, მაგრამ ეს წყენა დემეტრეს უნდობლობით უფროა გამოწვეული,ასე არ უნდა მადარდებდეს ეს ტირანი რას ფიქრობს ჩემზე ,მაგრამ ფაქტია მადარდებს ,ეს კი სულაც არ მომწონს -მეც უცხო ვიყავი ,მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია შენთვის ჩემთან მოსულიყავი ღამე და დარჩენილიყავი-მახლის ეგრევე , მაგრამ უცებ ჩერდება ,სახეზე ვატყობ გაიაზრა რაც წამოროშა , მაგრამ გვიანია ,ეს სიტყვები საშინლად მტკივნეულად მომხვდა გულზე ,ჩანთას და ფოტო აპარატს მოვკიდე ხელი -მართალია ,ამას ხელი არ შეუშლია-აცრემლებულ თვალებს ვაგებებ და გარეთ გამორბივარ,მეძახის თან უკან მომზდევს მაგრამ არ ვუსმენ ,ცრემლები ყველაფერს მიბინდავს ,სად მივდივარ არ ვიცი, უცებ რაღაც ძალიან განათდა ,პირდაპირ თვალებში მანათებს ,სანამ გონს მოვეგები და მივხვდები რა არის უკვე სიგნალის ხმა მესმის ,ბოლოს კი სიბნელეა.. ***** -არა სად გარბოდი ,კინაღამ მანქანა დაგეჯახა ! - გაბრაზებული მიყურებს ,თან ფეხს მიხვევს -არ გეთქვათ ის რაც მითხარით და არ გავიქცეოდი!-მეც უხეშად ვპასუხობ,თან სავარძელში უფრო კომფორტულად ვჯდები -ანუ ჩემი ბრალია? -დიახ ,თქვენი ბრალია -დაგავიწყდა მე რომ გადაგარჩინე?-გაბრაზებული მიყურებს -ალბათ იმიტომ ,რომ მერე სინდისს არ შეეწუხებინეთ- სპეციალურად ვუშლი ნერვებს... -ჯანდაბა ბარბარე,რატომ ხარ ასეთი ჯიუტი -მე ვარ ჯიუტი?-ეს თქვენ ხართ უხეში! -როგორ მელაპარაკები?-წარბებშეკრული მიყურებს ,გადახვევას ამთავრებს და ფეხზე დგება -როგორც თქვენ დამელაპარაკეთ კაფეში -ჯანდაბა!...მისმინე-ახლოს მოდის და ჩემს სავარძელთან იჩოქება- კარგი ხო,ცოტა ზედმეტი მომივიდა -კარგად ზედმეტი-ვუსწორებ -ხო,კარგად ზედმეტი ,ბოდიშს გიხდი,ეს არ უნდა მეთქვა - გაკვირვებული ვუყურებ ,ნუთა ახლა დემეტრე ჯაყელმა ,იგივე ტირანმა, ბოდიში მომიხადა? ,არა ამ კაცს მემგონი თვითმფრინავში ტვინი გადაუნერგეს -რა თქვით? -ბოდიშს გიხდითქო,ზედმეტი მომივიდა -კარგი,გპატიობთ..მაგრამ იმედი მაქვს სხვა დროს იმ ღამეს არ გამახსენებთ -ასე ცუდად მოქმედებს ის ღამე შენზე?- ერთი წუთით მეჩვენება რომ დაღვრემილი სახე მიიღო,მაგრამ წამში იცვლება და ისევ მკაცრი სიფათი აქვს -დიახ ,იმ ღამეს ვალდებული ,რომ არ ვყოფილიყავი თქვენთან არ მოვიდოდი -ანუ, ფულის გამო მოხვედი მხოლოდ?-ერთხანს ჩაფიქრებული ვუყურებ, განა ღირს მისთვის ყველაფრის მოყოლა? ან რა საჭიროა ჩემს ცხოვრებაზე იცოდეს -დიახ-თითქოს იმედი გაუცრუვდაო თვალები ექუფრება, ფეხზე დგება და ოდნავ მოშორებით ჩერდება -რისთვის გჭირდებოდა ის ფული?-მეკითხება ბოლოს -პირადი მიზეზებისთვის-მოკლედ ვპასუხობ და ადგომას ვცდილობ, ვდგები კიდეც მაგრამ სიმწრისგან ვიმანჭები და ოდნავ ვკვნესი -ფრთხილად რას აკეთებ! - უცებ მეცა ,ხელი მომკიდა და ისევ დივამზე დამსვა -წყალი მინდოდა -ვეუბნები,ისიც წყლიან ჭიქას მაწვდის -შენთვის სიარული ჯერ არ შეიძლება ,ორი დღეც მოითმინე -ორი დღე ოთახში უნდა ვიყო? ან რამე რომ დამჭირდეს? -მე აქ ვარ და მოგიტან ყველაფერს -თქვენ ასე როგორ შეგაწუხოთ -არ შევწუხდები, თან ნაწილობრივ ჩემი ბრალიცაა -მართალია ,თქვენი ბრალია, წესიერად რომ მოგეკიდათ ხელი ფეხი არ გადამიბრუნდებოდა -აჰა ,ანუ ესეც ჩემი ბრალი ყოფილა არა? -დიახ -დაგავიწყდა შენ რომ ფართხალებდი გამიშვიო? მერე ფეხი გადაგიბრუნდა და კინაღამ მეორედ შეუვარდი მანქანას -ნუ...ისა...რა საჭირო იყო ახლა ამის გახსენება- დაბნეული ვეუბნები -ოხ ბარბარე,ოხ ბარბარე..ვის გავხარ ნეტავ ასე ჯიუტი -მამას- გაუცნობიერებლად წამოვროშე, როცა მივხვდი რა ვთქვი, გული მეტკინა ,მამაჩემი გამახსენდა,დედა სულ მეუბნებოდა მასავით ჯიუტი ხარო...ცრემლები მომადგა ,მაგრამ შეუმჩნევლად მოვიწმინდე -რა ჰქვია მამაშენს?-ფიქრებიდან დემეტრეს გამოვყავარ -გურამი -დედას? -თამარი ერქვა,14 წლის ვიყავი რომ გარდაიცვალა... -ვწუხვარ,ვიცი რასაც განიცდი.. -არ იცით..-ამოვიოხრე-მაპატიეთ ,მაგრამ ადამიანს რომელსაც მშობლის დაკარგვა გამოცდილი არ აქვს ,ვერ ეცოდინება ეს რა ტკივილია.. გაოცებული და ჩამქვრალი თვალებით შემომხედა ,არაფერი უთქვამს ,გასასვლელისაკენ აიღო გეზი -მე წავალ,რამე თუ დაგჭირდა დამიძახე -მადლობა - ჩავიჩურჩულე,ოდნავ გაეღიმა და ოთახი დატოვა... მეკი ვიჯექი ასე ,მარტო ,დედის გახსენებამ ხასიათი უფრო წამიხდინა ,ცას გავხედე და წარსულის გახსნება ვცადე : ,, -ბარბი,რაღაც უნდა გითხრა -რა მოხდა დემე ?-ტელევიზორის წინ წამომჯდარი ,ვუყურებ ჩემს უფროს ძმას -დამპირდი რომ არ ინერვიულებ -მითხარი -ბარბი..დედაა.. -დემნა თქვი,დედა ვერ ჩამოდის ხო, ალბათ მივლინება კიდევ ერთი კვირით გაგრძელდება ხომ?-ვეკითხები,ის კი აცრემლებულ თვალებს მაგებებს -დემნა რატომ ტირი? -ბარბი- ამოისლუკუნა და თავი კალთაში ჩამიდო- დედას თვითმფრინავი,ის.. -არ თქვა,თუ ის უნდა თქვა რაც მგონია გაჩუმდი! -აცრემლებული ვეუბნები,ვცდილობ ტირილი არ ამივარდეს -დედა აღარ არის ,ის...ის... -დემნა გაჩუმდი. !-ვუყვირი და ფეხზე ვდგები-ეს ტყუილია ,აი ნახავ ის მოვა ,ალბათ სხვა თვითმფრინავით წამოვიდა - ცრემლები ღაპაღუპით მომდის ,ვხვდები პანიკა მეწყება -ბარბი- წყნარად მიახლოვდება დემნა -არა..არა..გადი!! მატყუებ, რატომ მიკეთებ ამას? დედა მოვა ,ის დამპირდა შენ დაბადების დღეზე მანდ ვიქნებიო,საჩუქარიც მოაქვს ,ორი კვირით ადრე უნდა ჩამოსულიყო!! -ბარბარე-წყნარად მეუბნება და ხელს მკიდებს -შენ მატყუებ,რა ბოროტი ხარ.. ასეთ ტყუილს როგორ მეუბნები!! დემნას თვალებიდან ცრემლები მოდის ,სწრაფად მკიდებს ხელს და გულში მიკრავს -ის მოვა - ტირილით ვიძახი და ვგრძნობ როგორ მეცლება ძალა -მე ყოველთვის შენთან ვიქნები, მამაც შენთან იქნება ,მამიდაც - ცდილობს დამამშვიდოს -მაგრამ მე დედაც მინდა .. " |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.