შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი სიცოცხლე (თავი 1)


26-05-2018, 23:54
ავტორი naattii
ნანახია 1 783

დამღლელი მორიგეობის შედეგს ახლა იმკიდა... კაბინეტში დივანზე წამოწოლილი, ვეღარ აიძულებდა ქუთუთოებს გაღებას. ნეტა დაძინების უფლება და დრო ქონოდა, თუმცა უკვე ღამის 4 სრულდებოდა და შემოვლაზე უნდა წასულიყო. ერთ-ერთ საავადმყოფოში ნეიროქირურგად მუშაობდა, საკმაოდ წარმატებულიც იყო, მასთან მთელი საქართველოდან ჩადიოდნენ, თუნდაც უბრალო კონსულტაციაზე. ყველაზე მეტად პატარა ბავშვების მისაღებში დანახვა უჭირდა, რასაკვირველია არც უფროსებს უნდოდა რამე დამართნოდათ, მაგრამ გული უჩერდებოდა როცა პატარა ბავშვების ისტორიას კითხულობდა ტვინის სიმსივნეზე, ან თითონ მას უწევდა ეთქვა ამ დაავადების შესახებ მშობლებისთვის. ამ დროს ისე მძიმდებოდა საერთოდ აღარ უნდებოდა დედა გამხდარიყო და მცირედი შანსიც კი არ ყოფილიყო იმისი, რომ ასეთი ტკივილი ნახევრად მაინც გადაეტანა. ამ დროს ისე მძიმდებოდა, მთელი დღე ვეღარაფერს აკეთებდა გულით. ახლაც თვალების ფშვნეტით წამოდგა და შემოვლაზე წავიდა. საბედნიეოდ, მხოლოდ სამი პაციენტი ყავდა, ერთი რეანიმაციაში იწვა ავარიის შედეგად თავის ტრავმა ქონდა, მაგრამ უკვე სერიოზული აღარაფერი ჭირდა. მეორე ტვინის გართულებული შერყევით მოიყვანეს და მუდმივი ყურადღების ქვეშ ყოფნას ითხოვდა. მესამე კი, კომაში ჩავარდნილი პაციენტი იყო, უკვე ორი კვირაა უშედეგოდ ელოდნენ მის გამოღვიძებას, მადლობა ღმერთს ჯერ-ჯერობით ტვინი ფუნქციონირებდა და მდგომარეობა ასე თუ ისე სტაბილური იყო. ის-ის იყო კაბინეტში შესვლა და ცოტა თვალის მოტყუება გადაწყვიტა, რომ მიმღებიდან მიიღო შეტყობინება. კონსულტაციაზე იძახებდნენ. მაშინვე ისევ მოიცვა ხალატი და ლიფტს დაელოდა.

პაციენტი ლოყებ ღაჟღაჟა, წითური, ფუმფულა ქალბატონი აღმოჩნდა, საოცარ სითბოს ასხივებდა და ტკივილის მიუხედავად თბილად უღიმოდა ექთნებს.
-გამარჯობათ, მე ნათია ექიმი ვარ, შეგიძლიათ მომიყვეთ რა მოხდა? და მე თან გაგსინჯავთ_ღიმილით დავადე მხარზე ხელი. სანამ საუბარს დაიწყებდა, ჯიბიდან პატარა ფანარი ამოვიღე და თვალებში მივანათე.
-ღამით ჩემი შვილი მორიგე იყო შვილო, მე კიდე აბაზანას ვწმინდავდი და ფეხი მომისრიალდა, თეძოს ზედა მხარე იდაყვის მიმატებით მოსრიალებისას ჯერ ვანის კიდეს ჩამოვარტყი, შემდეგ წამოვდექისავეთ, მაგრამ კოჭი მიტკენია და რომ ვერ დავადგი კარგად ამჯერად თავი დავარტყი. მხოლოდ ცოტაოდენ თავბრუსხვევას ვგრძნობ.
-დედა_უკნიდან მომესმა ძახილი, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია სანამ ხმის პატრონი ჩვენ არ წამოგვადგა თავზე_რა დაგემართა?
-ახ, მაინც დაგირეკეს არა? არადა როგორ ვთხოვე არ დაურეკოთ არ ცალიათქო, კარგად ვარ დედი კარგად, მე რა მომერევა_ გამამხნევებელი ღიმილით გადახედა შვილს და ხელი ჩაჭიდა, გამიკვირდა დედა-შვილს შორის ასეთი ურთიერთობა, მამაკაცს რომ ავხედე 35 წლამდე ასაკი ეტყობოდა და დედასთან ასე თბილი ურთიერთობა, ნამდვილად შესაშურია.
-ექიმო..._მე გადმომხედა ამჯერად
-ნათია_ხელი ჩამოვართვი და ისევ დედამისის ჭრილობებს გადავხედე
-ნათია ექიმო, აბა როგორ არის? სერიოზული ხომ არაფერია?
-იცით, თავზე უბრალოდ მსუბუქად ქონდა ტრავმა ორი ნაკერი დაჭირდა, აი ხელი სავარუდოდ რასაც ვხედავ მოტეხილი უნდა იყოს, კოჭი არაუშავს ნაღრძობი იქნება, მაგრამ ყველა მეტად ის მაფიქრებს, რომ დაცემისას გვერდი აშკარად ძლიერად დაარტყა ვანის ზედაპირს და მეშინია რომელიმე ორგანო არ დაეზიანებია, ამიტომ მოდი აჯობებს ცალ-ცალკე ყველა ორგანოს გადაღება-გამოვკვლევას ერთიანად MRT გადავუღოთ, ასე მთელი სხეულის დაზიანებებს ზუსტად და დეტალურად ვნახავ და თავის ტრავმასაც შევამოწმებ, შეიძლება გარეგნულად არ ჩანდეს რაიმე დარღვევა. ამ ყველაფერს ექთანს დავუბარებ, ახლავე წაგიყვანთ და როცა პასუხები იქნება მეც გინახულებთ._ღიმილით დავუკარი თავი და ექთანს მითითებებთან ერთად ტრავმატოლოგის გამოძახება დაავალა.
მალევე დაურეკეს, ქალი უკვე აპარატში იწვა და სურათებიც ეკრანზე მზადდებოდა, შვილიც იქვე უცდიდა, როდის ეტყოდნენ პასუხს. კარგად მოეწყო ნათია სავარძელში და ლოცულობდა ის არ აღმოჩენილიყო, რისი ეჭვიც, ჯერ ქალის მონაყოლმა და შემდეგ გასინჯვისას იფიქრა. ოღონდ ის არ ყოფილიყო, მაგრამ იყო.... ჯანდაბა როგორ ვერ იტანდა ამ მომენტს, იმედის გადაწურვის მომენტს. არ გავდა იმ ქირურგებს დრო იმის ლოცვაში რომ გაყავდათ, ვინმეს რამე დამართნოდა და ახალი გასაჭრელი ხორცი ქონოდა, პირიქით ყოველ დილით იმ ფიქრებით გამოდიოდა ნეტა დღეს სულარ მეყოლებოდეს პაციენტიო. ახლაც, უნდა გასულიყო და ასეთი თბილი ურთიერთობა უნდა დაენგრია. მწარედ დაარტყა გაშლილი ხელის გული მაგიდის ზედაპირს და კაბინეტისკენ წავიდა. შუა გზიდან ქალის შვილიც გაყვა და კარების მიხურვამდე სიტყვებს ეძებდა ნათია როგორ ეთქვა რაც ხდებოდა.
-აბა, ნათია ექიმო როდის მიმყავს?
-მაპატიეთ, მაგრამ ჯერ აშკარად ვერა_სავარძელში ჩაეშვა და ხალათი შეისწორა_ბატონო..
-გიორგი, გიორგი მქვია, მაგრამ თუ ღმერთი გწამთ ეს ბატონო მოაშორეთ არც მასეთი ბებერი ვარ_ გაეღიმა და ექიმს ახედა
-კარგით გიორგი, მოკლედ კარგი ისაა, რომ შინაგანი ორგანოები დედათქვენს სრულიად მწყობრში აქვს, არანაირი შინაგანი სისხლდენა.
-და რატომღაც მგონია, რომ ამ კარგ ამბავს სერიოზული ცუდი ამბავი მოყვება_სკამზე გასწორდა მამაკაცი.
-დედათქვენს ტვინის მარჯვენა მხარეში გარგარისხელა სიმსივნე აქვს, გამოკვლევების ჩატარება დამჭირდება იმის გასარკვევად ავთვიასებიანია თუ არა, ვწუხვარ, მაგრამ საკმაოდ სახიფათო ადგილზეა.
-ხოო, ამბის პირდაპირ თქმა გყვარებიათ ამას უკვე მივხვდი_ყბებზე გადაისვა გიორგიმ ხელი და თვალები დაიფარა_დიდი დრო დაჭირდება გარკვევას?
-არა, ახლავე დავიწყებ და ხვალ, ნუ უკვე დღეს პასუხები მექნება.
-გთხოვთ, მალე_ თავი დაუქნია კაცმა და ნათიაც წამოდგა ანალიზებისთვის რომ მიეხედა.

ქალბატონი თინა, როგორც ნათიას გაეცნო, მოთმინებით იტანდა ამდენ სისხლის აღებას, გამოკვლევებს, ანალიზებს, ხვდებოდა ეს ყველაფერი მხოლოდ მოტეხილი ხელის გამო არ იქნებოდა, იმასაც ხვდებოდა რაღაც სერიოზული რომ ხდებოდა მის თავს, მაგრამ არ კითხულობდა, თითქოს თავს იცავდა, მანამ სანამ გიორგიმ და ნათიამ ერთად არ შემოაღეს კარები და სალაპარაკოდ არ ჩამოუსხდნენ.




------------------------------------------------------------------------

ვიცი პატარაა, მაგრამ მალე დაბრუნება მინდოდა, ვეღარ მოვითმინე და აი ასე ველი თქვენს შეფასებას <3



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Vaime dabrundiiiii? Gamixardiiii, es axali istoriaa tu gagrzelebaa?

 


№2  offline მოდერი naattii

Qeti qimucadze
Vaime dabrundiiiii? Gamixardiiii, es axali istoriaa tu gagrzelebaa?

ეს ახალია ❤

დარინა
ბედმიერი ვარ რომ აღმოგაჩინეეე, ძალიან გამიხარდა შენი დაბრუნებააა, ყოველ ჯერზე მაოცებ სულ განსხვავებული ისტორიებით გვიბრუნდები, ვგრძნობ რომ წინ ძალიამ მაგარი ისტორია გველოდება.

ღმერთო დიდი მადლობა ❤

mirandaa31
მიხარია ასე მალე რომ დაბრუნდი. წინა ისტორია ხომ ძალიან მომეწონა დარწმუნებული ვარ ესაც არანაკლებ მომეწომება ❤️ დასაწყისი კარგია. ველოდები ახალ თაავს <3

დიდი დიდი მადლობა ❤

 


№3  offline წევრი naniko mindia

Gamixarda sheni axali istoris danaxva, kargi dawyeba , warmatebebi ❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№4  offline მოდერი naattii

naniko mindia
Gamixarda sheni axali istoris danaxva, kargi dawyeba , warmatebebi ❤️❤️❤️❤️

მადლობა ❤

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

ახალი ისტორია დიდი ტკივილიანი დასაწყისით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent