შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ შევქმენით ჩვენი ბედნიერი მომავალი (11)


27-05-2018, 11:08
ავტორი tikuna tika
ნანახია 1 380

...21 დღე-ღამე...21...21...
...მოლოდინი,ცრემლი,ტკივილი და ისევ მოლოდინი.ხალხის მზერა და აქა იქ მოძახილი სიტყვები ,,ეჰჰ საწყალი'', ,, რა ცოდო ხარ შვილო'' და მსგავსი უაზრობები,რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებდა.სიმართლე რომ ვთქვა აღარავინ მაინტერესებდა მხოლოდ ალექსანდრე...მარტო ჩემი ალექსანდრე,სხვა არავინ.
...მისი სიტყვები მახსენდებოდა,სულ გონებაში მიტრიალებდა:,,ყველაზე და ყველაფერზე მეტად...სადაც არუნდა ვიყო..''-რას ნიშნავდა ეს? უნდოდა?ვერა ვერ დავიჯერებ...ჩემი ალექსანდრე არიყო ასეთი,ასე არგამწირავდა არა და არა!-ამ ფიქრებში ვიყავი,თან ვცახცახებდი.მარიამს ყველაფერი ჩავუშხამე,ყველაზე მეტად რაც არმინდოდა ის გავკეთე.
სრულიად უემოციო მზერით მივჩერებოდი ერთ წერტილს და ვფიქრობდი მომავალზე.იმ მომავალზე სადაც მე და ალექსანდრე ვიყავით...იმაზეც სადაც მარტო ვიყავი.ჰოო,სწორედ ეს არის ჩემი ცუდი თვისება და სუსტი წერტილი.ყოველთვის ცუდზე ვფიქრობ.მგონია რომ ყველფერი მთავრდება.მაგრამ წარმოიდგინეთ რამდენად რთულია,როცა შენი საყვარელი ადამიანი 21 დღე კომაშია,და შენ უმოქმედოდ ზიხარ.გაწუხებს ის ფაქტი რომ ვერანაერად ვერ ეხმარები.გტკივა სული,გული გტკივა ყველაფერი და ასე უბრალოდ ცოცხალ-მკვდარი ზიხარ,მოსალოდნელი ბედნიერების ან უბედურების გასმკლავებლად...
-ბარბარე...ბარბი...შემომხედე რა!რატო გვაშინებ ეე რაწესია?მიდი შემომხედე-ეკე ჩაიმუხლა ჩემთან და თავი მისკენ მიმატრიალებინა
-ეკე მოვკვდები,ეკე ხომიცი მისგარეშე ვერვიცოცხლებ,გესმის?ვერა!-ვეჩურჩელებოდი ეკეს და თან ვტიროდი.
-ყველა ვნერვიულობთ,მაგრამ ყველამ ვიცით შენ მეორედ აღარ დაგტოვებს.გაიგე?არ დაგტოვებს მე გაძლევ პირობას-მამშივდებდა ეკე და ნაღვლიანი მზერით მიყურებდა-ეხლა უნდა გამომყვე საქმე მაქვს.გარეთ გავიდეთ.-მითხრა,წამომაყენა და გასასვლელისკნ წამიყვანა.ორივე ჩუმად ვიდექით.ტუმცა ორივეს გვენატრებოდა ერთიდაიგივე ადამინი,ორივეს გვტკიოდა მისი ჩვენს გვერდით არყოფნა.ახსნაც აღარ სჭირდება იმას როგორ გვიჭირდა.
-შეიძლება სანდრომ მომკლას როცა გაიღვიძებს,ეს რომ გითხრა მაგრამ მეტის მოთმენა აღარ შემიძლია.შენ უნდა იცოდე რატომ დაგტოვა მაშინ.ცოდო ხარ ამდენს ვიცი ვეღარ უძლებ და უნდა გაგაგებინო რომ ალექსანდრეს ყოველთვის უყვარდი და რაც მისი გაქრობის წინ გიტხრა ყველაფერი სისულელე იყო-ამოიხვნეშა და თავი დახარა-მოკლედ...ალექსანდრეს იმაზე მეტი მტერი ჰყავს და იმაზე მეტი პრობლემა აქვს ვიდრე შენ წარმოგიდგენია...სამი წლის წინ ძმა მოუკლეს-გაგრძელებას აპირებდა,მაგრამ შევაწყვეტინე
-ვიცი ყველაფერი ვიცი მის ძმაზე გვანცამ მითხრა.მაგრამ ვერანაერად ვერ ვაკავშირებ მისი ძმის სიკვდილს და ჩვენს გაშორებას-ცრემლები მოვიწმინდე და მივაჩერდი
-ანუ გცოდნია და მთელი ისტორიის მოყოლა არმომიწერვს...ხოდა სწორედ შენს დატოვებამდე ერთი დღით ადრე ვიღაცამ დაურეკა და შენი მოკვლით დაემუქრა,თუ მისი ძმის საქმის გამოძიებას არ შეწყვეტდა.ალექსანდრესთვის კი შენ ყველაზე ძვირფასი ხარ,შენი დაკარგვა მისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა.ზუსტად ამიტომ ისევ შენი უსაფრთხოებისთვის წავიდა...და იპოვა ის ნაბი..ჭვარი.შენი დაცვა კი ჩვენ დაგვავალო,ოღონდ ისე რომ შენ ვერგაგეგო.იცოდა ამას ვერასდროს ვერ გაუგებდი რატომ გტოვებდა და რატომ მიდიოდა...მაგიტომ წავიდა და გითხრა რომ აღარ უყვარდი,სხვა გამოსავალი უბრალოდ არ ჰქონდა...გთხოვ გაუგე რა...-დაასრულად და თვალი ამარიდა.მეკი კიდევ ერთი დარტყმა გადავიტანე ამ დაწყევლილი ცხოვრებისგან.კიდევ ერთხელ ვგრზნობდი თავს ყველაზე უსუსურ ადამიანად მთელს მსოფლიოში.სიკვდილი მომინდა...პირველად ცხოვრებაში მომინდა მოვმკვდარიყავი და სწრაფად გავცლოდი ამ უსამართლო ცხოვრებას...
-მაინც ვერ ვამართლებ,მაგრამ ეს მნიშვნელოვანი აღარ არის...მთავარი ახლა მისი სიცოცხლეა სხვას არაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა საერთოდ არაფერს...
-ჰოო და კიდევ ერთი...პოლიციამ თქვა რომ ალექსანდეს ავარია დაგეგმილი არიყო.მანქანა მწყობრშია...ამიტომ ფიქრობენ რომ ალექსანდრეს ჰქონდა გადაწყვეტილი...მიჭირს ამის თქმა მაგრამ უნდა იცოდე...-ეს მითხრა თუ არა მაშინვე ადგილს მოვწყდი და გავიქეცი.რამდენადაც შემეძლო მივრბოდი...უსასრულობაში...მივრბოდი და აღარაფერი მაინტერესებდა...აღარც ჩემს სიცოცხლეს ჰქონდა აზრი,მაგრამ ვერშევძლებდი ასე გამეწირნენ ჩემი მშობლები,მეგობრები...მაინც..მაინც ვერ შევძლებდი.
ეკე გამომეკიდა,მაგრამ თოკამ გააჩერა და სთხოვა გავეშვი.იცოდა ახლა ყველაზე მეტად მარტო ყოფნა მჭირდებოდა.
სანაპიროზე გავედი,ზღვსთან დავჯექი და ჰორიზონტს გავუსწორე თვალი.ზუსტად იმ ადგილზე სადაც ადრე მე და სანდრო ერთად ვისხედით...ზღვას რომ ვუყურებდით და არავინ გვაინტერესებდა.ახლა კი მარტო ვიყავი...სულ მარტო...აღარც ალექსანდრე იყო,აღარც მშვიდი ზღვა...ზღვაც ღელავდა,მოღრუბლულიც იყო თითქოს ბუნებაც წუხდა..
არვიცი ასე რამდენი ხანი გავატარე.მუხლებზე მედო თავი და ვცდილობდი ფიარბეი გამეფანტა,არ მინდოდა საბოლოოდ შევშლილიყავი.ჩემი მობილური აწკრიალდა.მარი იყო.ახლა როცა ვუპასუხებდი,ეს იქნებოდა საბედისწერო ზარი.ან მეტყოდა რომ ყველაფერი დასრულდა ან უბრალოდ ვიფიქრებდი რომ ღმერთი არ მტოვებდა
-ბარბარე...ბარაბერეე...კომიდან გამოვიდაო გესმის!გამოიღვიძაო!-მიყვიროდა მარიამი...ამდენი ხნის შემდეგ პირველად გამეღიმა,ვეღარაფერი ვუპასუხე ხელი ჩამომივარდა და მობილური გავთიშე.
...გამოიღვიძაო...გამოიღვიძაო...ეკემ რომ ტქვა არ დაგტოვებსო...მართლა არ დამტოვა...ჩემთან დარჩა...


პ.ს. ვიცი,რომ პატარა თავია უბრალოდ ვერანაერად ვერმოვახერხე დიდის დადება.იმედია მოგეწონებათ heart_eyes ველოდები შეფასებებს... heart_eyes



№1 სტუმარი Nini

Male dade raaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent