შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი ბიჭების სასტავი (თავი მეთორმეტე)


27-05-2018, 14:54
ავტორი Mariami 1408
ნანახია 2 771

ანი მეორე დღეს თავის ტკივილმა გააღვიძა. ნელი მოძრაობით წამოდგა ლოგინიდან და იქვე მიდებული კომბინიზონი ჩაიცვა, თმა მაღლა აიწია.
გავიდა სახლის აივანზე და თბილისის ჰაერი ჩაისუნთქა.
გუშინდელი ღამიდან თითქმის არაფერი ახსოვდა, უბრალოდ ალკოჰოლისგან თავის ტკივილი ქონდა გამოყოლებული.
ფილტვები დაუბინძურა თბილისის ჰაერმა, დაბინძურებულმა ჰაერმა. ვერასდროს იტანდა თბილისს, წარმოუდგინეთ და სოფელში ცხოვრება უნდოდა, წყნარად მშვიდად ყველასგან შორს. სკოლასაც ვერ იტანდა ბავშვობაში, იმ კონკრეტულ სკოლას რომელშიც სწავლობდა.
გაღიზიანებული იყო ანი, რაღაც გრძნობა რომელსაც სიყვარული ერქვა აიძულებდა მხოლოდ დემეტრესთან ყოფილიყო, მხოლოდ მისი სურნელი შეეგრძნო. გადაწყვიტა რომ ურთიერთობა მოეგვარებინა.
ანის ტელეფონმა დარეკა
-გისმენთ-თქვა გაღიზიანებულმა რადგან ფიქრი შეაწყვეტინეს
--რას შვები ანუკი?-მხიარული ხმით იკითხა გვანცამ
-არაფერს შენ?-ცივად კითხა ანიმ
-კარგად ხარ?-ნერვიულობა დაეტყო ხმაზე
-ასე კარგად ჯერ არ ვყოფილვარ
-როგორც ჩან გაღიზიანებული ხარ
-სულაც არა, საიდან მოიტანე ვაფშე
-კაი არაფერი
-კაი გვანცა არ მცალია გადმოგირეკავ მერე-უთხრხა ანიმ და პასუხის გაცემაც არ აცადა ისე გაუთიშა ტელეფონი.
ნელი ნაბიჯებით ჩავიდა ქვემოთ და სამზარეულოში შევიდა სადაც დემეტრე იდგა და გაბრუებული ნაბეღლავს სვამდა
-დილამშვიდობისა-უთხრა ანიმ ტკბილი ხმით და ფორთოხლის წვენი დაისხა
-დილამშვიდობისა-უთხრა დემეტრემ და თავის ტკივილისგან დაიჭყანა
-გტკივა არა?
-თანაც როგორ
-მაცა წამალს მოგცემ-უთხრა ანიმ და მეორე სართულზე ავიდა წამლის ჩამოსატანად. დემეტრეს გაუკვირდა ანის ამგვარი ზრუნვა, ამგვარი ხასიათის ცვლილება და გაუხარდა კიდევაც.
უცბად მოუტანა ანიმ წამალი და წინ დაუდო.
ფიქრებს მიეცა ანი, რაღაც უცნაური გრძნობა აწუხებდა, მხოლოდ დემეტრესთან ყოფნა უნდოდა მხოლოდ მისი სურნელის შეგრძნება. ასე ეგონა ყველა ეზიზღებოდა მის გარშემო, ყველა მეგობარი ყველა ადამიანი მშობლებიც კი, დემეტრეს გარდა
-დემე რაღაც რო გთხოვო ამისრულებ-თქვა უეცრად ანიმ
-გისმენ-თქვა ღიმილით დემემ
-ცოტა ხნით წავიდეთ რა, სადმე მთაში, შორს აქედან, მე და შენ ერთად, მარტოები ძალიან გთხოვ-უთხრა ანიმ და სიყვარულის თვალები შეანათა დემეტრეს. დემემ გაიღიმა, გაეღიმა ანის სიტყვებზე "მე და შენ ერთად, მარტოები"
-წავიდეთ, დღესვე თუ გინდა
-ბარგს ჩავალაგებ-თქვა ანიმ გახარებულმა და მეორე სართულზე აირბინა.
დაახლოებით 1 საათში ჩვენი წყვილი მიქროდა ბახმაროს გზაზე. ანის თავი მინაზე მიეყრდნო და ფიქრებით სხვაგან წასულიყო.
დემეტრემ ანის საყვარელ მუსიკას აუწია. ჩვენს გოგოს გაეღიმა, სიყვარულით გაეღიმ
-მადლობა დემე რომ არსებობ-ჩაიჩურჩულა ანიმ როდესაც უკვე მითვლიმა.
დემეს გაუკვირდა მისი სიტყვები მაგრამ იმდენად გაუხარდა რომ კინაღამ ხრამში გადაიჩეხა მანქანით
-მადლობა რომ არსებობ ანი-თქვა ღიმილით დემეტრემ და ტრასაზე მანქანის სვლა ოდნავ შეანელა
*************************
ამ დროს მთელი დემეს სასტავი, ასევე ნუცი გვანცა და ნენე შეკრებილიყვნენ.
-დემე და ანი სად არიან?-იკითხა ნენემ
-არ ვიცი ტელეფონი ორივეს გამორთული აქვთ
-არაუშავს, ეტყობა მარტო ყოფნა უნდათ
-დღეს დილით ველაპარაკე ანის-გადაუჩურჩულა გვანცამ ნუცის
-მერე?
-მგონი დაქალი ცუდ დღეში გვყავს, უხეშად მელაპარაკა, ცივად ასეთი ანი მე ჯერ არ მახსოვს
-რა დაემართა?
-არ ვიცი-თქვა მხრების აჩეჩვით გვანცამ. ცოტახნით სიჩუმე ჩამოვარდა მხოლოდ ვაჩე და ბექა კამათობდნე რაღაცაზე გაცხარებით
-ბექა იქნებ ისიც მითხრა რომ ხოცვა-ჟლეტაზე უნდა გადავიდეთ
-მაგი ნამდვილად არ მითქვამს თუმცა დიდი სიამოვნებით კი მოვკლავდი
-ბექა
-იქნებ ისიც თქვა რომ სისხლი უნდა შევარჩინოთ
-ეგ ნამდვილად არ მითქვამს მაგრამ ჩოგოვაძეების კლანთან ხოცვა-ჟლეტა არ გავიგონო, მათ დავემსგავსებით
-კარგი რა ვაჩე
-ამ შემთხვევაში ვაჩეს ვემხრობი-გამოყო თავი საიდანღაც ნიკუშამ
-საერთოდ რაზე ლაპარაკობთ ვერ გავიგე-თქვა მხრების ჩეჩვით გვანცამ
-არაფერი-თქვა სამივემ ერთად და ყველა დაადუმა.
-კიდე არ იღებს ეს გოგო ტელეფონს-თქვა გაბრაზებულმა ნუციმ
-აცადე რა
-ხო რა, ვნახოთ რას იზამენ-თქვა ნენემ და ფიქრებით ბიჭების დიალოგს დაუბრუნდა....
******************
ანიმ რომ გაიღვიძა ბახმარომდე ნახევარი საათი იყო დარჩენილი. ერთი გემრიელად დაამთქნარა და წამოიწია
-გაიღვიძა მძინარე მზეთუნახავმმა-თქვა სიცილით დემემ
-რა კაი იყო ძილი-თქვა ღიმილთ ანიმ
-ხო ძილი მეც მიყვარს
ანიმ ფანჯარა ჩამოწია და ჰაერი ჩაისუნთქა
-როგორ მინდა აქ ვცხოვრობდე
-არ არსებობს
-რა?
-არც ერთ ქალაქელ გოგოს არ უნდა აქ ცხოვრებდა და შენ...
-კარგი რა დემე, რა ჯობია სოფელს, სუფთა ჰაერს და საერთოდ აქაურობას
-ხო და მოვედით კიდევაც სახლში-თქვა დემეტრემ და მანქანა დააყენა. ანი უცბად გადმოხტა მანქანიდან და ხის სახლში შევარდა
-ულამაზესია-ჩაიჩურჩულა ანიმ
-დედაჩემმა მაჩუქა-შემოვიდა ოთახში დემეტრე, პროდუქტები იქვე დადო და შუქი აანთო
-მოკლედ მილედი შეგიძლიათ დაჯდეთ დაისვენოთ მე მანამდე ბუხარს დავანთებ
-მგონი ჯობია გამოვიცვალო-თქვა ანიმ და მეორე სართულზე ავიდა. ოთახში შევიდა და გამოცვლა დაიწყო, მაისური გაიხადა როდესაც დემეტრე ოთახში შემოვიდა
-დემე-დაიკივლა ანიმ
-კაი კაი ნუ კივი აი შევბრუნდი, მე მეგონა სხვა ოთახში იყავი-თქვა სიცილით დემემ
-მაცადე ჩაცმა-თქვა ანიმ და ნახევრად გახდილი მაისური მთლიანად გაიხადა. მხოლოდ თბილი ჯემპრის ჩაცმის დროს შეამჩნია რომ დემეტრე იქვე მდგარ სარკეში უყურებდა
-რო კითხო არ უნდა ვიკივლო-თქვა სიცილით ანიმ
-გამომიჭირეთ მილედი-თქვა სიცილით დემემ და ანისკენ შებრუნდა.
-აუ დემე რა ვქნათ?
-წამო ჯერ პირველ სართულზე ჩავიდეთ-თქვა დემემ და ანის ხელი მოკიდა. ბუხარი დაანთო და იქვე მჯდარ ანის მიუსკუპდა გვერდით.
ანიმ თავი გულზე დაადო, დემემ კი ხელები შემოხვია მას და ცხვირი მის თმებში ჩარგო.
მუსიკა ჩართეს never tear us apart.
აი ასე იყვნენ მიხუტებულები და ფიქრებით ერთმანეთისკენ იწევდნენ
-დემე არავინ გენატრება?-წამოჭრა თემა ანიმ
-მენატრება
-ვინ?
-შენ მენატრები ანი
-მე? მე ხომ აქ ვარ
-თითქოს ახლოს ხარ მაგრამ ამავდროულად რა შორს
-ასე ფიქრობ?
-ასე ვფიქრობ კი არა ასეც არის, ჩემგან შორს იჭერ თავს
-კარგი რა დემე ხომ იცი რო მეშინია
-რისი გეშინია?
-ტკივილის
-რომელი ტკივილის?
-მეშინია რომ არ დაგკარგო, მეშინია რომ ვეღარასდროს ვნახო შენი ზღვისფერი თვალები, მეშინია რომ ვეღარსადროს ვნახო შენი სახე, მეშინია რომ ვეღარსადროს ვნახო შენი ცისფერი ბენდენა რომელიც ასე მომწონს-გაეღიმა-მეშინია რომ ვეღარსადროს ვნახო შენი ალისფერი მოსაცმელი, მეშინია რომ შენი მზრუნველობა ვეღარ ვიგრძნო აი რისი მეშინია, მეშინია რომ ეს ყველაფერი სამუდამო არ იქნება-თქვა ანიმ და დემეს უფრო მაგრად მიეხუტა
-მე იცი რისი მეშინია?
-რისი გეშინია?
-სიკვდილის
-სიკვდილის?
-ხო აი წარმოიდგინე, ვეღარასდროს ვნახავ აქაურობას, ამ ქვეყანას. ვეღარ შევიგრძნობ ჩემი ოჯახის წევრების სურნელს, ვეღარ შევძლებ ჩემი მეგობრების ნახვას, ჩემი დის. ვეღარ შევძლებ ამ ყველაფრით სიამოვნების მიღებას და ყველაზე მეტად იცი რაზე ვღელავ? რომ სიკვდილის შემდეგ შენს სახეა ვეღარ ვნახავ, შენს უზარმაზარ ტუჩებს, ვეღარ შევეხები შენს თმას, ვეღარ ჩაგხედავ თვალებში და ვეღარ შეგეხები, აი რისი უნდა გეშინოდეს, სიკვდილი....სრული სიცარიელე-სიჩუმე ჩამოვარდა წყვილს შორის. მხოლოდ კარგი მუსიკა და ბუხრის ხმა ისმოდა, გარშემო შუქები იყო ანთებული. დემეტრესა და ანის გრძნობები...აი რა გიზგიზებდა ცეცხლთან ერთად, აი რა იყო იმ დროსითვის ორი ადამიანის ბედნიერების მიზეზი. საიდან დაიწყო ყველაფერი? "ცუდი ბიჭების" სასტავისგან რომელსაც ანი ვერ იტანდა, დემეტრესგან რომელიც ეზიზღებოდა ეხლა კი სულის სიღრმემდე უყვარს.


უეცრად დენი გაითიშა
-ააააააააააააააა-დაიწყო ანიმ კივილი
-ანი რატო კივი?-წამოხტა დემეტრე ფეხზე
-შუქი წავიდ, მეშინიაააააა-დაიკივლა ისევ ანიმ
-მოიცა ნუ კივი, სანთლებს ავანთებ
-არა არა არ წახვიდე მეშინიააააა-კიდევ ერთხელ იკივლა ანიმ
-რისი გეშინია მე აქ ვარ?
-არა რააააა რამე რო მოვიდეს?
-მოდი აქ მოდი-თქვა დემეტრემ და ხელში აიყვანა ანი
-სად მივდივართ?
-მეორე სართულზე აგიყვან-თქვა დემეტრემ და კიბეებზე დაიძრა. სიბნელეში რთული იყო გზის გაკვლევა ამიტომ ერთი ორჯერ კინაღამ კისერიც მოიტეხეს თუმცა ბოლოს მაინც სახსალამათი ავიდნენ
-დემეტრეეეე არ წახვიდეეე-დაიწყო ისევ კივილი ანიმ, როდესაც დემეტრემ იქვე დასვა და სანთლის ასანთებად წავიდა
-აბა რა ვქნა? სიბნელეში ხომ არ ვიჯდები?
-არააა გევედრებიიიიი
-მომისმინე აი აქვე ვიქნები ავანთებ და მოვალ-თქვა დემეტრემ და მეორე ოთახში გავიდა.
ის იყო ანი დაწყნარდა და გაიფიქრა რომ ტყუილად მეშინიაო რომ რაღაცის განძრევა გაიგონა.
კივილით გაიქცა მეორე ოთახში და იქვე მდგარ დემეტრეს ჩაეხუტა, ფეხები წელზე შემოვცია ხელები კი კისერზე შემოაჭდო
-რა მოხდა?-იკითხა სიცილით დემემ
-არაღაცის განძრევა გავიგონე-თქვა ანიმ და დემეტრეს უფრო მოუჭირა ხელები. დემეტრემ ღიმილით გაიყვანა ანი მეორე ოთახში და სანთელიც თან წაიღო. ლოგინზე დააჯინა და თვითონაც გვერდით მიუჯდა
-აი ვსიო გავნათდით-თქვა სიცილით დემემ
-როგორ მეშინია სიბნელის-თქვა ანიმ და თმა გვერძე გადაიყარა. დემეტრემ თვალი ააყოლა ანის და სურვილი გაუჩნდა რომ მისი სხეული მთლიანად დაესაკუთრებინა.
ანიმ აიხედა და ცისფერ თვალებში ჩახედა რომელშიც სიყვარულის გარდა ვერაფერი დაინახა
გაეღიმა ანის...გაეღიმა დემეს...
ანი მიუახლოვდა დემეს ტუჩებს და მანძილი ნელ-ნელა კიდევ უფრო შეამცირა.
აკოცა, ანიმ გაბედა და აკოცა, ნელა მაგრამ ვნებიანი კოცნით. დემეტრე აყვა კოცნაში და ანი ახლოს მიიზიდა, სხეულზე აეკრა მისი პატარა გოგო და ხელები კისერზე შემოხვია. კოცნიდნენ ერთმანეთს და ამაში მთელს სულს ატანდნენ.
ლოგინზე გადააწვინა დემეტრემ ანი და ზემოდან მოექცა, ნელ-ნელა შეუხსნა მაისური და კოცნით ჩაუყვა მთელ ტანს, ანიმაც არ დააყოვნა და დემეტრე გაათავისუფლა მაისურისგან, დემეტრემ უფრო მომთხოვნად კოცნა დაუწყო...უფრო მეტი სიყვარულით კოცნა....აი ესეთი იყო ის ღამე, სადღაც დილისკენ ანი დემეტრეს გულზე იწვა და მის სურნელს ისრუტავდა
-მიყვარხარ დემე-თქვა ანიმ. იგრძნო როგორ გაეღიმა დემეტრეს
-მეც მიყვარხარ ანი-თქვა დემემ და ანი უფრო ახლოს მიიზიდა. აი ასე იყვნენ ჩვენი წყვილი, თუმცა ის კი არ იცოდნენ წინ რა ელოდათ, მომავალში...
პს. ვიცი რომ პატარა თავია და ამისთვის დიდი ბოდიში უბრალოდ მეტი ვერ მოვასწარი ❤ იმედი მაქვს მოგეწონებათ ❤ მიყვარხართ❤



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვინმე უნდა მოკლა ??

 


№2  offline წევრი marikuna18

აუუ არ მოკლაა რაა არც ერთი ცოდოები არიან და სხვა ისტორიებს დაემსგავსება თითქმის ყველგან კვდება ერთი ბიჭი და გოგო უბედურდება

 


№3  offline მოდერი ენემი

ვაიმე რო დააშორო მოგკლავ imp მომავალი თავი არც სჭირდებოდათ მაგრამ მაინც ჰეფი ენდი და ბოლო თავი იყოს რაა ცუდი არაფერი არ გვინდა

 


№4  offline წევრი Tekkla

au agar deeb?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent