შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამაგიერო - I თავი -


27-05-2018, 17:30
ავტორი ჯესიკა
ნანახია 1 611

- I თავი -


კაფეტერიაში ვიჯექი, თავი ხელებში ჩამერგო და ნახევრად ჩამძინებოდა.
_ანია!_დამყვირა თავზე სალომემ.
შეშინებულმა სწრაფად ავწიე თავი. დღის შუქი რომ მომხვდა სახეზე საშინლად არ მესიამოვნა, თვალები რამდენჯერმე დავახამხამე და შევეცადე მეგობრისთვის შემეხედა.
_აიღე!_მითხრა მან და წითლად შეფუთული ყუთი მომაწოდა.
_არ არის?_გამოვართვი და სასაჩუქრე პარკის გახსნა დავიწყე.
_დაბადების დღის საჩუქარია.
_ჰო? მადლობა ჩემო კარგო.
_ტყუილად მიხდი მადლობას, ჩემგან არ არის.
_აბა?_გამომცდელი მზერა მივაპყრე სალომეს და იმ პასუხის მოლოდინში გავინაბე რომელიც უკვე მშვენივრად ვიცოდი.
_ლექსომ გამომატანა...
_რატომ ამომიყვანა ამ ბიჭმა ბაყაყები?! ყოველ წელს ერთი და იგივე არ მობეზრდა?! მერამდენე საჩუქარი უნდა მივუგდო და მერამდენედ უნდა დავამცირო?!_იმხელა ხმაზე ვყვიროდი რომ თავი თავადვე ამტკივდა._შენ კიდე მოღალატე ხარ!_გადავედი სალომეს ლანძღვაზე._ყოველ წელს მოგაქვს და მოგაქვს ეს საჩუქრები. ხომ იცი რომ მძულს? გულს მირევს ტიპი!
_რა ვქნა, შენ კი ხარ ჩემი დაქალი, მაგრამ ის ჩემი ძმაა და უარს ვერ ვეუბნები. რომელ ხელზე ვიკბინო?_საცოდავად გამომხედა მეგობარმა და ორივე ხელი ჰაერში ასწია.
_მარცხენაზე!_ვუთხარი და სიცილი ამივარდა._მარჯვენა მე ვარ!_დავაყოლე და ყუთი ჩანთაში ჩავიდე.
_არ გახსნი?_მავედრებელი თვალებით შემომხედა სალომემ.
_არა!
_აუუუ...
_ჩუ!_დავეღრინე ისევ, ფეხზე წამოვდექი და ბუფეტისკენ გავემართე.
ძლიერი ყავა გავიმზადე და ჩემი ოფისისაკენ დავიძარი. წინა საღამოს გამოუძინებელი საშინლად გამოვიყურებოდი, თითქმის დარწმუნებული ვიყავი ლექსოს ამ ფორმაში რომ ვენახე გადამიყვარებდა. ოფისის პირობებში შევეცადე ცოტა მოვწესრიგებულიყავი და დაახლოებით ნახევარ საათში ჩემს საქმეებს შევუდექი.
სათარგმნი, საბეჭდი, დასამტკიცებელი, მერე ისევ სათარგმნი, ისევ საბეჭდი, და ა.შ. ... ეს იყო ჩემი სამსახური. თუმცა დაწინაურების მოლოდინში ამასაც სიამოვნებით ვაკეთებდი. უფროსს სულ თვალებში შევციცინებდი აქაო და არ დავავავიწყდე რომ შემპირდა მალე ხელფას მოგიმატებო, თუმცა მახსოვრობა აშკარად ღალატობდა, ჰო და დროც გადიოდა. დრო კი გადიოდა სწრაფად მაგრამ დღეები საშინლად იწელებოდა, დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე კომპიუტერს მივშტერებოდი, კაბინეტში გამოკეტილი ვიყავი და ჭამაც აღარ მახსოვდა, მხოლოდ ყავა მასულდგმულებდა...
იმ დღეს 21 წლის გავხდი, თუმცა თავს ისე ვგრძნობდი თითქოს 41 წლის ვიყავი. საღამოს, მუშაობას რომ მოვრჩი ჩანთას ხელი დავავლე და სალომეს გავუარე. ჩემი ოფისის გვერდით მისი უზარმაზარი სამკერვალო იყო სახელად "ლილია".
_შენი ძმა სახლშია?_დავინახე თუ არა პირდაპირ ვკითხე სალომეს.
_მგონი კი._რაღაცას გამალებით ხატავდა იგი.
_მალე მორჩები თუ წავიდე მე?
_სჯობს წახვიდე ანია, საქორწილო კაბის შეკვეთა მივიღეთ რომელიც ერთ კვირაში უნდა შევკეროთ და რომელიც საშინლად დიდია, ასე რომ ამ კვირაში საერთოდ გამარჯობის სათქმელად თუ მოვიცლი კარგია._მითხრა ისე რომ არც კი შემოუხედავს.
_საღამოს მაინც გამომიარე, ნამცხვარს გაჭმევ, ბაბუდამ დააცხო.
_კარგი!_როგორც იქნა ასწია თავი._ისე რა გაჩუქა?_ეშმაკურად შემომაპარა კითხვა.
_არ გამიხნია...
_გთხოვ გახსენი რა... რა იცი და იქნებ წერილია და ეწეროს აღარ მიყვარხარო? ან თავს განებებო...
_ასეთ საჩუქარს ნამდვილად ვერ დავუწუნებდი._გამეცინა და ჩანთიდან ყუთი ამოვიღე.
სწრაფად შემოვაცალე წითელი ქაღალდი, ყუთი გავხსენი და საჩუქრის დანახვისას თვალები შუბლზე ამივიდა. ალბათ რამდენიმე წამი მეტყველების უნარიც კი წამერთვა და სადღაც შორს, სხვა პლანეტაზე გავფრინდი. ამ რამდენიმე წამში იმის გაფიქრებაც კი მოასწარი ნეტავ ხომ არ მიმეღო საჩუქარი და ჯანდაბას ვიქნებოდი მისი შეყვარებული ცოტახანსთქო... ჩემს სულში იქექებოდა ეს ბიჭი, ჩემს ოცნებებში ხელებს უნებართვოთ აფათურებდა და ჩემს გრძნობებზე თამაშობდა, ამით კი უფრო და უფრო მაძულებდა თავს.
_სალომე!_როგორც იქნა ამოვიღე ხმა და ბოლო ხმაზე დავუყვირე მეგობარს._მოგკლავ, გეფიცები მოგკლავ!_ლანძღვა-ლანძღვით გავედი ქუჩაში და საჩუქრის ძებნა დავიწყე. მალევე გადავაწყდი წითელი ფერი ე კლასის მერსედესის კაბრიოლეტს და სუნთქვაც წამშივე შემეკრა. ვინც ვერ მიხვდით გეტყვით რომ ეს ჩემი საოცნებო მანქანაა, წითელი კი ჩემი უსაყვარლესი ფერია... თუმცა ლექსო წარმატებულად ცდილობდა ყველაფერი საყვარელი შეეძულებინა.
_მანქანა გაჩუქა?_პირი დააღო სალომემაც._თან შენი სახელი აწერია ნომერზე!
_რა?!_მანქანის ნომერს დავაკვირდი, ნამდვილად "ანია" ეწერა.
_რა შეშლილია?_გადაიხარხალა სალომემ.
_რა გაცინებს?! შენ უთხარი ხო? აბა საიდან გაიგო რომ ეს მანქანა მომწონდა? ვერ გიტანთ ვერცერთ და-ძმას!!!
_წამომცდა ალბათ, გაუაზრებლად.
_ამას ალბათ მთელი ცხოვრება ვინანებ..._მანქანის გასაღები ისევ ყუთში დავაბრუნე და ჩანთაში ჩავიდე._იმედია სახლში დამხვდება შენი ძმა რომ პირდაპირ ფეხებთან მივუგდო ეს ყუთი.
_წარმატებები!_ისევ იცინოდა სალომე.
დაბღვერილი ჩავჯექი სამარშრუტო ტაქსში, ბოღმისაგან ლამის გული ამრეოდა. ჩემი ოფისის წინ იდგა ჩემი საოცნებო მანქანა, ჩემი საყვარელი ფერის, ნომერზე ჩემი სახელით, გასაღები ხელში მეკავა და მე მაინც ნახევრად ავარიულ მარშრუტში ვიჯექი. საშინლად დამცინოდა ცხოვრება.
ლექსოს სახლს რომ მივუახლოვდი ღრმად ჩავისუნთქე, გამბედაობა მოვიკრიბე და კარზე ძლიერად დავაკაკუნე.
_შემოდი!_დაიძახა იქედან.
მე ისევ დავაკაკუნე.
_ღიაა, შემოდი!
ისევ დავაკაკუნე.
_ღიაამეთქი..._უფრო ხმამაღლა დაიყვირა, თუმცა გავიგე როგორ წამოდგა ფეხზე და კარისკენ დაიძრა.
კარის სახელური ქვემოთ რომ დაიწია ერთიანად გამაჟრიალა ტანში, საშინლად არ მინდოდა ამ ბიჭის სახის დანახვა, ვერ ავღწერ როგორ მძულდა, როგორ მაღიზიანებდა და როგორ მიმძიმებდა გულს.
_ვააა!_დამინახა თუ არა ყურებამდე გაიღიმა._დაბადების დღეს გილოცავ პატარა!
_გაჩუმდი!_დაძაბულმა ვუთხარი. მერე ჩანთიდან მისი საჩუქარი ამოვიღე და ხელში შევაჩეჩე._როდის მიხვდები რომ ჩემი ყიდვა შეუძლებელია? შეიგნე რომ ვერ შეგიყვარებ, ოდნავადაც არ მომწონხარ, პირიქით, გული მერევა შენზე, მძულხარ, ვერ გიტან! მაღიზიანებ მთელი შენი პიროვნებით. თავმოყვარეობა საერთოდ არ გაგაჩნია? ამდენჯერ გკარი ხელი, ამდენჯერ ჩაგაფურთხე სულში და მაინც ყველგან ფეხებში მეჩხირები, მაცადე ცხოვრება, მაცადე დავტკბე უშენობით, შემეშვი!!!_ნერვიულობისგან და ყვირილისგან ლამის გული ამომივარდა. გამწარებული ვუყურებდი ლექსოს მომღიმარ სახეს და უფო და უფრო ვიჭრებოდი ჭკუიდან.
_ვერ შეგეშვები!_ღიმილით მითხრა მან, თვალი ჩამიკრა და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა.
_რა დავაშავე!_ჩემთვის ჩავილაპარაკე და ზურგი ვაქციე.
სახლში წამოვედი...



№1  offline წევრი .M.A.R.I.

ჰო და მომეწონა <3
გააგრძელე heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი ჯესიკა

.M.A.R.I.
ჰო და მომეწონა <3
გააგრძელე heart_eyes heart_eyes

მიხარია რომ მოგეწონა!! :** <3

 


№3  offline წევრი Shiraiuki

საინტერესო მოთხრობაა, მალე დადე შემდეგი თავი ❤❤❤

 


№4  offline წევრი ჯესიკა

Shiraiuki
საინტერესო მოთხრობაა, მალე დადე შემდეგი თავი ❤❤❤

აუცილებლაად!!
<3
<3

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინია

მომეწონა!!! ველოდები გაგრძელებას!!!!!!!! blush

 


№6  offline წევრი ჯესიკა

სტუმარი ნინია
მომეწონა!!! ველოდები გაგრძელებას!!!!!!!! blush

მადლობაა!! <3

 


№7 სტუმარი დიკოსია

ოჰო
ოჰო
დედიკონა
დედა
არა
კი მაქ წაკითხული ერთი ასეთი საოცრება
სუ მინდოდა მაგის მსგავსი წამეკითხა
ცუდად ნუ გაიგებ უბრალოდ მაგ სტილში
და დადამ დადამ მეღირს
კარგია
წუნს გარეშეა
მომეწონა
და ისე უფრო მომეწონება
კისერი რო მოაგრიხოს ლექსომ
და ველი იმ მომენტს
თვითონ რო მიზდევდეს
მიყვარხარო
კაი ხო წავედი ოცნებებში
წარმატებები
და იმედია თავებს გაზრდი
და მალ მალე დადებ
გელი რა

 


№8  offline წევრი ჯესიკა

დიკოსია
ოჰო
ოჰო
დედიკონა
დედა
არა
კი მაქ წაკითხული ერთი ასეთი საოცრება
სუ მინდოდა მაგის მსგავსი წამეკითხა
ცუდად ნუ გაიგებ უბრალოდ მაგ სტილში
და დადამ დადამ მეღირს
კარგია
წუნს გარეშეა
მომეწონა
და ისე უფრო მომეწონება
კისერი რო მოაგრიხოს ლექსომ
და ველი იმ მომენტს
თვითონ რო მიზდევდეს
მიყვარხარო
კაი ხო წავედი ოცნებებში
წარმატებები
და იმედია თავებს გაზრდი
და მალ მალე დადებ
გელი რა


დარწმუნებული ვარ ასეთი სტილის ისტორია ბევრი იდება, პირადად ჩემი საყვარელი ჟანრია, ასე რომ ცუდად ვერ გავიგებ ;) აუცილებლად გავზრდი თავებს, ეს პირველი თავი იყო და ასე ვთქვათ შემოვიტყუე მკითხველი.

 


№9  offline წევრი elena gavasheli

heart_eyes kissing_heart დასაწყისისთვის ძალიან კარგია იმედია გაგრძელება უკეტესი იქნება

 


№10  offline წევრი ჯესიკა

დარინა
მე უკვე ლექსო მიყვარს მე მაჩუქოს ეგ მანქანა ვინც ვერ აფასებს იმას არც უნდა გადაყვეეე, ასე მგონია რადგან ლექსო ზედ ყვება მაგიტომ არ მოწონს, აი მინდა რომ იქეთ შეეხვეწოს ეჭვიანობისგან გაგიჟდეს, ის სიტყვები საშინლად ინანოს რაც ლექსოს უთხრაა, უკვე ძალიან მომწონს და ახალი თავი მინდაააა.

მიხარია რომ ასე ჩაერთე ისტორიაში <3 <3
მარტო სახლში
ძალიან კარგია ველოდები ახალ თავს ♡

მადლობაა :**
elena gavasheli
heart_eyes kissing_heart დასაწყისისთვის ძალიან კარგია იმედია გაგრძელება უკეტესი იქნება

შევეცდები უფრო და უფრო საინტერესო გავხადო!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent