შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საკუთარი ბედნიერება(მესამე თავი)


27-05-2018, 17:46
ავტორი melina
ნანახია 2 031

-ოჰ სოფლის სიომ დაჰბერა,დაუმატა მეორემ და აუდიტორიაში ხარხარი ატყდა,ხმა ვეღარ ამოიღო ლანამ,იქვე რომ არ ეტირა სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა აუდიტორიიდან და კიბეებზე დაეშვა.

----------------------
-ლანა მოიცა ნუ გარბიხარ,მეც შენთან ერთად წამოვალ.მოესმა ბექას ხმა.
-არ მინდა მარტო ყოფნა მირჩევნია,შენ კი შენს მეგობრებთან დაბრუნდი,თქვა და ცრემლებით დაცვარულ სახეზე აიფარა ხელები.
-ისინი ჩემი მეგობრები აღარ არიან,შენ კი მარტო ვერ დაგტოვებ,წავიდეთ სადმე დავსხდეთ და ვისაუბროთ.
-სახლში წასვლა მინდა მეტი არაფერი...
-კარგი სახლში გაგიყვან თან გზაში დავილაპარაკოთ,თქვა და მანქანაში ჩასხდნენ.
თამუნა რატომ არ იყო დღეს?
-ცუდად არის სიცხე აქვს,ნეტავ მეც არ წამოვსულიყავი,ამ დაცინვას და გესლიან სიტყვებს ხომ ავცდებოდი.
-ნუ აქცევ ყურადღებას,დამიჯერე შენ მათზე ბევრად მაღლა დგახარ,მაგრამ თუ ასე გაშფოთებს ეს ყველაფერი შენ არ იჯავრო,დღესვე დაველაპარაკები მათ და მსგავსი აღარაფერი მოხდება გპირდები.
-უბრალოდ ვერ გამიგია რა დავაშავე ასე რომ შემიძულეს,მე მათ სიტყვებზე არ მტკენია გული,ჰო რაიონიდან ვარ და ამაში ცუდი არაფერია,უბრალოდ მათი სიძულვილი მტკივა.
-შენ ძალიან კარგი გოგო ხარ ლანა,დანაშაულზე ლაპარაკიც ზედმეტია,არავის მივცემ უფლება აგატიროს და გული გატკინოს,მე ყოველთვის შენთან ვიქნები.
ლანა ძალიან ნაწყენი იყო,ფიქრის თავიც არ ჰქონდა მაგრამ გულის სიღრმეში კი ახარებდა ბექას სიტყვები და თანადგომა,სადარბაზოსთან გაჩერდა მანქანა ლანა გადმოვიდა მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის და სახლში შევიდა ჩქარი ნაბიჯით.
-რა მოხდა ადრე რომ მოხვედი,ჯერ არ გელოდი..
-არც მე მეგონა ასე ადრე თუ მომიწევდა დაბრუნება,ნეტავ იცოდე რა დამემართა.გვერდით მიუჯდა მეგობარს და ყველაფერი უამბო.თამუნა ქეთას სიტყვებისთვის იმდენი ყურადღება არ მიუქცევია როგორც ბექას საქციელისთვის.
-მგონი მაგ ბიჭს მოწონხარ,კარგა ხანია ამას ვფიქრო ახლა კი საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ასეა.
-კარგი რა მე რა გიამბე და შენ კიდევ ბექას გრძნობებზე ფიქრობ,ან საიდან მოიტანე რომ მოვწონვარ,მსგავსი არაფერი ხდება,უბრალოდ დაინახა რომ ცუდად ვიყავი და ადამიანური თანადგომა გამოიჩინა.
-დამიჯერე ეს მეგობრობაზე ბევრად მეტია,მან შენს გამო მეგობრებზე თქვა უარი.
-თვითონაც მიხვდა რასაც წარმოადგენენ მისი მეგობრები და მაგიტომ.
ამასობაში გოგოებმა ყავა მიირთვეს,დივანზე დასხდნენ და დაბალ ხმაზე ჩართულ მუსიკას უსმენდნენ.ლანამ მობილურზე მოსული მესიჯი წაიკითხა და სახეზე ღიმილმა გადაურბინა.
-ასე ვინ გაგახარა,რა მოგწერეს ასეთი რომ შენი გაღიმება მოახერხეს?
-ისეთი არაფერი,ბექამ მომწერა...
-რაო რაღა დარჩა უთქმელი?
-აი თვითონ წაიკითხე,და თამუნას გაუწოდა მობილური,მანაც ხმამაღლა ამოიკითხა შემდეგი სიტყვები:როგორ ხარ?ხომ აღარ ნერვიულობ?დილით გამოგივლი და ერთად წავიდეთ ლექციებზე.
-ხედავ?შენ კიდევ იტყვი რომ არაფერი ხდებაო,თვალი გაახილე ლანა.
ამასობაში კიდევ ერთი მესიჯი მოვიდა.ლანამ წაიკითხა მერე თამუნას გადახედა თქვა:-მართალი ყოფილხარ...
-მოიცა ეს რას ნიშნავს ანუ?
-ხო,ხო რასაც ფიქრობ ეგრეა...
-წამიკითხე ძალიან მაინტერესებს,სწრაფად,წამოიძახა თამუნამ.
-ლანამაც ხმამაღლა ამოიკითხა შემდეგი სიტყვები:იმათ ველაპარაკე და ყველაფერი მოვაგვარე,აღარაფერს დაგიშავებენ,არც მივცემ უფლებას,იცი?დილით ვერ გითხარი,არც იყო ამის დრო ანერვიულებული იყავი,არც მესიჯით სათქმელი თემაა მაგრამ...მე შენ ძალიან მომწონხარ...მესიჯის დასასრული,ღიმილით თქვა ლანამ.
-ახლა მაინც გჯერა ჩემი?სიცილით იკითხა თამუნამ.
გოგოები დილით ბექას ზარმა გააღვიძა.
-დილა მშვიდობისა ლანა,მე გამოვედი,20 წუთში შენს კორპუსთან ვიქნები.
-კარგი....ისე თვითონაც მოვიდოდით.
-ადექით და სწრაფად მოემზადეთ,სიტყვა გააწყვეტინა ბექამ.
ლანამ ბექასთან რომ დაასრულა საუბარი მერე თამუნა გააღვიძა:
-გაიღვიძე რა გჭირს,სადაცაა მოვა ბექა,სწრაფად მოვემზადოთ,უხერხულია ხომ არ ვალოდინებთ.
-მასზე ზრუნვა დაგიწყია,ხომ არ ვალოდინებთო,აი ჩემზე კი სულ აღარ ზრუნავ,არც შეგეცოდე ისე გამაღვიძე ამ უთენია.
-მორჩი ახლა მაიმუნობებს და ადექი,ზრუნვა რა შუაშია უბრალოდ...და სათქმელი აღარ დაასრულა ლანამ.
დილით ადრე მოუწიათ მისვლა უნივერსიტეტში,იქ ტყუილად რომ არ ეცადათ იქვე ახლოს კაფეში დასხდნენ და ყავა მიირთვეს ილაპარაკეს მერე კი ერთად შევიდნენ აუდიტორიაში სამივენი მხიარულ განწყობაზე იყვნენ,მიესალმნენ ბავშვებს,მათ გასაოცრად გოგას და ქეთას არაფერი უთქვამთ,აკვირვებდათ კიდეც მათი სიმშვიდე.ამ დღის შემდეგ ბექას წესად ექცა დილით ლანასთან გავლა,სამივენი ერთად მიდიოდნენ ლექციებზე,მერე კი სახლშიდაც მიაცილებდა,გოგოებმა ბექას და სანდროს გააცნეს ერთმანეთი,სასეირნოდ და გასართობად ხშირად დადიოდნენ ერთად,არ დაუტოვებიათ თბილისის გამორჩეული რესტორნები,ბარები,თუ უბრალოდ ლამაზი ადგილები და პარკები.ბექა სულ ცდილობდა ლანასთვის პატარა სიურპრიზები გაეკეთებინა,თითქმის ყოველ დღე პოულობდა ლანა სახლის კართან ლამაზ ვარდებს,ფუმფულა სათამაშოებს,სუნამოებს....თუ ლანას მოწყენის დაინახავდა ყველაფერს გააკეთებდა რომ მის სახეზე ღიმილი ენახა.ასე მისდევდა ბედნიერი დღეები ერთმანეთს....
ამასობაში დეკემბრის ბოლო მოვიდა,პირველი სემესტრი დასასრულ უახლოვდებოდა,ახალი წელიც კარზე იყო მომდგარი,ლანას ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა.
-ნეტავ ვინ არის?არ მეცნობა ნომერი გაკვირვებით თქვა და უპასუხა მობილურს.
-გამარჯობა ლანა...ქეთა ვარ,როგორ ხარ?
-კარგად...მაგრამ არა მგონია ჩემს მოსაკითხად დაგერეკა.
-მართალი ხარ,დაგირეკე რომ სიმართლე გითხრა და შენი ფუჭი იმედები ქარს გავატანო...
-უცნაურია,შენ და სიმართლე?მოკლედ მითხარი რისი თქმაც გინდა.
-ბექაზე მინდა გელაპარაკო..



№1  offline წევრი melina

მადლობაა❤❤❤დღეს დავდებ შემდეგ თავს❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent