ასეც ხდება ხოლმე (ნაწ.2 თავი 6)
წვიმას არ გადაუღია.. წვეთები მინის ფანჯარას ისეთი ძალით ეხეთქებოდა, როგორც ოკიანეში მცურავ გემს შტორმის დროს წარმოქმნილი უზარმაზარი ტალღები. სექტემბრის თვის დადგომა დასტყობოდა ბუნებას. მონაცრისფრო ღრუბლები უფრო მუქდებოდა, ვარსკვლავების ნათებაც მასში იკარგებოდა, გათენებამდე დარჩენილი საათები ნელ ნელა იწურებოდა და მთვარეც გადადიოდა მეორე მხარეს მყოფ სამყაროში. ქაოსურად არეულ დედამიწაზე ყველაფერი ისევ იმ ერთფეროვნებით მიმდინარეობდა რა მიმდინარეობითაც იწყება და ღამდება ყოველი დღე. არფერი. საერთოდ არაფერი არ იყო სხვანაირად. ერთი ჩვეულებრივი გაუაზრდბელი და დაუფიქრებელი მოქმედების გარდა. სწორედ იმ ერთ ოთახში მომხდარი ქმედების, რომელიც ასე თუ ისე მაინც აღემატებოდა ჩვეულებრივობას. როგორ შეიძლება ადამიანი დგამდე ნაბიჯს და ამ ნაბიჯის გადადგმისას უკან იხევდე? ორმა მაგნიტმა იპოვა ერთმანეთი და მანდ დამთავდა. იყო თუ არა არსწორი? არა! ეს არც არასწორი ნაბიჯი იყო და არც სწორი. მაგრამ? და მაინც რჩება ეს მაგრამ.. სამყაროში დაბრუნებული ქებურია, თვალს ნელა ახელს. ფხიზელი გონება ისე ყვირის თითქოს განგაშის ატეხვას ცდილობს. გვერდით მწოლიარე ხიონაკს წამიერად ავლებს თვალს. მას ისევ მშვიდად სძინავს. რამდენიმე წუთი გაუნძრევლად წევს, ჭერს შეჰყურებს და უსმენს გიკა ხიონაკის სუნთქვის ხმას, ასე შეუსაბამოდ რომ ერთვის წვიმის წვეთების წკაპა-წკუპს. არავითარი გრძნობა არ ირევა მასში. არც სინანულის განცდა სუფევს და არც შეცდომის. ფეხზე დგება, გამშრალ ტანსაცმელს იცმევს და ოთახს ტოვებს. წვიმაში გასული ვერც დაცემულ წვეთებს აღიქვამს და ვერც სიცივეს. ვიწრო ბილიკს მიუყვება გათიშული გონებით. სასტუმროსთან მისული მეორე სართულზე ფანჯარასთან მდგომ ხახუბიას, რომ ხედავს თავის თავისადმი სიძულვილი უმძაფრდება. ახლა აღიქვამს, რომ მათ გარდა კიდევ არიან სხვები ამ დედამიწაზე, რომლებზეც გუშინ სულაც არ უფიქრიათ.. მობილურზე ლაშას ესემესს ხსნის. " ბაბ ვერ გიკავშირდები მომწერე ესემესს, რომ ნახავ, მიყვარხარ" მთელი სხეული ზამბარასავით ეჭიმება. ჰაერის უკმარისობას ისე განიცდის თავი მთვარეზე ჰგონია. ხელს ყელზე იდებს და რამდენიმეჯერ ღრმად ისუნთქავს ჟანგბადს. შენობაში სირბილით შედის. თავის ოთახში ასული მის ნივთებს ჩანთაში ყრის და კარისკენ მიდის. -ბაბი.. დერეფანში მდგომი ტასო მისკენ მირბის. -როგორ ვინერვიულე.. სად იყავი? მოიცა სადმე მიდიხარ? -თბილისში ვბრუნდები. -კი მარა რატომ? რამე მოხდა? -მივდივარ. -ბაბალე რამე ისე ვერაა? გიკამ გაწყენინა? ბაბი მითხარი! -ანასტასია მაპატიე.. ტირილით ამბობს და გოგოს ეხუტება. -ბაბალე ნუ მაშინებ.. -არაფერი მკითხო გთხოვ.. დღეს არა რა.. -კარგი.. არაფერს არ ვამბობ.. მარა ამ წვიმაში როგორ უნდა წახვიდე? -არ ვიციი.. ფეხითაც, რომ მომიწიოს წასვლა უნდა წავიდე.. -სულ გაგიჟდი მგონი.. -ვა გოგოებო..გაიღვიძეთ უკვე? როგორ გაქვს შენ ფეხი? თორნიკე უდგება ანასტასიას წინ და ფეხზე აკვირდება. -თოკა შენი მანქანის გასაღები მომეცი. ბიჭის კითხვას აიგნორებს. -რათ გინდა? -ბაბის სამსახურიდან დაურეკეს და სასწრაფოდ თბილისში უნდა დაბრუნდეს.. -აჰა აიღე, მარა არ ჯობია რო გადაიღებს წვიმა მერე წახვიდე? -არა! სასწრაფოდ უნდა წავიდე.. ტას, რომ ჩავალ დაგირეკავ.. წყვილს სცილდება და შენობას ტოვებს. ალბათ ყველაზე მშვენიერი ის წამებია გონებას და გულს ერთი და იმავე რომ უნდათ, მაგრამ გამოფხიზლებულზე ამის აღქმის უნარს ის პატარა წერტილი გიხრშობს რაც აუხსნელია და მაინც გგონია, რომ ეს ის არ იყო რაც უნდა ყოფილიყო. ხიონაკს არ უნანია.. არც ბაბალეს უნანია. საერთოდაც რა იყო სანანებელი? მოხდა.. მოხდა და ვსო. რაც მოხდა უკვე მომხდარი იყო, მაგრამ იმ მომხდარის შემდეგი მომენტი გახლდათ ცოტა გადაულახავი. გიკა იმ წამსვე გადაბრუნდა მეორე მხარეს რა წამსაც თვალები გაახილა, მარა ქებურია არც მძინარე და არც გამოფხიზლებული არ დახვდა. -ჯანდაბა.. საწოლზე წამოჯდა და ფანჯრისკენ გაიხედა.. -ამ წვიმამაც გაახურა რა.. მობილურს დასწვდა.. ბაბალესთან დარეკვა უნდოდა, მაგრამ არ იჭერდა. -ფუ ამის.. ისევ ძირს დააგდო და საწოლზე გადაწვა.. ჭერს მიაშტერდა. გაყინული თვალებით უყურებდა ერთ წერტილს.. ტუჩებს აცმაცუნებდა, თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა.. გონება არეული ქონდა. მხოლოდ ერთზე ფიქრობდა.. მხოლოდ ბაბიზე. სასტუმროში შესული ქებურიას ოთახისკენ გაემართა. რამდენიმეჯერ დააკაკუნა, მაგრამ კარი არ გაუღო. ნერვებმა პიკს მიაღწიეს.. ვაი და თუ ნანობსო. არ იცოდა რა სტკიოდა გულის სიღრმეში. არეულ დარეული ყვებოდა გონებაში ანთებულ რეფლექსების მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს. ყელში რაღაც ახრჩობდა. სველი მაიკა ოდნავ დაქაჩა წინ, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ანასტასიას ოთახს მიადგა. -სადაა შენი დაქალი? -რა უქენი? შეტევაზე გადავიდა დვალი. -რა უნდა მექნა? წარბები შეკრა და ძირს დაიხედა. -ისევ ატკინე ჰო? -სადაა? წყნარი ტონით კითხა, მაგრამ ტასოს დუმილმა გააღიზიანა.. -სადაათქო? -წავიდა. -სად წავიდა? -თბილისში.. -სულელი. -გიკა -ხო -მითხარი! რამე დაუშავე? -შენ არ გეხება. -მეხება -არამგონია -ანასტასია დასავითაა ჩემთვის. -ვიცი. -არ იცი. საერთოდ არაფერი არ იცი შენ. რა გინდა ბაბისგან? გამაგებინე ადამიანო რას გადაეკიდე? -მორჩი! არაფერი არ გამიკეთებია ისეთი რაც თვითონ არ უნდოდა. -როგორ? მოიცა... გიკა! ანუ? -ანუ..... -მე რაც გავიფიქრე... თვალები დააწვრილა ტასომ და ხიონაკი კარგად შეათვალიერა. -ეგაა.. თავის დაქნევით დაუდასტურა და კარგადაც მიიღო სახეში. -თვალით არ დამენახო. გამწარებულმა მიახალა -საერთოდ არ გამეკარო. ოთახის კარები გამოაღო. -ნუ დგამ სცენებს. კარი ხმაურიანად დაკეტა და დვალის წინ დადგა. -გითხარი არაფერი დამიძალებიათქო. იღრიალა. -რაც მოხდა მე და ბაბალეს გასარჩევია და არა შენი. -აჰა.. ანუ შენ და ბაბალე? და ნიაკოს რას უშვები? მარსზე უშვებ? -ტასო! წყობიდან ნუ გამოგყავარ. -შენ რო გამომიყვანე ეგ არაფერი? -მომეცი ბაბალეს მისამართი. -არა. -უნდა დაველაპარაკო. -რაზე? -გითხარი უკვე შენ არ გეხებათქო. -გიკა. -კაი არ მინდა ჩემით გავიგებ. ოთახიდან გასულმა კარი მთელი ძალით მიიჯახუნა. ნიაკოს ნახვა ახლა ყველაზე ნაკლებად უნდოდა და საერთოდ არც აპირებდა მის ნახვას იმ წამს. მანქანაში ჩაჯდომისას დაინახა სასტუმროდან მისკენ მიმავალი ხახუბია. თითქოს ვერ შეამჩნია ისე დაძრა ავტომობილი და ისე აუარა გვერდი. სარკიდან გახედა წვიმაში მდგომს. საჭეს ხელი დაარტყა და სიჩქარეს უფრო უმატა. ყაზბეგიდან გასულმა მანქანა გვერდით გადააყენა და ტელეფონზე მისული ტასოს სმს გახსნა სადაც ბაბალეს მიასმართი ეწერა. სველი მაისური გაიხადა და უკანა სავარძელზე მოისროლა. ბაბალესთან დარეკვას ცდილობდა მარა უშედეგოდ. ნერვიულად იკვნეტდა ქვედა ტუჩს და ტელეფონზე შემოსულ ნიაკოს ზარებს წამის მეასედში თიშავდა. ავტომობილი ბაბალეს სახლთან გააჩერა, მაისური გადაიცვა და ბინისკენ გაემართა. კარების გაღება ცოტა დააყოვნა ქებურიამ, მაგრამ მაინც გააღო. -რა გინდა? -რა უნდა მინდოდეს? -მე რა ვიცი. -ბაბალე ნუ ნაგლობ. -არ მითქვამს შემოდითქო. -არც მე მითქვამს თბილისში გამოექანეთქო. -ნუ ჯდები მანდ. -აბა ვიდგე? -საერთოდ წადი. -ვილაპარაკოთ. -რაზე? -გუშინდელზე. -ჩათვალე რო არაფერი იყო. -გავაქრო? -გააქრე. -ასე ადვილად? -უბრალოდ დავივიწყოთ და გავაგრძელოთ ჩვეულებრივ. -თუ დავიწყება გინდოდა რატომ გამოჩნდი? ვერ დარჩი იმ ორ წელს მიღმა? ყოფილიყავი ისევ უჩინარი. ისევ შენთვის. ჩემგან შორს. რატომ ბაბალე? რატომ გამოჩნდი ისევ? -ტასოს გამო. -ტასო? ჩაიცინა. -ხედავ? მე და შენ ასე ვერაფერს ვერ დავივიწყებთ თუ ტასო იარსებებს ჩვენს შორის. -რას მთავაზობ? ტასოს მიტოვებას? -შენ ხო დავიწყება გინდა? -მე არაფერი არ მინდა. წადი! -ინანებ! -რას? რა უნდა ვინანო გიკა? მითხარი რა? არ გამაცინო და ახალა ის არ მითხრა შენს ცოლად მოყვანას ვაპირებდიო? -სასაცილოა? -ძალიან. -მეც მასე ვფიქრობ. რაღაცნაირად ჩაიცინა. -მგონი გავარკვიეთ. ბაბალე ფეხზე ადგა და კარი გამოაღო. ხიონაკს ხელით ანიშნა წადიო. -ისედაც გარკვეული იყო. კარს იქით დადგა. -კი გარკვეული იყო. ისევ ისე. მე ჩემთვის შენ შენთვის. კარის მიხურვა სცადა, მაგრამ წინ მდგომმა შეაჩერა. -და მაინც გიკა ხიონაკის საკუთრებაში. ტუჩის კუთხე ჩატეხა და თვალი ჩაუკრა პირდაღებულ ბაბალეს, რომელსაც ერთი სიტყვის თქმაც არ დააცადა ისე გასცილდა. ბაბალე? არეულ დარეული გონებით.. გიკა? გიკას უკვე გათვითცნობიერებული ქონდა ყველაფდრი. იმისდა მიუხედავად, რომ გრძნობებში ირეოდა მაინც ცდილობდა სწორად გაეთვალა თითოეული ნაბიჯი. მანქანაში ჩაჯდომისთანავე მაქსიმსეს მიწერა ნიაკო წამოიყვანე შენი მანქანით და რამდენიმე საათში აქ იყავითო. ერთხელ კიდევ შეათვალიერა ბაბალეს სახლი და ავტომობილი დაძრა. წვიმა უფრო მეტად მატულობდა. აშკარად გიკას ნერვებზე თამაშობდა ამინდიც. -ლიკუ.. სახლში შესული დედამისს მოეხვია და ლოყაზე აკოცა. -ლუკა სახლშია? -მისაღებშია.. წადი შენ გამოიცვალე არ გაცივდე. -რა გამაციებს. გაუცინა ქალს და მისაღებში გავიდა -მა სალაპარაკო მაქვს თქვენთან. -ჩამოვიდა და უკვე დაიწყო. -სერიოზულ თემაზე მაქ საბაზრო ლიკას თავს გეფიცები. -ჯერ გამოიცვალე და პირი დაიბანე ადამიანს არ გავხარ. -კაი თქვენ მანამდე მოემზადეთ. ლუკამ მზერა გააყოლა ოთახისკენ მიმავალს და მერე ლიკას ანიშნა რა ხდებაო. რადგან ლიკამაც არ იცოდა რა სჭირდა თავის ვაჟს მანაც მხრები აიჩეჩა და ქმრის გვერდით ჩამოჯდა. -აჰა მოვედი. მშობლების წინ მოკალათდა. -მე ნიაკოს ცოლად ვერ მოვიყვან. შესავლის გაკეთება არც უფიქრია. -მგონი შვებულებაში წასული ტვინი დაუბრუნდა. ცოლს გახედა და ისევ წინ მჯდომზე გადაიტანა ყურადღება. -ჩვენ რო ნიაკო არ გვევასება ეგ შენ ისედაც იცოდი. წარბ შეკრულს თვალი ჩაუკრა -ახლა ის მითხარი ამ ორი წლის აკვიატებულ "ცოლად მოვიყვანს" რა აღუდგა წინ. -რა არამგონია დაესმოდეს.. ჩაფიქრდა უმცროსი ხიონაკი. -ვინ უფრო. -გაგვარკვიე ახლა ნორმალურად.. -ოო მოკლედ სხვასთან ვიწექი რა. -მერე? -რაღა მერე მამა? -დიდი ამბავი იწექი იწექი. რა მოხდა ამისთანა? შენს ასაკში ეგ.. -ლუკა! ლიკას თვალები აენთო -რა? -გაჩუმდი! -რა არის აქ გასაჩუმებელი. ბიჭი ჯერ არ დაქორწინებულა და რო გაერთოს რა პრობლემაა? უდარდელად თქვა და დივანზე გადაწვა. -არ იყო ეს გართობა. ჩუმად ჩააკვეხა სიტყვა გიკამ. -აბა რა იყო? არ მითხრა ახლა ვიღაც ბ*ზთან ვიწექი და შემიყვარდაო? მაგას ისევ ეგ შენი ნიაკო მირჩევნია რო მოიყვანო. -ბაბალე? -რა შუაშია აქ ბაბალე? -ბაბალე იყო ის ვისთანაც ნიაკოს ვუღალატე. ნუ თუ ქვია ვაფშე მაგას ღალატი. -რომელი ბაბალე? წინ წამოიწია ლუკა. -აუ მამა რა გჭირს? რომელი ბაბალე იქნება თუ არა ის წითური აუტანელი გოგო? სიტყვის დასრულება ძლივს დასცალდა გიკას ლუკას მუშტი სახეში, რომ მოხვდა. -ფუ ამის.. მგონი ცხვირი გამიტყდა. დარტყმაც მინახია მარა ასეთი? შვილი ვარ თუ მტერი? -თავი, რომ არ გაგიტეხე მადლობა თქვი. -მადლობა. -ნერვებს ნუ შლი. -რა ერთ ამბებს მიწყობთ ტო? გოგოსთან ვიწექი ვინმე ხომ არ მომიკლავს? არ ატეხეს აქ ამბები.. გეგონება.. -ხმა არ გაიღო. მანდ ეგდე და ჩუმად იყავი.. ორი თითი მოკუმა და პირზე გადაიტარა დადუმების ნიშნად. ლიკას მოტანილი ყინულებით სავსე ნაჭერი ცხვირზე დაიდო და აქეთ იქეთ მოსიარულე მამამისს გახედა. -არა, არ მესმის.. აქამდე ჭამდი ცოცხლად იმ გოგოს და ასე ერთ დღეში რა გეტაკათ ან შენ ან იმას. არა შენ რო ტვინი არ გაქვს ეგ ნათელია მარა მე ის მიკვირს ბაბალეს რა დაემართა. რამე ხო არ მიქარე? -მაგრად მიტყდება შენ, რომ მაგას მეკითხები. -მე ის მიტყდება ჩემი შვილი უაზროდ, რომ იქცევა. -არაფერი არ დამიძალებია.. იმისდა მიუხედავად, რომ მთვრალები ვიყავით ეს ორივეს სურვილი იყო. მთლად იმ დედააფეთქებულ სასმელსაც ვერ დავაბრალებ ვერაფერს. აი ახლაც ამ ფხიზელ მდგომარეობაშიც იმას გავაკეთებდი რაც გავაკეთე და სულაც არ ვინანებდი. -ნიაკოზე რას იტყვი? -რა უნდა ვთქვა? -შენ ალაოდ ხო არ ხარ ბიჭო გოგო ცოლად მოგყავდა და ახლა ამბობ ბაბალე მიყვარსო. -როდის ვთქვი ეგ? -მე ასე გავიგე შენი მონოლოგიდან. -შეცდომით გაგიკეთებია დასკვნა. უბრალოდ ნიაკო და მე კარგი პარტნიორები ვართ ერთმანეთისთვის. მაგრამ როგორც ოჯახი ? არ ვიცი.. არამგონია გამოვიდეს მაქედან რამე. თან ახლა.. რო დავფიქრდე ნიაკო არც მყვარებია. ან მიყვარდა კიდეც. არ ვიცი. რა მინდა მეთვითონ არ ვიცი. -ბაბალე სადაა? ელაპარაკე ? -ველაპარაკე -რაო? -დავივიწყოთო -და რას აპირებ? -არ ვიცითქო.. ნუ დავიწყებას რო არა ერთი ეგ ვიცი. -ნიაკომ იცის? -დღეს გაიგებს. -კაი დღე გელის წინ -ნუ იტყვი. -მე არ ჩავერევი. შენ მოაგვარე შენივე გადადგმული ნაბიჯის თან მომყოლი პრობლემები. ცოლად მოიყვან თუ არა ეგეც შენი და ბაბალეს საქმეა. მაგრამ რამე ისე რო გააკეთო რაც არაკაცულია ხომ იცი, რომ არ გაპატიებ? ესეც არ არის სწორი რაც გააკეთე მარა ამქვეყნად უშეცდომო არავინაა. ღამის 9საათი იყო ნიაკოს სახლის წინ, რომ გააჩერა ავტომობილი. კიბეები აირბინა და კარებზე რამოდენიმეჯერ დააკაკუნა. -გიკ.. ყელზე ჩამოეკიდა ბიჭს -რატომ წამოხვედი ყაზბეგიდან ან ტელეფონს რატომ არ იღებდი? -შევიდეთ და აგიხსნი. -რამე მოხდა? -კი.. მე და შენ ერთად ვერ ვიქნებით. -როგორ? -არ მომყავხარ ცოლადთქო. -გიკა -არ მიყვარხარ. გაქრა ის გრძნობა რაც მიზიდავდა შენში. საერთოდ არაფერს ვგრძნობ. თავს ვიტყუებ ნია. შენც გატყუებ და საკუთარ თავსაც. ასე არ მინდა. ვერ გავძლებთ ასე შენც ხომ ხვდები არა? -მტოვებ? -მასე გამოდის. -შენ? საჩვენებელ თითს გიკას ადებს და მერე თავისკენ აბრუნებს. - მე? -ასეა. -საერთოდ არ გყვარებივარ? -არ ვიცი. -ეგ რა პასუხია? -რა ვქნა ნია? მითხარი რა გავაკეთო? აქამდე რაც ვიტყუეთ თავი არ გვეყო? -ჩემს მაგივრად ნუ ლაპარაკობ. -თორე არაა სიმართლე. -არაა. გიკა მე მართლა მიყვარხარ.. -როდიდან? იმ დღიდან ხო არა როცა მამაჩემის კომპანიის მეწილე გავხდი? თუ იმ დღიდან ჩვენს კომპანიაში მთავარ მოდელად, რომ დაგნიშნე? როდიდან ნიაკო? -ეგ რა შუაშია. დაიბნა -თავშია. ერთმანეთი ამოვწურეთ.. არაფერი არ გვაქვს რითიც ერთმანეთთან ყოფნა ღირს. არც გრძნობაა და არც რაიმე სხვა. ეს ქორწილიც ერთი დიდი ფარსი იყო. თავად უფროსი ხახუბიას დადგმული. ისე მეც კაი ს*რი ვარ ამ მასკარადში, რომ აგყევით შენ და მამაშენს. კარებისკენ წავიდა. -ხომ იცი, რომ ასე არ დასრულდება? -მე მგონია, რომ დასრულდება მარა შენ მაინც სცადე შენებურად დაასრულო თუ გამოგივა. თვალი ჩაუკრა და კარს მიეფარა. არც ერთს უძინია მშვიდად. ორივე ერთ დიდ აურზაურში იმყოფებოდა და იმ ყველაფრის გადახარშვას ცდილობდნენ რაც იმ ერთმა დღემ მოიტანა. ყველაზე რთული მომენტი მაშინ დაუდგა ბაბალეს მეორე დღისით ლაშა, რომ დაადგა თავზე. ისედაც ფიქრებისგან გაგიჟებული და ტასოსგან გათათხული, ძალაგამოცლილი ძლივს იდგა ფეხზე. ამას დამატებული წინა დღისით ხიონაკის ხილვა და ის გრძნობა შინაგანად, რომ გებრძვის. -ლაშა? კარის გაღებისთანავე გაფითრდა. -ჩამოვედი. გოგოს მოეხვია. -რა იყო ბაბი არ გაგიხარდა? -მე? მე.. უბრალოდ.. -რა გჭირს ბაბალე? -შენ ხომ რამდენიმე დღეში ჩამოდიოდი? -მოგატყუე.. -უნდა დაგელაპარაკო. -რამე ხდება? -შენ მე არ მიმსახურებ. -ვერ გავიგე ბაბალე რას ამბობ? -მე.. -ბაბალე შეწყვიტე ტირილი და წესიერად ამიხსენი. -არ მიყვარხარ. -რაა? -მე შენ არ მიყვარხარ -მეხუმრები? -არა! -ბაბალე.. -ლაშა გთხოვ. -რას? რას მთხოვ? -წადი.. წადი და დაივიწყე, რომ ვარსებობდი შენს ცხოვრებაში. ჩემზე უკეთესი, ბევრად უკეთესი ნახე და მასთან ერთად გააგრძლე. მე არ გიმსახურებ. შენ ჩემზე ბევრად კარგი ხარ. -ამის დედას***. ამ უაზრობებს როგორ მეუბნები გოგო? -არ გვინდა. უბრალოდ დავასრულოთ. ასე ყველაფრის ახსნის გარეშე. -რა ჩაიდინე ბაბალე? მითხარი რა გააკეთე ასეთი? მითხარი! -გთხოვ უბრალოდ წადი. -ისე მიქარე, რომ თვალებშიც ვერ მიყურებ? -ლაშა გთხოვ. -თვალებში შემომხედე! შემომხედეთქო! -ახლა წადი. -მასთან იყავი? ხო ასეა? სიმწრის ღიმილმა გადაურბინა ბაგეებზე. -ხიონაკი? გიკა ხიონაკი? ის ხო? მითხარი! -წადი! -ვანანებ! არ შევარჩენ არც მას და არც შენ. კაცობას გეფიცები არ შერჩება! მოეთხოვება რაც მოსათხოვია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.