მოახლოება (XVIII თავი)XVIII თავი ციხეში, პაემნების ოთახში ვზივარ და ნიკას გამოსვლას ველი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მომიწევდა აქ, ამ ადგილზე დავლოდებოდი ადამიანს, რომლის გარეშეც არ შემეძლებოდა. ერთ დროს, როდესაც შენს პრინციპებს არ აბიჯებ, რომელიც ხანდახან ძალაინ ზედმეტებშიც კი გადაგდის, სიამაყე, რომელიც გაიძულებს ისე იცხოვრო, რომ სხვისი გადმოსახედიდან შესანიშნავი ცხოვრება გქონდეს, აცნობიერებ რომ შენი უაზრო პრინციპები, რომელიც არაფერზეა დაფუძვნებული, უნდა შეცვალო სიახლისკენ, რომელიც გაიძულებს, ისე მოიქცე, როგორც საჭიროდ თვლი და არა ისე, როგორი იქნება სხვისი გადმოსახედიდან. -როგორ ხარ?-ფეხზე ვდგები მისი გამოსვლის დროს და ვეხუტები.-ძალიან მომენატრე! -თაია, გთხოვ ეგეთი სახე ნუ გაქვს, გეხვეწები! მე კარგად ვარ, ძალიან კარგადაც კი!-ხელებს შლის და მოჩვენებითად ლაპარაკობს. -დათომ ყველაფერი მომიყვა და ვიცი რა როგორ მოხდა!-ვამბობ მე. -თუმცა ბრალი მაინც მიმიძღვის და პასუხი უნდა ვაგო ჩემს დანაშაულზე! -მთავარია გადარჩა!-ვამბობ და ხელს ვკიდებ.-დედაშენთან ვიყავი, კარგადაა, არ ინერვიულო. ნაღვლიანად აქნევს თავს. -თაია, არ მინდა ეს წლები შენთვის არაფრის მომცემი იყოს, გააკეთე ის, რასაც საჭიროდ ჩათვლი! შენი წარმატებული მომავლისთვის იბრძოლე! -კარგი რა, მაგას ხო ისედაც ვაკეთებ! -ვხედავ, როგორ გიკანკალებს ხელები, როგორ გემღვრევა თვალები... აქაურობა უფრო გძაბავს, ნუღარ მოხვალ, მგონი კარგი იქნება შენთვის! ჩვენი საუბარი ციხეში პირველად შეხვედრისას სულს ხვანაირი წარმომედგინა, როგორი არ ვიცი, მაგრამ, ასეთი არა... -და შენ ფიქრობ რომ შეხვედრებზე არ მოსვლები, უფრო გამაბედნიერებს? ამაზე აღარ ილაპარაკო მეტი, კარგი? ეს წერილი დათომ შენთან გამომატანა, არ ვიცი რა არის, არ გამიხსნია, გამაფრთხილა კიდევაც... -კონვერტში ჩადებულ წერილზე მივუთითებ, რომელიც ძალიან ბევრ რაღაცაშია გადახვეული, ალბათ შეეშინდა არ გამეხსნა... -შენებმა რამე გაიგეს? -კი გაიგეს, თუმცა გვარდება ყველაფერი! -იჩხუბეთ? -ვიჩხუბეთ. თუმცა ნელ-ნელა ვუხსნი და იგებენ რომ ჩემი ცხოვრებაა და სრულიად მათ ვერ მივანდობ! -არც ერთ მშობელს არ ენდომება ნაციხარი, ბნელ საქმეებში გახვეული შეყვარებული ყავდეს, მის შვილს. -რა გარემოებებით მოხვდი აქ ისიც არ დაგავწიყდეს, შენი ბიძაშვილის გამო იბრძვი, შენი ოჯახისთვის... -აქეთ მამშვიდებ, ხვდები?-ეცინება მას. -სხვათაშორის რომ დამცინოდი გასუქდიო, ტელევიზორში შენ უფრო მსუქანი ჩანხარ... -არადა შენ უფრო მსუქანი ხარ, თაია! ერთადერთი წყვილი ვართ, რომელიც ამ დროს, ციხეში იცინოდა, თუმცა სხვების გაღიმებაც შევძელით... -დრო ამოგეწურათ! -ჭკვიანად იყავი, იცოდე!-ვკოცნი და გასასვლელისკენ მივემართები. *** უნივერსიტეტში შესვლას ვაპირებ, თუმცა ჩემი კურსელის, დათოს ხმა მაჩერებს, რომელსაც ერთ დროს ძალიან ცუდათ მოვექეცი. -როგორ ხარ? -კარგად, შენ როგორ ხარ? -შენი ამბები გავიგე! -რა მალე გავრცელებულა! -ხო იცი დამალული არაფერი რჩება! უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ ძლიერი გოგო ხარ და ყველაფერს გაუძლებ! წარმატებები!- მიღიმის და აუდიტორიისკენ მიდის. -დათო!-ვაჩერებ მე.-ძალიან, ძალიან კარგი ბიჭი ხარ და ძალიან ვნანობ რომ ასე საშინლად მოგექეცი, არ მეპატიება! კვლავ მიღიმის და ლექტორსთან და სტუდენტებთან ერთად აუდიტორიაში შედის. *** ვიწრო ბილიკზე მივდივარ, თან თვალების ცეცებით ნიკას მეგობარს, დათოს ვეძებ. აი ისიც... ზურგით დგას, ვუახლოვდები, დაძახებას ვაპირებ, თუმცა მობილურზე ლაპარაკობს და ვჩერდები. -ნიკა ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა?-კითხულობს, დათო. ნიკა? უფრო ახლოს მივდივარ, რადგან ყველაფერი გავიგონო.-კიდევ კარგი მალე მოვიდა ჩემამდე ინფორმაცია და თაიას წერილი გამოვატანე. ფრთხილად იყავი, შეიძლება არ შეჩერდნენ, სხვა ხერხებით არ სცადონ შენი მოკვლა. ბოლო წინადადებას ჩემი გონება ჩქარა იაზრებს და წინ ვუდგები დათოს. -დრო ამოგეწურა? კარგი მეც აღარ მცალია უკვე. -გამარჯობა, დათო. -მოხვედი თაია უკვე? -რა ეწერა წერილში, რატომ არ მითხარი რომ ასე სერიოზულად იყო საქმე? -იმიტომ რომ არ გენერვიულა. ყველაფერი კარგადაა, მართლა. -არაფერიც არაა კარგად, მას შესაძლოა კიდევ ემუქრებოდეს საფრთხე. -ვამბობ და ხის სკამზე ვჯდები.-კარგი, რატომ დამიბარე აქ? -რამდენიმე დღით ქალაქგარეთ უნდა წახვიდე! -რატომ? სწავლის პერიოდია, ახლა ვერ წავალ! -როგორმე უნდა მოახერხო. შენებს უთხარი ვითომ მეგობართან ერთად მიდიხარ ან უნივერსიტეტიდან რა ვიცი... -მოვატყუო? ჯერ ის მითხარი რატომ... -უცხოეთიდან ვიღაც ჩამოდის, ღამურას კაცი რა, და შემდეგ ისევ უკან დაბრუდნება. ცოტა საშიში კაცია, ამიტომ არ გვინდა მის სიახლოვეს იყო. -თბილისიდან რომ გავალ იქ საფრთხე არ მემუქრება? -არა, თავიდან ჩვენი ერთი ნაცნობი დაგიცავს და მერე მე ჩამოვალ. -კარგი და როდის უნდა წავიდე? -რაც შეიძლება მალე! *** -დავიღალე მგზავრობით!-კარებში შესვლისთანავე ჩანთებს აგდებს თამთა. -მე კი მომშივდა! -გავაკეთებ ახლავე რამეს!-ჩანთიდან საჭმელებს ალაგებს.-ეს სულ აქ უნდა იყოს?-ხელს იშვერს ფანჯრისკენ, საიდანაც ჩვენი მაღალი და ძალზედ სერიოზული დაცვა მოჩანს. -მანამდე სანამ დათო ჩამოვა. -კარგია შენს სოფელში რომ წამოვედით, ცოტას დავისვენებთ. -ნერვიულობას თუ არ ჩავთვლით იმაზე თუ რა მოხდება, კი დავისვენებთ. -მაგ დათოს ნიკა საიდან იცნობს? -ირაკლის ძმაკაცი იყო. -მახსოვს ირაკლი, როგორ უყვარდა ნიკა... ღმერთმა ნათელში ამყოფოს. -პირჯვარს იწერს და სევდიანად იხედება.-ახლაც მახსოვს მაგისი ნაყიდი ნაყინის გემო. -ამინ!-მეც პირჯვარს ვწიერ და თამთას წინ ვჯდები.- კარგი, დათო რომ ჩამოვა ირაკლი არ ვახსენოთ. მტკივნეული თემაა ნიკასთვის და დათოსთვის. *** -არ დავუძახოთ?-ვეკითხები თამთას დაცვაზე, როდესაც სუფრას ვშლით. -დავუძახოთ აბა რა უდნა ვქნათ, განა ადვილია საათობით გარეთ იდგე. გარეთ გავდივარ და ოთახში დიმიტრისთან ერთად ვბრუნდები. -დათო ხომ არ იცი როდის ჩამოვა?-ვეკითხები მე და თან წვენის ჭიქას ვუდგამ. -რაღაც საქმეები დარჩა მოსაგვარებელი და ჩამოვა, როცა კი მოიცლის.-ამბობს და კარებზე ზარის ხმაც ისმის. -მე გავაღებ!-ფეხზე დგება დიმიტრი. -გისმენთ!-კარებში კურიერი დგას. -თქვენთვის წერილია.-ამბობს და კონვერს აწვდის. -ვისგანაა?-კითხულობს დაცვა და ჩვენც კარებს ვუახლოვდებით. -არ ვიცი. კარგად ბრძანდებოდეთ!-უცებ ამბობს და მოტოციკლეტისკენ მიდის. -ხელი არ მოვაწერო?-ეძახის დიმიტრი კურიერს. შემდეგ კონვერტს ხსნის და ჩვენც მასთან ერთად ვკითხულობთ წერილს. ,,დაცვის ამპლუაში ვერ გამოდგები, წინ გამოიხედე.“ -ნორმალურად გარემოს შეთვალიერებასაც კი ვერ ვასწრებთ, როცა ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის ხმა ისმის და დიმიტრი მკლავში იჭრება. -დიმიტრი!-კივილს ვიწყებთ მე და თამთა. დიმიტრი ქამრიდან იარაღს ისვრის და ეზოში გადის იარაღის სროლით. -წავიდნენ!-უკან ბრუნდება ის. -კარგად ხარ? სასწრაფოს უნდა გამოვუძახოთ, ჩემი მობილური სადაა? -არა, სასწრაფო არ მინდა, ჩვენითაც მივხედავთ! სპირტი, ბამბა და ბინტი გექნებათ სადმე. -კი, სადღაც უნდა იყოს!-ვამბობ და კარადებში ძებნას ვიწყებ. წამლების ყუთით თამთასთან და დიმიტრისთან ვბურნდები. -მომეცი, მე დავეხმარები!-მტავაზობს თამთა. იცის რომ ასეთი რაღაცების მეშინია, თუმცა ამ ბოლოდროს ცოტა არ იყოს მივეჩვიე... -ჯერ ტყვია ამოვიღოთ.-ამბობს დიმიტრი და თან ტკივილისგან სახე ეღუშება. -ვინმეს თუ ტყვიას ამოვუღებდი მკლავიდან არ მეგონა!-ამბობს თამთა და საქმეს უდგება. -ფრთხილად, ნუ გეშინია!-აქეთ ამშვიდებს თამთას. -აი ესეც!- ტყვიის ამოღებიას იძახის.-ვინ იყვნენ, რას გადაგეკიდნენ?-საქმის მიუხედავად ლაპარაკს განაგრძობს.-გეწვის? უნდა მოითმინო რას ვიზმათ!-დაჭრილ ადგილას უსვამს სპირტს, შემდეგ კი ბინტიტ უხვევს მკლავს. -გმადლობ, ყველაფერი კარგად გამოგივიდა! -შექებისთვის გმადლობ!-ეუბნება და გამაყუჩებელს და წყლის ჭიქას აწვდის. მე კი საძინებელში გავდივარ და დათოს ვურეკავ: -დათო, როგორ ხარ? -მე კარგად, თქვენ როგორ ხართ? ეგეთი ხმა რატომ გაქვს, რა გჭირს? -კურიერი მოვიდა, წერილი გადასცა დიმიტრის, შემდეგ კი უცებ დიმიტრი დაჭრეს. -რა? როგორ არის ახლა? სერიოზულადაა საქმე? -არა, არა დამშვიდდი! მკლავშია დაჭრილი, თამთამ უკვე დაუმუშავა. დიმიტრიმ გაკიდებაც კი სცადა, თუმცა აზრი აღარ ქონდა, აღარ ჩანდნენ. -კარგი, ახლავე წამოვალ! ფრთხილად იყავით, ეზოს კარები დაკეტეთ, შიგნიდანაც და ფანჯრებიც. -კარგი, რომ მოხვალ დარეკე. *** -როგორ არის?-გვანიშნა დათომ მძინარე დიმიტრიზე. -გამაყუჩებელი დავალევინე და მერე ჩაეძინა.-აცნობს თამთა. -თქვენ ის მითხარით კურიერმა ფურცლებზე ხელი მოაწერინა? -არა, დიმიტრიმ დაუძახა, თუმცა უკან აღარ მობრუნდა... -ანუ ისიც იმათი კაცი იყო, თორემ ნამდვილი კურიერი ხელის მოწერის გარეშე არ წავიდოდა. -რაღაც გამახსენდა, არ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტია, მაგრამ..-ჩაფიქრებული ამბობს თამთა. -დილით ეზოში ვიყავი. ჩვენი სახლის გარეთ ცოტა მოშორებით ვიღაც კაცი ტრიალებდა. ცოტა ვიეჭვე, თუმცა ყველაფერი შიშს დავაბრალე დავიფიქრე აქაური იყო. თუმცა როცა ეს ამბავი მოხდა, რატომღაც ვფიქრობ რომ ეჭვი დამიდასტურდა რომ აქაური სულაც არ იყო და იმათი კაცია.. -აქ როგორ მოგვაგნეს?-ვკითხულობ მე. -ხო მეგონა ვერ მოგაგნებდნენ და უსაფრთხოდ იქნებოდით... -ის კაცი ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან? -კი ჩამოვიდა! ჩამოვიდა და თავის საქმეებს არ ღალატობს... -რამე ხდება? -თამთა, შეგიძლია ჩაი გამიკეთო?-საუბრის სხვა თემაზე გადატანას ცდილობს. -ნიკასგან ისმის რამე? -კი, კარგადაა და მოკითხვაც შემოგითვალათ. ნიკას დედასთანაც ვიყავი ასული გუშინ. -დათო, საფრთხე ხომ შეიძლება რომ მასაც ემუქრებოდეს? არა, არამგონია, თუმცა მეთვალყურეობის ქვეშ მყავს და მარტო არ არის. -მიხარია! ახლა რა უნდა ვქნათ აქედან უნდა წავიდეთ? -არა, აქ ერთხელ უკვე მოვიდნენ... -თაია, ჩაის შენც დალევ? -არა, არ მინდა.-ვპასუხობ და ძილმორეული თავს უკან ვწევ. -მიდი დაიძინე შენ!-მეუბნება დათო.-აჯობებს გამოძინებული იყო. -კარგი მაშინ, წავალ დავიძინებ. თამთა გაჩვენებს შენს ოთახს.-ვუღიმი და საძინებელშ შევდივარ. ღამე მეღვიძება და წყლის დასალევად სამზარეულოში გავდივარ. მეგონა უკვე ყველას ეძინებოდა, თუმცა თამთა და დათო აივანზე დგანან, თან პლედი აქვთ შემოხვეული. -მოიცა ესენი...-ვამბობ და ჩუმი ნაბიჯებით ვუახლოვდები წლის გრაფინს. წყლის დალევისას მათკენ ვიხედები. თამთას რაღაცზე ეღიმება, შემდეგ დათოსაც და სახიდან თმას უწევს. -ერთი ბოთლი ღვინოც ხომ არ მოგაწოდოთ?-ისე რომ ვერავინ გაიგოს სიცილით ვამბობ და საძინებელში ვბრუნდები. *** -გუშინ მალე დაიძინეთ?-საუზმის დროს ვეკითხები დათოს და თამთას. -არც ისე!-მპასუხობს და ინსტიქტურად ეღიმება.-წავალ დიმიტრის შევხედავ გაიღვიძა თუ არა. -თუ გაიღვიძა ესეც წაუღე, იწვეს ჯერ!-ლანგარზე ჩაის ფინჯანს და შემწვარ კვერცს ვაწყობ. -აბა არ მომიყვები არაფერს?-ვეკითხები თამთას, როცა დიმიტრი სამზარეულოდან გადის. -რა მოგიყვე?-თვალმოჭუტული მიმზერს თამთა. -გუშინ აივანზე ისეთი რომანტიკული სურატი შემექნა, ვიფიქრე წითელ ღვინოსაც მივაწოდე, კლასიკურ მუსიკას ჩავრთავ მეთქი... -თაიია!-მანიშნებს ჩემს უკან მდგარ დათოზე. -დათო?-ისე გავიხედე დათოსკენ თითქოს პირველად ვხედავდე. -ხო მე...-დავიწყე უხერხულად.-დიმიტრიმ გაიღვიძა?-რაღა მეთქვა არ ვიცოდი. -კი ღვიძავს და გადმოგცა, წითელ ღვინოს თუ დამალევინებთ და კლასიკურ მუსიკას ჩამირთავთ მადლობელს დაგრჩებითო.-სიცილით ამბობს ის. -შემდეგში აუცილებლად!-ლოყებაწითლებული ვამბობ და მაგიდაზე პურს ვამატებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.