შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთხელ და სამუდამოდ


28-05-2018, 13:43
ავტორი აფხაზი
ნანახია 1 362

-კარგი რა... დე... ნუ ტირი რა! სასწავლებლად მივდივარ, საფლავში კი არა!
-ჩემთვის ეს ოთხი წელი, სიკვდილია შვილო! უკვე ოთხი საათია გულამომჯდარი ტირის და ვერ მელევა.ვციდლობ გავამხნევო და გავაცინო, მაგრამ არ გამომდის.
-კარგი რა ლია, ღმერთმა დაიფაროს რამე ცუდისგან. მამა ერთვება საუბრაში და დედას გულშ იხუტებს.
-ხოდა, რომ ჩამოვალ გეყოლები მკვდრეით აღმდგარი შვილი! დავეჭყანე და ცხვირზე თითი ჩამოვკარი.
-ნუ ცანცარებ! არ შემარცხვინო იცოდე! მოწესრიგებული, დინჯი, დამყოლი და წესიერი იყავი. ჩემთან რომ ხარ, უხეში და ჯიუტი ისეთი კი არა!
-აუცილებლად! ჩასხდომა რეისზე თბილისი-მოსკოვი... ცხადდება მერვე ბაქანზე... რამდენჯერმე გაიმეორა ქერა გოგონამ და მეც დასამშვიდობებლად გავემზადე.
-ჭკუით იყავი დე!
-კარგი რა, დე... მერამდენედ მეუბნები? განა შენს შვილს არ იცნობ? თავს არავის დააჩაგვრინებს! მამა უთხარი რა შენც! გელა კი ხელებ აწეული ,,მე არაფერ შუაში ვარო“ იმეორებდა.
-კარგი, წავედი! კიდევ ერთხელ გადავკოცნე მშობლები და ბაქანისკენ წავედი. რეგისტრაციისა და საფრთხოების კონტროლის გავლის შემდეგ, ბოლოჯერ მოვხედე აცრემლებულ დედას, რომელიც მამას მაგრად ჩეკრა გულში და გავუღიმე. ალბათ, ვერ შეამჩნიეს, ძალიან შორს ვიყავი. ბაორტგამცილებელი ნაზი ღიმილით ხვდებოდა, ყველა მგზავრს და მშვიდობიან მგზავრობას უსურვებდა. მე კი ეს ნამდვილად მჭირდება. ჩემი ადგილი დავიკავე და მშვიდად დაველოდე აფრენას. თუმცა, გვერდით კაცი მომიჯდა. უფრო სწორედ, ახალგაზრდა მამაკაცი. ურცხვად ვთხოვე ადგილი გაეცვალა ჩემვის, რადგან ხედს მიფარავდა.
-დამიჯერეთ, სულ ცოტა ხანში დაგეძინებათ. დგება და ადგილს მიცვლის.
-თქვენ რა იცით, ხშირად მგზავრობთ?
-შეძლებისდაგვარად. ალბათ თვეში სამჯერ, ან ოთხჯერ.
-თუ საიდუმლო არაა, რატომ მოგზაურობთ ასე ხშირად?
-კომპანიიდან მიწევს.
-ნუ თუ?
-უკაცრავად?
-არა არაფერი... ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. ხან რა მკითხა ხან რა. გვარი რომ გაიგო, გამეხუმრა, თავად დადიანს ვახლავართო. ეკონომისტობას ვაპირებ-მეთქი, რომ ვუთხარი. იქნებ ერთხელ ერთად ვიმუშაოთო, ამიტომ შენს სახეს ღრმად დავილექავ მეხსიერებაში, რომ არ დამავიწყდეო. საინტერესო მოსაუბრე გამოდგა. არ მომიწეყენია, ამიტომ კარგ ხასიათზე ჩავედი მოსკოვში. თვითმფრინავის პროპელერის ხმა შეწყდა. მიწაზე დავეშვით. ჩვენც ჩამოვედით თვითმფრინავიდან და ბარგს ხელი დავავლეთ. ხარბად შევისრუტე მოსკოვის ჰაერი, მაგრამ ჩემს სამშობლოს მაინც არ შეედრება. ექსკალატორი ჩავედით, ახლადგაცნობილ გიორგის დავემშვიდობე და მოთმინებით დაველოდე საშას. შტერივით ნახევარ საათზე მეტი ვიდექი მოსაცდელთან, სრულიად უცხო ქალაქში, უცხო ხალხთან. გავხევ შუაზე-თქო ვიფიქრე მაგრამ, თავს ვამშვიდებდი. ბოლოს როგორც იქნა მოვიდა. შორიდან მიღმოდა, მომეჩვენა რომსაყვარელი იყო. მომეჩვენა კი არა, საყვარელი იყო.
-ანნაბელლ და?(ანაბელი ხო?)
-და.(კი) ა ტი პა მოემუ საშა(ჩემი აზრით საშა, ხო?)
-ნე სამნევაიუს.(არ მეეჭვება.)
-კი მაგრა, რატო დაიგვიანე? ჩემს ბარგს დავავლე ხელი, მაგრამ გამომართვა, იჯელტმენა და მანქანაშ ჩადო.
-უკმაყოფილო ნუ ხარ. მე კი არ დამიგვიანია, შენ ჩამოხვედი ადრე.
-ეგეც მართალი.
-წამო ახლა, გეშიება და ვჭამოთ. გზად მომიყევი შენზე.
-სახლში რომ ვჭამოთ? დეიდას ნახვა მინდა. 10 წელია არ მინახავს.
-დამიჯერე, საკმაო ხანი გეყოლება, მოგბეზრდება კიდეც. იმდენ რაღაცეებს გეტყვის და გკითხავს დაიღლები. თვალები აატრიალა და ჩაიღიმა.
-მე, სადაც დედაჩემს ვუძლებ, დეიდა ადვილი ასატანი მეყოლება.
მანქანაში ჩავსხედით და სახლისკენ ავიღეთ გეზი. გზად MC-ში შევიარეთ და წავიხემსეთ.
-აბა, რას მეტყვი შენზე? მანქანის კარი მივხურე თუ არა, დაიწყო.
-რა გაინტერესებს?
-ყველაფერი!
-ეგ, ზოგადი პასუხია!
-ასეთი ხარ სინამდვილეშ?
-როგორი, ასეთი?
-ჯიუტი.
-საკმაოდ.
-მაშინ დაიწყე, რას საქმიანობდი, საქარველოში? რატომ ჩამოხვედი? და ასე შემდეგ...
-ჩვიდმეტი წლის ვარ. სკოლა დავამთავრე თუ არა, თანდათანობი ცვლილებები დაიწყო. გამოცდები ვერ ჩავაბარე. მხოლოდ, იმიტომ რომ, ქიმია არ იყო ჩემი. ჩავიჭერი კიდეც. ცურვაში დისკვალიფიკაცია მივიღე.
-რატომ? საუბარს არ მაცდის და უატქტოდ ეჭრება.
-პირველი, როცა ვსაუბრობ ნუ მაწყვეტინებ.
-ბოდიში.
-აი, კიდევ. ჩაიცინა და შემომხედა.
-გავაგრძელო? თანხმობის ნიშნად თავს აქნევს და პირდაპირ იყურება.- მწვრთნელმა მიითხრა, ორნახევარი სალტო გააკეთეო. ვეჩხუბებოდი, სამნახევარს გავაკეებ-მეთქი. შემიძლია და დაგიმტკიცებთ-თქო. რომ გამოვედი, სამნახევარი გავაკეთე, მოხდენილად და უშეცდომოდ .მაღალი შეფასებაც ავიღე. ყველაზე მაღალი. აუზიდან რომ ამოვედი, თავზე დამადგა. როგორ ბედავ და არ მემორჩილებიო. მერე მივხვდი ავისი შვილი რო გამოვიდა და სამბრუნიანი სალტო გააკეთა, რატომ ცოფდებოდა. ის შეჯიბრი მოვიგე მაგრამ, მომავალი დავკარგე.მშობლები არ იმჩნევდნენ, თორემ გული გასკდომაზე ჰქონდათ. შემდეგ, გაუფრტხილებლად ბექამ მიმატოვა. მასაც თურმე ჩემი წარმატება ჰყვარებია, მე კი არა. მერე,კალათბურთს დავუბრუნდი, ცურვის შემდეგ მოდუნებულმა ვერ ვითამაშე კარგად. არ გამომივიდა.ასე რომ, მთლიანი დრო მეცადინეობას დავუთმე. ვსწავლობ ყველგან და ყველაფერს.
-არ გინდა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი აკონტროლო.უბრალოდ, რაღაცეები შეცვალე. შეცვალე ის რისი დარეგულირებაც და კონტორლიც შეგიძლია. ავიდან ნურაფერს აიცილებ. ჩაიღიმა და ცრემლებ მომდგარმა ჩაიღიმა.
-მოიცა, შენ ?
-ჰო, მეც. კალაბურთს ვთამაშობდი, საკმაოდ წარმატებულად. მაგრამ, ბოლოს მწვრთნელმა, მომავალი დამინგრია. აი, მოვედით.
მანქანა სახლის წინ გააჩერა და დაასიგნალა. -გადადი და ბარგს მე გადმოვიტან. ნაზად გავუღიმე და ჭისკარი შევაღე. დეიდა სიხარულით გამოიქცა. მაგრად ჩამეხუტა და სახე დამიკოცნა. შიგნით შემიძღვა. საბედნიეროდ ძია ოლეგიც სახლში დამხვდა. შესვლისანავე დიდი სითბო ვიგრძენი.
-საღამომდე ეს გოგო თქვენია, მერე მე მიმყავს. ბარგი შენს ოთახში იქნება. ალბათ მერე იკადრებს ნინო და დაგათვალიერებინებს.
-შენ გაჩუმდი! შენი თავი არ მაქვს. საშას შეუბღვირა და მე გამომხედა.
-აბა, დეიდულ, მომიყევი რა ხდება თქვენკენ? დაჯექი და მანამდე ყავას მოვხარშავ. ოლეგ დალევ? ძიას გახედა და საპასუხოდ თავის დაქნევა რომ მიიღო საქმე განაგრძო.
-არაფერი ისეთი დეიდა. რაც წახვედი იმის შემდეგ ქვეყანა მხოლოდ გარეგნულად შეიცვალა, ისიც ოდნავ. დედა და მამა კარგად არიან. მუშაობენ და მარჩენენ.
-ავთო როგორაა? ძია ოლეგი ჩაერთო საუბარში და მაგიდასან ჩამოჯდა.
-რა უჭირს. უბრალოდ, როცა სოფელში ჩადის, ძალიან იღლება. მეტი არაფერი უჭირს.
-სოფელში ვინ არ იღლება ძია. აბა ერთი შენზე მომიყევი. დეიდამ ყავის ჭიქები მაგიდაზე დადგა, ტკბილეულობაც მოაყოლა და მოგვიჯდა.
-მე რავიცი, რა მოგიყვეთ. ცხოვრება თავდაყირა დამიდგა და ამიტომ სწავლისთვის და ახალი თავგადასავლებისთვის ჩამოვედი. მინდა ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტები კარგად გამეტარებინა. მგონი, ასეც იქნება. ვერცერთი ადამიანი შეძლებს ჩემი გეგმების ჩაშლას.
-ნუ, ჩემო ლამაზო გოგონა. ძლიან კარგი რომ ჩამოხვედი. დიდი ხანია არ მინახავხარ. როგორ გაზრდილხარ და გალამაზებულხარ.
-კარგი რა დეიდა. თავი მორცხვად ჩავხარე და ხელები სკამს მოვუჭირე.
-ნუ მორცხვობ. ძალიან ლამაზი ხარ. საუბრაში ძია ჩაერთო და თავზე ხელი გადამისვა.
-ოპა, ოპა... ახალმოსულს უკვე ჩემზე დიდ პატივს სცემენ. კიბებიდან მომღიმარი საშა ჩამოდის და ჩემკენ მოემართება.
-რა სულელი ხარ საშა. დეიდამ უკმაყოფილო სახით გახედა და ემა გამოუყო.
-აბა რა ხდება?
-ჩემზე ვუყვებოდი. მეტი არაფერი. თავი ვიმართლე და გავხედე.
-ჰო მართლა. ქალბატონო და ბატონო კუზნეცოვებო, თქვენს წინაშე ზის, ცურვის ლეგენდა, ანნაბელლ დადიანი. ხელი ჩემსკენ გამოიშვირა და რევერანსი გააკეთა. გამეცინა მის საქციელზე და მოყოლა დავიწყე. როგორ შემიყვანეს და როგორ გამომაგდეს ცურვიდან. მერე დაიწყო, ,,ბედნინკა მაია“ ,, ნე გრუსტი“ და ა,შ.
-ახლა, ბავშვი ოთახში აუშვით. თორემ დაიღლებოდა. წყალს გადაივლებს და მერე, საღამოთი მე მიმყავს. საშა ონკანიდან წყალს უშვებს და სვამს.
-სად? გაკვირვებულმა გავხედე.
-ეგ მე ვიცი. დამიჯერე მოგეწონება.
-ოღონდ, წვეულებაზე, დისკოტეკაზე და ბარში არა, რა!
-რატომ?
-არ ჯდება ჩემს სტილში.
-კარგი ადი და სპორტულად გამოეწყვე. დავემორჩილე მის ბრძანებას და ოთახისკენ გავყევი დეიდას. თუმცა, ოთახში დატოვებულების საუბარი მაინც მოვსმინე. როგორ ეუბნებოდა ძია, რომ ნორმალური გოგო არ დადის ბარებში და მხარს მიაჭერდა,მერე სასას თავის მართლება. მეგობრებს გავაცნობ და კალათბურთს ვითამაშებთ, ნუ გეშინიაო.
მეც ოთახში შევედი და დეიდას გადავეხვიე.
-შენც აზრზე არ ხარ, როგორ მომენატრე, დეიდა.
-მეც ცემო პატრა! თვალებიდან ცრემლი მოსდის და ვწმენდ.
-ეგ მეორედ არ გაბედო. ვაფრხილებ და ვეკრიჭები.
-კარგი, კარგი. შედი ახლა მოემზადე. მერე მომიყევი, ჩვენი მეზობლები როგორ არიან. ვინ გათხოვდა ვინ ცოლი მოიყვანა, ყველაფერი მაინტერესებს. თვალს მიკრავს და ოთახიდან გადის. კარს ხურავს თუ არა მეცინება, ოთახს ვავლებ თვალს და სიყვარულით ვივსები. აქ ყველაფერი ჩემტვის მოაწყვეს. კრემისფერი ფარდები, თეთრი სავარძელი, კედელთან საშუალო ზომის, ყავისფერი საწოლი, მარცხნივ სამუშაო მაგიდა, დახვეწილი და ელეგანტური, მარჯვნივ სააბაზანო და საწოლის წინ სარკე. მადლობელი ვარ მათი. მეც შეძლებისდაგვარად, მალე ვემზადები და ჩავდივარ. საშა არ მხვდება და დეიდასთან სამზარეულოში ვინაცვლებ.
-აბა, ჩემო ლამაზო. მომიყევი, რა ხდება სოფელში. გულდასმით მისმენს და ვახშმის კეთებას აგრძელებს.
-დაგეხმარები და თან მოგიყვები.
-აბა, ეგ როგორ შეიძლება. სენ სტუმარი ხარ.
-არაფერიც, სტუმარი ერთ ან მაქსიმუმ ორდღიანია, მე კი, დიდი ხანი უნდა დავრჩე. მიხვდა რომ შეწინაახმდეგებას აზრი არ ჰქონდა და ნება დამრთო.
-მოკლედ, ის ხომ გახსოვს, ნათია წინ რო ცხოვრობდა, ჩემზე ორი წლით დიდი.
-კი დეიდა. მერე?
-ის გათხოვდა. ვერ ჩააბარა და ასე უშველა ტავს. თან მეცინება და ვუხსნი მისი გათხოვების დეტალებს. გაპარვას, რომ იმ ბიჭს არაფერი აქვს, არაფერი აბადია, ორი ოთახის მეტი და გაგიჟებული მშობლები როგორ ცდილობდნენ მის დაბრუნებას.
-ნუ დურა კაკაია ტა! დეიდას შეძახილები, კიდევ უფრო მაცინებს და ჭორაობას ვაგრძელებთ. თითქმის მთელი სოფელი გავჭორეთ. დაწვრილებით ვუყვბოდი ყველაფერს, ვინ როდის, რანირად და როგორ გათხოვდა. ვინ ვინ მოიყვანა ცოლაად, ვინ რა წარმატებაას მიაღწია, ვინ კიდევ როგორ ზის სოფელში აყლაყუდასავით და ასე შემდეგ. სანამ საშა შემოვიდოდა მანადე ვსუბრობდით თან ვახსამს ვამზადებდით და ვმხიარულობდით.
-როგორც ვხედავ, საერთო ენა გიპოვიათ. სიცილით გვიახლოვდება და დეიდას შუბლზე კოცნის.
-ადვილად! ჩვენ ხომ ერთი სისხლი გვიჩქეფს. გაეკრიჭე და მწვანილის დაჭრა დავამთვრე.
-ახლა მიდი, ხელები დაიბანე და წავიდეთ. წინ დიდი თავგადასავლი გელოდება. მიღიმის და დანას მართმევს. ხელები გადავიბანე, სევიმშრალე, ტელეფონი ავიღე და საშას გავძახე.
-მე მზად ვარ! ისიც დაუყოვნებლივ გამოდის სამზარეულოდან დაკარისკენ მიძღვება.
-ჭკუით იყავით. საშა, ანას მიხედე. დეიდა უკნიდან გვეძახის დასაშაც ტავს უქნევს თანხმობის ნისნად.
-სად მივდივართ? ვიკითხე როცა ბაიკზე შემოსკუპდა.
-ნუ გეშინია, ჩაფხუტი გამომართვი და ადგილი დაიკავე. მეგობრები გჭირდება, აქ და ჩემი მეგობრები, შენი მეგობრებიც იქნებიან. დამერწმუნე, როცა გაიცნობ ძალიან დაახლოვდებით. მეც დავყევი მის ბრძანებას და შემოვუჯექი ბაიკზე. დანიშნულების ადგილზე მალევემივედით. ხუთნი იყვნენ. ბაიკიდან ჩამოვედი, ჩაფხუტი მოვიხსენი, სასას მივაწოდე, თმა გავისწორე და გავხედე.
-მოიცადე! წინ მიდგება და თმას ყურსუკან მიწევს. ასე ჯობია! შემდეგ ხელს მკიდებს და მეგობრებისკენ მივექანებით, მომღიმარი სახეებით. თუმცა მათ სახეზე გაკვირვება აწერიათ.
-გამარჯობატ. ხმამაღლა ვთქვი, რომ გაეგოთ და მათაც ეპასუხათ.
-გაგიმარჯოს. ერთ-ერთი დაბნეული აცეცებს თვალებს და ფეხზე დგება, ხელს მართმევს და მეცნობა, მე იგორი. პასუხად ვუღიმი და სახელს ვეუბნები.
-რა ლამაზი სახელია, ანნაბელი.
-მადლობა, მორცხვად ვხრი თავს და ერთ-ერთი გოგო საშას მკვახედ ეუბნება.
-იქნებ გაგვაცნო!
-ჰო, კი, რა თქმა უნდა. გაიცანით ჩემი დეიდაშვილი, საქართველოდან. ანაბელ დადიანი.
-დადიანების სასახლე! რა ლამაზია. ერთხელ ვარ ნამყოფი. ხმას ახლა სრულიად უცხო ბიჭი იღებს და ნაზად ვუღიმი.
-გეთანხმებით!
-ოღონდ, თქვენობით არა. ყველას ეცინება და საშას ვუყურებ.
-ხო მართლა, გაიცანი. იგორი, დანიელი,ჟენია,მაშა და ვიკტორია.
-სასიამოვნოა.ყველამ ერთხმად თქვა და ახალმოსულებიც ჩამოვსხედით.
-აბა, რას ვაკეთებთ? ვიკითხე და საშას გავხედე.
-კალათბურთს ვითამაშებთ. ყველამ გაკვირვებლად შეხედა საშას და ერთერთმა გაბედა თქმა.
-შენ რა, ახლა კალათბურთი თქვი?
-ხო!
_მოიცა, ეგ როგორ?
-კარგი რა, იგორ! რა გაგიკვირდა? ერთმა გოგონამ მითხრა. ახალი თავგადასავლები უნდა ვიპოვო თორემ გავგიჟდებიო. დანებება ჩემში არ არისო, ამიტომ არც მე ვნებდები. არ ვიცი რა მოხდა, ასეთი რეაქცია მეგობრებისგან რატომ, მაგრამ აუცილებლად მეტყვის. ბიჭებმა ხელი დაკრეს, ვიკტორიამ ხელი ჩამოართვა და მაშომ კოცნით დაასაჩუქრა.
-მიყვარხარ. გადაუჩურჩულა და ბავშვებს მიჰყვა.
-ახლა მივხვდი, ხელიხელ ჩაკიდებული რომ გვნახა,რატომ მიყურებდა ასე. წარბები შევკარი და გაბრაზებული სახე მივიღე. საშას გაეცინა და თვითონაც წამოდგა. მეც მივყევი. დარბაზში შევედით და გავიყავით. ვიკა მსაჯი იყო,ვერ ვითამაშებ ფეხი მტკივაო. მე, ჟენია და იგორი ერთ ჯგუფში მოვხვდით. დანიელი, მაშო და საშა ერთად. თავიდან ალმაცერად მიყურებდნენ. ,, ვაიდა თამაში არ იცოდესო“ ფიქრობდნენ, ალბათ. თუმცა ყოველი ტაიმის მერე პირდაღებული მიყურებდნენ. საერთო ჯამში 6 ტაიმი ვითამაშეთ. უფრო სწორედ მოვასწარით. ჩემმა გუნდმა მოიგო კიდეც, 78-56. და დავიშალეთ. მომეწონა ბავშვებთან, კარგები იყვნენ, მეგობრულები. იცით რა? სწორედ ეს მჭირდებოდა. თავგადასავლები, გართობა და როგორც იქნა, ახალი მეგობრები. სახლში გაოფლილები მივედით. დეიდა კიოდა, რას გავხართ დროზე სააბაზანოშიო. მერე ჩამოდით და ვახშამი მივირთვათო. ოახში ავედი, წყალი გადავივლე, გამოვიცვალე, კიბეებზე ჩავედი და უკვე მზა სუფრას მივუსხედით.
-აბა, როგორ მოგეწონა ბავშვები? ძია ოლეგი კითხვას მისვამს და მორიგ ლუკმას იდებს პირში.
-ძალიან კარები არიან. მეგობრულები და მხიარულები. გავუღიმე და პომიდორს ჩანგალი ჩავარჭვე.
-გამიხარდა, საშას სამეგობროში კარგი ბავშვები არიან. თავს ნაზად ვუქნევ თანხმობის ნიშნად და უხმოდ ვაგრძელებთ ვახშმობას. ჭამას რომ მოვრჩით, ალაგებაში დავეხმარე დეიდას. თეფშები დავრეცხე და დავემშვიდობე. ოთხაში ავედი, ლეპტოპი ჩავრთე, საშას ვაი-ფაის კოდი ვკითხე და ფეისბუქზე გადავინაცვლე. მამასგან 12 წერილი მხვდება. რა ცუდი შვილი ვარ. დამავიწყდა მიმეწერა, რომ მშვიდობიანად ჩამოვედი. ისინი კი ნერვიულობენ. ასე როგორ შეიძლება. წერილის წერა დავიწყე. ვწერდი რომ კარგად ვიყავი, ადვილად შევეგუე და დღის სიახლეებს ვიხილავდი. კარზე კაკუნი შემომესმა და იქიდან საშას ხმა.
-გძინავს?
-არა, შემოდი! კარს ფრთხილად აღებს და საწოლისკენ მოემრთებს ფეხებზე დადებულ ლეპტოპს გვერდით ვწევ და ხელით ვანიშნებ რომ საწოლზე ჩამოჯდეს. საშა ჯდება და აგრძელებს.
-უნდა გითხრა, და არასდროს მყოლია, შენც ხედავ, რომ ერთადერთი შვილი ვარ. არც ისეთი ადამიანი მყოლია რომ დის მაგივრობას გამიწევდეს. არადა ძალიან მინდოდა. მინდოდა, მასთან ერთად სიგიჟეები ჩამედინა და ოლეგი და ლიკა ჭკუიდან გადამეყვანა.
-მეც მინდოდა ძმა, ჩემზე უფროსი, რომ დავეცავი. თუმცა ყველაფრის გაკეთება თავად მომიწია. ბიჭიც მიცემია და თავდახრილი დამიყენებია ჩემ წინ.
-თუ რამე შემეშლება, შენდა მიმართებაში, იმედია მაპატიებ.
-რას გულისხმობ? გაკვირვებული შევხედე და პასუხს სულმოუთმენლად დაველოდე.
-ანუ,იმას რომ, კარგი დაივიწყე.
-მოიცადე, ახლა არ მითხრა, მოწონების პონტშიო.
-არა, არა. გაგვეცინა და აგრძელებს. კიდევ კარგი, ვიცი როგორ უნდა მოვიქცე. ცრემლები წამოუვიდა და თავი დახარა. უბრალოდ, მას შემდეგ რაც, დასავით გოგო დავკარგე, ყველაფერი ძნელია. მისკენ მივიწიე და მივეხუტე.
-რამე კინოს ვუყუროთ! სიცილით თავს წევს და ლოყაზე მჩქმეტს.
-მოდი! ოღონდ, მე ავარჩევ.
-ძალიან გთხოვ, საშინელება არა, რა!
-ჟანრი შენ მითხარიდა მერე ჩემზე იყოს.
-რამე მელოდრამა. დიდიხანი ძებნა არ დასჭირვებია. ,,ადნაჟდი ი ნავსეგდა“ ჩართო . ლეპტოპი საწოლზე დავდეთ. დაბლიდან ჩიფსები ამოიტანა და ყურება დავიწყეთ. არ მახსოვს როდის ჩამეძინა, ან როგორ. მაგრამ ფაქტია, კინოს დამთავრება ვერ მოვახერხე. ალბათ, ფრენამ თავისი ქნა.



№1  offline წევრი აფხაზი

a.bochorishvili
ბრავიიოოოოო, მე მომწონს, იმედია არ დამაღალატებ და გააგრძელებ

აუცილებლად გავაგრძელებ!

meocnebe avadmyopi
ძალიან კარგი იყო !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ასე გააგრძელე heart_eyes

მადლობა საყვარელო! შემდეგში, იმედი მაქვს დავიხვეწები და უფრო მოგეწონებათ heart_eyes

 


№2  offline წევრი elena gavasheli

დედაჩემის რეაქციაც ზუსტად ასეთი იყო სასწავლებლად თბილისში რომ გადავედი <3 კარგი იყო მომეწონა ყოჩაღ

 


№3  offline წევრი აფხაზი

elena gavasheli
დედაჩემის რეაქციაც ზუსტად ასეთი იყო სასწავლებლად თბილისში რომ გადავედი <3 კარგი იყო მომეწონა ყოჩაღ

მადლობა heart_eyes

elena gavasheli
დედაჩემის რეაქციაც ზუსტად ასეთი იყო სასწავლებლად თბილისში რომ გადავედი <3 კარგი იყო მომეწონა ყოჩაღ

ზოგადად, ქართველ დედებს ,,ჩემი შვილი ჩემთან უნდა იყოს" ინსტიქტი აქვთ შემუშავებული

 


№4  offline წევრი elena gavasheli

აფხაზი
elena gavasheli
დედაჩემის რეაქციაც ზუსტად ასეთი იყო სასწავლებლად თბილისში რომ გადავედი <3 კარგი იყო მომეწონა ყოჩაღ

მადლობა heart_eyes

elena gavasheli
დედაჩემის რეაქციაც ზუსტად ასეთი იყო სასწავლებლად თბილისში რომ გადავედი <3 კარგი იყო მომეწონა ყოჩაღ

ზოგადად, ქართველ დედებს ,,ჩემი შვილი ჩემთან უნდა იყოს" ინსტიქტი აქვთ შემუშავებული

ან გოგოს მატრო ცხოვრება ვის გაუგია heart_eyes heart_eyes

 


№5  offline წევრი აფხაზი

elena gavasheli
აფხაზი
elena gavasheli
დედაჩემის რეაქციაც ზუსტად ასეთი იყო სასწავლებლად თბილისში რომ გადავედი <3 კარგი იყო მომეწონა ყოჩაღ

მადლობა heart_eyes

elena gavasheli
დედაჩემის რეაქციაც ზუსტად ასეთი იყო სასწავლებლად თბილისში რომ გადავედი <3 კარგი იყო მომეწონა ყოჩაღ

ზოგადად, ქართველ დედებს ,,ჩემი შვილი ჩემთან უნდა იყოს" ინსტიქტი აქვთ შემუშავებული

ან გოგოს მატრო ცხოვრება ვის გაუგია heart_eyes heart_eyes

ხო, გოგო ხომ სუსტი სქესია smiley თავის დაცვას ვერ შეძლებს smile მაგრამ ვაიდა გამაბრაზონ smile ნეკნებს დავათვლევინებ bowtie

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent