შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საკუთარი ბედნიერება(მეხუთე თავი)


29-05-2018, 10:22
ავტორი melina
ნანახია 1 552

-მე თბილისში არ ვარ,ალბათ არ იცი...
----------------------------------
-ვიცი და შენი კორპუსის წინ ვარ…
-არა,არ მჯერა.აქ როგორ აღმოჩნდი,ან რატომ,ხომ იცი რომ შენი ხმის გაგონებაც არ მინდა...მაინც ძველებურს აგრძელებდა ლანა,თუმცა კი იმის გაფიქრებაზეც კი გული სიხარულით ევსებოდა რომ აქ მის ახლოს ბექა იყო...
-მისამართის გაგება რთული არ იყო,გთხოვ ფანჯრიდან მაინც გადმოიხედე წამით დაგინახო,არ ეშვებოდა ბექა...
ლანამ ვეღარ მოითმინა და ფანჯარასთან მივიდა,დაინახა თუ არა მისდაუნებურად იმდენად დიდი მონატრება იგრძნო რომ მთელი სიბრაზე სადღაც გაქრა,კიდევ ერთხელ დარწმუნდა რომ ეს ის ადამიანი იყო ვის გარეშეც ცხოვრება ყოველგვარ აზრს კარგავდა...
-ბექა კი მაინც არ იშლიდა:გთხოვ კიდევ ერთი შანსი მომეცი,მაპატიე. ჩამოდი 2 წუთით მაინც სადარბაზოსთან და მერე წავალ,მხოლოდ ერთხელ ჩაგეხუტები…
-არა ახლა ვერ ჩამოვალ,ხვალ შეგეხმიანები და გნახავ სადმე დავსხდეთ.ამათაც რა ვუთხრა სად მივდივარ ამ დროსთქო,ჩემ ბიძაშვილებს ვერ დავტოვებ უხერხულია.
-კარგი ხვალამდედაც გავძლებ სადაც ამდენ ხანს გავუძელი,მაინც შენი გაიტანე როგორც ყოველთვის ღიმილით უთხრა ბექამ.
12 საათი შესრულდა ამასობაში,ერთმანეთს ულოცავდნენ ახალი წლის შემობრძანებას,თინას კი არ გამოპარვია ლანას არ ყოფნა რომელიც ამ დროს ისევ ფანჯარასთან იდგა და ბექას ესაუბრებოდა...
ახალ წელს თოვლის გარეშე არ ჩაუვლია,მთელი ღამე თოვდა.დილით ფანჯარაში რომ გაიხედა ლანამ ყველაფერი გადათეთრებული იყო,ლანას არ უყვარდა ზამთარი და თოვლი,თუმცა ახალ წელს ყოველთვის უხარობა თეთრი ფიფქების დანახვა,ერთხან კიდევ უყურა ბუნების მშვენიერ სურათს,მერე ბექამ დაურეკა და შეხვედრაზე შეთანხმდნენ,ლანამ სასწრაფოდ მოწესრიგდა,მშობლებს უთხრა რომ თამუნასთან მიდიოდა და სახლიდან გამოვიდა,არ უნდოდა მათი მოტყუება თუმცა ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შეეძლო ბექაზე...ნახევარი საათიც არ იქნებოდა გასული,ლანა უკვე ბექას მანქანაში იჯდა,უმისამართოდ მიუყვებოდნენ თოვლიან ქუჩებს,მონატრებით უცქერდნენ ერთმანეთს და საუბრობდნენ.მარტო სეირნობით და ლაპარაკით რომ იჯერეს გული მერე თამუნას გაუარეს და მყუდრო კაფეში გადაინაცვლეს.
საღამოს კორპუსთან მიაცილა ბექამ ლანა,ის იყო ერთმანეთს დაემშვიდობნენ რომ კიბეებზე თინა ჩამოვიდა და დაინახა,სადარბაზოში შეჩერდა მანამ სანამ ბექა არ წავიდა,ლანა კმაყოფილი და ბედნიერი სახით მობრუნდა სადარბაზოსკენ რომ იქვე მდგომი თინა დაინახა,შეცბა მიხვდა რომ გამოიჭირეს და მაშინ უფრო მეტად ინანა დილით ნათქვამი ტყუილი...
-ესიგი თამუნასთან იყავი?ლანა ტყუილი რა საჭირო იყო,ნუთუ არ გრცხვენია ახლა შენი სიტყვების გამო?
-არ მინდოდა მოტყუება,უბრალოდ ასე გამოვიდა,გასამართლებენ სიტყვებს ეძებდა თუმცა მისდა გასაოცრად არაფერი მოსდიოდა თავში აზრად...
-არ გინდოდა მაგრამ მაიც თქვი,მაინც მოგვატყუე,თუმცა ახლა ყველაფერს მომიყვები.
-ისედაც ვაპირებდი თქმას უბრალოდ შესაფერის დროს ველოდებოდი,ძლივს გასაგონად ამოილუღლურა და ყველაფერი უამბო დასაწყისიდან დღემდე...
თინა სიხარულით არ შეხვდა ამ ამბავს თუმცა არც შეიმჩნია,მეგობრულად ესაუბრა,არ უნდოდა სიმკაცრით დაეფრთხო,შიშობდა მერე ლანას თავი შორს არ დაეჭირა და საიდუმლოდ არ შეენახა მომავალში განვითარებული მოვლენები.საუბარი რომ დაასრულეს სახლში ავიდნენ,სიცივისგან გათოშილები,ლანა მაშინვე საძინებელში შევიდა და დაურეკა ბექას,უამბო რაც მოხდა მისი წასვლის შემდეგ,თან აინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდა ბექას მომხდარზე,რას ეტყოდა.
-რა განერვიულებს,მაინც როდემდე დამალავდი ან დასამალიც რა იყო,კარგია რომ გაიგო,აქამდედაც უნდა გეთქვა.
-ჯერ არ ვაპირებდი თქმას,არ მინდოდა აჩქარება,უკეთესი იქნებოდა ბოლომდე გავრკვეულიყავით და დავრწმუნებულიყავით ჩვენს გრძნობებში და მერე გვეთქვა ჩემებისთვის.
-მე კარგა ხანია ვირწმუნე ეს ყველაფერი ჩემო ფერია და ჩემებსაც ვუთხარი..
-მართლა?და რაო?ინტერესით იკითხა ლანამ,თან მოუთმენლად ელოდა პასუხს.
-ისეთი არაფერი უთქვამთ,საწინააღმდეგო არაფერი აქვთ,მშვიდად მიიღეს ყველაფერი,იციან რომ შენ ხარ ის ერთადერთი ვისთანაც მინდა გავატარო მთელი ცხოვრება.
-ჩემი ბოთე ბიჭი...ლანას გული სიხარულით აევსო,კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი მათ ურთიერთობაში.
-არც გაკვირვებიათ ჩემებს რომ ვუთხარი შეყვარებული ვართქო,ძალიან შევცვლილვარ როგორც მითხრეს და ამით ვხვდებოდითო.უფრო სერიოზული და ცოტა დარდიანი იყავი ამ ბოლო დროსო.სიცილით უყვებოდა ბექა საუბრის დეტალებს.
-ანუ დაგადარდიანე?აშკარად ცუდად ვმოქმედებ ხო შენზე?გააჯავრა ლანამ.
-პირიქით,შენ ენერგიით მავსებ,მახარებ,ჩემი ვარსკვლავი ხარ,რომელმაც ცხოვრება გამინათა.
-უბრალოდ ვარსკვლავი?ქება შეიფერა ლანამ.
-ბედნიერების ვარსკვლავი.მოკლედ მიუგო ბექამ.
-შენ კი ჩემი საკუთარი ბედნიერება ხარ...ძალიან მიყვარხარ...ჩუმად ჩაილაპარაკა ლანამ.
კიდევ ორი დღე დარჩა ბექა მერე კი თბილისში დაბრუნდა,ტელეფონით ეხმიანებოდნენ ერთმანეთს,თინა ხშირას ინტერესდებოდა მათი ამბებით,ამასობაში არდადეგებიც დასრულდა,გოგოებიც დაბრუნდნენ თბილისში,მიმოიხედეს ბინაში და მიხვდნენ რომ ძალიან მონატრებიათ თავიანთი მყუდრო სახლი, ერთადერთი რასაც ვერ ეგუებოდნენ უმეგობრობა იყო,არავინ ყავდათ ახლობელი,კეთილის მსურვველი ბექასა და სანდროს გარდა,მითუმეტეს ბევრი ახალგაზრდა ცხოვრობდა მათ უბანში,მაგრამ რატომღაც არ აეწყოთ მეგობრობა,უბრალო ნაცნობობით შემოფარგლებოდნენ,მეზობლური მისალმებით და მოკითხვით.
15 თებერვალი სიყვარულის დღეა,ზეიმობენ შეყვარებული წყვილები,ულოცავენ ერთმანეთს,ბიჭები ქუჩებში ყვავილებით ხელდამშვენებული მიდიმოდიან,სეირნობენ ერთად წყვილები,ზოგიც მყუდრო კაფეში ჯდომას და საუბარს არჩევს....თამუნა დილით სანდროს ზარმა გააღვიძა,შეხვედრაზე შეთანხმდნენ,მოემზადა თამო და მალევე გავიდა სახლიდან,ლანა კი იჯდა და ბექას ზარს ელოდებოდა,ის კი არსად ჩანდა,შეტყობინებაც არ მოწერა მოსალოცად,აკვირვებდა ეს უყურადღებობა ლანას,მსგავს არ იყო ნაჩვევი მისი "ბოთე ბიჭისგან"(როგორც თვითონ ეძახდა).არც უნდოდა თვითონ დაერეკა და გაეხსენებია ეს დღე,ყურადღება რომ სხვა რამეზე გადაეტანა სახლის საქმიანობა დაიწყო,აი ყველაფერს მორჩა ბექა კი ისევ არსად ჩანდა,უკვე შიშმა შეიპყრო ნეტავ ხომ არაფერი დაემართაო...ამ ფიქრებში იყო,თამუნაც დაბრუნდა ყვავილებით ხელდამშვენებული.
-უკვე დაბრუნდი?დიდი დრო გასულა და ვერც შევნიშნე.
-შენ რა გჭირს უხასიათოდ რატო ხარ?მოხდა რამე?
-არაფერი რა უნდა მჭირდეს,შენ როგორ გაერთე მომიყევი.
-მოიცა ჯერ შენ მითხარი რა გჭირს,არ მომწონხარ ასე,აშკარად რაღაც მოხდა.
-გოგო მთელი დღეა ბექა არსად ჩანს,არ მწერს,არც დაურეკავს,აღარ ვიცი რა ვიფიქრო,ხომ იცი მას ასეთები არ ახასიათებს...
-აბა მე დავურეკავ და მოვიკითხავ სად არის,თქვა და თავის მობილურს დაწვდა თამუნა,თუმცა ამ მცდელობამაც უშედეგოდ ჩაიარა,ბექა არ პასუხობდა...ამ მსჯელობაში იყვნენ გოგოები,ცდილობდნენ ბექას საქციელისთვის ახსნა მოეძებნათ რომ მათ ფანჯარასთან მუსიკის ხმა გაისმა,მაშინვე ფანჯარასთან მივარდნენ და ლანას თვალები გაუბრწყინდა როცა დაინახა მუსიკების ფონზე ბექა რომელსაც მიწაზე ულამაზესი სანთლებით გული აენთო,თვითონაც იქვე იდგა წითელი ვარდებით ხელში.ლანა შესჰყურებდა მას და თვალები სიხარულის ცრემლებით ევსებოდა,მერე კარი გამოაღო კიბეები ჩაირბინა და ბექას ჩაეხუტა,მონუსხული იდგა ლანა თითქოს მთელ სხეულში პეპლები დაფრინავდნენ,თითქოს ყველაფერი ტრიალებდა ირგვლივ...კორპუსის აივნები სავსე იყო ხალხით,უმზედნენ ბედნიერ წყვილს,მათ შორის იყო რუსკაც,ახალგაზრდა გოგონა რომელიც თვალს არ აშორებდა ბექას.გაუკვირდა მისი კვლავ დანახვა და თანაც საკუთარი კორპუსის წინ,თუმცა კი ძალიან მოეწონა აღფრთოვანებული იყო სიურპრიზით რომელიც მას არ ეკუთვნოდა,შეშურდა კიდეც ლანასი,"ერთი ჩვეულებრივი ვინმეა და რით დაიმსახური ასეთი სიყვარული,მას თუ გამოუვიდა მეც გამომივა,რადაც არ უნდა დამიჯდეს მათ შორის ჩავდგები კვლავ გამოვჩნდები ბექას ცხოვრებაში და ამ ბიჭს მივისაკუთრებ."ამ ფიქრებში იყო რუსკა,ლანა კი უბედნიერესი იყო,წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რომ შეიძლებოდა ეს ლამაზი სიურპრიზი შემდგომი უსიამოვნების მიზეზი გამხდარიყო.ამ დღის შემდეგ რუსკას არ გამოეპარებოდა ბექას მოსვლა,აკვირდებოდა შორიდან,რომელ საათზე მოვიდოდა რამდენ ხანს გაჩერდებოდა,ცდილობდა გაერკვია რამდენად სერიოზული იყო მათი ურთიერთობა,რამდენიმე დღიანი დაკვირვების შემდეგ გეგმაც დასახა,გადაწყვითა ლანა გაეცნო და მისი მეგობრობა გამოეყენებინა ბექასთან კვლავ დასაახლოებლათ.
-ლანა,სწრაფად სამზარეულოში შემოდი,ნახე აქ რა ხდება წყალი ჩამოდის ჭერიდან,ალბათ ონკანი დარჩა მოშვებული ზედა სართულის მეზობელს.
-ეს რა უბედურებაა,რას ქვია მოშვებული დარჩა,დასველდა ყველაფერი,წამოდი ავიდეთ,იქნებ ვინმე სახლში იყოს,მორიდებით დააკაკუნეს კარზე,ცოტა ხნის ლოდინის შემდეგ კარი გაუღო რუსკამ,და გაკვირვებული სახით იკითხა:
-რა გნებავთ?თითქოსდა ვერ ხვდებოდა ვინ იყვნენ და რა უნდოდათ.
- ჩვენ თქვენი მეზობლები ვართ ქვედა სართულიდან,სამზარეულოში წყალი ჩამოვიდა და იქნებ შეამოწმოთ ონკანი...
-მართლა?ხილს ვრეცხავდი მერე მობილურმა დამირეკა მეგობარს ვესაუბრე და სულ გადამავიწყდა მომეკეტა.მაპატიეთ გოგოებო,ძალიან მრცხვენია.
-კარგი ამ ჯერზე არაუშავს მაგრამ აწი ყურადღებით იყავი,თქვა ლანამ და წასვლა დააპირეს რომ ყავაზე შეიპატიჟა,არ აპირებდნენ შესვლას მაგრამ არ მოეშვა რუსკა და ეუხერხულათ გოგობს წამოსვლა,მორიდებით დასხდნენ დივანზე,ფინჯანი ყავა მიირთვეს და ისაუბრეს,ბევრი საერთო თემა არ ქონდათ,გაცნობითი ტიპის ლაპარაკი ქონდათ,რუსკა აქტიურობდა,ცდილობდა მათი კეთილგანწყობა დაემსახურებინა იმდენი მოახერხა რომ ნომრები გაცვალეს და მათთანაც დაიპატიჟა თავი.შინ დაბრუნებული გოგოები გაკვირვებულები იყვნენ მისი საქციელით,ონკანის ამბავიც არ სჯეროდაც ბოლომდე,როგორ დაავიწყდა თუ იქვე იდგა და მობილურზე ლაპარაკობდა...მეორე დღეს მოვიდნენ თუ არა ლექციებიდან ყავის დალევაც ვერ მოასწრეს რუსკა რომ მოადგათ ბლინებით ხელში,თან ისე შინაურულად იქცეოდა თითქოს მათი უახლოესი მეგობარი ყოფილიყო.თან სულ ლანას მობილურისკენ ეჭირა თვალი,ელოდებოდა როდის დარეკავდა ბექა და აი მისი ზარიც გაისმა.
-გისმენ ბექა...უპასუხა და სამზარეულოში გავიდა ლანა,რათა თავისუფლად ესაუბრა.
-ბექა ვინ არის,ლანას ძმაა?იკითხა რუსკამ მაშინვე.
-არა,შეყვარებული.
-მაგარია,მიყვარს სიყვარულის ისტორიები,დიდი ხანია ერთად რომ არიან?
-არც ისე...6თვეა.
-სად გაიცნეს ერთმანეთი?
-უნივერსიტეტში,კურსელები ვართ.
-კურსელები როგორ ბექა ხომ თქვენზე უფროსია?დაუფიქრებლად წამოროშა რუსკამ და მაშინვე ინანა ნათქვამი.
-კი 3 წლით…და შენ საიდან იცი არც კი იცნობ?იკითხა თამუნამ და კითხვისნიშნად ქცეული თვალებით მიაჩერდა მოსაუბრეს...

------------------
ესეც მეხუთე თავი,უღრმესი მადლობა რომ კითხულობთ,ძალიან მახერებს თქვენი თითოეული ლაიქი და კომენტარი,რჩევები...მიყვარხართ❤❤❤




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent