შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საკუთარი ბედნიერება(მეოთხე თავი)


28-05-2018, 12:22
ავტორი melina
ნანახია 1 690

-უცნაურია,შენ და სიმართლე?მოკლედ მითხარი რისი თქმაც გინდა.
-ბექაზე მინდა გელაპარაკო..
-----------------------------
-სხვა თემას არც ველოდი,მიდი ყურადღებით გისმენ დაანთხიე ბოღმა შენი გესლიანი ენით ვიდრე გაგუდულხარ,თქვა ლანამ და გაიცინა.
-ვხედავ ლაპარაკი გისწავლია,ვნახოთ კიდევ თუ იქნები სიცილის ხასიათზე ბოლომდე რომ მომისმენ.
-საკმარისად გისმინე,ახლა კი...
-მოიცა,მოიცა ლაპარაკი გააწყვეტინა ქეთამ,ბექა გატყუებს,შენთან გართობა უნდა,თვითონ თქვა ეს და ყველა მისმა მეგობარმა იცის რომ შენ მისთვის მორიგი სათამაშო ხარ და მეტი არაფერი.....
-.............
-არაფერს იტყვი?სად გაქრა შენი თავდაჯერებულობა?
-ეს ყველაფერი იმდენად სასაცილოა რომ არც კი ვიცი რა გითხრა,არ ვიცი თავად თუ გჯერა შენი სიტყვების,მე კი მაგ ბოდვის არ მჯერა.
-არ გჯერა?შენ რა მართლა დაფრინავ?რა გგონია ისეთი სიმპათიური,ჭკვიანი და მდიდარი ბიჭი შენნაირ არსებას შეხედავს სერიოზულად?დროა ღრუბლებიდან დაეშვა გოგონი.
-საკმარისია ქეთა,უფლებას არ მოგცემ კიდევ ერთხელ მომაყენო შეურაწყოფა,შენი მოსმენა აღარ მინდა,გესმის მაინც სადამდე დაეშვი?ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი შენ ვერაფერს გახდები შენი ინტრიგებით,თქვა და მობილური გათიშა მერე კი ღონე მიხდილი ჩაეშვა სავარძელში.
-რა მოხდა ლანა ვინ იყო?რა გითხრა ასეთი ფერი აღარ გაქვს ადამიანის.
-ქეთა იყო...ბექაზე მელეპარაკა...
-დაიწყო ინტრიგების ახალი ტალღა?ისიც მიკვირს აქამდე როგორ იყო უმოქმედოდ.
-მართალი ხარ,მითხრა გატყუებს და მხოლოდ გასართობად ჭირდებიო..
-იმედია მაგ ავსტრალიური იხვნისკარტას სიტყვის არ გჯერა,ხომ იცი მაგის მიზანი ერთია როგორმე დაგაშოროთ.
-არ ვიცი ძალიან დავიბენი,აღარ ვიცი რა ვიფიქრო,გული ერთს ამბობს გონება კი მეორეს,ჯერ ბექას დაველაპარაკები.
-შენი საქმისა შენ იცი მეგობარო მაგრამ მე არაფრად ჩავაგდებდი მაგ სიტყვებს.ბექას ეტყობა რომ ძალიან უყვარხარ,ლამისაა შენი ერთი ღიმილის გამო თავდაყირა დადგეს ტიპი.
ლანამ მოისმინა თამუნას რჩევა მერე კი მაინც ისე მოიქცა როგორც საჭიროდ მიიჩნია,ბექას დაურეკა და ერთმანეთს შეხვდნენ.
-რა მოხდა,ხო მშვიდობაა ასე სასწრაფოდ რომ გამომიყვანე,ბოლოს რომ გელაპარაკე არაფერი გითქვამს.
-იმიტომ რომ მაშინ არაფერი ვიცოდი...
-ახლა რა გაიგე ასეთი მითხარი,რაღაც უხასიათობა გეტყობა და მეც ვიგრუზები.
-ქეთამ დამირეკა,მოკლედ უპასუხა.
-მერე რაო რა გითხრა,ისევ ძველი თემაა?
-არა,ამჯერად შენ იყავი საუბრის თემა..
-მეე?გაოცება ვერ დამალა ბექამ.
-ის რომ თურმე ჩემთან მხოლოდ გართობა გინდა,რომ მატყუებ,და რომ არ გიყვარვარ არც არასდროს შემიყვარებ.
-და ამ სისულელის გჯერა?
-მითხრა რომ შენს მეგობრებთან გითქვამს ცოტას გავერთობი და მერე წარსულს ჩაბარდებაო...
-კარგი რა ლანა მაგას როგორ იჯერებ,რა თქმა უნდა ძალიან მიყვარხარ.
-და იმას არ უარყოფ რაც ქეთამ მითხრა შენს ფარულ მიზნებზე?
-მაგაზე რა გითხრა გიჟია ეგ გოგო,თქვა ბექამ და სახე აარიდა თითქოს ეშინოდა მის სახეზე სიმართლე არ ამოეკითხათ...არც ლანას დარჩენია შეუმჩნეველი ეს ფაქტი...
-ბექა მე შენ ძალიან კარგად გიცნობ გეტყობა რომ რაც ქეთამ თქვა მართალია,ამას შენი რეაქციით ვხვდები.
-.......ბექას ხმა არ გაუღია,და ახლა როგორც არასდროს ისე ნანობდა თვეების წინ დაუფიქრებლად ნათქვამ სიტყვებს.
-ყველაფერი ნათელია,თქვა ლანამ რომელმაც აღარ იცოდა რა ეთქვა თავში ყველაფერი თავდაყირა დადგა,ვერ იჯერებდა,უნდოდა მაინც იმ ლამაზი დღეების ერწმუნა რომლის მოგონებებიც კი თვალის დახამხამებაში გაქრა.ადამიანი რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა და ენდობოდა უცებ სრულიად უცხო გახდა მისთვის.ყველა ოცნება ერთი ხელის მოსმით გაცამტვერდა...
-ლანა არ მინდა მოგატყუო,დაიწყო ბექამ რომელსაც ლაპარაკი უჭირდა,შესაფერისს სიტყვებს ეძებდა რომელიც ახლა მის სათქმელს შეამსუბუქებდა და გაალამაზებდა...დღემდე არ მომიტყუებიხარ და ახლაც არ ვაპირებ ამას,თავიდან შენთან ურთიერთობა არ დამიგეგმავს,არ ვაპირებდი დასერიოზულებას უბრალოდ ვმეგობრობდი...ყველაფერი თავისთავად მოხდა...
-ბექა შელამაზება არ არის საჭირო,შენ თქვი თუ არა ეს სიტყვები მე მხოლოდ ეს მაინტერესებს.
-ჯანდაბა!ვთქვი,ვთქვი და უბედურებაც ეს არის ლანა,მაშინ სხვა სიტუაცია იყო და არც კი გიცნობდი ნორმალურად,ახლა კი სხვა ეტაპია,ახლა შენს გარეშე ვერც წარმომიდგენია ჩემი თავი,შენს გარეშე მე არაფერი ვარ,არ ვარ...რაც კი ამ ცხოვრებაში კარგი და ლამაზი გამაჩნია ეს შენ ხარ....ყველა ჩემი ფიქრი და ოცნება შენს გარშემო ტრიალებს.
-...........ლანა ისევ დუმდა...
-ლანა გთხოვ რამე მითხარი,შენი სიჩუმე მკლავს,წარსულის გამო ყველაფერს ნუ დაანგრევ,შენ ჩემი აწმყო და მომავალი ხარ.
-უკვე აღარაფერში ვარ დარწმუნებული,იქნებ ახლაც ტყუილს ამბობ,მე არა შენ კი ყველაფერი შენი ხელით დაანგრიე.ან როგორ მთხოვ რომ წარსულის გამო არ გავბრაზდე,როცა ეს წარსული მეც მეხება.
-მაპატიე გთხოვ,შიშნარევი ხმით ევედრებოდა ბექა.
-ახლა მგთხოვ გაპატიო?რომ შენთვის ყველაფერი ვარ?მაშინ თუ იფიქრე ჩემზე როცა ამ გეგმებს აწყობდი.
-კარგი რა ლანა არაფერი დამიგეგმას,ეს უბრალოდ სიტყვები იყო რომლებიც დაუფიქრებლად ვთქვი და ახლა ძალიან ვნანობ.
-სინანული ცოტა დაგიგვიანდა ბურჯანაძე არა?თქვა ლანამ და ცრემლები მოიწმინდა,მერე კარი გააღო ისიყო გადავიდა მანქანიდან რომ ბექამ შეაჩერა რომელიც ვეღარაფერს ამბობდა მხოლოდ ამ სიტყვებს იმეორებდა:
-გთხოვ მაპატიე,მაპატიე ლანა...
-ახლა არაფრის თქმა შემიძლია,არც პატიება...მერე რა იქნება არ ვიცი,ჯერ ვერ ვაზროვნებ ბექა....ცრემლები მოიწმინდა და მანქანიდან გადავიდა,ხო მართლა ძალიან გთხოვ არ დამირეკო ცუდად ვარ და ახლა მხოლოდ მარტოობა მინდა,სიმშვიდე და ფიქრი მინდა...
სახლში რომ შევიდა თამუნას არაფერი უკითხავს,ლანას სახეზე ამოიკითხა ყველაფერი,ბექაც ჯერ არ წასულიყო,ისევ კორპუსთან იდგა,თითქოს გულს იიმედებდა ლანას სიახლოვეს ყოფნით.
-ჯერაც არ წასულა ბექა,ისევ აქ არის...
-არ მაინტერესებს,სადაც უნდა იქ დადგეს...
-რა მოხდა იჩხუბეთ?ვეღარ მოითმინა თამუნამ.
-ქეთას მართალი უთქვამს...მოკლედ უპასუხა და თვალებიდან გადმოსული წყვილი ცრემლი მოიშორა.
-და თვითონ რა გითხრა,როგორ ახსნა ეს ყველაფერი?
-ადრე იყო მაშინ არც გიცნობდი.დაუფიქრებელი სიტყვებია....და ყველაფერი დაწვრილებით უამბო მეგობარს...
-ეგ წარსულში იყო ლანა,ჩემი აზრით არ უნდა თქვა მასზე უარი ასე ერთბაშად,ეტყობა რომ მართლა უყვარხარ,შეცდომა ყველას მოსდის...
-არ ვიცი თამუნა ძალიან არეული ვარ,ჯერ ვერც ვაზროვნებ ნორმალურად,ამ მდგომარეობაში გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი...
-შენც გაგიჭირდება ბექას გარეშე,ვერ გაძლებ ხომ იცი...
-ვიცი,ვიცი...მაგრამ ჯერ პატიებაც არ შემიძლია,ისე კი არ გამოვრიცხავ შერიგებას,ვუთხარი კიდეც...
ბექას ყოველი დღე იწყებოდა და მთავრდებოდა ლანას კორპუსთან,უკვე 1 კვირაა ასე გრძელდება,არც მობილურზე პასუხობდა,სემესტრი დასრულდა ლექციებზეც ვეღარ ნახულობდნენ ერთმანეთს,თამუნადან იგებდა ლანას ამბებს.გოგოები საახალწლო არდადეგებზე მშობლიურ ქალაქში ჩავიდნენ,თინამ და გურამმა ძალიან გაიხარეს შვილის დანახვით,ბექას ტანჯავდა ის აზრი რომ სწავლის დაწყებამდე 10 დღე იყო დარჩენილი და მანამდე ლანა თბილისში არ დაბრუნდებოდა,შორიდანაც ვეღარ დაინახავდა,როგორც ამას წინა დღეებში აკეთებდა,ჩუმად ქურდივით მალულად უთვალთვალებდა საყვარელ ქალს,რამდენჯერაც სცადა დალაპარაკება იმდენჯერვე გაეცალა ლანა ისე რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს,მისი დუმილი კი ყველა სიტყვაზე მტკივნეული იყო...ბექამ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გადაედგა ნაბიჯი,კიდევ ერთხელ ეთხოვა პატიება და ამ იმედებით აღვსილი ახალიწლის ღამეს ჩავიდა ლანას მშობლიურ ქალაქში,მისამართი თამუნადან გაიგო,გზიდან პერიოდულად ურეკავდა ლანას მაგრამ არ პასუხობდა....ის ამ დროს სახლში იყო და და დედასთან ერთად სუფრას შლიდა,ხალხმრავლობა ჰქონდათ,გურამს ძმა ესტუმრა ოჯახით,ყველანი მხიარულად საუბრობდნენ და ელოდებოდნენ ახალი წლის შემობრძანებას,ლანა უხასიათოდ იყო არაფერი ახარებდა, ძალიან ტკიოდა ბექას საქციელი მაგრამ უფრო მეტად მონატრება ტანჯავდ,ენატრებოდა ბექა,ყველაფერს დათმობდა ოღონდ ახლა ენახა, ერთხელ მაინც ჩახუტებოდა,ენატრებოდა მისი სიტყვების გაგონება,ღიმილიც კი...ამ ფიქრებში გართული ვერც კი ამჩნევდა რომ მისი მობილური განუწყვეტლივ რეკავდა,თინამ გაკვირვებით იკითხა:
-რატომ არ პასუხობ შვილო მთელი საღამოა გაუჩერებლად რეკავს შენი ტელეფონი.
-ვერ მოვახერხე არ მეცალა საპასუხოდ.მე თვითონ გაადავურეკავ მერე.
-აი ისევ რეკავს და ბარემ უპასუხე...
-კარგი ხო თქვა ლანამ და უსიამოვნო ხმით უპასუხა ტელეფონს,თან საძინებლში შევიდა.
-ლანა როგორ ხარ?უკვე იმედი აღარ მქონდა რომ მიპასუხებდი...
-არამიშავს შენ როგორ ხარ?
-შენი ხმა რომ გავიგე უკვე კარგად ვარ...ძალიან მომენატრე...
-არ ვაპირებდი შენთან ლაპარაკს,უბრალოდ სახლში სულ ჩემი მობილურის ხმა ისმოდა და ამიტომ გიპასუხე...
-მე ყველა შემთხვევაში მახარებს შენი ხმის გაგონება და გარეთაც თუ გამოხვალ შენი ნახვითაც გავიხარებ,თუნდაც 1 წუთით.
-მე თბილისში არ ვარ,ალბათ არ იცი...
-ვიცი და შენი კორპუსის წინ ვარ…




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent