შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთხელ და სამუდამოდ


29-05-2018, 15:45
ავტორი აფხაზი
ნანახია 1 248

წუხანდელი დღის მიუხედავად, დილით ადვილად გავიღვიძე. საათს დავხედე და ჯერ კიდევ შვიდი საათია. მსუბუქად ჩავიცვი და სახლის დათვალიერებას შევუდექი. უკანა ეზოში აუზი ჰქონიათ. ოთახში ავედი, გამოვიცვალე, პირსახოცს ხელი დავავლე და უხმოდ ჩავედი. გარეთ გავედი და აუზში ჩავედი. წყლის წვეთებს შეუერთდა ჩემი სხული და თავისუფლება ვიგრძენი. ცურვამ გულისცემის რიტმი შემიცვალა.ზოგადად,ცურვას ამის ნიჭი აქვს. როცა აფორიაქებული ხარ, ან თუნდაც ცუდ ხასიათზე, ვინმესგან გაბრაზებული. ჩახვალ და უარყოფით ენერგიას ,,გაფერთხავ“ შენი ნებაა ამას როგორ გააკეთებ. ჩახვალ და გაცურავ, ჩაყვინთავ და იყვირებ თუ უბრალოდ სუნთქვას შეიკავებ. მთვარი ისაა, რომ ჩიტივით თვისუფალი ხარ. აუზიდან არ ამოვიდოდი, რომ არა საშა.
-ადრე ამდგარხარ. ცენტრიდან ამოვყავი თავი და მოაჯირამდე მივცურე, მკლავი ჩამოვადე და შევხედე.
-წუხელ ადრე დამეძინა. ამიტომ დილითაც ადრე გამეღვიძა.
-ხო წუხელ ისე საყვარლად გეძინა. ჩაიცინა და თავი გააქნია.
-მოიცა, შენ მე მძინარეს მიყურებდი? გავიკვირვებულმა შევხედე.
-ხო, ისე უდარდელად გეძინა.
-ამომიყვანე რა. ხელი გავუწოდე და თვითონაც გულუბრყვილოდ მომკიდა. ამოყვანა სცადა, მაგრამ დავასწარი და აუზში ჩავაგდე.
-შენ... შენ... რა ქენი? ყვირილზე ნახევრადმძინარე ლიკა დეიდა გამოვიდა.
-რა ხდება ბავშვებო? შეიცხადა, ორივე აუზში რომ გვნახა.
-შენს დეიდასშვილის შვილს ჰკითხე! გაბრაზებულმა ამომხედა და მეც მხრები ავიჩეჩე.
-თვითონ გამომიწვია, მე არაფერ შუაში ვარ. ჩემთვის ვცურავდი და თავზე დამადგა აქ!
-ოხ, შე პატარა პარაზიტო! მოდი აქ! საშა ჩემკენ მოიწევდა. თავს ვუშველე და აუზიდან ამოვედი. მაგრამ სირბილში ისეთივე მაგარი არ ვარ, როგორც ცურვაში. დამიჭირა დაისევ აუზში ჩამაგდო.
-ნელა, ფრთხილად, საშა არაფერი ატკინო... იმეორებდა ერთიდაიმავეს დეიდა, მაგრამ ვინ უსმენდა. იმდენი წყალი დავლიე თავად არ ვიცი, გავიჭყიპე. -კარგით, კარგით ბავშვებო! ნელა ფრთხილად! საშა დაუთმე!გამწარებული ყვიროდა დეიდა. მაგრამ ვინ მოუსმინა? ბოლოს შემეშვა და ხველებ-ხველებით ამოვედი აუზიდან.
-დღეს ვიღაცას საჭმელი არ მოუნდება! გამარჯვებული ბიჭი სიცილით გაემართა ოთახისკენ. თუმცა, ჰოი საოცრებავ, სახლის შესასვლელთან ფეხი აუცდა და დაენარცხა.
-დღეს ვიღაცას ტრამვატოლოგიურში წოლა მოუწევს. მეც არ ჩამოვრჩი და გამოვაჯავრე. თავის ქნევით წამოდგა და ოთახში შევიდა. მეც სული მოვითქვი პირსახოცი შემოვიხვიე და საშას კვალს გავყევი. სახლში ფრთხილად შევედი და ჩემს ოთახში გადავინაცვლე. შემდეგი კვირა განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. (სწავლის დაწყებამდე, რა თქმა უნდა.)თუმცა შემიძლია გამცნოთ, რა ხდებოდა შემდეგი კვირის განმავლობაში.
აი მოკლე, შემაჯამებელი გეგმა:
1.უფრო გახსნილი გავხდი. უფრო ახლოს მოვუშვი საშას მეგობრები.
2.ხშირად ვეკონტაქტებოდი ჩემებს. დეიდა, ძია და საშაც ელაპარაკნენ.
3.მონატრებას გულში ვიკლავ და ვცდილობ არ ვიტირო.
4.საბოლოოდ მივედი დასკვნამდე, რომ აუცილებლად, უნდა ვიმუშავო.
5.ფული მჭირდება, ახალი რაღაცეებისთვის და საშა დამპირდა, რამდენიმე ადგილას მიმიყვანდა. მორჩა... სხვა არაფერი შეცვლილა. ან მე რა შემცვლის? ისევ ისეთი ,,ქალბიჭავარ“ ! თუმცა, მათ ასეთი ვუყვარვარ. სწავლის დაწყებამდე, 2 კვირა რჩებ. ვცდილობ ახლა ვიხალისო და გავრეთო, თორემ მერე დრო აღარ მექნება.

-აბა, მზად ხარ? კარში საშა შემოდის და მიღიმის.
-ახლავე. თვალზე ბოლო შტრიხი და მე მზად ვარ. მორჩა! საშასკენ ვბრუნდები და ვეუბნები შემაფასოს. ხმა არ ამოაქვს და ვეჩხუბები.
-დამაცადე რა, შოკში ვარ! ხმამაღლა გადავიხარხარე და კარებისკენ წავედით. ლიკა დეიდამ პირჯვარი გადამსახა, წარმატებები მისურვა და საშას ჩააბარა ჩემი თავი. მკაცრად უთხრა, თუ რამე მოიუვა შენ აგებ პასუხსო! მანქანაში ჩავსხედით, ნერვიულობისგან ვცქმუტავდი.
-რომ არ მოვეწონოთ? რომ არ მოუნდეთ ჩემი აყვანა?
-გაჩუმდი რა! ლამაზი ხარ, ჭკვიანი. თან ბანკშ კი არ იწყებ მოუშაობას. კონსულტანტად. მანდ უარს არ გეტყვიან. ხმმა ვერ ამოვიღე. დანიშნულების ადგილამდე მივედით და მანქანიდან გადმოვედით.
-წარმატებები მისურვე!
-ანნა, არ ინერვიულო! წარმატებები. მე აქ გელოდები. ნახევარი საათი მაყურყყუტეს, თუმცა ღირდა. გახარებული ჩამოვირბინე კიბეები და საშასთან მივირბინე.
-შენ წინ გოგონა დგას, რომელსაც უკვე სამსახური აქვს! შევკივლე და დავტრიალდი.
-არ გეუბნებოდი? წამო ახლა და აღვნიშნოთ. გზად მეგობრებს დაურეკა დაპატარა რესტორანში შევიკრიბეთ. დავლიეთ, ვიქეიფეთ და სახლში დავბრუნდით.

-დეიდა, რაო აბა? იშოვე სამუშაო?
-აბა რას იზამდა? პასუხის გაცემა არ დამცალდა.
-კი დეიდულ! თან სწავლაში არ შეგეშლება ხელიო. ასე მითხრეს გამომუშავებითო. საათი 300 რუბლიო.
-გილოცავ ჩემო პატარა. მოდი ახლა ვჭამოთ რამე.
-არ გვინდა. ნუ, მე ყოველშემთხვევაში არ მინდა. რესტორანიდან მოვდივართ. თქვენის ნებართვით, ავალ და დავისვენებ.
-როგორ გეკადრება? წადი, მიდი. დავემშვიდობე და ოთახში ავედი. დაღლილს მხოლოდ საწოლში შეძრომა, საბნის თავზე დაფარება და დილამდე ძილი მინდოდა. მანამდე, წყალი უნდა გადამევლო. ზუსტად ნახევარ საათში საწოლში ვიყავი. დაღლილს ადვილად მიმეძინა. მაღვიძარა დილის 7 საათზე აყენია. უნდა გავიღვიძო და მოვწესრიგდე. დილას თალებს ვახელ, მაღვიძარა არ რეკავს.ესეიგი ჯერ შვიდიც არაა. მაინც წამოვდექი და ფარდები გადავწიე. რადგანაც დრო მქონდა აუზში ჩავედი და ცოტა გავცურე. ოთახში შემოვედი და სავარძელზე ბორდოსფერი კაბა ვნახე, გადაკიდებული. ზედ ბარათი იდო. ,,გილოცავ. მეტი ვერაფერი მომაფიქრდა. კაბის არჩევაში ლიკა დამეხმარა. იმედია მოგიხდება. არა, არა, რა სისულელეა. შენ მოგიხდება. იმედია მოგეწონება.“ ჩამეცინა და მზადება დავიწყე. თმა შევიმშრალე. კაბა მოვირგე, მსუბუქი კაბა იყო,წელს ქვემოთ დაყრილი, მუხლებამდე. მსუბუქი მაკიაჟიც. ფეხზე კედები მოვირგე, ჩანთაში ტელეფონი ჩავაგდე და კიბეებზე ჩავირბინე.
-დილამშვიდობისა ყველას. სფრასთან მჯდომ ოჯახს შევუერთდი და ღვეზელი ავიღე. ცივი წვენიც დავისხი და მადიანად შევექცეი.
-კაბა გიხდება. მომღიმარი საშა ცდილობს შემაქოს.
-რა ლამაზი ჰყავხარ დეიდას!
-მადლობა. თავი მორცხვად ჩავხარე და უხერხულობის განსამუხტად საათს დავხედე.-ჰჰჰჰ, რა დრო გასულა. შევიცხადე. უნდა წავიდე, საღამოს გნახავთ. დროებით.
-მოიცადე, მე გაგიყვან.
-მადლობა საშა. მაგრამ, არ მინდა. ჭამა დაამთავრე, ცოდო ხარ.
-მოიცადე კაცო. ახლავე მოვდივარ.
-ვაიმე, რა ჯიუტი ხარ. დეიდა, ასეთი შვილი რატომ გაზარდე? გაკვირვებული გავხედე ლიკას და გამიღიმა.
-არ ვიცი შვილო. ჩემთვის თუ მინდოდა უკეტესი ვერ გავაჩინე?
-რატო დე? მე ცუდი ვარ? დიალოგში საშა ჩაერთო.
-არა, ჯიუტი!
-არაუშავს, ეგ ყველას ახასიათებს. ამ პატარა ქალბატონსაც, სხვათა შორის. დამეჭყანა და კარისკენ მიბიძგა. დროებით! კიდევ ერთხელ დავიყვირე და მანქანაშ ჩავსხედით.
-აბა შენ იცი, არ შემარცხვინო! მამხნევებდა და ჭკუას მარიგებდა საშა. ჩემგან ,,ჰო“, ,,ასე მოვიქცევი“, ,,არ დაგაღალატებ“ ესმოდა მხოლოდ. ძლივს გადმოვედი მანქანიდან. ვაიმეე, შეჭამა ტვინი!
-დილამშვიდობისა! მარკეტში მომღიმარი შევედი და გამოსაცვლელისკენ ავიღე გეზი. უნიფრომა მოვირგე და სამუშაოს შევუდექი. ძალიან მაგარი გოგონები იყვნენ. კლიენტებს ვუღიმოდით და მენეჯერიც კმაყოფილი სახით დადიოდა. საქმე კარგად მიდიოდა. შესანიშნავადაც კი.
მე შემიყვარდა მოსკოვი. სრულებით მოხიბლული ვარ. მოსიყვარულე ადამიანები და თბილი გარემო. შემიყვარდა ხმაური, ინდივიდუალიზმი, არქიტექტურა,ზღვარგადასული თავაზიანობა, წესრიგი და ეს ყველაფერი არმწყინდება. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ისევ სახლში ვიყო.
-მობრძანდით, რით შემიძლია დაგეხმაროთ? ვიმეორებდი უკვე დაზეპირებულ სიტყვას და ჩემს განყოფილებას თვალს ვაყოლებდი.
-რას მირჩევთ?
-უკაცრავად?
-ანუ, ცოლი არ მყავს. გამეცინა, მივხვდი რატომაც დააკონკრეტა. დედა ჩემთან არ ცხოვრობს. გამომიცხადა, მაგხელა სახლში ვერ ვიცხოვრებო და დაჩა ვუყიდე. სხვა გზა არ მქონდა.
-მე რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-რამე მალე მომზადებადი კერძი მინდა.
-კი ბატონო. აქეთ მობრძანდით. ისევ ვუღიმი და თავაზიანად ხორცეულოობისკენ მიმყავს. მზა კატლეტები გვაქვს, რომელსაც გალღვობა და შეწვის მეტი არაფერი უნდა.
-კარგა ბლომად, ამიწონეთ.
-ახლავე,სერ.
-უკაცრავად!
-დიახ, გისმენთ.
-შენობით მომმართეთ. დემეტრე მქვია. შენ კი... გულსაბნევზე სახელს აკვირდება და მიღიმის, ანნაბელი. სასიამოვნოა.
-ჩემთვისაც. კიდევ გნებავთ? უხერხულობის განსამუხტად ვეკითხები და პარკში ჩაყრილ კატლეტებს აკვირდება.
-არა, მადლობა.
-კიდევ რას ინებებთ?
-მირჩიეთ. თვალები ავატრიალე და ბოსტნეულისკენ გავუძეხი. -კიტრი-პომიდვრის სალათაც შესანიშნავია, სალათის ფურცლებთან და ოდნავ ვაშლის ძმართან ერთად.
-ჩამილაგეთ!
-კვერცხის შეწვასაც არაფერი უნდა და დესერტად მარწყვი გაიყოლეთ იოგურტთან ერთად.
-დიდი სიამოვნებით. ყველაფერი ჩავულაგე და სალაროსკენ ვანიშნე. გადახდა იქით. ისიც მიემართება სალაროსკენ და გზად მენეჯერს რაღაცას ეჩურჩულება. თავიდან ოდნავ იღიმის და შემდეგ მკაცრი მზერით მიახლოვდება.
-სასწრაფოდ კაბინეტში!
-დიახ,სერ. ხმის კანკალით გავყევი უკან. შემეშინდა, ნუ თუ რამე არასწორად გავაკეთე. კაბინეტში შევიდა და კუთვნილ ადგილს მიუჯდა. ხელით სკამისკენ მიმითითა და მეც დავჯექი.
-რა ხარ ასეთი? ვერ მივუხვდუ კითხვის შინაარს და დაბნეულმა ვუპასუხე.
-ბატონო?
-რა ვერ გაიგე? ვინ ხარ აესთი, ოქრო? გამიკვირდა, გამიხადრა, დავიბენი არვიცოდი რა მეთქვა და ენის ბლუყუნით გავაგრძელე.
-გენადი ნიკოლაევიჩ, მე...
-არავითარი მე! რამდენი ხანია გაკვირდები. შენგან უკმაყოფილო კლიენტი არ გასულა. დიმიტრი ვასილოვიც კი მოხიბლე. ასე გააგრძელე! მიდი დაუბრუნდი საქმეს. აღარ მოგაცდენ.
დღემ შესანიშნავად ჩიარა. სახლში დაბრუნებისთანავე პირდაპირ საძინებლისკენ გავეშურე. სააბაზანოში შევვარდი და წყალი გადავივლე. ჩამოსვლისას მომღიმას ოლეგს წავაწყდი. დეიდას ყავა გამოჰქონდა.დივანზე ჩამოვჯექი და ვიკითხე საშა სადარის-თქო. პასუხად, მეზობლადო მივიღე.

-აბა მოყევი, შენი პირველი სამუშაო დღე როგორი იყო?
-აღფრთოვანებული ვარ!!! დავიწყე და გაუჩერებლივ ვლაპარაკობდი. დაწვრილებით მოვყევი ყველაფერი. დიმიტრი ვასილოვი რომ ვახსენე, ოლეგმა ჩემი ბოსიაო. გაეცინა მის საქციელზე და თავი დანებებით გააქნია. არ ვწყვეტდი საუბარს.
-ვატყობ საერთოდ არ დაღლილა. უკნიდან საშას ცინიკური ხმა გავიგე.
-საერთოდაც არა!
-გეტყობა. ბავშვები პიცის საჭმელად მივდივართ, არ წამოხვალ?
-რატომაც არა! ახლავე მოვალ. წამოვხტი და ოთახში ავედი. შარვლები ჩავიცვი, ნაცრისფერი მაისური და თეთრი კეტები ამოვიცვი. ზუგჩანთა მოვიკიდე, დღვანდელი გამომუშავებულ ფულის ნაწილი ავიღე ტელეფონს ხელი დავავლე და დაბლა ჩავედი.
-სად ხარ გოგო ამდენი ხანი?
-მზად ვარ.
-წავედით!
-ბავშვებო, არ დაიგვიანოთ რა! გამოსვლისას დეიდამ პირჯვარი გადაგვსახა და გამოგვიშვა.
-აბა, სად არიან ბავშვები?
-მოვიტყუე!
-რაში დაგჭირდა?
-ლიკა ისე არ გაომგვიშვებდა.მე კიდევ სალაპარაკო მაქვს.იმედია გვერდით დამიდგები.
-საშა,მაშინებ!
-არა პატარავ. ეგრე არასდროს მოვიქცევი.
-მაშინ, სადმე წყნარ ადგილას წავიდეთ!
-მე მომყევი. უხმოდ მივყვებოდი საშას. 20 წუთი ვიარეთ. ამ ხნის განმავლობაში ხმა არცერთს ამოგქონდა. ბოლოს, პარკის ბოლოში ამოვყავით თავი. ფანტანთან ახლოს, იქვე მდელოზე ჩამოვჯექი და ხეს მივეყრდენი.
-მოდი! ხელით ვანიშნე ჩემ გვერდით დამჯდარიყო. ხმა არ ამომიღია. ვაცდიდი როდის დაიწყებდა.
-მაშა!
-რა მოხდა?
-დავშორდი!
-რა? რატომ?... კარგი... არ აჩქარდე... კარგად აწონ-დაწონე ყველაფერი და მომიყევი რა მოხდა!
-ის დღე ხომ გახსოვს?... საპასუხოდ თავი დავუქნიე და გააგრძელა... სახლში არ მივაცილე. ვიღაც ბიჭი გაუცვნია... დღეს ვნახე, მაშო კედელზე ჰყავდა აკრული, მასაც ისე კოცნიდა როგორც მე... ააკანკალა, მაგრამ გააგრძელა.ზუსტად ისე ეხებოდა... ბოლოს, ვეღარ მოვითმინე და მაშო გამოვიყვანე... ხელიც არ გაუნძრევია, იმ პიდარასტს...გვერდით გადგა და ნაგლურად იღიმოდა... ვკითხე, მაშო რას აკეთებ-მეთქი... პასუხად შენ შენს დეიდაშვილს მიხედეო მითხრა.
-რააა??? თვალები გამიფართოვდა,მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნე. მერე შენ რა უპასუხე.
-ვუთხარი რომ, შენ ჩემი და ხარ. ბილწი აზრები შენ მიმართ არასდროს გამიელვებდა,მაგრამ არ დამიჯერა. ევროპაში ვცხოვრობთ, მკვიდრ დეიდაშვილებს მოჰყავთ ერთმანეთი დათქვენ დედების დეიდაშვილებს რა გაკავებთო. ვეღარ მოვითმინე და გავარტყი. ის ვირთხა, შორიდან უყურებდა. ხელიც არ გაუნძრევია... ყველაფერს ინანებ მეთქი დავუყვირე. ეს როგორ გაიფიქრეთქო და წამოვედი.ახლა რა ვქნა? მე ხომ მიყვარს!!!
-მაგრამ ის შენი ღირსი არ არის, საშ!
-იმდენი შეკითხვა დამიგროვდა, წარმოდგენაც არ მაქვს, როგორ ვუპასუხო.
-დაგეხმარები! პასუხის მოძებნაში დაგეხმარები. ოღონდ ყურები არ შამოუშვა. ცრემლი არ გიხდება.
-შეიძლება? ხელით კალთაზე მანიშნა, გავღიმე და დავთანხმდი. თავი კალთაზე ჩამოდო და არც კი მორიდებია ისე ატირდა. ლამის გული გაუსკდა. გეგონებოდათ მალე ამოხეთქავს და დატოვებს ამ ბიჭს უგულოდო. სლუკუნებდა და ვერ ჩერდებოდა. სანუგეშებლად ვერაფერი მოვიფიქრე. ნება მივეცი ეტირა თან თავზე ვეფერებოდი და ვუმეორებდი. ,,მე აქ ვარ“ ,,არ მიგატოვებ“ ,,დამშვიდდი“ ,,ჩშშ“ და ა.შ.
-რატომ არ შეიძლება, როგორც თქვენ ხართ, ქართველები, ისეთივე იყოს ყველა?
-მაშინ უნიკალურები არ ვიქნებოდით, საშ! გახუმრება ვცადე მგარამ არ გამომივიდა.
-რატომ არ შეიძლება, როგორც თქვენ გიყვართ მამაკაცები, ისე უყვარდეთ, პატივს სცემდნენ და არ ღალატობდნენ.
-ყველა ერთნაირი ვერ იქნება, საშ! ოდითგანვე ასეთები ვარ. წინაპრების ბრალია, ასეთი ერთგულები რომ ვართ. ღალატი არ შეგვიძლია. თავს გავწირავთ იმ ერთისთვის ვინ ცხოვრების ბოლომდე ჩვენთან იქნება. მაგრამ არიან არაკაცები და კულტურულად რომ ვთქვათ ,,არაქალები“...მათ ვერ შეცვლი. გულს ნუ გაიტეხ! არ ღირს ამად. ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევს. დიდი დიდი გათხოვდეს და შვილები ზარდოს. მაგრამ მაინც უღალატებს ქმარს. ჩვევა ჯიშზე უფრო უმტკიცესია... მე ვიცი რაც გიშველის. წამოდი! ნელა ვდგებით და მენაყინესკენ მიმყავს.
-ორი ნაყინი, თუ შეიძლება.
-50 რუბლი.
-მადლობა. უნდა მელოდო? გამომართვი ახლა! საშას ვუბრუნდები და სიცილით ხელებში ვაჩეჩებ! მართმევს და პირისკენ მიაქვს, თუმცა არ ვაცლი და ხელს ვარტყამ, ცხვვირი და ლოყები მოეთხუპპნა. შედეგზე პასუხის გება არ მინდოდა ამიტომ რაც ძალი და ღონე მქონდა გავიქეცი. თუმცა დამეწია. დამიჭირა და ახლა მე მომსვარა ნაყინით. ცოტა ვიცელქეთ, ბოლოს ტაქსი გავაჩერეთ და ქალაქის ცენტრისკენ წავედით. რაც უფრო ვუახლოვდებოდით ადგილს, შენობები მაღლდებოდა, ლამპიონები კაშკაშებდა, შენობები ნეონის სხვადასხვაფრად ელავს. ყველაზე ხმაურიანი ადგილია, ალბათ! ტაქსიდან ჩამოვდივართ მოთხუპნულები. საშა მძღოლს ხურდას აწვდის და ჩემკენ ბრუნდება.
-მზად ხარ დაუვიწყარი გართობისთვის?
-რა თქმა უნდა! ხმამაღლა შევყვირე და პირზე ხელი ამაფარა.
-სირცხვილია! დამიჩურჩულა და ხელი მიშვა.
-რა არის სირცხვილი? სიგიჟე? არაფერიც! ხელი დავავლე და ახლა უფრო ხმამაღლა დავიყვირე! შემოგვხედეთ, ჩვენ გიჟები ვართ! ყველა ჩვენ გვიყურებდა. საშა სიცილით მომყვებოდა უკან. ხელი ჩავკიდე და დავბზრიალდით. ნახეთ, ნახეთ! აღარ სევდიანობს! ხასიათზე მოვიდა! ვყვიროდი და მიხაროდა. უდარდელი საშა კი სათამაშო აპარატებისკენ მიმათრევდა.
-მოდი, ახლა ვითამაშოთ!
-ახლავე,სერ! სიცილით მივყვები და წყლის პისტოლეტი დამაკავა ხელში. თან მიხსნის,- ამით იმ იხვებს უნდა დაუმიზნო, შიგნით წყალი გაუთავებლად ასხია. რამდენიმე მცდელობა გაქვს და არ დამარალატო. თქვენთვის არ მითქვამს ხო? ბავშვობაში ლაზერული საათი მქონდა. მაღვიძარას დავაყენებდი და დილით სანამ ლაზერს მიზანში არ მოვარტყამდი წრიპინებდა. მაგას შეეწირა კიდეც! მიზანი არ მივარგა.რაც დავუმიზნე ყველა ავაცილე! მაგრამ ახალმა იდეამ გამიელვა თავში. თოფი საშას დავუმიზნე და გავწუწე. პასუხად მეც შემასხა. სანამ კარგად არ დავსველდით მანამდე არ მივატოვეთ. სიცილით გადავუხადეთ 300 რუბლი აპარატთან მდგომ კაცს და გავეცალეთ იქაურობას. ქალაქის ცენტრში ვიდექით და ბოლო ხმაზე ვიცნიოდით.
-ასე კარგად აღარ მახსოვს როდის ვიხალისე.
-მუდო ხარ და, რა იქნება აბა? ენა გამოვუყავი და გავიქეცი. მდელოზე წავბორძიკდი და ძირს დავენარცხე. გავჭუჭყიანდი. ამაყენე! დავიყვირე და საშას ხელი გავუწოდე.
-აუზის დღე არ დამვიწყებია!
-კარგი, აღარ მინდა! ჩემით წამოვდექი და ხელში ტალახი მოვიქციე. ზურგიდან მივუახლოვდი ერთი ხელი სახეზე, მეორე ხელი მაისურის ქვეშ ამოვუსვი და თვითნაც გავატალახიანე. შადრევანთან მივედი,ჩანთა მოვიხსენი, თავის დაზღვევის მიზნით, ტელეფონები და ფული მედო. წყალში ჩავხტი და სიცილისგან გაგუდულ საშას გავძახე რომ ჩამოსულიყო.
-არა რა, ნამდვილი გიჟი ხარ!
-ამ ცხოვრებაში თუ არ გაკლია, ნაკლია! თვითონაც ჩამოხტა, ტალახი მოვიშორეთ და წყლიდან ამოვედით.
-ახლა, დროა სახლში წავიდეთ! თორემ, ხვალ სამუშაოდ უნდა წავიდე! გავეკრიჭე და წამოვდექი.
-მადლობა!
-რისთვის?
-რომ ჩამოხვედი. არ ვიცი უშენოდ რა მეშველებოდა.
-ჰეი, ბრატ! ნუ ნერვიულობ! მე შენს გვერდით ვიქნები! ყოველთვის.
-პატარა და მყავს! ხალხნო, უმცროსი და მყავს! ახლა უკვე თვითონ ყვიროდა და არ აქცევდა ყურადღებას როგორ უყურებდა ხალხი. მეც სიცილით მივსდევდი და გაჩერებამდე ასე მივედით. ტაქსით ვერ ვიმგზავრეთ სველები ვიყავით და არავინ ჩაგვისვა. 40 ნომერი ძლივს მობობღდა. ნახევარი საათი მოანდომა მისვლას. სახლში შევირბინეთ და გაცოფებული დეიდას დანახვამ გაგვაკვირვა.
-სად ხართ ამდენი ხანი? გასკდა ტელეფონი რეკვით! ანდა რას გავხართ? რა დაგმართნიათ?
-კარგი რა დეე... შენი შვილი ამდენი ხანია ასეთი ბედნიერი არ ყოფილა! შეგვარგე. თან ბავშვები ხომ არ ვართ? რა განერვიულებდა?
-გეყოლება შვილი და მიხვდები! კარგით, ადით ახლა საძინებლებში! ჩვენც დავყევით ბრძანებას და ოთახებში შევედით. მოვწესრიგდი და საწოლში შევწექი. ტელეფონმა დაიბზრიალა და დავხედე.
,,მადლობა ამ დღისთვის. არ დაგივიწყებ! ტკბილი ძილი. Xსაშა“
ტელეფონი დავბლოკე და ძილბურანში გადავეშვი.

უნივერსიტეტი გეწყება და გაიღვიძეო მაღვიძებდა დედა. წამოვხტი და თვალები გავახილე. რა იყო ახლა ეს?იდიოტობა სიზმარი. ტელეფონს დავხედე, საათი მაინტერესებდა. უნებლიედ თვალები თარიღისკენ გამექცა. რა სულელი ვარ! თავიდან როგორ ამომივარდა! ხვალ ხომ 1-ლი სექტემბერია! კი არადა, უკვე დღეს! ანნაბელლ, რა იდიოტი ხარ! კარგი, კარგი დამშვიდდი.ნერვებს არ აყვე! მამშვიდებდა ჩემი მეორე მე. ძილის შებრუნება ვცადე,მაგრამ არ გამომივიდა. ოთახში შუქი ავანთე და ტანსაცმლის არჩევას შევუდექი.არჩევას დიდი ხანი არ მოუნდა, ამიტომ გამოვიცვალე და აუზში ჩავედი. ვცურავდი, როცა ვიღაც დამადგა თავზე და შეშინებული ამოვყავი თავი აუზიდან. მაგრამ შიშმა უცებ გაიარა, როცა საშა ვნახე.
-რატომ არ გძინავს?ვკითხე და პასუხის მოლოდინში წყლიდან ამოვედი.
-ვერ ვიძინებ! შენ?
-უნებლიედ გამახსენდა, ხვალ უნივერსიტეტი იწყება და ვეღარ ვიძინებ. უმნიშვნელოდ ჩაეცინა და მეორე შეზლონგზე მოკალათდა. ღიმილს ვერ იკავებს და ხანდახან უაზროდ გააქქნევს თავს!
-შეყვარებული ხარ? ვკითხე და გავუღიმე.
-საიდან ასკვნი?
-10 წუთია აქ ზიხარ და ღიმილს ვერ იკავებ. დანებებით გააქნევ თავს დაისევ იღიმი. გგონია ვერ ვამჩნევ?
-ჩაგისწორებ. ბედნიერი ვარ!
-ანუ?
-ბედნიერი ვარ, რადგან გაგიცანი. რადგან ჩამოხვედი! მოდი ჩემთან. პატარა სულელო. ინსტიქტურად ვდგები და გვერდით ვუჯდები. ტანზე ვეკრობი, წურბელასავით და თავს მშვიდად ვგრძნობ. ცხოვრებაში პირველად არ მინდა რამე შევცვალო. უბრალოდ მინდა, ვიწვე ასე, მასთან ერთად და თავს დაცულად ვგრძნობდე! ცხოვრება ზუსტად ისეთია, როგორიც მინდა, რომ იყოს. ყველაფერი იდეალურადაა. ანაბელ, რაზე ფიქრობ! შენი ძმაა! ვიცი, ეს პატარა თავი ახლა ჰორმონებით გაქვს გაჭედილი, მაგრამ ის ძმაა შენი!



№1  offline წევრი აფხაზი

a.bochorishvili
oooooooh my lovely brother, kiss you ;)))
კაი იყოოო მალე დადეე

საშაც გკოცნის ^_^ საიტის წესებს ვიცავ. წუხელ მინდოდა დამედო, მაგრამ უფლება არ მომცა. ამიტომ შეძლებისდაგვარად დავდებ.

meocnebe avadmyopi
კარგი იყო მალე დადე შემდეგი

ვეცდები heart_eyes მადლობა, რომ კითხულობ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent