შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ შევქმენით ჩვენი ბედნიერი მომავალი (დასასრული)


29-05-2018, 16:36
ავტორი tikuna tika
ნანახია 1 989

ალექსანდრე გამოწერეს საავადმყოფოდან.არვ მიფიქრია ეს ბუშტებით და აყალ მაყალით შეხვედრა,მაინც ვიცოდი რომ ვერაფერს მიხვდებოდა.ეს კიარა რომ მოგვყავდა სახლში იმას გვეკითხებოდა თქვენ ვინ ხართ და რატომ მიგყავართო.ჩემი სახელიც კი არ ახსოვდა...არც ვეუბნებოდი.ვიცოდი უმიზეზოდ ვბრაზდებოდი მაგრამ ამის ატანა იმდენად რთული იყო ვერც წაროიგენთ.ჩემს თავზეც მეშლებოდა ნერვები.მაშინ იმ მომენტსი,მე რომ მეთქვა მომენატრე მეთქი,ფეხს არ გაადაგამდა რესტორნიდან.ყველაფერი ჩემი ბრალია...
...იცით რა რთულია როცა ცხოვრებაში პირველად ფიქრობ რომ ამ ყველაფერს და ასეთ უსუსურ ცხოვრებას სიკვდილი ჯობია...არადა რა მარტივია არა?!შეგიძლია ერთი ხელის მოსმით დაამთავრო ყველაფერი,უმტკივნეულოდაც,მაგრამ ამ ნაბიჯს მაინც არ დგამ,ალბათ იმიტომ რომ პიროვნული ღირსებებიც გაგაჩნია.ყოველთვის ვამბობდი რომ არცერთ შემთხვევაში სიკვდილი გამოსავალი არიყო.ყოველთვის მეგონა რომ თავს ისინი იკლავდნენ ვისაც არასრულფასოვნების შეგრძნება ჰქონდათ,თითქოს საზოგადოებაში თავს ვერ იმკვიდრებდნენ...სუსტად მივიჩნევდი ყველა ასეთ ადამიანს.მაგრამ აი დადგა მომენტი როცა ორი არჩევანი მქონდა.დიდი დილემის წინაშე ვიყავი.ან უნდა მომეკლა თავი და ყველაფრისთვის წერტილი დამესვა,გული დამეწყვიტა ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც ვახსოვდი და ვუყვარდი, ან უბრალოდ შევგუებოდი ჩემს ცხოვრებას და დავლოდებოდი როდის გავახსენდებოდი სანდროს.ეს მეორე ვარიანტი კი ძალიან აფსურდულად მეჩვენებოდა...
სანდრო სახლში მივიყვანეთ.ძალიან მინდოდა დავჩენილიყავი და მისთვის ყურადღება მიმექცია,თუმცა ჩემმა ხვეწნა-მუდარამ შედეგი არ გამოიღო.სახლში წადი დაისვენე ჩვენ ვრჩებით სანდროსთანო-ბიჭებმა მითხრეს.მეც მივხვდი რომ აღარ ჰქონდა აზრი გაჯიუტებას და სახლში დავბრუნდი.სახლს რომ მივედი მერე გავაანალიზე რამდენად მომნატრებოდა იქაურობა.
...მახსენდებოდა ჩემი ტკბილი უზრუნველყოფილი ბავშვობა და ცრემლები მახრჩობდა.ამ დროსი მანზილზე იმდენი ვიტირე,ცრემლიც კი გამიშრა.
მასინვე თვალი მოვკარი სამზარეულოში მოფუფსფუსე მარინას.მივედი და ჩავეხუტე.როგორ მომნატრებია.მხოლოდ მის გამოც კი რირდა ამ წყეულ სამყაროში დარჩენა,მხოლოდ მისი ერთი ჩახუტების გამოც კი...
-როგორ მომანატრე თავი-მეუბნებოდა ნაღვლიანად-აუცილებლად ყველაფერი უნდა მომიყვევე-მითხრა და გამიღიმა
-ჰოო მოგიყვები,ნამდვილად მოგიყვები-ვუთხარი და კიდევ ერთხელ ჩავეხუტე-ავალ გამოვიცვლი-სწრაფად ავედი ცემს ოთახში და მოწყვეტით გადავესვი ჩემს საწოლზე.იმდენი ხანია ნორმალურად არ მძინებია,მგონი ჭკუიდან შევიშლები-ჩემთვის ვფიქრობდი და ვცდილობდი დამეზინა,არაფრის თავი აღარ მქონდა.მალევე ჩამთვლიმა,შემდეგ კი ღრმად დამეძინა.თითქმის მთელი დღე მეზინა, გვიან გამომერვიძა და გადავწყვიტე ალექსანდრესთან გავსულიყავი.რავქნა?მაინც იქით მიმიწევდა გული...
სწრაფად ავდექი გავემზადე და სამზარეულოში გავედი.დედასთან მივედი და შევაპარე
-დედა...ამ ერთხელაც რა,ეხლა აუცილებლად უნდა წავიდე-ვუთხარი და მუდარით შევხედე-არ გეწყინოს რაა,შევეცდები მალე დავბრუნდე
-წადი წადი-მითხრა და გამიღიმა,მეც მივედი და ჩავეხუტე-ყველაზე მაგარი დედა ხარ...
...ალექსანდრესთან სანამ მივიდოდი მარის დავურეკე
-სადხარ?-მკითხე და ტაქსში ჩავჯექი
-სახლში ვარ მარტო თოკა სანდროსთანაა.შენ სადხარ?
-ჰოდა ეხლა მოემზადე და გამოდი შენც ალექსანდრესთან მივდივარ და ყველა იქ ვიქნებით
-აუ არა რაა...ეხლა რაღაცას გეტყვი ოღონდ არ აფეთქდე-ხმა დაიწვრილა
-რახდება?
-თოკამ მითხრა შეეცადე ბარბარე დაითანხმო რომ არ მოვიდეს ალექსანდრესთანო,ანუ ინერვიულებსო რა ხომ გესმის?იქნებ არღირს ესე მისვლა და მასტან ჯდომა?მაინც ვერხვდ...კარგი მოკლედ ვიცი სულელურად ვლაპარაკობ.ვიცმევ და გამოვდივარ-ერთ ამოსუნთვაში მითხრა და გამითიშა.გავბრაზდი თოკაზე და ბიჭებზე მაგრამ ისინიც მარტლები იყვნენ ჩემზე ღელავდნენ სხვა ხომ არაფერი?ამაზე გაბრაზება კი ცოტა უცნაურად მიმაჩნდა...
ალექსანდრეს სახლის კარები შევაღე და მისაღებისკენ წავედი,თან მატი ლაპარაკი მესმოდა.ბიჭები ცდილობდნენ სანდროსთვის მათი ბავშვობა გაეხსენებინათ,ყველაფერს დაწვრილებით უყვებოდნენ.მე რომ შევედი მაშინვე ჩემზე გადმოიტანეს მზერა
-ეს...ეს გოგო ვინ არის?მახსოვს მაშინ როგორ მეჩხუბა-შემომხედა და გამიღიმა...მისი ღიმილი ისევ ისეტი იყო...ის სულ გულწრფელად იღიმოდა...
-მე...მე მჯერა რომ გამიხსენებ ამიტომ მინდა არცერთმა არ გითხრას ვინ ვარ და რას წარმოვადგენდი შენთვის...-ვთქვი და ნაღვლიანად ჩავიღიმე.ბიჭები ხმას არ იღებდნენ.იქვე ჩამოვჯექი.
-ჰოო...კარგი,რავიცი...-დაიბნა ხან მე გამომხედავდა ხან ბიჭებს.მალე მარიც მოვიდა.გვიანობამდე ერთად ვიყავით.ბიჭები თოკასთან დარცნენ,მარიმ და თოკამ კი მე წამიყვანეს სახლში.სახლში ფეხაკრეფიტ შევედი,ჩემებს ეძინათ.ჩემს ოთახში შევედი.გაამოვიცვალე და დასაძინებლად დავწექი.თუმცა ვერ დავიძინე და აივანზე გავედი.სავსე მთვარე იყო.მე მიყვარდა მთვარე...ძალიან მიყვარდა,თითქოს მთვარეს ესმოდა ჩემი,გრძნობდა ჩემს ტკივილს.ხანდახან იმდენად ჩავიზირებოდი მთვარეზე ფიქრში რომ სულიერადაც კი წარმოვიდგენდი ხოლმე.ერთის მხრივ სისულელეა მაგრამ,ალბათ ყველა ადამიანს აქვს ამოჩემებული რაღაც რაც იზიდავს და შეუძლია მასზე საათობით იფიქროს...პლედი მქონდა მოხვეული და ცას ვუყურებდი.პატარ-პატარა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა.ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით მსგავს სილამაზეებს,თუმცა დიდად მათზე ყურადღებას არ ვამახვილებთ,ეჰჰ არადა სილამაზე ხომ წვრილმანებშია?
...დაკვირვებიხარტ მინდვრის პატარა ,,ლურჯთვალა'' ყვავილებს?როგორი პატარაა არა?მაგრამ როგორი ლამაზი.მე რომ მკითხოთ ვარდს ლურჯთვალა მირჩევნია.მას სულ სხვა სილამაზე და სისადავე აქვს.ადამიანებშიც ასეა...
2 კვირა გავიდა.ყოველ დღე ერთი და იგივე ხდებოდა.ალექსანდრესთან ვიკრიბებოდით ყოველ საღამოს.ბავშვები ცდილობდნენ მისტვის რამე გაეხსენებინათ,მე კი ჩუმად ვიყავი.ხშირად მიყურებდა ხოლმე ალექსანდრე ტითქოს ცდილობდა...ცდილობდა გავეხსენებინე თუმცა არ გამოსდიოდა...
ერთ დილას 14 იანვარს გადავწყვიტე ეკლესიაში წავსულიყავი.იქ მაინც ვპოვებდი სიმსვიდეს და განვიტვირთებოდი.სადა შავი კაბა ჩავიცვი და ეკლესიაში წავედი.გზაში ერეკლემ დამირეკა რაღაც ანერვიულებული ხმა ჰქონდა
-სად ხარ ბარბარე?
-ეკლესიასი მივდივარ რამოხდა?-ვკითხე შეშინებულმა
-რომელ ეკლესიაში?-ძალაინ მეუცნაურა მისი ეს კითხვა
-აი ჩემს სახლთან რომ ეკლესიაა.რაიყო?მაშინებ იცი?
-აა არაფერი კაცო რამ შეგაშინა ისე დამაინტერესდა უბრალოდ-გამითიშა.არაა აშკარად რაღაც რიგზე ვერ იყო.თუმცა შევეცადე აღარ მეფიქრა ამაზე და ეკლესიაში შევედი.
...ისეთი სიმშვიდე იყო,სარკმლის სუნი იდგა და ეს უფრო მსიამოვნებდა.ხატებთან ვიდექი,რამდენხანს არმახსოვს...ბევრი ხალხიც არიყო და უფრო თავისუფლად და მშვიდად ვგრძნობდი თავს.სანთლები დავანთე ვილოცე და ეკლესიის ეზოსი გამოვედი.იქვე ხეებთან სკამები იდგა და ერთ-ერთზე დავიკავე ადგილი.ჰორიზონტს ვუყურებდი,თან ნიავი იყო და თმები მიფრიალებდა,ამდენი ხნის მანძილზე პირველად მქონდა არაამქვეყნიური სიამოვნების და ბედნირების შეგრძნება.გასავლელი კარისკენ ზურგით ვიჯექი.ვიღაც გვერდით მომიჯდა.ვერც კი წარმოვიდგენდი ვინ შეიძლება ყოფილიყო.
გავიხედე...ისევ ის პროფილი ისევ ჰორიზონტზე მიშტერებული მწვანე ტალები,ისევ და ისევ შავი გრძელი თმა...ისევ ჩემი ალექსანდრე...
-აქ რაგინდა?ბიჭებმა იციან აქ რომ ხარ თუ გამოიპარე?-ვეღარვ აზროვენბდი და გაკვირვებული მივჩერებოდი.გამომხედა,მაკვირდებოდა-ბარბ....ბარბარე იცი როგორ მომენატრე?-პულსი ამიჩქარდა,თავბრუ დამეხვა მეგონა იქვე დავვარდებოდი.თვალებში ვუყურბდი ალექსანდრეს და ვერ ვიჯერებდი
-გაგ..გაგახსენდი?მართლა?-ცრემლები მომაწვა და ძლივს ვლაპარაკობდი
-ჰოო...ყველაფერი გამახსენდა,ჩვენი ერთად გატარებუული დრო ყველა წამი,წუთი საათი და დრე ყველაფერი...-მითხრა და სახეზე ხელი ჩამომისვა
-არა...ვერვიჯერებ...გავგიჟდები...-ჩემთვის ვლაპარაკობდი
-დამშვიდდი ყველაფერი დამთავრდა,გესმის?აღარაფერი იქნება ისე საშინლად როგორც იყო და გპირდები გული აღარ გეტკინება-ვერაფერი ვეღარ მოვიფიქრე და მონატრებულს მთელი ძალით მოვეხვიე.დიდხანს ვიჯექით ჩუმად ჩახუტებულები.ბოლოს მხარზე დავადე თავი ალექსანდრეს და უბრალოდ სადრაც შორს დავიწყეთ ყურება.
-სანდრო შენ მართლა აპირებდა ს?-რაცარუნდა უადგილო ყოფილიყო ეს კითხვა მაინც უნდა მეკითხა რადგან დიდი მნიშვნელოდა ჰქონდა ჩემთვის
-კარგირა...ხომიცი არვარ ესეტი ადამიანი...უბრალოდ იმ მომენტსი საჭე ვერ დავიმორჩილე და...-უფრო მაგრად მიმიკრა გულზე
-კარგი გასაგებია უბრალოდ ამის მოსმენა მინდოდა....მე მაინც ბოლომდე მჯეროდა შენი ვიცოდი არდამტოვებდი...-გავუღიმე
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
დედაჩემს დავურეკე
-დეე...
-ჰო ბარბი რაიყო
-დედა ყავა გააკეთე,მოვდივარ დროა ყველფერი დაწვრილებით გაიგო....

...ადამიანები ასეთები ვართ,არვიცით რაში ვპოვოთ ბედნიერება...დაიმახსოვრეტ ბედნიერება წვრილმანებშია...ჰო და კიდევ...არასოდეს არ ჩაიქნიოთ ხელი ცხოვრებაზე და არ გადადგათ სულელური ნაბიჯი.ყველაფერი კარგად იქნება...



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

რა კარგი და სასიამოვნო ისტორია გამოვიდა. კარგად გეხერხება გრძნობების ლამაზად გადმოცემა. აუცილებლად გააგრძელე წერა და მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით❤

 


№2  offline წევრი tikuna tika

Chikochiko
რა კარგი და სასიამოვნო ისტორია გამოვიდა. კარგად გეხერხება გრძნობების ლამაზად გადმოცემა. აუცილებლად გააგრძელე წერა და მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით❤

აი ვერ აგიღწერ რამდენად მსიამოვნებს ასეთი სიტყვების მოსმენა.. heart_eyes უღრმესი მადლობა...აუცილებლად შევეცდეი რომ მალე დავდოო heart_eyes

 


№3 სტუმარი Nini

ძალიან კარგი იყოოო

 


№4  offline წევრი marikuna18

ვაიმე ეს რა იყოოო ♡♡♡ ვიტირე კიდევაც ♡♡♡ ძაან მაგარი ხარ ♡♡♡ მე დიდი სიამოვნებით ისტორიის მეორე ნაწილსაც წავიკითხავდი ♡♡♡

 


№5  offline წევრი tikuna tika

marikuna18
ვაიმე ეს რა იყოოო ♡♡♡ ვიტირე კიდევაც ♡♡♡ ძაან მაგარი ხარ ♡♡♡ მე დიდი სიამოვნებით ისტორიის მეორე ნაწილსაც წავიკითხავდი ♡♡♡

უღრმესი მადლობა,ძალიან მიხარია რომ მოგეწონაა heart_eyes სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით მეორე ნაწილის დაწერაზე არმიფიქრიაა heart_eyes

Nini
ძალიან კარგი იყოოო

დიდი მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent